You are on page 1of 2

მასური წილი არის რიცხვი, რომელიც გვიჩვენებს ნაერთში ქიმიური რეაქციის შემცველობას

მასის მიხედვით.

n - არის ამ ელემენტის ატომთა რაოდენობა (ინდექსი)

Ar - ამ ელემენტის ფარდობითი ატომური მასა.

Mr - ნაერთში ფარდობითი მოლეკულური მასა.

ხსნარი - ერთ ნივთიერებაში განაწილებული სხვა ერთი ან რამდენიმე ნივთიერება

სუსპენზია - დისპერსიული სისტემა, რომელშიც დისპერსიულ ფაზას წარმოადგენს მყარი


ნივთიერება, ხოლო დისპერსიულ არეს სითხე.

ემულსია - დისპერსიული სისტემა, რომელშიც დისპერსიული ფაზაც და დისპერსიული არეც


წარმოადგენენ ურთიერთშეურეველ სითხეებს.

კოლოიდი - დისპერსიული სისტემები, სადაც გვაქვს დიპერსიული არე და დისპერსიული


ფაზა.

ჭეშმარიტი ხსნარი - ჭეშმარიტი ხსნარი არის ორი ან მეტი მასალის ერთგვაროვანი ნარევი ,
რომლის ნაწილაკების ზომაა 1 ნმ-ზე ნაკლები გამხსნელში.

ხსნარს რომელშიც მოცემულ ტემპერატურაზე ნივთიერება კიდევ შეიძლება გაიხსნას უჯერი


ხსნარი ეწოდება.

ხსნარს რომელშიც მოცემულ ტემპერატურაზე ნივთიერება აღარ იხსნება ნაჯერი ხსნარი


ეწოდება.

ხსნადობა - ნივთიერების მაქსიმალურ რაოდენობას, რომელიც იხსნება 1 ლიტრ გამხსნელში


მოცემულ ტემპერატურაზე.

ზენაჯერი ეწოდება ხსნარს, რომელშიც მოცემულ ტემპერატურაზე იმაზე მეტი ნივთიერებაა


გახსნილი ვიდრე მის ნაჯერ ხსნარში შეიძლებოდა ყოფილიყო.

ატმოსფერო - ჰაერი, რომელიც გარშემო აკრავს დედამიწას. მისი სისქე არის დაახლოებიტ
700კმ სისქის.

აირების ყველაზე მკვრივი ფენა ტროფოსფეროშია.

ატმოსფეროს მასის დაახლოებით 90% თავმოყრილია ყველა დაბალ 16 კმ-იან ფენაში.

ჰაერი - აირთა ბუნებრივი ნარევი, რომელიც დედამიწის ატოსფერულ შრეს წარმოქმნის .

კეთილშობილი აირებისათვის დამახასიათებელია დენის გატარებისას ენერგიის


გამოსხივება

ჰაერის დაყოფის ტექნოლოგიის საფეხურები:

1. ჰაერი იფილტრება, რათა მოსცილდეს მტვრის ნაწილაკები


2. ჰაერს სცილდება წყლის ორთქლი, ნახშირორჟანგი და სხვა აირები, რომლებიც
ჰაერის დამაბინძურებლებია. ამისათვის ჰაერს ჯერ იქამდე აცივებე ვიდრე წყლის
ორთქლი მთლიანად არ გათხევადდება, შემდეგ კი გაატარებენ სპეციალურ
ზედაპირზე, რომელიც შთანთქავს ნახშირბადის დიოქსიდს და სხვა დამაბინძურებელ
აირებს
3. ჰაერი მაღალი წნევით იჭირხნება, იკუმშება და ცივდება
4. შეკუმშული ჰაერი სწრაფად გადაიტუმბება სხვა მოწყობილობაში, სადაც ის
ფართოვდება და მისი ტემპერატურა კიდევ უფრო იკლებს.
5. -200°C-ს ტემპერატურაზე ჰაერის ყველა კომპონენტი თხევადდება, გარდა ნეონისა და
ჰელიუმისა. ამიტომ ეს აირები სცილდება თხევად ჰაერს. აირთა ამ ნარევიდან
ცალკეულ კომპონენტებს ნახშირის ზედაპირზე შთანთქმის საშუალებით გამოყოფენ .
6. გათხევადებული აირი გადადის მილში, სადაც ნელ-ნელა თბება. აირები გროვდება
სხვადასხვა ცილინდრში, მათი დუღილის ტემპერატურების შესაბამისად . პირველი
დუღილს იწყებს აზოტი, შემდეგ - დანარჩენი აირები.

You might also like