You are on page 1of 20

პარაგრაფი 3.

10 -ის ზოგიერთი კითხვის განხილვა


კითხვა

წყლის ორთქლი გარკვეული რაოდენობით ყოველთვის არის


ჰაერში, მაგრამ ჩვენ მას ვერ ვხედავთ, რადგან არაა ხილული

ჩვენთვის ხილული თეთრი ბოლქვები კი სინამდვილეში არის არა


ორთქლი, არამედ თვით წყალი პაწაწინა წვეთების ერთობლიობის
სახით, ანუ უკვე სითხედ კონდენსირებული ორთქლი
კითხვა 2 როგორ არის დამოკიდებული სარეცხის გაშრობის
დრო ტემპერატურაზე?

მზიან ამინდში ანუ მაღალ ტემპერატურაზე


უკეთ შრება

1 2
სითხის თავისუფალი 3
ზედაპირის ფართობზე?

რაც მეტია თავისუფალი ზედაპირის


ფართობი, მით მალე გაშრება
კითხვა 3 რომელ ტემპერატურაზე ორთქლდება
წყალი?

1 2
3

წყალი ნებისმიერ ტემპერატურაზე


ორთქლდება
კითხვა 4

ახსენით, რატომ იზრდება


აორთქლების სისწრაფე
ტემპერატურის გადიდებით?

1 2
3
ტემპერტურის გადიდებასთან ერთად იზრდება
მოლეკულების მოძრაობის სიჩქარე და მასთან, მათი
კინეტიკური ენერგიაც, ამიტომ უფრო მეტი
მოლეკულა შეძლებს სხვა მოლეკულების
მიზიდულობის დაძლევას და ზედაპირიდან
ამოსვლას
კითხვა 8 რატომ იწყება ნამის
წარმოქმნა ზაფხულში
შებინდებისას?

წყლის ორთქლი გარკვეული რაოდენობით არის


ყოველთვის ჰაერში. თუმცა ის არაა ხილული, ჩვენ ვერ
ვხედავთ მას, თუ არ მოხდა მისი კონდენსირება წყლად
მცირე წვეთების სახით. კონდენსაციისათვის კი
აუცილებელია, ორთქლი გაცივდეს. ისე რომ, ზაფხულის
საღამოს აგრილება იწვევს ჰაერში არსებული წყლის
ორთქლის კონდენსაციას. ამის შედეგია ნამის გაჩენა
კითხვა 9 დამოკიდებულია თუ არა აორთქლების სისწრაფე
სითხის გვარობაზე?

აორთქლება რომ მოხდეს, მეტი კინეტიკური ენერგიის მქონე მოლეკულებმა უნდა დაძლიონ
სხვა მოლეკულების მხრიდან მიზიდვა. სხვადასხვა სითხეს განსხვავებული მოლეკულური
აგებულება აქვს. შესაბამისად მეზობელ მოლეკულებს შორის მოზიდვის ძალებიც სხვადასხვა
სითხეში სხვადასხვა სიძლიერის იქნება. ამიტომ აორთქლების სისწრაფე იმ სითხეში იქნებს
მეტი, რომლის მოლეკულებს შორისაც უფრო სუსტია ბმა
კითხვა 9

როგორ შეიცვლება
აორთქლების სისწრაფე
ქარიან ამინდში?

1 2
3
ქარიან ამინდში სითხის ღია ზედაპირიდან ამოსულ
მოლეკულებს ქარი გაფანტავს, წარიტაცებს, ისინი
ვეღარ ჩაბრუნდებიან უკან სითხეში და თავისუფალ
ზედაპირზე ახალი მოლეკულები ამოაღწევენ
𝑄1=𝑐𝑚 ∆ 𝑡 𝑐=2100 ჯ / კგგრად =6

𝑄2 =λ 𝑚 λ

ჩასვით რიცხვები, შეკვეცეთ და იპოვეთ


შეფარდება .
რამდენჯერ მეტია გასადნობად საჭირო სითბო
6 გრადუსით გასათბობად საჭირო სითბოზე?

რა დრო დასჭირდა ყინულის


გადნობას?
რა დრო დასჭირდა ყინულის
გათბობას 0 დან 6 გრადუსამდე?
რომელი დროა მეტი და რამდენჯერ?
პარაგრაფი 3.11

ორთქლადქცევისა და კონდენსაციის კუთრი სითბო

დუღილი

სილქნეტის საშინაო სკოლის გაკვეთილი:

https://www.youtube.com/watch?v=oA8Oo4PwXK0
ცნებები:

ორთქლადქცევის მეორე სახე - დუღილი

ორთქლადქცევის კუთრი სითბო და მისი ფიზიკური შინაარსი


ორთქლადქცევ

ორთქლადქცევა - სითხის ორთქლად გადაქცევის
მოვლენა
აორთქლებ

აორთქლება - ორთქლადქცევა, რომელიც

მიმდინარეობს სითხის ღია ზედაპირიდან


ორთქლადქცევ

ორთქლადქცევა - სითხის ორთქლად გადაქცევის
მოვლენა
დუღილი

დუღილი - ორთქლადქცევა, რომელიც მიმდინარეობს


სითხის მთელ მოცულობაში ორთქლის ბუშტულების
წარმოქმნით, რომლებიც სწრაფად იზრდებიან, ამოდიან
ზედაპირზე და სკდებიან
ორთქლადქცევა - სითხის ორთქლად გადაქცევის
მოვლენა ორთქლადქცევ

დუღილი
აორთქლებ

აორთქლება - დუღილი - ორთქლადქცევა, რომელიც
ორთქლადქცევა, მიმდინარეობს სითხის მთელ
რომელიც მოცულობაში ორთქლის ბუშტულების
მიმდინარეობს სითხის წარმოქმნით, რომლებიც სწრაფად
ღია ზედაპირიდან იზრდებიან, ამოდიან ზედაპირზე და
სკდებიან
აღვწეროთ დუღილის პროცესი :

1. ჭურჭლის ფსკერზე წარმოიქმნება ჰაერის მცირე ბუშტულები, ფსკერი მთლიანად


იფარება ამ ბუშტულებით

2. ამ ბუშტულების ზომა თანდათან მატულობს. მათ შიგნით არის ჰაერი და წყლის


ორთქლი

3. წყლის გათბობასთან ერთად ბუშტები უფრო დიდი ხდება და თანაც ფსკერს


წყდებიან. მათი მოცულობის ზრდის გამო მათზე მოქმედი არქიმედეს ძალა
(მოცულობის პირდაპირპროპორციულია) იზრდება

4. სანამ სითხე არაა საკმარისად ცხელი, შესაძლოა ამ ზევით მოძრავ ბუშტში


წყლის ორთქლი გაცივდეს, კონდენსირდეს და ბუშტი ვეღარ დავინახოთ

5. გარკვეულ ტემპერატურაზე კი ზედაპირთან მიახლოებისას ბუშტების მოცულობა


მკვეთრად იზრდება, ისინი ზედაპირზე სკდება და შიგნით მყოფი ნაჯერი წყლის
ორთქლი გადადის ატმოსფეროში - წყალი დუღს
აღვნიშნეთ, რომ მოლეკულამ თავი უნდა დააღწიოს სხვა მოლეკულების
მიზიდვის ძალას - ძალას, რომელიც მათ ერთად აკავებს.
გამოდის, რომ აორთქლება - სიღხის მოლეკულის ერთგვარი „გაქცევის“
მცდელობაა

იმისათვის, რომ ამ „გაქცევის“, თავის დაღწევის


ამოცანას გაუმკლავდეს მოლეკულა, მას უნდა გააჩნდეს
საკმარისი კინეტიკური ენერგია და გამოდის, მას აქვს
მუშაობის შესრულების უნარი, იმდენი, რომ თავი
დააღწიოს მიზიდვას სხვების მხრიდან.

სითხიდან ამოსული მოლეკულა


მართლაც ასრულებს მუშაობას სითხეში
დარჩენილი მილეკულების მიზიდულობის
დასაძლევად
სითხიდან ამოსული მოლეკულა ასრულებს მუშაობას სითხეში
დარჩენილი მილეკულების მიზიდულობის დასაძლევად

მუშაობის შესრულება შეუძლიათ იმ მოლეკულებს,


რომლებსაც აქვთ საამისოდ საკმარისი უნარი ანუ
საკმარისი კინეტიკური ენერგია

ვინაიდან დიდი კინეტიკური ენერგიის მოლეკულები


სითხიდან ორთქლში გადავიდნენ, სითხეში მნაკლები
კინეტიკური ენერგიის მქონეები დარჩებიან და სითხე
გაცივდება

ეს არის მიზეზი, თუ რატომ ჩნდება


სიგრილის შეგრძნება კანის ზედაპირიდან
სითხის აორთქლებისას
ძაღლებს კანში არ აქვთ საოფლე ჯირკვლები. ამიტომ მათ არ შეუძლიათ
ოფლის გამოყოფა ადამიანებისა და ცხოველების მსგავსად. ასეთი გზით
ადამიანის (ცხენისაც) ორგანიზმი დაცულია გადახურებისაგან - კანის
ზედაპირიდან აორთქლებას გაგრილება ახლავს თან.
ძაღლები სხვაგვარად გრილდებიან: ისინი ენას გამოყოფენ და
გახშირებულად სუნთქავენ. პირველი ქმედება ხელს უწყობს ენიდან
აორთქლების გზით გაგრილებას და მეორე - უფრო ინტენსიურ აორთქლებას
- ხშირი სუნთქვა ჰაერის ნაკადის გამაძლიერებელია, ქარის როლშია.

სიცხეში ძაღლები გაწელილები გაწვებიან ხოლმე,


რომ სხეულის ბეწვით დაუფარავი ნაწილიდან მოხდეს
აორთქლება და გაგრილება, სიცივეში კი პირიქით,
გორგალივით ფორმას იღებენ და ბეწვით, მის
ბოჭკოებს შორის არსებული ჰაერის ფენით ცდილობენ
სითბოს შენარჩუნებას (ჰაერი ცუდი თბოგამტარი და
კარგი თბოიზოლაციაა)
აღვწეროთ სხეულის ტემპერტურის დროზე დამოკიდებულება სითბოს
თანაბრად მიწოდებისას:

ორთქლადქცევა
დუღილის
მყარი გარდაიქმნება უცვლელ
სითხედ - დნობა ტემპერატურაზე
უცვლელ
ტემპერატურაზე
5. ორთქლის
4. ტემპერატურა
აგრეგატული მატულობს
მდგ.
ცვლილება -
2.აგრეგატულ 3. სითხის ორთქლადქცე
ი მდგ. ტემპერატურა ვა
ცვლილება- მატულობს
დნობა

1. ყინული
თბება
დავალება: 3.11 პარაგრაფის კითხვისას გაეცით ყველა
კითხვას თანმიმდევრობით პასუხიმხოლოდ მე-10 კითხვამდე.
პასუხი უნდა გამომდინარეობდეს პარაგრაფის ტექსტიდან,
რომელიც თქვენ გააანალიზეთ და თქვენი დასაბუთებული
მოსაზრებიდან.
ასევე წინა სლაიდი გადახაზეთ რვეულში და ყველა
დანომრილ უბანს შეუსაბამეთ მიწოდებული სითბოს
გამოსათვლეი ფორმულა

დაიხმარეთ პრეზენტაცია და
სილქნეტის საშინაო სკოლა: იხ ლინკი

https://www.youtube.com/watch?v=oA8Oo4PwXK0

You might also like