You are on page 1of 10

ორთქლადქცევა,ნაჯე

რი ორთქლი
ნივთიერების გადასვლას თხევადი მდგომარეობიდან
აირად მდგომარეობაში ორთქლადქცევა ეწოდება

სითხის თავისუფალი ზედაპირიდან ორთქლადქცევა


შეიძლება მიმდინარეობდეს ნებისმიერი
ტემპერატურის დროს. აორთქლების პროცესში
სითხის ზოგიერთი მოლეკულა,რომელიც თავისუფალ
ზედაპირთან ახლოს იმყოფება,სხვა მოლეკულებთან
შეჯახების ხარჯზე იძენს დამატებით
ენერგიას,საკმარისს იმისათვის,რომ სითხიდან
გარემოში ამოვიდეს.
აორთქლების პროცესი მით უფრო სწრაფია,რაც
მეტია სითხის ტემპერატურა და სითხის
თავისუფალი ზედაპირის ფართობი
კონდენსაცია არის ნივთიერების აირადი
მდგომარეობიდან თხევადშიგადასვლა
კონდენსაცია ნიშნავს ნივთიერების მოლეკულის
დაბრუნებას გარემოდან სითხეში
როგორც ვთქვით, სითხის აორთქლების პროცესთან
ერთად მიმდინარეობს შებრუნებული პროცესი-
კონდენსაცია

თუ აორთქლების და კონდენსაციის პროცესები


ერთმანეთს აკომპენსირებენ,სითხე და ორთქლი
უკვე დინამიურ წონასწორობაშია,ამ დროს
მოლეკულების რიცხვი,რომლების დროის რაიმე
შუალედში ტოვებენ სითხის ზედაპირს და
გადადიან გარემოში,უდრის მოლეკულების
რიცხვს,რომლებიცდროის იმავე შუალედში
გარემოდან სითხეში ბრუნდებიან.
ორთქლს,რომელიც დინამიურ წონასწორობაშია
თავის სითხესთან,უწოდებენ ნაჯერ ორთქლს
https://www.youtube.com/watch?v=KlQLmxfvUt8
გადადით ამ ლინკზე და უყურეთ ვიდეო
გაკვეთილს ნაჯერ და უჯერ ორთქლზე
ნაჯერი ორთქლის წნევა მუდმივი ტემპერატურის
პირობებში არაა დამოკიდებული მოცულობაზე
ნაჯერი ორთქლის წნევა უცვლელი მოცულობის
დროს დამოკიდებულია ტემპერატურაზე
მუდმივი მოცულობის დროს ნაჯერი ორთქლის
წნევა მატულობს ტემპერატურის ზრდისას და
კლებულობს ტემპერატურის შემცირებისას
მადლობა
ყურადღებისთვის

You might also like