You are on page 1of 7

თბოგადამცემი აპარატები

თბოგადამცემი აპარატების დანიშნულებაა გადასცენ სითბური ენერგია


ერთი არედან მეორეს ანუ გადასცენ სითბო ცხელი თბოგადამტანიდან ცივზე.
არსებობს თბოგადამცემი აპარატების მრავალსახეობა, რომლებიც განსხვავდებიან
კონსტრუქციის, დანიშნულების და სითბოს გადაცემის ხერხის მიხედვით.
თბოგადამცემი აპარატები შეიძლება გამოიყენებოდეს როგორც ძირითადი ასევე
დამხმარე მოწყობილობების სახით.

თბოგადამცემი აპარატების გამოყენების სფეროა:

 გარკვეული რეაქციების განხორციელებისას სითბოს მიწოდება ან


არინება
 ტექნოლოგიური ნაკადების გაცხელება ან გაციება
 დისტილაცია (გამოხდა)
 ადსორბცია და აბსორბცია
 მყარი ნივთიერების გადნობა და კრისტალიზაცია
 გამოორთქლვა
 კონდენსაცია

თბოგადამცემ აპარატებში გამოიყენება ნაკადების მოძრაობის ოთხი სქემა


(ნახ.16)

1. პირდაპირი დენა - თბოგადამტანი ნაკადების პარალელური მოძრაობა ერთი


მიმართულებით;
2. წინაღდინება - თბოგადამტანი ნაკადების პარალელური მოძრაობა
ერთმანეთის შემხვედრი მიმართულებით;
3. ჯვარედინი დინება - თბოგადამტანი ნაკადების ურთიერთმართობული
მოძრაობა;
4. შერეული დინება - როდესაც ხორციელდება ზემოთ ჩამოთვლილი დინების
სახეების კომბინაცია.
თბოგადამცემი აპარატები სითბოს გადაცემის ხერხის მიხედვით იყოფა ორ
სახედ:
ზედაპირული ტიპის - როდესაც თბოცვლა ორ თბოგადამტან ნაკადს შორის
მიმდინარეობს მყარი გამყოფი ზედაპირის საშუალებით;

შემრევი ტიპის - როდესაც თბოგადაცემა ხორციელდება ორი თბოგადამტანის


უშუალო კონტაქტის დროს (შერევა).
ნახ.16 თბოგადამტანი ნაკადების მოძრაობის სქემები

თავის მხრივ ზედაპირული ტიპის თბოგადამცემები იყოფა რეკუპერაციულ და


რეგენერაციულ თბოგადამცემებად. რეკუპერაციულ თბოგადამცემებში სითბური
ენერგია ერთი თბოგადამტანიდან გადაეცემა მეორეს მყარი გამყოფი ზედაპირის
საშუალებით და შეუძლიათ მუშაობა უწყვეტ და პერიოდულ რეჟიმში.
რეგენერაციულ თბოგადამცემებში სითბოს გადაცემა ხდება ასევე გამყოფი მყარი
ზედაპირის საშუალებით, რომელსაც ცხელი და ცივი თბოგადამტანები ეხებიან რიგ-
რიგობით, ე.ი. რეგენერაციული თბოგადამცემები მუშაობენ მხოლოდ პერიოდულ
რეჟიმში.

რეკუპერაციული თბოგადამცემი აპარატები

გარსაცმმილიანი თბოგადამცემები

გარსაცმმილიანი აპარატები შედგება ცილინდრული კორპუსისგან, მასში


განთავსებული მილთა კონით, რომელიც მიმაგრებულია მილთა ცხაურაზე და
ელიფსური სახურავისგან. ყველა ელემენტების შეერთების შემდეგ აპარატში
წარმოიქმნება ორი ერთმანეთისაგან განმხოლოებული კამერა, რომლებშიც მოძრაობენ
თბოგადამტანები. ერთ-ერთი თბოგადამტანი გადაადგილდება მილებში, ხოლო
მეორე თბოგადამტანი მილებს შორის სივრცეში.

ნახ.17 გარსაცმმილიანი თბოგადამცემები

გარსაცმილიან აპარატებში თბოცვლის პროცესში მყოფი ნაკადები შეიძლება


იმყოფებოდნენ სხვადასხვა აგრეგატულ მდგომარეობაში, მაგალითად:

 ორთქლი - სითხე
 სითხე - სითხე
 აირი - სითხე
 აირი - აირი

„მილი-მილში“ ტიპის თბოგადამცემი


„მილი-მილში“ ტიპის თბოგადამცემი შედგება გარე დიდი დიამეტრის
მილისაგან, რომელშიც კონცენტრულად ჩადგმულია უფრო მცირე დიამეტრის მილი.
ერთ-ერთი თბოგადამტანი მოძრაობს შიგა მილში ხოლო მეორე თბოგადამტანი
მილებს შორის წარმოქმნილ წრიულ ღრეჩოში. დიდი და მცირე მილების
ერთობლიობა ქმნის ერთ სექციას; მილთა

სექციები შეიძლება შეერთდეს მიმდევრობით, პარალელურად ან შერეული


სახით. ასევე თბოგადამტანთა მოძრაობის სქემა მილებში შეიძლება იყოს პირდაპირი
ან წინაღდენითი. აპარატების უპირატესობა შემდეგია: თბოგადამტანთა დიდი
სიჩქარეების გამო იზრდება თბოგადაცემის კოეფიციენტის მნიშვნელობები აგრეთვე
მცირდება მილების კედლბის გაჭუჭყიანების ხარისხი. უარყოფითი მხარეებია:
გაზრდილი მეტალოტევადობა, ძორძოხობა, მილებს შორის სივრცის გაწმენდა
გაძნელებულია. ეს აპარატები ძირითადად გამოიყენება ღია ცის ქვეშ სამუშაოდ.

თბოგადამცემები კლაკლინა მილებით

კლაკნილა თბოგადამცემი ესაა მცირე სითბომწარმოებლობის უმარტივესი


თბოგადამცემი აპარატი. არის ორი სახის - მოცულობაში ჩასაძირი და მორწყვადი.
ჩასაძირი აპარატი წარმოადგენს სპირალის სახით დახვეულ მილს, რომელიც
მოთავსებულია (ჩაძირულია) უმეტეს შემთხვევაში ცილინდრული ფორმის მქონე
კორპუსში (ჭურჭელში). ერთ-ერთი თბოგადამტანი მოძრაობს სპირალური მილის
შიგნით, მეორე კი ცილინდრულ კორპუსში არსებულ სივრცეში. სპირალური მილის
თავი და ბოლო შეიძლება გამოდიოდეს კორპუსის ერთ ან საპირისპირო მხარეს. ასევე
კორპუსში შეიძლება ჩადგმული იყოს ერთი ან რამოდენიმე სპირალი შიგა დიამეტრით
25 მმ-მდე.

ა) კლაკნილა თბოგადამცემი ბ) მორწყვადი თბოგადამცემი

1.კორპუსი (ჭურჭელი); 2 - კლაკნილა; 3 - შიგა მილი; 4 - სახურავი; 5,6 - მილყელები;


7 - კლაკნილა; 8 - გამანაწილებელი ღარი; 9 - შემკრები ღარი.

ჩასაძირი კლაკნილა თბოგადამცემები გამოიყენება როგორც მადუღარი,


გამოორთქლვის ან სადნობი აპარატები, სამაცივრო ტექნიკაში, კვების მრეწველობაში
და სხვა.

მოსარწყავი კლაკნილა თბოგადამცემები ფართოდ გამოიყენება მრეწველობაში


და ტრანსპორტზე, რაც განპირობებულია ამ აპარატების კონსტრუქციის სიმარტივით,
რემონტის და მომსახურების სიიოლით, გამაციებელი წყლის შედარებით დაბალი
ხარჯით. ამავე დროს უნდა აღინიშნოს, რომ გაციების პროცესში წყლის რაღაც ნაწილი
იკარგება ატმოსფეროში ორთქლის სახით, თბოგადამცემი მეტად მგრძნობიარეა წყლის
მიწოდების თანაბრობაზე და იკავებს დიდ ადგილს.
ფირფიტოვანი თბოგადამცემები
კონსტრუქციულად ფირფიტოვანი თბოგადამცემი აპარატი წარმოადგენს
ბრტყელი გოფრირებული ფირფიტების ერთობლიობას, რომლებიც მიპრესილია
ერთმანეთზე და და დამაგრებულია მზიდ ძარაზე. ფირფიტებს შორის მოთავსებულია
შემამჭიდროვებელი სადებები, რის გამოც წარმოიქმნება ჰერმეტიული არხები
თბოგადამტანთა სამოძრაოდ. ცხელი თბოგადამტანი მოძრაობს წყვილ არხებში ხოლო
ცივი თბოგადამტანი კენტ არხებში.

ფირფიტოვანი თბოგადამცემი აპარატების დადებითი მაჩვენებლებია:


კომპაქტურობა, თბოგაცემის დიდი ზედაპირი, თბოგაცემის მაღალი ინტენსიურობა,
აპარატის სრულად დაშლის შესაძლებლობა რემონტისა და დათვალიერებისათვის,
თბოგადამტანთა მოძრაობის სქემების მრავალფეროვნება. უარყოფით მხარეს
განეკუთვნება: აპარატი თხოულობს განსაკუთრებული სიზუსტით აწყობას, რომ
დაცული იყოს მისი ჰერმეტულობა, შემამჭიდროვებელი სადებების შეზღუდული
ქიმიური და თერმული მედეგობა.
თბოგადამტანთა სახეები - გამაცხელებელი და მაცივებელი აგენტები
გამაცხელებელი აგენტი წარმოადგენს შუალედურ რგოლს - გაცხელების
პროცესში ის იღებს სითბოს სითბური ენერგიის პირდაპირი წყაროდან (საცეცხლეს
აირები, ელექტროენერგია) და გადასცემს მას ტექნოლოგიურ ნაკადს.
ტექნოლოგიური ნაკადების გაცხელებისას სამრეწველო თბოგადამცემ აპარატებში
ფართო გამოყენება პოვეს სხვადასხვა სახის აირადმა და თხევადმა გამაცხელებელმა
აგენტებმა, კერძოთ:
 წყლის ორთქლი
 ცხელი წყალი
 მაღალტემპერატურული სითხეები (ორგანული და არაორგანული)

მაცივებელი აგენტების დანიშნულებაა ტექნოლოგიური ნაკადებიდან და


აპარატებიდან ჭარბი თბური ენერგიის მოხსნა. 10 – 30 ℃ -მდე გასაცივებლად
გამოიყენება ყველაზე გავრცელებული და იაფი თბოგადამტანები - წყალი და ჰაერი.
უფრო დაბალ ტემპერატურამდე გასაცივებლად გამოიყენებენ
დაბალტემპერატურულ სითხეებს.
წყლისგან განსხვავებით, საჰაერო გაცივება ხშირად გამოიყენება შემრევ
თბოგადამცემებში. ეს განპირობებულია იმით, რომ ჰაერს გააჩნია თბოგაცემის
დაბალი კოეფიციენტი, რის გამოც საჭირო ხდება თბოგაცების ფართობის
მნიშვნელოვანი გაზრდა და ასევე მოხმარებული ჰაერის ხარჯის გაზრდა. ამის
მიუხედავათ, საჰაერო გაცივების სისტემებს გააჩნიათ რიგი უპირატესობანი,
რომელიც გავლენას ახდენს აპარატის მუშაობის რესურსზე (არ იწვევს კოროზიულ
ზემოქმედებას, არ აჭუჭყიანებს თბოგაცემის ფართობს).

დაბალ ტემპერატურებამდე (0℃ -ზე დაბალი) გაციება ხორციელდება


დაბალტემპერატურული სითხეების გამოყენებით, მაგალითად: ფრეონებით, ამიაკით,
ნახშირორჟანგით და მაცივებელი მარილხსნარებით. ამისათვის გათვალისწინებულია
სპეციალური სამაცივრო დანადგარები, რომლებიც მუშაობენ ჩაკეტილი ციკლით.

You might also like