You are on page 1of 5

--

ენერგეტიკის ფაკულტეტი
თბოენერგეტიკისა და ენერგოეფექტურობის
დეპარტამენტიენტი

ენერგიის განახლებადი წყაროები


ლაბორატორიული სამუშაოები

კურსი:
ჯგუფი №
სტუდენტი: __________________________

თბილისი - 2021
ლაბორატორიული სამუშაო № 1

მზის კოლექტორის პარამეტრების განსაზღვრა

მზის კოლექტორი არის მოწყობილობა, რომელშიც ხდება მზის სითბური


ენერგიის შეკრება. ამ დროს არ მიმდინარეობს ენერგიის გარდაქმნა ერთი სახიდან
მეორეში, როგორც მაგალითად მზის ბატარეებში. მზის კოლექტორში, ხილული და
ინფრაწითელი სპექტრის გამოსხივების ზემოქმედებით ხდება თბოგადამტანის
(ძირითადად წყლის) გაცხელება. უმარტივესი კოლექტორის ძირითადი ელემენტია
მზის ენერგიის მიმღები ბრტყელი ზედაპირი - აბსორბერი, სადაც განლაგებულია
თბოგადამცემი სპილენძის, ალუმინის ან რკინის კლაკნილა მილების სახით. მიმღები
ზედაპირის ერთმხარეს განლაგებულია გამჭვირვალე მინის საფარი, ხოლო მეორე
მხარე დაფარულია თბოიზოლაციით.
კოლექტორის მიმღები ზედაპირის მიერ შთანთქმული სხივადი ნაკადის
სიმძლავრეQ ზ (ვტ) შეადგენს

Qზ =τ·α · S·I (1)


სადაც τ - გამჭვირვალე საფარის მზის გამოსხივების განჭოლვის კოეფიციენტია; α -
კოლექტორის მიმღები ზედაპირის მზის გამოსხივების შთანთქმის კოეფიციენტია; S -
კოლექტორის დასხივებული ზედაპირის ფართობია მ 2; I - კოლექტორის
2
ზედაპირის დასხივებულობაა ვტ/მ .
სხივადი ენერგიის შთანთქმის პროცესში კოლექტორის მიმღები ზედაპირის
ტემპერატურა იზრდება და მნიშვნელოვნად აჭარბებს გარემო ჰაერის ტემპერატურას,
რაც იწვევს სითბოს დანაკარგებს გარემოში, რომელიც განისაზღვრება შემდეგნაირად:

Qდან =S (T ზ −T გარ )/ Rზ (2)


T ზ - კოლექტორის მიმღები ზედაპირის ტემპერატურაა K, T გარ - გარემო ჰაერის
ტემპერატურაა K, Rზ - კოლექტორის მიმღები ზედაპირის თერმული
წინააღმდეგობაა მ 2 K / ვტ .
მზის კოლექტორის თბური ბალანსის განტოლება ჩაიწერება ასეთი სახით:

Qმ . კოლ=S [ατI −(T ზ −T გარ )/ Rზ ]

კოლექტორის მიერ მიღებული მთელი ენერგია სრულად კი არ გადაეცემა წყალს,


არამედ მხოლოდ მისი ნაწილი, რომელიც განისაღვრება მზის ენერგიის გადასვლის k f
კოეფიციენტით. ბრტყელი კოლექტორებისთვის k f =0,85. ე.ი. სითხეზე გადაცემული
სითბოს რაოდენობა ტოლია:

Qს=k f · Qმ . კოლ
სითხის გარკვეულ ტემპერატურამდე გასათბობად საჭირო სითბოს რაოდენობა
განისაზღვრება ასე:

Qს=VρC (T 2−T 1) (3)


T 2- წყლის საბოლოო ტემპერატურაა; T 1- წყლის საწყისი ტემპერატურა; ρ - წყლის
სიმკვრივეა კგ/მ 3; V - წყლის მოცულობითი ხარჯია მ 3 /წმ .
მზის კოლექტორის თბური ბალანსის განტოლებას აქვს შემდეგი სახე:

k f S ¿] = VρC (T 2−T 1)

ამ განტოლებიდან განისაზღვრება ყველა ძირითადი მახასიათებელი.

ნახ,1 დანადგარის სქემა: 1 - კოლექტორის კორპუსი; 2 - კოლექტორში წყლის


შესასვლელი; 3 - მილები; 4 - კოლექტორიდან წყლის გამოსასვლელი; 5 -
თერმომეტრი; 6 - მენზურა.

სამუშაოს მიზანი - მზის კოლექტორში წყლის პარამეტრების გაზომვა და


კოლექტორის მიმღები ზედაპირის დასხივოსნების განსაზღვრა.

გაზომვის მეთოდიკისა და გაანგარიშების აღწერა


მზის კოლექტორის მიმღები სედაპირის დასხივოსნების განსაზღვრისათვის საჭიროა
კოლექტორში წყლის ხარჯისა და პარამეტრების, ჰაერისა და კოლექტორის
ზედაპირის ტემპერატურის გაზომვა და თბური ბალანსის განტოლების შედგენა.

გაზომვის ჩატარებისა და მირებული შედეგების დამუშავების წესი:

 დავარეგულიროთ და გავზომოთ წყლის ხარჯი მ 3 /წმ . შედეგი შევიტანოთ ცხრ.1-


ში.
 დავასხივოთ კოლექტორი ბუნებრივი ან ხელოვნური წყაროდან. მოვიცადოთ,
სანამ კოლექტორის ზედაპირის და წყლის ტემპერატურები დასტაბილურდება.
 გავზომოთ გარემოს, კოლექტორის ზედაპირის და წყლის (კოლექტორის
შესასვლელსა და გამოსასვლელში) ტემპერატურები.

მოცემული სიდიდეებია:
მზის ენერგიის გადასვლის კოეფიციენტი k f =0,85 ;
კოლექტორის დასხივებული ზედაპირის ფართობი S = 2 მ 2;
კოლექტორის მიმღები ზედაპირის შთანთქმის კოეფიციენტი α = 0,9 ;
გამჭვირვალე საფარის განჭოლვის კოეფიციენტია τ = 0,9.

ცნობილი სიდიდეებია:
კოლექტორის მიმღები ზედაპირის თერმული წინააღმდეგობა Rზ = 10 მ 2 K / ვტ ;
წყლის სიმკვრივე ρ=1000 კგ/მ 3;
წყლის სითბოტევადობა C=4200 ჯ/კგ·K.

გაზომილი სიდიდეებია:
კოლექტორის მიმღები ზედაპირის ტემპერატურა T ზ K;
გარემო ჰაერის ტემპერატურა T გარ K;
წყლის საწყისი ტემპერატურა T 1 K;
წყლის საბოლოო ტემპერატურა T 2 K;
წყლის მოცულობითი ხარჯი V მ 3 /წმ .

ვანგარიშობთ

I =¿ /k f S+(T ზ −T გარ )/R ზ] /ατ =¿


ცხრილი 1

Tზ , ℃ T გარ , ℃ T 1, ℃ T 2, ℃ V , მ 3 /წმ . I , ვტ/მ 2

You might also like