You are on page 1of 6

სითბური ძრავა

პრეზენტაციაზე
იმუშავა ლუკა
სითბური ძრავა ეწოდება მოწყობილობას, რომელსაც   მიღებული
სითბოს რაოდენობის მექანიკურ ენერგიაში გარდაქმნის უნარი
აქვს. სითბურ ძრავებში მექანიკური მუშაობა სრულდება
გარკვეული ნივთიერების (ე.წ. მუშა სხეულის) გაფართოების
პროცესში. მუშა სხეულად, ჩვეულებრივ, აირადი ნივთიერება
(ბენზინის ორთქლი, ჰაერი. წყლის ორთქლი) გამოიყენება. მუშა
სხეული შინაგანი ენერგიის მქონე სხეულებთან თბოგაცვლეს
პროცესში იღებს (ან გასცემს) სითბურ ენერგიას. ამ
სხეულებს სითბურ რეზერვუარებს უწოდებენ.
მაგრამ სითბოს მუშაობად გარდაქმნის ასეთი ერთჯერადი აქტი ტექნიკისათვის
საინტერესო არ არის.  რეალურად არსებული სითბური ძრავები (ორთქლის
მანქანები, შიგა წვის ძარავები და ა.შ.) ციკლურად მუშაობენ.თბოგადაცემისა და
მიღებული სითბოს რაოდენობის მუშაობად გარდაქმნის პროცესი პერიუდულად
მეორდება. ამისათვის მუშა სხეული უნდა ასრულებდესწრიულ
პროცესს ანუ თერმოდინამიკურ ციკლს, რომლის დროსაც საწყისი მდგომარეობა
პერიოდელად აღდგება. წრიული პროცესი  აირადი მუშა სხეულის  (p,V)
(p,V) დიაგრამაზე გამოისახება ჩაკეტილი მრუდის სახით (ნახ. 1). გაფართოებისას
აირი abcabc მრუდის ქვეშა ფართობის ტოლ დადებით მუშაობას A1A1 ასრულებს,
შეკუმშვისას cdacda მრუდის ქვეშა ფართობის მოდულის ტოლ უარყოფით
მუშაობას A2A2.  A=A1+A2A=A1+A2 ციკლის განმავლობაში შესრულებული სრული
მუშაობა დიაგრამაზე (p,V)(p,V)  ციკლის ფართობის ტოლია. მუშაობა AA დადებითია,
თუ ციკლი საათის ისრის მიმართულებით მიმდინარეობს, და  AA უაროფითია თუ
ციკლი საათის ისრის საწინააღმდეგოდ მიმდინარეობს.
 
1824 წელს ფარაგმა ინჟინერმა ს.კარნომ ორი
იზოთერმისა და ორი ადიაბატისაგან შედგენილი 
ციკლური პროცესი  განიხილა, რამაც
მნიშვნელოვანი როლი შეასრულა სითბური
პროცესების შესწავლის განვითარებაში. იგი
კარნოს ციკლის სახელწოდებითაა ცნობილ
კარნოს ციკლი იმითაა მნიშვნელოვანი, რომ მის არცერთ მონაკვეთზე
არ გვაქვს სხვადასხვა ტემპერატურის სხეულების ურთიერთშეხება.
ციკლის განმავლობაში მუშა სხეულის (აირის) ნებისმიერი
მდგომარეობა კვაზიწონასწორულია, ე.ი. გარემომცველ სხეულებთან
(სითბურ რაზერვუარებთან და თერმოსტატებთან) სითბურ
წონასწორობაში ყოფნასთან უსასრულოდ ახლოს. კარნოს ციკლი
გამორიცხავს ციკლის განმავლობაში მუშა სხეულსა და გარემომცველ
სხეულებს (თერმოსტატებს) შორის სასრული ტემპერატურათა სხვაობის
პირობებში სითბო გადაეცემოდეს მუშაობის შესრულების გარეშე.
ამიტომ კარნოს ციკლი - ყველაზე ეფექტური წრიული პროცესია
განსაზღვრული ტემპერეტურების მქონე გამაცხელებლისა და
გამაციებლისათვის ყველა შესაძლო პროცესებს შორის.
 Ηკარნო = ηmax.
მადლობა
ყურადღებისათვის

You might also like