You are on page 1of 7

თავრომახია - (უმართებ.). იხ. ტავრომახია.

თალასოთერაპია [ბერძ. Thalassa ზღვა და terapia] – ზღვის ჰავითა და ზღვაში


ბანაობით მკურნალობა.

თალია [ბერძ. Thaleia] – ბერძნულ მითოლოგიაში: კომედიის მუზა.

თალიუმ-ი [< ბერძ. Thallos მწვანე ყლორტი] – ქიმიური ელემენტი,


ნაცრისფერი რბილი ლითონი.

თალმუდ-ი [ძვ. ებრ.] – ებრაელთა რელიგიური, საყოფაცხოვრებო და


სამართლის წესებისა და კანონების კრებული; შედგენილი ბიბლიის („ძველი
აღთქმისკკ) წიგნების განმარტებათა საფუძველზე.

თალმუდიზმ-ი - სქოლასტიკური მსჯელობა, დოგმათა უაზრო დაცვა,


მედავითნეობა.

თალმუდისტ-ი -1. თალმუდის მიმდევარი; თალმუდის მცოდნე. 2.


(გადატ.).სქოლასტიკოსი მედავითნე.

თალუს-ი [< ბერძ. Thallos ყლორტი] – (ბოტან.). უდაბლესი მცენარის


(წყალმცენარის, სოკოს და მისთ.) ან ღვიძლა ხავსის სხეული, რომელიც არ არის
დაყოფილი ფესვად, ღეროდ და ფოთლებად.

თამარინდ-ი [< არაბ.] – ტროპიკული მარადმწვანე ხე პარკოსანთა ოჯახისა;


ნაყოფს იყენებენ მედიცინაში.

თანატოლოგია [ბერძ. Thanatos სიკვდილი და logos მოძღვრება] – მედიცინის


დარგი, რომელიც სწავლობს ორგანიზმში მიმდინარე სიკვდილისწინა და
იკვდილისშემდგომ პროცესებს, აგრეთვე სიკვდილის ნიშნებს.

თანატოს-ი [ბერძ. Thanatos < Thanatos სიკვდილი] – ბერძნულ მითოლოგიაში:


სიკვდილის მომავლინებელი ღმერთი, ჰიპნოსის ძმა (ტყუპისცალი); რკინის გული
ჰქონდა და ამიტომ ებრალებოდა; იგი ძალიან ეჯავრებოდათ არა მარტო
ადამიანებს, არამედ ღმერთებსაც.

თეატრ-ი [ბერძ. Theatron] – 1. ხელოვნება, რომელიც მდგომარეობს


დრამატული მოქმედებით ცხოვრების მხატვრულ განსახიერებაში მსახიობების
მიერ. 2. დაწესებულება, რომელიც ახორციელებს წარმოდგენის დადგმას .

თეატრალ-ი - ადამიანი, რომელიც ხშირად დადის თეატრში; თეატრის


მოყვარული.

თეზა [ფრანგ. Thesa< ბერძ.] – იგივეა, რაც თეზისი (მნიშვ. 1).


თეზავრირება და თეზავრაცია [ბერძ. Thadauros განძი] – ოქროს დაგროვება,
შენახვა განძის სახით.

თეზაურუს-ი [ლათ. Thesaurus < ბერძ. Thesauros განძი] – ამა თუ იმ ენის


ლექსიკის სრული მარაგი; მისი სიტყვების ამომწურავი ლექსიკონი.

თეზევს-ი - იხ. თესევსი.

თეზის-ი [ბერძ. Thesis] – 1. ლოგიკაში: დებულება, რომლის ჭეშმარიტება უნდა


დამტკიცდეს. 2. ჰეგელის იდეალისტურ ფილოსოფიაში: განვითარების პროცესის
პირველი საფეხური. 3. თეზისები - მოხსენების, ლექციის და მისთ. მოკლედ
ჩამოყალიბებული ძირითადი დებულებანი.

თეიზმ-ი [< ბერძ. Theos ღმერთი] – რელიგიური მოძღვრება, რომელიც


აღიარებს, რომ არსებობს განსაკუთრებული გონიერი პიროვნება - ღმერთი,
რომელმაც შექმნა ქვეყანა და განაგებს მას.

თეისტ-ი თეიზმის მიმდევარი.

-თეკა [< ბერძ. Theke] – ყუთი, სათავსი, საცავი] – რთული სიტყვის ბოლო
შემადგენელი ნაწილი; ნიშნავს საცავს. მაგ., ბიბლიოთეკა, ფილმოთეკა.

თემა [ბერძ. Thema] – 1. საგანი, საკითხი, რომელსაც ეხება თხრობა,


გამოკვლევა, საუბარი და მისთ. 2. მუსიკალური ნაწარმოების ან მისი ნაწილის
ძირითადი მოტივი. 3. ქართული ენის გრამატიკაში: ზმნის ფუძე, რომელიც
უცვლელია რომელიმე სერიის ფორმებში. მაგ.,თემის ნიშნებია: - ებ (აკეთ-ებ-ს), -ავ
(ხატ-ავ-ს) და მისთ.

თემატიკა - გარკვეული მიზნით ან თვალსაზრისით შერჩეულ თემათა


ერთობლიობა.

თემიდა - იტყვიან მართლმსაჯულებაზე. თემიდის მსახური ან თ.-ის ქურუმი -


იტყვიან მოსამართლეზე [ძველი ბერძნული მითოლოგიის მართლმსაჯულების
ქალღმერთ თჰემის-ის (ნათეს. თჰემიდოს) სახელის მიხედვით; ამ ქალღმერთს
გამოხატავდნენ თვალახვეულს, რომელსაც ცალ ხელში სასწორი ეჭირა, ხოლო
მეორეში - მახვილი] –.

თენებ-ი [ინგლ. Thegn და Thane] – ინგლისში: მსახურეული დიდებულები,


დიდგვაროვანნი - მეფის რაზმელები.

თეობრომინ-ი [ბერძ. Theos ღმერთი და broma საკვები] – ორგანული ნაერთი,


ალკალოიდი; შედის კაკაოს შემადგენლობაში, ჩაის ფოთოლში; მიიღება
სინთეზურადაც; იყენებენ სამედიცინო პრაქტიკაში.

თეოგონია [ბერძ. Theogonia ღმერთების წარმოშობა] – მითები ღმერთების


წარმოშობის შესახებ.

თეოდიცეა [ფრანგ. Theodicèa < ბერძ. ტჰეოს ღმერთი და დიკდ


სამართლიანობა] – „ღვთის გამართლება» - რელიგიურ-ფილოსოფიური
მოძღვრება, რომელიც ცდილობს შეათავსოს ქვეყნად ბოროტებისა და
უსამართლობის არსებობა და ღვთის სიკეთისა და ყოვლისშემძლეობის იდეა.

თეოდოლიტ-ი [ბერძ. Theaomai ვუყურებ და dolichos გრძელი] – კუთხსაზომი


იარაღი; იყენებენ გეოდეზიაში, ასტრონომიაში, არტილერიაში, ავიაციაში.

თეოკრატია [ბერძ. Theos ღმერთი და kratos ხელისუფლება] – მმართველობის


ფორმა, რომლის დროსაც პოლიტიკური ძალაუფლება სამღვდელოებას
ეკუთვნის.

თეოლოგ-ი - თეოლოგიის სპეციალისტი; ღვთისმეტყველი.

თეოლოგია [ბერძ. Theologia] – მოძღვრება ღვთისა და რელიგიური


დოგმატების შესახებ; ღვთისმეტყველება.

თეორემა [ბერძ. Theorema] – მათემატიკური დებულება, რომლის


მართებულებასადგენენ მტკიცების გზით.

თეორეტიკოს-ი - პირი, რომელიც ამუშავებს ცოდნის ამა თუ იმ დარგის


თეორიის საკითხებს.

თეორია [ბერძ. Theoria] – 1.გამოცდილების, საზოგადოებრივი პრაქტიკის


ლოგიკური განზოგადება, რომელიც ასახავს ბუნებისა და საზოგადოების
განვითარების კანონზომიერებას. 2. იმ გაზოგადებულ დებულებათა
ერთობლიობა, რომლებიც ქმნიან რაიმე მეცნიერებას ან მის ერთ-ერთ დარგს;
რაიმე დარგის ზოგადი, განყენებული საფუძვლები. 3. იმ წესების, დებულებების
ერთობლიობა, რომელთა შესწავლა გვეხმარება ამა თუ იმ დარგის დაუფლებაში.
4. ზოგადი, განყენებული მსჯელობა, შეხედულებანი (პრაქტიკული მოქმედების
საპირისპიროდ).

თეოსოფ-ი - თეოსოფიის მიმდევარი.

თეოსოფია [ბერძ. Theosophia ღვთის სიბრძნე] – რელიგიურ-მისტიკური


მოძღვრება, რომლის მიხედვითაც თითქოს შესაძლებელია ზეშთაგონების გზით
ღვთის შემეცნება და ე. წ. „მიღმა სამყაროსთან» ურთიერთობა.

თეოფორულ-ი [< ბერძ. Theophoros ღვთის მატარებელი] – რომელიმე


ღმერთის სახელისაგან წარმომდგარი (ადამიანის სახელი).

თერაპევტ-ი [ბერძ. Therapeutes] – შინაგან სნეულებათა ექიმი (იხ. თერპია).

თერაპია [ბერძ. Therapeia] – 1.მედიცინის დარგი, რომელიც სწავლობს შინაგან


სნეულებებს და მათი მკურნალობის მეთოდებს; შინაგან სნეულებათა
მკურნალობა არაქირურგიული მეთოდებით (წამლებით, შრატებით, სითბოთი,
ელექტრობით და მისთ.). 2. რთული სიტყვის მეორე შემადგენელი ნაწილი;
აღნიშნავს იმ წესით მკურნალობას, რომელზეც მიუთითებს სიტყვის პირველი
ნაწილი. მაგ., ფიზიოთერაპია. რენტგენოთერაპია. ბალნეოთერაპია.
თერიოლოგია [ბერძ. Therion ცხოველი, მხეცი და logos მოძღვრება] –
ზოოლოგიის ნაწილი, რომელიც სწავლობს ძუძუმწოვარ ცხოველებს (სხვანაირად:
მამალიოლოგია).

თერმებ-ი [ლათ. Thermae < ბერძ. Thermos ცხელი] – 1. ძველ რომში:


საზოგადოებრივი აბანოები. 2. (გეოლ.). მიწისქვეშა თბილი ან ცხელი მინერალური
წყლები.

თერმიდორ-ი [ფრანგ. Thermidor] – (ისტ.). 1. კონვენტის მიერ 1793 წ. მიღებული


ფრანგული რევოლუციური კალენდრის მეთერთმეტე თვე (19-20 ივლისიდან 17- 18
აგვისტომდე). 2. სახელწოდება ამ კალენდრის მე-2 წლის თერმიდორს (1794 წ. 27
ივლისს) მომხდარი კონტრრევოლუციური გადატრიალებისა, რომლის შედეგადაც
დაემხო იაკობინელთა დიქტატურა).

თერმინ-ი - (უმართებ.). იხ. ტერმინი.

თერმისტ-ი - ლითონის თერმული დამუშავების სპეციალისტი.

თერმიტ-ი [ < ბერძ. Therme სიცხე, სითბო] – ზოგი ლითონის ჟანგისა და


ალუმინის ფხვნილისებური ნარევი, როლის წვის დროსაც წარმოიქმნება ძალიან
მაღალი ტემპერატურა; იყენებენ ტექნიკაში (ლითონების შედუღებისას, დნობისას),
სამხედრო საქმეში (როგორც ცეცხლგამჩენ საშუალებას).

თერმო- [< ბერძ. Therme სითბო, სიცხე] – რთული სიტყვის პირველი


შემადგენელი ნაწილი, რომელიც აღნიშნავს სითბოსთან, ტემპერატურასთან
კავშირს. მაგ., თერმოდამუშავება. თერმოიზოლაცია.

თერმოგრაფ-ი [ბერძ. Therme სითბო და grapho ვწერ] – ტემპერატურის


ცვლილების ავტომატურად ჩასაწერი ხელსაწყო.

თერმოდინამიკა - ფიზიკის დარგი, რომელიც სწავლობს სითბური


მოძრაობის კანონზომიერებას და სითბური მოძრაობის გავლენას სხეულთა
ფიზიკურ თვისებებზე.

თერმოთერაპია - სითბოს გამოყენება სამკურნალო მიზნით (აბაზანები,


ტალახით მკურნალობა და მისთ.). თბომკურნალობა.

თერმოიზოლაცია [ბერძ. Therme სითბო, სიცხე და (იხ. იზოლაცია)] – რისამე


ზედაპირის დაფარვა ისეთი მასალებით (მაგ., აზბესტით), რომლებიც ცუდად
ატარებს სითბოს.

თერმომეტრ-ი [ბერძ. Therme სითბო და metreo ვზომავ] – ტემპერატურის


გასაზომი ხელსაწყო.თერმომეტრია - ფიზიკის ნაწილი, რომელიც ტემპერატურის
გაზომვის მეთოდებს სწავლობს.

თერმონასტია [ბერძ. Therme სიცხე და (იხ. ნასტიები)] – (ბოტან.). მცენარის


ორგანოთა მოძრაობა, რაც განპირობებულია ტემპერატურის ცვლილებით
გარემოში.
თერმორეგულატორ-ი - ხელსაწყო, რომელიც ავტომატურად იცავს მოცემულ
ტემპერატურას. მაგ., უთოს თერმორეგულატორი.

თერმორეგულაცია - ერთობლიობა ფიზიოლოგიური პროცესებისა,


რომლებიც ხელს უწყობენ ადამიანისა და თბილსისხლიანი ცხოველების სხეულის
ტემპერატურის დაცვას გარკვეულ დონეზე.

თერმოს-ი [ბერძ. Thermos თბილი, ცხელი] – სპეციალურად მოწყობილი


ჭურჭელი, რომელიც იცავს მასში მოთავსებულ პროდუქტს გაცივებისა ან
გათბობისაგან.

თერმოსიფონ-ი [ბერძ. Therme სითბო და siphon მილი] – შიგაწვის ძრავას


წყლით გაცივების სისტემა, რომელშიც გამთბარი წყალი ადის ზევით, ხოლო ცივი -
ჩადის ქვევით.

თერმოსტატ-ი [ბერძ.Therme სითბო და statos მდგომარე] – აპარატი,


რომელშიც მუდმივი ტემპერატურაა დაცული.

თერმოსფერო [ბერძ. Therme სითბო, სიცხე და sphaira სფერო] – ატმოსფეროს


ფენა 80 კმ-ზე ზევით, რომელშიც ტემპერატურა მატულობს სიმაღლესთან ერთად.

თერმოფილებ-ი [ბერძ. Therme სითბო და grapho ვწერ] – ტემპერატურის


ცვლილების ავტომატურად ჩასაწერი ხელსაწყო.

თერმოფობებ-ი [ბერძ. Therme სითბო და phobos შიში] – ორგანიზმები,


რომლებიც ვერ ვითარდებიან შედარებით მაღალი ტემპერატურის პირობებში.

თერმოქიმია - ქიმიის ნაწილი, რომელიც სწავლობს ქიმიური რეაქციებით


გამოწვეულ სითბურ პროცესებს.

თერმულ-ი - სითბოსთან, მაღალ ტემპერატურასთან დაკავშირებული;


სითბური.

თესევს-ი [ბერძ. Theseus] – ბერძნულ მითოლოგიაში: ათენელი გმირი,


რომელმაც მოკლა მინოტავრი, პროკრუსტე და ბევრი სხვა საგმირო საქმე
ჩაიდინა.

თეურგია [ბერძ. Theurgia < Theos ღმერთი და ergon საქმე, მუშაობა] – მაგიის
სახეობა, რომლის საშუალებითაც შესაძლებლად მიაჩნდათ ამბების
მიმდინარეობის შეცვლა ღმერთებისა და სულების ნებაზე ზემოქმედებით.

თირატრონ-ი [ბერძ. Thyra კარგი, შესასვლელი და (ელექ)ტრონი] – იონური


ხელსაწყო, რომელიც თავისი მოქმედებით რელეს ანალოგიურია.

თირსოს-ი [ბერძ. Thyrsos] – ბერძნულ მითოლოგიაში: დიონისეს და მისი


თანამგზავრების კვერთხი; გამოხატავდნენ ჯოხის სახით, რომელიც შემოსილი იყო
სუროთი, ვაზის ფოთლებით და (ბოლოში) ფიჭვის გირჩებით.

თომიზმ-ი - კათოლიკური ფილოსოფიის მიმართულება, რომლისთვისაც


დამახასიათებელია არისტოტელეს ფილოსოფიის შეგუება ქრისტიანული
სარწმუნოების მოთხოვნებთან [მისი დამაარსებლის, თეოლოგისა და
ფილოსოფოსის თომა აკვინელის (Thomas Aquinas, 1225-1274 წწ.) სახელის
მიხედვით.

თორ-ი [სკანდინ. Thor] – სკანდინავიურ მითოლოგიაში: ჭექა-ქუხილის


ღმერთი, მიწათმოქმედების მფარველი.

თორა [ძვ. ებრ.] – 1. ძველი ებრაული სახელწოდება ბიბლიის პირველი ხუთი


წიგნისა, რომლის ავტორობა მიეწერება მითურ წინასწარმეტყველს მოსეს;
პერგამენტის გრაგნილი, რომელზედაც ეს ტექსტია დაწერილი და რომელიც
სინაგოგაში ინახება. 2. ებრაელთა სალოცავი; სინაგოგა.

თორაკალურ-ი [< ბერძ. Thorax (Thorakos) გულმკერდი] – (მედიც.).


გულმკერდთან დაკავშირებული. მაგ., თ. ქირურგია.

თორაკოპლასტიკა [ბერძ. Thorax (Thorakos) გულმკერდი და პლასტიკდ (იხ.


პლასტიკა)] – (მედიც.). რამდენიმე ნეკნის ამოკვეთის ოპერაცია; მიმართავენ
ფილტვების კავერნული ტუბერკულოზის დროს.

თორაკოსკოპია [ბერძ. Thorax (Thorakos) გულმკერდი და სკოპეЅ ვუყურებ] –


(მედიც.). სპეციალური აპარატით - თორაკოსკოპით - პლევრის ღრუს
გამოკვლევის მეთოდი.

თორაკოტომია [ბერძ. Thorax (Thorakos) გულმკერდი და ტომდ გაკვეთა] –


(მედიც.). გულმკერდის ღრუს გაკვეთის ოპერაცია.

თორაქს-ი [ბერძ. Thorax] – (ანატ.). გულმკერდი.

თორიტ-ი - იშვიათი მინერალი, რომელსაც ახასიათებს ძლიერი


რადიოაქტივობა; წარმოადგენს მადანს, რომლისგანაც იღებენ თორიუმს.

თორიუმ-ი - რადიოაქტიური ქიმიური ელემენტი, რომელიც მიეკუთვნება


აქტინიდებს; წარმოადგენს ნედლეულს ატომური ენერგიის სამრეწველო
მიზნებისათვის მისაღებად [სკანდინავიური მითოლოგიის ქუხილის ღმერთ თჰორ-
ის სახელის მიხედვით] –.

თრიფსებ-ი [ბერძ. Thrips (მხ.)] – წვრილი მწერები ერთგვარი; მათი ნაწილი


სასოფლო-სამეურნეო მცენარეთა მავნებლებია (სინონ.ბუშტულფეხიანები ).

თრიფსინ-ი [ბერძ. Thrypsin გათხევადება] – (ფიზიოლ.). ფერმენტი, რომელიც


მოიპოვება კუჭუკანა ჯირკვლის წვენში; ხლეჩს ცილებს და მათი არასრული
დაშლის პროდუქტებს; სამედიცინო პრაქტიკაში იყენებენ ჭრილობის,
დამწვრობის, თრომბოზების და სხვ. სამკურნალოდ.

თრომბ-ი [ბერძ. Thrombos შენადედი] – სისხლის შენადედი, რომელიც ჩნდება


სისხლძარღვში.

თრომბინ-ი ფერმენტი, რომელიც იწვევს სისხლის შედედებას.

თრომბოზ-ი - სისხლძარღვებში თრომბების გაჩენის პროცესი.


თრომბოფლებიტ-ი [ბერძ. Thrombos (იხ. თრომბი) და phleps (phlebos) ვენა] –
ვენების ანთება, რასაც თან სდევს თრომბების გაჩენა.

თრომბოციტებ-ი [ბერძ. Thrombos შენადედი და cytos უჯრედი] – ხერხემლიანი


ცხოველებისა და ადამიანის სისხლის ფორმული ელემენტების ერთ-ერთი
სახეობა.

თულიუმ-ი - ქიმიური ელემენტი ლანთანოიდების ოჯახისა; რადიოაქტიურ


იზოტოპს თელიუმ-170-ს იყენებენ მედიცინაში რენტგენოდიაგნოსტიკისათვის,
გაჭვირვისათვის [ნახევრად ლეგენდარული ქვეყნის Thule-ს სახელის მიხედვით,
რომელსაც ძველი გეოგრაფები თვლიდნენ დედამიწის ჩრდილოეთ
დაბოლოებად

You might also like