You are on page 1of 43

იაგდტაშ-ი [გერმ. Jagdtasche] – ჩანთა ნანადირევისათვის.

იაგუარ-ი [გერმ. Jaguar < ტუპი-გუარანის (ბრაზილიელ ინდიელთა) ენიდან] –


დიდი ტანის ძუძუმწოვარი მტაცებელი ცხოველი კატისებრთა ოჯახისა; აქვს
შავლაქებიანი მოწითალო-ყვითელი ბეწვი; გავრცელებულია ამერიკაში.

იაკ-ი [ტიბეტ.] – დიდი ტანის მცოხნელი ცხოველი; მოშინაურებული ჰყავთ


ცენტრალური აზიის ზოგი ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში; ტიბეტური ხარი.

იაკობინელებ-ი - მე-18 საუკუნის საფრანგეთის დიდი რევოლუციის


პერიოდში; რადიკალურ-პოლიტიკური კლუბის წევრები, რევოლუციურ-
დემოკრატიული ბურჟუაზიის წარმომადგენლები, რომლებიც გამოდიოდნენ
გლეხებთან,მუშებთან, ხელოსნებთან ერთად [პარიზის წმ. იაკობის მონასტრის
სახელის მიხედვით,სადაც მათი კლუბი იყო მოთავსებული] –.

იამატო [იაპ.] – იაპონურ დამწერლობაში: წმინდა იაპონური იეროგლიფები


(განსხვავებით ჩინურიდან ნასესხებისა).

იამბ-ი [ბერძ. იამბოს] –1. ანტიკურ ლექსთწყობაში: ორმარცვლიანი მუხლი,


რომლის პირველი მარცვალი მოკლეა, მეორე - გრძელი. 2. მოგვიანო ხანის
(კერძოდ რუსულ ) ლექსთწყობაში: ორმარცვლიანი მუხლი, რომლის მეორე
მარცვალი მახვილიანია.

იამბიკო [ბერძ. Iambikos იამბისა, იამბური] – 1. ძველ ბერძნულ პოეზიაში:


ლექსი, რომელიც იამბებისაგან შედგება და სახუმარო, დაცინვითი შინაარსისაა. 2.
ძველ ქართულ სასულიერო პოეზიაში: ხუთმუხლიანი და თორმეტმარცვლიანი
ურითმო ლექსი, რომლის ყოველი სტრიქონი მახვილით ან ცეზურით ორ ნაწილად
იყოფა.

იანიჩარ-ი და იენიჩარ-ი [თურქ. Yenioar ახალი ჯარი.] – 1. ოსმალეთში (მე-14-


19 სს.): პრივილეგიური ქვეითი ჯარი, რომელსაც პირველ ხანებში ადგენდნენ
ბავშვობაში ტყვედ წაყვანილ და გამაჰმადიანებულ ქრისტიანთაგან (კერძოდ,
ქართველთაგან). 2. ასეთი ჯარის ჯარისკაცი.

იანკი [ინგლ. Yankee] – ამერიკელების (ამერიკის შეერთებული შტატების


მკვიდრთა) მეტსახელი, რომელიც მათ ევროპელებმა შეარქვეს.

იანკი-დუდლ-ი [ინგლ. Jankee-doodle] – ჩრდილოამერიკელების პატრიოტული


სიმღერა ინგლისელთა ხელისუფლებისაგან განთავისუფლებისათვის ბრძოლის
ეპოქისა.

იანსენიზმ-ი [< საკუთ. სახ.] – რელიგიური მიმდინარეობა საფრანგეთსა და


ჰოლანდიაში მე-17-18 სს.-ში.

იანუს-ი [ლათ. Janus] – რომაულ მითოლოგიაში: დროის, ყოველგვარი


დასაწყისისა და დასასრულის ღვთაება; გამოისახებოდა ორი
პირისახით,რომელთაგან ერთი წინ ჰქონდა მიქცეული, მეორე - უკან. ორპირი
იანუსი - ითქმის ორპირ ადამიანზე.

იარანგ-ი - ჩუქჩების საცხოვრებელი ქოხი, ირმის ტყავებით დახურული.

იარდ-ი [ინგლ. Yard] – ინგლისური სიგრძის საზომი ერთეული; უდრის 3 ფუტს


(91 სმ-ს).

იარლიყ-ი [თურქ. Yarlik ბრძანება] – 1. საქონელზე დაკრული ფურცელი,


რომელზეც აღნიშნულია სახელწოდება, რაოდენობა, ფასი და სხვ.; ეტიკეტი. 2.
(ისტ.). მონღოლთა სახანოებში: ხანის წერილობითი ბრძანება; სიგელი.

იარუს-ი [რუს. Ярус] – 1. თეატრში: მაყურებელთათვის განკუთვნილი


სართული(პირველი, მეორე და ა. შ.). 2. საერთოდ, სართულებად მოწყობილი
რიგი, წყება. 3. (გეოლ.). დანალექი ქანების, პლასტების ერთობლიობა; სართული.

იასაყ-ი [თურქ. Yasak] – (ისტ.). ხარკი ნატურით (ბეწვეულით, ტყავეულით და


სხვ.), რომელსაც უხდიდნენ ვოლგისპირელი და ციმბირელი ხალხები მეფის
რუსეთს; უფრო ძველად მონღოლები ახდევინებდნენ დაპყრობილ ხალხებს.

იასონ-ი და იაზონი - ბერძნულ მითოლოგიაში: არგონავტების წინამძღოლი,


რომელმაც კოლხეთის მეფე აიეტს მოჰპარა ოქროს საწმისი (აიეტის ასულის -
მედეას დახმარებით).

იატროგენურ-ი დაავადებანი და იატროგენია [ბერძ. Iatros ექიმი და genos


წარმოშობა] – ისეთი დაავადებანი (ჩვეულებრივ ნევროზები), რომლებიც
გამოწვეულია არასწორი მკურნალობით, მედპერსონალის უვიცობით, საექიმო
ეთიკის დარღვევით და სხვ. (იხ. აგრეთვე, დეონტოლოგია).

იახტა [ინგლ. Yacht] – სასპორტო ან სასეირნო-ტურისტული გემი (მოტორიანი,


ორთქლისა ან იალქნიანი).

იახტ-კლუბ-ი [ინგლ. Yacht-club] – სასპორტო ორგანიზაცია, რომლის წევრებიც


მისდევენ წყლის სპორტს (იალქნიანი თუ მოტორიანი ნავების სპორტს,
ნიჩბოსნობას).

იახტსმენ-ი [ინგლ. Yachtsman] – სპორტსმენი, რომელიც მისდევს წყლის


სპორტს (ნიჩბოსნობას და სხვ.); იახტის ეკიპაჟის წევრი.

იაჰვე [ძვ. ებრ.] – იუდაიზმის უზენაესი ღვთაება.

იბის-ი [ბერძ. Ibris< ეგვიპტ.] – ძენძერუკი, ყაჯირი (ფრინველი).

იბნ [არაბ. Ibn ძე, ვაჟიშვილი] – ნაწილაკი, რომელიც წინ დაერთვის მამის
სახელს ან საგვარეულო სახელს და უდრის ქართულ ძე-ს (არაბული ენის
გავლენის ქვეყნებში). მაგ., აჰმედ-იბნ-აბდალაჰ - აჰმედ ძე აბდალაჰისა.

იგლუ [ინგლ. Igloo < ალგონკინ.] – ესკიმოსების საცხოვრებელი ქოხი,


ყინულის აგურებით აშენებული.იგნიტრონ-ი [ლათ. იგნის ცეცხლი და
(ელექ)ტრონი] – იონური ხელსაწყო, რომელსაც აქვს ვერცხლისწყლის კათოდი;
იყენებენ როგორც ცვლადი დენის გამმართველს.
იგნორირება [< ლათ. Ignoro არ ვიცი] – უგულებელყოფა.

იგრეკ-ი [ფრანგ. I grec ბერძნული ი] – ფრანგული ანბანის ბოლოდან მეორე


ასოს Y-ს სახელი; მათემატიკაში იხმარება უცნობი ან ცვლადი სიდიდის
აღსანიშნავად იქსსა (X) და ზეტთან (Z) ერთად.

იგუანა [ესპ. Iguana] – დიდი გრძელკუდიანი ხვლიკი; ცხოვრობს უპირატესად


ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში.

იგუანოდონ-ი [ესპ. Iguana ხვლიკი და ბერძ. Odus (Odontos) კბილი] –


განათხარი ქვეწარმავალი დინოზავრების ჯგუფისა (10 მ-მდე სიგრძისა); დადიოდა
ორი ფეხით.

იდალგო [ესპ. Hidalgo] – ესპანეთში: აზნაური.

იდეა [ბერძ. Idea წარმოდგენა, ცნება] – 1. ცნება, წარმოდგენა, რომელიც


ასახავს სინამდვილეს ადამიანის ცნობიერებაში და გამოხატავს ადამიანის
დამოკიდებულებას გარე სამყაროსადმი. 2. მსოფლმხედველობის ძირითადი,
არსებითი პრინციპი. 3. აზრი, ჩანაფიქრი; რისამე მთავარი აზრი. იდეა ფიქსი -
შეცდომაა; უნდა ითქვას: „იდე ფიქსი» (იხ. იდйე ფიხე).

იდეალ-ი [ფრანგ. Idéal < ბერძ. იდეა წარმოდგენა, ცნება] – 1. ადამიანის


მისწრაფებათა და მოღვაწეობის საბოლოო სრულყოფის განსახიერება.

იდეალიზაცია და იდეალიზება [< ფრანგ. Idéaliser] – ვისიმე ან რისამე იმაზე


უკეთ წარმოდგენა, წარმოჩენა, ვიდრე სინამდვილეშია, ვინმესთვის ან რამესთვის
იდეალური თვისებების მიწერა; გაიდეალება.

იდეალიზმ-ი [ფრანგ. Idéalisme] – მიმართულება ფილოსოფიაში, რომლის


მიხედვითაც იდეა, ცნობიერება, სული არის პირველადი, ხოლო მატერია, ბუნება,
ყოფიერება - მეორეული (საპირისპ. მატერიალიზმი). სუბიექტური იდეალიზმი -
იდეალიზმი, რომელიც უარყოფს ობიექტურ რეალობას და ამტკიცებს, რომ
საგნები და მოვლენები არსებობს მხოლოდ ადამიანის ცნობიერებაში. ობიექტური
იდეალიზმი - იდეალიზმი, რომელიც ამტკიცებს, თითქოს ყოველივე არსებულის
საფუძველი იყოს სამყაროს მიღმა „ობიექტურად» არსებული „აბსოლუტური
იდეა», „მსოფლიო სული», არამატერიალური საწყისი (საბოლოო ანგარიშში -
ღმერთი).

იდეალისტ-ი - იდეალიზმის, იდეალისტური ფილოსოფიის მიმდევარი.

იდეალურ-ი - 1. მხოლოდ იდეებში, შემეცნებაში, წარმოდგენაში არსებული;


განყენებული. 2. იდეალის შესაბამისი; ამაღლებული, არამიწიერი. 3. საუკეთესო,
სამაგალითო, სრულყოფილი.

იდებ-ი [ლათ. Idus] – რომაულ კალენდარში: დღეები ყოველი თვის შუაში


(მარტში, მაისში, ივლისსა და ოქტომბერში - მე-15 დღე, დანარჩენ თვეებში - მე-13).

იდენტიფიკაცია და იდენტიფიცირება [< ლათ. Identifico ვაიგივებ] – გაიგივება;


გათანაბრება.
იდენტურ-ი [< ლათ. Identicus] – მსგავსი, ერთნაირი; იგივეობრივი.

იდეოგრამა [ბერძ. Idea ცნება და gramma ასო; ნაწერი] – პირობითი


წერილობითი ნიშანი, რომელიც (ასოსაგან განსხვავებით) აღნიშნავს არა ბგერას,
არამედ ცნებას; იდეოგრამებია, მაგალითად, ციფრები; იდეოგრამებისაგან
შედგება ჩინური დამწერლობა.

იდეოგრაფია [ბერძ. Idea ცნება და grapho ვწერ] – იდეოგრამებით


დამწერლობა.

იდეოლოგ-ი - რომელიმე საზოგადოებრივი კლასის ან ჯგუფის იდეოლოგიის


დამცველი.

იდეოლოგია [ბერძ. Idea ცნება, იდეა და logos მოძღვრება] – გარკვეული


კლასის, პოლიტიკური პარტიის, საზოგადოებრივი მისთ. იდეათა, შეხედულებათა
სისტემა, რაც ვლინდება საზოგადოებრივი ცნობიერების სხვადასხვა ფორმაში -
ფილოსოფიაში, პოლიტიკაში, სამართალში, ხელოვნებასა და სხვ.

იდეურ-ი - 1. რაიმე იდეის გამომხატველი. 2. მოწინავე იდეებზე


დაფუძნებული, მოწინავე იდეებით გამსჭვალული.

იდილია [ბერძ. Eidyllion] – 1. მცირე ზომის პოეტური ნაწარმოები, რომელშიც


ასახულია სოფლის მცხოვრებთა (მწყემსთა, მიწათმოქმედთა და მისთ.)
უშფოთველი ცხოვრება ბუნების წიაღში. 2. (გადატ.). მყუდრო, უშფოთველი,
აუმღვრეველი ცხოვრება (ხშირად ითქმის ირონიით).

იდილიურ-ი - ისეთი, როგორც იდილიაშია ასახული; უშფოთველი,


აუმღვრეველი.

იდიომ-ი [ბერძ. Idioma] – ამა თუ იმ ენის თავისებური, დაუშლელი გამოთქმა,


რომლის მნიშვნელობა არ უდრის შემადგენელი სიტყვების მნიშვნელობათა ჯამს .
მაგ., ქართული გამოთქმები: სიტყვას ბანზე ააგდებს, ტანს აიყრის და მისთ.

იდიომატიზმ-ი - (მოძვ.). იგივეა, რაც იდიომი.

იდიომატიკა - 1. ამა თუ იმ ენის იდიომთა ერთობლიობა. 2. მოძღვრება


იდიომთა შესახებ.

იდიომატურ-ი გამოთქმა - იგივეა, რაც იდიომი.

იდიომორფიზმ-ი [ბერძ. Idios საკუთარი და morphe ფორმა] – ქანების


შემადგენელი კრისტალური მარცვლების თვისება - მიიღოს ისეთი მოხაზულობა,
რომელიც შეესაბამება მათ საკუთარ კრისტალოგრაფიულ ფორმებს.

იდიოსინკრაზია [ბერძ. Idios საკუთარი, თავისებური და synkrasis შერევა] –


ადამიანის ორგანიზმის მეტისმეტი, ავადმყოფური მგრძნობიარობა ზოგიერთი
ნივთიერებისადმი (რისამე გემოსადმი, სუნისადმი და სხვ.).

იდიოტ-ი [ბერძ. Idiotes უვიცი] – 1. იდიოტიით შეპყრობილი ადამიანი;


გონებაჩლუნგი. 2. (საუბ.). სულელი, ყეყეჩი, რეგვენი.
იდიოტია [ბერძ. Idioteia უვიცობა] – ჭკუასუსტობის, გონნაკლულობის
უმაღლესი ხარისხი.

იდიოტიზმ-ი1 - 1. იგივეა, რაც იდიოტია, 2. სისულელე, რეგვნობა.

იდიოტიზმ-ი2 - (მოძვ.). იგივეა, რაც იდიომი.

იდიშ-ი [გერმ. Jidisch ებრაული] – აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის


ებრაელთა ენა; წარმოადგენს გერმანული დიალექტების, ებრაული, არამეული და
ზოგი შექმნილია მდიდარი მხატვრული ლიტერატურა.

იდო [ესპერ. Ido შთამომავალი] – ერთ-ერთი ხელოვნური ენა, ესპერანტოს


ვარიანტი, რომელიც შექმნა ფრანგმა ლ. დე ბოფრონმა მე-20 ს. დასაწყისში.

იეგოვა - იხ. იაჰვე.

იეზუიტ-ი [< ლათ. Jesus იესო (ქრისტე)] – 1. კათოლიკური ეკლესიის ყველაზე


უფრო რეაქციული ორდენის, ე. წ. „იესოს საზოგადოების» წევრი (იეზუიტთა
ორდენი შექმნა მე-16 ს.-ში ეგნატე ლოიოლამ). 2. (გადატ.). ითქმის ფარისეველ,
ვერაგ, ორპირ ადამიანზე, რომლისგანაც ყოველგვარი სისაძაგლეა
მოსალოდნელი.

იეზუიტიზმ-ი - იეზუიტობა; ფარისევლობა, ვერაგობა, ორპირობა.

იენა - იაპონური ფულის ერთეული.

იენიჩარ-ი - იხ. იანიჩარი.

იერალაშ-ი [რუს. < ფრანგ. Guerre hlkas „ომი - კიკოს (ტუზს)»] – ძველებური
ბანქოს თამაში ერთგვარი.

იერარქ-ი [ბერძ. Hierarches წმიდა მეთაური] – მართლმადიდებელ ეკლესიაში:


კათალიკოს-პატრიარქის, მიტროპოლიტისა და ეპისკოპოსის საერთო სახელი.

იერარქია [ბერძ. Hierarchia] – თანამდებობათა, წოდებულებათა


თანამიმდევრობა უდაბლესიდან უმაღლესისაკენ (დაქვემდებარების წესით);
სხვანაირად: „იერარქიული კიბე».

იერატიკულ-ი [< ბერძ. Hieratikos ქურუმთა] –: იერატიკული დამწერლობა -


დამწერლობა გაკრული ხელით, რომელიც შექმნეს ძველმა ეგვიპტელებმა
იეროგლიფებისაგან.

იერემიადა - მოთქმა, გოდება; ჩივილი, წუწუნი [წინასწარმეტყველ იერემიას


სახელიდან, რომლის გოდება იერუსალიმის დანგრევის გამო მოთხრობილია
ბიბლიაში] –.

იერიქონ-ის საყვირი - ითქმის ძალინ დიდი, მჭექარე ხმის შესახებ [ქალაქ


იერიქონის სახელიდან, რომლის მიუვალი კედლები, ბიბლიის მიხედვით, დააქცია
ებრაელი მეომრების საყვირთა ხმამ] –.
იეროგლიფ-ი [< ბერძ. Ta hieroglyphika გრამმატა წმიდა ნიშნები (ქვაზე
ამოკვეთილი)] – 1. იდეოგრაფიული დამწერლობის ფიგურული ნიშანი, რომელიც
გამოხატავს ცნებას, მარცვალს ან ბგერას (ასეთი ნიშნებისაგან შედგება ჩინური ,
ძველი ეგვიპტური, ხეთური და ზოგი სხვა დამწერლობა). 2. (გადატ.). გაუგებარი
ნიშანი, ასო, ნაწერი.

ივრით-ი [ებრ. Iivrit ებრაული ენა] – ასე უწოდებენ საბჭოთა კავშირში


დღევანდელი ისრაელის სახელმწიფო ენას, რომელიც წარმოადგენს ძველ
(ბიბლიის) ებრაულს, საგანგებოდ აღდგენილს.

იზიდა - იხ. ისიდა.

იზო- [< ბერძ. Isos თანაბარი, ერთგვარი] – რთული სიტყვის პირველი


შემადგენელი ნაწილი; ნიშნავს თანაბარს, მსგავსს. მაგ., იზოთერმები, იზოტოპები,
იზოგლოსები.

იზობათებ-ი [ბერძ. Isos თანაბარი და bathos სიღრმე] – წყალსატევების


(ზღვების, მდინარეების, ტბების) თანაბარ სიღრმეთა წერტილების შემაერთებელი
ხაზები რუკაზე.

იზობარებ-ი [ბერძ. Isos თანაბარი და baros სიმძიმე] – თანაბარი


ატმოსფერული წნევის ადგილთა შემაერთებელი ხაზები რუკაზე.

იზოგეოთერმებ-ი [ბერძ. Isos თანაბარი, ge დედამიწა და therme სითბო, სიცხე]


– დედამიწის ქერქის იმ წერტილების შემაერთებელი ხაზები რუკაზე, რომლებშიც
თანაბარი ტემპერატურაა.

იზოგლოსებ-ი [ბერძ. Isos თანაბარი და glossa ენა, მეტყველება] – (ლინგვ.).


ერთნაირ ენობრივ თავისებურებათა გავრცელების აღმნიშვნელი ხაზები რუკაზე .

იზოგონებ-ი [ბერძ. Isos თანაბარი და gonia კუთხე] – 1. თანაბარი მაგნიტური


გადახრის წერტილების შემაერთებელი ხაზები რუკაზე. 2. ქარის ერთი და იმავე
მიმართულების აღმნიშვნელი წერტილების შემაერთებელი ხაზები.

იზოგრაფია [ბერძ. Isos თანაბარი და grapho ვწერ] – 1. ვისიმე ნაწერის,


ხელნაწერის ზუსტი გადაღება. 2. (მოძვ.). ხატების მხატვრობა; ხატწერა.

იზოთერებ-ი [ბერძ. Isos თანაბარი და theros ზაფხული] – ზაფხულში ჰაერის


ერთნაირი საშუალო ტემპერატურის ადგილთა შემაერთებელი ხაზები რუკაზე .

იზოთერმებ-ი [ბერძ. Isos თანაბარი და therme სითბო] – 1. ჰაერის ერთნაირი


საშუალო ტემპერატურის ადგილთა შემაერთებელი ხაზები რუკაზე. 2. (ფიზ.).
ერთნაირი ტემპერატურის წერტილების შემაერთებელი ხაზები სითბური
პროცესების გამომხატველ დიაგრამაზე.

იზოთერმულ-ი - 1. რაც ერთნაირი, მუდმივი ტემპერატურის პირობებში ხდება.


მაგ., იზოთერმული პროცესი. 2. რაც ერთნაირ, მუდმივ ტემპერატურას ინარჩუნებს.
მაგ., იზოთერმული ვაგონი.
იზოკლინებ-ი [ბერძ. Isos თანაბარი და kline ვხრი] – მაგნიტური დახრის
ერთნაირი მნიშვნელობის წერტილთა შემაერთებელი ხაზები რუკაზე.

იზოლატორ-ი - 1. ნივთიერება, რომელიც არ ატარებს ელექტროენერგიას;


დიელექტრიკი. 2. ფაიფურის, პლასტმასისა და მისთ. დეტალი ელექტრული
სადენების საიზოლაციოდ და დასამაგრებლად. 3. საავადმყოფოში:
სპეციალურად მოწყობილი ადგილი, სადაც ცალკე ათავსებენ გადამდები სენით
დაავადებულთ და ზოგ სხვა ავადმყოფებს.

იზოლაცია [ფრანგ. Isolation] – 1. ცალკე გამოყოფა, გამიჯვნა. 2. გარემოსთან,


ადამიანებთან ურთიერთობის საშუალების მოსპობა. 3. რაიმე საფარით გამტარის
დაცვა ენერგიის დაკარგვისაგან; განმხოლოება. 4. საიზოლაციო
განმამხოლოებელი ნივთიერება ან მოწყობილობა (1. 2. და 3. მნიშვნელობით
იხმარება აგრეთვე იზოლირება).

იზოლაციონიზმ-ი [< ფრანგ. Isolation განცალკევება] – ამერიკის შეერთებულ


შტატებში: პოლიტიკური მიმდინარეობა, რომელიც თვლიდა, რომ ამერიკას არ
უნდა მიეღო მონაწილეობა ევროპის ქვეყნების კონფლიქტებში; შეიქმნა მე-19 ს.

იზოლაციონისტ-ი - იზოლაციონიზმის მომხრე.

იზომერებ-ი [ბერძ. Isos თანაბარი და meros ნაწილი] – (ქიმ.). ერთნაირი


შემადგენლობისა და მოლეკულური წონის, მაგრამ სხვადასხვანაირი აგებულების ,
განსხვავებული ფიზიკური და ქიმიური თვისებების მქონე ნაერთები.

იზომერია - (ქიმ.). მოვლენა, რაც მდგომარეობს იმაში, რომ არსებობს


ერთნაირი შემადგენლობისა და მოლეკულური წონის, მაგრამ სხვადასხვანაირი
აგებულების, განსხვავებული ფიზიკური და ქიმიური თვისებების მქონე ნაერთები.

იზომორფიზმ-ი [ბერძ. Isos თანაბარი და morphe ფორმა] – ქიმიური


შემადგენლობითა და კრისტალური ფორმით ერთნაირ ნივთიერებათა უნარი -
გამოიყონ ხსნარისაგან შერეული შემადგენლობის კრისტალების სახით.

იზომორფულ-ი - რასაც იზომორფიზმი ახასიათებს; რაც გამოირჩევა


კრისტალთა ერთნაირი აგებულებით.

იზონეფებ-ი [ბერძ. Isos თანაბარი და nephos ღრუბელი] – ერთგვარი


ღრუბლიანობის ადგილების შემაერთებელი ხაზები რუკაზე.

იზოპრენ-ი - ორგანული ნაერთი, ნახშირწყალბადი; წარმოადგენს უფერო


სითხეს; იყენებენ სინთეზური კაუჩუკის ზოგი სახეობის წარმოებაში.

იზოსეისტებ-ი [ბერძ. Isos თანაბარი და seistos გამობერტყილი] – იმ


წერტილების შემაერთებელი ხაზები რუკაზე, რომლებშიც მიწისძვრა თანაბარი
ძალით გამოვლინდა.

იზოტაქებ-ი [ბერძ. Isos თანაბარი და tachos სიჩქარე] – წყლის დინების, ქარის


და მისთანათა თანაბარი სიჩქარის აღმნიშვნელი წერტილების შემაერთებელი
ხაზები რუკაზე.
იზოტონია [ბერძ. Isos თანაბარი და tonos ძაბვა] – (ფიზ., ქიმ.). ძაბვის ან წნევის
ერთგვარობა.

იზოტოპებ-ი [ბერძ. Isos თანაბარი და topos ადგილი] – ერთი და იმავე ქიმიური


ელემენტის ატომები, რომელთაც აქვთ სხვადასხვა ატომური წონა, მაგრამ
ქიმიური და ფიზიკური თვისებებით თითქმის არ განსხვავდებიან ერთმანეთისაგან
და ელემენტთა პერიოდულ სისტემაში ერთსა და იმავე ადგილას არიან
მოთავსებული.

იზოტროპია [ბერძ. Isos თანაბარი და tropos მობრუნება, მიმართულება] –


(ფიზ.). აირების, სითხეების, ამორფული ნივთიერებების თვისებათა ერთგვარობა
ყველა მიმართულებით (საპირისპ. ანიზოტროპია, მნიშვ. 1).

იზოქიმენებ-ი [ბერძ. Isos თანაბარი და cheima ზამთარი] – ზამთარში ჰაერის


ერთნაირი ტემპერატურის ადგილთა შემაერთებელი ხაზები რუკაზე.

იზოქორებ-ი [ბერძ. Isos თანაბარი და chora სივრცე] – ხაზები, რომლებითაც


გამოხატულია დამოკიდებულება ფიზიკურ სიდიდეებს შორის უცვლელი
მოცულობის პირობებში.

იზოქორულ-ი პროცესი - ფიზიკური ან ქიმიური პროცესი, რომელიც


მიმდინარეობს უცვლელი მოცულობის პირობებში.

იზოქრომატულ-ი - (ფიზ.). ერთგვარი, მსგავსი ფერის მქონე.

იზოქრონიზმ-ი [ბერძ. Isos თანაბარი და chronos დრო] – ლექსთწყობაში:


ლექსის დაყოფა დროის მიხედვით თანაბარი ზომის რიტმულ ნაწილებად;
თანაბარდროულობა, თანაბარხანგრძლივობა.

იზოქრონულ-ი [ბერძ. Isos თანაბარი და chronos დრო] – ერთი და იმავე


ხანგრძლივობისა.

იზოჰალინებ-ი [ბერძ. Isos თანაბარი და hals (halos) მარილი] – წყლის


თანაბარი მარილიანობის აღმნიშვნელი წერტილების შემაერთებელი ხაზები
რუკაზე.

იზოჰიფს-ი [ბერძ. Isos თანაბარი და hypsos სიმაღლე] – იგივეა, რაც


ჰორიზონტალი (მნიშვ. 2).

იკარიელებ-ი - კომუნისტურ თემთა წევრები ჩრდილოეთ ამერიკაში 1848-1895


წწ.-ში; თემები შექმნეს ე. კაბემ და მისმა მიმდევრებმა; ი. დაკავშირებული იყვნენ
ამერიკის შეერთებული შტატების სოციალისტურ მუშათა პარტიასთან და I
ინტერნაციონალთან [უტოპიური კომუნისტური ქვეყნის სახელწოდება „Iცარიეს-ს
მიხედვით, რომელიც აღწერა ფრანგმა უტოპისტმა ე. კაბემ (1788-1856 წწ.) რომანში
„მოგზაურობა იკარიაში»] –.

იკარიულ-ი თამაშობანი [< გეოგრ. სახ.] – ერთგვარი საცირკო


აკრობატიკული სანახაობა.
იკაროს-ი [ბერძ. Ikaros] – ბერძნულ მითოლოგიაში: დედალოსის შვილი,
რომელიც მამასთან ერთად გაფრინდა მამის მიერ გაკეთებული ფრთებით; მამის
დარიგების მიუხედავად იგი ძალიან მიუახლოვდა მზეს; სანთელი, რომლითაც
ფრთები ჰქონდა მიმაგრებული, დადნა და თვითონ ზღვაში ჩავარდა.

იკებანა [იაპ.] – იაპონური დეკორატიული ხელოვნება - ყვავილებით,


ფოთლებით, ტოტებით და მისთ. შექმნა რაიმე გამოსახულებისა; ასეთი
ხელოვნების ნიმუშები.იკონოგრაფია [ბერძ. Eikon გამოსახულება და grapho ვწერ] –
გარკვეული (უმთავრესად მითოლოგიური და ისტორიული) პირების ან სიუჟეტების
გამოსახულებათა სისტემატური შესწავლა და აღწერა.

იკონოთეკა [ბერძ. Eikon გამოსახულება და theke სათავსი, ყუთი] –


გამოსახულებათა კოლექცია, შეგროვებული გარკვეული თემატიკის მიხედვით .

იკონოსკოპ-ი [ბერძ. Eikon გამოსახულება და skopeo ვუყურებ] – სატელევიზიო


გადამცემი ელექტრონულ-სხივური მილაკი; გამოიყენება გადაცემული
გამოსახულების ელექტროსიგნალებად გარდაქმნის მიზნით.

ილეუს-ი [ბერძ. Eileos] – ნაწლავების გაუვალობა, უცბად წარმოქმნილი.

ილიადა [ბერძ. Ilias (Iliados) „სიმღერა ილიონზე (ტროაზე)»] – ძველი


ბერძნული ეპიკური პოემა, რომელსაც ჰომეროსს (დაახლ. მე-9 ს. ძვ. წელთაღრ.)
მიაწერენ; მასში მოთხრობილია ტროის ომის მეათე (ბოლო) წლის ამბები.

ილოგიკურ-ი [ლათ. In (უარყ. ნაწილაკი) და ლოგიკური] – (წიგნ.). იგივეა, რაც


ალოგიკური.

ილოტ-ი - იხ. ჰილოტი.

ილუზია [ფრანგ. Illusion ცდომილება] – 1. სინამდვილის დამახინჯებულად,


მცდარად აღქმა გრძნობათა მცდარობის შედეგად. 2. განუხორციელებელი იმედი,
ოცნება.

ილუზიონ-ი [ფრანგ. Illusion ილუზია, ცდომილება, ცრუ წარმოდგენა] – (მოძვ.).


ასე უწოდებდნენ კინოს, კინემატოგრაფს 20-იან წლებამდე.

ილუზიონიზმ-ი [< ფრანგ. Illusionner შეცდენა] – 1. ანტიმეცნიერული


სუბიექტურ-იდეალისტური მსოფლმხედველობა, რომლის მიხედვითაც
მატერიალური სამყარო არის მხოლოდ მოჩვენებითობა, ილუზია. 2. საცირკო
ხელოვნების ერთ-ერთი სახეობა - საგანგებო აპარატურის გამოყენებით
მაყურებლებში „სასწაულის» შთაბეჭდილების შექმნა (მაგ., გაქრობა ან გაჩენა
საგნებისა, ადამიანისა, ერთი საგნის მეორედ გადაქცევა და სხვ.).

ილუზიონისტ-ი - 1. ილუზიონიზმის (მნიშვ. 1) მიმდევარი. 2. ცირკის მსახიობი -


ილუზიონიზმის (მნიშვ. 2) ოსტატი.

ილუზორულ-ი [ლათ. Illusorius მაცდუნებელი] – (წიგნ.). განუხორციელებელი,


ილუზიის შედეგად გაჩენილი; მოჩვენებითი მაცდუნებელი.
ილუმინატებ-ი [ლათ. Illuminatus განათებული] – (ისტ.). ევროპაში,
განსაკუთრებით ბავარიაში მე-18 ს.-ის მე-2 ნახევარში: საიდუმლო რელიგიურ-
პოლიტიკურ საზოგადოებათა წევრები; იბრძოდნენ იეზუიტების გავლენის
წინააღმდეგ.

ილუმინატორ-ი [ლათ. Illuminator გამნათებელი] – 1. ილუმინაციის (მნიშვ. 1)


მოწყობის სპეციალისტი. 2. რუკების, გეგმების, ნახატების გამფერადებელი
მხატვარი. 3. გამძლე მინის მრგვალი ან ოთხკუთხა წყალგაუვალი სარკმელი
გემზე, აგრეთვე მრგვალი ჰერმეტული სარკმელი თვითმფრინავში, კოსმოსურ
ხომალდში, წყალქვეშა საკვლევ აპარატში და მისთანებში.

ილუმინაცია [ლათ. Illuminatio განათება] – და ილუმინირება - 1. საზეიმო,


დეკორატიული განათება-გაჩირაღდნება შენობათა ფასადებისა, ქუჩებისა,
მოედნებისა, პარკებისა და სხვ. 2. ზღვათა, მდინარეთა და მისთ. კონტურების
გაფერადება რუკაზე ან გეგმაზე.

ილუსტრატორ-ი - ილუსტრაციების (მნიშვ. 1) მხატვარი; ტექსტის


დამსურათებელი.

ილუსტრაცია [ლათ. Illustratio] – 1. ნახატებით, სურათებით გაფორმება,


დასურათება (წიგნისა, ჟურნალისა, ნაწარმოების ტექსტისა; ამ მნიშვნელობით
იხმარება აგრეთვე ილუსტრირება). 2. თვით ასეთი ნახატი, ნახაზი (ტექსტში
ჩართული), რომელიც ნაწარმოების შინაარსთან არის დაკავშირებული. 3. რისამე
დასამტკიცებლად, ასახსნელად მოყვანილი თვალსაჩინო მაგალითი, ნიმუში.

იმაგო [ლათ. Imago გამოსახულება] – (ენტომ.). ფრთოსანი მწერის


განვითარების ბოლო სტადია (ზრდადასრულებული მწერი).

იმამ-ი [არაბ. Imam წინ მდგომი] – 1. მაჰმადიანთა სულიერი წინამძღოლი-


მოძღვარი. 2. მაჰმადიანური სახელმწიფოს მეთაური, რომელსაც უპყრია საერო
და სასულიერო ხელისუფლება. 3. მეჩეთში მლოცველთა ხელმძღვანელი საერთო
ლოცვის დროს.

იმამატ-ი - 1. იმამის ხელისუფლება. 2. ფეოდალური ტიპის სახელმწიფო,


რომელიც შექმნა შამილმა მე-19 ს. შუა წლებში დაღესტნისა და ჩეჩნეთის მთიან
რაიონებში.

იმანენტურ-ი [ლათ. Immanens (Immanentis)] – საგნის, მოვლენის შინაგანად


დამახასიათებელი, მისთვის ნიშანდობლივი, მისი ბუნებიდან გამომდინარე.
იმანენტური ფილოსოფია - ბურჟუაზიული ფილოსოფია, სუბიექტური იდეალიზმის
ნაირსახეობა, რომელიც ამტკიცებს, რომ ყოფიერება არის მხოლოდ ცნობიერების
იმანენტური (შინაგანი) შინაარსი და უარყოფს ობიექტური ცნობიერებისაგან
დამოუკიდებელი სამყაროს არსებობას.

იმაჟიზმ-ი [ინგლ. Imagism < იმაგე სახე] – მოდერნისტული მიმდინარეობა


ინგლისურ და ამერიკულ პოეზიაში მე-20 ს.-ის პირველ მეოთხედში.
იმაჟინიზმ-ი [< ფრანგ. Image სახე] – ინგლისსა და რუსეთში: ერთ-ერთი
ფორმალისტურ-დეკადენტური მიმდინარეობა ლიტერატურაში (პოეზიაში),
რომელიც წარმოიშვა მე-20 ს. დასაწყისში; უარყოფდა იდეურობას შემოქმედებაში.

იმაჟინისტ-ი - იმაჟინიზმის მიმდევარი.

იმატერიალიზმ-ი [ლათ. In (უარყ. ნაწილაკი) და მატერიალიზმი] –


იდეალისტური, ანტიმეცნიერული შეხედულება, რომელიც უარყოფს მატერიის
რეალურ არსებობას და ცნობს მხოლოდ სულის არსებობას.

იმატერიალიზმ-ი [ლათ. In (უარყ. ნაწილაკი) და მატერიალური] – (წიგნ.).


არამატერიალური.

იმბეცილ-ი [ლათ. Imbecillus სუსტი, უძლური] – გონებასუსტი ადამიანი


(საშუალო დებილსა და იდიოტს შორის).

იმბეცილობა - იმბეცილის მდგომარეობა; გონებრივი სისუსტე (საშუალო


დებილობასა და იდიოტობას შორის).

იმბიბიცია [< ლათ. Imbibo შევიწოვ] – (მედიც.). ქსოვილების გაჟღენთა


სითხეში გახსნილი ნივთიერებებით.

იმელმან-ი - (ავიაც.). უმაღლესი პილოტაჟის ერთ-ერთი ფიგურა - მარყუჟის


უმაღლეს წერტილზე თვითმფრინავის გადატრიალება ფრთის მიმართულებით
[გერმანელი მფრინავის Iმმელმანნ-ის გვარის მიხედვით] –.

იმერსია [ლათ. Immersio ჩაძირვა, ჩაყურსვა] – მიკროსკოპის ობიექტივსა და


მასში გასასინჯ საგანს შორის სითხის შეყვანა მიკროსკოპის მკაფიოობის უნარის
გასაძლიერებლად.

იმიგრანტ-ი [ლათ. Immigrans (Immigrantis) ვინც შესახლდება] – უცხოელი,


რომელიც სამუდამოდ დასახლდა ამა თუ იმ ქვეყანაში.

იმიგრაცია და იმიგრირება [< ლათ. Immigro შევსახლდები] – უცხოელთა


შესვლა ამა თუ იმ სახელმწიფოში მუდმივ საცხოვრებლად.

იმიტატორ-ი - მსახიობი, რომელიც დახელოვნებულია იმიტაციაში (იხ.


იმიტაცია, მნიშვ.1); საერთოდ, იმიტაციის უნარის მქონე ადამიანი.

იმიტაცია [ლათ. Imitatio] – 1. ზუსტი მიბაძვა, მიმსგავსება (ვისიმე ან რისამე


ხმისა, მიხვრა-მოხვრისა და სხვ.). 2. არანამდვილი, მაგრამ ნამდვილს
დამსგავსებული რამე. მაგ., ტყავის იმიტაცია. მარგალიტის იმიტაცია. 3. (მუს.).
მუსიკალური თემის ან მოტივის გამეორება სხვა ხმაზე რაიმე ინტერვალით მაღლა
ან დაბლა (1. და 3. მნიშვ.-ით იხმარება აგრეთვე იმიტირება).

იმობილიზაცია და იმობილიზება [< ლათ. Immobilis უძრავი] – 1. (მედიც.).


სხეულის დაშავებული ან დაავადებული ნაწილის ისე შეკვრა (თაბაშირით,
არტახებით და სხვ.), რომ მისი განძრევა არ შეიძლებოდეს. 2. (ეკონ.). მოძრავი
ქონების უძრავად ქცევა.

იმორალიზმ-ი [< ლათ.] – იგივეა, რაც ამორალიზმი.


იმორალურ-ი [ფრანგ. Immoral < ლათ.] – იგივეა, რაც ამორალური.

იმპერატივ-ი [ლათ. Imperativus] – 1. (გრამატ.). ბრძანებითი კილო. 2.


დაჟინებითი, კატეგორიული მოთხოვნა; ბრძანება. კატეგორიული იმპერატივი -
(ფილოს.). კანტის იდეალისტურ და მეტაფიზიკურ ეთიკაში: უცილობელი
ზნეობრივი ბრძანება, რომელიც თითქოს მუდამ ახლავს გონებას და რომელიც
საფუძველია მორალისა.

იმპერატიულ-ი - რაც აუცილებელ შესრულებას მოითხოვს; ბრძანებითი.

იმპერატიული მანდატი ამომრჩეველთა განაწესი, რომლის აუცილებელი


შესრულება ევალება ამორჩეულ პირს ან ორგანოს.

იმპერატორ-ი [ლათ. Imperator მბრძანებელი] – 1. მონარქის (მეფის)


უმაღლესი ტიტული; ამ ტიტულის მქონე პირი. 2. (ისტ.). რომში: მხედართმთავრის
საპატიო ტიტული; ამ ტიტულის მქონე პირი.

იმპერატრიცა [რუს. < ფრანგ.] – ქალი იმპერატორი; აგრეთვე იმპერატორის


მეუღლე (რუსეთში).

იმპერია [ლათ. Imperium უმაღლესი ხელისუფლება] – 1. მონარქიული


სახელმწიფო, რომელსაც სათავეში იმპერატორი უდგას. 2. მსხვილი
იმპერიალისტური კოლონიალური სახელმწიფო.

იმპერიალ-ი [ლათ. Imperialis საიმპერატორო] – 1. ომნიბუსის, დილიჟანსის და


მისთანათა ზედა ნაწილი, მეორე სართული, რომელზედაც მგზავრების
დასასხდომი ადგილები იყო მოწყობილი. 2. ძველებური რუსული ოქროს ფული.

იმპერიალიზმ-ი [ფრანგ. Imperialisme < ლათ.] – კაპიტალიზმის უმაღლესი და


უკანასკნელი სტადია, რომელსაც მან მიაღწია მე-19 ს. დასასრულსა და მე-20 ს.
დასაწყისში; დამახასიათებელია: მონოპოლიებისა და ფინანსური კაპიტალის
ბატონობა, მსხვილ კაპიტალისტურ ქვეყნებს შორის ბრძოლა სხვისი
ტერიტორიების, ახალი ბაზრებისა და ნედლეულის წყაროების ხელში
ჩასაგდებად, კოლონიური ხალხების ექსპლუატაცია, აგრესიული ომები
მსოფლიოს ხელახალი განაწილების მიზნით.

იმპერიალისტ-ი - იმპერიალიზმის წარმომადგენელი, მისი მომხრე; მსხვილი


კაპიტალისტი.

იმპერსონალურ-ი [ლათ. Impersonalis] – (ლინგვ.). უპირო. მაგ., ი. ზმნა. ი.


წინადადება.

იმპერფექტ-ი [ლათ. Imperfectum] – (გრამატ.). ზმნის ერთ-ერთი დრო - ნამყო


უსრული, ნამყო უწყვეტელი.

იმპიჩმენტ-ი [ინგლ. Impeachment] – ამერიკის შეერთებული შტატების


კონგრესში: ქვეყნის პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენების პროცედურა
კონსტიტუციის საწინააღმდეგო მოქმედებისათვის.
იმპლანტანტ-ი - ცოცხალი ორგანიზმის ქსოვილი ან ორგანო, რომელიც
გადანერგეს ერთი ადგილიდან მეორეზე (იხ. იმპლანტაცია, მნიშვ. 2).

იმპლანტაცია [ლათ. In -ში და plantatio დარგვა, გადარგვა] – 1. ძუძუმწოვარი


ცხოველებისა და ადამიანის ჩანასახის ჩანერგვა საშვილოსნოს ლორწოვან
გარსში. 2. იგივეა, რაც ტრანსპლანტაცია.

იმპლიკაცია [ლათ. Implicatio] – ერთ-ერთი ლოგიკური ოპერაცია; ბუნებრივ


ენაში მას შეესაბამება კავშირი „თუ..., მაშინ (მაშასადამე)».

იმპოზანტურ-ი [ფრანგ. Imposant] – ვინც ან რაც თავისი გარეგნობით,


შესახედაობით ძლიერ შთაბეჭდილებას ახდენს; დიდებული გარეგნობისა.

იმპორტ-ი [ინგლ. Import] – საქონლის შემოტანა საზღვარგარეთიდან


(საპირისპ. ექსპორტი).

იმპორტიორ-ი [ინგლ. Importer] – იმპორტის მაწარმოებელი,


საზღვარგარეთიდან საქონლის შემომტანი პირი ან ორგანიზაცია.

იმპორტირება [< ლათ. Importo შემომაქვს] – საქონლის შემოზიდვა


საზღვარგარეთიდან.

იმპორტულ-ი - საზღვარგარეთიდან შემოტანილი (საქონელი) გასაყიდად.

იმპოსტ-ი [ფრანგ. Imposte, იტალ. Imposta] – (არქიტ.). ბოძის, სვეტის ან


კედლის თავი, რომელსაც ეყრდნობა თაღი.

იმპოტენტ-ი [ლათ. Impotens (Impotentis) უძლური] – ადამიანი, რომელსაც


იმპოტენცია სჭირს; ცვედანი.

იმპოტენცია [ლათ. Impotentia უძლურება] – მამაკაცის სქესობრივი უძლურება;


ცვედნობა.

იმპრესარიო [იტალ. Impresario] – ბურჟუაზიულ ქვეყნებში: კერძო საქმოსანი,


პროფესიონალი აგენტი, რომელიც აწყობს და, ჩვეულებრივ, აფინანსებს კიდეც
კონცერტებს, წარმოდგენებს, თეატრალური კოლექტივების ან ცალკეულ
მსახიობთა გასტროლებს.

იმპრესიონიზმ-ი - მიმართულება ხელოვნებაში, რომელიც შეიქმნა მე-19 ს.


მეორე ნახევარში საფრანგეთში; ცდილობდა გადმოეცა მხატვრის უფაქიზესი
სუბიექტური განცდები, წუთიერი შთაბეჭდილებანი და განწყობილებანი [ფრანგ.
იმპრესსიონნისმე - მხატვარ კ. მანეს ნახატის სახელწოდების მიხედვით
(„Impression» - „შთაბეჭდილება»), რომელიც ექსპონირებული იყო პარიზის
გამოფენაზე 1874 წ.] –.

იმპრესიონისტ-ი - იმპრესიონიზმის მიმდევარი (მხატვარი, მწერალი,


მუსიკოსი).

იმპრინტინგ-ი [ინგლ. Imprinting] – ეთიოლოგიაში (ცხოველთა ქცევის შესახებ


მეცნიერებაში): სპეციფიკური ფორმა ცხოველთა „განსწავლისა», გარკვეული
ინფორმაციის აღბეჭდვა, ფიქსაცია მათ მეხსიერებაში.
იმპროვიზატორ-ი - პირი, რომელიც იმპროვიზაციას ახდენს; იმპროვიზაციის
ოსტატი.

იმპროვიზაცია [ფრანგ. Improvisation] – 1. ლექსის, მუსიკალური ნაწარმოებისა


და მისთ. სახელდახელოდ შეთხზვა და მაშინვე შესრულება (წინასწარ
მოუმზადებლად). 2. ასე, სახელდახელოდ შეთხზული და შესრულებული
ნაწარმოები (ლექსი, მუსიკა და სხვ.). 3. (საუბ.). სახელდახელოდ, წინასწარ
მოუმზადებლად მოწყობა რისამე (1. და 3. მნიშვნელობით იხმარება აგრეთვე
იმპროვიზება).

იმპულს-ი [ლათ. Impulsus] – 1. შინაგანი მისწრაფება, ბიძგი, რაც იწვევს რაიმე


მოქმედების შესრულებას. 2. (ფიზ.). მოძრაობის რაოდენობა, რაც უდრის სხეულის
მასისა და სიჩქარის ნამრავლს. ნერვული იმპულსი - (ფიზიოლ.). აღგზნების
ტალღა, რომელიც ვრცელდება ნერვულ სისტემაში, ელექტრული იმპულსი - დენის
ან ძაბვის სწრაფი ცალკეული ნახტომი ელექტრულ წრედში.

იმპულსურ-ი - 1. იმპულსით გამოწვეული. 2. ვისაც მიდრეკილება აქვს


იმოქმედოს იმპულსის, მოულოდნელი ბიძგის ზეგავლენით. იმპულსური
გენერატორი - მოწყობილობა, რომელიც იძლევა ცვალებად დენს იმპულსების,
მოკლე ბიძგების სახით.

იმუნიზაცია და იმუნიზება - (მედიც.). იმუნურად ქცევა (ორგანიზმისა).

იმუნიტეტ-ი [< ლათ. Immunitas (Immunitatis) განთავისუფლება რამესაგან] – 1.


ორგანიზმის შეუვალობა შხამის, დასნებოვნების მიმართ; მისი თვისება - არ
დაავადდეს ამა თუ იმ გადამდები სნეულებით. 2. (სამართ.). ცალკეული
პიროვნების ხელშეუხებლობა, მასზე ზოგიერთი კანონის გაუვრცელებლობა.
დეპუტატის იმუნიტეტი - საკანონმდებლო ორგანოს წევრის პიროვნების
ხელშეუხებლობა (რაც მდგომარეობს იმაში, 452რომ არ შეიძლება მისი
დაპატიმრება ან პასუხისგებაში მიცემა საკანონმდებლო ორგანოს თანხმობის
გარეშე). დიპლომატიური იმუნიტეტი - დიპლომატიური წარმომადგენლის
პიროვნების ხელშეუხებლობა და მისი ბინის შეუვალობა.

იმუნოთერაპია [იმუნიტეტი და ბერძ. therapeia მკურნალობა] – პრაქტიკული


იმუნოლოგიის ნაწილი - ინფექციურ დაავადებათა მკურნალობა ვაქცინებით,
იმუნური შრატებით, გამა-გლობულინებით და სხვ.

იმუნოლოგია - მეცნიერება იმუნიტეტის (იხ. იმუნიტეტი, მნიშვ. 1) შესახებ.

იმუნურ-ი [ლათ. Immunis თავისუფალი რაიმესაგან] – რასაც იმუნიტეტი (მნიშვ.


1) აქვს; შხამისათვის შეუვალი.

ინა [არაბ. Hena] – 1. მოწითალო-ყვითელი საღებავი,

რომელსაც ხმარობენ თმის, ფრჩხილებისა და სხვ. შესაღებავად. 2. ბუჩქი,


რომლის ფოთლებისგანაც ამზადებენ ამ საღებავს.

ინაუგურაცია [ინგლ. Inauguration] – ამერიკის შეერთებულ შტატებში: ახალი


პრეზიდენტის სახელმწიფოს სათავეში ოფიციალურად ჩადგომის ცერემონია [აშშ-
ის პრეზიდენტს ირჩევენ ოთხ წელიწადში ერთხელ - ყოველი ნაკიანი წლის
ნოემბრის პირველ სამშაბათს (პირველი ორშაბათის შემდეგ), ხოლო მისი ი.
იმართება მომდევნო წლის 20 იანვარს] –.

ინბრიდინგ-ი [ინგლ. Inbreeding] – ახლო მონათესავე ცხოველების შეჯვარება


(შდრ. აუტბრიდინგი და ინცუხტი).

ინგლიზირებულ-ი ცხენი - გარკვეული (ინგლისური) წესით კუდმოკვეცილი


ცხენი.

ინგრედიენტ-ი [ლათ. Ingrediens (Ingredientis) შემავალი] – 1. რაიმე ნაერთის ან


ნარევის შემადგენელი ნაწილი. 2. რისამე შემადგენელი ნაწილი.

ინდანთრენ-ი [ესპ. Ind(igo) indigo და ბერძ. anthrax ნახშირი] – დიდი სიმტკიცის


სინთეზური საღებარი სხვადასხვა ფერისა.

ინდემნიტეტ-ი [გერმ. Indemnität, ინგლ. Ondemnity] – საერთაშორისო


სამართალში: ზარალის ანაზღაურება.

ინდეპენდენტებ-ი [ინგლ. Independents დამოუკიდებელნი] – მე-17 ს. ინგლისის


ბურჟუაზიული რევოლუციის პერიოდში: პოლიტიკური პარტია, რომელიც
გამოხატავდა სავაჭრო-სამრეწველო ბურჟუაზიის საშუალო ფენების ინტერესებს .

ინდეტერმინიზმ-ი [ლათ. In (უარყ. ნაწილაკი) და determino განვსაზღვრავ] –


იდეალისტური შეხედულება, რომელიც უარყოფს აუცილებელ მიზეზობრივ
კავშირს, ობიექტურ კანონზომიერებას ბუნებისა და საზოგადოებრივ მოვლენებში.

ინდეტერმინისტ-ი - ინდეტერმინიზმის მიმდევარი.

ინდექს-ი [ლათ. Index] – 1. რისამე ჩამოთვლა, სია. 2. (მათემ.). რიცხვითი ან


ასოითი მაჩვენებელი, რომელიც ასოს ეწერება ჩვეულებრივ ქვევით. მაგ., ხ1, ხ2,
ა3, ან და მისთ. 3. (ეკონ.). ციფრობრივი მაჩვენებელი, რომელიც პროცენტებით
გამოხატავს რაიმე ეკონომიკური მოვლენის თანმიმდევრულ ცვალებადობას . მაგ .,
ფასების ინდექსი. ხელფასის ინდექსი. 4. საბიბლიოთეკო კლასიფიკაციაში:
პირობითი (ასოითი ან ციფრობრივი) აღნიშვნა, რომელიც მიკუთვნებული აქვს
წიგნების ამა თუ იმ განყოფილებას. საფოსტო ინდექსი - ციფრობრივი (ან ასოით-
ციფრობრივი) პირობითი ნიშანი, რომელიც მიკუთვნებული აქვს ამა თუ იმ
ტერიტორიულ ერთეულს (რესპუბლიკას, ქალაქს, რაიონს...).

ინდექსატორ-ი - ინდექსის შემდგენი პირი.

ინდექსაცია - ინდექსების, პირობითი ნიშნების ერთობლიობა.

ინდიგენატ-ი და ინდიჟენატ-ი [ფრანგ. Indigenat] – (სამართ.). 1. ამა თუ იმ


ქვეყნის მოქალაქეობა ან ქვეშევრდომობა. 2. საერთაშორისო ხელშეკრულებებით
გათვალისწინებულ უფლებათა გამოყენება.

ინდიგო [ესპ. Indigo] – მუქი ლურჯი საღებავი ნივთიერება, რომელსაც


ქიმიური წესით იღებენ (წინათ იღებდნენ ზოგიერთი ტროპიკული მცენარისაგან).
ინდიგოკარმინ-ი - ორგანული საღებარი ლურჯი ფერისა; მიიღება
ინდიგოსაგან; იყენებენ აბრეშუმისა და მატყლის შესაღებად, ლილის, წყლის
საღებავების, მელნის წარმოებაში.

ინდიელებ-ი - საერთო სახელწოდება ამერიკის ძველი მკვიდრი


მოსახლეობისა (ესკიმოსების გამოკლებით); ზოგიერთი მხარის ინდიელებმა
(აცტეკებმა, მაიამ, ინკებმა) შექმნეს განვითარებული კულტურა და
სახელმწიფოებრიობა; დიდი ნაწილი გაანადგურეს ან დაიმონეს
კოლონიზატორებმა; ამჟამად უპირატესად ცხოვრობენ სამხრეთ ამერიკაში
[სახელწოდება წარმომდგარია კოლუმბის შეცდომის შედეგად, რომელსაც ეგონა,
რომ მის მიერ აღმოჩენილი იყო ინდოეთი] –.

ინდივიდ-ი - იგივეა, რაც ინდივიდუუმი.

ინდივიდუალიზაცია და ინდივიდუალიზება - რისამე გამოყოფა


ინდივიდუალურ თავისებურებათა მიხედვით.

ინდივიდუალიზმ-ი - კერძომესაკუთრული იდეოლოგიის ერთ-ერთი


სახელმძღვანელო პრინციპი - ინდივიდუუმის, ცალკეული პიროვნების
ინტერესების დაყენება საზოგადოების, კოლექტივის ინტერესებზე მაღლა.

ინდივიდუალისტ-ი - ინდივიდუალიზმის სულისკვეთებით გამსჭვალული


ადამიანი.

ინდივიდუალისტურ-ი - ინდივიდუალისტის დამახასიათებელი,


ინდივიდუალიზმით გამსჭვალული.

ინდივიდუალურ-ი [< ლათ. Individuus განუყოფელი] – 1. გარკვეული


ინდივიდუუმის დამახასიათებელი; რაც ცალკეულ პიროვნებას გამოყოფს
სხვებისაგან. 2. რითაც ერთპიროვნულად სარგებლობენ; კერძო. 3. ცალკეული
პირის მიერ წარმოებული, შესრულებული; არაკოლექტიური.

ინდივიდუუმ-ი [ლათ. Individuum] – 1. დამოუკიდებლად არსებული ორგანიზმი;


არსი, ცალარსი. 2. ცალკე ადამიანი, პიროვნება.

ინდიკან-ი [< ლათ. Indicus ინდური] – 1. ზოგიერთ მცენარეში არსებული


ნივთიერება, რომელიც შეიცავს ინდიგოს. 2. ნივთიერება, რომელიც წარმოიქმნება
ცხოველის ორგანიზმში ცილის დაშლის პროდუქტებისაგან.

ინდიკატივ-ი [ლათ. indicativus (modus)] – (გრამატ.). თხრობითი კილო (ზმნისა).

ინდიკატორ-ი [< ლათ. Indico ვუჩვენებ] – 1. სახელწოდება სხვადასხვა სახის


ხელსაწყოებისა, რომელთაც იყენებენ ფიზიკური სიდიდეების (მაგ., წნევის,
დატვირთვის და სხვ.) გასაზომად. 2. ნივთიერება, რომელიც შეჰყავთ ხსნარში
მასში მიმდინარე ქიმიური პროცესის გამოსამჟღავნებლად (მაგ., ლაკმუსი,
რომელიც ფერს იცვლის მჟავასთან ან ტუტესთან შეერთებით). 3. ბიბლიოთეკებში:
სპეციალური კარტოთეკა, რომლიდანაც შეიძლება გაგება, არის თუ არა ადგილზე
ესა თუ ის წიგნი.
ინდიკატრისა [ფრანგ. Indicatrice] – (მათემ.). მრუდი ხაზი, რომელიც
თვალსაჩინოდ წარმოგვიდგენს მიმართული სიდიდეების (ვექტორების)
ცვლილებას.

ინდიჟენატ-ი - იხ. ინდიგენატი.

ინდიუმ-ი - ქიმიური ელემენტი, იშვიათი ლითონი; ტყვიაზე რბილია, ჭედადია


[სახელწოდება მიღებულია ინდიგოსაგან] –.

ინდიფერენტიზმ-ი - ინდიფერენტული, გულგრილი, განურჩეველი


დამოკიდებულება რაიმესადმი.

ინდიფერენტულ-ი [ლათ. Indifferens (Indifferentis)] – რაიმესადმი გულგრილი,


უინტერესო, განურჩეველი. მაგ., ინდიფერენტული ადამიანი. ინდიფერენტული
დამოკიდებულება.

ინდიქტიონ-ი [ლათ. Indictio] – (ისტ.). 1. საეკლესიო წელთაღრიცხვის


თხუთმეტწლიანი ერთეული (რომში, ბიზანტიაში, საქართველოში და სხვ.). 2.
რომელიმე წელი ამა თუ იმ მეფის ტახტზე ასვლიდან.

ინდოგერმანულ-ი ენები - (მოძვ.). იგივეა, რაც ინდოევროპული ენები.

ინდოევროპეისტ-ი - ინდოევროპეისტიკის სპეციალისტი, ინდოევროპული


ენების მკვლევარი.

ინდოევროპეისტიკა - ინდოევროპული ენების კვლევა ისტორიულ-


შედარებითი მეთოდით; ინდოევროპული შედარებითი ენათმეცნიერება.

ინდოევროპულ-ი ენები - მონათესავე ენების ერთ-ერთი დიდი ოჯახი,


რომელშიც შედის ინდური (მაგ., ჰინდი, ურდუ), ირანული (მაგ., სპარსული, ოსური),
სლავური (მაგ., რუსული, უკრაინული, ჩეხური, პოლონური), რომანული (მაგ.,
იტალიური, ფრანგული, ესპანური), გერმანული (მაგ., საკუთრივ გერმანული,
ინგლისური, დანიური), ბერძნული, სომხური და სხვა ენები.

ინდოლ-ი - ორგანული ნაერთი, უფერო კრისტალები; აქვს უსიამოვნო სუნი;


შედის ქვანახშირის შემადგენლობაში, აგრეთვე ბევრ ეთეროვან ზეთში; იყენებენ
საპარფიუმერიო მრეწველობაში (აუმჯობესებს და აძლიერებს ყვავილის ესენციის
სუნს.

ინდოლოგ-ი - ინდოლოგიის სპეციალისტი.

ინდოლოგია - აღმოსავლეთმცოდნეობის დარგი - ინდოეთის ისტორიის,


ეკონომიკის, ინდური ენების, ხელოვნების და სხვ. შემსწავლელ მეცნიერებათა
ერთობლიობა.

ინდოსამენტ-ი [გერმ. Indossament] – (ფინანს.). ფასიანი ქაღალდის სხვა


პირისათვის გადაცემის დამადასტურებელი წარწერა მის მეორე გვერდზე.

ინდოსანტ-ი [გერმ. Indossant] – (ფინანს.). პირი, რომელიც ფასიან ქაღალდს


ადებს, უკეთებს ინდოსამენტს.
ინდოსატ-ი [გერმ. Indossat] – (ფინანს.). პირი, რომელთანაც გადადის ფასიანი
ქაღალდი ინდოსამენტით.

ინდოქსილ-ი [Ind(ikan-ი) და ბერძ. oxis მჟავე] – ორგანული ნაერთი,


კრისტალური ნივთიერება, მცენარეული ინდიკანის გახლეჩის პროდუქტი; შედის
ადამიანისა და ცხოველის შარდის შემადგენლობაში, ზოგი ტროპიკული მცენარის
წვენში; აქვს უსიამოვნო სუნი; ი.-ის ჟანგვის შედეგად წარმოიქმნება საღებარი -
ინდიგო.

ინდრა - ვედიზმის მიხედვით: ჭექა-ქუხილისა და ქარიშხლის ღმერთი;


ღმერთების ხელმწიფე.

ინდუიზმ-ი - ინდური რელიგია, რომელიც შეიქმნა შუა საუკუნეებში


ბრაჰმანიზმისა და ბუდიზმის დაახლოების შედეგად.

ინდუისტებ-ი - იგივეა, რაც ინდუსები.

ინდულგენცია [ლათ. Indulgentia წყალობა] – ცოდვების მიტევების სიგელი,


რომელსაც კათოლიკური ეკლესია რომის პაპის სახელით იძლევა
განსაკუთრებული დამსახურებისათვის, უფრო ხშირად კი ყიდის.

ინდუსებ-ი - ინდუიზმის მიმდევრები (უპირატესად ინდოეთში, აგრეთვე


ცეილონზე, მალაიაში, ბირმაში და სხვაგან).

ინდუსტრია [ლათ. Industria საქმიანობა] – სამანქანო ტექნიკით აღჭურვილი


საფაბრიკო-საქარხნო მრეწველობა. მძიმე ინდუსტრია - მრეწველობა, რომელიც
აწარმოებს წარმოების საშუალებებსა და იარაღებს (მანქანათმშენებლობა,
მეტალურგია და სხვ.); მძიმე მრეწველობა. მსუბუქი ინდუსტრია - ინდუსტრია,
რომელიც აწარმოებს ფართო მოხმარების საგნებს (ტანსაცმელს, ავეჯს, სურსათს
და სხვ.); მსუბუქი მრეწველობა.

ინდუსტრიალიზაცია და ინდუსტრიალიზება - ქვეყნის სამრეწველო


განვითარება; მსხვილი სამანქანო ტექნიკის დანერგვა მის სახალხო მეურნეობაში .

ინდუსტრიულ-ი - ინდუსტრიის განვითარებასთან დაკავშირებული;


სამრეწველო.

ინდუქტორ-ი [ლათ. Inductor ამგზნები, აღმძვრელი] – 1. ცვალებადი დენის


მისაღები ელექტრული მანქანა, რომელსაც აქვს ხელის ამძრავი. 2. მაგნიტი ,
რომელიც დინამო-მანქანაში წარმოქმნის ინდუქციური დენის აღმძვრელ
მაგნიტურ ველს. 3. ტელეპათიის სეანსის დროს: ინფორმაციის გადამცემი პირი
(შდრ. პერციპიენტი).

ინდუქცია [ლათ. Inductio] – 1. (ლოგ.). აზროვნების მეთოდი - კერძო


ფაქტებიდან, ცალკეული დებულებებიდან ზოგადი დასკვნის გამოყვანა (საპირისპ.
დედუქცია). 2. (ფიზ.). რაიმე გამტარში ელექტრული დენის აღძვრა (მაგნიტური
ველის ცვლილებებთან დაკავშირებით).
ინერვაცია [ლათ. In-ში და nervus ნერვი] – (ანატ.). ორგანოებისა და
ქსოვილების კავშირი ცენტრალურ ნერვულ სისტემასთან ნერვული უჯრედების
საშუალებით.

ინერტულ-ი [ლათ. Iners (Inertis)] – უმოძრაო, უმოქმედო, დუნე, უსიცოცხლო.


ინერტული გაზები - გაზები, რომლებიც სხვა ნივთიერებებს არ უერთდება
(ჰელიუმი, ნეონი, არგონი და სხვ.). ინერტული მასალები - ბეტონის შემავსებლები:
ქვა, ქვიშა, ხრეში და მისთ.

ინერცია [ლათ. Inertia უმოქმედობა, უძრაობა] – სხეულის თვისება -


შეინარჩუნოს თავისი უძრაობის ან თანაბარი სწორხაზოვანი მოძრაობის
მდგომარეობა, სანამ გარეშე ძალა არ გამოიყვანს ამ მდგომარეობიდან .
ინერციით - 1) ინერციის ძალით. 2) იტყვიან, როდესაც რაიმე დაწყებულს
აგრძელებენ ანგარიშმიუცემლად, უნებლიეთ.

ინექცია - (უმართებ.). იხ. ინიექცია.

ინვაზია [ლათ. Invasio თავდასხმა, შესევა] – ადამიანის, ცხოველის ან


მცენარის დასნებოვნება ცხოველური პარაზიტებით (ჭიებით, მწერებით და მისთ.).

ინვალიდ-ი [ლათ. Invalidus სუსტი, უძლური] – ადამიანი, რომელსაც მეტ-


ნაკლებად დაკარგული აქვს შრომის უნარი (დასახიჩრების, ავადმყოფობის ან
მოხუცებულობის გამო).

ინვარ-ი [ლათ. Invarius უცვლელი] – რკინისა და ნიკელის შენადნობი,


რომელიც გათბობა-გაცივებით თითქმის არ იცვლის მოცულობას; იყენებენ ზუსტი
ხელსაწყოების დასამზადებლად.

ინვარიანტ-ი [ფრანგ. Invariant] – (მათემ.). სიდიდე, რომელიც უცვლელი რჩება


ამა თუ იმ გარდაქმნის დროს.

ინვენტარ-ი [ლათ. Inventarium] – 1. ყველა იმ ნივთის, საგნის ერთობლიობა,


რაც რომელიმე დაწესებულების, წარმოების ან ორგანიზაციის ქონებას შეადგენს.
ცოცხალი ინვენტარი - მუშა და მეწველი საქონელი. მკვდარი ინვენტარი -
გადასაზიდი საშუალებები, მანქანა-იარაღები, სხვადასხვა ნივთი. 2.
დაწესებულების, წარმოების, ორგანიზაციის ქონების აღწერილობა, რეესტრი.

ინვენტარიზატორ-ი - ბიბლიოთეკის თანამშრომელი, რომელსაც წიგნების


აღწერა ეკისრება.ინვენტარიზაცია და ინვენტარიზება - ინვენტარში (მნიშვ. 2)
შეტანა, ჩარიცხვა; დაწესებულების, წარმოების, ორგანიზაციის ქონების შემოწმება
დათვლისა და აღწერის გზით.

ინვერსია [ლათ. Inversio გადასმა] – 1. ქართულ გრამატიკაში: ზმნის პირის


ნიშანთა შექცევითი ხმარება - რეალური სუბიექტი გამოხატულია ობიექტის პირის
ნიშნით, ხოლო რეალური ობიექტი - სუბიექტის პირის ნიშნით (მაგ., „ვ-ა-კეთებ»,
მაგრამ „მ-იკეთებია»). 2. (ლიტ.). წინადადებაში სიტყვათა ჩვეულებრივი რიგის
შეცვლა სტილისტიკური მიზნით. 3. ატმოსფეროს ჰაერის ტემპერატურის მატება
(ნაცვლად კლებისა) ქვევიდან ზედა ფენებისაკენ. 4. (ქიმ.). რთული შაქრების
დაშლა მარტივ შაქრებად მჟავებისა და ფერმენტების გავლენით.
ინვერსიულ-ი - ინვერსიასთან დაკავშირებული.

ინვერსიული ლექსიკონი - ლექსიკონი, რომელშიც სიტყვები დალაგებულია


მათი ბოლოკიდური ასოების ანბანზე; გამოყენება აქვს თანამედროვე
ენათმეცნიერებაში, ტექსტის ავტომატური ანალიზის დროს (მანქანური
თარგმნისათვის) და სხვ.

ინვერტაზა და ინვერტინი [< ლათ. Inverto გარდავქმნი] – ფერმენტი, რომელიც


ლერწმის შაქარს (სახაროზას) ხლეჩს გლუკოზად და ფრუქტოზად.

ინვერტორ-ი [< ლათ. Inverto გარდავქმნი] – მოწყობილობა, რომელიც მუდმივ


დენს ცვალებად დენად გარდაქმნის.

ინვესტიტორ-ი - იხ. ინვესტორი.

ინვესტიტურა [< ლათ. Investio ვმოსავ] – შუა საუკუნეებში: 1. სენიორის მიერ


თავისი ვასალისათვის მიწის ან რაიმე თანამდებობის გადაცემა სათანადო
ცერემონიის შესრულებით. 2. სასულიერო პირის დანიშვნა ეპისკოპოსად და
მისთვის საეკლესიო მიწის გადაცემა.

ინვესტიცია [გერმ. Investition] – და ინვესტირება - კაპიტალის გრძელვადიანი


დაბანდება რაიმე წარმოებაში (იმპერიალიზმის ეპოქაში: უმთავრესად ფასიანი
ქაღალდების - აქციების, ობლიგაციების - შესყიდვის სახით).

ინვესტორ-ი [ინგლ. Investor < ლათ.] – პირი, რომელმაც ინვესტიცია


მოახდინა.

ინვექტივა [< ლათ. Invectiva ორატიო სალანძღავი სიტყვა (კრებაზე


წარმოთქმული)] – უხეში გამოსვლა ვისიმე წინააღმდეგ; გამოხდომა, ლანძღვა-
გინება.

ინვოლუცია [ლათ. Involutio შედედება] – 1. რაიმე ორგანოს აგებულების


გამარტივება, უკუგანვითარება (მაგ., საშვილოსნოსი - მშობიარობის შემდეგ). 2.
ბაქტერიების გადაგვარება გარკვეულ სასიცოცხლო პირობებში.

ინთრონიზაცია [ლათ. In-ში და ბერძ. thronos ტახტი (მეფისა)] – ახლად


არჩეული პატრიარქის ან პაპის ტახტზე აყვანის ცერემონია (ქართ. სინონ .
აღსაყდრება).

ინიექცია [ლათ. Injectio შეგდება] – (მედიც.). სამკურნალო ხსნარის მცირე


დოზით შეყვანა სხეულის ღრუებსა და ქსოვილებში; შეშხაპუნება.

ინიციალებ-ი [ლათ. Initialis დასაწყისისა] – 1. სახელისა და გვარის, სახელისა


და მამის სახელის პირველი ასოები. 2. დიდი, ზოგჯერ მხატვრულად
გაფორმებული, ასოები წიგნის თავის ან აბზაცის დასაწყისში.

ინიციატივა [ფრანგ. Initiative] – 1. თაოსნობა რაიმე საქმეში. 2. საჭირო


მომენტში დამოუკიდებელი აქტიური მოქმედების უნარი. საკანონმდებლო
ინიციატივა - საკანონმდებლო ორგანოში კანონპროექტების შეტანის უფლება .
ინიციატორ-ი - ვინც Iniciativa (იხ. ინიციატივა, მნიშვ. 1) გამოიჩინა, ვისაც
ინიციატივა ეკუთვნის; წამომწყები, მოთავე (რაიმე საქმისა).

ინიციაცია [ლათ. Initiatio საიდუმლოებათა შესრულება] – პირველყოფილ


საზოგადოებაში: ჭაბუკების განდობის, დალოცვის ცერემონია, რის შემდეგ ისინი
ითვლებოდნენ დასრულებულ მამაკაცებად; მე-19 ს.-ში ჯერ კიდევ მისდევდნენ ამ
წეს-ჩვეულებას ამერიკელი ინდიელები, აფრიკელები და სხვ.

ინკარნატ-ი - ფერწერაში: სხეულის ფერი (იხ. კარნაცია).

ინკასატორ-ი - მოლარე, რომელიც გასცემს ან იღებს ფულს ან ფასეულობას


უმთავრესად დაწესებულების გარეთ.

ინკასაცია და ინკასირება [< იტალ. Incassare ყუთში ჩაწყობა] – (ფინანს.).


ინკასოს ოპერაციის წარმოება; სათანადო დოკუმენტის წარდგენით ფულის
მიღება.

ინკასო [იტალ. Incasso] – (ფინანს.). სათანადო დოკუმენტების წარდგენით


ფულის მიღება მრწმუნებლის დავალებით.

ინკაფსულაცია [ლათ. In -ში და capsula კოლოფი] – შემაერთებელი გარსის


(კაფსულის) წარმოქმნა ორგანიზმისათვის უცხო ნივთიერებების (უცხო სხეულების,
პარაზიტების ირგვლივ.

ინკებ-ი - ინდიელები, რომლებიც ცხოვრობენ თანამედროვე პერუს


ტერიტორიაზე; მე-15 ს.-ში მათ შექმნეს მაღალი კულტურა და სახელმწიფო
(ინკების სახელმწიფო); 1532 წ. ისინი დაიპყრეს ესპანელმა კოლონიზატორებმა.

ინ-კვარტო [ლათ. In quarto < In -ში და quartus მეოთხე] – გამოცემის (წიგნის,


ჟურნალის) ფორმატი, რაც უდრის საბეჭდი თაბახის ј-ს.

ინკვიზიტორ-ი [ლათ. Inquisitor] – 1. ინკვიზიციის სასამართლოს წევრი,


ინკვიზიციის მსაჯული. 2. ითქმის ისეთ ადამიანზე, რომელსაც შეუძლია სხვა
ტანჯოს, აწამოს.

ინკვიზიცია [ლათ. Inquisitio გამოძიება] – 1. მე-13 - 19 სს.: კათოლიკური


ეკლესიის სასამართლო-პოლიციური ორგანიზაცია, რომელიც უკიდურესი
სისასტიკით უსწორდებოდა ერეტიკოსებს. 2. (გადატ.). ტანჯვა, წამება.

ინკლინატორ-ი [< ლათ. Inclino გადავხრი, დავხრი] – ხელსაწყო მაგნიტური


დახრილობის გასაზომად.

ინკლუზივ-ი [< ლათ. Includo ჩავურთავ; „შევიცავ»] – (ლინგვ.). ზოგ ენაში


(ქართველური ენებიდან - სვანურში): ზმნისა და ნაცვალსახელის მრავლობითი
რიცხვის პირველი პირის ფორმა, რომელიც შეიცავს პირველსა და მეორე პირს;
ჩვენ = მე და შენ (მე და თქვენ). შდრ. ექსკლუზივი.

ინკოგნიტო [< ლათ. Incognitus უცნობი] – 1. თავისი ვინაობის


გაუმჟღავნებლად, ფარულად (ამ მნიშვნელობით იხმარება აგრეთვე -
ინკოგნიტოდ). 2. პირი, რომელიც მალავს თავის ვინაობას და სხვის სახელს
ატარებს.

ინკორპორაცია [ლათ. Incorporatio] – და ინკორპორირება - 1. ჩარიცხვა,


მიღება რისამე შემადგენლობაში (რაიმე კავშირში, საზოგადოებაში). 2. (სამართ.).
სხვადასხვა დროს გამოცემულ კანონთა თავმოყრა და სისტემატიზაცია მათში
არსებითი ცვლილებების შეუტანლად.

ინკრეტ-ი [ლათ. In -ში, შიგნით და (se)cretus გამოყოფილი] – (ფიზიოლ.).


იგივეა, რაც ჰორმონი.

ინკრეტორულ-ი ორგანოები [ლათ. In -ში, შიგნით და (se)cretus გამოყოფილი]


– (ფიზიოლ.). შინაგანი სეკრეციის ორგანოები.

ინკრეცია [ლათ. In -ში, შიგნით და (se)cretus გამოყოფილი] – (ფიზიოლ.).


შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების მიერ ჰორმონების (ინკრეტების) წარმოქმნა და
გამოყოფა უშუალოდ სისხლში ან ლიმფაში.

ინკრიმინირება [ლათ. In -ში და crimen (criminis) ბრალდება] – (სამართ.).


დანაშაულად შერაცხვა, ბრალის დადება რამეში.

ინკრუსტატორ-ი - ინკრუსტაციის, ინკრუსტირების სპეციალისტი.

ინკრუსტაცია [ლათ. Incrustatio] – რაიმე საგნის ზედაპირზე ჩაჭდევებული


ძვლის, სადაფის, ლითონის და მისთ. სამკაული (სახეები, ფიგურები).

ინკრუსტირება - ინკრუსტაციის გაკეთება, ინკრუსტაციით შემკობა.

ინკუბატორ-ი [< ლათ. Incubo გამოვჩეკ] – კვერცხებიდან წიწილების (ჭუკების


და მისთ.) ხელოვნურად გამოსაჩეკი აპარატი.ინკუბატორიუმ-ი - სპეციალური
შენობა, სადაც ხდება ინკუბაცია; საინკუბატორო.

ინკუბაცია [ლათ. Incubatio გამოჩეკა] – 1. კვერცხებიდან წიწილებისა და მისთ.


გამოჩეკა ინკუბატორებში (ამ მნიშვნელობით იხმარება აგრეთვე ინკუბირება). 2.
(მედიც.). ავადმყოფობის ფარული პერიოდი - დასნებოვნების მომენტიდან
დაავადების პირველი სიმპტომების გამოჩენამდე. საინკუბაციო პერიოდი - 1)
ჩანასახის კვერცხში განვითარებისათვის საჭირო დრო. 2) (მედიც.). იგივეა, რაც
ინკუბაცია (მნიშვ. 2).

ინკუბაციურ-ი პერიოდი - იგივეა, რაც საინკუბაციო პერიოდი (იხ. ინკუბაცია).

ინკუბისტ-ი - ინკუბატორზე მომუშავე პირი.

ინკუნაბულებ-ი [ლათ. Incunabula აკვანი, დასაწყისი] – პირველი ნაბეჭდი


წიგნები (1501 წლამდე), გარეგნულად ხელნაწერების მსგავსი (შემონახულია
40.000-მდე ასეთი წიგნი).

ინოვაცია [ლათ. Innovatio განახლება] – (ლინგვ.). ახალი წარმონაქმნი, ახალი


მოვლენა ენაში.
ინოზიტ-ი [< ბერძ. Ines კუნთები] – (ქიმ.). კუნთის შაქარი; გვხვდება
მცენარეებისა და ცხოველების თითქმის ყველა ქსოვილსა და უჯრედში.

ინოკულაცია [ლათ. Inoculatio აცრა] – ცოცხალი მიკროორგანიზმების შეყვანა


საკვებ გარემოში, ნიადაგში, ცხოველის ან მცენარის ორგანიზმში; თესვა.

ინ-ოქტავო [ლათ. (თაბახის) მერვედზე] – გამოცემის (წიგნის, ჟურნალის)


ფორმატი, რაც უდრის საბეჭდი თაბახის 1/8-ს.

ინჟენიუ [ფრანგ. Ingénue] – (თეატ.). 1. გულუბრყვილო, მიამიტი ქალის როლის


შემსრულებელი მსახიობის ამპლუა. 2. ასეთი ამპლუის მქონე, ასეთი როლების
შემსრულებელი მსახიობი ქალი.

ინჟექტორ-ი [ფრანგ. Injecteur] – ერთგვარი ტუმბო, რომლითაც წყალი


შეჰყავთ ორთქლის ქვაბში ორთქლის ჭავლის ენერგიის გამოყენებით.

ინჟინერ-ი [ფრანგ. Ingénieur] – ტექნიკის ამა თუ იმ დარგის სპეციალისტი,


რომელსაც უმაღლესი ტექნიკური განათლება აქვს მიღებული.

ინრო [იაპ.] – კოლოფი, რომელსაც იაპონელები მუდამ ჯიბით ატარებენ


(მასში უდევთ ბეჭედი, რომელზედაც პატრონის გვარის აღმნიშვნელი
იეროგლიფია ამოტვიფრული; იყენებენ ხელმოწერის ნაცვლად).

ინსაიდ-ი [ინგლ. Inside] – (მოძვ.). ფეხბურთის (ან ჰოკეის) გუნდის


თავდამსხმელი ხუთეულის წევრი, რომლის ადგილი არის ცენტრალურ
თავდამსხმელსა და გარემარბს შორის; შუამარბი.

ინსექტარიუმ-ი [< ლათ. Insectum მწერი] – სპეციალური სათავსი, სადაც


ინახავენ და ამრავლებენ მწერებს მეცნიერული დაკვირვებისათვის .

ინსექტიციდებ-ი [ლათ. Insectum მწერი და caedo ვკლავ] – ქიმიური


ნივთიერებანი, შხამები მავნებელი მწერების მოსასპობად.

ინსექტოლოგია [ლათ. Insectum მწერი და logos მოძღვრება] – (მოძვ.). იგივეა,


რაც ენტომოლოგია.

ინსექტოფუნგიციდებ-ი [ლათ. Insectum მწერი და (იხ. ფუნგიციდები)] –


მომწამვლელი ქიმიური ნივთიერებანი, რომლებსაც იყენებენ მავნებელი
მწერების, დაავადების გამომწვევი სოკოების და სხვ. მოსასპობად.

ინსიგნიებ-ი [ლათ. Insignia (მრ.)] – ძველ რომში: უმაღლესი ხელისუფლების


(მეფის, უმაღლესი მაგისტრატის, იმპერატორის) ნიშნები - პორფირის სამოსი,
მაღალყელიანი წითელი ფეხსაცმელი, სპილოს ძვლის ტახტი, კვერთხი და სხვ .

ინსინუატორ-ი - ინსინუაციის შემთხზველი, გამავრცელებელი;


ცილისმწამებელი.

ინსინუაცია [ლათ. Insinuatio] – მონაჭორი ვისიმე სახელის გასატეხად;


ცილისწამება.

ინსინუირება - ინსინუაციის შეთხზვა-გავრცელება.


ინსოლაცია [< ლათ. Insolo მზეზე გამომაქვს, გამოვამზეურებ] – (ფიზ.). მზის
შუქით დედამიწის ზედაპირის შემოსხივება.

ინსპექტორ-ი [ლათ. Inspector ზედამხედველი] – 1. თანამდებობის პირი,


რომელიც ზედამხედველობასა და კონტროლს უწევს ამა თუ იმ დაწესებულების,
ორგანიზაციის საქმიანობას. 2. რევოლუციამდელ რუსეთში: ვაჟთა სასწავლებლის
დირექტორის მოადგილე აღმზრდელობითსა და სასწავლო ნაწილში. მანეჟის
ინსპექტორი - იხ. შპრეხშტალმაისტერი.

ინსპექტურა - იგივეა, რაც ინსპექცია (მნიშვ. 1).

ინსპექცია [ლათ. Inspectio დათვალიერება] – 1. რაიმე დაწესებულების,


ორგანიზაციის მოქმედების სისწორის შემოწმება ზედამხედველობისა და
ინსტრუქტირების წესით (ამ მნიშვნელობით იხმარება აგრეთვე ინსპექტირება). 2.
ზედამხედველობის ორგანოები. მაგ., სანიტარული ინსპექცია. სავაჭრო ინსპექცია .

ინსპირატორ-ი - პირი, რომელიც ვისიმე ინსპირაციას ახდენს; წამქეზებელი.

ინსპირაცია [ლათ. Inspiratio] – და ინსპირირება - 1. ვინმესთვის რაიმე


მოქმედების, აზრის, თვალსაზრისის შთაგონება. 2. ვისიმე შეგულიანება, წაქეზება.

ინსტანცია [ლათ. Instantia უშუალო სიახლოვე] – ერთმანეთს


დაქვემდებარებული სახელმწიფო მმართველობის, პარტიული, პროფკავშირული,
სასამართლო და სხვა ორგანოების ცალკეული რგოლი, საფეხური.

ინსტილაცია [ლათ. Instilatio] – (მედიც.). ჩაწვეთება (წამლისა, სითხისა).

ინსტინქტ-ი [ლათ. Instinctus განზრახვა] – 1. ცხოველური ორგანიზმის


თანდაყოლილი მიდრეკილება მიზანშეწონილი, მაგრამ არაცნობიერი,
მოქმედებისადმი შინაგანი ან გარეგანი გარემოს შეცვლის საპასუხოდ ; ალღო . 2.
შეუგნებელი, ანგარიშმიუცემელი ლტოლვა რაიმესაკენ.

ინსტიტუტ-ი [ლათ. Institutum დანაწესები რამ, დაწესებულება] – 1. ზოგიერთი


უმაღლესი სპეციალური სასწავლებლისა და სამეცნიერო-კვლევითი
დაწესებულების სახელწოდება. 2. რევოლუციამდელ რუსეთში: ქალთა
პრივილეგიური საშუალო სასწავლებელი დახურული ტიპისა. 3. უფლებრივ
ნორმათა ერთობლიობა, რომელიც აწესრიგებს გარკვეულ სფეროში
საზოგადოებრივ ურთიერთობას. მაგ., ქორწინების ინსტიტუტი. ბატონყმობის
ინსტიტუტი.

ინსტიტუციებ-ი [ლათ. Institutio დარიგება] – რომის მონათმფლობელურ


სახელმწიფოში: სამოქალაქო სამართლისა და რიტორიკის ელემენტარული
სახელმძღვანელოები.

ინსტრუმენტ-ი [ლათ. Instrumentum] – 1. რაიმე სამუშაოს შესასრულებელი


იარაღი. მაგ., ქირურგიული ინსტრუმენტი. 2. სხვადასხვა სახის საკრავი
(მუსიკალური ინსტრუმენტი). 3. (საუბ.). ასე უწოდებენ პიანინოს და როიალს.

ინსტრუმენტალიზმ-ი - სუბიექტურ-იდეალისტური მიმართულება


ფილოსოფიაში, პრაგმატიზმის ნაირსახეობა.
ინსტრუმენტალისტ-ი - რაიმე მუსიკალური ინსტრუმენტის დამკვრელი
მუსიკოსი.

ინსტრუმენტარიუმ-ი - რაიმე გარკვეულ საქმეში გამოსაყენებელ


ინსტრუმენტთა ერთობლიობა. მაგ., სავეტერინარო ქირურგიული
ინსტრუმენტარიუმი.

ინსტრუმენტირება - 1. მუსიკალური ნაწარმოების გადაღება ინსტრუმენტული


ანსამბლის ან ორკესტრისათვის; დაინსტრუმენტება, ორკესტრირება. 2. მუსიკის
თეორიის ნაწილი, რომელიც სწავლობს ცალკეული ინსტრუმენტების თვისებებსა
და ორკესტრში მათი შეხამების პრინციპებს; ინსტრუმენტთმცოდნეობა,
საკრავთმცოდნეობა.

ინსტრუმენტულ-ი - ინსტრუმენტთან დაკავშირებული.

ინსტრუმენტული მუსიკა - ინსტრუმენტებით (საკრავებით) შესასრულებელი


მუსიკა (ვოკალური, სასიმღერო მუსიკის საპირისპიროდ). ინსტრუმენტული
ფოლადი - მაღალხარისხოვანი ფოლადი, რომელსაც იყენებენ სხვადასხვა
ინსტრუმენტის (იარაღის), უფრო ხშირად მათი მუშა ნაწილების დასამზადებლად.

ინსტრუქტაჟ-ი და ინსტრუქტირება - ინსტრუქციების მიცემა.

ინსტრუქტორ-ი [ლათ. Instructor მომწყობი] – 1. თანამდებობის პირი,


რომელიც ამოწმებს მისდამი დაქვემდებარებულ ორგანოებსა და პირებს და
აძლევს მითითებებს, თუ როგორ წარმართონ მუშაობა. 2. პირი, რომელიც რაიმე
სპეციალობას, ოსტატობას ასწავლის.

ინსტრუქცია [ლათ. Instructio დარიგება] – სახელმძღვანელო მითითებანი;


რისამე შესასრულებლად საჭირო წესების კრებული.

ინსულა [ლათ. Insula] – ძველ რომში: სამ-, ოთხ-, ან ხუთსართულიანი სახლი,


რომელშიც ოთახებს (ბინებს) აქირავებდნენ; ხშირად მთელი კვარტალი ეჭირა.

ინსულინ-ი [ლათ. Insulinum] – კუჭუკანა ჯირკვლის ჰორმონი; იყენებენ


დიაბეტისა და ზოგი სხვა დაავადების სამკურნალოდ.

ინსულტ-ი [< ლათ. Insulto ვხტი] – (მედიც.). ტვინში სისხლის მიმოქცევის


მკვეთრი დარღვევა, რასაც თან სდევს უეცარი გულის წასვლა და დამბლა.

ინსურგენტ-ი [ლათ. Insurgens (Insurgentis) აჯანყებული] – (მოძვ.). მთავრობის


წინააღმდეგ შეიარაღებული აჯანყების მონაწილე; მეამბოხე.

ინსურექცია [< ლათ. Insurrectio] – შეიარაღებული აჯანყება.

ინსცენირება [ლათ. In -ზე და scena სცენა] – 1. ლიტერატურული (პროზაული ან


პოეტური ნაწარმოების გადაკეთება თეატრში ან კინოდ დასადგმელად. 2. სცენაზე
გათამაშება რაიმე ლიტერატურული (პროზაული ან პოეტური) ნაწარმოებისა . 3.
(გადატ.). მოწყობა, გათამაშება (მაგ., ჩხუბისა, თავდასხმისა, ისტერიკისა) ვისიმე
მოსატყუებლად, თვალის ასახვევად.
ინტალიო [იტალ. Intaglio ჭრა] – რაიმე ძვირფას ქვაზე ჩაღრმავებულად
ამოკვეთილი გამოსახულება; თვით ასეთი ქვა (შდრ. გემა).

ინტარსია [იტალ. Intarsio] – ინკრუსტაციის ერთ-ერთი სახე - ხეში ჩასმული


სხვადასხვა ფერის ხისავე ფირფიტებით შექმნილი გამოსახულება.

ინტეგრალ-ი [< ლათ. Integre მთელი] – (მათემ.). მთელი სიდიდე, რომელსაც


განიხილავენ როგორც თავის უსასრულოდ მცირე ნაწილების ჯამს.

ინტეგრალურ-ი - 1. (მათემ.). ინტეგრალებთან დაკავშირებული. 2. მთლიანი,


განუყოფელი.

ინტეგრალური მიკროსქემა ან ინტეგრალური სქემა - მიკრომინიატურული


ელექტრონული მოწყობილობა, რომლის ელემენტები განუყოფლად არიან
გაერთიანებული კონსტრუქციულად, ტექნოლოგიურად და ელექტრულად.

ინტეგრატორ-ი - მექანიკურად გამოსათვლელი ხელსაწყო.

ინტეგრაფ-ი [ინტე(გრალი) და ბერძ. grapho ვწერ] – ხელსაწყო ინტეგრალური


მრუდის დასახაზავად მოცემული დიფერენციალური განტოლების მიხედვით.

ინტეგრაცია [ლათ. Integratio აღდგენა] – და ინტეგრირება - 1. (მათემ.).


მოცემული ფუნქციის ინტეგრალის პოვნა. 2. ნაწილების გაერთიანება ერთ
მთელად. 3. (ლინგვ.). ენათა (დიალექტთა) დაახლოება ურთიერთგავლენის
შედეგად (საპირისპ. დიფერენციაცია).

ინტელექტ-ი [ლათ. Intelectus] – ადამიანის აზროვნების უნარი; გონება, ჭკუა;


გონებრივი განვითარების დონე.

ინტელექტუალ-ი [ფრანგ. Intellectuel ინტელიგენტი] – (საუბ.). გონებრივად


მრავალმხრივ განვითარებული ადამიანი, რომელიც კარგად ერკვევა
ლიტერატურაში, ხელოვნებაში (ზოგჯერ ახლავს ირონიული ელფერი).

ინტელექტუალიზმ-ი - სახელწოდება იდეალისტური თეორიებისა, რომლებიც


შემეცნებისათვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ინტელექტს (გონებას ,
აზროვნებას) და უგულებელყოფს პრაქტიკული მოღვაწეობის როლს.

ინტელექტუალისტ-ი - ინტელექტუალიზმის მიმდევარი.

ინტელექტუალურ-ი - ინტელექტთან დაკავშირებული; გონებრივი,


აზროვნებითი.

ინტელიგენტ-ი [ლათ. Intelligens (intelligentis) მცოდნე, მოაზროვნე] –


ინტელიგენციის წარმომადგენელი; პირი, რომელიც გონებრივ შრომას ეწევა
(მასწავლებელი, ინჟინერი, ექიმი, აგრონომი, მწერალი, მხატვარი, მსახიობი და
სხვ.): განათლებული, შეგნებული, კულტურული ადამიანი.

ინტელიგენცია [ლათ. Intelligentia მიხვედრილობა] – სოციალური ფენა,


რომელიც შედგება გონებრივი შრომის მუშაკებისაგან, იმ პირთაგან, რომელთაც
აქვთ ცოდნა მეცნიერებისა და კულტურის სხვადასხვა დარგში.
ინტელიჯენს სერვის-ი [ინგლ. Intelligence Service] – დიდი ბრიტანეთის
დაზვერვისა და კონტრდაზვერვის ორგანოების ქსელი.

ინტენდანტ-ი [ფრანგ. Intendant] – ოფიცერი, რომელსაც აკისრია ჯარის


ნაწილებისა და სამხედრო დაწესებულებათა მომარაგება სურსათით, ფურაჟით,
ტანისამოსით და სხვ.

ინტენსიურ-ი [< ლათ. Intensio დაძაბულობა, გაძლიერება] – 1. დაძაბული,


გაძლიერებული. 2. უკეთესი შედეგის, ნაყოფიერების მომცემი (საპირისპ.
ექსტენსიური). მაგ., ინტენსიური მიწათმოქმედება.

ინტენსიფიკაცია [ფრანგ. Intensification] – და ინტენსიფიცირება - რისამე ქცევა


უფრო ინტენსიურად, რისამე ინტენსივობის გადიდება.

ინტერდიქტ-ი [ლათ. Interdictim] – შუა საუკუნეებში: რომის პაპის მიერ


რომელიმე ქალაქისათვის ან მთელი სახელმწიფოსათვის დადებული სასჯელი -
წირვა-ლოცვის, მღვდელმსახურების დროებით აკრძალვა.

ინტერეს-ი [< ლათ. Interest მნიშვნელობა აქვს, მნიშვნელოვანია] – 1. რისამე


გაგების, გაცნობის, შესწავლის სურვილი. 2. მიზანი, მისწრაფება, მოთხოვნილება.

ინტერვალ-ი [ლათ. Intervallum] – 1. მანძილი, სივრცე ორ საგანს შორის. 2.


დროის შუალედი. 3. სხვაობა ორ ბგერას შორის მათი სიმაღლის მიხედვით.

ინტერვენტ-ი - ინტერვენციის მონაწილე ან ორგანიზატორი; დამპყრობელი.

ინტერვენცია [ლათ. Interventio] – ერთი ან რამდენიმე სახელმწიფოს


ძალადობრივი ჩარევა რომელიმე ქვეყნის საშინაო საქმეებში (ტერიტორიის
დასაპყრობად, რევოლუციური ან ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის
ჩასახშობად და სხვ.).

ინტერვენციონისტ-ი - ინტერვენციის მომხრე.

ინტერვიზია - ინტერნაციონალური ტელევიზია; სატელევიზიო სისტემა,


რომელშიც გაერთიანებულია საბჭოთა კავშირისა და ბევრი სოციალისტური
ქვეყნის მრავალი ქალაქი (ინტერვიზია, როგორც ტელევიზიისა და
რადიომაუწყებლობის საერთაშორისო ორგანიზაცია, ჩამოყალიბდა 1960 წელს).

ინტერვიუ [ინგლ. Interview] – პოლიტიკური, საზოგადო მოღვაწის, ცნობილი


პიროვნების საუბარი ჟურნალისტთან, კორესპონდენტთან - პრესაში
გამოსაქვეყნებლად ან რადიოთი (ტელევიზიით) გადასაცემად.

ინტერვიუერ-ი [ინგლ. Interviewer] – ჟურნალისტი, რომელიც ინტერვიუს


აწყობს.

ინტერვოკალურ-ი [ლათ. Inter შორის და vocalis ხმოვანი] – (გრამატ.). ორ


ხმოვანს შორის მოქცეული.

ინტერიერ-ი [ფრანგ. Intérieur] – 1. შენობის შიგნითა ნაწილი,


არქიტექტურულად და მხატვრულად გაფორმებული. 2. ნახატი, რომელზედაც
ასახულია შენობის შიგნითა ნაწილი. 3. ცხოველის შინაგანი აგებულება (შდრ.
ექსტერიერი).

ინტერიმ-ი [ლათ. Interim ამასობაში] – დროებითი გადაწყვეტილება ან


შეთანხმება. რელიგიური ინტერიმები - რეფორმაციის დროს გამოცემული
დროებითი განკარგულებანი, რომელთა მიზანი იყო კათოლიკეებსა და
პროტესტანტებს შორის რელიგიური დავის შეწყვეტა.

ინტერკინეზ-ი [ლათ. Inter შორის და ბერძ. kinesis მოძრაობა] – (ბიოლ.). იხ.


ინტერფაზა.

ინტერკლუბ-ი - დიდ ნავსადგურებში: ინტერნაციონალური კლუბი, სადაც


თავს იყრიან სხვადასხვა ქვეყნის გემების ეკიპაჟის წევრები.

ინტერკურენტულ-ი [ლათ. Intercurrens არაძირითადი, შემთხვევითი] –:


ინტერკურენტული დაავადება - დაავადება, რომელიც ართულებს სხვა
დაავადების მიმდინარეობას.

ინტერლინგვა [ლათ. Inter შორის და lingua ენა] – 1. ერთ-ერთი ხელოვნური


საერთაშორისო ენა, რომელიც აგებულია ლათინური ენის საფუძველზე; შექმნა
იტალიელმა მათემატიკოსმა ჯ. პეანომ 1908 წ. 2. ხელოვნური ენა, რომელიც შექმნა
დამხმარე ენის საერთაშორისო ასოციაციამ ნიუ-იორკში 1950 წ. ა. გოუდის
ხელმძღვანელობით.

ინტერლინგვისტიკა [ლათ. Inter შორის და (იხ. ლინგვისტიკა)] –


ენათმეცნიერების ნაწილი; იკვლევს საკითხებს, რომლებიც სხვადასხვა დამხმარე
ენის (ესპერანტოს, ინტერლინგვის და სხვ.), აგრეთვე მათემატიკური შუამავალი
ენების შექმნასა და ფუნქციონირებასთან არის დაკავშირებული.

ინტერლინიაჟ-ი [ლათ. Inter შორის და ფრანგ. ligne სტრიქონი] – მანძილი ორ


ნაბეჭდ სტრიქონს შორის.

ინტერლუდია [იტალ. Interludio] – 1. (მუს.). მცირე პიესა, რომელიც ჩართულია


მუსიკალური ნაწარმოების ორ ნაწილს შორის. 2. (თეატ.). იგივეა, რაც ინტერმედია.

ინტერმედია [იტალ. Intermedio საშუალედო] – დრამატული ან საოპერო


ნაწარმოების აქტებს შორის ჩართული კომიკური ხასიათის სცენა ან პიესა.

ინტერმეცო [იტალ. Intermezzo] – (მუს.). მცირე ინსტრუმენტული პიესა


თავისუფალი ფორმისა; ზოგჯერ დამოუკიდებელი საორკესტრო ნომერი ოპერაში.

ინტერნ-ი [ლათ. Internus შინაგანი, შიგნითა] – 1. სამედიცინო ინსტიტუტის


სტუდენტი, რომელსაც სრული კურსი აქვს დამთავრებული და დიპლომის
მიღებამდე ერთწლიან პრაქტიკას გადის კლინიკაში, საავადმყოფოში. 2. ექიმი,
რომელიც 2-3 წლით მივლინებულია რომელიმე სამკურნალო დაწესებულებაში
კვალიფიკაციის ასამაღლებლად.

ინტერნატ-ი [< ლათ. Internus შინაგანი, შიგნითა] – სასწავლებელთან


არსებული საერთო საცხოვრებელი მოსწავლეთათვის. სკოლა-ინტერნატი -
დახურული ტიპის სასწავლებელი, სადაც მოსწავლეები ცხოვრობენ კიდევაც
სახელმწიფოს ხარჯზე.

ინტერნატურა - ინტერნების მომზადების სისტემა.

ინტერნაციონალ-ი [ფრანგ. Internationale < ლათ. Inter შორის და natio (nationis)


ხალხი, ერი] – 1. საერთაშორისო გაერთიანება. პირველი ინტერნაციონალი - კ.
მარქსის მიერ დაარსებული მუშათა საერთაშორისო ამხანაგობა, რომელიც
ხელმძღვანელობდა სხვადასხვა ქვეყნის მუშათა პოლიტიკურ და ეკონომიკურ
ბრძოლას (1864-1876 წწ.). მეორე ინტერნაციონალი - სოციალისტური პარტიების
საერთაშორისო გაერთიანება, რომელიც თავისი არსებობის პირველ პერიოდში
(1889-1895 წწ.), როდესაც მას ფრ. ენგელსი ხელმძღვანელობდა, ხელს უწყობდა
მარქსისტული იდეების გავრცელებას მუშათა კლასში, ხოლო იმპერიალიზმის
პერიოდში გადაიქცა მუშათა საერთაშორისო მოძრაობის მოღალატე,
ოპორტუნისტულ ორგანიზაციად. მესამე ინტერნაციონალი - იგივეა, რაც
კომუნისტური ინტერნაციონალი (იხ. კომუნისტური). სოციალისტური
ინტერნაციონალი - სოციალ-დემოკრატიული პარტიების საერთაშორისო
გაერთიანება, მეორე მსოფლიო ომის წინ არსებული მუშათა სოციალისტური
ინტერნაციონალის მემკვიდრე; დაარსდა 1951 წ. ფრანკფურტში. 2.
საერთაშორისო პროლეტარიატის ჰიმნი და საბჭოთა კავშირის კომუნისტური
პარტიის ჰიმნი (1944 წლამდე იყო საბჭოთა კავშირის სახელმწიფო ჰიმნი);
სიტყვები ფრანგი პოეტისა და კომუნარის - ეჟენ პოტიესი, მუსიკა - პიერ
დეგეიტერისა.

ინტერნაციონალიზაცია და ინტერნაციონალიზება - ინტერნაციონალურად


ქცევა; ყველა სახელმწიფოსათვის თანაბარი უფლებების მინიჭება რაიმე
ტერიტორიით, ნავსადგურით, მდინარით და მისთ. სარგებლობის საქმეში.

ინტერნაციონალიზმ-ი [ფრანგ. Internationalisme] – 1. პროლეტარიატის


საერთაშორისო ერთიანობა და სოლიდარობა კაპიტალიზმის დასამხობად და
კომუნიზმის ასაშენებლად ბრძოლაში; ყველა ხალხის თავისუფლებისა და
თანასწორობის დაცვა, ბრძოლა შოვინიზმისა და ნაციონალიზმის წინააღმდეგ. 2.
ბევრ ენაში გავრცელებული სიტყვა ან გამოთქმა, უპირატესად ბერძნული ,
ლათინური, აგრეთვე არაბული, ინგლისური, ფრანგული და სხვა წარმოშობისა
(მაგ., „ფილოსოფია», „ისტორია» ბერძნულია, „მედიცინა» - ლათინური,
„ალგებრა» - არაბული.

ინტერნაციონალისტ-ი - ინტერნაციონალიზმის მომხრე. ინტერნაციონალურ -ი


- 1. საერთაშორისო. 2. ინტერნაციონალიზმის პრინციპების შესაბამისი, მათზე
დაფუძნებული.

ინტერნირება [< ლათ. Internus შინაგანი] – 1. ნეიტრალური სახელმწიფოს


ხელისუფლების მიერ განიარაღება და დაკავება მეომარი მხარეების სამხედრო
ნაწილებისა, რომლებიც ამ სახელმწიფოს ტერიტორიაზე შევიდნენ. 2. მეომარი
სახელმწიფოს ხელისუფლების მიერ მის ტერიტორიაზე მცხოვრები მტრული
სახელმწიფოს მოქალაქეების დაკავება და მათთვის თავისუფლების აღკვეთა
ომის დამთავრებამდე.
ინტერპელანტ-ი - პირი, რომელსაც ინტერპელაცია შეაქვს.

ინტერპელაცია [ლათ. Interpellatio შეწყვეტინება სიტყვისა] – პარლამენტის


დეპუტატის წერილობითი შეკითხვა მთავრობისადმი რაიმე საქმის ან ფაქტის
თაობაზე.

ინტერპელირება - ინტერპელაციის შეტანა, წარდგენა პარლამენტში.

ინტერპოლ-ი [Interpol] – სისხლის სამართლის პოლიციის საერთაშორისო


ორგანიზაცია; შეიქმნა 1923 წ.; აერთიანებს 120 ქვეყნის პოლიციის ძალებს; მისი
ამოცანაა ზოგი დანაშაულის (ნარკოტიკების გავრცელება, ყალბი ფულის
დამზადება, კონტრაბანდა...) წინააღმდეგ ბრძოლა საერთაშორისო მასშტაბით.

ინტერპოლატორ-ი - ინტერპოლაციის (მნიშვ. 1) მკეთებელი პირი.

ინტერპოლაცია [ლათ. Interpolatio განახლება, შეცვლა] – 1. რაიმე


ნაწარმოების ტექსტში გვიანდელი ჩანართი, რომელიც ავტორს არ ეკუთვნის. 2.
(მათემ.). ფუნქციის შუალედ მნიშვნელობათა მოხაზვა მისი ზოგიერთი ცნობილი
მნიშვნელობის მიხედვით.

ინტერპოლირება - ინტერპოლაციის (მნიშვ. 1) შეტანა, ჩართვა.

ინტერპრეტატორ-ი - პირი, რომელიც რისამე ინტერპრეტაციას იძლევა;


განმმარტებელი.

ინტერპრეტაცია [ლათ. Interpretatio] – და ინტერპრეტირება - 1. რისამე აზრის


ახსნა, განმარტება. 2. თავისებური, შემოქმედებითი შესრულება რაიმე მხატვრული
ან მუსიკალური ნაწარმოებისა, როლისა (მსახიობის, შემსრულებელ-მუსიკოსის
მიერ).

ინტერსექს-ი [ლათ. Inter შორის და sexus სქესი] – გენეტიკაში: იგივეა, რაც


ჰერმაფროდიტი.

ინტერსექსუალობა [ლათ. Inter შორის და sexualis სქესობრივი] –


ჰერმაფროდიტიზმის ერთ-ერთი სახეობა - ორივე სქესის ნიშან-თვისებათა ქონა
ერთ ორგანიზმში; დამახასიათებელია ზოგი ჭიისა და მწერისათვის.

ინტერსექტორ-ი - დიდ ნავსადგურებში: ინტერნაციონალური სექტორი,


უცხოეთის განყოფილება.

ინტერფაზა [ლათ. Inter შორის და ფრანგ. Phase (იხ. ფაზა)] – (ბიოლ.).


უჯრედის სასიცოცხლო ციკლი ორ თანამიმდევრულ მიტოზურ (იხ. მიტოზი)
გაყოფას შორის (ძვ. სახელწოდება: ინტერკინეზი).

ინტერფერენცია [ლათ. Inter შორის, ურთიერთ და ferens (ferentis) მატარი,


გადამტანი] – (ფიზ.). ბგერითი, სინათლის ან ელექტრული ტალღების

ურთიერთგაძლიერება ან შესუსტება ერთმანეთზე დამთხვევის დროს.

ინტერფერონ-ი [ლათ. Inter ურთიერთ და ferio ვარტყამ, ვაზიანებ] – დამცავი


ცილა, რომელსაც გამოიმუშავებენ უჯრედები ძუძუმწოვართა და ფრინველთა
ორგანიზმში ვირუსებით დასნებოვნების პასუხად: თრგუნავს ვირუსების
გამრავლებას უჯრედში; აღმოაჩინეს ინგლისელმა მეცნიერებმა ა. აიზექსმა და ჯ.
ლინდენმანმა 1957 წ.

ინტერცესია [ლათ. Intercessio ჩარევა] – 1. სამოქალაქო სამართალში:


იურიდიული ჩარევა - თავის თავზე აღება სხვისი ვალისა, ვალდებულების და სხვ.
2. ძველ რომში: თანამდებობის პირთა (განსაკუთრებით სახალხო ტრიბუნთა)
უფლება, რომლის ძალითაც მათ შეეძლოთ შეეჩერებინათ სხვა თანამდებობის
პირთა დადგენილებები ან მოქმედება.

ინტიმა [< ლათ. Intimus ყველაზე ღრმა, შინაგანი] – (ანატ.). შინაგანი გარსი
სისხლძარღვთა კედლისა.

ინტიმურ-ი [ფრანგ. Intime] – 1. ადამიანის გრძნობებთან, სულიერ


სამყაროსთან, სიყვარულთან დაკავშირებული; უაღრესად პირადული. 2.
შინაურული, მეგობრული, გულითადი.

ინტინა [< ლათ. Intus შიგნით] – (ბოტან.). შინაგანი უფერული ფენა გარსისა
თესლოვანი მცენარის ყვავილის მტვრის მარცვალში.

ინტონაცია [იტალ. Intonazione < ლათ. Intono ხმამაღლა წარმოვთქვამ] – 1.


მეტყველების რიტმულ-მელოდიური წყობა, ხმის აწევ-დაწევა წარმოთქმისას. მაგ.,
კითხვითი ინტონაცია. 2. წარმოთქმის მანერა, რომელიც მთქმელის გრძნობას
გამოხატავს. 3. (მუს.). შესრულების სიწმინდე (სიმაღლის მიხედვით).

ინტოქსიკაცია [ლათ. In -ში და ბერძ. toxikon შხამი] – ორგანიზმის მოწამვლა


შხამიანი ნივთიერებებით (ტოქსინებით).

ინტრანზიტივ-ი [ლათ. Intransitivus] – (გრამატ.). გარდაუვალი ზმნა.

ინტრიგა [ფრანგ. Intrigue] – 1. ფარული საძრახისი მოქმედება, ხრიკები რაიმე


მიზნის მისაღწევად. 2. (ლიტ.). სიუჟეტის განსაკუთრებულად დახლართული და
დაძაბული განვითარება რომანში ან დრამაში.

ინტრიგან-ი [ფრანგ. Intrigant] – პირი, რომელიც ინტრიგებს (იხ. ინტრიგა,


მნიშვ. 1) აწყობს, მიმართავს.

ინტროდუქცია [ლათ. Introductio შესავალი] – 1. მუსიკალური ნაწარმოების


(სონატის, სიმფონიის, ოპერის) მოკლე შესავალი. 2. რაიმე მცენარის შეტანა ისეთ
ქვეყანაში, მხარეში, სადაც ამ მცენარისათვის უჩვეულო კლიმატური პირობებია.

ინტრონიზაცია - (უმართებ.). იხ. ინთრონიზაცია.

ინტროსპექცია [< ლათ. Introspecto ვიხედები შიგნით] – (ფსიქ.). ადამიანის


მიერ უშუალოდ თავისი ცნობიერების მდგომარეობაზე დაკვირვება;
თვითდაკვირვება.

ინტრუზია [< ლათ. Intrusus შეგდებული] – (გეოლ.). დედამიწის ქერქში


(ქანებში) შეჭრა, შეღწევა გამდნარი მაგმისა, რომელიც გაცივებისას წარმოქმნის
მაგმური სხეულების სხვადასხვა ფორმას.
ინტუბაცია [ლათ. In -ში და tuba მილი] – (მედიც.). სპეციალური ლითონის
მილის შეყვანა პირიდან ხორხში მისი ანთებითი დავიწროების შემთხვევაში (მაგ.,
დიფთერიის დროს).

ინტუიტივიზმ-ი - იდეალისტური მიმართულება ფილოსოფიაში, რომელიც


ინტუიციაში ხედავს შემეცნების ერთადერთ უტყუარ საშუალებას; წარმოადგენს
ირაციონალიზმის სახესხვაობას და უპირისპირდება დიალექტური
მატერიალიზმის ფილოსოფიას.

ინტუიტივისტ-ი - ინტუიტივიზმის მიმდევარი.

ინტუიცია [ლათ. Intuitio ჭვრეტა] – 1. მიხვედრა, შორსმჭვრეტელობა, უშუალო,


სტიქიური გრძნობა, რომელიც ემყარება ადრინდელ გამოცდილებას; ალღო. 2.
იდეალისტურ ფილოსოფიაში: ვითომდა უშუალო წვდომა ჭეშმარიტებისა
(მეცნიერული ცდისა და ლოგიკური დასკვნების გარეშე).

ინტუიციონიზმ-ი - მათემატიკის თანამედროვე ბურჟუაზიული ფილოსოფიის


სუბიექტურ-იდეალისტური მიმართულება; ამტკიცებს, რომ მათემატიკურ ცნებებსა
და წინადადებებს არა აქვთ ობიექტური აზრი, რადგანაც ისინი თითქოს
დამოკიდებულია მათემატიკოსის ფსიქიკაზე.

ინულინ-ი [< ლათ. Inula მზიურა (მცენარე)] – ორგანული ნივთიერება, რთული


ნახშირწყალი პოლისაქარიდების ჯგუფისა; გვხვდება სხვადასხვა მცენარეში
როგორც სათადარიგო პროდუქტი.

ინფაიტინგ-ი [ინგლ. Infighting] – კრივში: ბრძოლა ახლო დისტანციაზე.

ინფანტ-ი [ესპ. Infante] – ესპანეთსა და პორტუგალიაში (მონარქიული


მმართველობის დროს): უფლისწულის ტიტული.

ინფანტა [ესპ. Infanta] – ინფანტი ქალი.

ინფანტერია [იტალ. Infanteria] – (მოძვ.) ქვეითი ჯარი. ინფანტერიის გენერალი


- მეფის რუსეთის ქვეით ჯარში: გენერლის უმაღლესი ჩინი; ამ ჩინის მქონე პირი.

ინფანტილიზმ-ი [< ლათ. Infantilis საბავშვო] – (მედიც.). ორგანიზმის


განვითარების მეტ-ნაკლები ჩამორჩენა; ადამიანის ფიზიკური ან ფსიქიკური
განვითარების შეჩერება ბავშვობის საფეხურზე.

ინფანტილურ-ი - (მედიც.). ვისაც ინფანტილიზმი ახასიათებს; ფიზიკურ და


ფსიქიკურ განვითარებაში ჩამორჩენილი.

ინფარქტ-ი [ლათ. Infarctus გატენილი, გავსებული] – (მედიც.). ზოგი ორგანოს


(მაგ., გულის, ფილტვების, თირკმელების) ან ქსოვილის კვდომის კერა, გაჩენილი
საბოლოო არტერიების სანათურის გაუვალობის შედეგად.

ინფერნალურ-ი [ლათ. Infernalis] – (წიგნ.). ჯოჯოხეთური. ინფერნალური


მკითხაობა - ქირომანტიის, ნეკრომანტიის, სპირიტიზმის, ჯადოქრობის, ალქიმიის
და მისთანათა საერთო სახელწოდება.
ინფექცია [ლათ. Infectio] – ავადმყოფობის გამომწვევი მიკროორგანიზმების
შეჭრა ორგანიზმში.

ინფექციურ-ი - ინფექციით გამოწვეული, გადამდები (დაავადება).

ინფილტრატ-ი - (მედიც.). ორგანიზმის ქსოვილის გამკვრივება


ინფილტრაციის შედეგად.

ინფილტრაცია [ლათ. In-ში და filtratio გაწურვა] – 1. გაჟონვა. 2. (მედიც.).


ორგანიზმის უჯრედებსა და ქსოვილებში უცხო ნივთიერებათა შეჭრა.

ინფინიტივ-ი [ლათ. Infinitivus] – (გრამატ.). ზოგიერთ ენაში: ზმნის


განუსაზღვრელი ფორმა (მაგ., რუს. ·иІჰІј, пи±ჰІј და მისთ.).

ინფიქს-ი [ლათ. Infixus ჩარჭობილი] – (ლინგვ.). სიტყვის ძირში ჩართული


აფიქსი.

ინფიცირება - დაავადება ინფექციის შედეგად.

ინფლაცია [ლათ. Inflatio გაბერვა] – ქაღალდის ფულის გაუფასურება (როცა


ბრუნვაში უშვებენ იმაზე მეტს, რაც საჭიროა საქონელბრუნვის მოთხოვნილებით).

ინფლუენცა [იტალ. Influenza] – გრიპის მოძველებული სახელწოდება.

ინ-ფოლიო [ლათ. In ფოლიო < In-ში და folium ფურცელი] – გამოცემის


(წიგნის, ჟურნალის) ფორმატი, რაც უდრის საბეჭდი თაბახის ნახევარს.

ინფორმატიკა [ფრანგ. Informatique, გერმ. Informatik] – დისციპლინა, რომელიც


შეისწავლის სამეცნიერო ინფორმაციის სტრუქტურასა და ზოგად თვისებებს,
აგრეთვე მის გადაცემას და გამოყენებას ადამიანის საქმიანობის სხვადასხვა
სფეროში.

ინფორმატორ-ი - პირი, რომელიც ინფორმაციას იძლევა; ცნობების


მიმწოდებელი.

ინფორმაცია [ლათ. Informatio] – შეტყობინება, ცნობება ვისიმე მოღვაწეობის,


რაიმე მდგომარეობის, მომხდარი ამბის და სხვ. შესახებ.

ინფორმბიურო - საინფორმაციო ბიურო.

ინფორმირება [< ლათ. Informo ვაცნობებ] – ინფორმაციის მიწოდება;


ცნობება.

ინფრაბგერა [ლათ. Infra ქვე] – დაბალი სიხშირის რხევები (წამში 20-ზე


ნაკლები), რომლებსაც ადამიანის ყური ვერ აღიქვამს.

ინფრასტრუქტურა [ლათ. Infra ქვე, ქვეშ და structura (იხ. სტრუქტურა)] – 1.


მეურნეობის იმ დარგების კომპლექსი, რომლებიც ემსახურება სამრეწველო და
სასოფლო-სამეურნეო წარმოებას (გზების, არხების, ნავსადგურების, ხიდების,
აეროდრომების, საწყობების მშენებლობა, სარკინიგზო ტრანსპორტი,
კავშირგაბმულობა, ელექტრო- და წყალმომარაგება, კანალიზაცია... განათლების,
მეცნიერების, ჯანმრთელობის დაცვის ხარჯები და სხვ.); ტერმინი გაჩნდა
ეკონომიკურ ლიტერატურაში მე-20 ს.-ის ორმოციანი წლების ბოლოს. 2. (სამხ.).
ზურგის ნაგებობათა კომპლექსი, რომელიც უზრუნველყოფს შეიარაღებული
ჯარების მოქმედებას.

ინფრაწითელ-ი სხივები [ლათ. Infra ქვე] – უხილავი ელექტრომაგნიტური


გამოსხივება, რომლის ტალღის სიგრძე 0,76-დან 500-მდე მიკრონია.

ინფუზორია [< ლათ. Infusus რამეში ჩაღვრილი] – უმარტივესი


(ერთუჯრედიანი) ცხოველი, რომელიც ცხოვრობს მტკნარ და მლაშე წყლებში.

ინცესტ-ი [ლათ. Incestus] – სისხლის აღრევა.

ინციდენტ-ი [ლათ. Incidens (Incidentis) რაც ხდება] – უსიამოვნო შემთხვევა,


გაუგებრობა, შეხლა-შემოხლა.

ინციზია [ლათ. Incisio] – (მედიც.). გაკვეთა სამკურნალო მიზნით (მაგ.,


ჩირქგროვისა); ქირურგიული ოპერაციის დაწყებითი ეტაპი.

ინცუხტ-ი [გერმ. Inzucht] – ახლომონათესავე მცენარეთა შეჯვარება (შდრ.


ინბრიდინგი).

ინჰალატორ-ი - ინჰალაციით სამკურნალო ხელსაწყო.

ინჰალატორიუმ-ი - ინჰალაციით სამკურნალო კაბინეტი.

ინჰალაცია [< ლათ. Inhalo შევისუნთქავ] – (მედიც.). ზედა სასუნთქი გზების


მკურნალობა გაზად, ორთქლად და მისთანებად ქცეულ სამკურნალო
ნივთიერებათა შესუნთქვით.

ინჰიბიტორ-ი [< ლათ. Inhibeo ვაკავებ, ვაფერხებ] – 1. ნივთიერება, რომელიც


ანელებს ან სრულიად წყვეტს დაჟანგვის და ზოგ სხვა ქიმიურ რეაქციას. 2.
ბიოლოგიაში: ქიმიური ნივთიერება, რომელიც თრგუნავს ორგანიზმში
ფერმენტების აქტიურობას (რაც იწვევს ნივთიერებათა ცვლის დარღვევას);
სხვანაირად: ფერმენტის შხამი.

იო [ბერძ. IЅ] – ბერძნულ მითოლოგიაში: ქალღმერთ ჰერას ქურუმი ქალი,


რომელმაც თავისი სილამაზით მოხიბლა ზევსი; ჰერამ ეჭვიანობის ნიადაგზე იგი
გადააქცია ძროხად და მიუსია საზარელი კრაზანა. 2. პლანეტა იუპიტერის ერთ-
ერთი კაშკაშა თანამგზავრი; აღმოაჩინა გალილეიმ 1610 წ.

იოანიტებ-ი - (ისტ.). წევრები სასულიერო-რაინდული ორდენისა, რომელიც


დააარსეს ჯვაროსნებმა პალესტინაში მე-12 ს.-ის დასაწყისში [იერუსალიმის წმიდა
იოანეს ჰოსპიტლის სახელის მიხედვით, რომელშიც მოთავსებული იყო ორდენის
დამაარსებელი რაინდების პირველი რეზიდენცია] –; სინონ. ჰოსპიტალიერები.

იოგა [სანსკრ.] – იოგების მოძღვრება.

იოგებ-ი [< სანსკრ.] – ინდური რელიგიურ-ფილოსოფიური მოძღვრების


(იოგის) მიმდევრები, რომლებიც ამტკიცებენ, თვითჭვრეტის და თვითგვემის გზით
შეიძლება ზებუნებრივ ძალებთან, ღვთაებასთან შეერთება.
იოგიზმ-ი - იგივეა, რაც იოგა.

იოგურტ-ი - იგივეა, რაც ლაქტობაცილინი (მნიშვ. 2).

იოდ-ი [ბერძ. Iodes იისფერი] – 1. ქიმიური ელემენტი, რუხი ფერის


კრისტალური ნივთიერება, რომელსაც უმთავრესად იღებენ ზღვის
წყალმცენარეებისაგან. 2. ეს ნივთიერება, სპირტში გახსნილი; იყენებენ
მედიცინაში (როგორც სადეზინფექციო საშუალებას).

იოდოფორმ-ი [ფრანგ. Iodoforme] – იოდის ორგანული ნაერთი, მძაფრი სუნის


მქონე კრისტალური ფხვნილი ყვითელი ფერისა; იყენებენ მედიცინაში
სადეზინფექციო საშუალებად.

იოლ-ი [ჰოლანდ. Jol] – პატარა ორანძიანი იალქნიანი გემი.

იოლა [ნორვეგ.] – ნორვეგიული სარეწაო უგემბანო მსუბუქი ნავი.

იომენებ-ი [ინგლ. Yeomen (მრ.)] – ინგლისში მე-14 - 18 სს.-ში: თავისუფალი


გლეხები.

იონ-ი [< ბერძ. Ion მიმავალი] – დამუხტული ატომი ან ატომთა ჯგუფი,


რომელშიც ერთი ან რამდენიმე ელექტრონი ნორმაზე მეტია ან ნაკლები.

იონიზატორ-ი - 1. იონიზაციის გამომწვევი მიზეზი (მაგ., რენტგენის სხივები). 2.


სამედიცინო ხელსაწყო იონების გაზრდილი კონცენტრაციის შესაქმნელად
ჰაერში.

იონიზაცია - 1. (ფიზ.). იონების წარმოქმნა. 2. (მედიც.). სამკურნალო


ნივთიერების შეყვანა სხეულში იონებით, რომლებიც წარმოიქმნება ამ
ნივთიერებაში ელექტროდენის გავლით.

იონიკა - იგივეა, რაც ორგანოლა.

იონიტებ-ი - (ქიმ.). მაგარი ნივთიერებები, რომლებიც წყალში ან ორგანულ


გამხსნელებში არ იხსნება; იყენებენ წყლის „დასარბილებლად» და სხვ.

იონიურ-ი - იონიაში (Ionia - ძველი საბერძნეთის ერთ-ერთი კუთხე) შექმნილი,


წარმოქმნილი. მაგ., იონიური ორდერი (არქიტექტურაში). იონიური ფილოსოფია
(იონიური სკოლა) - ყველაზე ადრინდელი მატერიალისტური მიმართულება ძველ
ბერძნულ ფილოსოფიაში (მე-6 ს. ძვ. წ.), რომლის წარმომადგენლები იყვნენ:
თალესი, ანაქსიმანდრე, ანაქსიმენე (მილეტის სკოლა; იხ.) და ჰერაკლიტე .

იონოთერაპია - სამკურნალო ნივთიერებათა შეყვანა ორგანიზმში


გალვანური დენის საშუალებით.

იონოსფერო - ატმოსფეროს ზედა ნაწილი (100-400 კმ სიმაღლეზე), რომელიც


შეიცავს საკმაო რაოდენობით იონებს და თავისუფალ ელექტრონებს.

იონტოფორეზ-ი და იონოფორეზი [ბერძ. Ion (Iontos) იონი და phoros მზიდი] –


იგივეა, რაც იონოთერაპია.
იორქშირ-ი და იორქშირის ღორი - ერთგვარი ჯიშის ღორი, რომელიც
გამოირჩევა სწრაფი ზრდით, დიდი წონითა და დიდი ნაყოფიერებით [ინგლისის
საგრაფოს სახელის მიხედვით, სადაც პირველად მე-19 ს.-ში გამოიყვანეს ეს ჯიში]
–.

იოტ-ი [ლათ. Jot] – ლათინური ანბანის მეათე ასოს (Jj-ს) სახელი; უდრის
ქართულ ?-ს, რომელიც ძველად იხმარებოდა.

იოტა [ბერძ. Iota] – ბერძნული ანბანის ყველაზე პატარა ასოს ( й-ს) სახელი;
უდრის ქართულ ი-ს.

იოტაცია და იოტირება - (ლინგვ.). [I(j)] – ბგერის გაჩენა ხმოვნის წინ.

იოხ-ი [გერმ. Joch] – ძველებური მიწის საზომი ერთეული სხვადასხვა


სიდიდისა გერმანიაში, ავსტრიაში, უნგრეთსა და ევროპის ზოგ სხვა ქვეყანაში.

იპეკაკუანა [პორტუგ. Ipecacuanha < ტუპი-ენიდან] – სამხრეთამერიკული


მცენარე ენდროსებრთა ოჯახისა, რომლის ფესვს იყენებენ მედიცინაში როგორც
გულისასარევ და ამოსახველებელ საშუალებას.

იპოდრომ-ი [ბერძ. Hippodromos < Hippos ცხენი და dromos სარბიელი; რბოლა]


– სპეციალურად მოწყობილი ადგილი ცხენოსნობაში შესაჯიბრებლად, ცხენების
გამოსაცდელად (სინონ. ძვ. ქართ. ცხენთსარბიელი).

იპოთეკა [ბერძ. Hypotheke გირაო, წინდი] – 1. კაპიტალისტურ ქვეყნებში:


სესხი, აღებული უძრავი ქონების დაგირავებით. 2. თვით დაგირავებული უძრავი
ქონება.

იპოკრენე [ლათ. Hippocrene < ბერძ. Hippu krene მერნის წყარო] – 1. ბერძნულ
მითოლოგიაში: ჯადოსნური წყარო ჰელიკონზე (იხ. ჰელიკონი1); ამოხეთქა
ფრთოსანი მერნის - პეგასის ფლოქვის დარტყმის შედეგად; ჰქონდა შესანიშნავი
თვისება - შთააგონებდა პოეტებს. 2. (გადატ., წიგნ.). შთაგონების წყარო.

იპოსტას-ი [ბერძ. Hypostasis პიროვნება, არსი] – 1. (ფილოს.).


ინდივიდუალური, რეალურად არსებული რამ; არსი (ტერმინი შემოიღეს
არისტოტელეს მიმდევრებმა). 2. ქრისტიანულ მოძღვრებაში; სამების თითოეული
პირი (ქრისტიანული დოგმატის მიხედვით სამება შედგება სამი ი.-საგან: „მამისა»,
„ძისა» და „სულიწმიდისაგან»).

იპოქონდრია [ბერძ. Hypochondria] – ავადმყოფური შიში, გამოწვეული თავის


ჯანმრთელობაში დაეჭვებით.

იპოქონდრიკ-ი - იპოქონდრიით შეპყრობილი ადამიანი.

იპრიტ-ი - მომწამვლელი ნივთიერება, მდოგვის სუნის მქონე („მდოგვის


გაზი»); იწვევს კანის დაწყლულებასა და ორგანიზმის საერთო მოწამვლას
[ბელგიის ქალაქ იპრის სახელის მიხედვით, სადაც პირველ მსოფლიო ომში
პირველად გამოიყენეს გერმანელებმა ეს გაზი (1917 წ.)] –.
ირადიაცია [< ლათ. Irradio შუქს გამოვცემ, გამოვასხივებ] – 1. (ფიზ.).
ოპტიკური მოვლენა, როდესაც ნათელი საგნები ბნელ ფონზე უფრო დიდად ჩანან,
ვიდრე სინამდვილეში არიან. 2. (მედიც.). ტკივილის შეგრძნების გავრცელება
ნატკენ უბანს ან ორგანოს დაშორებულ ნაწილში. 3. (ფიზიოლ.). აღგზნების ან
შეკავების პროცესის გავრცელება ცენტრალურ ნერვულ სისტემაში.

ირანისტ-ი - ირანისტიკის სპეციალისტი.

ირანისტიკა - ირანული ენების, ლიტერატურის, ისტორიის და სხვ.


შემსწავლელ მეცნიერებათა ერთობლიობა.

ირაციონალიზმ-ი - იდეალისტური ფილოსოფიის მიმართულება, რომლის


მიხედვითაც სინამდვილის ყველა მოვლენის საფუძველია რაღაც ირაციონალური
საწყისი და ამიტომ შეუძლებელია ობიექტური სინამდვილის შემეცნება.

ირაციონალურ-ი [ლათ. Irrationalis უგუნური] – (ფილოს.). კანონზომიერებას


მოკლებული და ამიტომ გონებისთვის მიუწვდომელი, ლოგიკის ცნებებით
აუხსნელი. ირაციონალური რიცხვები - (მათემ.). რიცხვები, რომლებიც არ
გამოიხატება ზუსტად არც მთელით, არც რაციონალური წილადით.
ირაციონალური განტოლება - განტოლება, რომლის უცნობი წევრი ფესვქვეშაა.

ირბის-ი - მტაცებელი ძუძუმწოვარი ცხოველი კატების ოჯახისა; ცხოვრობს


ცენტრალური აზიის მთებში; თოვლის ჯიქი.

ირეალურ-ი [ლათ. Irrealis] – სინამდვილეში არარსებული; არარეალური.

ირეგულარულ-ი [ლათ. Irregularis] – რაც გარკვეულ წესს არ ემორჩილება;


არარეგულარული. ირეგულარული ჯარები - ძველად: ჯარები, რომელთაც არა
ჰქონდათ ერთიანი მუდმივი ორგანიზაცია, დაკომპლექტების, სამსახურის
გავლისა და სწავლების გარკვეული სისტემა.

ირედენტიზმ-ი [იტალ. Irredentismo < Irredento გაუთავისუფლებელი, უცხო


ბატონობის უღელქვეშ მყოფი] – იტალიაში მე-19 ს.-ის ბოლოს და მე-20 ს.-ის
დასაწყისში: პოლიტიკური და საზოგადოებრივი მოძრაობა, რომელიც მიზნად
ისახავდა იტალიელებით დასახლებული სასაზღვრო მხარეების (ტრიესტის ,
ტრენტინოს და სხვ.) იტალიასთან შეერთებას; პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ი.
შეერწყა ფაშიზმს.

ირიგატორ-ი - 1. ირიგაციის (მნიშვ. 1) სპეციალისტი. 2. (მედიც.). ხელსაწყო,


რომლითაც ღრუ ნაწილებისა თუ ჭრილობათა ზედაპირის მორწყვა-მობანა ხდება.

ირიგაცია [ლათ. Irrigatio] – 1. მიწების ხელოვნური რწყვის ღონისძიებათა


სისტემა. 2. (მედიც.). წყლით ან სამკურნალო ხსნარებით მორწყვა-მობანა
ჭრილობათა ან ღრუ ორგანოთა (პირის, ცხვირის, სწორი ნაწლავის და სხვ.)
ზედაპირისა.

ირიდა [ბერძ. Iris (Iridos)] – ბერძნულ მითოლოგიაში: ცისარტყელას


ქალღმერთი, ღმერთების მაცნე.
ირიდიუმ-ი [< ბერძ. Iris (Iridos) ცისარტყელა] – ქიმიური ელემენტი, მძიმე,
ძნელდნობადი მონაცრისფრო-თეთრი ლითონი, პლატინასთან ახლოს მდგომი
და მასზე მაგარი.

ირის-ი [< ბერძ. Iris ცისარტყელა] – 1. (ანატ.). თვალის ფერადი გარსი. 2.


ერთგვარი ყავისფერი კანფეტი პატარა ოთხკუთხა კვერების სახისა . 3. (ბოტან .).
ზამბახი.

ირიტ-ი [< ბერძ. Iris თვალის ფერადი გარსი] – (მედიც.). თვალის ფერადი
გარსის ანთება.

ირიტაცია [ლათ. Irritatio] – (წიგნ.). გაღიზიანება.

იროკეზებ-ი - საერთო სახელწოდება ინდიელთა 6 ტომისა, რომლებიც


ევროპელთა კოლონიზაციამდე ცხოვრობდნენ ჩრდილოეთ ამერიკაში - დიდი
ტბებისა და მდინარე წმ. ლავრენტის მიდამოებში; ამჟამად 50.000-მდე სულიღაა
დარჩენილი, რომლებიც რეზერვაციებში ცხოვრობენ.

ირონია [ბერძ. Eironeia] – ფარული, ოდნავ შესამჩნევი დაცინვა.

ირონიზება - ირონიით მოპყრობა; გამასხარავება, დაცინვა.

ისიდა და იზიდა [ბერძ. Isis (Isidos) < ეგვიპტ.] – ეგვიპტურ მითოლოგიაში:


ნაყოფიერებისა და დედობის მფარველი ქალღმერთი, ეგვიპტის ყველა
ფარაონის ღვთაებრივი მშობელი; წარმოდგენილი ჰყავდათ ძროხისთავიან
ქალად.

ისლამ-ი [არაბ. Islam თავის შეწირვა ალაჰისადმი; მორჩილება] –


მაჰმადიანთა რელიგია; მუსლიმანობა.

ისლამიზმ-ი - ისლამის რელიგიური სისტემა.

ისტებლიშმენტ-ი [ინგლ. Establishment] – ამერიკის შეერთებულ შტატებსა და


დიდ ბრიტანეთში: ბურჟუაზიული საზოგადოების მმართველი, პრივილეგირებული
ჯგუფები; ხელისუფლებისა და მმართველობის მთელი სისტემა.

ისტერია [< ბერძ. Hystera საშო] – ფუნქციური ნერვულ-ფსიქიკური დაავადება;


ახასიათებს ტირილი, სიცილი, კრუნჩხვები, აგრეთვე ფსიქიკის, შეგრძნობადობის
და მისთ. სხვადასხვაგვარი მოშლილობა.

ისტერიკა - ისტერიის შეტევა.

ისტმატ-ი - (საუბ.). ისტორიული მატერიალიზმი (როგორც სასწავლო საგანი).

ისტორია [ბერძ. Historia] – 1. კაცობრიობის მიერ განვლილი გზა, ადამიანთა


საზოგადოების წარსული ცხოვრება; ამა თუ იმ ქვეყნის (მხარის, ხალხის და სხვ.)
წარსული ცხოვრება. 2. რისამე განვითარების პროცესი. 3. მეცნიერება, რომელიც
სწავლობს ადამიანთა საზოგადოების განვითარებას. 4. მეცნიერება, რომელიც
სწავლობს ბუნების, კულტურის, ცოდნის რომელიმე დარგის თანამიმდევრულ
განვითარებას. მაგ., მუსიკის ისტორია. 5. რამესთან ან ვინმესთან დაკავშირებული
ამბებისა და ფაქტების ერთობლიობა; ვისიმე თავგადასავალი. ავადმყოფობის
ისტორია - ავადმყოფის მდგომარეობის ძირითადი სამედიცინო დოკუმენტი,
რომელსაც ავსებს მკურნალი ექიმი მკურნალობის დაწყებიდან დამთავრებამდე.

ისტორიზმ-ი - 1. დიალექტიკის დამახასიათებელი პრინციპი, რომლის


მიხედვითაც მოვლენათა შესწავლა ხდება მათი ჩასახვა-განვითარების
გათვალისწინებით, მათ წარმომშობ კონკრეტულ-ისტორიულ პირობებთან
კავშირში. 2. წარსულით გატაცება, მისი ასახვა ხელოვნების ნაწარმოებებში.

ისტორიკოს-ი - 1. ისტორიის სპეციალისტი. 2. მემატიანე, ჟამთააღმწერელი.

ისტორიოგრაფ-ი - ისტორიოგრაფიის (მნიშვ. 1) სპეციალისტი.

ისტორიოგრაფია [Istoria და ბერძ. Grapho ვწერ] – 1. მეცნიერება, რომელიც


სწავლობს ადამიანთა საზოგადოების შესახებ ისტორიული ცოდნის
განვითარებასა და საისტორიო წყაროებს. 2. იმ ისტორიულ თხზულებათა
ერთობლიობა, რომლებიც წარმოიშვა ამა თუ იმ პერიოდში ანდა რომლებიც
მიძღვნილია ამა თუ იმ ისტორიული ეპოქის ან პრობლემისადმი.

ისტორიულ-ი - ისტორიასთან დაკავშირებული, ისტორიისათვის


მნიშვნელოვანი; ისტორიაში შესული. ისტორიული მატერიალიზმი - მეცნიერება
საზოგადოების განვითარების უზოგადესი კანონების შესახებ.

იტალიანიზმ-ი - 1. იტალიური მუსიკის დამახასიათებელი თვისება. 2. (ლინგვ.).


იტალიურიდან ნასესხები სიტყვა ან გამოთქმა რომელიმე ენაში.

იტალიურ-ი: იტალიური ბუხჰალტერია - იგივეა, რაც ორმაგი ბუხჰალტერია


(იხ. ბუხჰალტერია). იტალიური გაფიცვა - ერთგვარი გაფიცვა, როდესაც
გაფიცულები ცხადდებიან სამუშაოზე, მაგრამ არ მუშაობენ. იტალიური სარკმელი
(ფანჯარა) - ერთგვარი ფართო სარკმელი (სამ- ან ოთხსაგდულიანი).

იტალომან-ი - იტალიური მუსიკის მცოდნე, მოყვარული.

იტალომანია - იტალიური მუსიკით გატაცება.

იტერბიუმ-ი - ქიმიური ელემენტი ლანთანოიდების ოჯახისა [შვეციის პატარა


ქალაქ იტერბის (Itterby) სახელის მიხედვით] –.

იტრიუმ-ი - ქიმიური ელემენტი; იყენებენ რადიოელექტრონიკაში,


ფოლადების ლეგირებისათვის და სხვ. [შვეციის პატარა ქალაქ იტერბის (Itterby)
სახელის მიხედვით] –.

იუან-ი [ჩინ.] – ფულის ერთეული ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში.

იუბილარ-ი - პირი, დაწესებულება ან ორგანიზაცია, რომელსაც იუბილეს


უხდიან.

იუბილე [ლათ. Jubulaeus (annus) საიუბილეო (წელი) < ძვ. ებრ.] – ამა თუ იმ
პიროვნების ცხოვრებისა და მოღვაწეობის, დაწესებულების, ორგანიზაციის
არსებობის, რაიმე მნიშვნელოვანი ამბის ან მოვლენის წლისთავი, რომელსაც
საზეიმოდ აღნიშნავენ; ასეთი წლისთავის აღსანიშნავად მოწყობილი ზეიმი.
იუდაიზმ-ი - იუდეველთა რელიგიური სისტემა.

იუდეველებ-ი - პირველად: იუდეის (ძველი პალესტინის) მცხოვრებნი;


შემდეგ: საერთოდ, ებრაელები [ბიბლიური პატრიარქის - იუდას სახელის
მიხედვით, რომელიც ითვლება იუდეველთა მითურ წინაპრად] –.

იუდოფილ-ი [ლათ. Judaeus ებრაელი და ბერძ. phileo მიყვარს] – ებრაელთა


მოყვარული ადამიანი (საპირისპ. იუდოფობი).

იუდოფობ-ი [ლათ. Judaeus ებრაელი და ბერძ. [phobos შიში] – ებრაელთა


მოძულე; ანტისემიტი (საპირისპ. იუდოფილი).

იუველირ-ი [ჰოლანდ. Juwelier] – ოქრო-ვერცხლისა და ძვირფასი ქვებისაგან


სამკაულების, ფუფუნების საგნების დამამზადებელი ოსტატი; ასეთი ნივთებით
მოვაჭრე; ოქრომჭედელი.

იუვენალიებ-ი [ლათ. Juvenalia ჭაბუკთა თამაშები] – ძველ რომში: სიჭაბუკის


ქალღმერთ იუვენტასადმი მიძღვნილი დღესასწაული, რომლის დროსაც
იმართებოდა სპორტული თამაშები და თეატრალური წარმოდგენები.

იუვენალურ-ი [< ლათ. Juvenalis ყმაწვილური] – სქესობრივად მოუმწიფებელი


(შდრ. პუბერტატული).

იუვენოლოგია [ლათ. Juvenalis ახალგაზრდული, ყმაწვილური და ბერძ. logos


მოძღვრება] – მეცნიერება ადამიანის სიცოცხლის გახანგრძლივების შესახებ .

იუვენტა [ლათ. Juventas] – რომაულ მითოლოგიაში: სიყრმისა და სიჭაბუკის


ქალღმერთი (შეესაბამება ბერძნული მითოლოგიის ჰებეს).

იულიუს-ის კალენდარი (წელთაღრიცხვა) [ლათ. Julianus] – „ძველი სტილი»,


წელთაღრიცხვის სისტემა, რომელიც შემოღებულ იქნა რომის იმპერატორის
იულიუს კეისრის დროს (46 წ. ჩვენს ერამდე); მოქმედებდა „ახალი სტილის»
შემოღებამდე (იხ. გრიგორიანული კალენდარი).

იუმორ-ი [ინგლ. Humour] – 1. უწყინარი ხასიათის დამცინავი


დამოკიდებულება რაიმესადმი; რაიმე ამბის, ვისიმე ან რისამე ნაკლის სასაცილო,
კომიკური სახით წარმოდგენა. 2. ლიტერატურის ან ხელოვნების ნაწარმოებში:
მხატვრული ხერხი - რისამე კომიკურად, სასაცილოდ გამოხატვა.

იუმორესკა [გერმ. Humoreske] – იუმორით გამსჭვალული მცირე მხატვრული


ნაწარმოები (პატარა მოთხრობა, მუსიკალური პიესა).

იუმორისტ-ი - 1. იუმორისტული ნაწარმოების ავტორი. 2. ვისაც იუმორი (მნიშვ.


1) ახასიათებს.

იუნაიტიდ პრეს ინტერნეიშნლ-ი (შემოკლ.: იუპი) [ინგლ. United Press


International] – ამერიკის შეერთებული შტატების უდიდესი საინფორმაციო
სააგენტო; შეიქმნა ნიუ-იორკში 1958 წ.

იუნგა [გერმ. Junge] – (ზღვ.). 1. ბიჭი, რომელიც გემზე ემზადება მატროსად და


სწავლობს ზღვაოსნობას. 2. უმცროსი მატროსი.
იუნესკო [ინგლ. UNESCO (შემოკლ.) < United Nations Educational, Scientific and
Cultural Organization გაერთიანებული ერების ორგანიზაცია განათლების,
მეცნიერებისა და კულტურის დარგში)] – გაერთიანებული ერების ორგანიზაციის
სპეციალიზებული დაწესებულება; არსებობს 1946 წლიდან; მისი შტაბ-ბინა
პარიზშია.

იუნიორებ-ი [< გერმ. Junior ახალგაზრდული, ჭაბუკური] – ჭაბუკი


სპორტსმენები (18-20 წლისა). მაგ., იუნიორ ფეხბურთელთა ტურნირი.

იუნკერ-ი [გერმ. Junker] – 1. ყოფილ პრუსიაში: მსხვილი მიწათმფლობელი


აზნაური, მემამულე. 2. მეფის რუსეთში: ადრე - დაბალი ჩინის სამხედრო პირი
(რიგითი ან უნტერ-ოფიცერი) აზნაურთა წრიდან; შემდეგ - საშუალო სამხედრო
სასწავლებლის მოსწავლე, რომელიც ოფიცრად ემზადებოდა.

იუნონა [ლათ. Juno (Junonis)] – რომაულ მითოლოგიაში: მთვარის, ცისა და


მიწის ქალღმერთი, ქორწინებისა და დაბადების მფარველი; ითვლება იუპიტერის
მეუღლედ (ბერძნულ მითოლოგიაში მას შეესაბამება ჰერა).

იუპიტერ-ი1 [ლათ. Jupiter] – 1. რომაულ მითოლოგიაში: ცის, სინათლისა და


წვიმის ღმერთი, უზენაესი ღვთაება (ბერძნულ მითოლოგიაში მას შეესაბამება
ზევსი). 2. (ასტრ.). მზის სისტემის ყველაზე დიდი პლანეტა, მზიდან რიგით მეხუთე;
ჰყავს 12 თანამგზავრი, რომელთაგან ოთხი კაშკაშაა (იო, ევროპა, განიმედი და
კალისტო); აღმოაჩინა გ. გალილეიმ 1610 წ. პირველი ტელესკოპის საშუალებით.

იუპიტერ-ი2 - ერთგვარი მძლავრი პროჟექტორი (ხელოვნური


განათებისათვის კინოსურათის გადაღების დროს) [ასეთი პროჟექტორების
მკეთებელი ფირმის სახელწოდების მიხედვით (შდრ. იუპიტერი1)] –.

იურა, იურის სისტემა (პერიოდი) - (გეოლ.). მეზოზოური ერის მეორე (შუა)


პერიოდი, რომელიც დაიწყო 150 მილიონი წლის წინათ და გრძელდებოდა 40
მილიონ წელს [საფრანგეთ-შვეიცარიის მთაგრეხილ იურის (ჟურა) სახელის
მიხედვით] –.

იურთ-ი [თურქ. Jurt] – ცენტრალური და შუა აზიის ხალხებში: გადასატანი


საცხოვრებელი - ქეჩის კარავი კონუსის ან ნახევარსფეროს მოყვანილობისა.

იურიდიულ-ი [ლათ. Juriducus სამოსამართლო] – რაც დაკავშირებულია


უფლებრივ, სამართლის ნორმებთან, ამ ნორმების შესწავლა-გამოყენებასთან.
იურიდიული პირი - ორგანიზაცია ან დაწესებულება, რომელსაც შეუძლია
ფლობდეს ქონებას, იკისროს ვალდებულებანი, დადოს ხელშეკრულებები,
გამოვიდეს სასამართლოში მოსარჩელედ ან მოპასუხედ და სხვ.

იურისდიქცია [ლათ. Jurisdictio სასამართლო წარმოება] – 1. სასამართლო


საქმის წარმოების უფლება; განსჯადობა. 2. საქმეები, რომლებიც ამა თუ იმ
დაწესებულების წარმოებას ექვემდებარება.

იურისკონსულტ-ი [ლათ. Juris-consultus სამართლისმცოდნე] – წარმოების,


დაწესებულების, საზოგადოებრივი ორგანიზაციის მუდმივი კონსულტანტ-იურისტი;
ევალება თავისი ორგანიზაციის ინტერესების დაცვა სასამართლო ორგანოებში,
აგრეთვე სხვადასხვა უფლებრივი დოკუმენტაციის შედგენა-გაფორმება.

იურისპრუდენცია [ლათ. Jurisprudentia] – 1. იურიდიულ მეცნიერებათა


ერთობლიობა; სამართლისმცოდნეობა. 2. იურისტთა პროფესიული მოღვაწეობა,
სასამართლო პრაქტიკა.

იურისტ-ი - იურიდიული განათლების მქონე, იურისპრუდენციის დარგში


მომუშავე პირი; სამართლისმცოდნე.

იურტა - იხ. იურთი.

იუსტიცია [ლათ. Justitia სამართლიანობა, კანონიერება] – 1.


მართლმსაჯულება, სასამართლო წარმოება. 2. სასამართლო დაწესებულებათა
სისტემა, სასამართლო უწყება.

იუტ-ი [ჰოლანდ. Hut] – (ზღვ.). ხომალდის ზედა გემბანის წინა ნაწილი.

იუხტ-ი [ჰოლანდ. Jucht] – გარკვეული წესით დამუშავებული ტყავი,


რომლისგანაც კერავენ სამხედრო ან სამუშაო ფეხსაცმელს, ჩექმებს და სხვ .

იფსილონ-ი [ლათ. Ypsilon < ბერძ.] – იგივეა, რაც იგრეკი.

იქედნე [ბერძ. Echidna] – 1. კვერცხისმდებელი ძუძუმწოვარი ცხოველი


ერთგასავლიანთა რიგისა; ცხოვრობს ავსტრალიაში და წყნარი ოკეანის
კუნძულებზე. 2. ერთგვარი შხამიანი გველი ავსტრალიაში.

იქთიოგრაფია [ბერძ. Ichthys თევზი და grapho ვწერ] – თევზების აღწერა.

იქთიოზ-ი [< ბერძ. Ichthys თევზი] – კანის თანდაყოლილი სნეულება, რომლის


დროსაც კანი დაფარულია მაგარი ხორკლიანი ქერცლით.

იქთიოზავრ-ი [ბერძ. Ichthys თევზი და sauros ხვლიკი] – ზღვის გადაშენებული


ქვეწარმავალი ძალიან დიდი ზომისა (12 მეტრამდე სიგრძისა).

იქთიოლ-ი [ბერძ. Ichthys თევზი და ლათ. oleum ზეთი] – ზეთისებრი


სამკურნალო ნივთიერება, რომელსაც იღებენ განათხარ თევზთა ნარჩენების
შემცველი ქანებიდან (ფიქლებიდან).

იქთიოლოგ-ი - იქთიოლოგიის სპეციალისტი.

იქთიოლოგია [ბერძ. Ichthys თევზი და logos მოძღვრება] – ზოოლოგიის


ნაწილი, რომელიც თევზებს სწავლობს.

იქნამონ-ი და იქნემონი [ბერძ. Ichneumon] – მტაცებელი ძუძუმწოვარი


ცხოველი ვივერების ოჯახისა; გავრცელებულია ჩრდილოეთ აფრიკასა და წინა
აზიაში; ანადგურებს თაგვებს, ვირთაგვებს, გველებს და მისთ.

იქს-ი - ფრანგული ანბანის ბოლოდან მესამე ასოს - ხ-ის სახელი;


მათემატიკაში იხმარება უცნობი ან ცვლადი სიდიდის აღსანიშნავად; ფიზიკაში -
სიგრძის ერთეული; უდრის 10-13 სმ-ს (იყენებენ რენტგენის სხივების ტალღათა
სიგრძის გასაზომად). 2. ზოგჯერ ხმარობენ ისეთი პირის სახელის ადგილას,
რომელიც უცნობია ან რომლის დასახელებაც არ უნდათ. იქს-სხივები - სახელი,
რომელიც რენტგენმა უწოდა თავის მიერ აღმოჩენილ სხივებს (იხ. რენტგენის
სხივები).

იშემია [ბერძ. Ischo ვაკავებ, ვიჭერ და haima სისხლი] – (მედიც.).


ადგილობრივი სისხლნაკლებობა, რაც გამოწვეულია მკვებავი არტერიის
დაცობით ან დავიწროებით.

იშთარ-ი - აქადურ (ასირიულ-ბაბილონურ) მითოლოგიასა და რელიგიაში:


მთავარი ღვთაება - ნაყოფიერებისა და ხორციელი სიყვარულის, აგრეთვე ომისა
და შუღლის ქალღმერთი (შეესაბამება ფინიკიურ ასტარტეს).

იშიას-ი [ბერძ. Ischias ბარძაყის ტკივილი] – საჯდომი ნერვის დაავადება.

იხთიოზავრ-ი, იხთიოლ-ი... - (უმართებ.). იხ. იქთიოზავრი, იქთიოლი...

You might also like