You are on page 1of 3

ჟაბო [ფრანგ. Jabot] – 1. მამაკაცის პერანგის საყელოზე მოვლებული ბაფთა ან


მარმაში; მოდაში იყო მე-18 ს. 2. მარმაშის ან მსუბუქი ქსოვილის გაწყობილობა
ქალის ზედატანზე ან კაბაზე.

ჟაკან-ი, უფრო სწორია იაკანი [ლიტვ. საკუთ. სახ. Jakan] – მსხვილი ტყვია
დათვზე სანადიროდ.

ჟაკარდულ-ი ქსოვილი - მსხვილსახეებიანი ქსოვილი [საქსოვი მანქანის


გამომგონებლის ფრანგი მექანიკოსის ჟაკარდის (Jacquard 1752-1834) სახელის
მიხედვით] –.

ჟაკერია - საფრანგეთის გლეხთა აჯანყება 1358 წ. [ჟაცქუერიე > საკუთ. სახ.


ჟაცქუეს Bონჰომმე „გულუბრყვილო ჟაკი»; ასე ეძახდნენ გლეხებს დაცინვით
თავად-აზნაურები] –.

ჟაკეტ-ი [ფრანგ. Jaquette] – ქალის ზედა ჩასაცმელი, ჩვეულებრივ, წელში


გამოყვანილი.

ჟაკო [ფრანგ. Jacquot] – პატარა ნაცრისფერი თუთიყუში, რომელიც აფრიკაშია


გავრცელებული; ადვილად შინაურდება.

ჟალუზი [ფრანგ. Jalousie] – დარაბა ან შტორი, რომელიც შედგება


ერთმანეთის პარალელურად განლაგებული ფირფიტებისაგან; აკეთებენ
ფანჯარაზე სინათლისა და ჰაერის სარეგულაციოდ.

ჟანდარმ-ი [ფრანგ. Gendarme] – ჟანდარმერიაში მომუშავე პირი.

ჟანდარმერია [ფრანგ. Gendarmerie] – საფრანგეთში, ავსტრიასა და ზოგ სხვა


ქვეყანაში; სამხედრო წყობის პოლიცია; მეფის რუსეთში აგრეთვე პოლიტიკური
პოლიცია.

ჟანრ-ი [ფრანგ. Genre] – 1. ხელოვნების რაიმე დარგის ნაწარმოების სახეობა,


რომლისთვისაც დამახასიათებელია ესა თუ ის სიუჟეტური და სტილისტიკური
ნიშნები. მაგ., ეპიკური ჟანრი. 2. ფერწერა საყოფაცხოვრებო თემაზე.

ჟანრისტ-ი - ჟანრის (მნიშვ. 2) სპეციალისტი მხატვარი.

ჟარგონ-ი [ფრანგ. Jargon] – თავისებური სიტყვები ან გამოთქმები,


რომლებსაც ხმარობენ რაიმე პროფესიულ ჯგუფში, წრეში და სხვ.; პირობითი ენა,
რომელიც გასაგებია მხოლოდ ადამიანთა გარკვეული ჯგუფისათვის; არგო.

ჟასმინ-ი [ფრანგ. Jasmin] – დეკორატიული ბუჩქი; აქვს ყვითელი ან თეთრი


სურნელოვანი ყვავილი.

ჟელატინ-ი [ფრანგ. Gélatine] – ცხოველური წარმოშობის ცილოვანი


ნივთიერება, რომლის ხსნარი გაცივებისას იქცევა ლაბად (სქელ ფაფისებურ
მასად); იყენებენ ტექნიკაში, მედიცინაში, კულინარიაში და სხვ.
ჟელე [ფარნგ. Gelée] – ტკბილი ლაბისებური საჭმელი; ამზადებენ ხილის
წვნისა და შაქრისაგან (აგრეთვე რძისა, ღვინისა და სხვა პროდუქტებისაგან)
ჟელატინის დამატებით.

ჟენშენ-ი [ჩინ.] – ბალახოვანი მცანარე: იზრდება შორეულ აღმოსავლეთში;


იყენებენ მედიცინაში.

ჟერმინალ-ი [ფრანგ. Germinal < ლათ. Germen (Germinis) ყლორტი] – (ისტ.).


საფრანგეთის რესპუბლიკური კალენდრის წლის მეშვიდე თვე (21-22 მარტიდან 19-
20 აპრილამდე); კალენდარი მიიღო კონვენტმა 1793 წ. და მოქმედებდა 1806 წ.-
მდე.

ჟესტ-ი [ფრანგ. Geste] – 1. სხეულის ნაწილების, განსაკუთრებით ხელის,


მოძრაობა, რაც თან ახლავს მეტყველებას ან ცვლის მას. 2. (გადატ.). რაიმე
განზრახვით, რისამე ნიშნად ჩადენილი საქციელი. მაგ., ლამაზი ჟესტი.

ჟესტიკულაცია და ჟესტიკულირება [< ფრანგ. Gesticuler] – ჟესტების (იხ. ჟესტი,


მნიშვ. 1) გამოყენება ლაპარაკში, მეტყველებაში.

ჟეტონ-ი [ფრანგ. Jeton] – ლითონის პატარა ნიშანი, რომელსაც ატარებენ ზოგი


საზოგადოების წევრები; აძლევენ აგრეთვე რისამე სახსოვრად ან რაიმე
შეჯიბრებაში გამარჯვებისათვის.

ჟიგა [ფრანგ. Gigue < ინგ.] – 1. ინგლისური წარმოშობის ცეკვა ერთგვარი;


მუსიკა ამ ცეკვისათვის. 2. ძველებური საცეკვაო სიუიტის შემადგენელი ნაწილი. 3.
ძველებური ხემიანი ხალხური საკრავი ერთგვარი.

ჟიგოლო [ფრანგ. Gigolo] – კაპიტალისტურ ქვეყნებში: დაქირავებული


კავალერი (რესტორანში, დანსინგში).

ჟიკლიორ-ი [ფრანგ. Gicleur] – კარბიურატორის ნასვრეტიანი დეტალი


საწვავის დოზირებისათვის.

ჟილეტ-ი [ფრანგ. Gilet] – მამაკაცის მოკლე სამოსი (წელს ზევით ჩასაცმელი),


რომელსაც არა აქვს საყელო და სახელოები: იცვამენ პიჯაკის, ფრაკის, სერთუკის
ქვეშ.

ჟირანდოლ-ი [ფრანგ. Girandole] – დიდი ფიგურული შანდალი რამდენიმე


სანთლისათვის (იყენებდნენ ძველად).

ჟირაფ-ი [ფრანგ. Girafe < არაბ.] – ხალებიანი ცხოველი, რომელსაც აქვს


ძალიან გრძელი კისერი, მაღალი, წვრილი ფეხები; გავრცელებულია აფრიკაში.

ჟირო [იტალ. Giro] – (ფინანს.). წარწერა თამასუქზე, ჩეკზე და მისთ. სხვა


პირისათვის მისი გადაცემის შესახებ.

ჟიროკომპას-ი - იგივეა, რაც გიროკომპასი.

ჟირონდა - (ისტ.). საფრანგეთის დიდი რევოლუციის დროს: მსხვილი


ბურჟუაზიის ინტერესების გამომხატველი პარტია, რომელიც კონტრრევოლუციის
მხარეზე გადავიდა [დეპარტამენტ Gირონდე - ის სახელის მიხედვით, საიდანაც
იყო წარგზავნილი მისი ზოგი ხელმძღვანელი საკანონმდებლო კრებასა და
კონვენტში] –.

ჟირონდისტ-ი - ჟირონდის წევრი , ჟირონდელი.

ჟიროსკოპ-ი - იგივეა, რაც გიროსკოპი.

ჟიულიენ-ი [ფრანგ. Julienne] – ბოსტნეულის წვნიანი ერთგვარი.

ჟიური [ფრანგ. Jury] – სპეციალისტთა ჯგუფი, რომელიც გამოყოფილია


კონკურსზე, გამოფენასა და მისთანებზე პრემიების, ჯილდოების მისანიჭებლად.

ჟოკეი [ინგ. Jockey] – პროფესიონალი მხედარი, რომელიც დოღში


მონაწილეობს.

ჟონგლიორ-ი [ფრანგ. Jongleur] – 1. ცირკის მსახიობი, რომელიც მარჯვედ


ათამაშებს (ჰაერში ისვრის და იჭერს) ერთდროულად რამდენიმე საგანს. 2. შუა
საუკუნეებში საფრანგეთსა და ესპანეთში: მოხეტიალე მსახიობი და მუსიკოსი.

ჟუდეც-ი [რუმ. Judet] – მსხვილი ადმინიტრაციული ერთეული რუმინეთში;


მაზრა; ოლქი.

ჟურნალ-ი [ფრანგ. Journal] – 1. პერიოდული გამოცემა წიგნის სახისა. 2.


დავთარი ან რვეული რისამე პერიოდულად ჩასაწერად.

ჟურნალისტ-ი - პროფესიონალი ლიტერატურული მუშაკი, რომელიც


ჟურნალისტიკას მისდევს.

ჟურნალისტიკა - 1. ლიტერატურულ-პუბლიცისტური მოღვაწეობა ჟურნალ-


გაზეთებში. 2. ჟურნალ-გაზეთები ერთობლივ.

ჟურფიქს-ი [ფრანგ. Jour fixe გარკვეული დღე] – (მოძვ.). ფეოდალურ-


ბურჟუაზიულ საზოგადოებაში: კვირის ესა თუ ის დღე, რომელიც სტუმრების
მისაღებად ჰქონდათ წინასწარ დანიშნული.

You might also like