You are on page 1of 8

უავგუსტოეს-ი - იხ. ავგუსტ-უაიტჰოლ-ი [ინგლ. Whitehall] – ასე უწოდებენ


ზოგჯერ ინგლისის მთავრობას (ლონდონის იმ ქუჩის სახელწოდების მიხედვით,
რომელზედაც განლაგებულია მთავრობის დაწესებულებები).

უამპუმ-ი - იხ. ვამპუმი.

უანსტეპ-ი [ინგლ. One-step < One ერთი და step ნაბიჯი] – სამეჯლისო ცეკვა
ერთგვარი; წარმოიშვა ამერიკის შეერთებულ შტატებში მე-20 ს.-ის დასაწყისში.

უატ-ი - იგივეა, რაც ვატი.

უბიკვისტებ-ი [< ლათ. Ubique ყველგან] – მცენარეები და ცხოველები,


რომლებიც ცხოვრობენ სრულიად სხვადასხვა (ჰავის, ნიადაგის...) პირობებში;
ასეთებია, მაგ., ჩვეულებრივი ლერწამი, ჩვეულებრივი ფიჭვი, მგელი, მელია და
სხვ.

უესტერნ-ი - იხ. ვესტერნი.

უეფა [ფრანგ. UEFA (შემოკლ. < Union Européenne de Football-Associations] –


საფეხბურთო ასოციაციათა ევროპის კავშირი; ამჟამად მისი შტაბ-ბინა ციურიხშია
(შვეიცარიაში).

უვერტიურა [ფრანგ. Ouverture] – 1. ოპერის, ბალეტის, ოპერეტის და სხვ.


საორკესტრო შესავალი. 2. ერთნაწილიანი საორკესტრო ნაწარმოები.

უვრაჟ-ი [ფრანგ. Ouvrage სამუშაო; ნაწარმოები] – დიდი ფორმატის


მდიდრული, უხვად დასურათებული გამოცემა.

უზუალურ-ი [< ლათ. Usus წესი, ხმარება, ხმარებულობა] –: უზუალური


მნიშვნელობა - (ლინგვ.). სიტყვის საყოველთაოდ გავრცელებული მნიშვნელობა;
ისეთი, რომელიც სიტყვას ჩვეულებრივ, ბუნებრივად აქვს (საპირისპ.
ოკაზიონალური მნიშვნელობა).

უზურპატორ-ი [ლათ. Usurpator] – პირი, რომელმაც უკანონოდ ჩაიგდო ხელში


ძალაუფლება ან მიითვისა სხვისი უფლებები რამეზე.

უზურპაცია [ლათ. Usurpatio] – უკანონოდ ხელში ჩაგდება (ძალაუფლებისა),


მითვისება (სხვისი უფლებებისა).

უზუს-ი [ლათ. უსუს] – 1. ჩვევა, ჩვეულება. 2. ხმარება, გამოყენება.

უზუფრუქტ-ი [ლათ. Usufructus < Usus სარგებლობა და fructus ნაყოფი, ნამატი,


შემოსავალი] – (სამართ.). უფლება სხვისი ქონებითა და მისი შემოსავლით
სარგებლობისა იმ პირობით, თუ ამ ქონებას არაფერი დააკლდება; გვხვდება
ძველ რომში, ფართო გავრცელება პოვა შუა საუკუნეებში, კერძოდ, საფრანგეთში .

უიგუამ-ი - იხ. ვიგვამი.


უიკენდ-ი [ინგლ. Week-end] – „კვირის ბოლო»; დასვენების დრო პარასკევ
საღამოდან ორშაბათ დილამდე (რომელსაც ჩვეულებრივ ატარებენ
ქალაქგარეთ).

უინდროუერ-ი [ინგლ. Windrower] – სამკელი მანქანა მარცვლეული


კულტურების ცალ-ცალკე ასაღებად.

უინდსერფინგ-ი [ინგლ. Wind ქარი და Surfing ზვირთებზე სრიალი] – წყლის


სპორტის ახალი სახეობა - იალქნით აღჭურვილი სპეციალური ფიცრით სრიალი
ზღვის, ოკეანის ზვირთებზე (იხ. სერფინგი).

უინდსერფინგ-კლუბ-ი [Uindserfing-ი და ინგლ. Club (იხ. კლუბი)] – სასპორტო


ორგანიზაცია, რომლის წევრებიც მისდევენ უინდსერფინგს.

უიპეტ-ი - პატარა მონადირე (ოთახის) ძაღლი, მწევრის სახესხვაობა; აშენებენ


ევროპისა და ჩრდ. ამერიკის ქვეყნებში.

უისტიტ-ი - პატარა მაიმუნი ერთგვარი; ბინადრობს ბრაზილიის ეკვატორულ


ტყეებში, მაღალ ხეებზე.

უიტენაგემოტ-ი [ძვ. ინგლ. Witenagemot „ბრძენთა კრება»] – (ისტ.).


ანგლოსაქსურ სამეფოებში: საბჭო (მეფესთან არსებული უმაღლესი სასამართლო
და სათათბირო ორგანო), რომელიც შედგებოდა თითქმის მხოლოდ საერო და
სასულიერო დიდებულთა წარმომადგენლებისაგან.

უიტლენდერებ-ი [აფრ. Uitlander უცხოელი] – (ისტ.). ინგლისელები, რომლებიც


მე-19 ს.-ის 70-90-იან წლებში გადასახლდნენ სამხრეთ აფრიკის (ბურების)
რესპუბლიკებში და რომლებსაც არა ჰქონდათ სამოქალაქო უფლებები ინგლისის
მიერ ამ რესპუბლიკების დაპყრობამდე.

ულან-ი [პოლონ. Ulan < თურქ.] – (ისტ.). მსუბუქად შეიარაღებული ცხენოსანი


ჯარისკაცი ან ოფიცერი სხვადასხვა ქვეყნის (კერძოდ, პოლონეთის, რუსეთის )
არმიები.

ულემ-ი [არაბ.] – ახლო და შუა აღმოსავლეთის ქვეყნებში: მაჰმადიანი


სწავლული ღვთისმეტყველი და სამართლისმცოდნე.

ულტიმატიზმ-ი - ოპორტუნისტული ანტიბოლშევიკური მიმდინარეობა


რუსეთის სოციალ-დემოკრატიულ მუშათა პარტიაში სტოლიპინის რეაქციის
პერიოდში (1908-1912 წწ.), ოტზოვიზმის ნაირსახეობა.

ულტიმატისტ-ი - ულტიმატიზმის მიმდევარი.

ულტიმატუმ-ი [ლათ. Ultimatum] – 1. საერთაშორისო სამართალში:


კატეგორიული მოთხოვნა, რომლის შეუსრულებლობას მოსდევს დიპლომატიური
ურთიერთობის გაწყვეტა ან ძალის გამოყენება. 2. (საუბ.). მოთხოვნა, რასაც თან
ახლავს მუქარა.
ულტიმო [იტალ. Ultimo ბოლო, უკანასკნელი] – კომერციულ და საბირჟო
პრაქტიკაში: თვის ბოლო დღე, რომელიც დადგენილია როგორც გარიგების
დამთავრების ვადა.

ულტრა- [ლათ. Ultra იქით, გადაღმა] – რთული სიტყვის პირველი


შემადგენელი ნაწილი; აღნიშნავს რისამე ფარგლებს გარეთ მყოფს, უკიდურესს .
მაგ., ულტრაიისფერი (სხივები). ულტრამოკლე (ტალღები).

ულტრაიისფერ-ი სხივები [ლათ. Ultra იქით, გადაღმა] – სპექტრის უხილავი


სხივები, რომლებიც განფენილია იისფერი სხივების შემდეგ.

ულტრამარინ-ი [გერმ. Ultramarin < ლათ.] – რთული ქიმიური ნაერთი - ხასხასა


ლურჯი საღებავი.

ულტრამიკროსკოპ-ი - მიკროსკოპი, რომელიც უწვრილესი (რამდენიმე


მილიმიკრონის სიდიდის) ნაწილაკების აღმოჩენის საშუალებას იძლევა.

ულტრამოკლე ტალღები [ლათ. Ultra იქით, გადაღმა] – რადიოტალღები,


რომელთა სიგრძე 10 მეტრზე ნაკლებია.

ულტრარაპიდგადაღება [ლათ. Ultra იქით, გადაღმა და ფრანგ. rapide სწრაფი]


– ზეჩქარული კინოგადაღება (წამში 100 მილიონ კადრზე მეტი სიხშირით);
გამოყენება აქვს მეცნიერებისა და ტექნიკის სხვადასხვა დარგში.

ულუს-ი [მონღ.-თურქ. Ulus] – 1. (ისტ.). მონღოლი ან თურქი მომთაბარე


ტომების ბანაკი. 2. (მოძვ.). საქართველოში იხმარებოდა მონღოლის (ზოგჯერ
მაჰმადიანის) მნიშვნელობით.

უმბრა [ლათ. Umbra ჩრდილი] – ყავისფერი მინერალური პიგმენტი; შედგება


თიხოვანი ნივთიერებისაგან, რომელშიც 30 - 35% რკინის ან მანგანუმის
ჟანგეულებია.

უმბრიელ-ი - პლანეტა ურანოსის თანამგზავრი; აღმოაჩინა უ. ლასალმა 1851


წ.

უმიაკ-ი [ესკიმ.] – ესკიმოსების ნავი ტვირთის გადასატანად და ვეშაპებზე


სანადიროდ.

უმლაუტ-ი [გერმ. Umlaut] – (ლინგვ.). ძირეული უკანაენისმიერი ხმოვნის (ა-ს,


ო-ს ან უ-ს) დარბილება მომდევნო პალატარული ხმოვნის (ი-ს ან ე-ს) გავლენით.
მაგ., გერმ. Hände «ხელები» < Hand «ხელი».

უმფორმერ-ი [გერმ. Umformer] – ელექტრული მანქანა, რომელიც მუდმივ


დენს გარდაქმნის ცვლად დენად.

უნდერვუდ-ი [ინგლ. Unerwood] – ერთ-ერთი ძველებური სისტემის საბეჭდი


მანქანა.

უნდეციმა [ლათ. Undecima მეთერთმეტე] – (მუს.). 1.მუსიკალური გამის მე-11


საფეხური. 2. ინტერვალი პირველ და მე-11 საფეხურს შორის.
უნია [ლათ. Unio] – გაერთიანება, კავშირი (ორი მონარქიული სახელმწიფოსი
ერთ-ერთის მეფის მეთაურობით ან კათოლიკური და ზოგიერთი
მართლმადიდებელი ეკლესიისა რომის პაპის მეთაურობით).

უნიატებ-ი - საეკლესიო უნიის მიმდევრები.

უნივერსალ-ი - პირი, რომელიც თავისი პროფესიით ყველა სპეციალობას


ფლობს.

უნივერსალიებ-ი [< ლათ. Universalis ზოგადი, საყოველთაო] – 1. შუა


საუკნეების ფილოსოფიაში: ზოგადი ცნებები. 2. (ლინგვ.). ისეთი მოვლენები,
კანონზომიერებანი, რაც დამახასიათებელია ყველა ენისათვის.

უნივერსალიზმ-ი - ყოვლისმცოდნეობა.

უნივერსალურ-ი [ლათ. Universalis] – 1. მრავალმხრივი, ყოველმხრივი;


ყოვლისშემცველი. მაგ., უნივერსალური ცოდნა. 2. სხვადასხვა მიზნით
გამოსაყენებელი. მაგ., უნივერსალური წებო. 3. რაც სხვადასხვა სამუშაოს,
ოპერაციას ასრულებს. მაგ., უნივერსალური ჩარხი. უნივერსალური მაღაზია -
დიდი მაღაზია, რომელშიც სხვადახვა სახის სამრეწველო საქონელი იყიდება.

უნივერსიადა [უნივერსი(ტეტი) და (ოლიმპი)ადა] – სტუდენტთა


საერთაშორისო სპორტული ასპარეზობა; პირველად ჩატარდა ვარშავაში 1924 წ.
ფრანგი სპორტული მოღვაწის ჟ. პეტეჟანის ინიციატივით.

უნივერსიტეტ-ი [ლათ. Universitas (Universitatis) ერთობლიობა] – 1. უმაღლესი


სასწავლებელი და სამეცნიერო დაწესებულება, რომელსაც აქვს სხვადასხვა
ჰუმანიტარული და საბუნებისმეტყველო-მათემატიკური განყოფილებანი
(ფაკულტეტები). 2. სახელწოდება დაწესებულებისა, რომელიც განკუთვნილია
ზოგადსაგანმანათლებლო და სამეცნიერო-პოლიტიკური ცოდნის
ასამაღლებლად. მაგ., კულტურის სახალხო უნივერსიტეტი.

უნივერსუმ-ი [ლათ. Universum] – (ფილოს.). მთლიანი სამყარო; ყველა


არსებული.

უნიკალურ-ი - რაც უნიკუმს წარმოადგენს; ძალიან იშვიათი.

უნიკუმ-ი [ლათ. Unicum ერთადერთი] – ძალიან იშვიათი რამ.

უნისონ-ი [იტალ. Unisino] – (მუს.). ერთი და იმავე სიმაღლის ორი ან


რამდენიმე ტონის ერთდროული ჟღერა.

უნიტაზ-ი - ნიჟარა განავლისა და შარდის ჩასადენად (კანალიზაციით


მოწყობილ საპირფარეშოებში) [ფირმის სახელწოდება Unitas-ის მიხედვით] –.

უნიტარულ-ი [ფრანგ. Unitaire] – მთლიანი, ერთიანი, გაერთიანებული.


უნიტარული სახელმწიფო - ისეთი სახელმწიფო, რომლის ტერიტორია არ არის
დაყოფილი ფედერაციულ ერთეულებად (შტატებად, მხარეებად და სხვ.).

უნიფიკაცია და უნიფიცირება [ლათ. Unus ერთი და facio ვაკეთებ] – საერთო


ნორმაზე გადაყვანა; გაერთნაირება. მაგ., ტერმინების უნიფიკაცია .
უნიფორმა [ფრანგ. Uniforme] – 1. ცირკში: სპეციალური ტანსაცმლით
გამოწყობილი პერსონალი, რომელიც ემსახურება არენას წარმოდგენის დროს . 2.
(მოძვ.). ფორმის ტანსაცმელი.

უნიფორმისტ-ი - ცირკის მუშაკი, რომელიც უნიფორმას (მნიშვ. 1) ეკუთვნის.

უნტებ-ი [ევენკ.] – რბილძირიანი ბეწვის ფეხსაცმელი; იცვამენ ჩრდილოეთში.

უნტერ-ი - (ძვ., საუბ.). იგივეა, რაც უნტერ-ოფიცერი.

უნტერმან-ი [გერმ. Untermann] – ცირკში: აკრობატი, რომელიც პირამიდის (იხ.


პირამიდა, მნიშვ. 3) ქვედა წევრია და ყველა სხვა პარტნიორი მასზეა შემდგარი.

უნტერ-ოფიცერ-ი [გერმ. Unteroffizier] – მეფის რუსეთისა და ზოგი უცხო


ქვეყნის არმიებში: ჯარისკაცთაგან გამოსულ უმცროს მეთაურთა შემადგენლობის
წოდებულება; ამ წოდებულების მქონე პირი.

უნტერტონებ-ი [გერმ. Untertöne] – (მუს.). რიგი დამატებითი ტონებისა,


რომლებიც ბგერენ მთავარ ტონთან ერთდროულად, მაგრამ უფრო დაბლა.

უნცია [ლათ. Uncia] – 1. წონის ერთეული ძველ რომში ( და შემდეგ ევროპის


სხვა სახელმწიფოებშიც - მეტრული სისტემის შემოღებამდე). 2. სააფთიაქო წონის
ერთეული რუსეთში (= დაახლოებით 30 გ-ს); იხმარებოდა მეტრული სისტემის
შემოღებამდე. 3. ლითონის ფული (ძველად - რომში, ხოლო შემდეგ სიცილიასა და
ზოგ სხვა ქვეყანაში).

უნციალურ-ი დამწერლობა [გვიანდ. ლათ. Uncialis] – ლათინური და


ბერძნული დამწერლობა, ჩვეულებრივი დამწერლობის კალიგრაფიული
ვარიანტი; გავრცელებული იყო მე-4 - 9 სს.-ში.

უოლ-სტრიტ-ი [ინგლ. Wall-Street] – ნიუ-იორკში: ქუჩა, რომელზედაც


მოთავსებულია უდიდესი ბანკები, საფონდო ბირჟა და მისთ.; სახელწოდება
«უოლსტრიტი» გახდა სინონიმი ამერიკული საფინანსო ოლოგარქიისა.

ურან-ი - რადიოაქტიური ქიმიური ელემენტი, რომელიც მიეკუთვნება


აქტინიდებს; მისგან იღებენ სამრეწველო ატომურ ენერგიას [პლანეტა ურანოსის
სახელის მიხედვით] –.

ურანია [ბერძ. Urania] – ბერძნულ მითოლოგიაში: 1. ასტრონომიის მფარველი


მუზა; წარმოდგენილი ჰყავდათ ქალად, რომელსაც ხელში გლობუსი უჭირავს. 2.
აფროდიტეს ერთ-ერთი ეპითეტი.

ურანინიტ-ი - მინერალი, რომლისაგანაც იღებენ ურანსა და მის ნაერთებს.

ურანოგრაფია [ბერძ. Uranos ცა, ზეცა და grapho ვწერ] – (ასტრ.).


თანავარსკვლავედებისა და შეუიარაღებელი თვალით ხილული ვარსკვლავების
აღწერა.

ურანოს-ი [ბერძ. Uranos] – 1. ბერძნულ მითოლოგიაში:ცის ღმერთი, გეას


(დედამიწის) შვილი; ტახტიდან ჩამოაგდო თავისმა შვილმა კრონოსმა. 2. (ასტრ.).
მზიდან რიგით მეშვიდე დიდი პლანეტა მზის სისტემისა.
ურატებ-ი [< ბერძ. Uron შარდი] – (ქიმ.). შარდმჟავას მარილები.

ურბანიზაცია [ფრანგ. Urbanisation < ლათ. Urbs ქალაქი] – მრეწველობისა და


მოსახლეობის მსხვილ ქალაქებში თავმოყრის პროცესი.

ურბანიზმ-ი [ფრანგ. Urbanisme < ლათ. Urbs ქალაქი] – 1. ბურჟუაზიული


თეორია, რომელიც იცავს მატერიალური და სულიერი კულტურის განვითარებას
დიდ ქალაქებში (სოფლის საზიანოდ). 2. ხელოვნებასა და ლიტერატურაში:
კაპიტალისტური ქალაქის გაიდეალება.

ურბანისტ-ი - ურბანიზმის მიმდევარი.

ურბანისტიკა - ხუროთმოძღვრების დარგი, რომლის საქმეა თანამედროვე


დიდი ქალაქების დაპროექტება და მშენებლობა.

ურგენტულ-ი [< ლათ. Urgens (urgentis) < urgeo ვაწვები, ვაჩქარებ] – (მედიც.).
სასწრაფო, გადაუდებელი. მაგ., უ. თერაპია. უ. ქირურგია.

ურგენტული ავადმყოფი - მძიმე მდგომარეობაში მყოფი.

ურეთრა [ბერძ. Urethra] – (ანატ.). შარდსადენი მილი.

ურეთრიტ-ი - (მედიც.). ურეთრის ანთება.

ურეთროსკოპ-ი [ბერძ. Urethra შარდსადენი მილი და skopeo ვუყურებ] –


(მედიც.). ოპტიკური ხელსაწყო შარდსადენი მილის შიგნითა კედლის
გამოსაკვლევად.

ურემია [ბერძ. Uron შარდი და haima სისხლი] – (მედიც.). ორგანიზმის


მოწამვლა თირკმლების დაავადების დროს მათ მიერ მავნე ნივთიერებათა
გამოყოფის უნარის დაქვეითების გამო.

ურეტრა, ურეტრიტი... (უმართებ.). იხ. ურეთრა, ურეთრიტი...

ურინა [ლათ. Urina] – (მედიც.). შარდი.

ურნა [ლათ. Urna] – 1. სპეციალური ყუთი, რომელსაც აქვს ჭრილი


ბიულეტენების ჩასაყრელად ფარული კენჭისყრის დროს. 2. ჭურჭელი ან ყუთი,
რომელიც დგას ქუჩებში პაპიროსის ნამწვების, რისამე ნარჩენების ჩასაყრელად . 3.
ჭურჭელი, რომელშიც ინახავენ მიცვალებულის კრემაციის (დაწვის) შედეგად
დარჩენილ ფერფლს.

ურო- [< ბერძ. Uron შარდი] – რთული სიტყვის (სამედიცინო და ბილოგიური


ტერმინების) პირველი შემადგენელი ნაწილი; ნიშნავს შარდთან, შარდოვანასთან,
შარდსასქესო ორგანოებთან დაკავშირებულს. მაგ., უროლოგია.

ურობაქტერიებ-ი [ბერძ. Uron შარდი] – ბაქტერიები, რომლებიც შარდოვანას


შლიან ამიაკად და ნახშირორჟანგად.
ურობილინ-ი [ბერძ. Uron შარდი და bilis ნაღველი] – (ფიზიოლ.). ნაღვლის
პიგმენტი (მოწითალო-ყავისფერი), რომელიც წარმოიქმნება ნაწლავებში და
გამოდის შარდსა და განავალთან ერთად.

უროლოგ-ი - უროლოგიის სპეციალისტი ექიმი.

უროლოგია [ბერძ. Uron შარდი და logos მოძღვრება] – მედიცინის დარგი,


რომელიც სწავლობს შარდსასქესო ორგანოთა დაავადებებს, მათ მკურნალობასა
და პროფილაქტიკას.

ურომეტრ-ი [ბერძ. Uron შარდი და metreo ვზომავ] – ხელსაწყო შარდის კუთრი


წონის გასარკვევად.

უროტროპინ-ი [ბერძ. Uron შარდი და tropos მიმართულება] – სამკურნალო


პრეპარატი, რომელსაც იყენებენ როგორც მიკრობსაწინააღმდეგო საშუალებას
სხვადასხვა დაავადების (ქოლეცისტიტის, მენინგიტის, ენცეფალიტის და მისთ.)
დროს.

ურტიკარია [ < ლათ. Urtica ჭინჭარი] – (მედიც.). ჭინჭრის ციება.

უსტაშებ-ი - ხორვატი (იუგოსლავიელი) ფაშისტების ნაციონალისტური,


სეპარატისტული ორგანიზაცია; შეიქმნა 1929 წელს; უ.-ის მიმდევრები
შემორჩენილი არიან ემიგრაციაში.

უტ [ლათ. Ut] – მუსიკალური ბგერა დო-ს ძველებური სახელწოდება (იხ.


სოლმიზაცია).

უტილ-ი [ლათ. Utilis გამოსადეგი] – სახმარად გამოუსადეგარი, მაგრამ


ნედლეულად ვარგისი ნივთები (ჯართი, ჩვრები, ქაღალდი და სხვ.).

უტილიზაცია [< ლათ. Utilis გამოსადეგი] – გამოყენება რისამე.

უტილიტარიზმ-ი [< ლათ. Utilitas სარგებლობა] – 1. იდეალისტური


ფილოსოფიურ-ეთიკური მოძღვრება, რომლის მიხედვითაც ადამიანის მორალს
საფუძვლად უდევს საგებლიანობის პრინციპი. 2. მისწრაფება იმისაკენ, რომ
ყველაფერში ნახონ საგებლობა, გამორჩნენ რასმე.

უტილიტარისტ-ი - 1. უტილიტარიზმის (მნიშვ. 1) მიმდევარი. 2. ადამიანი,


რომელიც მიისწრაფვის იმისაკენ, რომ ყველაფერში ნახოს სარგებლობა,
გამორჩეს რასმე.

უტილიტარულ-ი [< ლათ. Utilitas სარგებლობა] – პრაქტიკულ, გამოყენებითი.

უტოპია [ხელოვნური უტოპია < ბერძ. U - არ და topos - ადგილი (ე.ი.


არარსებული ადგილი)] – 1. რეალურ საფუძველს მოკლებული, ფანტასტიკური
მოძღვრება იდეალური საზოგადოებრივი წყობილების შესახებ. 2.
განუხორციელებელი ოცნება, ფანტაზია.

უტოპიზმ-ი - განუხორციელებლობა (იხ. უტოპია).


უტოპისტ-ი - რომელიმე უტოპიის (მნიშვ. 1) ავტორი; უტოპიური სოციალიზმის
მიმდევარი. 2. უტოპიებით (მნიშვ. 2) გატაცებული; მეოცნებე, ფანტაზიორი.

უტოპიურ-ი - 1. უტოპიაზე (იხ. უტოპია, მნიშვ. 1) დამყარებული;


არამეცნიერული. 2. რაც უტოპიის (მნიშვ. 2) წარმოადგენს; განუხორციელებელი,
არარეალური. (კომუნიზმი) - მარქსამდელი მოძღვრებანი საზოგადოების
სოციალისტური გარდაქმნის შესახებ; ემყარებოდა არა საზოგადოების
განვითარების კანონების ცოდნას, არამედ იდეალურ საზოგადოებრივ
წყობილებაზე ოცნებას.

უტრირება [< გერმ. Utrieren] – (წიგნ.). მეტისმეტად გახაზვა რისამე,


გაზვიადება; უკიდურესობამდე მიყვანა და მით დამახინჯება.

უფოლოგია [ინგლ. U.F.O. ანდა Ufo (მრ. Ufos) < Unidentified flying object
გამოუცნობი მფრინავი ობიექტი (GMO)] – ცრუ მეცნიერება «გამოუცნობი მფრინავი
ობიექტების» (ე.წ. «მფრინავი თეფშების») შესახებ, რომლებითაც თითქოს
შორეული პლანეტებიდან დედამიწაზე მოფრინავენ იქაური მცხოვრებლები.

უხა [რუს. Уха] – ახალი თევზისაგან მომზადებული წვნიანი კერძი.

You might also like