You are on page 1of 35

ჰაბანერა [ესპ. Habanera] – კუბურ-ესპანური ხალხური ცეკვა; მუსიკა ამ


ცეკვისათვის.

ჰაბიტუს-ი [ლათ. Habitus] – (წიგნ.). გარეგნული შესახედაობა ცხოველისა ან


მცენარისა, აგრეთვე ადამიანისა.

ჰაგიოგრაფია [ბერძ. Hagios წმინდანი და grapho ვწერ] – ქრისტიანული


ლიტერატურის დარგი, რომელშიც მოცემულია წმინდანთა ცხოვრების აღწერა.

ჰადეს-ი [ბერძ. Hades] – ბერძნულ მითოლოგიაში: 1. კრონოსისა და რეას შვილი,


ზევსისა და პოსეიდონის ძმა, მიწისქვეშა სამეფოს მბრძანებელი (იგივეა, რაც
პლუტონი, მნიშვ. 1). 2. მიწისქვეშა სამეფო, სადაც ცხოვრობდნენ გარდაცვლილთა
სულები; ჯოჯოხეთი.

ჰავან-ი [ჰოლანდ. Haven] – ნავსადგური, ნავსაყუდელი.

ჰავბეკ-ი [ინგლ. Half-back] – (მოძვ.). ფეხბურთის ან ჰოკეის გუნდში:


ნახევარმცველი.

ჰავკორტ-ი [ინგლ. Half ნახევარი და court (იხ. კორტი)] – ჩოგბურთის მოედნის შუა
ნაწილი.

ჰავ-ვოლეი [ინგლ. Half-volley] – ჩოგბურთში: ფეხბურთში: ძირს შეხებული


ბურთის დარტყმა.

ჰავტაიმ-ი [ინგლ. Half-fime] – (სპორტ.). ფეხბურთში: თამაშის ნახევარი (45 წუთი).

ჰაიდამაკებ-ი [პოლონ. Hajdamak < თურქ.] – 1. მე-17-18 სს.-ში უკრაინაში:


პოლონელ მემამულეთა წინააღმდეგ აჯანყებული კაზაკები. 2. სამოქალაქო ომის
პერიოდში: უკრაინის კონტრრევოლუციური ცენტრალური რადის, აგრეთვე
სხვადასხვა კონტრრევოლუციური რაზმის (პეტლიურას, სკოროპადსკის)
განსაკუთრებული ცხენოსანი ნაწილების ჯარისკაცები.

ჰაიდელბერგელ-ი ადამიანი - ერთ-ერთი უძველესი ფორმა განათხარი


ადამიანისა, რომელიც ცხოვრობდა ევროპაში 400.000 წლის წინ [გერმანიის ქალაქ
Hეიდელბერგ-ის სახელის მიხედვით, რომლის მახლობლადაც 1907 წ. იპოვეს ამ
ადამიანის ქვედა ყბის ძვალი] –.
ჰაიდუკ-ი [პოლონ. Hajduk < უნგრ.] – 1. მე-17 - 19 სს.-ში სამხრეთ სლავებში,
უნგრეთში და სხვ.; თურქ დამპყრობთა წინააღმდეგ მებრძოლი პარტიზანი. 2. მე-18 - 19
სს.-ში: ლაქია, რომელიც ახლდა მემამულეს მგზავრობაში.

ჰაიმვერ-ი [გერმ. Heimwehr „სამშობლოს დაცვის კავშირი»] – ავსტრიაში 1919-1938


წწ. ბურჟუაზიული შეიარაღებული ორგანიზაცია, რომელიც შეიქმნა მუშათა მოძრაობის
წინააღმდეგ საბრძოლველად.

ჰაიმორ-ის ღრუ - (ანატ.). ადამიანის ზედა ყბის ძვლების ღრუ (ცხვირის ღრუს
ორივე მხარეს) [ინგლისელთა ანატომის Highmore-ის (1613-1685 წწ.) სახელის
მიხედვით] –.

ჰაიმორიტ-ი - (მედიც.). ჰაიმორის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთება.

ჰაკ-ი [ჰოლანდ. Haak] – (ზღვ.). რკინის ან ფოლადის კაუჭი, რომელსაც გემებზე


იყენებენ სიმძიმეების ასაწევად.

ჰაკბლოკ-ი [ჰოლანდ. Haakblok] – (ზღვ.). კაუჭიანი ბლოკი.

ჰაკებორტ-ი [ჰოლანდ. Hakkebord] – (ზღვ.). ზედა მომრგვალებული ნაწილი გემის


კიჩოს კიდეზე.

ჰალვა [არაბ. Halva] – საკონდიტრო ნაწარმი - ზოგი ზეთოვანი მცენარის


მოხალული და გახეხილი თესლისაგან ან ნიგვზისაგან და კარამელის მასისაგან
გარკვეული წესით დამზადებული მაგარი მასა.

ჰალიტ-ი [< ბერძ. Hals (Halos) მარილი] – მინერალი, ქვამარილი, ქლოროვანი


ნატრიუმი; მისგან იღებენ სოდას, ქლორს, მწვავე ნატრს, მარილმჟავას და სხვ.;
ფართოდ გამოიყენება კვების, კერამიკის, ტყავის მრეწველობაში, მეტალურგიაში,
ელექტროტექნიკაში, მედიცინაში, სოფლის მეურნეობაში და სხვ.

ჰალო1 [ბერძ. Halos] –ოპტიკური მოვლენა - თეთრი ან ცისარტყელასებრი წრეები


(ცრუ მზე, ცრუ მთვარე); გამოჩნდება ხოლმე ატმოსფეროში შეტივტივებული ყინულის
პაწაწინა კრისტალებში სინათლის გარდატეხისა და არეკვლის შედეგად.

ჰალო2 - იხ. ალო.

ჰალოგენ-ი [ბერძ. Hals (Halos) მარილი და გენოს წარმოშობა] – ზოგი ქიმიური


ელემენტი (ფთორი, ქლორი, ბრომი ან იოდი), რომელიც ბუნებაში მხოლოდ
მარილების სახით გვხვდება.

ჰალოგენურ-ი - (ქიმ.). ჰალოგენთან დაკავშირებული. ჰალოგენური მჟავები -


მჟავები, რომლებიც წარმოქმნილია წყალბადის შეერთებით ჰალოგენებთან (მაგ.,
მარილმჟავა ქლორის ნაერთი წყალბადთან).

ჰალოიდ-ი [ბერძ. Hals (Halos) მარილი და ეიდოს სახე] – იგივეა, რაც ჰალოგენი.
ჰალოფიტებ-ი [ბერძ. Hals (Halos) მარილი და პჰყტონ მცენარე] – მცენარეები,
რომლებიც ხარობენ ძალიან მლაშე ნიადაგებზე (მაგ. ზღვის ნაპირზე და სხვ.).

ჰალს-ი [ჰოლანდ. Hals] – (ზღვ.). 1. გემის მდგომარეობა ქარის მიმართ. მარჯვენა


ჰალსი - როდესაც ქარი უბერავს მარჯვენა მხრიდან. მარცხენა ჰალსი - როდესაც ქარი
უბერავს მარცხენა მხრიდან. 2. გზის ისეთი მონაკვეთი, რომელზედაც გემი
პერიოდულად იცვლის მიმართულებას (მაგ., თევზჭერის დროს, სიღრმის გაზომვისას
და სხვ.). 3. გემსართავი, რომლითაც ანძაზე დამაგრებულია იალქნის ქვედა კუთხე.

ჰალსტუხ-ი [გერმ. Halstuch] – ქსოვილის ზოლი, ლენტი, რომელსაც გარკვეული


წესით იკეთებენ ყელზე (პერანგის საყელოზე); ყელსახვევი.

ჰალურგია [ბერძ. Hals (Halos) მარილი და ერგონ მუშაობა] – ქიმიური


ტექნოლოგიის სახეობა, რომელიც გამოიმუშავებს სხვადასხვა მარილის მიღების
წესებს.

ჰალუცინაცია [ლათ. Hallucinatio მოტყუება, შეცდომა] – მცდარი მხედველობითი,


სმენითი, ყნოსვითი ან შეხებითი აღქმა, რომელიც გამოწვეულია ტვინის მოქმედების
დარღვევით (ეჩვენებათ არარსებული საგნები, ხმები და სხვ.).

ჰალფვინდ-ი [ჰოლანდ. Halfwind] – (ზღვ.). - იალქნიანი გემის კურსი, რომლის


დროსაც მისი დიამეტრული სიბრტყე ქარის მიმართულების ხაზთან 900-იან კუთხეს
ქმნის.

ჰალშტატის კულტურა - ადრეული რკინის ხანის (ძვ. წელთაღრ. 10-5 სს.)


კულტურა ილირიული და კელტური ტომებისა; გავრცელებული იყო შუა ევროპის
სამხრეთ ნაწილში [ავსტრიის ქალაქ ჰალშტატის (Hallstatt) სახელის მიხედვით,
რომლის მახლობლათაც წარმოებდა პირველი გათხრები] –.

ჰამადა [არაბ.] – უდაბნოს ქვიანი სივრცეები საჰარაში.

ჰამადრილ-ი [< ბერძ. Hamadryas (ხის ნიმფის სახელი)] – მაიმუნი პავიანების


ჯგუფისა; ბინადრობს აფრიკის ზოგ ქვეყანაში (სუდანში, ეთიოპიაში) და არაბეთის
ნახევარკუნძულზე.

ჰამაკ-ი [ფრანგ. Hamac] – ბადისებურად მოქსოვილი ჩამოსაკიდებელი საწოლი.

ჰანდიკაპ-ი [ინგლ. Handikap] – 1. რაიმე სპორტულ შეჯიბრებაში (მაგ., რბენაში):


შედარებით სუსტი მონაწილისათვის მოცემული უპირატესობა (მანძილის ან
დატვირთვის შემცირება და სხვ.). 2. დოღი, რომელშიც სხვადასხვა ასაკის ცხენები
მონაწილეობენ.

ჰანდშპუგ-ი [ინგლ. Handspike] – (ზღვ.). ხის ან ლითონის ბერკეტი გემზე


სიმძიმეების ასაწევად, მოსაბრუნებლად და გადასაადგილებლად.
ჰანზა [გერმ. Hansa] – შუა საუკუნეებში: ჩრდილოეთ გერმანიის ქალაქების
სავაჭრო და პოლიტიკური კავშირი.

ჰანსვურსტ-ი [გერმ. Hanswurst „ჰანსძეხვი»] – 1.ტაკიმასხარა გერმანულ სახალხო


თეატრში. 2. გერმანული თოჯინების თეატრის პერსონაჟი.

ჰანტელ-ი [გერმ. Hantel] – სატანვარჯიშო იარაღი - თუჯის ორი ბირთვი,


რომლებიც ერთმანეთთან მოკლე მრგვალი ტარით არის შეერთებული.

ჰაპტოტროპიზმ-ი [ბერძ. Hapto ვეხები და trope მობრუნება, შეცვლა] – ზოგი (მაგ.,


მცოცავი და ხვიარა) მცენარის რეაქცია მაგარ სხეულთან შეხებისას; გამოიხატება
ორგანოების მოხრით.

ჰარაკირი [იაპ.] – თვითმკვლელობის წესი იაპონიაში - მუცლის გამოფატვრა


(გავრცელებულია სამურაებში).

ჰარამხანა [არაბ.- სპარს. Haramchane აკრძალული სახლი] – მდიდარი


მუსლიმანის სახლში მისი ცოლებისათვის გამოყოფილი სახლი, ბინა.

ჰარმატან-ი (უფრო სწორია არმატანი) [ესპ. Harmatan] – მშრალი, ცხელი ქარი,


რომელიც ქრის აფრიკაში გვინეის ნაპირზე და რომელსაც მოაქვს წითელი მტვერი
საჰარიდან.

ჰარმონია [ბერძ. Harmonia თანაზომიერება] – 1. მთელის ნაწილების სწორი


შეხამება; შეთანხმებულობა, თანაზომიერება. 2. (მუს.). ტონების კანონზომიერი
შეხამება ერთდროული ბგერადობის დროს. 3. მუსიკის თეორიის ნაწილი - მოძღვრება
კომპოზიციაში თანაბგერადობის სწორი აგების შესახებ. 4. ერთსულოვნება.

ჰარმონიზაცია და ჰარმონიზება - (მუს.). მელოდიისათვის შესაფერისი


ჰარმონიული თანხლების მიწერა; ნასესხები მელოდიის საფუძველზე მუსიკალური
ნაწარმოების შექმნა.

ჰარმონიულ-ი - 1. ჰარმონიაზე დამყარებული; მწყობრად შეხამებული. მაგ., ჰ.


ხაზები. ადამიანის პიროვნების ჰ. განვითარება. 2. შეხმატკბილებული; ერთსულოვანი.
მაგ., ჰ. ოჯახი. ჩიტების ჰ. გალობა.

ჰარპაგონ-ი - ზოგჯერ იტყვიან ძუნწი ადამიანის აღსანიშნავად [მოლიერის


კომედია „ძუნწის» მთავარი პერსონაჟის Harpagon-ის სახელის მიხედვით] –.

ჰარპია [ბერძ. Harpyia] – 1. ბერძნულ მითოლოგიაში: ფრთოსანი ქალ-ურჩხული,


ქარიშხლის, გრიგალის ქალღმერთი; ჰარპიები ითვლებოდნენ უგზო-უკვლოდ
დაკარგული ადამიანების მომტაცებლებად. 2. (გადატ.). ავი დედაკაცი. 3. დიდი
მტაცებელი ფრინველი; გავრცელებულია სამხრეთ ამერიკის ტროპიკულ ტყეებში . 4.
ღამურა ერთგვარი; ბინადრობს ინდოეთში და მალაის არქიპელაგზე.
ჰარპიუს-ი [ჰოლანდ. Harpius] – ფისი, რომელსაც იღებენ წიწვოვანი ხეების
ძივთისაგან (თხელი გამჭვირვალე ნივთიერებისაგან).

ჰარპუნ-ი [ჰოლანდ. Harpoen] – სატყორცნი იარაღი (ბარჯი), რომელსაც იყენებენ


ვეშაპებსა და დიდ თევზებზე სანადიროდ.

ჰარპუნიორ-ი [ფრანგ. Harponneur] – ჰარპუნის მსროლელი; მებარჯე.

ჰარტ-ი [გერმ. Hart მაგარი] – 1. ტყვიის, კალისა და სურმის შენადნობი,


რომელსაც იყენებენ სასტამბო შრიფტის ჩამოსასხმელად. 2. გაცვეთილი,
დამტვრეული შრიფტი, რომელსაც ადნობენ ახალი შრიფტის ჩამოსასხმელად.

ჰარტბლეი, უფრო სწორია ჰარტბლაი [გერმ. Hartblei «მაგარი ტყვია»] – ტყვიისა


და სურმის შენადნობი, რომელიც მიიღება როგორც თანაპროდუქტი ტყვიის მადნის
გამოდნობისას; იყენებენ საკისართა შენადნობების, ჰარტის (მნიშვ. 1)
დასამზადებლად, ტყვიისა და საფანტის ჩამოსასხმელად.

ჰარცერებ-ი [პოლონ. Harcerz (მხ.)] – პოლონეთში: ბავშვთა და ახალგაზრდათა


ნებაყოფლობითი მასობრივი ორგანიზაციის წევრები, რომლებიც იზრდებიან
სოციალიზმისა და კომუნიზმის იდეალების სულისკვეთებით.

ჰასი [იაპ.] – იაპონიაში: ჩხირები, რომლებსაც საჭმლის ასაღებად და პირში


ჩასადებად ხმარობენ.

ჰაუბიც-ი [გერმ. Haubitze] – ერთგვარი ქვემეხი, რომელიც ისვრის კიდულად.

ჰაუპტვახტ-ი [გერმ. Hauptwache] – დაპატიმრებულ სამხედრო მოსამსახურეთა


მოსათავსებელი სადგომი, შენობა.

ჰაუპტმან-ი [გერმ. Hauptmann] – (სამხ.). ვერმახტში: კაპიტანი.

ჰაფნიუმ-ი - ქიმიური ელემენტი, რომელიც თავისი თვისებებით ახლოს დგას


ცირკონიუმთან; მისგან ამზადებენ ვარვარის ნათურების ძაფებს, სატელევიზიო
ელექტრონმილაკებს; შედის მხურვალმედეგ შენადნობთა შემადგენლობაში [ქ.
კოპენჰაგენის გვიანდელი ლათინური სახელწოდების Hafnia-ს მიხედვით] –.

ჰაშიშ-ი [არაბ. Hasis] – აღმაგზნებელი ნარკოტიკული ნივთიერება, რომელსაც


იღებენ ინდური კანაფისაგან.

ჰაჩბოტ-ი [ინგლ. Hatch-boat < Hatch ლიუკი და Boat ნავი] – პატარა გემი ერთგვარი;
აქვს ლიუკები და დასაშლელი გემბანი.

ჰაჯი [არაბ.] – საპატიო ტიტული მუსლიმანისა, რომელმაც მექა მოილოცა; ამ


ტიტულის მქონე პირი.
ჰებე [ბერძ. Hebe] – ბერძნულ მითოლოგიაში: სიჭაბუკის ქალღმერთი, ზევსისა და
ჰერას შვილი; ოლიმპზე ღმერთებს ნექტარსა და ამბროზიას მიართმევდა ხოლმე
(შეესაბამება რომაული მითოლოგიის იუვენტას).

ჰებრაიზმ-ი [< ბერძ. Hebraios ებრაელები] – ძველი ებრაული ენიდან ნასესხები


სიტყვა ან გამოთქმა.

ჰებრაისტ-ი - ჰებრაისტიკის სპეციალისტი.

ჰებრაისტიკა - იმ მეცნიერებათა ერთობლიობა, რომლებიც სწავლობს ძველ


ებრაელთა ენას, დამწერლობას, ისტორიასა და კულტურას.

ჰეგელიანელ-ი - ჰეგელიანელობის მიმდევარი.

ჰეგელიანელობა - მოძღვრება გერმანელი ფილოსოფოსის ჰეგელისა (1770-1831


წწ.), რომელმაც დაამუშავა იდეალისტური დიალექტიკის თეორია; ჰეგელის
ფილოსოფიის საფუძველზე წარმოქმნილ იდეალისტურ ფილოსოფიურ
მიმდინარეობათა საერთო სახელწოდება.

ჰეგემონ-ი [ბერძ. Hegemon] – პირი, რომელსაც ჰეგემონია უპყრია ხელთ;


ხელმძღვანელი, ბელადი.

ჰეგემონია [ბერძ. Hegemonia] – ხელმძღვანელობა, ბელადობა, ბატონობა.

ჰეგემონიზმ-ი - (პოლიტ.). ჰეგემონიისაკენ, მსოფლიო ბატონობისაკენ


მისწრაფება.

ჰეგემონისტ-ი - ჰეგემონიზმით გამსჭვალული პოლიტიკოსი.

ჰეგემონისტურ-ი - ჰეგემონიზმისა და ჰეგემონისტის დამახასიათებელი . მაგ ., ჰ .


პოლიტიკა.

ჰეგზამეტრ-ი [ბერძ. Hexametros] – ძველ ბერძნულ ლექსთწყობაში: ექვსმუხლიანი


დაქტილური ტაეპი (იხ დაქტილი).

ჰედერ-ი [ინგლ. Header] – კომბაინის სამკელი ნაწილი.

ჰედონია [< ბერძ. Hedone სიამოვნება] – (წიგნ.). უდიდესი სიამოვნების,


კმაყოფილების შეგრძნება.

ჰედონიზმ-ი [< ბერძ. Hedone სიამოვნება] – ეთიკის იდეალისტური მიმდინარეობა,


რომლის მიხედვითაც ცხოვრების მიზანს წარმოადგენს უდიდესი სიამოვნება,
სიტკბოება.

ჰეიზერ-ი (უმართებ.). იხ. გეიზერი.


ჰეკატომბე [ბერძ. Hekatombe] – ძველ საბერძნეთში: 100 ხარის მსხვერპლად
შეწირვა; შემდეგში - ყოველგვარი დიდი მსხვერპლის შეწირვა.

ჰელერ-ი [ჩეხ. Halek, გერმ. Heller] – 1.ხურდა ფული ჩეხოსლოვაკიაში, კრონის


1/100. 2. ხურდა ფული სამხრეთ და დასავლეთ გერმანიაში (მედ13დ19ს.ს.დში),
ავსტრიადუნგრეთში (1892 წ.- დან 1918 წ.-მდე), ხოლო შემდეგ - ავსტრიაში (1924 წ.-ის
ფულის რეფორმამდე, როდესაც მის ნაცვლად შემოიღეს გროში).

ჰელიკონ-ი [ბერძ. Helikon] – საბერძნეთში: მთა, რომელიც ბერძნული


მითოლოგიის მიხედვით წარმოადგენდა აპოლონისა და მუზების ადგილსამყოფელს;
აპოლონის პატივსაცემად მასზე ააგეს ტაძარი.

ჰელიკონ-ი [ბერძ. Helix (Helikos) დახვეული, მოღუნული] – სპილენძის სასულე


საკრავი დაბალი რეგისტრისა (ბასი).

ჰელიკოპტერ-ი [ბერძ. Helix (Helikos) ხვეული, სპირალი და პტერონ ფრთა] –


ჰაერზე მძიმე საფრენი აპარატი, რომელსაც შეუძლია ვერტიკალურად აფრინდეს ან
დაფრინდეს გარბენის გარეშე, გაუნძრევლად «ეკიდოს» ჰაერში, იმოძრაოს ყველა
მიმართულებით; შვეულმფრენი.

ჰელიო- [< ბერძ. Helios მზე] – რთული სიტყვის პირველი შემადგენელი ნაწილი;
აღნიშნავს მზესთან, მზის სხივებთან დაკავშირებულს. მაგ., ჰელიოფიზიკა,
ჰელიოთერაპია.

ჰელიოგეოფიზიკა [ბერძ. Helios მზე და (იხ. გეოფიზიკა)] – სამეცნიერო


დისციპლინა, რომელიც შეისწავლის მზეზე მიმდინარე პროცესების გავლენას
გეოფიზიკურ მოვლენებზე.

ჰელიოგრავიურა [ბერძ.Helios მზე და ფრანგ. gravure (იხ. გრავიურა)] – (პოლიგრ.)


ღრმა ბეჭდვის ერთდერთი ხერხი, რომლის დროსაც საბეჭდი ფორმა მზადდება
ფოტოგრაფიული და ქიმიური პროცესების გამოყენებით.

ჰელიოგრაფ-ი [ბერძ. Helios მზე და grapho ვწერ] – 1. ფოტოაპარატიანი


ტელესკოპი, რომელიც მზის გადასაღებად არის განკუთვნილი. 2. ხელსაწყო,
რომელიც ავტომატურად იწერს მზის სიკაშკაშის ხანგრძლივობას დღის
განმავლობაში. 3. (სამხ.). ხელსაწყო შუქის სიგნალების გადასაცემად შორ მანძილზე .

ჰელიოთერაპია [ბერძ. Helios მზე და therapeia მკურნალობა] – მზის სხივებით


მკურნალობა.

ჰელიომატ-ი [<ბერძ. Helios მზე] – სათვალე, რომლის მინები მზეზე თავისით


მუქდება.

ჰელიომეტრ-ი [ბერძ. Helios მზე და metreo ვზომავ] – ასტრონომიული ხელსაწყო


მცირე, 1°დ მდე კუთხეების გასაზომად ცის სფეროზე.
ჰელიოს-ი [ბერძ. Helios] – ბერძნულ მითოლოგიაში: მზის ღმერთი.

ჰელიოსკოპ-ი [ბერძ. Helios მზე და skopeo ვუყურებ] – ტელესკოპი მზის ზედაპირზე


ვიზუალური დაკვირვებებისათვის. (იხ. ვიზუალური დაკვირვება).

ჰელიოსტატ-ი [ბერძ. Helios მზე და statos მდგომარე] – ასტრონომიული


ხელსაწყო; საათის მექანიზმით მბრუნავი მისი სარკე მზის სხივებს მიაქცევს მუდმივად
ერთი მიმართულებით (მზის ხილული დღეღამური მოძრაობის მიუხედავად). იხ.,
აგრეთვე, ცელოსტატი.

ჰელიოტაქსის-ი [ბერძ. Helios მზე და taxis განლაგება] – (ბიოლ.). იგივეა, რაც


ფოტოტაქსისი.

ჰელიოტექნიკა - ტექნიკის დარგი, რომელსაც ეხება მზის ენერგიის გამოყენება


სამრეწველო და საყოფაცხოვრებო მიზნებისათვის.

ჰელიოტროპ-ი [ბერძ. Helios მზე და trope მოსახვევი] – 1. ბალახოვანი


დეკორატიული მცენარე; აქვს სურნელოვანი ყვავილები. 2. წითლად დაწინწკლული
მწვანე მინერალი, ქალცედონის ნაირსახეობა; იყენებენ წვრილ-წვრილ მხატვრულ
ნაკეთობათა დასამზადებლად. 3. გეოდეზიური ხელსაწყო, რომელსაც იყენებენ
ჰორიზონტალური კუთხეების გასაზომად ტრიანგულაციაში (იხ. ტრიანგულაცია ).

ჰელიოტროპიზმ-ი [ბერძ. Helios მზე და tropos მობრუნება] – იგივეა, რაც


ფოტოტროპიზმი.

ჰელიოფიზიკა - ასტროფიზიკის ნაწილი, რომელიც სწავლობს მზის


ატმოსფეროში მომხდარ მოვლენებს.

ჰელიოფილურ-ი [ბერძ. Helios მზე და phileo მიყვარს] –: ჰელიოფილური


მცენარეები - (ბოტან.). სინათლის მოყვარული მცენარეები.

ჰელიოფობურ-ი [ბერძ. Helios მზე და phobos შიში] –: ჰელიოფობური მცენარეები


(ბოტან.). ჩრდილის მოყვარული მცენარეები.

ჰელიოცენტრიზმ-ი - იგივეა, რაც სამყაროს ჰელიოცენტრული სისტემა (იხ.


ჰელიოცენტრული).

ჰელიოცენტრულ-ი [ბერძ. Helios მზე და ლათ. Centrum - ცენტრი] – სამყაროს


ჰელიოცენტრული სისტემა - მზის სისტემის შესახებ კოპერნიკის (1473–1543 წწ.)
მოძღვრება, რომლის მიხედვითაც მზე წარმოადგენს ცენტრს და მის გარშემო
მოძრაობენ პლანეტები (შდრ. გეოცენტრული.).

ჰელიუმ-ი [< ბერძ. Helios მზე] – ქიმიური ელემენტი, წყალბადის შემდეგ ყველაზე
მსუბუქი, უფერო და უსუნო გაზი.
ჰელმინთებ-ი [ბერძ. Helmins (Helminthos)] – ჭიები, რომლებიც პარაზიტობენ
ადამიანის, ცხოველის, მცენარის ორგანოებსა და ქსოვილებში.

ჰელმინთოზებ-ი [< ბერძ. Helmins (Helminthos) ჭია] – ადამიანის, ცხოველის,


მცენარის დაავადებანი, რომლებიც გამოწვეულია ორგანიზმში პარაზიტული ჭიების
(ჰელმინთების) შეღწევით და გამრავლებით.

ჰელმინთოლოგ-ი - ჰელმინთოლოგიის სპეციალისტი.

ჰელმინთოლოგია [ბერძ. Helmins (Helminthos) ჭია და logos მოძღვრება] –


მეცნიერება პარაზიტული ჭიებისა (ჰელმინთებისა) და მათ მიერ გამოწვეულ
დაავადებათა შესახებ.

ჰელოუ [ინგლ. Hallow] – შორისდებული, შეძახილი: ჰეი! (ინგლისში, ამერიკის


შეერთებულ შტატებში).

ჰელოფიტებ-ი [ბერძ. Helos ჭაობი და phyton მცენარე] – დჭაობის მცენარეები.

ჰემ- [< ბერძ. Haima] – რთული სიტყვის პირველი შემადგენელი ნაწილი; ნიშნავს:
სისხლთან დაკავშირებულს. მაგ., ჰემოგლობინი.

ჰემ-ი [ბერძ. Haima სისხლი] – ჰემოგლობინის არაცილოვანი ნაწილი.

ჰემაგლუტინაცია [ბერძ. Haima სისხლი და agglutinatio შეწებება] – ერთი პირის


სისხლის ერითროციტების აგლუტინაცია (ერთად შეგროვება) სხვისი სისხლის შრატში
შერევისას.

ჰემართროზ-ი [ბერძ. Haima სისხლი და arthron სახსარი] – სისხლის ჩაქცევა


სახსრის ღრუში.

ჰემატ- [ბერძ. Haima (Haimatos)] – რთული სიტყვის პირველი შემადგენელი


ნაწილი; ნიშნავს სისხლთან დაკავშირებულს. მაგ., ჰემატიტი, ჰემატოლოგია .

ჰემატინ-ი [< ბერძ. Haima (Haimatos) სისხლი] – რკინის შემცველი პიგმენტი,


ჰემოგლობინის დაშლის პროდუქტი.

ჰემატიტ-ი [< ბერძ. Haima (Haimatos) სისხლი] – ფართოდ გავრცელებული რკინის


მინერალი, ერთდერთი უმთავრესი რკინის მადანი.

ჰემატოგენ-ი [ბერძ. Haima (Haimatos) სისხლი და genos წარმოშობა; გვარი] –


რკინის შემცველი სამკურნალო პრეპარატი, გლიცერინსა და ღვინოში გახსნილი
ჰემოგლობინი; ხმარობენ სისხლნაკლებობის დროს.

ჰემატოზოებ-ი [ბერძ. Haima (Haimatos) სისხლი და zoon ცხოველი] –


ერთუჯრედიანი ორგანიზმები, რომლებიც პარაზიტობენ ხერხემლიანთა (მათ
შორისდადამიანის) სისხლში.
ჰემატოლოგია [ბერძ. Haima (Haimatos) სისხლი და logos მოძღვრება] –
მეცნიერება, რომელიც სწავლობს სისხლის შემადგენლობასა და თვისებებს , აგრეთვე
სისხლის დავადებებს.

ჰემატომა [<ბერძ. Haima (Haimatos) სისხლი] – (მედიც.). სისხლოვანი სიმსივნე,


რომელიც ჩნდება სისხლის ჩაქცევის შედეგად.

ჰემატოპოეზ-ი [ბერძ. Haima (Haimatos) სისხლი და poiesis შემონაქმედი] – სისხლის


ფორმოვანი ელემენტების (სისხლის წითელი და თეთრი ბურთულების) წარმოქმნა
ადამიანისა და ცხოველების ორგანიზმში.

ჰემატოქსილინ-ი [ბერძ. Haima (Haimatos) სისხლი და xylon ხე, მერქანი] – საღებავი


ნივთიერება, რომელსაც იყენებენ მიკროსკოპულ ტექნიკაში - მცენარეული და
ცხოველური ქსოვილების მოწითალო-იისფრად შესაღებად; ჰემატოქსოლინის
ექსტრაქტს იღებენ კამპეშის ხის ფერადი მერქნიდან.

ჰემატურია [ბერძ. Haima (Haimatos) სისხლი და uron შარდი] – (მედიც.). სისხლის


გამოყოფა შარდთან ერთად; ხდება ზოგიერთი დაავადების დროს.

ჰემერალოპია [ბერძ. Hemera დღე, alaos ბრმა; დამაბრმავებელი და pos (opos)


მხედველობა] – (მედიც.). მხედველობის მოშლილობა, როდესაც საღამოთი, ბინდისას
ვერ ხედავენ; ბინდის სიბრმავე, ქათმის სიბრმავე.

ჰემი- [ბერძ. Hemi] – რთული სიტყვის პირველი შემადგენელი ნაწილი; ნიშნავს


ნახევარს. მაგ., ჰემისფერო.ჰემიანესთეზია [ბერძ. Hemi ნახევარი და anaisthesia (იხ.
ანესთეზია)] – (მედიც.). მგრძნობელობის დაკარგვა სხეულის ერთ ნახევარში.

ჰემიატროფია [ბერძ. Hemi ნახევარი და (იხ. ატროფია)] – (მედიც.). სხეულის ან


რაიმე ორგანოს ერთი ნახევრის ატროფია.

ჰემიკრანია [ბერძ. Hemi ნახევარი და kranion თავის ქალა] – (მედიც.). თავის


ტკივილი ცალ მხარეს.

ჰემიკრიპტოფიტებ-ი [ბერძ. Hemi ნახევარი და (იხ. კრიპტოფიტები)] –


მცენარეები, რომელთაც მიწისზედა ნაწილები ზამთრობით ან გვალვიან პერიოდში
უკვდებათ, ხოლო განახლების კვირტები შენარჩუნებული აქვთ ნიადაგის დონეზე.

ჰემიპარეზ-ი [ბერძ. Hemi ნახევარი და paresis (იხ. პარეზი)] – (მედიც.). არასრული


დამბლა - სხეულის ერთი ნახევრის თავისუფალ მოძრაობათა შესუსტება.

ჰემიპლეგია [ბერძ. Hemi ნახევარი და Lpege დარტყმა] – (მედიც.). სხეულის ერთი


ნახევრის ნებისმიერი მოძრაობის დაკარგვა; ნახევარდამბლა.

ჰემისფერო [ბერძ. Hemisphairion] – 1. დედამიწის ან ცის ნახევარსფერო. 2. (ანატ.).


თავის ტვინის ნახევარსფერო.
ჰემოგლობინ-ი [ბერძ. Haima სისხლი და ლათ. globus ბირთვი] – სისხლის წითელი
სხეულაკების (ერითროციტების) შემადგენელი ნაწილი (საღებავი ნივთიერება),
რომელსაც გადააქვს ჟანგბადი და ნახშირორჟანგი და ამდენად დიდი მნიშვნელობა
აქვს სუნთქვისათვის.

ჰემოგრამა [ბერძ. Haima - სისხლი და gramma - ჩაწერა; ჩანაწერი] – სისხლის


მორფოლოგიური შემადგენლობის ჩაწერა გარკვეული სქემით.

ჰემოდიალიზ-ი [ბერძ. Haima სისხლი და dialysis დაშლა, გამოყოფა] –-სისხლის


თირკმელგარეშე გაწმენდის მეთოდი თირკმლის უკმარისობის დროს; ჰდის ყველაზე
უფრო ეფექტური მეთოდია ხელოვნური თირკმლის აპარატის გამოყენება.

ჰემოთერაპია [ბერძ. Haima სისხლი და therapeia მკურნალობა] – (მედიც.).


სისხლის გადასხმით მკურნალობა.

ჰემოთორაქს-ი [ბერძ. Haima სისხლი და thorax გულმკერდი] –დ (მედიც.). სისხლის


დაგროვება პლევრის ღრუში.ჰემოლიზ-ი [ბერძ. ჰაიმა სისხლი და ლყსის დაშლა] –
სისხლის წითელი ბურთულების (ერითროციტების) დაშლა და მათგან ჰემოგლობინის
გამოყოფა, გადასვლა სისხლის პლაზმაში; შეინიშნება ზოგიერთი დაავადების,
მოწამვლის, დამწვრობის დროს.

ჰემოლიმფა [ბერძ. Haima სისხლი და ლათ. lympha (იხ. ლიმფა)] – სითხე,


რომელიც მიმოიქცევა ისეთი უხერხემლო ცხოველების (მაგ., ფეხსახსრიანების,
მოლუსკების) სისხლძარღვებსა და უჯრედთაშორის ღრუებში, რომელთაც აქვთ
სისხლის მიმოქცევის ღია (არაშეკრული) სისტემა.

ჰემომეტრ-ი [ბერძ. Haima სისხლი და metreo ვზომავ] – ხელსაწყო, რომლითაც


სისხლში ჰემოგლობინის შემცველობას განსაზღვრავენ.

ჰემოპარაზიტებ-ი [ბერძ. Haima სისხლი და (იხ. პარაზიტი)] – იგივეა, რაც


ჰემატოზოები.

ჰემორაგია [ბერძ. Haimorrhagia] – (მედიც.). სისხლდენა.

ჰემოროი [ბერძ. Haimorrhoia სისხლდენა] – ბუასილი.

ჰემოსტაზ-ი [ბერძ. Haima სისხლი და stasis შეჩერება] – (მედიც.). სისხლდენის


შეჩერება.

ჰემოფილია [ბერძ. Haima - სისხლი და philia - მიდრეკილება] – (მედიც.). სისხლის


შედედების უნარის დაკარგვა, რაც იწვევს სისხლის დენას სულ მცირე დაზიანების
დროსაც.

ჰემფშირ-ის ცხვარი - მსხვილი სახორცე და სამატყლე ჯიშის ცხვარი [ინგლისის


საგრაფოს Hr,[djotr-ის სახელის მიხედვით, სადაც მე-19 ს.-ის I ნახევარში გამოიყვანეს
ამ ჯიშის ცხვარი] –.
ჰენდს-ი [ინგლ. Hands ხელი! ხელით შეხება] – (სპორტ.). 1. ფეხბურთში:
ბურთისათვის ხელით შეხება (საჯარიმო მოედანს გარეთ), რასაც ჯარიმა მოსდევს. 2.
ბურთიან ჰოკეიში: ბურთის არასწორი შეჩერება ხელით.

ჰენოთეიზმ-ი [ბერძ. Hen ერთი და theos ღმერთი] – პოლითეიზმის სახეობა,


რომლის დროსაც მრავალ სხვა ღვთაებას შორის ერთდერთი მათგანი ითვლება
მთავარ და ყველაზე ძლიერ ღმერთად.

ჰენრი - (ფიზ.). ინდუქციურობისა და ურთიერთინდუქციურობის ერთეული


[ამერიკელი ფიზიკოსის ჯ. ჰენრის (Henry, 1797-1878.) გვარის მიხედვით.] –.

ჰეპარინ-ი [<ბერძ. Hepar ღვიძლი] – ნივთიერება, რომელიც ხელს უშლის


სისხლის შედედებას; პირველად გამოყვეს ღვიძლიდან; მცირე რაოდენობით
მოიპოვება აგრეთვე ფილტვებში, თირკმელებში და სხვ.

ჰეპატიტ-ი [< ბერძ. Hepar (Hepatos) ღვიძლი] – (მედიც.). ღვიძლის ანთება.

ჰეპატოგენურ-ი [< ბერძ. Hepar (Hepatos) ღვიძლი და genos წარმოშობა] – (მედიც.).


ღვიძლში წარმოშობილი, ღვიძლიდან მომდინარე.

ჰეპატოლოგ-ი - ჰეპატოლოგიის სპეციალისტი; ექიმი, რომელიც ღვიძლის


დაავადებებს მკურნალობს.

ჰეპატოლოგია [ბერძ. Hepar (Hepatos) ღვიძლი და ლოგოს მოძღვრება] –


მედიცინის დარგი, რომელიც ღვიძლის დაავადებებსა და მკურნალობას სწავლობს.

ჰეპი-ენდ-ი [ინგლ. Happy end] –- «კეთილი ბოლო»; მხატვრული ნაწარმოების


(კინოფილმის, რომანის) კეთილი დასასრული.

ჰეპტაგონ-ი [ბერძ. Hepta შვიდი და gonia კუთხე] – შვიდკუთხედი.

ჰეპტაედრ-ი [ბერძ. Hepta შვიდი და hedra ფუძე, ზედაპირი, გვერდი] – (მათემ.).


სხეული, რომელიც შემოსაზღვრულია შვიდი სიბრტყით; შვიდწახნაგა.

ჰეპტაქორდ-ი [ბერძ. Hepta შვიდი და chorde სიმი] – 1. შვიდსიმიანი ლირა. 2.


შვიდსაფეხურიანი ბგერათრიგი.

ჰეპტოდ-ი [ბერძ. Hetaა შვიდი და (ელექტრ)ოდი] – შვიდი ელექტროდის


(კათოდის, ხუთი ბადისა და ანოდის) მქონე ელექტრონმილაკი; გამოიყენება ზოგი
ტიპის რადიომიმღებში რხევათა სიხშირის გარდასაქმნელად; სხვანაირად:
პენტაგრიდი.

ჰერ [გერმ. Herr] – გერმანიასა და ზოგ სხვა ქვეყნაში: მამაკაცის ხსენება ან


მისდამი მიმართვა (ჩვეულებრივ, გვართან ერთად); ბატონი; ბატონო.
ჰერა [ბერძ. Hera] – ბერძნულ მითოლოგიაში: ქალღმერთი, ზევსის უფროსი და
და მეუღლე, ქორწინებისა და ერთგული ცოლების მფარველი (რომაულ
მითოლოგიაში მას შეესაბამება იუნონა).

ჰერაკლე [ბერძ. Herakles] – ბერძნულ მითოლოგიაში: ზევსის შვილი, ნახევრად


ადამიანი - ნახევრად ღმერთი, ერთდერთი ყველაზე უფრო პოპულარული,
არაჩვეულებრივად ღონიერი გმირი (ლათინურად: ჰერკულესი).

ჰერალდიკა [<ლათ. Heraldus მაცნე] – დამხმარე ისტორიული დისციპლინა,


რომელიც გერბებს სწავლობს; გერბთმცოდნეობა.

ჰერბარიზაცია - ჰერბარიუმისათვის მცენარეების შეგროვება და გახმობა.

ჰერბარიუმ-ი [< ლათ. Herba ბალახი] – სპეციალურად შეგროვებული და გამხმარი


მცენარეების კოლექცია.

ჰერბიციდებ-ი [ლათ. Herba ბალახი და caedo ვკლავ] – ქიმიური ნივთიერებანი,


რომლებსაც იყენებენ სარეველა მცენარეების მოსასპობად.

ჰერკულეს-ი [ლათ. Hercules] –-1. ჰერაკლეს ლათინური სახელი. ჰერკულესის


სვეტები - ორი მთა გიბრალტარის სრუტესთან, ევროპისა და აფრიკის ნაპირებზე;
ანტიკური მითოლოგიის თანახმად ეს «სვეტები» ააგო ჰერკულესმა; ძველი ბერძნების
წარმოდგენით «ჰერკულესის სვეტები» იყო ძალიან შორს, ცხრა მთას იქით.
ჰერკულესის სვეტებამდე მივიდად(გადატ. წიგნ.) უკიდურესობამდე, სისულელემდე
მივიდა. 2. ( ასტრ.). ცის ჩრდილოეთ ნახევარსფეროს თანავარსკვლავედი; მასში
მოთავსებულია მზის მოძრაობის აპექსი. 3. ფარტენების სახით დამზადებული შვრიის
ბურღულის სახელწოდება.).

ჰერმ-ი [< ბერძ. Hermes] – (არქიტ.). ოთხწახნაგოვანი სვეტი, რომელიც


მთავრდება სკულპტურული თავით ან ბიუსტით; ანტიკურ ხანაში ჰერმები
თავდაპირველად ჰერმესს გამოხატავდნენ (აქედანდ სახელწოდება ).

ჰერმაფროდიტ-ი - ცხოველი ან ადამიანი, რომელსაც აქვს ორივე სქესის ნიშნები


[ბერძნული მითოლოგიური არსების (ჰერმესისა და აფროდიტეს შვილის) სახელის
მიხედვით, რომელიც ღმერთების ნებით შეერთებული იყო ნიმფა სალმაკიდასთან
ისე, რომ მასთან საერთო სხეული ჰქონოდა] –.

ჰერმაფროდიტიზმ-ი - მოვლენა, როდესაც ერთსა და იმავე ორგანიზმს აქვს


როგორც მამრობითი, ისე მდედრობითი სქესის ნიშნები; ორსქესიანობა.

ჰერმენევტიკა [ბერძ. Hermeneutike] – მეთოდი, რომლითაც ადგენენ


ლიტერატურული ძეგლების, ძველი ხელნაწერების ნამდვილობას, მათ წარმოშობას,
ისტორიას.
ჰერმეს-ი [ბერძ. Hermes] – ბერძნულ მითოლოგიაში: საძოვრებისა და ჯოგების,
გზებისა და ვაჭრობის ღმერთი, ღმერთების შიკრიკი ( რომაულ მითოლოგიაში მას
შეესაბამება მერკური).

ჰერმეტულ-ი - რაც ისე მჭიდროდ არის დახურული, დაგმანული ან ისე იხურება,


რომ ჰაერს სრულიად არ ატარებს; ჰაერგაუვალი [ლეგენდარული ეგვიპტელი
ბრძენისდჰერმეს სამგზის უდიდესისდ სახელის მიხედვით, რომელსაც მიაწერდნენ
ლითონის ბეჭდით ჭურჭლეულობის დაგმანვის ხელოვნებას] –. ჰერმოკამერად
ჰერმეტულად დახურული კამერა (მაგ. კოსმონავტებისათვის სავარჯიშოდ.).

ჰეროიზმ-ი [< ბერძ. Heros გმირი] – (წიგნ.). გმირობა.

ჰეროიკა [< ბერძ. Heros გმირი] – დრისამე გმირული შინაარსი, გმირული მხარე,
მაგ., შრომის ჰეროიკა.

ჰეროინუმ-ი [ლათ. Heroinum] – ნარკოტიკული საშუალება (მორფინზე ძლიერი).

ჰეროლდ-ი [გერმ. Herold] – შუა საუკუნეებში დასავლეთ ევროპაში: მაცნე,


მაუწყებელი; გამრიგე რაინდთა ტურნირებზე.

ჰეროსტრატე-ს სახელი - საძრახი საქმით, უღირსი საქციელით განთქმული


სახელი [ბერძენი Herostratos-ის სახელის მიხედვით, რომელმაც სახელის
უკვდავყოფის მიზნით 356წ. (ძვ. წელთაღრ.) დაწვა არტემიდა ეფესელის შესანიშნავი
ტაძარი] –.

ჰერპეტოლოგ-ი - ჰერპეტოლოგიის სპეციალისტი.

ჰერპეტოლოგია [ბერძ. Herpeton ქვეწარმავალი და logos მოძღვრება] –


ზოოლოგიის დარგი, რომელიც ქვეწარმავლებს სწავლობს.

ჰერც-ი - რხევათა სიხშირის საზომი ერთეული [გერმანელი ფიზიკოსის Hertz-ის


(1857-1894 წწ.) გვარის მიხედვით] –.

ჰერცოგ-ი [გერმ. Herzog] – დასავლეთ ევროპაში: თავადდაზნაურთა ერთ დერთი


უმაღლესი ტიტული; ამ ტიტულის მქონე პირი. საჰერცოგო - მსხვილი ფეოდალისდ
ჰერცოგის სამფლობელო.

ჰერცოგინია [გერმ. Herzogin] –ჰერცოგის ცოლი ან ქალიშვილი.

ჰესპერიდებ-ი [ბერძ. Hesperides] – ბერძნულ მითოლოგიაში: ტიტან ატლანტის


ქალიშვილები, რომლებიც ცხოვრობდნენ ზღაპრულ ბაღში; იქ ხარობდა ვაშლი,
რომელიც ისხამდა ოქროს ნაყოფს; ბაღს იცავდა ასთავიანი დრაკონი; ვაშლები
მოიტაცა ჰერაკლემ (ეს არის მისი ერთდერთი გმირობა).

ჰეტერა [ბერძ. Hetaira] – ძველ საბერძნეთში: განათლებული გაუთხოვარი ქალი,


რომელიც თავისუფალ, დამოუკიდებელ ცხოვრებას ეწეოდა.
ჰეტერიებ-ი და ეტერიები [ბერძ. Hetaireia] –1.ძველ საბერძნეთში: მოქალაქეთა
კავშირები, ჯგუფები, თანამეგობრობანი. 2.მე-18ს.-ის ბოლოს და მე-19ს.-ის
დასაწყისში: საბერძნეთის საიდუმლო საზოგადოებები, რომელთა მთავარი მიზანი
იყო თურქეთის ბატონობის დამხობა.

ჰეტერო- [<ბერძ. Heteros სხვა; მეორე] – რთული სიტყვის პირველი შემადგენელი


ნაწილი; ნიშნავს სხვას (საპირისპ. Homo-). მაგ.,ჰეტეროგენური.

ჰეტეროაუქსინ-ი [ბერძ. Heteros სხვა და (იხ. აუქსინები)] – ერთ-ერთი ყველაზე


უფრო გავრცელებული აუქსინი, მაღალი ფიზიოლოგიური აქტივობის მქონე
ნივთიერება; ხელს უწყობს მცენარეთა ზრდას; ამზადებენ სინთეზურად.

ჰეტეროგამია [ბერძ. ჰეტეროს სხვა და გამოს ქორწინება, შეუღლება] – (ბიოლ.).


სქესობრივი პროცესის ტიპი - განაყოფიერების დროს შერწყმული ორი გამეტი
გარეგნულად განსხვავდება ერთმანეთისაგან; ახასიათებს ზოგ წყალმცენარესა და
სოკოს.

ჰეტეროგენურ -ი [ბერძ. Heterogenes] – შემადგენლობით, წარმოშობით,


თვისებებით სხვადასხვაგვარი (საპირისპ. ჰომოგენური).

ჰეტეროგონია [ბერძ. Heteros სხვა და gone დაბადება] – (ზოოლ.). უხერხემლო


ცხოველებში: თაობათა მონაცვლეობის ერთ-ერთი ფორმა ერთმანეთს ენაცვლება
განაყოფიერებული და გაუნაყოფიერებელი კვერცხიდან განვითარებული თაობები
(იხ. პართენოგენიზი) ანდა ცალსქესიანი თაობები იცვლება ჰერმაფროდიტული (იხ.
ჰერმაფროდიტიზმი) თაობებით.

ჰეტეროსექსუალიზმ-ი [ბერძ. Heteros სხვა და ლათ. sexualis სქესობრივი] – დ1.


სქესობრივი ლტოლვა საპირისპირო სქესის ინდივიდისადმი (შდრ.
ჰომოსექსუალიზმი). 2. საპირისპირო სქესისათვის დამახასიათებელი ნიშნების გაჩენა .

ჰეტეროტოპია [ბერძ. Heteros სხვა და topos ადგილი] – ქსოვილები ან რაიმე


ორგანოს ნაწილების წარმოქმნა მათთვის უჩვეულო ადგილას (მაგ., კბილების
ამოსვლა სასაზე, ძვლის ტვინის გაჩენა კუჭუკანა ჯირკვალში, უმაღლეს
ხერხემლიანთა წინა კიდურების სხვ.).

ჰეტეროტროფულ-ი [ბერძ. Heteros სხვა და trophe საკვები] –: ჰეტეროტროფული


ორგანიზმები - (ბიოლ.). ორგანიზმები, რომლებიც საკვებად იყენებენ მზა ორგანულ
ნივთიერებებს; ასეთ ორგანიზმებს განეკუთვნებიან უმაღლესი პარაზიტული
მცენარეები, სოკოები მიკროორგანიზმების უმეტესობა, ყველა ცხოველი და ადამიანი
(შდრ. ავტოტროფული ორგანიზმები).

ჰეტეროფილია [ბერძ. Heteros სხვა და phyllon ფოთოლი] – (ბოტან.). სხვადასხვა


ფორმის ფოთლების არსებობა ერთი და იმავე მცენარის ერთ ან სხვადასხვა
ყლორტზე (ქართ. სინონ. ნაირფოთლიანობა).
ჰეტმან-ი [პოლონ. Hetman] – მე-16-18 სს.-ში: პოლონეთ-ლიტვის სახელმწიფოს
შეიარაღებული ჯარების მთავარსარდალი. 2. მე -16-17სს.-ში უკრაინაში: კაზაკთა
ჯარის არჩეული მეთაური; მე-17-18სს.-ში: უკრაინის მმართველი.

ჰეფესტოს-ი [ბერძ. Hephaistos] –- ბერძნულ მითოლოგიაში: ცეცხლისა და


მჭედლობის ღმერთი (რომაულ მითოლოგიაში მას შეესაბამება ვულკანი).

ჰექსაგონ-ი [ბერძ. Hex ექვსი და gonia კუთხე] – ექვსკუთხედი.

ჰექსაედრ-ი [ბერძ. Hex ექვსი და hedra ფუძე, ზედაპირი, გვერდი] – (მათემ.).


სხეული, რომელიც შემოსაზღვრულია ექვსი სიბრტყით; ექვსწახნაგა.

ჰექსაქლორან-ი [ბერძ. Hex - ექვსი და cloros (იხ. ქლორი)] – ორგანული ნაერთი,


რომელიც შეიცავს ქლორის ექვს ატომს; ერთდერთი ყველაზე უფრო ძლიერი შხამია,
იყენებენ მცენარეთა მავნებლების წინააღმდეგ საბრძოლველად.

ჰექსაქორდ-ი [ბერძ. Hex ექვსი და chorde სიმი] – (მუს.). ექვსაფეხურიანი


ბგერათრიგი.

ჰექსოდ-ი [ლათ. Hex ექვსი და (ელექტრ)ოდი ] – რადიომიმღების ელექტრონ


მილაკი, რომელსაც ექვსი ელექტროდი აქვს.

ჰექტარ-ი [ფრანგ. Hectare] – მიწის ფართობის საზომი ერთეული (მეტრული


სისტემისა); უდრის 100 არს ანუ 10.000 კვადრატულ მეტრს.

ჰექტო- [<ბერძ. Hekaton ასი] – რთული სიტყვის პირველი შემადგენელი ნაწილი;


აღნიშნავს ასს, ასჯერ-ს მაგ., ჰექტოლიტრი.

ჰექტოგრაფ-ი [ბერძ. Hekaton - ასი და grapho - ვწერ] – გამარტივებული საბეჭდი


ხელსაწყოდ ხელნაწერი ან მანქანით გადაწერილი ტექსტის გასამრავლებლად .

ჰექტოლიტრ-ი [ბერძ. Hekaton ასი და ფრანგ. litre ლიტრი] – სითხის ან ფხვიერი


სხეულის საზომი (მეტრული სისტემისა); უდრის 100 ლიტრს.

ჰიადებ-ი [ბერძ. .-ლათ. Hyades] – ბერძნულ და რომაულ მითოლოგიაში: შვიდი და


(ნიმფები), ტიტან ატლანტის ქალიშვილები, რომლებიც გლოვობდნენ ერთადერთი
ძმის სიკვდილს; ჰ. ღმერთებმა თანავარსკვლავედად აქციეს.

ჰიაკუმე - ხურმის ერთ-ერთი ჯიში (ჩვენში გავრცელებული მისი სახელწოდებაა: «


კარალიოკი»).

ჰიალიტ-ი [<ბერძ. Hyalos მინა] – მინერალი, ოპალის ნაირსახეობა; გვხვდება


მკვრივი, წყალივით გამჭვირვალე პატარა ქერქების, მტევნისებური აგრეგატების ,
წვრილი სტალაქტიტის მაგვარი წარმონაქმნების და სხვათა სახით.

ჰიატუს-ი [ლათ. Hiatus] – (ლინგვ.). ერთი სიტყვის ბოლო ხმოვნისა და მისი


მომდევნო სიტყვის დასაწყისი ხმოვნის შეხვედრა, თავმოყრა.
ჰიბერნაცია [ინგლ. Hibernation ზამთრის ძილი < ლათ. ჰიბერნუს ზამთრისა, ცივი] –
იგივეა, რაც ჰიპოთერმია.

ჰიბისკუს-ი [ლათ.Hibiscus] – სხვადასხვა სახეობის ტროპიკულ მცე ნარეთა


საერთო სახელი; მათ შორის ყველაზე უფრო ცნობილია ჩინური ვარდი.

ჰიბრიდ-ი [ლათ. Hibrida ნაჯვარი] – მცენარეების ან ცხოველების ჰიბრიდიზაციის


შედეგად წარმოქმნილი ორგანიზმი.

ჰიბრიდიზაცია - მცენარეების ან ცხოველების სხვადასხვა სახეობის შეჯვარება


გაუმჯობესებული ჯიშის, სახეობის მისაღებად.

ჰიგიენა [<ბერძ. Hygieinos ჯანმრთელი, ჯანსაღი ] – მეცნიერება, რომელიც


სწავლობს გარემოს ზემოქმედებას ადამიანის ორგანიზმზე და ამუშავებს

ჯანმრთელობის დაცვის ღონისძიებებს; ჯანმრთელობის დაცვის


უზრუნველყოფის პრაქტიკულ ღონისძიებათა ერთობლიობა.

ჰიგიენისტ-ი - ჰიგიენის სპეციალისტი ექიმი.ჰიგრო- [ბერძ. Hygros ტენიანი,


ნესტიანი ] – რთული სიტყვის პირველი შემადგენელი ნაწილი; ნიშნავს ტენიანობას .
მაგ., ჰიგრომეტრი.

ჰიგროსკოპიული.ჰიგროგრაფ-ი [ბერძ. Hygros ტენიანი და grapho ვწერ] –


თვითმწერი ჰიგრომეტრი.

ჰიგრომეტრ-ი [ბერძ. Hygros ტენიანი და metreo ვზომავ] – ჰაერის ტენიანობის


გასაზომი ხელსაწყო.

ჰიგრომეტრია - მეცნიერება, რომელიც ამუშავებს ჰაერის ტენიანობის გაზომვის


მეთოდებს.

ჰიგროსკოპიულ-ი [ბერძ. Hygros ტენიანი და skopeo ვუყურებ] – რაც ადვილად


შთანთქავს ტენს, სინოტივეს.

ჰიგროსკოპიული ბამბა - ცხიმისაგან გაწმენდილი ბამბა.

ჰიგროსტატ-ი [ბერძ. Hygros ტენიანი და statos მდგომარე] – ლაბორატორიული


ხელსაწყო ჰაერის ტენიანობის შესაქმნელად.

ჰიგროფილურ-ი [ბერძ. Hygros ტენიანი და phileo მიყვარს] – (ბოტან.). წყლის


მოყვარული (მცენარე).

ჰიგროფიტებ-ი [ბერძ. Hygros ტენიანი და phyton მცენარე] – (ბოტან.). მცენარეები,


რომელთა ორგანიზმი შეგუებულია ჭარბად სველ ნიადაგებს (მაგ., ჭაობებს) და
ტენიან ატმოსფეროს (შდრ. მეზოფიტები, ქსეროფიტები, ჰიდროფიტები).

ჰიდალგო - იხ. იდალგო.


ჰიდრა [ბერძ. Hydra] – 1. ბერძნულ მითოლოგიაში: მრავალთავიანი წყლის
გველი, რომელსაც მოჭრილი თავების ნაცვლად ახლები ამოსდიოდა; მოკლა
ჰერაკლემ. 2. მტკნარი წყლის წვრილი (1-2 სმ. სიგრძის) უხერხემლო ღრუნაწლავიანი
ცხოველი (პოლიპი); აქვს განსაკუთრებული უნარი მთლიანი ორგანიზმის აღდგენისა (
1/200 ნაწილიდან შეიძლება განვითარდეს მთელი ჰ.). 3. ცის სამხრეთ ნახევარსფეროს
თანავარსკვლავედი.

ჰიდრავლიკა [< ბერძ. Hydraulikos წყლისა] – მეცნიერება სითხეების


წონასწორობისა და მოძრაობის კანონთა შესახებ, აგრეთვე ამ კანონების
პრაქტიკული გამოყენების შესახებ.

ჰიდრავლიკურ-ი - 1. ჰიდრავლიკასთან დაკავშირებული. 2. რაც სითხის წნევის


ძალით მოქმედებს ან წარმოებს.

ჰიდრანტ-ი [< ბერძ. Hydor წყალი] – 1. წყალსადენის ხაზზე მოწყობილი


წყალასაღები სვეტი ან ონკანი ქუჩის მოსარწყავად. ხანძრის ჩასაქრობად და სხვ . 2.
ჰიდრანტები - (ზოოლ.). მრავალრიცხოვანი ინდივიდები, რომლებიც ერთ ღეროზე
სხედან და წარმოადგენენ წყლის ღრუნაწლავიანი ცხოველების (პოლიპების)
კოლონიებს - ჰიდროიდებს.

ჰიდრატ-ი [< ბერძ. Hydor წყალი] – ქიმიური ნაერთი ლითონთა ჟანგეულებისა


წყალთან.

ჰიდრატაცია [< ბერძ. Hydor წყალი] – (ქიმ.). წყლის შეერთება სხვადასხვა


ნივთიერებასთან.

ჰიდრემია [ბერძ. Hydor წყალი და haima სისხლი] – (მედიც.). წყლის სიჭარბე


სისხლში.

ჰიდრია [ბერძ. Hydria] – წყლის საზიდი ყურიანი ჭურჭელი, ზოგჯერ ლამაზად


მოხატული; იცოდნენ ძველ საბერძნეთში.

ჰიდრიდ-ი [ბერძ. Hydor წყალი და eidos სახე] – ქიმიური ნაერთი წყალბადისა სხვა
ელემენტებთან.

ჰიდრო- [< ბერძ. Hydor წყალი] – რთული სიტყვის პირველი შემადგენელი


ნაწილი; აღნიშნავს: წყლისას, წყალთან დაკავშირებულს. მაგ.,
ჰიდროთვითმფრინავი, ჰიდროენერგეტიკა, ჰიდროქიმია.

ჰიდროაეროდრომ-ი - აეროდრომი ჰიდროთვითმფრინავებისათვის; წყლის


აეროდრომი.

ჰიდროაეროპლან-ი - იგივეა, რაც ჰიდროთვითმფრინავი.

ჰიდროავიაცია - კრებითი სახელწოდება საფრენი აპარატებისა, რომლებიც


მოწყობილია წყლის ზედაპირიდან ასაფრენად და მასზე დასაჯდომად.
ჰიდროაკუსტიკა - აკუსტიკის ნაწილი, რომელიც სწავლობს ბგერის გავრცელებას
წყალში.

ჰიდრობიოლოგია - ბიოლოგიის ნაწილი, რომელიც სწავლობს წყლის


ცხოველებსა და მცენარეებს.

ჰიდროგენერატორ-ი - ელექტრული გენერატორი, რომელიც წყლის ტურბინის


საშუალებით მიღებულ წყლის მოძრაობის წყლის მოძრაობის ენერგიას
ელექტრონულ ენერგიად გარდაქმნის.

ჰიდროგენიზაცია - (ქიმ.). წყალბადის შეერთება სხვადასხვა ქიმიურ სხეულთან.


მაგ., ნავთობის ჰ., ცხიმების ჰ.

ჰიდროგენ(იუმ.).-ი [ლათ. Hydrogenium <ბერძ.] – წყალბადის (ქიმიური ელემენტის)


ლათინური სახელწოდება; გამოიყენება მისი ნაერთების, მისი მონაწილეობით
მიმდინარე პროცესების და სხვ. სახელწოდებებში. მაგ., ჰიდრიდები.
ჰიდროგენიზაცია. ჰიდროგეოლოგიად გეოლოგიის დარგი, რომელიც სწავლობს
მიწისქვეშა წყლების წარმოშობას, მოძრაობასა და თვისებებს.ჰიდროგრაფ-ი -
ჰიდროგრაფიის სპეციალისტი.

ჰიდროგრაფია [ბერძ. Hydor წყალი და grapho ვწერ] – მეცნიერება, რომელიც


სწავლობს და აღწერს დედამიწის ზედაპირის წყლებს.

ჰიდროდინამიკა - ჰიდრომექანიკის ნაწილი, რომელიც სწავლობს სითხის


მოძრაობას, აგრეთვე მასში სრულად ან ნაწილობრივად ჩაყურსული მყარი
სხეულების მოძრაობას.

ჰიდროდინამიკურ-ი: ჰიდროდინამიკური წნევა - მოძრავი სითხის წნევა.


ჰიდროდინამიკური წინაღობად წინაღობა, რომელსაც განიცდის სითხეში მოძრავი
სხეული ან რომელსაც უწევს მილის კედლები მასში მოძრავ სითხეს.

ჰიდროელევატორ-ი [ბერძ. Hydor წყალი და ელევატორი] – ჭავლური ტიპის


ტუმბო სითხეებისა და ჰიდრონარევების ასაწევად და მილსადენის საშუალებით
გადასაადგილებლად.

ჰიდროელექტრულ-ი - წყლის ძალით გამომუშავებულ ელექტრობასთან


დაკავშირებული. მაგ., ჰიდროელექტრული სადგური [შემოკლ.:
ჰიდრო(ელექტრო)სადგური] –.

ჰიდროენერგეტიკა - მეცნიერებისა და ტექნიკის დარგი, რომლის მიზანია წყლის


ენერგიის გამოყენება ელექტრული ენერგიის საწარმოებლად.

ჰიდროთერაპია - წყლით მკურნალობა.

ჰიდროთვითმფრინავ-ი - თვითმფრინავი, რომელსაც შეუძლია წყლის ზედაპირზე


დაჯდომა და იქიდან აფრენა; ჰიდროაეროპლანი.
ჰიდროიდებ-ი [ბერძ. Hydor წყალი და eidos სახე] – (ზოოლ.). წყლის უხერხემლო
ღრუნაწლავიანი ცხოველები.

ჰიდროიზოლაცია - სამშენებლო კონსტრუქციების, შენობათა და ნაგებობათა


დაცვა წყლის მოქმედებისაგან.

ჰიდროკორტიზონ-ი - ჰორმონი, რომელიც წარმოიქმნება თირკმელზედა


ჯირკვლის ქერქში; იყენებენ როგორც ანთებისა და ალერგიის საწინაღმდეგო
პრეპარატს, მალამოს სახით - ეგზემის, თვალის დაავადებათა სამკურნალოდ და სხვ .

ჰიდროლაზებ-ი - ფერმენტები, რომლებიც ჰიდროლიზს ახდენს.

ჰიდროლიზ-ი [ბერძ. Hydor წყალი და lysis დაშლა] – (ქიმ.). რთული ნივთიერების


დაშლა წყლის ზემოქმედების შედეგად.

ჰიდროლოგ-ი - ჰიდროლოგიის სპეციალისტი.

ჰიდროლოგია [ბერძ. Hydor წყალი და logos მოძღვრება] – მეცნიერება, რომელიც


სწავლობს წყლის სივრცეებს, წყლის მიმოქცევას დედამიწის ზედაპირზე.

ჰიდროლოკატორ-ი - ჰიდროაკუსტიკური სადგური ან ხელსაწყო წყალქვეშა


ობიექტების მდგომარეობის გასარკვევად ბგერითი სიგნალების საშუალებით.

ჰიდროლოკაცია [ბერძ. Hydor წყალი და ლათ. lokatio განლაგება] – წყალში


არსებული სხეულის ადგილსამყოფლის განსაზღვრა მისგან არეკლილი ბგერითი
სიგნალების საშუალებით; ფართოდ იყენებენ გემების, წყალქვეშა ნავების, თევზთა
გუნდების ადგილსამყოფლის დასადგენად.

ჰიდრომეტალურგია [ბერძ. Hydor წყალი და მეტალურგია] – ლითონების მიღება


მადნებიდან და საქარხნო ნარჩენებიდან სხვადასხვა ქიმიური ნივთიერების წყლიანი
ხსნარების საშუალებით.

ჰიდრომეტეორებ-ი [ბერძ. Hydor წყალი და meteoros ჰაერში მოლივლივე] –


ატმოსფეროში წყლის ორთქლის პროდუქტები: ნისლი, ღრუბელი, ცვარი, რთვილი და
სხვ.

ჰიდრომეტეროლოგია [ბერძ. Hydor წყალი და მეტეოროლოგია] – მეცნიერება,


რომელიც სწავლობს წყლის მიმოქცევას ატმოსფეროში.

ჰიდრომეტრია [ბერძ. Hydor წყალი და metreo ვზომავ] – ჰიდროლოგიის ნაწილი,


რომელიც სწავლობს წყლის რეჟიმს (ხარჯს, სიჩქარეს, სიღრმეს და სხვ.).

ჰიდრომექანიკა - მექანიკის ნაწილი, რომელიც სწავლობს სითხის


წონასწორობისა და მოძრაობის კანონებს, აგრეთვე სითხისა და მასში სრულად ან
ნაწილობრივად ჩაყურსული მყარი სხეულების ურთიერთზემოქმედებას.
ჰიდრომოდულ-ი [ბერძ. Hydor წყალი და ლათ. modulus ზომა] – 1. მაჩვენებელი
წყლის იმ რაოდენობისა, რომელიც უნდა გადააგდონ (ამოშრობის დროს) ან
მოიყვანონ (მოსარწყავად) ფართობის თითოელ ერთეულზე. 2. ფარი, რომელზედაც
ამოჭრილია სპეციალური ფორმა წყლის გადასაშვებად; იყენებენ წყლის საშუალო
ხარჯის გაზომვისათვის.ჰიდრომონიტორ-ი - მოწყობილობა, რომელიც ისვრის წყლის
მძლავრ ჭავლს; იყენებენ გრუნტისა და ქანების დასამუშავებლად (წარეცხვის გზით),
ზოგი მთადმადნეულის გასარეცხად (გასამდიდრებელ ფაბრიკებში), ხანძრის
ჩასაქრობად და სხვ.

ჰიდრონეფროზ-ი [ბერძ. Hydor წყალი და nephros თირკმელი] – (მედიც.).


თირკმლის კისტოზური დაზიანება - თირკმლის ფიალებისა და თირკმლის მენჯის
დაჭიმვა შარდის უკუდენის დარღვევის შედეგად.

ჰიდრონიმებ-ი - წყლების (მდინარეების, ტბების და მისთ.) სახელწოდებანი.

ჰიდრონიმიკა [ბერძ. Hydor წყალი და onyma სახელი] – ტოპონიმიკის ნაწილი -


წყლების (მდინარეების, ტბების და მისთ.). სახელთა ერთობლიობა.

ჰიდროპლან-ი - იგივეა, რაც ჰიდროთვითმფრინავი.

ჰიდროპონიკა [ბერძ. Hydor წყალი და ponos მუშაობა] – მცენარეთა (მაგ.,


ბოსტნეულის, ყვავილების) მოყვანა ხელოვნურ გარემოში, უნიადაგოდ (წყალში
გახსნილი მარილების სისტემატურად მიწოდების გზით.). იხ., აგრეთვე აეროპონიკა.

ჰიდროპულტ-ი [ბერძ. Hydor წყალი და ლათ. (cata)pulta სატყორცნი] – ტუმბოს


მქონე აპარატი; იყენებენ ხანძრის საქრობად, კედლების შესაღებად, მცენარეთა
მოსარწყავად, მოსასხურებლად, სადგომების დეზინფექციისათვის და სხვ .

ჰიდროსტატიკა - ჰიდრომექანიკის ნაწილი, რომელიც სწავლობს სითხის


წონასწორობას, აგერთვე მასში სრულად ან ნაწილობრივად ჩაყურსული მაგარი
სხეულების წონასწორობას.

ჰიდროსფერო - წყლის გარსი, რომელიც აკრავს დედამიწას (ოკეანეები, ზღვები,


ტბები, მდინარეები...).

ჰიდროტაქსის-ი [ბერძ. Hydor წყალი და taxis წესრიგით განლაგება] – (ბიოლ.).


უდაბლესი ორგანიზმების მოძრაობა მეტი სინოტივის მიმართულებით (დადებითი ჰ.)
ან ნაკლები სინოტივის მიმართულებით (უარყოფითი ჰ.). მაგ., მშრალიდან უფრო
ნოტიო ნიადაგისაკენ.

ჰიდროტექნიკა - მეცნიერება, რომელიც სწავლობს წყლის რესურსების


გამოყენებას სამეურნეო საჭიროებათათვის, აგრეთვე წყლის სტიქიის მავნებელ
მოქმედებას; ტექნიკის დარგი, რომელიც განახორციელებს სათანადო
(ჰიდროტექნიკურ) ნაგებობათა საშუალებით.

ჰიდროტექნიკოს-ი - ჰიდროტექნიკის სპეციალისტი.


ჰიდროტროპიზმ-ი - [ბერძ. Hydor წყალი და trope მობრუნება, ცვლილება] –
(ბოტან.). მცენარის მზარდი ორგანოების, განსაკუთრებით ფესვების, გაღუნვა უფრო
ნოტიო გარემოსაკენ (დადებითი ჰ.).

ჰიდროფიზიკა - მოძღვრება იმ ფიზიკური პროცესების შესახებ, რომლებიც


მიმდინარეობს წყლის მასაში ბუნებრივ პირობებში.

ჰიდროფილია [ბერძ. Hydor წყალი და phileo მიყვარს] – 1. მცენარეთა დამტვერვა


წყლის საშუალებით. 2. ორგანიზმის ქსოვილების უნარი შებოჭოს წყალი, ხელი
შეუშალოს მის გამოყოფას.

ჰიდროფიტებ-ი [ბერძ. Hydor წყალი და phyton მცენარე] – (ბოტან.). წყალში


მცხოვრები მცენარეები (შდრ. მეზოფიტები, ქსეროფიტები, ჰიგროფიტები).

ჰიდროფობია [ბერძ. Hydor წყალი და phobos შიში] – (მედიც.). წყლის შიში, ცოფი
(დაავადება).

ჰიდროფონ-ი [ბერძ. Hydor წყალი და poone ბგერა] – წყალქვეშა ბგერების


მიმღები; იყენებენ ჰიდროლოკაციაში.

ჰიდროქინონ-ი [ბერძ. Hydor წყალი და (იხ. ქინონი)] – ორგანული ნივთიერება,


არომატული რიგის ორატომიანი სპირტი; იყენებენ ფოტოგრაფიაში როგორც
გამამჟღავნებელს, აგრეთვე საღებრების წარმოებაში.

ჰიდროქორია [ბერძ. Hydor წყალი და choreo წინ მივიწევ, ვვრცელდები] –


(ბოტან.). მცენარეთა სპორების, თესლისა და ნაყოფის გავრცელება წყლის დინებათა
მიერ.

ჰიდროქსილ-ი [ბერძ. Hydor წყალი და oxys მჟავე] – (ქიმ.). ჯგუფი ჟანგბადი -


წყალბადი, რომელიც შედის ბევრი ქიმიური ნაერთის (მაგ., წყლის, ტუტეების,
სპირტების) მოლეკულებში.

ჰიენა [ბერძ. Hyaina] – აფთარი.

ჰიეროგლიფ-ი - იხ. იეროგლიფი.

ჰილზ-ი [გერმ. Hilse] – 1. პაპიროსის ქაღალდის მასრა, რომელსაც თამბაქოთი


ტენიან. 2. ლითონის მილი ტყვიის ან ჭურვისათვის; აქვს ფსკერი, რომლის
ნახვრეტშიც იდება ფისტონი.

ჰილოზოიზმ-ი [ბერძ. Hyle ნივთიერება და zod სიცოცხლე] – მცდარი


ფილოსოფიური მოძღვრება, რომლის მიხედვითაც მატერია საყოველთაოდ
სულიერია; მატერიალიზმს მიაჩნია, რომ ფსიქოლოგიური არის თვისება არა
ყოველგვარი, არამედ მხოლოდ დიდად ორგანიზებული მატერიისა.
ჰილოტებ-ი [ბერძ. Heilotes (მხ.] – (ისტ.). სპარტაში (ძვ. საბერძნეთის ერთ-ერთ
ქალაქ-სახელმწიფოში): ნახევრად დამონებული გლეხები, მიწათმოქმედნი.

ჰიმალაი-ს დათვი - იხ. პანდა.

ჰიმენე [ბერძ. Hymenaios] – ბერძნულ მითოლოგიაში: ქორწინების ღმერთი.

ჰიმენიუმ -ი [< ბერძ. Hymen აფსკა, საფარველი] – (ბოტან.). ქუდიანი სოკოების


მეტად ან ნაკლებად მკვრივი ფენა, რომელიც შედგება სპორათწარმომქმნელი
უჯრედებისაგან.

ჰიმენომიცეტებ-ი [ბერძ. Hymen აფსკა, საფარველი და mykes (myketos) სოკო] –


დიდი ჯგუფი სოკოებისა, რომლებსაც ჰიმენიუმი მოთავსებული აქვს ნაყოფის სხეულის
ზედაპირზე.

ჰიმენოპტერებ-ი [ბერძ. Hymen აფსკა, საფარველი და pteron ფრთა] –


აპკოვანფრთოსანი მწერები (კრაზანები, ფუტკრები და სხვ.).

ჰიმნ-ი [ბერძ. Hymnos] – 1. საზეიმო სიმღერა, რომელიც მიღებულია როგორც


სახელმწიფოებრივი ან კლასობრივი ერთიანობის სიმბოლო. 2. სახოტბო გალობა;
ღვთაების სადიდებელი სიმღერა.

ჰიმნოგრაფ-ი - ჰიმნოგრაფიის წარმომადგენელი; ჰიმნების (იხ. ჰიმნი, მნიშვ. 2.)


შემქმნელი პოეტი.

ჰიმნოგრაფია [ბერძ. Hymnos ჰიმნი და grapho ვწერ] – სასულიერო პოეზია.

ჰინა - (მოძვ.). იხ. ინა.

ჰინტერლანდ-ი [გერმ. Hinterland] – 1. რაიონი, რომელიც ეკვრის სამრეწველო,


სავაჭრო ცენტრს, ნავსადგურს და ა.შ. 2. უკვე დაპყრობილი (კოლონიალური)
ტერიტორიის მომიჯნავე ნაწილი, რომელზედაც დაპყრობელი იმპერიალისტური
ქვეყანა აცხადებს პრეტენზიას.

ჰიოსციამინ-ი [< ბერძ. Hioskiamos ლენცოფა] – ალკალოიდი, რომელიც შედის


ბელადონის, ლენცოფას და ზოგი სხვა მცენარის შემადგენლობაში.

ჰიპარიონ-ი [< ბერძ. Hippos ცხენი და (the)rion მხეცი - განამარხებული ცხოველი


ცხენების ჯგუფისა.

ჰიპარქოს-ი [ბერძ. Hipparchos] – ძველ საბერძნეთში: ცხენოსანი რაზმის უფროსი.

ჰიპერ- [ბერძ. Hyper- ზე, ზევით] – რთული სიტყვის პირველი შემადგენელი


ნაწილი; აღნიშნავს ზევით ყოფნას, აგრეთვე ნორმის გადამეტებას. მაგ., ჰიპერტონია,
ჰიპერტროფია (საპირისპ. ჰიპო-).
ჰიპერაზოტემია [ბერძ. Hyper-ზე, ზევით და haima სისხლი] – (მედიც.). სისხლში
ცილოვანი ცვლის აზოტოვანი პროდუქტების (შარდოვანას, შარდმჟავას და სხვ.)
რაოდენობის მომატება; ვითარდება თირკმლების მძიმე დაავადების ან გულ-
სისძარღვთა უკმარობის დროს.

ჰიპერბოლა [ბერძ. Hyperbiole გაზვიადება] – დ1. მხატვრული ხერხი - მეტისმეტი


გაზვიადება შთაბეჭდილების გაძლიერების მიზნით. 2. (მათემ.). ორტოტიანი დაუხშავი
მრუდი, რომელიც მიიღება სიბრტყის საშუალებით კონუსის გადაკვეთისას.

ჰიპერბოლოიდ-ი - (მათემ.). ზედაპირი, რომელიც მიიღება ჰიპერბოლის


ბრუნვით.

ჰიპერბორეებ-ი [< ბერძ. Hyperboreos (მხ.) ] – დ1. ძველი ბერძნების თქმულებათა


მიხედვით: ზღაპრული ხალხი, რომელიც უკიდურეს ჩრდილოეთში ცხოვრობდა. 2.
(გადატ.). ჩრდილოელები.

ჰიპერგლიკემია [ბერძ. Hyper-ზე, მეტისმეტად და (იხ. glikemia)] – შაქრის სიჭარბე


სისხლში.

ჰიპერემია [ბერძ. Hyper-ზე, მეტისმეტად და haima სისხლი] – (მედიც.). სისხლის


მოწოლა, დაგროვება სხეულის რომელიმე ნაწილში ან ორგანოში.

ჰიპერესთეზია [ბერძ. Hyper-ზე, მეტისმეტად და aisthesis გრძნობა, შეგრძნება] –


კანის მგრძნობელობის სიჭარბე.

ჰიპერთერმია [ბერძ. Hyper-ზე, მეტისმეტად] – ორგანიზმის ზედმეტად გახურება


სითბოს წარმოქმნასა და გაცემას შორის ურთიერთმოქმედების (თერმორეგულაციის)
დარღვევის შედეგად.

ჰიპერკინეზ-ი [ბერძ. Hyper-ზე, ზევით და kinesis მოძრაობა] – (მედიც.). მეტისმეტი


არანებისმიერი მოძრაობა, რომელიც შეიმჩნევა ცენტრალური ნერვული სისტემის
ზოგი დაავადების დროს.

ჰიპერმეტროპია [ბერძ. Hyper-ზე, მეტისმეტად, merron ზომა და oss (opos)


მხედველობა] – (მედიც.). შორსმხედველობა.

ჰიპერმნეზია [ბერძ. Hyper-ზე, მეტისმეტად და mmesis მოგონება] – (მედიც.).


გადაჭარბებული, ავადმყოფური მეხსიერება.

ჰიპერონებ-ი [ბერძ. Hyper-ზე, ზევით და (ელექტრ)ონი] – არამდგრადი


ელემენტარული ნაწილაკები, რომელთა მასა მეტია ნეიტრონის მასაზე, მაგრამ
ნაკლებია დეიტრონის მასაზე; ჰ-ბის უმეტესობის სიცოცხლე დაახლოებით 10-10 წმ-ია.

ჰიპერპლაზია [ბერძ. Hyper-ზე, ზევით და plasis წარმოქმნა] – (ანატ.). ქსოვილებისა


და ორგანოების სტრუქტურული ელემენტების რიცხვის გადიდება; ჰიპერტროფიის
სახესხვაობა.
ჰიპერსეკრეცია [ბერძ. Hyper-ზე, ზევით და (იხ. sekrecia)] – (ფიზიოლ.). რომელიმე
ჯირკვლის სეკრეტის (იხ. სეკრეტი1) გაძლიერებული გამოყოფა.

ჰიპერსთენ-ი [ბერძ. Hyper - ზე, ზევით და sthenos ძალა, სიმაგრე] –


ქანწარმომქმნელი მინერალი პიროქსენების ჯგუფისა.

ჰიპერტონია [ბერძ. Hyper-ზე, ზევიდან და tonos დაძაბვა] – (მედიც.). სისხლის


წნევის აწევა, რაც ჰიპერტონიული დაავადების ძირითადი მიზეზია.

ჰიპერტონიკ-ი - (საუბ.). ჰიპერტონიით დაავადებული ადამიანი.

ჰიპერტროფია [ბერძ. Hyper -ზე, მეტისმეტად და trophe კვება] – 1. რაიმე ორგანოს


მეტისმეტი გადიდება ავადმყოფობის, დიდი დატვირთვის ან სხვა მიზეზის გამო. 2.
(გადატ.). რისამე არანორმალური განვითარება.

ჰიპერფუნქცია [ბერძ. Hyper-ზე, მეტისმეტად და (იხ. ფუნქცია)] – (ბიოლ.).


რომელიმე ორგანოს მეტისმეტად გაძლიერებული მოქმედება.

ჰიპესთეზია [ბერძ. Hypo ქვევით და aisthesis გრძნობა, შეგრძნება] – კანის


მგრძნობელობის დაქვეითება.

ჰიპი, მრ. ჰიპები [ინგლ. Hippes < Hip ბარძაყი] – კაპიტალისტურ ქვეყნებში მე-20 ს.-
ის 60 - 70-იან წლებში: ახალგაზრდობის წარმომადგენლები, რომელთაც მიაჩნდათ,
რომ თითოეულმა უნდა იცხოვროს ისე, როგორც მას მოეპრიანება; საკუთრება,
სიმდიდრე, ფუფუნება ადამიანს ამახინჯებს და ამიტომ უნდა მოისპოს; ჰიპები
გაქცეული იყვნენ სახლიდან, ჩაწეულ შარვალს (აქედან - სახელწოდება).

ჰიპნოზ-ი [ბერძ. Hypnos ძილი] – თავისებური, ძილთან მიახლოებული


მდგომარეობა, რომელიც, ჩვეულებრივ, შთაგონებით არის გამოწვეული.

ჰიპნოს-ი [ბერძ. Hypnos] – ბერძნულ მითოლოგიაში: ძილის ღვთაება, სიკვდილის


ღმერთის - თანატოსის - ძმა (ტყუპისცალი); წარმოდგენილი ჰყავდათ ფრთოსან
მძინარე ყმაწვილად (შდრ. ჰიპნოზი).

ჰიპნოტიზიორ-ი [ფრანგ. Hypnotiseur < ბერძ.] – პირი, რომელიც ჰიპნოზის


მდგომარეობაში აქცევს ვისმე; ჰიპნოზით მკურნალი ექიმი.

ჰიპნოტიზირება და ჰიპნოტიზაცია - ჰიპნოზის მდგომარეობაში მოქცევა


შთაგონებით; დაჰიპნოზება.

ჰიპნოტიზმ-ი - მოძღვრება ჰიპნოზის შესახებ.

ჰიპნუმ-ი [ლათ. Hipnum] – (ბოტან.). მწვანე ხავსი, რომელიც ხშირად გვხვდება


ქვედურ ჭაობებზე; მონაწილეობს ტორფის წარმოქმნაში.

ჰიპო- [ბერძ. Hypo ქვეშ, ქვევით] – რთული სიტყვის პირველი შემადგენელი


ნაწილი; აღნიშნავს ქვევით ყოფნას, აგრეთვე დაქვეითებას ნორმასთან შედარებით.
მაგ., ჰიპოტონია. ჰიპოდერმა. ჰიპოქსია (საპირისპ. ჰიპერ-).

ჰიპოგეა [ბერძ. Hypo ქვეშ და ge დედამიწა] – სიცოცხლე, რომელიც


მიმდინარეობს მიწისქვეშეთში, გამოქვაბულებში, ნაპრალებში.

ჰიპოგლიკემია [ბერძ. Hypo ქვევით, დაბლა და (იხ. glikemia)] – შაქრის სიმცირე


სისხლში.

ჰიპოდერმის-ი [ბერძ. Hypo ქვეშ, ქვევით და derma ტყავი, კანი] – (ანატ.).


ეპიდერმისის ქვეშ განლაგებულ უჯრედთა ფენა.

ჰიპოდინამია [ბერძ. Hypo ქვევით, დაბლა და dynamis ძალა, ძლიერება] –


მოძრაობის უნარის დაქვეითება.

ჰიპოდრომ-ი - იხ. იპოდრომი.

ჰიპოვიტამინოზ-ი - დაავადება, რომელიც დაკავშირებულია ორგანიზმში


ვიტამინების ნაკლებობასთან (შდრ. ავიტამინოზი).

ჰიპოთალამუს-ი [ბერძ. Hypo ქვეშ, ქვევით და thalamos პარკუჭი] – (ანატ.). დიდი


ტვინის ნაწილი, რომელიც მოთავსებულია ე. წ. მხედველობითი ბორცვების ქვეშ;
მონაწილეობს ნივთიერებათა ცვლის მოწესრიგებაში.

ჰიპოთიაზიდ-ი - სამკურნალწამლო პრეპარატი - ძლიერი შარდსადენი


საშუალება.

ჰიპოთეზა [ბერძ. Hypothesis ვარაუდი] – რაიმე მოვლენის ასახსნელად


წამოყენებული მეცნიერული ვარაუდი, რომლის უეჭველობა ჯერ არ არის ცდით
დამტკიცებული.

ჰიპოთერმია [ბერძ. Hypo ქვევით, დაბლა და therme სითბო] – (მედიც.). ადამიანის


სხეულის ტემპერატურის დაწევა ხელოვნურად; იწვევს გულის მოქმედების, სუნთქვის ,
ნივთიერებათა ცვლის და სხვ. დაქვეითებას; ორგანიზმს აახლოებს ცხოველთა
«ზამთრის ძილის» მდგომარეობასთან; იყენებენ გულის ოპერაციებისა და ზოგი
დაავადების მკურნალობის დროს.

ჰიპოკინეზია [ბერძ. Hypo ქვეშ და kinesis მოძრაობა] – (მედიც.). დაავადება,


რომელიც გამოწვეულია ადამიანის ხანგრძლივი უმოძრაობით.

ჰიპოკოტილ-ი [ბერძ. Hypo ქვეშ, ქვევით, დაბლა და kotyle ფოსო, ჯამი] – (ბოტან.).
ღეროს პატარა მონაკვეთი ფესვსა და პირველ ფოთლებს (ლებნებს) შორის
(სხვანაირად: ლებნისქვეშა მუხლი).

ჰიპოკრენე - იხ. იპოკრენე.

ჰიპოლოგია [ბერძ. Hippos ცხენი და logos მოძღვრება] – მეცნიერება ცხენების


შესახებ.
ჰიპოპლაზია [ბერძ. Hypo ქვეშ, ქვევით და plasis წარმოქმნა] – (ანატ.). ქსოვილის
ან ორგანოს არასრული განვითარება (შდრ. ჰიპერპლაზია).

ჰიპოპოტამ-ი [ბერძ. Hippopotamos] – იგივეა, რაც ბეჰემოთი.

ჰიპოსეკრეცია [ბერძ. Hypo ქვეშ, ქვევით და (იხ. სეკრეცია)] – (ფიზიოლ.).


რომელიმე ჯირკვლის სეკრეტის (იხ. სეკრეტი1) შემცირებულად გამოყოფა.

ჰიპოსტაზ-ი (უფრო სწორია: ჰიპოსტასი) [ბერძ. Hypostasis ნალექი] – (მედიც.).


სისხლის შეგუბება სხეულის ქვედა ნაწილებსა და ორგანოებში; ემართებათ
ავადმყოფებს, რომელთაც გულის მოქმედება აქვთ მოდუნებული. 2. (წიგნ.).
სახეცვლილება (იხ., აგრეთვე, იპოსტასი).

ჰიპოსტილ-ი [ბერძ. Hypostilos სვეტებით შეკავებული] – (არქიტ.). ფართო


დახურული ნაგებობა (ტაძრის ან სასახლის დარბაზი), რომლის ჭერიც ეყრდნობა
მრავალრიცხოვან, ახლო-ახლო აღმართულ სვეტებს; გავრცელებული იყო ძველ
აღმოსავლეთში (ეგვიპტეში, ირანში).

ჰიპოსულფიტ-ი - გოგირდოვანმჟავა ნატრიუმი; იყენებენ ფოტოგრაფიაში


(ფიქსაჟად) და სხვ.

ჰიპოტაქს-ი [ბერძ. Hypotaxis] – (ლინგვ.). ქვეწყობა (წინადადებათა). შდრ.


პარატაქსი.

ჰიპოტენუზა [ბერძ. Hypoteinusa] – (მათემ.). სწორკუთხა სამკუთხედის გვერდი,


რომელიც მდებარეობს სწორი კუთხის პირდაპირ.

ჰიპოტონია [ბერძ. Hypo ქვეშ და tonos დაძაბვა] – (მედიც.). სისხლის წნევის


დაქვეითება.

ჰიპოტროფია [ბერძ. Hypo ქვეშ, ქვევით და tropeo კვება] – რაიმე ორგანოს ან მისი
ნაწილის მოცულობის შემცირება (საპირისპ. ჰიპერტროფია).

ჰიპოფიზ-ი [ბერძ. Hypo ქვეშ და physis წარმოქმნა] – (ანატ.). შინაგანი სეკრეციის


ჯირკვალი, რომელიც მოთავსებულია თავის ტვინის ფუძესთან; გავლენას ახდენს
ორგანიზმის ზრდასა და განვითარებაზე.

ჰიპოფუნქცია [ბერძ. Hypo ქვეშ, ქვევით და (იხ. ფუნქცია)] – (ბიოლ.). რაიმე


ორგანოს დაქვეითებული მოქმედება.

ჰიპოქონდრია - იხ. იპოქონდრია.

ჰიპოქსია [ბერძ. Hypo ქვევით და გვიანდელი ლათ. oxi (genium) ჟანგბადი] –


ჟანგბადის ნაკლებობა სისხლში.

ჰიპოცენტრ-ი [ბერძ. Hypo ქვეშ, ქვევით და (იხ. ცენტრი)] – მიწისძვრის კერის


ცენტრალური წერტილი.
ჰირუდინ-ი [< ლათ. Hirudo (Hirudinis) წურბელა] – ნივთიერება, რომელსაც
გამოყოფს სამედიცინო წურბლის სანერწყვე ჯირკვლები; აფერხებს სისხლის
შედედებას.

ჰისტამინ-ი [< ბერძ. Histos ქსოვილური ჰორმონი] – ბიოლოგიურად აქტიური


ნივთიერება; დიდი რაოდენობით მოიპოვება ცხოველებისა და ადამიანის სხვადასხვა
ორგანოში (ფილტვებში, ღვიძლში, კანში); იწვევს კაპილარების გაფართოებას,
მსხვილი სისხლძარღვების შევიწროებას და სხვ.

ჰისტეროსკოპ-ი [ბერძ. Hystera საშვილოსნო და skopeo ვუყურებ] – ხელსაწყო


საშვილოსნოს შინაგანი ღრუს დასათვალიერებლად.

ჰისტო- [< Histos ქსოვილი] – რთული სიტყვის პირველი შემადგენელი ნაწილი;


ნიშნავს სხეულის ქსოვილებთან დაკავშირებულს. მაგ., ჰისტოლოგია.

ჰისტოგენეზ-ი [ბერძ. Histos ქსოვილი და genesis წარმოშობა] – ქსოვილის


წარმოქმნა ცხოველურ ორგანიზმში.

ჰისტოლიზ-ი [ბერძ. Histos ქსოვილი და lysis დაშლა, გახსნა] – ორგანიზმის


ქსოვილების დაშლა ქსოვილური ან ბაქტერიული წარმოშობის სხვადასხვა
ფერმენტით მათი გახსნის გზით.

ჰისტოლოგ-ი - ჰისტოლოგიის სპეციალისტი.

ჰისტოლოგია [ბერძ. Histos ქსოვილი და logos მოძღვრება] – მეცნიერება


ადამიანისა და ცხოველების ქსოვილთა აგებულების შესახებ.

ჰისტოფიზიოლოგია - ჰისტოლოგიის ნაწილი, რომელიც შეისწავლის


ცხოველური ქსოვილებისა და მათი კომპლექსების ფუნქციათა მექანიზმებს.

ჰისტოქიმია - ჰისტოლოგიის ნაწილი, რომელიც შეისწავლის ცხოველთა და


მცენარეთა ქსოვილების ქიმიურ თვისებებს.

ჰისტრიონ-ი [ლათ. Histrio (Histrionis)] – 1. ძველ რომში: მსახიობი, რომელიც


პირველ ხანებში უნიღბოდ თამაშობდა (ნიღაბი შემოიღეს I ს.-ში ძვ. წელთაღრ.). 2.
ადრეულ შუა საუკუნეებში (მე-9 დ13 სს.) ევროპაში: სახალხო მოხეტიალე მსახიობი,
რომელიც ერთდროულად იყო მთხრობელიც, მუსიკოსიც, აკრობატიც, თოკზე
მოსიარულეც, ცხოველების მწვრთნელიც და ა. შ.

ჰიტ-ი [ინგლ. Heat] – 1. საცხენოსნო სპორტში: ცხენის გარბენა მოკლე მანძილზე


(საბჭოთა კავშირში - 1. 600 მ-ზე). 2. ველო და მოტოსპორტში: შეჯიბრება, რომლის
მონაწილენი გარკვეულ მანძილს სათითაოდ გადიან.

ჰიტლერიზმ-ი - ფაშისტური დიქტატურა გერმანიაში ჰიტლერის მეთაურობით


(1933 - 1945 წწ.); ფაშისტური დიქტატურის იდეოლოგია.
ჰიფსოთერმომეტრ-ი [ბერძ. Hypsos სიმაღლე და (იხ. თერმომეტრი)] – ხელსაწყო
ატმოსფერული წნევის გასარკვევად წყლის დუღილის ტემპერატურის მიხედვით; თუ
გვეცოდინება ატმოსფერული წნევა, შესაძლებელი იქნება ადგილმდებარეობის
სიმაღლის გამოანგარიშება ზღვის დონიდან.

ჰიფსომეტრ-ი - იგივეა, რაც ჰიფსოთერმომეტრი.

ჰიფსომეტრია [ბერძ. Hypsos სიმაღლე და metreo ვზომავ] – დედამიწის ზედაპირის


რელიეფის გეოგრაფიულ რუკებზე ჰორიზონტალების საშუალებით გამოხატვის ერთ-
ერთი საშუალება.

ჰიჯრა [არაბ.] – მუსლიმანურ ქვეყნებში გავრცელებული წელთაღრიცხვა


(კალენდარი); ჰ.-ის დასაბამად ითვლება 622 წელი, როდესაც მაჰმადი და პირველი
მუსლიმანები მექიდან მედინაში გადასახლდნენ.

ჰობ-ი [ინგლ. Hobby] – რამეთი გატაცება; აჩემებული საქმიანობა, რომელსაც


სამუშაოდან თავისუფალ დროს მისდევენ გართობის, დასვენების მიზნით (მაგ.,
ფილატელია, ყვავილების, ჩიტების მოვლა, თევზაობა და სხვ.).

ჰობოი [გერმ. Oboe და Hoboe] – ხის ჩასაბერი მუსიკალური საკრავი; ბგერის


სიმაღლის მიხედვით საშუალო კლარნეტსა და ფლეიტას შორის.

ჰობოისტ-ი - ჰობოის დამკვრელი მუსიკოსი.

ჰოკეი [ინგლ. Hockey] – სპორტული გუნდური თამაში ყინულზე (ან ბალახზე);


თამაშის მიზანია ყვანჭით შეაგდონ ბურთი ან შაიბა მოწინააღმდეგის კარში.

ჰოკეისტ-ი - ჰოკეის მოთამაშე სპორტსმენი

ჰოლ-ი [ინგლ. Hall] – დიდი ოთახი ან მოზრდილი დარბაზი სხვადასხვა


დანიშნულებისა (მაგ.)., მოსაცდელი ოთახი სასტუმროში, თეტრში, კინოში და სხვ).

ჰოლარქტიკა [ბერძ. Holos მთელი, მთლიანი და (იხ. არქტიკა)] – ხმელეთის ერთ-


ერთი ბიოგეოგრაფიული არე; მოიცავს ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ტროპიკსგარეშე
ნაწილს.

ჰოლდინგ-ი [ინგლ. Holding ჩაბღუჯვა] – (სპორტ.). წესის დარღვევა კრივში - ერთ-


ერთი მონაწილის მიერ მეორის ხელების ან ტანის დაჭერა.

ჰოლმინ-ი - (ქიმ.). ლანთანოიდების ჯგუფის ელემენტი [ქ. სტოკჰოლმის ლათ.


სახელწოდების Holmia-ს მიხედვით] –.

ჰოლოგრამა [ბერძ. Holos (იხ.ჰოლოგრაფია) და gramma ნაწერი] – მოცულობითი


გამოსახულება, სურათი.

ჰოლოგრაფია [ბერძ. Holos მთელი, სრული და (ფოტო)გრაფია] – ობიექტის


მოცულობითი გამოსახულების მიღების მეთოდი.
ჰოლოფანებ-ი [ბერძ. Holos მთელი, მთლიანი და phanos ნათელი] – გამჭვირვალე
მინისაგან დაწნეხილი თალფაქები; იყენებენ სხვადასხვა გასანათებელ ხელსაწყოში
(შუქის არეკვლის, გარდატეხისა და განბნევისათვის).

ჰოლოცენ-ი [ბერძ. Holos მთელი, მთლიანი და kainos ახალი] – დედამიწის


თანამედროვე გეოლოგიური ეპოქა (სხვანაირად: გამყინვარების შემდგომი ეპოქა ).

ჰომეოპათ-ი - ექიმი, რომელიც ჰომეოპათიის საშუალებებით მკურნალობს .

ჰომეოპათია [ბერძ. Homoios მსგავსი და pathos ავადმყოფობა] – მკურნალობის


მეთოდი - ძალიან მცირე დოზებით ხმარება ისეთი წამლებისა, რომელთა დიდი
დოზები ჯანმრთელ ადამიანში იწვევს მოცემული დაავადების ნიშნებს.

ჰომეოპათიურ-ი დოზები - იტყვიან რისამე ძალიან მცირე დოზებზე (იხ.


ჰომეოპათია).

ჰომეოსტაზ-ი [ბერძ. Homoios მსგავსი და statis უძრაობა] – ცხოველურ ორგანიზმში


მიმდინარე რთული რეაქციების ერთობლიობა, რომელთა დანიშნულება სხვადასხვა
შინაგანი გარემოს (მაგ., სხეულის ტემპერატურის, სისხლის წნევის...) მდგრადი
წონასწორობის დაცვა.

ჰომეროსულ-ი სიცილი - თავშეუკავებელი, ხმამაღალი სიცილი, ხარხარი


[გამოთქმა დაკავშირებულია ღმერთების სიცილთან, რომელიც აღწერილია ძველი
ბერძენი პოეტის ჰომეროსის «ილიადაში»] –.

ჰომილეტიკა [< Homileo ვსაუბრობ] – სტენოგრაფიულად ჩაწერილი ძველი


საეკლესიო მოძღვრებადქადაგებანი.

ჰომინგ-ი - იხ. ჰოუმინგი.

ჰომო- [< ბერძ. Homos მსგავსი, ტოლი; საერთო] – რთული სიტყვის პირველი
შემადგენელი ნაწილი; ნიშნავს მსგავსს, თანასწორს ( საპირისპ. ჰეტერო-). მაგ.,
ჰომოგენური.

ჰომოგამია [ბერძ. Homos მსგავსი და gamos ქორწინება, შეუღლება] – (ბიოლ.). 1.


მამრობითი და მდედრობითი ორგანოების ერთდროული მომწიფება ორივე სქესის
მქონე მცენარის ერთსა და იმავე ეგზემპლარზე; ხელს უწყობს თვითდამტვერვას (იხ.
დიქოგამია ). 2. მამრობითი და მდედრობითი სქესის ინდივიდების მიერ გენების
ერთნაირი კომბინაციის გადაცემა (იხ. ჰეტეროგამია).

ჰომოგენურ-ი [ბერძ. Homogenes] – შემადგენლობით, წარმოშობით, თვისებებით


ერთგვარი (საპირისპ. ჰეტეროგენური).

ჰომოლოგია [ბერძ. Homologia შესაბამისობა, შესატყვისობა] – (ბიოლ.). ისეთი


ორგანოების მსგავსება, რომლებიც აგებულია ერთი გეგმით, ვითარდება ერთნაირი
ჩანასახებისაგან, მაგრამ ასრულებს სხვადასხვა ფუნქციას (მაგ., ადამიანის ხელი და
ფრინველის ფრთა ანდა ადამიანის ხელი და იმავე ადამიანის ფეხი).

ჰომოლოგიურ-ი - (წიგნ.). შესაბამისი, შესატყვისი. ჰომოლოგიური ორგანოები -


(ბიოლ.). ერთგვარი წარმოშობის ორგანოები , რომელთაც ძირითადად ერთგვარი
აგებულება აქვთ და ხშირად არაერთგვარ ფუნქციას ასრულებენ (მაგ., ფრინველის
ფრთა და ადამიანის ხელი).

ჰომონიმ-ი, ჰომონიმია - იხ. ომონიმი, ომონიმია.

ჰომოპლასტიკა [ბერძ. Homos მსგავსი და (იხ. პლასტიკა )] – (მედიც.). ერთი


ადამიანის რაიმე ორგანოს ან ქსოვილის (მაგ., კანის) გადანერგვა მეორისათვის .

ჰომოსექსუალიზმ-ი [ბერძ. Homos მსგავსი და ლათ. sexualis სქესობრივი] –


არაბუნებრივი სქესობრივი ლტოლვა თავისივე სქესის პირისადმი.

ჰომოტიპია [ბერძ. Homos მსგავსი და typos ნიმუში, ფორმა] – (ბიოლ.).


სიმეტრიული ორგანოების მსგავსება.

ჰომოფონია [ბერძ. Homophonia] – (მუს.). 1. მელოდია აკომპანემენტითურთ


(საპირისპ. მონოდია). 2. მრავალხმიანობა, სადაც ერთი ხმა სჭარბობს.

ჰომრულ-ი [ინგლ. Home Rule თვითმართველობა] – ირლანდიის


თვითმართველობის ბურჟუაზიული პროგრამა, რომელიც წამოყენებულ იქნა მე-19 ს.-
ის 70-იან წლებში.

ჰომსტედ-ი [ინგლ. Homestead] – (ისტ.). ამერიკის შეერთებულ შტატებში: მიწის


ნაკვეთი, რომელიც ეძლეოდათ ახალმოსახლეებს უფასოდ ან შეღავათით.

ჰომუნკულუს-ი [ლათ. Homunculus კაცუნა] – შუა საუკუნეების ალქიმიკოსების


ფანტასტიკური წარმოდგენით: ადამიანის მსგავსი რაღაც არსება, რომლის მიღება
თითქოს შეიძლება ხელოვნურად ადამიანის სპერმატოზოიდისაგან.

ჰონვედ-ი [უნგრ. Honved სამშობლოს დამცველი] – 1. უნგრეთის 1848-49 წწ.


რევოლუციის დროს: უნგრეთის რევოლუციური არმიის სახელწოდება. 2. ყოფილ
ავსტრია-უნგრეთში: უნგრეთის ჯარების ნაწილი, რომელიც ემორჩილებოდა არა
საერთო- საიმპერიო, არამედ უნგრეთის სამინისტროს.

ჰონოკოკ-ი - (უმართებ.). იხ. გონოკოკი.

ჰონორ-ი [ლათ. Honor ღირსება, პატივი] – გაზვიადებული წარმოდგენა საკუთარ


ღირსებაზე; ყოყოჩობა, მედიდურობა, ქედმაღლობა .

ჰონორარ-ი [ლათ. Honorarium საპატიო ჯილდო] – ფულადი გასამრჯელო,


რომელსაც შრომის საზღაურად აძლევენ (ხელშეკრულების საფუძველზე) მწერლებს ,
მხატვრებს, ადვოკატებს და სხვ.
ჰონორეა - (უმართებ.). იხ. გონორეა

ჰოპერ-ი [ინგლ. Hpppper] – თვითსაცლელი ვაგონი საყარი ტვირთის


(ქვანახშირის მადნისა და მისთ.) გადასიზიდად.

ჰოპკალიტ-ი [ინგლ. Hopkalite] – (ქიმ.). მანგანუმის, სპილენძისა და ვერცხლის


ჟანგეულების ნარევი; წარმოადგენს კატალიზატორს; გამოყენება აქვს აირწინაღებში .

ჰოპლა! [ფრანგ. Hop-lh] –1.შეძახილი გადახტომის დროს. 2. აღტაცების


გამომხატველი წამოძახილი.

ჰოპლიტ-ი [ბერძ. Hoplites] – ძველ საბერძნეთში: მძიმედ შეიარაღებული ქვეითი


ჯარისკაცი.

ჰორ-ი [ეგვპტ.] – ეგვიპტურ მითოლოგიაში: მზის ღმერთი, რომელიც ითვლებოდა


ფარაონის ხელისუფლების მფარველად; მიაჩნდათ ოსირისისა და ისიდას შვილად;
წარმოდგენილი ჰყავდათ შავარდნის (ან შავარდნისთავიანი ადამიანის) ანდა
ფრთოსანი მზის დისკოს სახით.

ჰორელიეფ-ი [ფრანგ. Haut-relief] – სკულპტურული გამოსახულება, რომელიც


ამობურცულია ბრტყელ ზედაპირზე თავისი სავარაუდო მოცულობის ნახევარზე მეტად
(შდრ. ბარელიეფი).

ჰორიზონტ-ი [ბერძ. Horizon (ჰორიზონტოს)] – 1. დედამიწის ზედაპირის ნაწილი,


რომელსაც გაშლილ ადგილზე ხედავს დამკვირვებლის თვალი; ხაზი, რომლის
გაყოლებაზედაც ცა თითქოს დედამიწას ეხება; ცის დასალიერი. 2. (გადატ.).
თვალთახედვა. 3. წყლის სიმაღლე (მდინარეში, ტბაში, ზღვაში). 4. ჰორიზონტალური
სიბრტყე, რომელიც გადაკვეთს წიაღისეულის საბადოს რაიმე დონეზე.

ჰორიზონტალ-ი [გერმ. Horizontale] – 1. ჰორიზონტის სიბრტყის პარალელური


სწორი ხაზი; თარაზულა. 2. (გეოდ .). მრუდი ხაზი, რომელიც რუკაზე ან გეგმაზე ერთი
სიმაღლის იზოჰიფსი).

ჰორიზონტალურ-ი ჰორიზონტის ხაზის პარალელურად მიმართული; თარაზული.

ჰორმონ-ი [ბერძ. Hormone მამოძრავებელი] – (ფიზიოლ.). ნივთიერება,


რომელსაც გამოყოფენ შინაგანი სეკრეციის ჯირკვლები; მონაწილეობს ცოცხალი
ორგანიზმის ფუნქციების რეგულირებაში (სინონ. ინკრეტი).

ჰორმონალურ-ი - ჰორმონებთან დაკავშირებული.

ჰორმონოთერაპია - ჰორმონების შემცველი პრეპარატებით მკურნალობა.

ჰორნ-ი [გერმ. Horn] – სპილენძის სასიგნალო ჩასაბერი საკრავი (ქართ. სინონ.


ბუკი).

ჰორნისტ-ი - ჰორნის დამკვრელი (ქართ. სინონ. მებუკე).


ჰორორ-ი [ინგლ. Horror] – კაპიტალისტურ ქვეყნებში: საშინელებათა ფილმი
(აგრეთვე მოთხრობა და მისთ.).

ჰოროსკოპ-ი [ბერძ. Hora დრო და skopeo ვუყურებ ] – ვარსკვლავთა განლაგების


ცხრილი, რომელსაც ასტროლოგები ადგენენ შუა საუკუნეებიდან მოყოლებული ამა
თუ იმ პიროვნების ბედის საწინასწარმეტყველოდ.

ჰორტენზია [<ლათ. Hortensis ბაღისა] – დეკორატიული ბალახოვანი მცენარე; აქვს


მსხვილი ლამაზი ყვავილედი; ამ მცენარის ყვავილი.

ჰოსპიტალ-ი [გერმ. Hospital < ლათ.] – საბჭოთა კავშირში: საავადმყოფო


სამხედრო მოსამსახურეებისათვის; სხვა ქვეყნებში: აგრეთვე სამოქალაქო
სამკურნალო დაწესებულება.

ჰოსპიტალიერებ-ი [ფრანგ. Hospitaliers ] – (ისტ.). იგივეა, რაც იოანიტები.

ჰოსპიტალიზაცია დდ ჰოსპიტალში , საავადმყოფოში დაწვენა.

ჰოტენტოტებ-ი - სამხრეთ და სამხრეთ - დასავლეთ აფრიკის მკვიდრი


მოსახლეობა; მისი მნიშვნელოვანი ნაწილი მოსპეს კოლონიზატორებმა .

ჰოუმინგ-ი [ინგლ. Homing შინ დაბრუნება] – მოვლენა, როდესაც სახლიდან შორს


წაყვანილი ცხოველი (ძაღლი, კატა, ცხენი, მტრედი) თავისით გზას იგნებს და შინ
ბრუნდება.

ჰოფმაისტერ-ი [გერმ. Hofmeister] – (ისტ.). გერმანიაში, რუსეთში: მეფის კარის


ერთ-ერთი საპატიო ტიტული; მქონე პირი.

ჰოფმაკლერ-ი [გერმ. Hofmakler ] – რევულუციამდელ რუსეთში: ბირჟის მთავარი


მაკლერი.

ჰოფმარშალ-ი [გერმ. Hofmarschall] – (ისტ.). გერმანიაში, რუსეთში: ტიტული მეფის


კარის მოხელისა, რომელიც განაგებდა სასახლის სამეურნეო საქმეებს ; ამ ტიტულის
მქონე პირი.

ჰოფრირება - (უმართებ.). იხ. გოფრირება.

ჰუგენოტებ-ი [ფრანგ. Huguenots] – მე-16 -17 სს.-ში საფრანგეთში: პროტესტანტები


(კალვინისტები), რომელთაც სდევნიდნენ კათოლიკური ეკლესია და მთავრობა;
ჰუგენოტების ხოცვად ჟლეტა მოეწყო 1572 წ. «ბართლომეს ღამეს» (იხ. ბართლომეს
ღამე).

ჰუკ-ი [ინგლ. Hook] – (სპორტ.). კრივში: გვერდიდან დარტყმა მოღუნული ხელით;


კროშე.

ჰუმანიზმ-ი [ფრანგ. Humanisme < ლათ. Humanus ადამიანური ] – დ1.


მსოფლმხედველობა, რომელიც გამსჭვალულია ადამიანის სიყვარულით, მისი
ღირსების პატივისცემით; კაცთმოყვარეობა. 2. აღორძინების ხანაში (მე-14-16
საუკუნეებში); პროგრესული მიმდინარეობა, რომელმაც გამოაცხადა პიროვნების
თავისუფალი განვითარების პრინციპი, ადამიანის განთავისუფლება ფეოდალიზმისა
და კათოლიციზმის ბორკილებისაგან.

ჰუმანისტ-ი - 1. ჰუმანიზმით (მნიშვ.1) გამსჭვალული ადამიანი; კაცთმოყვარე. 2.


(ისტ.). ჰუმანიზმის (მნიშვ. 2) მიმდევარი.

ჰუმანიტარულ-ი [< ფრანგ. Humanitaire] –: ჰუმანიტარული მეცნიერებანი -


საზოგადოებრივი მეცნიერებანი (ფილოსოფია, ისტორია, ფილოლოგია და სხვ.) -
საბუნებისმეტყველო და ტექნიკურ მეცნიერებათაგან განსხვავებით.

ჰუმანოიდები [< ლათ. Humanus ადამიანური, ადამიანისა და ბერძ. eidos მსგავსი] –


სპეციალურ და ფანტასტიკურ ლიტერატურაში ასე იხსენიებიან შორეული
პლანეტებიდან ე. წ. «მფრინავი თეფშებით» ვითომდა დედამიწაზე მოსული
ადამიანთა მსგავსი არსებანი.

ჰუმანურ-ი [ლათ.Humanus] – ადამიანური, კაცთმოყვარული.

ჰუმიფიკაცია [ლათ. Humus ნიადაგი და facio ვაკეთებ] – ნიადაგში მცენარეული და


ცხოველური ნარჩენების გახრწნა მიკროორგანიზმების მოქმედების შედეგად .

ჰუმორ-ი - იხ. იუმორი.

ჰუმორალურ-ი [< ლათ. Humor სითხე] – ( ფიზიოლ.). ორგანიზმის სითხეებთან


(სისხლთან, ლიმფასთან და მისთ.) დაკავშირებული. მაგ., ჰუმორალური რეგულაცია.

ჰუმუს-ი [ლათ. Humus ნიადაგი] – მპალა, ნეშოპალა.

ჰუნეპ-ი - თურქთა ტომები, რომლებმაც I ს.დ ში (ძვ. წელთაღრ.) არალის ზღვის


რაიონში შექმნეს სამეფო; უკანასკნელი წინამძღოლის ატილას სიკვდილის შემდეგ
(453წ.) მათი სამხედრო კავშირი დაიშალა.

ჰუნტერ-ი [ინგლ. Hunter] – დიდი ტანის საჯდომი ცხენი, რომლის მოშენებასაც


სპორტული ნადირობისათვის მისდევენ ინგლისში.

ჰურიებ-ი (მხ. ჰური) [სპარს. Huri< არაბ.] – ყურანის მიხედვით: მუსლიმანურ


სამოთხეში მცხოვრები მარად ნორჩი ლამაზი ქალები.

ჰუსარ-ი [უნგრ. Huszar] – (ისტ.). მეფის რუსეთისა და ზოგი სხვა ქვეყნის


(თავდაპირველად უნგრეთის) არმიებში: მსუბუქი კავალერიის ჯარისკაცი ან ოფიცერი,
რომელსაც უნგრული ფორმა ეცვა.

ჰუსიტებ-ი - ჩეხეთში მე-15 ს.-ში: ეროვნულ-განმათავისუფლებელი და


ანტიკათოლიკური მოძრაობის ბელადის იან ჰუსის (J. Hus-ის) მიმდევრები.

You might also like