You are on page 1of 49

რა - ეგვიპტურ მითოლოგიაში: მზის ღმერთი - სამყაროს, ადამიანებისა და


ღმერთების შემქმნელი.

რაბათ-ი [არაბ. Rabat] – შუა აზიისა და სპარსეთის ქალაქებში მე- 7-8 სს.-ში:
ხელოსნებითა და ვაჭრებით დასახლებული გარეუბანი; მე-9 -10 სს.-ში ხდება
აღმოსავლური ფეოდალური ქალაქის ეკონომოკური და პოლიტიკური ცხოვრების
ცენტრად.

რაბატ-ი [გერმ. Rabatt < ფრანგ.] – (კომერც.).

კაპიტალისტურ ქვეყნებში: საქონელზე ფასჩამოკლება მუდმივი


პარტნიორისათვის, რომელიც ბითუმად ყიდულობს.

რაბატ-ი2 [გერმ. Rabatte კვალი] – ქუჩის გაყოლებაზე მოწყობილი


ყვავილნარის ზოლი, რომელსაც გარს შემოვლებული აქვს დეკორატიული
მცენარეები.რაბინ-ი [ძვ. ებრ. რაბბი ჩემო მასწავლებელო] – ებრაელთა კულტის
მსახური, მოძღვარი.

რაგუ [ფრანგ. Ragout] – წვრილად დაჭრილი ხორცისა და ბოსტნეულისაგან


გაკეთებული კერძი.

რად-ი [ინგლ. Rad (შემოკლ.) < Radiation absorbed dose - გამოსხივების


შთანთქმული დოზა] – მაიონებელი გამოსხივების შთანთქმული ენერგიის
ერთეული, რომლის დროსაც ერთ გრამ ნივთიერებაში შთაინთქმება 100 ერგი
ენერგია.

რადა [უკრ.] – 1. (ისტ.). უკრაინაში: სახალხო კრება, თავყრილობა. 2.


უკრაინასა და პოლონეთში: საბჭო, როგორც ხელისუფლების ორგანო (მინისტრთა
საბჭო, სასოფლო საბჭო და მისთ.). 3. უკრაინასა და ბელორუსიაში (1917-1918 წწ.):
ბურჟუაზიულ ნაციონალისტთა კონტრრევოლუციური ორგანიზაციების
სახელწოდება.

რადარ-ი [ინგლ. Radar (შემოკლ.) < Radio detecting and ranging - რადიოთი
აღმოჩენა და მანძილის განსაზღვრა)] – შემოკლებული სახელწოდება
რადიოლოკატორისა და რადიოლოკაციისა.

რადიალურ-ი - რაც რადიუსის სახით არის მიმართული, განლაგებული;


სხივისებური.

რადიანტ-ი [ლათ. Radians (Radiantis) გამომსხივარი] – (ასტრ.). ცის სფეროს


წერტილი, მოჩვენებითი წყარო მეტეორებისა, რომლებიც ჩანან დედამიწის
შეხვედრისას მეტეორული სხეულების გუნდთან, როდესაც ეს სხეულები
მოძრაობენ საერთო ორბიტაზე მზის ირგვლივ.

რადიატორ-ი [< ლათ. Radio გამოვასხივებ] – 1. გასახურებელი მოწყობილობა


ცენტრალური გათბობისა - მილების სისტემა, რომელშიც ცხელი წყალი ან ცხელი
ორთქლი მოძრაობს. 2. ავტომობილის , ტრაქტორის და მისთანების შიგაწვის
ძრავაში: თბოგადამცემი - გამაცივებელი სითხის ან საზეთი ზეთის ტემპერატურის
დასაწევად.

რადიაცია [ლათ. Radiatio] – 1. რაიმე სხეულის მიერ ელექტრომაგნიტური


ენერგიის გამოიხივება. მაგ., მზის რადიაცია. 2. რისამე გავრცელება ცენტრიდან
რადიუსების მიმარათულებით, სხივისებურად.

რადიკალ-ი [ლათ. Radicalis ძირისა, ძირითადი] – 1. რადიკალიზმის (მნიშვ. 2)


მომხრე. 2. უკიდურეს, გადამწყვეტ ღონისძიებათა მომხრე. 3.(მათემ.). ფესვის
ამოღების , ამოფესვის ნიშანი (ლ); ფესვის ამოღების შედეგი. 4. (ქიმ.). ატომთა
ჯგუფი რომელიც ერთი ნაერთიდან მეორეში უცვლელად გადადის.

რადიკალიზმ-ი - 1. ძირეული, გადამჭრელი ზომების მიღება თეორიული და


პრაქტიკული საკითხების გადაწყვეტისას. 2. ბურჟუაზიული ან წვრილბურჟუაზიული
პოლიტიკური მიმდინარეობა, რომელიც მოითხოვს დემოკრატიული რეფორმების
გატარებას ბურჟუაზიული სახელმწიფოს ჩარჩოებში და მისი ინტერესებისათვის.

რადიკულიტ-ი [< ლათ. Radicula პატარა ძირი, პატარა ფესვი] – (მედიც.).


ზურგის ტვინის ნერვთა ფესვების ანთება.

რადიო [ლათ. Radio - გამოვასხივებ] – გადაცემა და მიღება


ელექტრომაგნიტური ტალღებისა, რომლებიც სივრცეში უსადენებოდ ვრცელდება;
იყენებენ სიგნალების, ბგერების, გამოსახულებების შორ მანძილზე გადასაცემად .

რადიო- - რთული სიტყვის პირველი შემადგენელი ნაწილი; აღნიშნავს: 1)


რადიოსთან დაკავშირებულს. მაგ., რადიომიმღები. რადიოსიგნალი. 2)
რადიუმთან, რადიოაქტიურობასთან, რადიაციასთან დაკავშირებულს. მაგ.,
რადიოელემენტი. რადიომკურნალობა.

რადიოალტიმეტრ-ი - (ავიაც.). ალტიმეტრი, რომელიც დაფუძნებულია


რადიოლოკაციის პრინციპზე.

რადიოასტრონომია - ასტრონომიის ნაწილი, რომელიც იკვლევს მზეს,


ვარსკვლავებს, გალაქტიკებს და სხვა ციურ ობიექტებს მათ მიერ გამოსხივებულ
რადიოტალღებზე დაკვირვების გზით.

რადიოაქტიურობა - ქიმიური ელემენტის ატომგულის თვითნებური ან


ხელოვნურად გამოწვეული დაშლა, რასაც თან სდევს ელემენტარული
ნაწილაკების (ელექტრონების, პოზიტრონების და სხვ.) გამოსხივება.

რადიობიოლოგია - მეცნიერება მცენარეულ და ცხოველურ ორგანიზმებზე


და, საერთოდ, ბიოსფეროზე მაიონებელ გამოსხივებათა მოქმედების შესახებ.

რადიოგრაფია - სხვადასხვა ობიექტის (ნაკეთობათა, მინერალების და ა. შ.)


გამოკვლევის მეთოდი, რომელიც იყენებს რადიოაქტიური იზოტოპის
გამოსხივების ზემოქმედებას ფოტოშრეზე.

რადიოგრამა - რადიოთი გადაცემული ტელეგრამა (დეპეშა).


რადიოელექტრონიკა - კომპლექსი მეცნიერებისა და ტექნიკის დარგებისა,
რომლებიც დაკავშირებულია ელექტრომაგნიტური ტალღების საშუალებით
ინფორმაციის გადაცემის, მიღებისა და გარდაქმნის პრობლემებთან.

რადიოზონდ-ი - სხვადასხვა სიმაღლეზე წნევის, ტემპერატურისა და


ტენიანობის გასაზომი მეტეოროლოგიური ხელსაწყო, რომელიც რადიოთი
ავტომატურად გადმოსცემს გაზომვის შედეგებს; ატმოსფეროში უშვებენ პატარა
ჰაერბურთის საშუალებით.

რადიოთერაპია - რადიუმითა და სხვა რადიოაქტიური ნივთიერებებით


მკურნალობა.

რადიოინტერფერომეტრ-ი - რადიოასტრონომიული დაკვირვებისათვის


საჭირო ხელსაწყო, რომელიც შედგება ორი ანტენისაგან; ეს ანტენები
ერთმანეთთან დაკავშირებულია კავშირგაბმულობის კაბელური, ტალღასატარი
ან სარეტრანსლაციო ხაზით.

რადიოკომბაინ-ი - აპარატი, რომელშიც გაერთიანებულია რადიომიმღები,


ტელევიზორი, მაგნიტოფონი და ფირსაკრავი.

რადიოკომპას-ი - თვითმფრინავის რადიოპელენგატორი მიწისზედა


გადამცემი რადიოსადგურების პელენგაციისათვის.

რადიოლა - აპარატი, რომელშიც გაერთიანებულია რადიომიმღები და


ფირსაკრავი.

რადიოლიზ-ი [რადიო- და ბერძ. lisis დაშლა] – (ქიმ.). სხვადასხვა


ნივთიერების (წყლის, ორგანული ნაერთების და ა. შ. ). დაშლა მაიონებელი
გამოსხივების ზემოქმედებით.

რადიოლოგ-ი - 1. რადიოლოგიის სპეციალისტი ექიმი. 2. რადიოაქტიური


მოვლენების მცოდნე სპეციალისტი.

რადიოლოგია [რადი(უმი) და ბერძ. ლოგოს მოძღვრება] – მედიცინის დარგი,


რომელიც შეისწავლის მაიონიზებელ გამოსხივებათა გამოყენებას სხვადასხვა
დაავადების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მიზნით, აგრეთვე მათ ბიოლოგიურ
მოქმედებას.

რადიოლოკატორ-ი - რადიოლოკაციისთვის საჭირო მოწყობილობა.

რადიოლოკაცია [რადიო- და ლათ. ლოცატიო განლაგება] –


რადიოტალღების საშუალებით სხვადასხვა ობიექტის აღმოჩენა და მათი
ადგილმდებარეობის განსაზღვრა.

რადიომეტეოროგრაფ-ი - მოწყობილობა მეტეოროლოგიური


დაკვირვებისათვის თავისუფალ ატმოსფეროში; შედგება რადიოზონდისა და
დედამიწაზე დადგმული რადიომიმღებისაგან.

რადიომეტეოროლოგია - მეცნიერება, რომელიც ერთ მხრივ შეისწავლის


მეტეოროლოგიური პირობების გავლენას რადიოტალღების გავრცელებაზე
ტროპოსფეროსა და სტრატოსფეროში, ხოლო მეორე მხრივ - ტროპოსფეროსა
სტრატოსფეროს იკვლევს რადიოტალღების საშუალებით.

რადიომეტრ-ი [რადიო- და ბერძ. metreo ვზომავ] – 1. გამოსხივების


ინტენსიურობის ან ენერგიის გასაზომი ხელსაწყო. 2. რადიოაქტიურობის გასაზომი
ხელსაწყო.

რადიომეტრია - 1. ფიზიკის ნაწილი, რომელიც შეისწავლის სხივური


ენერგიის გაზომვის წესებს. 2. სასარგებლო წიაღისეულის დაზვერვის მეთოდი,
რომელიც დაფუძნებულია რადიოაქტიურობის გაზომვაზე; იყენებენ
რადიოაქტიური მადნისა და წყლის დაზვერვის დროს.

რადიონავიგატორ-ი - ხელსაწყო ზღვაში გემის ადგილის გეოგრაფიული


კოორდინატების დასაზუსტებლად რადიოსიგნალების საშუალებით, რომლებსაც
განუწყვეტლივ გამოასხივებს სინქრონულად მომუშავე სამი სანაპირო სადგური .

რადიონავიგაცია - გემებისა და თვითმფრინავების ტარება რადიოტექნიკურ


საშუალებათა დახმარებით.

რადიოპელენგ-ი [რადიო- და ჰოლანდ. Peiling (იხ. პელენგი1)] – კუთხე


მერიდიანსა და სიგნალების გამომსხივარი რადიოსადგურისაკენ მიმართულებას
შორის.

რადიოპელენგატორ-ი - რადიომიმღები მოწყობილობა, რომლითაც


განსაზღვრავენ მიმართულებას გადამცემი სადგურისაკენ.

რადიოპელენგაცია - პელენგაციის სახეობა - მიმართულების განსაზღვრა


რადიოგამოსხივების წყაროსაკენ.

რადიოპილოტ-ი - აეროლოგიური (იხ. აეოროლოგია) ხელსაწყო;


წარმოადგენს წყალბადით გავსებულ რეზინის ბურთს, რომელსაც აქვს სამიზნე
რადიოტალღების ასარეკლად; იყენებენ ქარის სიჩქარისა და მიმართულების
გასარკვევად ღრუბლებში და ღრუბლებს ზევით.

რადიორელეურ-ი კავშირგაბმულობა [რადიო- და ფრანგ. Reiais (იხ. რელე)] –


რადიოკავშირგაბმულობა, რომელიც ხორციელდება მიმღებ-გადამცემი
სადგურების რიგით; ჩვეულებრივ ეს სადგურები განლაგებულია მათი ანტენების
პირდაპირი ხილვადობის მანძილზე: რადიორელეური ხაზი - იგივეა, რაც რ.
კავშირგაბმულობა.

რადიოსტუდია - სპეციალურად მოწყობილი სადგომი, საიდანაც


რადიოგადაცემა წარმოებს.რადიოტელეგრაფ-ი - უსადენო ტელეგრაფი;
ცნობების გადაცემა ხორციელდება რადიოტალღების საშუალებით და ასოების,
ციფრების ან სხვა ნიშნების (მაგ., მორზეს ანბანის) გამოყენებით.

რადიოტელემეტრია - სხვადასხვა ფიზიკური, ტექნიკური სიდიდის გაზომვა


შორი მანძილიდან (მაგ., კოსმოსური ფრენისას), რომლის დროსაც გასაზომი
სიდიდე გარდაიქმნება რადიოსიგნალად.
რადიოტელემექანიკა - ტელემექანიკის დარგი, რომელშიც მართვისათვის
საჭირო ბრძანებისა და საკონტროლო ინფორმაციის გადასაცემად იყენებენ
კავშირგაბმულობის არხებს.

რადიოტელესკოპ-ი - ასტრონომიული ხელსაწყო, რომელსაც იყენებენ მზის


სისტემის, გალაქტიკისა და მეტაგალაქტიკის ობიექტებისაგან
რადიოგამოსხივების მისაღებად.

რადიოტელეფონ-ი - გადამცემი და მიმღები აპარატურა რადიოთი


სატელეფონო კავშირის დასამყარებლად.

რადიოტექნიკა - მეცნიერება, რომელიც სწავლობს მაღალი სიხშირის


ელექტრომაგნიტურ რხევებსა და რადიოტალღებს; ტექნიკის დარგი, რომელიც
ახორციელებს მათ გამოყენებას კავშირგაბმულობისათვის, ტელევიზიისათვის,
ნავიგაციისათვის და სხვ.

რადიოტოქსემია - (მედიც.). ორგანიზმის მოწამვლა რადიოაქტიური


ნივთიერებებით (იხ. ტოქსემია).

რადიოფიკაცია და რადიოფიცირება [რადიო- და ლათ. ფაციო ვაკეთებ] – 1.


რადიოსადგურებისა და რადიოდანადგარების ქსლის მოწყობა. 2.
რადიოაპარატურით აღჭურვა რისამე. მაგ., ქარხნის რ.

რადიოფონია [რადიო- და ბერძ. phone ხმა, ბგერა] – რადიომაუწყებლობის


ტექნიკის დარგი, რომელსაც ეხება მუსიკალურ გადაცემათა ხარისხის საკითხები .

რადიოქიმია - ქიმიის დარგი, რომელიც შეისწავლის რადიოაქტიური


იზოტოპებისა და ელემენტების თვისებებს და მათი გამოყოფისა და
კონცენტრირების მეთოდებს.

რადიოცენტრ-ი - ნაგებობათა და ტექნიკურ საშუალებათა კომპლექსი,


რომლებიც განკუთვნილია რადიოკავშირისა და რადიომაუწყებლობისათვის.

რადისტ-ი - რადიოთი ცნობების გადაცემა-მიღების სპეციალისტი.

რადიუმ-ი [< ლათ. Radius სხივი] – ქიმიური ელემენტი, რადიოაქტიურ


თვისებათა მქონე ლითონი.

რადიუს-ი [ლათ. Radius] – 1. (მათემ.). სწორი ხაზის მონაკვეთი, რომელიც


აერთებს წრეხაზის ან (სფეროს ზედაპირის) რომელიმე წერტილს ცენტრთან; ამ
მონაკვეთის სიგრძე. 2. (გადატ.). რისამე გავრცელების ან მოქმედების რადონ-ი
[ლათ. რადონუმ] – რადიოაქტიური ქიმიური ელემენტი (გაზი), რადიუმის დაშლის
პროდუქტი; იყენებენ მედიცინაში, ბიოლოგიასა და ტექნიკაში.

რაველინ-ი [ფრანგ. Ravelin] – დამხმარე საფორტიფიკაციო ნაგებობა


ციხესიმაგრის ზღუდის წინ. ალექსეის რაველინი - პეტერბურგში: პეტრე-პავლეს
ციხესიმაგრის ნაწილი, რომელიც პეტრე I-მა გადააკეთა საპყრობილედ; ცარიზმის
დროს ამწყვდევდნენ რევოლუციონერებს.
რავენდუკ-ი და რავენტუკი [ჰოლანდ. Ravendoek, გერმ. Raventuch] – სელის
სქელი ქსოვილი, აფრისი ერთგვარი; იყენებენ ფეხსაცმლისა და ქიმიურ
მრეწველობაში.

რაზნოჩინელებ-ი და რაზნოჩინცები [რუს. Разночинцы] – მე-19 საუკ.-ში


რუსეთში: ინტელიგენტები, რომლებიც არ ეკუთვნოდნენ თავადაზნაურობას,
გამოსული იყვნენ ვაჭრების, მეშჩანების, სამღვდელოების, გლეხების, აგრეთვე
წვრილი მოხელეების წრიდან.

რაიონ-ი [ფრანგ. Rayon, სხივი, რადიუსი] – 1. რაიმე ნიშნის მიხედვით


გამოყოფილი ადგილი; სივრცე, სადაც რამე ხდება, წარმოებს. მაგ., სამრეწველო
რაიონი. საომარ მოქმედებათა რაიონი. 2. დასახლებული ადგილის ნაწილი,
რომელიც რამეთი ხასიათდება. მაგ., ცენტრალური რაიონი. 3. საბჭოთა კავშირში:
ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული, რომელიც შედის ოლქის, მხარის ან
რესპუბლიკის, აგრეთვე ქალაქის შემადგენლობაში.

რაისფედერ-ი [გერმ. Reißfeder] – 1. სახაზავი ხელსაწყო, რომელსაც ხმარობენ


ტუშით ხაზვის დროს; ხაზკალამა. 2. მოკლე ფანქარზე წამოსაცმელი ლითონის
მილაკი.

რაისშინა [გერმ. Reißschiene] – დიდი სახაზავი, შიმშა, რომელსაც ცალ


ბოლოზე პერპენდიკულარული მოკლე ლარტყი აქვს.

რაიტერ-ი [გერმ. Reiter] – 1. მოღუნული მავთულის საწონი, რომელიც


რამდენიმე მილიგრამს იწონის; იყენებენ ზუსტი აწონისათვის ანალიზურ
სასწორზე, რომლის მხრეულზედაც არის იგი ჩამოცმული და გადაადგილდება
აქეთ-იქით. 2. მოძრავი ქვესადგამი (შტატივი), რომლითაც ოპტიკურ ხელსაწყოებს,
მათ დეტალებსა და კვანძებს ამაგრებენ ოპტიკურ მერხზე. 3. ლითონის ან
პლასტმასის მომჭერი, რომელიც ჩამოცმულია ცალკეულ ბარათებზე
(კართოტეკაში) და რომელზედაც ნომერი ან სპეციალური კოდი.

რაიტერებ-ი და რაიტარები [< გერმ. Reiter მხედარი] – (ისტ.). დასავლეთ


ევროპის ქვეყნებში მე-16 ს.-ში (აგრეთვე რუსეთში მე-17 ს.-ში): დაქირავებული
ცხენოსანი ჯარი.

რაიხ-ი [გერმ. Reich] – სახელმწიფო, იმპერია, (გერმანიისა).

რაიხსბანერ-ი [გერმ. Reichsbanner სახელმწიფო დროშა] – გერმანიაში 1924 -


1939 წწ.-ში: გასამხედროებული ორგანიზაცია, რომლის ძირითადი მიზანი იყო
ვაიმარის რესპუბლიკის დაცვა მონარქიული რეაქციისა და ფაშისტური
ტერორისაგან.

რაიხსბანკ-ი [გერმ. Reichsbank] – გერმანიის სახელმწიფო ბანკი


(ლიკვიდირებულ იქნა 1945 წ.).

რაიხსვერ-ი [გერმ. Reichswehr] – გერმანიის შეიარაღებული ძალების


სახელწოდება პირველი მსოფლიო ომის შემდეგ 1935 წლამდე.

რაიხსკანცლერ-ი [გერმ. Reichskanzler] – სახელმწიფო კანცლერი, მთავრობის


მეთაური გერმანიაში 1945 წლამდე.
რაიხსმარკა [გერმ. Reichsmark] – გერმანიის ფულის ერთეული 1924-1948 წწ.

რაიხსრატ-ი [გერმ. Reichsrat < Reich სახელმწიფო, იმპერია და Rat საბჭო] – 1.


პარლამენტი ყოფილ ავსტრია-უნგრეთის ავსტრიულ ნაწილში. 2. გერმანიის
სამოკავშირეო საბჭო, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ სახელმწიფოს
ყველა მხარის წარმომადგენლები; გააუქმეს ფაშისტებმა 1934 წ.

რაიხსტაგ-ი [გერმ. Reichsteg] – გერმანიის პარლამენტი (მეორე მსოფლიო


ომამდე).

რაკელ-ი [გერმ. Rakel] – (პოლიგრ.). ღრმა ბეჭდვის მანქანებში: დანის


მსგავსი თხელი ფირფიტა, რომელიც საბეჭდი ფორმის ზედაპირიდან ფხეკს
ზედმეტ საღებავს.

რაკეტა1 [გერმ. Rakete] – 1.რეაქტიული ძრავის მქონე საფრენი აპარატი,


რომელიც ავითარებს დიდ სისწრაფეს და მიდის ძალიან შორს (თვით უჰაერო
სივრცეშიც, კოსმოსში); ამ პრინციპით მოქმედი საბრძოლო ჭურვი. ბალისტიკური
რაკეტა - მრავალსაფეხურიანი რაკეტა, რომელსაც მიაქვს დედამიწის ხელოვნური
თანამგზავრი ან საპლანეტათშორისო სადგური ორბიტამზე გაყვანამდე . 2.
დენთით დატენილი ჰილზი, რიმელიც აფეთქებისას მაღლა მიდის და გამოსცემს
სხვადასხვა ფერის სინათლეს; იყენებენ ფოიერვერკისათვის, აგრეთვე სამხედრო
საქმეში სიგნალიზაციისათვის და ადგილმდებარეობის გასანათებლად; შუშხუნა.

რაკეტა2 [ფრანგ. Raquette < არაბ.] – 1. ჩოგბურთის სათამაშო ჩოგანი -


ტარიანი ოვალური ჩარჩო, რომელზედაც გაჭიმულია ბადე ბურთის
დასარტყმელად. 2. პატარა მრგვალი ხის ნიჩაბი (ჩოგანი) მაგიდის ჩოგბურთის
სათამაშოდ.

რაკეტადრომ-ი [რაკეტა და ბერძ. dromos სარბიელი; რბოლა] – საგანგებოდ


მოწყობილი ადგილი, საიდანაც რაკეტებს (იხ. რაკეტა1, მნიშვ. 1) უშვებენ.

რაკურს-ი [< ფრანგ. Raccourcir შემოკლება, შეკვეცა] – 1. მხატვრობაში:


ფიგურების, საგნების გამოსახვა პერსპექტივაში, მაყურებლისაგან დაშორებული
ნაწილების დაპატარავებით. 2. კინოგადაღებაში: ოპერატორული ხერხი -
ობიექტის გამოსახვა მხედველობის სხვადასხვა წერტილიდან როგორც მოძრავი ,
ისე უძრავი კამერით.

რალ-ი [ინგლ. Tally] – ერთგვარი სპორტული შეჯიბრება ავტომობილებით


(ავტორალი) ან მოტოციკლებით (მოტორალი).

რალისტ-ი - რალის მონაწილე სპორტსმენი.

რამ-ი [მალაიური] – მცენარე ჭინჭრისებრთა ოჯახისა; გავრცელებულია


ჩინეთში, იაპონიაში, ინდოჩინეთში და სხვ; მოჰყავთ ჩვენშიც; ბოჭკოს იყენებენ
საფეიქრო, ფეხსაცმლის და ზოგ სხვა წარმოებაში.

რამაზან-ი [არაბ. Ramadan] – მუსლიმანური მთვარის კალენდრის მეცხრე თვე,


რომლის განმავლობაში მორწმუნენი ინახავენ მარხვას მზის ამოსვლიდან
ჩასვლამდე; თვით ეს მარხვა.
რამბულიე [< გეოგრ. სახ.] – ფრანგული ჯიშის წმინდამატყლიანი ცხვარი,
მერინოსის ნაირსახეობა.

რამპა [ფრანგ. Rampe] – თეატრში: გრძელი, დაბალი ბარიერი ავანსცენის


გასწვრივ, რომელიც ფარავს დარბაზის მხრიდან სცენის გასანათებელ
მოწყობილობას; თვით ეს გასანათებელი მოწყობილობა.

რამშტექს-ი [ინგლ. Ri,steals (მრ.)] – შემწვარი ხორცი (ძროხის ბარკლის


ნაჭერი).

რანგ-ი [ფრანგ. Rang] – ხარისხი, თანრიგი, სპეციალური წოდებულება. მაგ.,


საგანგებო და

სრულუფლებიანი ელჩის რანგი. პირველი რანგის კაპიტანი. მეორე რანგის


კრეისერი.

რანგოუტ-ი - (უმართებ.). იხ. რანჰოუტი.

რანდევუ [ფრანგ. Rendez-vous] – (მოძვ.). პაემანი, შეხვედრა.

რანეტ-ი [ფრანგ. Reinette] – ზამთრის ვაშლი ერთგვარი.

რანვერსმან-ი [ფრანგ. Renversement გადაყირავება] – (ავიაც.). უმაღლესი


პილოტაჟის ფიგურა ერთგვარი.

რანჟირ-ი [გერმ. Rangierung < ფრანგ. Ranger ერთ რიგად დაწყობა] – (სამხ.).
ჯარისკაცების დაწყობა მწკრივში სიმაღლის მიხედვით.

რანტ-ი [< გერმ. Rand] – ტყავის ვიწრო ზოლი, რომელიც ფეხსაცმლის საპირეს
გარედან აერთებს ლანჩასთან.

რანტიე [ფრანგ. Rentier] – კაპიტალისტურ საზოგადოებაში: პირი, რომელიც


ცხოვრობს

გასესხებული კაპიტალის სარგებლით. ფასიანი ქაღალდების (აქციების,


ობლიგაციების) შემოსავლით.

რანჩერო [ესპ. Ranchero] – რანჩოს პატრონი.

რანჩო [ესპ. Rancho] – ლათინურ ამერიკაში: კარ-მიდამო, სახლ-კარი. 2.


ამერიკის შეერთებული შტატების დასავლეთში: მესაქონლეობის ფერმა.

რანჰოუტ-ი [< ჰოლანდ. Rondhout] – (ზღვ.). - გემის აღჭურვილობაში: ხის


მრგვალი ძელების ან ფოლადის მილების (ანძების და სხვ.) ერთობლიობა.

რაპაკივი [ფინ. Rapakivi] – პორფირისებური სტრუქტურების მქონე გრანიტი


ერთგვარი; ძვირფასი სამშენებლო და მოსაპირკეთებელი ქვა.

რაპიდგადაღება [< ფრანგ. Rapide სწრაფი] – (კინემატ.). ჩქარეული


კინოგადაღება (წამში დაახლ. 250-300 კადრის სიხშირით; სტანდარტული სიხშირე
24 კადრი); იყენებენ, კერძოდ, იმ შემთხვევაში, როდესაც საჭიროა მოძრაობის
შენელების ეფექტის მიღება (იხ., აგრეთვე, ულტრარაპიდგადაღება).
რაპიდოგრაფ-ი [ფრანგ. Rapide სწრაფი და ბერძ. grapho ვწერ] – ხელსაწყო,
რომელიც უშუალოდ ტუშით ხაზვის საშუალებას იძლევა გამჭვირვალე სახაზავ
ქაღალდზე.

რაპირა [ფრანგ. Rapiere] – საჩხვლეტი იარაღი; აქვს გრძელი და მოქნილი


ოთხწახნაგოვანი პირი (ამჟამად ხმარობენ მხოლოდ სასწავლო და სპორტულ
ფარიკაობაში).

რაპორტ-ი [ფრანგ. Rapport] – 1. (მოძვ.). პატაკი. 2. (სპეც.). ნახატის


გამეორებული ნაწილი ქსოვილზე, ნაქარგზე, ხალიჩაზე, შპალერზე და სხვ.

რარიტეტ-ი [გერმ. Rarität < ლათ.] – ძალიან იშვიათი ნივთი (მაგ., სამუზეუმო
ექსპონატი, ძველი წიგნი).

რასა [ფრანგ. Rase] – საერთო წარმოშობის მქონე ადამიანთა ისტორიულად


ჩამოყალიბებული ჯგუფი, რომელსაც ახასიათებს მემკვიდრეობით გადაცემული
ზოგი საერთო ნიშან-თვისება: სხეულის აგებულება, კანის, თმის ფერი, თავის
ფორმა და სხვ.

რასიზმ-ი - ანტიმეცნიერული თეორია და რეაქციული პოლიტიკა, რომელიც


ამტკიცებს, - თითქოს არსებობდეს ადამიანთა «მაღალი» და «დაბალი»,
«სრულფასოვანი» და «არასრულფასოვანი» რასები.

რასისტ-ი - რასიზმის მომხრე.

რასტრ-ი [გერმ. Raster < ლათ. Raster და Rastrum ფიცხი] – 1. ოპტიკური


გრაფიკული ან სხვა წესით რაიმე ზედაპირზე გარკვეული თანამიმდევრობით
გავლებული ხაზების სისტემა. 2. მოწყობილობა, რომელიც შედგება შესაბამისად
განლაგებული ძაფების, ზოლების, პრიზმების, ლინზებისა და მისთანათა
სისტემისაგან. 3. ხელსაწყო სანოტო ქაღალდის (ან ნოტების საბეჭდი ფირფიტის)
დასახაზავად; ერთდროულად ავლებს 5 პარალელურ ხაზს. 4. მნათი სტრიქონები
ტელევიზორის ეკრანზე.

რატინ-ი [ფრანგ. Ratine] – მატყლის საპალტოე ქსოვილი, რომელსაც კარგ


პირზე ტალღოვანი ხაო აქვს.

რატიფიკაცია [ფრანგ. Ratification] – და რატიფიცირება - სახელმწიფოს


უმაღლესი ხელისუფლების მიერ დამტკიცება საერთაშორისო ხელშეკრულებისა,
რომელიც ხელმოწერილია ამ სახელმწიფოს სრულუფლებიანი წარმომადგენლის
მიერ; რატიფიკაცია ხელშეკრულებას აძლევს იურიდიულ ძალას.

რატიციდებ-ი [ლათ. Ratus ვირთაგვა და caedo ვკლავ] – ქიმიური და


ბაქტერიოლოგიური საშუალებანი თაგვებისა და ვირთაგვების მოსასპობად.

რატუშა [პოლონ. Ratusz < გერმ. Rathaus] – ევროპის ქვეყნებში: ქალაქის


თვითმმართველობის შენობა.

რაუნდ-ი [ინგლ. Round] – 1. კრივში: დროის მონაკვეთი (ჩვეულებრივ 2-3


წუთი), რომლის განმავლობაშიც იბრძვიან მოწინააღმდეგეები. 2. (გადატ.). ასე
უწოდებენ მძიმე და ხანგრძლივი საერთაშორისო მოლაპარაკების ცალკეულ
ეტაპებს.

რაუს-ი - მოხეტიალე ცირკის მაღალი გარეთა აივანი.

რაუტ-ი [ინგლ. Rout] – (მოძვ.). საზეიმო წვეულება, დარბაზობა.

რაფია [ინგლ. Raffia < მალაგას.] – 1. პალმა, რომელსაც აქვს მოკლე ტანი და
გიგანტური ფოთლების ვარჯი; იზრდება აფრიკისა და ამერიკის ტროპიკულ
ნაწილში და კუნძულ მადაგასკარზე. 2. ბოჭკო, რომელსაც ამზადებენ ამ პალმის
ზოგი სახეობის ფოთლებისაგან; იყენებენ სახვევ მასალად (მებაღეობაში) და
სხვადასხვა ნაკეთობის დასაწნავად.

რაფინად-ი [ფრანგ. Raffinade] – წმენდილი ნატეხი შაქარი სხვადასხვა


ფორმისა.

რაფინაცია [< ფრანგ. Raffine გაწმენდა] – (სპეც.). საკვები პროდუქტების


(შაქრის, კარაქის, სპირტის...) გაწმენდა მინარევებისაგან.

რაფინიორ-ი [ფრანგ. Raffineur გამწმენდი] – მანქანა ბოჭკოვან


ნივთიერებათა დასაფქველად; იყენებენ ცელულოზისა და ქაღალდის
მრეწველობაში.

რაფინირება [< ფრანგ. Raffineur] – 1. (ტექ.). გაწმენდა მინარევებისაგან. მაგ.,


ნავთობის რაფინირება. 2. რაფინადის დამზადება შაქრის ფხვნილისაგან.

რაფინირებული - 1. გაწმენდილი. მაგ., რაფინირებული ზეთი. 2. (გადატ.,


წიგნ.). დახვეწილი, ნატიფი.

რაფს-ი [გერმ. Raps] – ყვითელყვავილიანი ბალახოვანი მცენარე; მოჰყავთ


თესლისათვის, რომელიც მდიდარია ზეთით.

რაფსოდ-ი [ბერძ. Rhapsodos] – ძველ საბერძნეთში: მოხეტიალე მომღერალი,


რომელიც აგროვებდა და ასრულებდა ეპიკურ სიმღერებს.

რაფსოდია [ბერძ. Rhapsodia] – 1. ინსტრუმენტული ნაწარმოები, რომელიც


დაწერილია ხალხური სიმღერებისა და ცეკვების თემებზე. 2. ძველ საბერძნეთში:
ეპიკური ნაწარმოების ნაწყვეტი, რომელსაც რაფსოდი ასრულებს.

რაქიტ-ი [< ბერძ. Rhachis - ხერხემალი] – ბავშვთა დაავადება, რომლისთვისაც


დამახასიათებელია ძვლებისა და ნერვული სისტემის განვითარების დარღვევა;
გამოწვეულია ორგანიზმში მინერალური მარილების ცვლის მოშლით.

რაქიტიზმ-ი - რაქიტის ნიშნების ერთობლიობა.

რაშკულ-ი [რუს. Рашкуль < გერმ. Reyibkohle] – ნახშირის ფანქარი, რომლითაც


ხატავენ.

რაცია [რუს. Рация] – მცირე სიმძლავრის მიმღებ-გადამცემი რადიოსადგური,


ჩვეულებრივ, გადასატანი ან მოძრავი.
რაციონ-ი [გერმ. Ration < ლათ.] – საკვების ულუფა, ნორმა გარკვეული
ვადისათვის (მაგ., ერთი დღე-ღამისა).

რაციონალიზატორ-ი - პირი, რომელიც წარმოების რაციონალიზაციას


ახდენს.

რაციონალიზაცია და რაციონალიზება [< ლათ. რატიონალის გონივრული] –


რისამე მოწყობა რაციონალურად. წარმოების რაციონალიზაცია - ტექნიკურ და
ორგანიზაციულ ღონისძიებათა ერთობლიობა, რაც უზრუნველყოფს შრომის
ნაყოფიერების ზრდას, პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებას და სხვ.

რაციონალიზმ-ი [< ლათ. Rationalis გონივრული] – 1. ფილოსოფიური რწმენა


იმისა, რომ შემეცნებისათვის ყველაფერი მისაწვდომია; დარწმუნებულობა
ადამიანის გონების უსაზღვრო ძალაში. 2. შემეცნების თეორიის მიმართულება,
რომელიც ჭეშმარიტი ცოდნის ერთადერთ წყაროდ გონებას მიიჩნევს. 3. მე-20 ს.-ის
პირველი ნახევრის არქიტექტურულ მიმართულებათა ერთობლიობა, რომელიც
პროგრამულად ითვისებდა თანამედროვე მეცნიერებისა და ტექნიკის მიღწევებს ;
ზოგჯერ მას აიგივებდნენ თანამედროვე არქიტექტურის ცნებასთან (იხ . აგრეთვე ,
ფუნქციონალიზმი).

რაციონალისტ-ი - რაციონალიზმის მიმდევარი.

რაციონალურ-ი [ლათ. Rationalis] – გონივრული, მიზანშეწონილი.


რაციონალური რიცხვები - (მათემ.). მთელი ან წილადი (დადებითი და
უარყოფითი) რიცხვები, აგრეთვე ნოლი.

რახათლუხუმ-ი [არაბ. Rajat-luqum] – აღმოსავლური ტკბილეული; ამზადებენ


ხილის წვნის, შაქრის, ნიგვზის, ნუშის და სახამებლისაგან.

რახიტ-ი, რახიტიზმ-ი - (უმართებ.). იხ. რაქიტი, რაქიტიზმი.

რაჯა [ < სანსკრ. Raja] – ინდოეთში: ძველად - მეფე; ამჟამად - თავადის


ტიტული.

რაჯპუტებ-ი [< სანსკრ. Rajputra რაჯის შვილი] – 1. შუა საუკუნეებში ინდოეთში:


სამხედრო-ფეოდალური კასტა. 2. თანამედროვე ინდოეთში: მაღალი
მდგომარეობის მქონე კასტების ჯგუფი.

რე [იტალ. Re] – მუსიკალური გამის მეორე ბგერა; ამ ბგერის აღმნიშვნელი


ნოტი.

რე- [ლათ. Re-] – თავსართი, რომელიც აღნიშნავს; 1) მოქმედების


განახლებას ან გამეორებას. მაგ., რემილიტარიზაცია. რეტრანსლაცია. 2)
საწინააღმდეგო, საპირისპირო მოქმედებას. მაგ., რეევაკუაცია .

რეა1 [ბერძ. Rea] – 1. ბერძნულ მითოლოგიაში: ურანოსისა და გეას შვილი,


კრონოსის ცოლი, ზევსის, დემეტრეს და ზოგი სხვა ოლიმპიელი ღმერთის დედა. 2.
(ასტრ.). პლანეტა სატურნის თანამგზავრი; აღმოაჩინა იტალიური წარმოშობის
ფრანგმა ასტრონომმა ჯ. კასინიმ 1672 წ.
რეა2 [ჰოლანდ. Ra] – (ზღვ.). ანძებზე განივად დამაგრებული ძელი,
რომელზედაც აბამენ სწორ იალქნებს და აღმართავენ ხოლმე სიგნალებს .

რეაბილიტაცია [ლათ. Rehabilitatio] – და რეაბილიტირება - 1. უსაფუძვლოდ


შელახული ღირსების, პატიოსანი სახელის აღდგენა; ჩამორთმეულ უფლებათა
აღდგენა. 2. (მედიც.). იმ პირთა ჯანმრთელობისა და შრომისუნარიანობის
აღდგენა, რომელთაც გადატნილ დაავადებათა ან ტრამვების შედეგად
შეზღუდული აქვთ ფიზიკური და ფსიქიკური შესაძლებლობანი.

რეაბსორბცია [ლათ. Re- (თავსართი; ნიშნავს: კვლავ, ხელახლა) და absorbtio


შთანთქმა] – (ფიზიოლ.). წყლისა და მასში გახსნილ ნივთიერებათა უკანვე შეწოვა
ე. წ. პირველადი შარდიდან, როდესაც ეს უკანასკნელი მიედინება თირკმლების
არხებში; იწვევს საბოლოო შარდის წარმოქმნას, რომელიც გამოიყიფა
ორგანიზმიდან.

რეაგენტ-ი [ლათ. Re- წინააღმდეგ და agens (agentis) მოქმედი] – ქიმიურ


რეაქციაში მონაწილე ნივთიერება.

რეაგირება [ლათ. Re- წინააღმდეგ და ago ვმოქმედებ] – 1. რაიმე სახის


გამოხმაურება, პასუხი შთაბეჭდილებაზე, გარე ზემოქმედებაზე. 2. ქიმიურ
რეაქციაში მონაწილეობა.

რეაკლიმატიზაცია - 1. ხელახალი აკლიმატიზაცია. 2. (ბიოლ.). ორგანიზმების


ამა თუ იმ სახეობის ინდივიდთა რაოდენობის აღდგენა ადამიანის სამეურნეო
საქმიანობის გამო მათი დროებითი შემცირების შემდეგ.

რეალ-ი1 [ესპ. Real] – ძველებური ესპანური ვერცხლის ფული.

რეალ-ი2 [გერმ. Real] – სტამბაში: დახრილზედაპირიანი მაგიდა-კარადა,


რომელზედაც იდგმება შრიფტის კასა.

რეალგარ-ი [ფრანგ. Réalgar < არაბ.] – მინერალი, გოგირდოვანი დარიშხანა;


გამოიყენება სამღებრო წარმოებაში, პიროტექნიკაში, სოფლის მეურნეობის
მავნებლების მოსასპობად.

რეალია [ლათ. Realis ნამდვილი, ჭეშმარიტი] – ნამდვილად არსებული ნივთი;


მატერიალური კულტურის ყოველი საგანი.

რეალიზაცია და რეალიზება [< ლათ. Realis ნივთიერი] – 1. რისამე


განხორციელება, ცხოვრებაში გატარება. მაგ., დადგენილების რეალიზაცია. 2.
ქონების ან ფასიანი ქაღალდების ფულად ქცევა; გაყიდვა (საქონლისა).

რეალიზმი [< ლათ. Realis ნამდვილი] – 1. ლიტერატურასა და ხელოვნებაში:


მხატვრული შემეცნების მეთოდი, რომელსაც ახასიათებს სინამდვილის მართალი
ასახვა, ტიპობრივი სახეებისა და ტიპობრივ გარემოებათა დახატვა. 2. უნარი იმისა,
რომ გაითვალისწინონ რეალური ვითარება, არსებული შესაძლებლობანი და
ძალთა თანაფარდობა.
რეალისტი - 1. რეალიზმის მიმდევარი (ლიტერატურასა და ხელოვნებაში). 2.
ადამიანი, რომელიც თავის მოქმედებაში ანგარიშს უწევს რეალურ ვითარებას,
არსებულ შესაძლებლობებსა და ძალთა თანაფარდობას.

რეალისტური - რეალიზმით გამსჭვალული, რეალიზმის დამახასიათებელი.


მაგ., რ. ნაწარმოები. რ. პოლიტიკა.

რეალური [ლათ. Realis] – 1. ნამდვილად არსებული; ჭეშმარიტი, ნამდვილი.


რეალური ხელფასი - ხელფასის მყიდველობითი უნარი. 2. რის განხორციელებაც
შესაძლებელია. 3. რაც ემყარება სინამდვილეში არსებული პირობების გაგებასა
და გათვალისწინენებას. რეალური სასწავლებელი - რევოლუციამდელ რუსეთში:
საშუალო სასწავლებელი, სადაც არ ასწავლიდნენ კლასიკურ ენებს (ბერძნულსა
და ლათინურს), სამაგიეროდ ვრცლად ასწავლიდნენ მათემატიკას, ფიზიკას,
ბუნებისმეტყველებას, უცხოურ ენებს, ხატვასა და ხაზვას.

რეანიმატოლოგი - რეანიმატოლოგიის სპეციალისტი.

რეანიმატოლოგია - მედიცინის დარგი, რომელიც სწავლობს რეანიმაციას.


რეანიმაცია [ლათ. Re კვლავ, ხელახლა და animo გავაცოცხლებ] – (მედიც.).
სხვადასხვა საშუალებით სიცოცხლის აღდგენა, დაბრუნება (კოლაფსის, აგონიის,
არასრული კლასიკური სიკვდილიდ დროს).

რეანიმობილი [რეანი(მაცია) და (ავტო)მობილი] – სპეციალურად მოწყობილი


სასწრაფო დახმარების ავტომობილი, რომელშიც ავადმყოფს სარეანიმაციო (იხ.
რეანიმაცია) დახმარებას უწევენ გზაშივე, საავადმყოფოფოში მიყვანამდე.

რეაქტივი [ფრანგ. Réactif] – ქიმიური ნივთიერება, რომელსაც იყენებენ


ლაბორატორიებში სხვადასხვა სახის სამუშაოებისათვის, მაგალითად,
სამედიცინო ანალიზისათვის.

რეაქტიული - 1. რასაც რეაქტივად იყენებენ ქიმიური რეაქციის დროს. მაგ.,


რეაქტიული ნივთიერება. 2. (ფიზ.) რაც უკუცემის ძალის მოქმედებით წარმოიშვება.
მაგ., რეაქტიული მოძრაობა. 3. რაც ასეთ ძალას იყენებს. მაგ., რეაქტიული ძრავა.
რეაქტიული თვითმფრინავი.

რეაქტორი [ფრანგ. Réacteur, ინგლ. Reactor] – 1. ატომური რეაქტორი -


დანადგარი, რომელშიც ხორციელდება ატომგულების გაყოფის ჯაჭვური რეაქცია;
იყენებენ ატომური ენერგიის განუწყვეტლივ მისაღებად. 2. ელექტრული აპარატი,
რომელიც ცვლადი დენის ჯაჭვში ზღუდავს მოკლე შერთვის დენებს. 3. გარკვეული
ტემპერატურისა და წნევის პირობებში ქიმიური რეაქციის მოსახდენი აპარატი.

რეაქცია [ფრანგ. Réaction] – 1. რაიმე ზემოქმედების საპასუხო მოქმედება. 2.


(ფიზიოლ.). ორგანიზმის საპასუხო მოქმედება გარეგან ან შინაგან გაღიზიანებაზე.
3. (ქიმ.). ორი ან რამდენიმე ნივთიერების ურთიერთმოქმედება, რომელის
შედეგად წარმოიშვება ახალი ნივთიერება. 4. მკვეთრი ცვლილება ვისიმე სულიერ
განწყობილებაში; ძლიერი აგზნების შემდეგ ძალღონის გამოცლა. მოდუნება. 3.
რევოლუციური მოძრაობისა და ყოველგვარი საზოგადოებრივი პროგრესის
მკაცრი დათრგუნვის პოლიტიკა, რომელსაც მიმართავენ მომაკვდავი ან
რევოლუციის მიერ დამარცხებული ექაპლუატატორთა კლასები თავისი
უფლებებისა და პოლიტიკური ბატონობის შესანარჩუნებლად ან დასაბრუნებლად
წარმოებულ ბრძოლაში. 6. (კრებ.). რეაქციონერები, რეაქციული ძალები,
დაჯგუფებები.

რეაქციონერი [ფრანგ. Reactionnaire] – პოლიტიკური რეაქციის მომხრე,


სოციალური და კულტურული პროგრესის მტერი.

რებორდა [ფრანგ. Rebord] – (ტექ.). ბორბლის (შკივის) ფერსოზე


გამოშვერილი ნაპირი; საჭიროა იმისათვის, რომ ბორბალი არ ასცდეს რელსს ან
ბაგირი, ღვედი არ გადაცურდეს ბორბლიდან; ნაწიბური.

რებუსი [ლათ. Rebus «ნივთებით», «საგნებით»] – გამოცანა, რომელშიც


გამოსაცნობი სიტყვა ან ფრაზა მოცემულია ნახატების, ნიშნების, ასოების
კომბინაციით.

რეგალი [ფრანგ. Regal] – პატარა (ჩვეულებრივ, მაგიდის) ორგანი;


გავრცელებული იყო დასავლეთ ევროპაში შუა საუკუნეებში.

რეგალია [< ლათ. Regalis სამეფო] – 1. მეფის ხელისუფლების მანიშნებელი


საგანი (გვირგვინი, სკიპტრა, ტახტი და სხვ.). 2. შუა საუკუნეებში: მეფეების,
მსხვილი ფეოდალების მონოპოლიური უფლება გარკვეულ შემოსავალზე (მაგ.,
ფულის მოჭრისას, მაღაროების დამუშავებისას და სხვ.). 3. წარჩინების ნიშანი
(ორდენი და მისთ.).

რეგატა [იტალ. Regata] – დიდი შეჯიბრება ნიჩბიანი, იალქნიანი ან მოტორიანი


ნავებით.

რეგბი [ინგლ. Rugby < გეოგრ. სახ.] – სპორტული თამაში - ნაირსახეობა


ფეხბურთისა, რომლისაგანაც განსხვავებით ბურთი ოვალურია, შეიძლება მისი
ხელით გატაცება, მოწინააღმდეგის წაქცევა და სხვ.

რეგბისტი - რეგბის მოთამაშე სპორტსმენი.

რეგენერატი [ლათ. Regeneratus აღდგენილი, განახლებული] – (ტექ.).


გამოყენებული მასალა, რომელსაც აღდგენილი აქვს თავისი პირვანდელი
თვისებები.

რეგენერატორი [< ლათ. Regenero ხელახლა ვაწარმოებ] – (ტექ.).


მეტალურგიული ღუმლის ნაწილი - კამერა, რომელშიც ხურდება ღუმელში
შემავალი ჰაერი.

რეგენერაცია [ლათ. Regeneratio აღდგენა] – 1. (ტექ.). წარმოებაში უკვე


გამოყენებული, ნამუშევარი პროდუქტებისათვის თავდაპირველ თვისებათა
აღდგენა. მაგ., ნამუშევარი ზეთის რეგენერაცია. 2. (ტექ.). ღუმელში შემავალი
გაზისა და ჰაერის გათბობა უკვე გამოყენებული წვის პროდუქტებით. 3. (ბიოლ.).
დაკარგული ან დაზიანებული ნაწილების (ორგანოების, ქსოვილის, უჯრედების)
აღდგენა ორგანიზმის მიერ. 4. რადიომიმღების ***მიერ დამოუკიდებელი
რადიოტალღების გამოსხივება. 5. აღდგენა. მაგ., თბილისის ძველი უბნების რ.
რეგენტი [ლათ. Regens (Regentis) მმართველი] – 1. მონარქიულ ქვეყნებში:
სახელმწიფოს დროებითი მმართველობა (მაგ., მეფის მცირეწლოვანების გამო). 2.
(საეკლესიო) მგალობელთა გუნდის ლოტბარი.

რეგიონი [ლათ. Regio (Regionis) ქვეყანა, მხარე, ოლქი] – მსხვილი


ტერიტორიული ერთეული (ბუნებრივი, ეკონომიკური, პოლიტიკური და სხვ .).

რეგიონალური [ლათ. Regionalis - საოლქო] – რაც ეხება ცალკეულ მხარეს,


ქვეყანას ან რამდენსამე მეზობელ ქვეყანას; ადგილობრივი. მაგ., რ.
კონფერენცია. რეგიონალური შეთანხმება, პაქტი - საერთაშორისო
ხელშეკრულება, რომელიც მოიცავს გარკვეული გეოგრაფიული მხარის
სახელმწიფოთა ჯგუფს.

რეგიონული [< ლათ. Regio (რეგიონალის) მხარე, ოლქი] – (ანატ., მედიც.).


ადგილობრივი. მაგ., რ. არტერიები. რ. ანესთეზია.

რეგისტანი [ტაჯიკ.] – სააღლუმო მოედანი შუა აღმოსავლეთის ქალაქებში;


ყველაზე უფრო ცნობილია სამარყანდის რ.

რეგისტრი [ლათ. Registrum] – 1. რისამე სია, მაჩვენებელი; ჩასაწერი დავთარი.


2. მუსიკალური საკრავის ან მომღერლის ხმის ბგერითი დიაპაზონის მონაკვეთი.
მაგ., მაღალი რეგისტრი. დაბალი რეგისტრი. 3. კლავიშებიან და ენებიან სასულე
მუსიკალურ საკრავებში (ორგანში, აკორდეონში და მისთ.): ერთი და იმავე
ტემბრის მქონე მილების ან ენების ჯგუფი.

რეგისტრატორი - პირი, რომელიც რეგისტრაციას ახდენს. კოლეჟსკი (ე. ი.


კოლეგიის) რეგისტრატორი [რუს. Колледжский регистратор] – რევოლუციამდელ
რუსეთში: ყველაზე დაბალი სამოქალაქო ჩინი.

რეგისტრატურა - დაწესებულების განყოფილება, სადაც რეგისტრაცია


წარმოებს.

რეგისტრაცია და რეგისტრირება [< ლათ. რ გისტრუმ სიაში, რეესტრში


შეტანა. 2. რაიმე მოვლენის, ფაქტის ჩაწერა, აღნიშვნა აღრიცხვის ან ფაქტისათვის
კანონიერი ძალის მინიჭების მიზნით.რეგლამენტი [ფრანგ. Réglement] – 1. კრების,
ყრილობის, კონფერენციისა და მისთ. ჩატარების წესი. 2. (მოძვ.). ერთობლიობა
წესებისა, რომლებიც განსაზღვრავს სახელმწიფო ორგანოთა, დაწესებულებათა,
ორგანიზაციათა მუშაობას.

რეგლამენტაცია [ფრანგ. Réglementation] – და რეგლამენტირება - რისამე


ზუსტად განსაზღვრა, დადგენა; გარკვეული წესებისადმი დაქვემდებარება ,
მოწესრიგება.

რეგლანი [ინგლ. Reglan] – პალტოს ან კაბის ისეთი ფასონი, როდესაც


სახელო და მხარი ერთი ნაჭრისაგანაა გამოჭრილი.

რეგლეტი [ფრანგ. Réglette < Régle სახაზავი] – (პოლიგრ.). საამწყობო საქმეში:


სახარვეზო მასალის სახეობა - ლითონის ან პლასტმასის ფირფიტა, რომელსაც
იყენებენ სათაურებისა და ილუსტრაციების გამოსაყოფად ტექსტისაგან, სვეტების
ერთმანეთისაგან დასაცილებლად და სხვ.
რეგოლიტი [ინგლ.] – მტვრისებური მასალა, რომლითაც დაფარულია
მთვარის ზედაპირი.

რეგრესი [ლათ. Regressus] – 1. უკუსვლა, დაქვეითება (საპირისპ. პროგრესი). 2.


(სამართ.). რომელიმე პირის ან დაწესებულების უკუმოთხოვნილება, რომელიც
წარედგინება ისეთ პირს ან ორგანიზაციას, რომლის ვალდებულება მან შეცვალა.

რეგრესანტი - (სამართ.). პირი, რომელიც წარუდგენს რეგრესატს რაიმე


მოთხოვნას რეგრესის (მნიშვ. 2) უფლებით.

რეგრესატი - (სამართ.). პირი, რომლის წინააღმდეგაც არის მიმართული


რეგრესის (მნიშვ. 2) უფლება.

რეგრესია [ლათ. Regressio უკუსვლა] – ზღვის უკან დახევა (საპირისპ.


ტრანსგრესია).

რეგტაიმი [ინგლ. Regtime < Reg ნაწყვეტი და time დრო, ტემპი, ტაქტი] – 1.
ამერიკელ ზანგთა საცეკვაო მუსიკის ფორმა, რომელიც ჩამოყალიბდა მე19 ს. ის
მეორე ნახევარში; ჯაზის ერთერთი წინამორბედი. 2. ამერიკული სალონური და
სამეჯლისო (წყვილთა) ცეკვა; მისგან წარმოიშვა ტუსტები, უანსტეპი, ფოქსტროტი.

რეგულა [ლათ. Regula წესი] – იგივეა, რაც მენსტრუაცია.

რეგულარული [ლათ. Regularis] – თანაზომიერი, სწორი, სისტემატური;


თანაბრად და სწორად მიმდინარე. მაგ., რეგულარული მეცადინეობა.
რეგულარული კავშირი. არმია, ჯარი - მტკიცედ დადგენილი ორგანიზაციის მქონე
ჯარი, რომელიც გადის გეგმაზომიერ სამხედრო წვრთნას.

რეგულატორი - მოწყობილობა, რომელიც ავტომატურად უნარჩუნებს


მექანიზმს თანაბარ მუშაობას, სიჩქარეს, ტემპერატურას და სხვ.

რეგულირება და რეგულაცია [< ლათ. Regulo - ვაწესრიგებ] – 1. რისამე


გარკვეული წესით წარმართვა, მოწესრიგება. მაგ., ქუჩაში მოძრაობის
რეგულირება. 2. მანქანის, აპარატის და მისთ. ნაწილების თანამოქმედების
მოწესრიგება.

რედანი [ფრანგ. Redan ან Redent - საფეხური] – 1. (ზღვ.). გლისერის,


ჰიდროთვითმფრინავის, სწრაფმავალი კატერის და მისთ.ის ფსკერის
გამონაშვერი, რომლის დანიშნულებაა წყლის წინააღმდეგობის შემცირება
მოძრაობის დროს. 2. (ძვ. სამხ.). ღია საველე საფორტიფიკაციო ნაგებობა წინ
გამოწეული კუთხის ფორმისა.

რედაქტორი [ფრანგ. Rédacteur] – 1. პირი, რომელიც წიგნის, ჟურნალის,


გაზეთის გამოცემას ხელმძღვანელობს, მის შინაარსს ამტკიცებს. 2. პირი,
რომელიც რედაქციას (მნიშვ.1) უკეთებს რაიმე ტექსტს. ტექნიკური რედაქტორი -
პირი, რომელიც განაგებს გამოსაცემი წიგნის, გაზეთის და მისთ. პოლიგრაფიულ
გაფორმებას.

რედაქცია [ფრანგ. Rédaction] – 1. ხელნაწერი ტექსტის გასწორება,


ლიტერატურული დამუშავება და მომზადება დასაბეჭდად (ამ მნიშვნელობით
იხმარება რედაქტირება). 2. გამოცემის (წიგნის, ჟურნალის, გაზეთის და მისთ.)
ხელმძღვანელობა. 3. რაიმე ლიტერატურული, მუსიკალური და სხვა ნაწარმოების
ან მისი ცალკეული ნაწილის ვარიანტი; გარკვეული სახით დამუშავებული ტექსტი.
4. აზრის, დებულების გამოხატვის ესა თუ ის ფორმა; ფორმულირება. 5.
კოლექტივი მუშაკებისა, რომლებიც აწარმოებენ პერიოდული ორგანოს (გაზეთის,
ჟურნალის) გამოცემას; ჯგუფი თანამშრომლებისა, რომლებიც გამოსაცემად
ამზადებენ ხელნაწერს. 6. სადგომი, სადაც მუშაობს ასეთი კოლექტივი.

რედემარკაცია [ფრანგ. Redémarcation] – სასაზღვრო ნიშნების აღდგენა


სახელმწიფო საზღვარზე.

რედიკიული [< ფრანგ. Réticule] – (მოძვ.). ქალის ხელჩანთა.

რედინგოტი [ფრანგ.] – გრძელი სურთუკი, რომელსაც თავდაპირველად


იცვამდნენ ცხენზე შესაჯდომად (გავრცელებული იყო მე18 დ19 სს.ში).

რედრესაცია [< ფრანგ. Redresser გამართვა, გასწორება] – (მედიც.). სხეულის


გაღუნული ნაწილების (უპირატესად კიდურების) გასწორება გაჭიმვით.

რედუბლემანი [ფრანგ. Redoublement] – (სპორტ.). ფარიკაობაში:


განმეორებითი შეტევა.

რედუპლიკაცია [ლათ. Reduplicatio გაორმაგება] – (ლინგვ.). სიტყვაწარმოება


ფუძის გაორმაგებით (მაგ., თავთავი, წამწამი).

რედუტი [ფრანგ. Redoute] – (მოძვ., სამხ.). მიწური საველე სიმაგრე, სანგარი.

რედუქტორი [ინგლ. Reductor < ლათ.] – 1. მექანიზმი, რომელიც ბრუნვას


გადასცემს კბილანების საშუალებით. 2. ხელსაწყო, რომელიც საჭიროა
მილსადენში მიმდინარე სითხის ან გაზის წნევის შესამცირებლად ანდა მუდმივი
წნევის შესანარჩუნებლად.

რედუქცია და რედუცირება [< ლათ. Reduco უკან ვაბრუნებ] – 1. რთულის


შეცვლა მარტივით; შემცირება, შესუსტება. 2. (ბიოლ.). ორგანოს აგებულების
გამარტივება, მისი შემცირება ან სრული გაქრობა ფუნქციის დაკარგვის შედეგად.
3. (ქიმ.). ნივთიერების განთავისუფლება ჟანგბადისაგან. 4. (ლინგვ.). ბგერის
დასუსტება ან მისი სრული დაკარგვა (მაგ., მაწონი - მაწვნის, ქათამი - ქათმის ).

რეევაკუაცია და რეევაკუირება მოსახლეობის, წარმოებადაწესებულებათა


და მათი ქონების დაბრუნება ძველ ადგილას, საიდანაც ევაკუირებული იყვნენ.

რეემიგრანტი - ემიგრაციიდან სამშობლოში დაბრუნებული პირი.

რეემიგრაცია - ემიგრანტების სამშობლოში დაბრუნება.

რეესტრი [< რუს. Реестр < პოლონ. Rejestr, ლათ. Registrum] – 1. სია, ნუსხა,
აღწერა. 2. საქმეებისა და დოკუმენტების ჩასაწერი დავთარი.

რეექსპოზიცია [ლათ. Re ხელახლა და ექსპოზიცია] – რაიმე გამოფენის


განახლება, ხელახლა ექსპოზიცია (იხ. ექსპოზიცია, მნიშვ. 3).
რეექსპორტი - ექსპორტი (ქვეყნიდან გატანა) საქონლისა, რომელის
შემოტანილია საზღვარგარეთიდან.

რეექსპორტული - რეექსპორტთან დაკავშირებული, რეექსპორტის ხასიათისა,


მაგ., რ. ვაჭრობა.

რევალვაცია [ფრანგ. Revaluation] – (ფინანს.). ვალუტის კურსის აწევა


(საპირისპ. დევალვაცია).

რევანში [ფრანგ. Revanche] – სამაგიეროს გადახდა, მიზღვა ბრძოლაში ან


თამაშში დამარცხებისათვის; განმეორებითი ბრძოლა ან თამაში წინათ
გამარჯვებულის დამარცხების მიზნით.

რევანშიზმი [ფრანგ. Revanchisme] – დამარცხებისათვის სამაგიეროს


გადახდის საბაბით ახალი ომის მომზადების პოლიტიკა.

რევანშისტი - რევანშიზმის მომხრე.

რევაქცინაცია - (მედიც.). განმეორებითი ვაქცინაცია.

რევერანსი [ფრანგ. Révérance] – 1. თავადაზნაურულბურჟუაზიულ


საზოგადოებაში: (ქალის მიერ) თავის დაკვრა მარჯვენა მუხლის ოდნავ ჩაკეცით. 2.
(გადატ..., ირონ.). პატივისცემის გადაჭარბებული გამოხატვა, ზედმეტი მოწიწება.

რევერბერაცია [< ლათ. Reverbero ვირეკლავ] – (ფიზ.). დახურულ სადგომში


ბგერის გავრცელება, ჟღერა, რაც შენარჩუნებულია ბგერის წყაროს მოქმედების
შეწყვეტის შემდეგ იმის გამო, რომ სადგომის კედლებიდან მრავალგზის
აირეკლება ბგერის ტალღები.

რევერსი [ლათ. Reversus უკანა, შებრუნებული] – 1. ლითონის ფულის ან


მედლის უკანა მხარე; ზურგი. (საპირისპ. ავერსი). 2. (ეკონ.). ვალდებულება, რაც
რაიმე გარანტიას იძლევა. 3. (ტექ.). მანქანის ბრუნვის მიმართულების შეცვლელი
მექანიზმი.

რევერსია [ლათ. Reversio დაბრუნება] – 1. (ბიოლ.). ორგანიზმში ისეთ ნიშან-


თვისებათა გაჩენა, რომელიც არ ჰქონიათ მის უახლოეს წინაპრებს, მაგრამ
ჰქონდათ უფრო შორეულებს; ატავიზმი. 2. (სამართ.). ქონების დაბრუნება
წინანდელი პატრონისათვის. 3. (ტექ.). იგივეა, რაც რევერსირება.

რევერსირება - (ტექ.). მანქანის მუშა ნაწილების მოძრაობის მიმართულების


შეცვლა.

რევერსიული [< ლათ. Reversus შებრუნებული] – (ტექ.). რასაც შეიძლება


შეეცვალოს ბრუნვის ან მოძრაობის მიმართულება; შექცევადი. მაგ., რევერსიული
ძრავა. რევერსორი [ინგლ. რევერსერ] – (ტექ.). ამომრთველი, რომელიც იძლევა
ძრავების შეერთების საშუალებას იმისათვის, რომ შეიცვალოს მათი ბრუნვის
მიმართულება.

რევიზია [ლათ. Revosio გადასინჯვა] – 1. რომელიმე დაწესებულების,


ორგანიზაციის ან თანამდებობის პირის მუშაობის გამორკვევა მოქმედების
სისწორისა და კანონიერების შემოწმების მიზნით. 2. რაიმე მოძღვრების, თეორიის
დებულებათა ისე გადასინჯვა და შეცვლა, რომ არსებითად დამახინჯდეს ამ
მოძღვრების დედააზრი.

რევიზიონიზმი - 1. იდეურპოლიტიკური მიმდინარეობა; ცდილობს


რევოლუციური მარქსიზმის პოლიტიკური, ფილოსოფიური და ეკონომიკური
საფუძვლების გადასინჯვას და დამახინჯებას და მათ შეცვლას არამეცნიერული
თეორიებით, რომლებიც მიმართულია სოციალისტური რევოლუციისა და
პროლეტარიატის დიქტატურის წინააღმდეგ - კაპიტალიზმის ინტერესების
სასარგრბლოდ. 2. მიმდინარეობა, რომელიც მოითხოვს რაიმე თეორიის,
მოძღვრების რევიზიას.

რევიზიონისტი - რევიზიონოზმის მიმდევარი.

რევიზორი - თანამდებობის პირი, რომელიც რევიზიას (მნიშვ. 1) ახდენს.

რევიუ [ფრანგ. Revue] – საესტრადო ან თეატრალური წარმოდგენა, რომელიც


შედგენილია ცალკეული სცენებისაგან, ნომრებისაგან.

რევმატიზმი [ბერძ. Rheumatismos] – გულისა და სისხლძარღვთა სისტემის,


სახსრებისა და კუნთების დაავადება, რომელსაც ჩვეულებრივ თან ახლავს
ტკივილი, ტეხა.

რევმატიზმული - რევმატიზმთან დაკავშირებული. მაგ., რ. ტკივილი.

რევმატოლოგია [Revmat(izm-ი) და ბერძ. logos მოძღვრება] – მედიცინის


ნაწილი, რომელიც შეიწავლის რევმატიზმულ დაავადებებს.

რევმოკარდიტი [Revm(atizm-ი) და ბერძ. kardia გული] – გულის დაავადება


რევმატიზმის შედეგად.

რევოკაცია [ლათ. Revocatio გაწევა, გამოწვევა] – 1. (დიპლ.). ელჩის ან სხვა


წარმომადგენლის გამოწვევა სხვა სახელმწიფოდან თავის ქვეყანაში. 2. (ვაჭრ.).
წინათ გაცემული განკარგულების, ბრძანების გაუქმება.

რევოლვერი [ინგლ. Revolver] – 6-7 ვაზნიანი ცეცხლსასროლი პატარა იარაღი


ხელისა; აქვს დოლი (მბრუნავი სავაზნე).

რევოლვერული ჩარხი - სახარატო ჩარხი, რომელსაც აქვს მბრუნავი ნაწილი


(თავი).

რევოლუცია [ფრანგ. Révolution] – 1. საზოგადოებრივპოლიტიკურ


ურთიერთობაში მომხდარი ძირფესვიანი გადატრიალება, საწარმოო ძალთა და
წარმოებრივ ურთიერთობათა გარდაქმნა, ძველი, დრომოჭმული წყობილების
ძალით დამხობა და ახალი, პროგრესული წყობილების დამყარება, მოწინავე
საზოგადოებრივი კლასის მიერ სახელმწიფო ხელისუფლების დაპყრობა. 2.
(გადატ.). ძირფესვიანი ცვლილება, გადატრიალება ცოდნის რაიმე დარგში,
ტექნიკაში, ხელოვნებაში და სხვ. 3. (ფილოს.). დიალექტიკური, ნახტომისებური
გადასვლა ერთი მდგომარეობიდან მეორეში რაოდენობრივ ცვლილებათა
თანდათანობითი დაგროვების შედეგად.
რევოლუციონერი - რევოლუციური მოძრაობის მონაწილე; რევოლუციის
მოღვაწე.

რეზედა [ფრანგ. Réséda] – ბაღის ერთწლოვანი ბალახოვანი მცენარე; აქვს


სურნელოვანი წვრილი ყვავილი სხვადასხვა ფერისა.

რეზერვი [ფრანგ. Réserve] – 1. წყარო, საიდანაც იძენენ ახალ ახალ ძალებს,


საშუალებებს. შრომითი რეზერვები - საბჭოთა კავშირში: ახალგაზრდობა,
რომელიც პროფესიულტექნიკურ სასწავლებლებში იღებს კვალიფიციურ მუშის
სხვადასხვა სპეციალობას. 2. რისამე მარაგი. მაგ., სახელმწიფო სასურსათო
რეზერვები. საწარმოო რეზერვები. 3. (სამხ.). მეთაურის განკარგულებაში
დატოვებული ჯარის ნაწილი, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში ჩააბამენ
ბრძოლაში. 4. სამხედრო ვალდებულნი, რომელთაც გავლილი აქვთ ნამდვილი
სამსახური და საჭიროების შემთხვევაში გაიწვევენ ჯარში; თადარიგი.

რეზერვაჟი [ფრანგ. Réservage] – (სპეც.). კერამიკულ ნაკეთობათა ორ ფერად


შეღებვის ხერხი ერთგვარი.

რეზერვატი [ლათ. Reservatus შენახული] – 1. იგივეა, რაც რეზერვაცია (მნიშვ. 3,


4). 2. ნაკრძალის სახელწოდება საზღვარგარეთის ქვეყნებში.

რეზერვაცია [< ლათ. Reservo ვინახავ, ვიზოგავ] – 1. რეზერვების (მარაგის)


შექმნა. 2. უფლების დატოვება, რომ კვლავ დაუბრუნდნენ რაიმე საკითხს (1. და 2.
მნიშვნელობით იხმარება აგრეთვე რეზერვირება). 3. ჩრდილოეთ ამერიკაში,
სამხრეთ აფრიკასა და ავსტრალიაში: ადგილი, იძულებითი წესით არიან
დასახლებული ადგილობრივი მკვიდრნი. 4. ტერიტორია, რომლის ბუნებრივი
სიმდიდრეები (მცენარეები და ცხოველები) დაცულია სახელმწიფოს მიერ.

რეზერვუარი [ფრანგ. Réservoir] – სითხის ან გაზის მარაგის შესანახი ნაგებობა.

რეზერპინი - სამკურნალო პრეპარატი, ალკალოიდი; დამამშვიდებლად


მოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე და დაბლა სწევს სისხლის წნევას;
იყენებენ ჰიპერტონიულ და ფსიქიკურ დაავადებათა დროს.

რეზერფორდი - რადიაქტიურობის საზომი ერთეული [ინგლისელი ფიზიკოსის


Rut-Herfordის (1871-1937) სახელის მიხედვით.

რეზექცია [ლათ. Resectio მოკვეთა] – (მედიც.). რაიმე დაავადებული ორგანოს


სრული ან ნაწილობრივი მოკვეთა.

რეზიდენტი [ფრანგ. Résident] – 1. დაზვერვის საიდუმლო წარმომადგენელი


უცხო სახელმწიფოს გარკვეულ რაიონში. 2. რომელიმე ქვეყნის მოქალაქე,
რომელიც მუდმივად უცხო ქვეყანაში ცხოვრობს. 3. იმპერიალისტური
სახელმწიფოს წარმომადგენელი მისი პროტექტორატის ქვეშ მყოფ ქვეყანაში,
ფაქტობრივად ამ ქვეყნის მმართველი. 4. შუა საუკუნეებში: უცხო სახელმწიფოს
დიპლომატიური წარმომადგენელი, რომელიც მუდმივად ცხოვრობდა მოცემულ
ქვეყანაში.

რეზიდენტურა - 1. რეზიდენტების (იხ. რეზიდენტი, მნიშვ. 1) ერთობლიობა,


რეზიდენტები. 2. რეზიდენტის საქმიანობა.
რეზიდენცია [ლათ. Residentia] – მთავრობის, სახელმწიფოს მეთაურის ან სხვა
მაღალი თანამდებობის პირის ადგილსამყოფელი.

რეზინი [ლათ. Resina ფისი] – დრეკადი მასალა, რომელსაც იღებენ კაუჩუკის


ვულკანიზაციის გზით.

რეზინიაცია [ფრანგ. Résignation] – (წიგნ.). ბედს დამორჩილება უსიტყვოდ,


უდრტვინველად.

რეზინოზისი [< ლათ. Resina ფისი] – ფისის გამოყოფა წიწოვანი მცენარეების


ღეროდან და ტოტებიდან.

რეზისტენტობა [< ლათ. Resisto წინააღმდეგობას ვუწევ] – გამძლეობა (მაგ.,


ორგანიზმის რაიმე დაავადების მიმართ).

რეზისტინი [< ლათ. Resisto წინააღმდეგობას ვუწევ] – სპილენძის, მაგნიუმისა


და რკინის შენადნობი; იყენებენ ელექტროსახურებელი ხელსაწყოების
წარმოებაში.

რეზიუმე [ფრანგ. Résumé] – შრომის, მოხსენების, სტატიის და მისთ. მოკლე


შინაარსი, დასკვნა.

რეზიუმირება - რისამე რეზიუმეს, დასკვნის გაკეთება; რისამე (მაგ., კამათის


შედეგების) შეჯამება.

რეზოლი [< ლათ. Resina ფისი, რომელიც შედგება ხის კუპრის სპირტისა და
მწვავე კალისაგან; იყენებენ სანაგვე ორმოების დეზინფექციისათვის.

რეზოლუცია [ლათ. Resolutio გადაწყვეტილება] – 1. გადაწყვეტილება,


დადგენილება, რომელიც მიღებულია კრებაზე, კონფერენციაზე და მისთ. რაიმე
საკითხის განხილვის შედეგად. 2. თანამდებობის პირის წერილობითი დასკვნა,
განკარგულება, წარწერილი საქმიან ქაღალდზე.

რეზონი [ფრანგ. Raison] – (საუბ.). გონივრული საფუძველი რისამე; აზრი. მაგ.,


ამას თავისი რეზონი აქვს.

რეზონანსი [ფრანგ. Résonance] – 1. (ფიზ.). სხეულის ბგერადობის გამოწვევა


მასთან შეთანხმებულად აწყობილი მეორე მბგერი სხეულის მიერ ;
თანაბგერადობა. 2. ზოგი სათავსის უნარი გადაიდოს ბგერის ძალა და
ხანგრძლივობა სათავსის შიგნითა ზედაპირების მიერ ბგერის არეკვლის შედეგად.
3. (გადატ.). გამოხმაურება. გამოძახილი.

რეზონატორი - (ფიზ.). სისტემა ან სხეული, რომელშიც რეზონანსი ხდება.

რეზონიორი [ფრანგ. Raisonneur] – 1. ადამიანი, რომელსაც უყვარს


გაჭიანურებული მსჯელობა დამრიგებლობითი ხასიათისა. 2. ძველებური რომანის
ან პიესის პერსონაჟი, რომლის პირითაც ავტორი გამოთქვამს თავის
შეხედულებებს ნაწარმოებში აღწერილი ამბების შესახებ და იძლევა დანარჩენი
მოქმედი პირების მორალურ დახასიათებას. 3. ამპლუა მსახიობისა, რომელიც
ასეთ პერსონაჟს განასახიერებს.
რეზონული [< ფრანგ. Raison] – საფუძვლიანი, გონივრული, დასაბუთებული.

რეზორბცია [< ლათ. Resorbeu შთავნთქავ] – (ფიზიოლ.). მეორეული შთანთქმა;


შეწოვა.

რეზორცინი [ფრანგ. Résorcine, ინგლ. Resorcin] – უფერული მოტკბო


კრისტალები; კარგად იხსნება წყალში, სპირტში, ეთერში, იყენებენ ფეთქებად
ნივთიერებათა დასამზადებლად, შედის კანის დაავადებათა სამკურნალო
მალამოებისა და ხსნარების შემადგენლობაში და სხვ.

რეზულტანტი [ლათ. Resultans (Resultantis) - ამსახველი] – (მათემ.).


ალგებრული გამოსახულება, რომელსაც იყენებენ ალგებრულ განტოლებათა
სისტემების ამოხსნის დროს.

რეზულტატი [ლათ. Resultatus ასახული, არეკლილი] – (წიგნ.). შედეგი.

რეზუსი - პატარა მაიმუნი მაკაკების გვარისა; აქვს მომწვანო ბეწვი;


ბინადრობს სამხრეთ აზიის ტყეებში; იყენებენ ლაბორატორიებში ცდებისათვის.

რეზუსფაქტორი - ანტიგენი, რომელსაც შეიცავს ადამიანთა 85%ის


ერითროციტები; პირველად აღმოაჩინეს ავსტრიელმა მეცნიერებმა 1940 წ.; რ.ფ.ის
გათვალისწინება აუცილებელია სისხლის გადასხმის დროს [მაიმუნის Macacus
rhesusის სახელის მიხედვით, რომლის ერითროციტებშიც აგრეთვე მოიპოვება იგი.

რეიდი1 [ჰოლანდ. Reede] – გემების ღუზით გასაჩერებელი მარჯვე ადგილი


ნავსადგურში ან მის მახლობლად.

რეიდი2 [ინგლ. Raid] – 1. (სამხ.). მოძრავი ჯარების (კავალერიის,


მოტომექანიზებული ნაწილების) ან პარტიზანული რაზმების შეჭრა მტრის ზურგში
საბრძოლო მოქმედებისათვის.2. მოულოდნელი რევიზია, გამოკვლევა,
რომელსაც ახდენს აქტივისტთა ჯგუფი საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და
პრესის დავალებით.

რეიდერი [ინგლ. Raider] – სამხედრო გემი, რომელიც აწარმოებს


დამოუკიდებელ სამხედრო ოპერაციებს.

რეინტერპრეტაცია და რეინტენპრეტირება [ლათ. Re (თავსართი; ნიშნავს:


კვლავ, ხელახლა) და interpretatio (იხ. ინტერპრეტაცია)] – (წიგნ.). ხელახალი
ინტერპრეტაცია, ახლებური გააზრება რისამე.

რეინფექცია - (მედიც.). განმეორებითი დასნებოვნება.

რეისი [რუს. Рейс < გერმ. Reise მოგზაურობა] – გზა ( საწყისი პუნქტიდან
საბოლოო პუნქტამდე), რომელსაც გადის გემი, თვითმფრინავი, ავტობუსი და სხვ.

რეისეფენდი [არაბ. თურქ.] – (ისტ.). ოსმალეთის იმპერიაში 1836 წ.მდე


(საგარეო საქმეთა სამინისტროს შექმნამდე): თანმდებობის პირი, რომელსაც
ეკავა საგარეო საქმეთა მინისტრის შესაბამისი პოსტი.

რეისფედერი, რეისშინა - (უმართებ.) იხ. რაისფედერი, რაისშინა.


რეიტერი - ინგლისის საინფორმაციო სააგენტო - ერთ ერთი უდიდესი
სააგენტო კაპიტალისტურ სამყაროში; შეიქმნა 1849 წ. [დამაარსებლის ჯ. რეიტერის
(J. Reuter) სახელის მიხედვით] –.

რეიტინგი [ინგლ. Raiting შეფასება] – 1. მოჭადრაკეთა - დიდოსტატებისა და


ოსტატების - თამაშის ძალის შეფასების ინდივიდუალური კოეფიციენტების
სისტემა; ითვალისწინებს შეჯიბრების თითოეული მონაწილის ერთგვარ ამოსავალ
დონეს, ტურნირის შემადგენლობას. გათამაშებული პარტიების რაოდენობასა და
შედეგს და, ბოლოს, იძლევა მოჭადრაკის ამჟამინდელი პრაქტიკული ძალის
მათემატიკურ გამოსახულებას; შეიმუშავა ამერიკელმა პროფესორმა ა. ელომ . 2.
ამერიკის შეერთებულ შტატებში: ყოველკვირეული ბიულეტენი, რომელშიც
მოცემულია ტელეგადაცემათა პოპულარობის ინდექსი.

რეიტინგლისტი [ინგლ. Raiting (იხ. რეიტინგი) და list სია, ნუსხა] – სია,


რომელიც წელიწადში ორჯერ ქვეყნდება და რომელშიც ქულებით არის
აღნიშნული გამოჩენილი მოჭადრაკეების რეიტინგი (იხ. რეიტინგი, მნიშვ . 1).

რეიტუზი [გერმ. Reithosen] – 1. ვიწრო შარვალი, რომლის ტოტები მჭიდროდ


ეკვრის ფეხებს. 2. გრძელი ქვედა საცვალი ტრიკოტაჟისა.

რეიხსკანცლერი, რეიხსტაგი...დ (უმართებ.). იხ რაიხსკანცლერი, რაიხსტაგი...

რეკაპიტულაცია [ლათ. Recapitulatio გამეორება] – 1. (წიგნ.). ნათქვამის


გამეორება ძალიან მოკლედ. 2. (ბიოლ.). შორეული წინაპრების ნიშანთვისებათა
გამეორება თანამედროვე ორგანიზმში, მის სტრუქტურაში, ფუნქციებში და სხვ. 3.
სავაჭრო დავთრებისა და ანგარიშების შემოწმება.

რეკეტი [ინგლ. Racket] – ამერიკის შეერტებულ შტატებში: გამოძალვა


(ფულისა და სხვ.).

რეკეტირი [ინგლ. Racketeer] – ამერიკის შეერთებულ შტატებში: განგსტერთა


ბანდის წევრი, რომელიც მიმართავს რეკეტს.

რეკვიემი - 1. კათოლიკური ღვთისმსახურების ერთერთი სახე -


მიცვალებულთა სულის მოსახსენებლად მესა (წირვა). 2. სამგლოვიარო ხასიათის
მუსიკალური ნაწარმოები ორკესტრისა და გუნდისათვის [რეკვიემის (მნიშვ. 1)
ლათინური ტექსტის რექუიემ აეტერნამ დონა ეის (განსვენება სამარადისო მინიჭე
მათ) პირველი სიტყვის მიხედვით] –.

რეკვიზიტი [ლათ. Requisitim საჭირო, აუცილებელი] – 1. (თეატრ.). ნივთები


(ნამდვილი ან ბუტაფორიული), რომლებიც სჭირდებათ მსახიობებს წარმოდგენის
მსვლელობის დროს ანდა წარმოადგენს დეკორაციული გაფორმების ნაწილს
(მაგ., ჭურჭელი, იარაღი, ყვავილები, საჭმელსასმელი და სხვ.). 2. (სამართ.).
სწორად შედგენილი დოკუმენტის აუცილებელი ელემენტი (მაგ., სახელწოდება,
გაცემის ადგილი და თარიღი, სათანადო ხელისმოწერა), ურომლისოდაც იგი
კარგავს იურიდიულ ძალას. 3. (სპეც.). დაწესებულების მისამართის ყველა
შემადგენელი ნაწილი, როგორიცაა: საფოსტო ინდექსი, ქალაქის, ქუჩის
სახელწოდება, სახლის ნომერი, დაწესებულების დასახელება, ტელეფონის,
ტელექსის ნომერი და სხვ.
რეკვიზიტორი - თეატრის თანამშრომელი, რომელიც რეკვიზიტს განაგებს.

რეკვიზიცია [ლათ. Requisitio მოთხოვნა] – და რეკვიზირება - კერძო პირთა ან


საზოგადოებრივ ორგანიზაციათათვის სახელმწიფო ორგანოების მიერ (ომის
დროს - აგრეთვე სამხედრო ხელისუფალთა მიერ) ქონების სამუდამო ან
დროებით ჩამორთმევა ანაზღაურებით.

რეკვირენტი [ლათ. Requirens (Requirentis) ვინც მოითხოვს] – თამასუქის


პატრონი, რომელიც მიმართავს ნოტარიუსს და მოითხოვს თამასუქის
გაპროტესტებას.

რეკლამა [ფრანგ. Réclame] – 1. განცხადება, პლაკატი, რადიოგადაცემა ან


სხვა ღონისძიება მომხმარებელთა, მაყურებელთა და სხვ. მიზიდვის მიზნით. 2.
ვისიმე ან რისამე შესახებ ცნობების გავრცელება, შექება მისთვის სახელის
მოხვეჭის, მისი პოპულარიზაციის მიზნით.

რეკლამაცია [ლათ. Reclamatio უკმაყოფილება] – 1. უკმაყოფილების


გამოხატვა, პრეტენზია, საჩივარი. 2. (ვაჭრ.). პრეტენზია საქონლის დაბალი
ხარისხის გამო და ზარალის ანაზღაურების მოთხოვნა.

რეკლამირება1 - რეკლამის გაკეთება. რეკლამის მოწყობა. 2. ზედმეტად


შექება.

რეკლამირება2 - (ვაჭრ.). რეკლამაციის (მნიშვ. 2) გამოცხადება.

რეკლამისტი - რეკლამის შემდგენელი, გამფორმებელი.

რეკოგნოსცირება [< ლათ. Regocnosco ვათვალიერებ] – 1. (სამხ.). დაზვერვა


პირადად მეთაურის ან შტაბის ოფიცრის მიერ საბრძოლო მოქმედების დაწყების
წინ. წინასწარი დათვალიერება, გამოკვლევა (ადგილმდებარეობისა) გეოდეზიურ
სამუშაოთა საწარმოებლად.

რეკოლონიზაცია - ხელახალი კოლონიზაცია.

რეკომენდაცია [ლათ. Recommendatio] – ვისიმე მუშაობის, საქმიანობის


დადებითი წერილობითი (აგრეთვე სიტყვიერი) დახასიათება სამუშაოზე ან რაიმე
ორგანიზაციაში მისაღებად.

რეკომენდებული - 1. ვისაც რეკომენდაცია მისცეს. მაგ., პასუხსაგებ


თანამდებობაზე რ. პირი. 2. რაც ურჩიეს ვისმე. მაგ., რეკომენდებული
ლიტერატურა.

რეკონვალესცენტი [გვიანდ. ლათ. Reconvalesens (Reconvalescentis) ვინც კვლავ


გამოჯანსაღდემა] – (მედიც.). გამოჯანსაღების პერიოდში მყოფი.

რეკონვალესცენცია [გვიანდ. ლათ. Reconvalescentia გამოჯანსაღება] –


(მედიც.). ადამიანის გამოჯანსარების პერიოდი; დამახასიათებელია დაავადების
ნიშნების თანდათანობით გაქრობა და ორგანიზმის ნორმალური
ცხოველმოქმედების აღდგენა.
რეკონვერსია [ლათ. Re უკან; კვლავ, ხელახლა და conversio დაბრუნება] –
სამხედრო მრეწველობის გადაყვანა მშვიდობიანობის დროისათვის საჭირო
საქონლის წარმოებაზე.

რეკონკისტა [ესპ. Reconquista] – მე8 15 სს.ში: პირენეს ნახევარკუნძულის


ხალხების მიერ არაბებისაგან დაპყრობილი ტერიტორიების ბრძოლით უკან
დაბრუნება.

რეკონსტრუქცია და რეკონსტრუირება [ლათ. Re კვლავ, ხელახლა და


ცონსტრუო ვაგებ, ვაშენებ] – 1. ძირფესვიანი გადაკეთება, გარდაქმნა
გაუმჯობესების მიზნით. 2. რისამე აღდგენა, ახლად აგება შემორჩენილი
გადმონაშთების აღწერის მიხედვით.

რეკორდი [ინგლ. Record] – 1. უმაღლესი, საუკეთესო შედეგი რაიმე სპორტულ


შეჯიბრებაში. 2. საუკეთესო მაჩვენებელი, დიდი მიღწევა შრომაში.

რეკორდსმენი [ინგლ. Recordsman] – სპორტსმენი, რომელსაც რეკორდი აქვს


დამყარებული.

რეკრეატიული [ფრანგ. Récréatif] – რაც გართობის ელემენტებს შეიცავს.

რეკრეაცია [ლათ. Recreatio აღდგენა] – 1. საფრანგეთში, ინგლისსა და ზოგ


სხვა ქვეყანაში: დასვენება გაკვეთილებს შორის სკოლაში. 2. მეცნიერული
ტერმინი; აღნიშნავს დასვენებას. ადამიანის ძალების აღდგენას, რაც დაეხარჯა
მას შრომის პროცესში. სარეკრეაციო - (სპეც.). დასვენებისათვის განკუთვნილი
მაგ., ს. დრო. ს. ტერიტორიები.

რეკრედიტივი [გერმ. Rekreditiv] – 1. მთავრობის სიგელი დიპლომატიური


წარმომადგენლის უკან გამოწვევის შესახებ. 2. საბუთი, რომელიც აუქმებს
აკრედიტივს.

რეკრუტი [გერმ. Rekrut < ფრანგ.] – (ისტ.). საზღვარგარეთისა და რუსეთის


არმიებში: ახლად გაწვეული ჯარისკაცი.

რეკულტივატორი - რეკულტივაციის სპეციალისტი.

რეკულტივაცია [ლათ. Re (თავსართი; ნიშნავს: კვლავ, ხელახლა) და გვიანდ.


ლათ. cultivatio (მიწის) დამუშავება] – ისეთი მიწების პროდუქტიულობის აღდგენა,
რომლებიც უნაყოფო გახდა ადამიანის მოქმედების (სასარგებლო წიაღისეულის
ამოღების, ჰიდრონაგებობათა მოწყობის, ტყეების გაჩეხის, ქალაქთმშენებლობისა
და სხვ.) შედეგად.

რეკუპერატორი [ლათ. Recuperator უკან მიმღები; დამბრუნებელი] – (ტექ.).


რეკუპერაციისათვის საჭირო ხელსაწყო.

რეკუპერაცია [ლათ. Recuperatio კვლავ მიღება] – (ტექ.). 1. ტექნოლოგიური


პროცესის დროს დახარჯული ნივთიერების ან ენერგიის კვლავ მიღება. 2.
წარმოების ნარჩების დაჭერა და გამოყენება.
რელატივიზმი [< ლათ. Relativus შეფარდება] – (ფილოს.). შემეცნების
თეორიაში: იდეალისტური მიმართულება, რომელიც ჩვენს ცოდნას მხოლოდ
შეფარდებითად მიიჩნევს და უარყოფს ობიექტურ ჭეშმარიტებას.

რელატივისტი - რელატივიზმის მიმდევარი.

რელატიური [ლათ. Relativus] – შეფარდებითი, მიმართებითი.

რელაქსანტები [< ლათ. Relaxo ვამცირებ, ვასუსტებ] – სამკურნალოწამლო


საშუალებანი, რომლებიც აქვეითებენ ჩონჩხის მუსკულატურის ტონუსს (იხ.
რელაქსაცია, მნიშვ. 3).

რელაქსაცია [ლათ. Relaxatio შესუსტება, შემცირება] – 1. (ტექ.). სხეულის რაიმე


მდგომარეობის თანდათანობით შესუსტება ამ მდგომარეობის გამომწვევი
ფაქტორების მოქმედების შეწყვეტის შემდეგ. 2. (ფიზიოლ., მედიც.). ჩონჩხის
მუსკულატურის ტონუსის დაქვეითება, რაც გამოწვეულია, კერძოდ, სხვადასხვა
ქიმიური ნივთიერებით; ვლინდება მამოძრავებელი აქტიურობის დაქვეითებით ან
სრული უმოძრაობის მოდუნება.

რელაქსინი [< ლათ. Relaxo შევასუსტებ] – (ფიზიოლ.). ჰორმონი, რომელიც


უმთავრესად საკვერცხეებში წარმოიქმნება.

რელაცია [ლათ. Relatio ცნობა, მოხსენება] – 1. მეთაურის ცნობა საომარი


მოქმედების მიმდინარეობის შესახებ. 2. ვისიმე საბრძოლო გმირობის
წერილობითი დახასიათება ჯილდოზე წარსადგენად.

რელე [ფრანგ. Relais] – ავტომატური ხელსაწყო, სადაც რეაგირებს რაიმე


დანადგარის ერთერთი პარამეტრის (მაგ., ძაბვის, წნევის, ტემპერატურის)
ცვალებაზე და მცირე სიმძლავრის საშუალებით შერთავს ან განრთავს დენის
გაცილებით უფრო მძლავრ დამხმარე წყაროს.

რელევანტური [ინგლ. Relevant] – (ლინგვ.). რაც გამოყენებულია ენობრივ


ერთეულთა ერთმანეთისაგან განსხვავებულად; არსებითი, ფასეული,
მნივშვნელოვანი.

რელეური - რელესთან დაკავშირებული, რელეთი მოქმედი, მაგ.,


კავშირგაბმულობის რელეური ხაზი.

რელიგია [ლათ. Religio] – მეცნიერულ მსოფლგაგებასთან შეუთავსებელი


რწმენა ზებუნებრივი ძალებისა (ღმერთებისა, სულებისა და მისთ.), რომლებიც
ვითომც განაგებენ სამყაროს; სარწმუნოება.

რელიეფი [ფრანგ. Relief] – 1. ამობურცული გამოსახულება სიბრტყეზე. 2.


დედამიწის ზედაპირის სხვადასხვა უსწორმასწორობის (მთების, დაბლობების,
ღრმულების) ერთობლიობა.

რელიეფური - 1. ზედაპირზე ამოწეული; ამობურცული. 2. (გადატ.).


გარკვეული, ნათელი, მკაფიო.
რელიკვარიუმი [გვიანდ. ლათ. Reliquarium] – რელიკვიების (მნიშვ. 1) შესანახი
სათავსი, დამზადებული კეთილშობილი ლითონებისაგან, სპილენძის ძვლისაგან
და მისთ., ჩვეულებრივ შემკული ძვირფასი ქვებით; განსაკუთრებით
გავრცელებული იყო დასავლეთ ევროპაში.

რელიკვია [ლათ. Reliquiae (მრ.). ნარჩენები] – 1. რელიგიური თაყვანისცემის


საგანი (ჩვეულებრივ, წმინდანთა ნაშთები: წმინდა ნაწილები, ტანსაცმელი და
სხვ.), რომელსაც ეკლესია სასწაულმოქმედ ძალას მიაწერს. 2. ნივთი, რომელსაც
ინახავენ როგორც განსაკუთრებით ძვირფას სახსოვარს. მაგ., ისტორიული
რელიკვია. საოჯახო რელიკვია.

რელინი - რეზინის ლინოლეუმი; იატაკის საფარი, რომელსაც ამზადებენ


სინთეზური კაუჩუკუს საფუძველზე.

რელიქტი [ლათ. Reliktus დატოვებული] – ორგანიზმი, ნივთი ან მოვლენა,


რომელიც წარმოადგენს შორეული წარსულის, ძველი ეპოქების გადმონაშთს.

რელიქტური - რელიქტის სახით შემონახული. მაგ., რელიქტური მცენარეები.

რელსი [ინგლ. Rails (მრ.)] – ფოლადის ვიწრო ძელი, რომელზედაც ვაგონის


თვლები მოძრაობს.

რემარკა [ფრანგ. Remarque] – 1. დრამატულ ნაწარმოებში: ავტორის შენიშვნა


(ჩვეულებრივ, ფრჩხილებში), რომელიც შეიცავს სცენის მოწყობილობის,
პერსონაჟთა გარეგნობისა და ქცევის მოკლე დახასიათებას. 2. შენიშვნა, მინაწერი.

რემედიუმი [ლათ. Remedium საშუალება რისამე წინააღმდეგ] – ოქროს ან


ვერცხლის მონეტების წონის (კანონით დასაშვები) შემცირება და სინჯისაგან
გადახრა, რაც გამოწვეულია ბრუნვაში მათი გაცვეთით.

რემიზი [ფრანგ. Remise] – 1. ბანქოს ზოგიერთ თამაშში: კარტის დადგენილი


რაოდენობის ვერაყვანა, ჯარიმა ამგვარი ვერაყვანისათვის. 2. (სპორტ.).
ფარიკაობაში: განმეორებითი გამაფრთხილებელი დარტყმა (ჩხვლეტა).

რემილიტარიზაცია [ფრანგ. Remilitarisation] – და რემილიტარიზება -


განიარაღებული სახელმწიფოს ხელახალი შეიარაღება.

რემინგტონი [< საკუთ. სახ.] – გარკვეული სისტემის საბეჭდი მანქანა.

რემინისცენცია [ლათ. Reminiscentia მოგონება] – 1. ბუნდოვანი მოგონება;


მოვლენა, რომელიც ადამიანს რასმე მოაგონებს. 2. ვისიმე შემოქმედების
გავლენის ასახვა ლიტერატურულ, მუსიკალურ და სხვ. ნაწარმოებში.

რემისია [ლათ. Remissio შემცირება, შესუსუტება] – (მედიც.). ავადმყოფობის


მოვლენათა დროებითი შესუსტება ან გაქრობა.

რემიტენტი [< ლათ. Remittens (Remittentis) გამგზავნი, გადამგზავნი] –


გადაგზავნილი თამასუქის მიმღები.

რემონტი1 [< ფრანგ. Remonter შეკეთება] – შეკეთება, აღდგენა (რაიმე


დაზიანებულისა, გაცვეთილისა).
რემონტი2 [ფრანგ. Remonte] – 1. (სამხ.). ჯარში გამოკლებული ცხენების
შევსება. 2. (სოფ. მეურნ.). საქონლის ჯოგის, ნახირის შევსება მოზარდეულის
სისტემატური გამოზრდის გზით.

რემონტატური [< ფრანგ. Remontant რაც წლის განმავლობაში რამდენჯერმე


ყვავის] – ისეთი (მცენარე), რომელსაც უნარი შესწევს ხელახლა ან მრავალგზის
იყვავილოს და ნაყოფი მოგვცეს ერთი ვეგეტაციური პერიოდის განმავლობაში.

რემონტიორი - მეფის რუსეთში: ოფიცერი, რომელიც დანიშნული იყო


გამოკლებული ცხენების შესასყიდად (იხ. რემონტი2, მნიშვ. 1).

რემონტუარი [ფრანგ. Remontoir] – 1. საათის მოსამართი მოწყობილობა. 2.


საათი, რომელიც უგასაღებოდ მოიმართება, იქოქება.

რენატურალიზაცია [ლათ. Re (თავსართი; ნიშნავს: კვლავ, ხელახლა) და


ნატურალის ბუნებრივი (იხ. ნატურალიზაცია)] – მოცემული ქვეყნის მოქალაქეობის
უფლებების აღდგენა იმ პირთათვის, რომლებმაც რაიმე მიზეზის გამო დაკარგეს
ეს უფლებები.

რენდი - ფულის ერთეული სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში.

რენეგატი [გვიანდ. ლათ. Renegatus < ლათ. Renego უარვყოფ] – ადამიანი,


რომელმაც უღალატა თავის რწმენას და მოწინააღმდეგის მხარეზე გადავიდა ;
მოღალატე, განდგომილი.

რენეგადოსი [ესპ. Renegados < გვიანდ. ლათ. Renegatus რენეგატი] – შუა


საუკუნეებში მუსლიმანურ ესპანეთში: ქრისტიანები, რომლებმაც მიიღეს ისლამი:
ქრისტიანულ წყაროებში ისინი ჩვეულებრივ მოიხსენიებიან როგორც
განდგომილები (რენეგატები).

რენესანსი [ფრანგ. Renaissance] – 14-15 სს.ში ევროპის რიგ ქვეყნებში


(პირველად - იტალიაში): კულტურული და იდეოლოგიური განვითარების
პერიოდი, რომლისთვისაც დამახასიათებელია კაპიტალისტური ურთიერთობის
ჩასახვა და მეცნიერებისა და ხელოვნების აყვავება; აღორძინების ხანა.

რენეტი - იხ. რანეტი.

რენიუმი - ვერხცლისფერი ძნელდნობადი ლითონი; იყენებენ შესადნობებში


(ანტიკოროზიული დაფარვისათვის) და სხვ.; აღმოაჩინეს გერმანელმა
მეცნიერებმა 1925 წ. [მდ. რაინის ლათინური სახელწოდების - Rhenusის მიხედვით]
–.

რენკლოდი [ფრანგ. Reine-Claude] – ქლიავის ჯიში; ისხამს მსხვილ ყვითელ ან


მწვანე წვნიან ნაყოფს; ამ ჯიშის ქლიავის ნაყოფი.

რენომე [ფრანგ. Renommée] – ვისიმე შესახებ შექმნილი შეხედულება;


რეპუტაცია.

რენონსი [ფრანგ. Renonce] – ბანქოს თამაშში: ისეთი მდგომარეობა, როდესაც


მოთამაშეებს ხელზე არა აქვთ რომელიმე ფერის ქაღალდი.
რენტა [გერმ. Rente, ფრანგ. Rente] – რეგულარული შემოსავალი, რომელსაც
იძლევა კაპიტალი, ქონება ან მიწა ისე, რომ მათ მფლობელს არ სჭირდება
მეწარმეობრივი საქმიანობა.

რენტაბელური [გერმ. Rentabel] – რაც გაწეულ ხარჯებს ამართლებს,


სამეურნეო თვალსაზრისით მიზანშეწონილი; სარგებლიანი, შემოსავლიანი.

რენტგენი - 1. იგივეა, რაც რენტგენის სხივები. რენტგენის სხივები - უხილავი


სხივები, რომლებიც წარმოადგენენ მოკლე ელექტრომაგნიტურ ტალღებს ; აქვთ
გაუმჭვირ საგნებში შეღწევის უნარი. 2. ასეთი სხივებით გასაშუქებელი აპარატი . 3.
რენტგენის სხივების გამოყოფის რაოდენობის (დოზის) ერთეული. [გერმანელი
ფიზიკოსის Rentgenის სახელის მიხედვით, რომელმაც 1895 წ. აღმოაჩინა ეს
სხივები] –.

რენტგენოგრამა [რენტგენი და ბერძ. gramma ჩაწერა, ჩასაწერი] – რენტგენის


სხივების საშუალებით ფოტოფირზე მიღებული გამოსახულება.

რენტგენოგრაფია [რენტგენი და ბერძ. grapho ვწერ] – რენტგენის სხივების


საშუალებით გაუმჭვირი საგნების შინაგანი აგებულების ფოტოგრაფირება .

რენტგენოდიაგნოსტიკა - ქსოვილებისა და ორგანოების დაავადების


გამოცნობა რენტგენის სხივების საშუალებით.

რენტგენოთეკა [რენტგენი და ბერძ.theke ყუთი, საცავი] – რენტგენის


სურათების საცავი.

რენტგენოთერაპია [რენტგენი და ბერძ. therapeia მკურნალობა] – რენტგენის


სხივების გამოყენება სამკურნალო მიზნით.

რენტგენოლოგი რენტგენოლოგიის სპეციალისტი ექიმი.

რენტგენოლოგია [რენტგენი და ბერძ. logos მოძღვრება] – მედიცინის დარგი,


რომელიც სწავლობს რენტგენის სხივების გამოყენებას დაავადების გამოცნობისა
და მკურნალობისათვის.

რენტგენოსკოპია [რენტგენი და ბერძ. skopeo ვუყურებ] – სხეულების გაშუქება


რენტგენის სხივებით და მათი ჩრდილოვანი გამოსახულების გასინჯვა საგანგებო
ეკრანზე შინაგანი ***აგებულების გამოსაკვლევად; იყენებენ ტექნიკასა (ლითონის
ნაკეთობის დეფექტების აღმოსაჩენად) და მედიცინაში (დაავადების
გამოსაცნობად).

რეობაზა [ბერძ. Rheo მივმდინარეობ, მივედინები და basis სვლა, მოძრაობა;


ფუძე, საფუძველი] – მუდმივი ელექტროდენის უმცირესი ძალა, რომელიც თავისი
საკმაოდ ხანგრძლივი მოქმედების დროს იწვევს აღგზნებას ცოცხალ ქსოვილებში.

რეობიონტები [ბერძ. Rheo მივმდინარეობ, მივედინები და bion (biontos)


მცხოვრები (იხ. ბიონტი)] – მცენარეები და ცხოველები, რომლებიც მდინარ
წყლებში ცხოვრობენ.
რეოგრაფია [ბერძ.Rheo მივმდინარეობ, მივედინები და grapho ვწერ] –
სხეულის რაიმე ადგილის სისხლით ავსების შესწავლის მეთოდი მისი (ამ
ადგილის) ელექტროწინაღობის რხევების გრაფიკული რეგისტრაციის გზით.

რეოლოგია [ბერძ. Rheo მივმდინარეობ, მივედინები და logos მოძღვრება] –


მეცნიერება ნივთიერებათა დეფორმაციებისა და დენადობის შესახებ.

რეომეტრი [ბერძ. Rheo მივმდინარეობ, მივედინები და metreo ვზომავ] –


ხელსაწყო აირის მოცულობითი ხარჯის გასაზომად.

რეომიურის თერმომეტრი - თერმომეტრი, რომელსაც ყინულის დნობისა და


წყლის დუღილის წერტილებს შორის 80გრადუსიანი სკალა აქვს [ფრანგი
ბუნებისმეტყველის Réaumurის (1683-1757 წწ.) სახელის მიხედვით] –.

რეორგანიზაცია და რეორგანიზება - დაწესებულების, ორგანიზაციის


სტრუქტურის შეცვლა, გადაკეთება, გარდაქმნა.

რეოსტატი [ბერძ. Rheo მივედინები და statos მდგომი] – ხელსაწყო, რომელიც


დენის ძალის ან ძაბვის რეგულირებას ახდენს ელექტრულ წრედში.

რეოტროპიზმი [ბერძ. Rheo მივმდინარეობ, მივედინები და tropos მობრუნება,


მიმართულება] – ბევრი მცენარის ფესვების თვისება - ზრდის დროს გადაიხარონ
ან წყლის დინების წინააღმდეგ (დადებითი რ.), ანდა დინების მიმართულებით
(უარყოფითი რ.).

რეპარაცია [ლათ. Reparatio აღდგენა] – ფულადი ან ნატურალური


გადასახადი, რომელსაც უხდის ომში დამარცხებული ქვეყანა გამარჯვებულს
მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად.

რეპარტიმიენტო [ესპ. Repartimiento განაწილება] – (ისტ.). ესპანეთის


კოლონიებში ამერიკაში მე15 ს.ის ბოლოდან: მიწის, ადგილობრივი მკვიდრი
მოსახლეობის, საქონლის და სხვ. განაწილება კოლონისტებს შორის.

რეპატრიანტი [ლათ. Repatrians (Repatriantis)] – პირი, რომელიც ბრუნდება


სამშობლოში რეპატრიაციის ძალით.

რეპატრიაცია [ლათ. Repatriatio] – და რეპატრიირება - ემიგრანტების, ტყვედ


წაყვანილი პირების, ლტოლვილების დაბრუნება სამშობლოში.

რეპელენტები [< ლათ. Repelens (Repelentis) საზიზღარი] – ცუდი სუნის მქონე


პრეპარატები, რომლებსაც იყენებენ მწერების (კოღოს და მისთ.) დასაფრთხობად.

რეპერი [ფრანგ.Répére] – 1. (გეოდ.). მიწაში ან შენობის კედელში


დამაგრებული ნიშანი იმ წერტილის აღსანიშნავად, რომლის სიმაღლე ზღვის
დონიდან განსაზღვრულია ნიველირების გზით. 2. (სამხ.). დამხმარე წერტილი
(მიწაზე ან ჰაერში), რომელსაც იყენებენ საარტილერიო ცეცხლის დასამიზნებლად
იმისათვის, რომ შემდეგში ცეცხლი უშუალოდ მიზანზე გადაიტანონ.
რეპერტუარ-ი [ფრანგ. Répertoire] – 1. თეატრში, ესტრადაზე და მისთ.
გარკვეულ პერიოდში დადგმულ დრამატულ, მუსიკალურ და სხვ. ნაწარმოებთა
ერთობლიობა. 2. მსახიობის მიერ შესრულებული როლების ერთობლიობა.

რეპეტირ-ი [< ფრანგ. Répéter გამეორება] – საათის მექანიზმი, რომელიც


კნოპზე თითის დაჭერის შემთხვევაში რეკავს დროს; ასეთი მექანიზმის შემცველი
საათი.

რეპეტიტორ-ი [ლათ. Repetitor ვინც იმეორებს] – 1. კერძო, ფასიანი


მასწავლებელი, რომელიც ეხმარება ჩამორჩენილ მოსწავლეს გაკვეთილების
მომზადებაში ანდა ამზადებს აბიტურიენტებს ამა თუ იმ საგანში. 2.
ქორეოგრაფიულ კოლექტივებსა და სასწავლებლებში: პედაგოგი, რომელიც
წარმართავს რეპეტიციას ცალკეული ნომრებისა და პარტიების მოსამზადებლად.
3. მეფის რუსეთის კადეტთა და პაჟთა კოროუსებში: მასწავლებელი, რომლის
ხელმძღვანელობითაც მოსწავლეები ასრულებდნენ საშინაო დავალებას .

რეპეტიცია [ლათ. Repetitio გამეორება] – დასწავლა ან სასინჯი შესრულება


დრამატული, მუსიკალური და სხვა ნაწარმოებისა, რომელიც განკუთვნილია
სპექტაკლისათვის, კონცერტისათვის და მისთ. გენერალური რეპეტიცია -
უკანასკნელი რეპეტიცია კონცერტის გამართვის წინ დეკორაციებითა და
კოსტიუმებით.

რეპლანტაცია [ლათ. Re- (თავსართი; ნიშნავს: კვლავ, ხელახლა და


(trans)plantatio (იხ. ტრასპლანტაცია)] – (მედიც.).1. სხეულის მოჭრილი ნაწილის
(თითის, ხელის, ფეხის...) მიკერება და შეზრდა. 2. ამოღებული კბილის კვლავ
ჩასმა თავის ფოსოში.

რეპლიკა [იტალ. Replica] – 1. კრებაზე და მისთ. ორატორისათვის ადგილიდან


მიცემული მოკლე შენიშვნა; შეპასუხება, წამოძახილი. 2. (თეატრ.). ფრაზის
დაბოლოება, მოქმედი პირის ბოლო სიტყვები, რომელთა შემდეგაც ლაპარაკს
იწყებს მეორე მოქმედი პირი. 3. (სამართ.). ერთი მხარის მიერ შეკამათება
მეორესთან სასამართლო პროცესზე. 4. (მუს.). მუსიკალური ფრაზის გამეორება
სხვა ხმით ან სხვა ტონალობით. 5. სახვით ხელოვნებაში: მხატვრული ნაწარმოების
საავტორო პირი, რომელიც ორიგინალისაგან ზომით განსხვავდება.

რეპოზიცია [გვიანდ. ლათ. Repositio < ლათ. Repono ჩავდებ უკანვე, ჩავუგდებ
(ნაღრძობს)] – (მედიც.). თავის ადგილას ჩასმა ძვლის დაძრული ნაწილებისა
(მოტეხილობის, ღრძობის დროს).

რეპორტ-ი [ფრანგ. Report] – (ბუხჰალტ.). ჯამის გადატანა მეორე გვერდზე.

რეპორტაჟ-ი [ფრანგ. Reportage] – დღის განმავლობაში მომხდარი ამბების


შესახებ ცნობათა შედგენა პრესისა და რადიოსათვის; ასეთი ცნობა, მოთხრობა,
გამოქვეყნებული პრესაში ან გადაცემული რადიოთი (ტელევიზიით).

რეპორტიორ-ი [ინგლ. Reporter] – გაზეთის, ჟურნალის, რადიოს,


საინფორმაციო სააგენტოს თანამშრომელი, რომელიც აგროვებს ცნობებს
სხვადასხვა ამბისა და შემთხვევის შესახებ.
რეპრეზენტანტ-ი [ფრანგ. Représentrnt] – (წიგნ.). წარმომადგენელი.

რეპრეზენტაცია - (წიგნ.). წარმომადგენლობა.

რეპრესალია [ლათ. Repressalia] – საერთაშორისო ურთიერთობაში:


იძულებითი ზომა, რომელსაც მიმართავს ერთი სახელმწიფო მეორის
არაკანონიერი მოქმედების საპასუხოდ.

რეპრესია [ლათ. Repressio დათრგუნვა] – სახელმწიფო ორგანოების მიერ


მიღებული დასასჯელი ზომა; დასჯა.

რეპრიზ-ი [ფრანგ. Reprise] – 1. მუსიკალური პიესის რომელიმე ნაწილის


გამეორება; ასეთი გამეორების სანოტო ნიშანი. 2. მოკლე სახუმარო ნომერი,
რომელსაც ასრულებენ კლოუნები ან ცირკისა და ესტრადის სხვა მსახიობები.

რეპროდუქტორ-ი - მოწყობილობა რადიოგადაცემათა ხმის


გასაძლიერებლად; ხმამაღალმოლაპარაკე.

რეპროგრაფია [რეპრო(დუქცია) და ბერძ. grapho ვწერ] – დოკუმენტების პირის


გადაღების პროცესების საერთო სახელწოდება.

რეპროდუქცია და რეპროდუცირება [ლათ. Re- ხელახლა და პროდუცო


ვაწარმოებ] – 1. (პოლიტ. ეკონ.). საზოგადოებრივი წარმოების განმეორებითი
პროცესი; აღწარმოება, კვლავწარმოება. 2. სხვადასხვა გამოსახულების (სურათის ,
ნახატის, ნაბეჭდი ტექსტისა და მისთ.) ხელახლა გადაღება და გამრავლება
ფოტოგრაფიული ან პოლიგრაფიული საშუალებით. 3. (ფსიქ.). მეხსიერებაში
შემონახული რისამე აღდგენა, გახსენება.

რეპტილია [< ლათ. Reptilis მხოხავი, მძრომი] – (ზოოლ.). ქვეწარმავალი.

რეპუტაცია [ფრანგ. Réputation] – ვისიმე (ან რისამე) ღირსებათა და


ნაკლოვანებათა შესახებ შექმნილი საერთო აზრი, შეხედულება.

რეჟიმ-ი [ფრანგ. Régime] – 1. სახელმწიფო წყობილება, მმართველობის წესი.


2. ცხოვრების, შრომის, დასვენების, კვების და სხვ. მტკიცედ დადგენილი წესი,
განაწესი. 3. რისამე მუშაობის, მოქმედების, არსებობის პირობები. მაგ., მანქანის
მუშაობის რეჟიმი. მდინარის რეჟიმი - პირობები, რომლებიც განსაზღვრავს წყლის
დინების ცვალებადობას მრავალი წლის, სეზონისა თუ დღე-ღამის განმავლობაში.
4. რაიმე მიზნისათვის საჭირო წესთა, ღონისძიებათა სისტემა. მაგ., ეკონომიის
რეჟიმი.

რეჟისორ-ი [ფრანგ. Régisseur მმართველი] – სპექტაკლის, კინოფილმის


დადგმის სამხატვრო ხელმძღვანელი: დამდგმელი.

რეჟისურა - 1. რეჟისორის მუშაობა, საქმიანობა. 2. სპექტაკლის, კონოფილმის


დადგმის ხელმძღვანელობა. 3. (კრებ.). რეჟისორები.

რესივერ-ი [ინგლ. Resiver მიმღები] – კომპრესორული დანადგარი; მისი


დანიშნულებაა აირის ან ორთქლის შეგროვება (რომელიც შემდეგ იხარჯება მცირე
განივკვეთის მილების გზით), აგრეთვე წნევის რხევების შენელება.
რესკონტრო [იტალ. Riscontro] – დამხმარე საბუხჰალტრო დავთარი
სხვადასხვა ორგანიზაციასა და პირთან წარმოებული ანგარისწორების
აღრიცხვისათვის.

რესკრიპტ-ი [ლათ. Rescriptum] – (ისტ.). 1. მეფის მიერ გამოქვეყნებული


წერილი ქვეშევრდომისადმი - გაწეული სამსახურისათვის მადლობის
გამოცხადების, დაჯილდოების და სხვ. შესახებ. 2. ძველ რომში: იმპერატორის
მიერ შეკითხვაზე გაცემული პასუხი, რომელსაც კანონის ძალა ჰქონდა .

რესორ-ი [ფრანგ. Ressort] – ავტომობილის, ვაგონის, ეკიპაჟის და მისთ.


ლითონის დრეკადი ნაწილი, რომელიც მოთავსებულია ძარასა და ღერძს შორის
და მოქმედებს როგორც ზამბარა (მოძრაობის დროს წარმოქმნილი ბიძგების
შესარბილებლად).

რესპექტ-ი [ფრანგ. Respect] – (წიგნ.). პატივი, პატივისცემა.

რესპექტაბელურ-ი [ფრანგ. Respectable] – პატივსაცემი, ღირსეული,


დარბაისლური.

რესპირატორ-ი [< ლათ. Respiro ვსუნთქავ] – მოწყობილობა (ფილტრიანი


ნიღაბი ან ნახევარნიღაბი) სასუნთქი ორგანოების დასაცავად მავნე აირებისა და
მტვრისაგან.

რესპირაცია [ლათ. Respiratio] – სუნთქვა.

რესპოდენტ-ი [ლათ. Respondens (Respondentis] – < რესპონდეო პასუხს ვაძლევ]


– ვისაც შეკითხვებით მიმართავენ (სოციოლოგიაში); ცდისპირი (ფსიქოლოგიაში).

რესპუბლიკა [ლათ. Respublica] – სახელმწოფო მმართველობის ფორმა,


რომლის დროსაც ხელისუფლების უმაღლეს ორგანოებს ირჩევენ განსაზღვრული
ვადით; ასეთი მმართველობის მქონე ქვეყანა. საბჭოთა სოციალისტური
რესპუბლიკა - სახელმწიფო მმართველობის ფორმა, რომლის დროსაც მთელი
ძალაუფლება ეკუთვნით მშრომელებს სახალხო დეპუტატების საბჭოების სახით.
სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა - სოციალისტური ტიპის სახელმწიფო
მმართველობის ფორმა, რომლის პოლიტიკურ საფუძველს წარმოადგენენ
სახალხო კრებები და სახალხო საბჭოები. ბურჟუაზიული დემოკრატიული
რესპუბლიკა - სახელმწიფო მმართველობის ფორმა, რომელის დროსაც
ნამდვილი ხელისუფლება ბურჟუაზიას ეკუთვნის.

რესპუბლიკელ-ი - 1. რესპუბლიკური წყობილების მომხრე. 2. ამერიკის


შეერთებულ შტატებში: ერთ-ერთი ძირითადი ბურჟუაზიული პარტიის
(„რესპუბლიკური რესპუბლიკურ-ი - 1. რესპუბლიკასთან დაკავშირებული. 2. რის
მოქმედებაც ვრცელდება საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი რესპუბლიკის
ფარგლებში, რაც ერთ-ერთი რესპუბლიკის გამგებლობაშია.

რესტავრატორ-ი - 1. რესტავრაციის (მნიშ. 1) სპეციალისტი. 2. რესტავრაციის


(მნიშვ. 2) მომხრე; ვინც ცდილობს აღადგინოს ძველი, დამხობილი პოლიტიკური
წყობილება.
რესტავრაცია [ლათ. Restauratio] – და რესტავრირება - 1. ჟამთა ვითარებაში
დაზიანებული არქიტექტურული ძეგლის, ხელოვნების ნაწარმოების,
არქეოლოგიური ნივთებისა და სხვ. აღდგენა პირვანდელი სახით. 2. ძველი
დამხობილი პოლიტიკური წყობილების აღდგენა.

რესტანტ-ი [ფრანგ. Restant ნაშთი, ნარჩენი] – 1. (ფინანს.). ვალი, რომელიც


ირიცხება ბალანსის დასკვნის დროისათვის. 2. (ეკონ.). ჩაწოლილი საქონელი;
ნარჩენები.

რესტიტუცია [ლათ. Restitutio] – 1.(ბიოლ.) რეგენერაციის ერთ-ერთი სახე -


სხეულის ერთი ნაწილისაგან მთელი ორგანიზმის აღდგენა. 2. (სამართ.). ძველი
უფლებრივი მდგომარეობის აღდგენა; ერთი სახელმწიფოს მიერ მეორისათვის იმ
ქონების დაბრუნება, რომელიც ომის დროს იყო უკანონოდ მიტაცებული.

რესტორან-ი [ფრანგ. Restaurant] – კარგად მოწყობილი, ძვირფასი სასადილო


(ჩვეულებრივ, მუსიკით, ცეკვებით).

რესტორატორ-ი [ფრანგ. Restaurateur] – რესტორნის პატრონი.

რესტრიქცია [ლათ. Restrictio შეზღუდვა] – წარმოების, გაყიდვისა და


ექსპორტის შეზღუდვა, რომელსაც მიმართავენ მონოპოლიები (განსაკუთრებით
საერთაშორისო კარტელები) საქონელზე ფასების აწევისა და მაქსიმალური
მოგების მიზნით.

რესურს-ი [ფრანგ. Ressource] – 1. რისამე მარაგი. 2. ფულადი სახსრები. 3.


ტექნიკური მოწყობილობის (მანქანის, სისტემის) ნამუშევარი იქამდე, სანამ ეს
მოწყობილობა მიაღწევს ზღვრულ მდგომარეობას, რომლის დროსაც მისი
შემდგომი ექსპლუატაცია შეუძლებელია ან არ არის სასურველი ეფექტურობის
შემცირების ან ადამიანისათვის გაზრდილი საფრთხის გამო (სხვანაირად:
ტექნიკური რესურსი).

რეტარდაცია [< ლათ. Retardatio შენელება, დაყოვნება] – მხატვრულ


ლიტერატურაში (განსაკუთრებით დრამაში); მოქმედების შენელება მკითხველის
ინტერესის გასაძლიერებლად.

რეტინა [ლათ. Retina ბადე] – (ანატ.). თვალის ბადურა.

რეტინიტ-ი - (მედიც.). რეტინის ანთება.

რეტინოლ-ი - A ვიტამინი; გროვდება ღვიძლში; გამსაკუთრებით ბევრია


ვეშაპის, თევზის ღვიძლში, თევზის ქონში.

რეტირად-ი - საზოგადოებრივი საპირფარეშოები ქალაქებში.

რეტორიკა - იხ რიტორიკა.

რეტორსია [გვიანდ. ლათ. Retorsio უკუმოქმედება] – საერთაშორისო


სამართალში: ერთი სახელმწიფოს მოქმედება მეორის უსამართლო ან
არამეგობრული მოქმედების საპასუხოდ.
რეტორტა [ლათ. Retorta] – სითხის გამოსახდელი ხელსაწყო (მსხლის
ფორმისა), რომელსაც გრძელი, გვერდზე გადახრილი ყელი აქვს; იყენებენ
ლაბორატორიებში.

რეტრანსლატორ-ი - რეტრანსლაციისათვის საჭირო დანადგარი,


მოწყობილობა.

რეტრანსლაცია და რეტრანსლირება - რადიო- ან ტელეგადაცემის მიღება


კავშირგაბმულობის შუალედურ პუნქტში - გასაძლიერებლად და შემდგომ
გადასაცემად.

რეტრო - (შემოკლ.). იგივეა, რაც რეტროსპექტივა.

რეტროგრად-ი [ლათ. Retrogradus უკან მავალი] – პროგრესის


მოწინააღმდეგე; რეაქციონერი.

რეტროსპექტივა - ძველი (ზოგჯერ ახალი) კინოფილმების ჩვენება-განხილვა


გარკვეული თანამიმდევრობით.

რეტროსპექტულ-ი [ლათ. Retro უკან და specto ვუყურებ] – წარსულისაკენ


მიმართული, წარსულის განხილვისადმი მიძღვნილი.

რეტროსპექცია - რეტროსპექტული განხილვა, წარსულისაკენ მიმართვა.

რეტუშ-ი [ფრანგ. Retouche] – ფოტოგრაფიული ანაბეჭდის (პოზიტივის),


ნეგატივის ან დიაპოზიტივის შესწორება ფანქრით, საღებავით და სხვ.

რეტუშირება [ფრანგ. Retoucher] – რეტუშის კეთება.

რეტუშორ-ი [ფრანგ. Retoucheur] – რეტუშის სპეციალისტი.

რეუტილიზაცია [ლათ. Re- (თავსართი; ნიშავს: კვლავ, ხელახლა) და უტილის


გამოსადეგი (იხ. უტილიზაცია)] – (ბოტან.). მცენარის მიერ განმეორებით (ზოგჯერ
მრავალგზის) გამოყენება ფესვებით შთანთქმული მინერალური ნივთიერებებისა.

რეფაქცია [ფრანგ. Réfaction] – (კომერც.). ფასჩამოკლება იმ შემთხვევაში, თუ


საქონელი დაბალი ხარისხისა გამოდგა ხელშეკრულებით გათვალისწინებულთან
შედარებით.

რეფერატ-ი [< ლათ. Refero ვაუწყებ, მოვახსენებ] – 1. მოკლე წერილობითი ან


ზეპირი გადმოცემა მეცნიერული ნაშრომისა და სხვ. 2. მოხსენება, რომელშიც
მოცემულია რაიმე საკითხის შესახებ არსებული ლიტერატურის მიმოხილვა.

რეფერენდუმ-ი [ლათ. Referendum რაც უნდა აუწყონ] – საყოველთაო სახალხო


გამოკითხვა კენჭისყრით დიდად მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი საკითხების
გადასაწყვეტად (იხ. აგრეთვე, პლებისციტი).

რეფერენტ-ი [ლათ. Referens (რეფერენტის) მომხსენებელი] – 1. პირი,


რომელიც რეფერატს კითხულობს. 2. თანამდებობის პირი - მომხსენებელი,
კონსულტანტი გარკვეული საკითხების შესახებ.
რეფერნცია [< ლათ. Refero ვაცნობებ] – 1. ცნობა სამსახურის შესახებ; აზრის
გამოთქმა, გამოხმაურება. 2. (კომერც.). ფირმის, დაწესებულების და მისთ.
გადახდისუნარიანობის დამოწმება, დადასტურება; რეკომენდაცია.

რეფერი [ინგლ. Referee] – სპორტული შეჯიბრების მსაჯი.

რეფერირება - რისამე რეფერატის გაკეთება.

რეფლექს-ი [ლათ. Reflexus ასახვა] – (ფიზიოლ.). ცოცხალი ორგანიზმის


რეაქცია გარეგან გაღიზიანებაზე, რაც ხორციელდება ცენტრალური ნერვული
სისტემის მონაწილეობით. უპირობო რეფლექსი - თანდაყოლილი რეფლექსი.
პირობითი რეფლექსი - რეფლექსი, რომელიც ცოცხალ ორგანიზმს
ინდივიდუალური ცხოვრების პირობებში უმუშავდება.

რეფლექსია [ლათ. Reflexio ასახვა] – საკუთარი აზრებისა და განცდების


ანალიზი; ჩაფიქრება.

რეფლექსოგენურ-ი [ლათ. Reflexus (იხ. რეფლექსი) და ბერძ. genos გვარი;


წარმოშობა] – (ფიზიოლ.). რეფლექსის გამომწვევი. რეფლექსოგენური ზონები -
სპეციალური რეცეპტორების განლაგების არეები ორგანიზმში, რომელთა
გაღიზიანება იწვევს ამა თუ იმ სპეციფიკურ უპირობო რეფლექსს.

რეფლექსოთერაპია [ლათ. Reflexus (იხ. რეფლექსი) და ბერძ. Therapeia


მკურნალობა] – იგივეა, რაც აკუპუნქტურა.

რეფლექსოლოგია [ლათ. Reflexus (იხ. რეფლექსი) და ბერძ. logos მოძღვრება]


– მექანიცისტური მიმართულება ფსიქოლოგიაში 1900 დ1930 წლებში; მისი
ფუძემდებელი იყო ვ. მ. ბეხტერევი (1857- 1927).

რეფლექსურ-ი - რეფლქსთან დაკავშირებული; არანებსმიერი, შეუცნობელი.

რეფლექტომეტრ-ი [ლათ. Reflecto ავირეკლავ და ბერძ. მეტრეЅ ვზომავ] –


(ფიზ.). ხელსაწყო არეკვლის კოეფიციენტის გასარკვევად.

რეფლექტორ-ი [< ლათ. Reflecto უკან მივმართავ; ავირეკლავ] – 1. სხივების


ამრეკლავი მოწყობილობა. 2. გასახურებული ხელსაწყო, რომელიც შედგება
ელექტრული ლამპისა და ამრეკლავისაგან. 3. ტელესკოპი, რომელშიც
გამოსახულება მიიღება ჩაზნექილი სარკის საშუალებით.

რეფორმა [ფრანგ. Réforma] – 1. გარდაქმნა, შეცვლა რისამე. 2. პოლიტიკური


გარდაქმნა, რომელსაც ახდენს მმართველი კლასი არსებული
სახელმწიფოებრივი წყობილების შეუცვლელად.

რეფორმატორ-ი [ლათ. Reformator] – რეფორმის გამტარებელი პირი.

რეფორმაცია [ლათ. Reformatio გარდაქმნა] – მე-16 ს.-ში დასავლეთ


ევროპაში: ანტიფეოდალური ხასიათის სოციალურ-პოლიტიკური მოძრაობა,
რომელიც გამოვლინდა კათოლიკური ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლაში.

რეფორმიზმ-ი - მარქსიზმისადმი მტრული მიმდინარეობა მუშათა


მოძრაობაში; უარყოფს რევოლუციურ კლასობრივ ბრძოლას, სოციალისტურ
რევოლუციასა და პროლეტარიატის დიქტატურას და ცდილობს ბურჟუაზიასთან
თანამშრომლობით გაატაროს ისეთი ცალკეული სოციალური რეფორმები,
რომლებიც არ ეხება კაპიტალიზმის საფუძვლებს.

რეფორმირება - რეფორმის გზით შეცვლა.

რეფორმისტ-ი - რეფორმიზმის მომხრე.

რეფრაქტალოი [ინგლ. Refractory ცეცხლგამძლე, ძნელდნობადი და alloy


შენადნობი] – მხურვალმტკიცე შენადნობი ნიკლის, კობალტის, ქრომისა და
რკინის საფუძველზე; შეიმუშავეს ამერიკის შეერთებულ შტატებში; იყენებენ
რეაქტიული ძრავების, აირტურბინების და სხვათა დეტალების დასამზადებლად.

რეფრაქტორ-ი [< ლათ. Refractus გარდატეხილი] – ტელესკოპი, რომელშიც


ცის სხეულების გამოსახულება მიიღება ლინზების საშუალებით.

რეფრაქცია [ლათ. Refractio] – 1. (ფიზ.). სინათლის სხივის გარდატეხა;


შუქტეხა. 2. (ასტრ.). დედამიწის ატმოსფეროში მნათობთა სხივების გარდატეხა,
რის შედეგად მნათობები უფრო მაღლა ჩანან ცის თაღზე, ვიდრე სინამდვილეში
არიან. თვალის რეფრაქცია - თვალის უნარი გარდატეხოს სინათლის სხივები.

რეფრენ-ი [ფრანგ. Refrain] – 1. (ლიტ.). ტაეპები, რომლებიც ლექსში


გარკვეული წესით მეორდება. 2. (მუს.). კუპლეტური ფორმის ვოკალური
ნაწარმოების ნაწილი, რომელიც უცვლელად მეორდება; მისამღერი.

რეფრიჟერატორ-ი [ფრანგ. Réfrigérateur] – 1. მაცივრის ნაწილი, რომელშიც


ორთქლდება სითხე და ტემპერეტურა დაბლა იწევს; საორთქლებელი. 2.
სპეციალური გემი, ვაგონი, ავტომობილი და სხვ., რომელშიც დაცულია
ტემპერატურის რეჟიმი; განკუთვნილია მალფუჭებადი პროდუქტების
გადასაზიდად.

რეფს-ი [ფრანგ. Reps] – შალის, ბამბის ან აბრეშუმის მკვრივი ქსოვილი; აქვს


წვრილი, პარალელურად ამობურცული ზოლები.

რექვიუმ-ი - (უმართებ.). იხ. რეკვიემი.

რექტიფიკატ-ი - რექტიფიკაციის გზით გაწმენდილი სპირტი.

რექტიფიკატორ-ი - აპარატი, რომელიც რექტიფიკაციას ახდენენ.

რექტიფიკაცია [ლათ. Rectivicatio გასწორება] – და რექტიფიცირება - თხევადი


ნარევების გაყოფა, შენარევებისაგან გაწმენდა.

რექტორ-ი [ლათ. Rector მმართველი, ხელმძღვანელი] – 1. უნივერსიტეტის ან


სხვა უმაღლესი სასწავლებლის ხელმძღვანელი. 2. სასულიერო სასწავლებლის
სელმძღვანელი.

რექტორატ-ი - უნივერსიტეტის ან სხვა უმაღლესი სასწავლებლის


ადმინისტრაციულ-სასწავლო ხელმძღვანელობა რექტორის მეთაურობით .
რექტოსკოპ-ი - სპეციალური ენდოსკოპი, რომელიც შეჰყავთ სწორ ნაწლავში
მის გამოსაკვლევად (იხ. რექტოსკოპია).

რექტოსკოპია [ლათ. Rectum (Intestinum) სწორი ნაწლავი და ბერძ. სკოპეЅ


ვუყურებ] – (მედიც.). სწორი ნაწლავის ლორწოვანი გარსის გამოკვლევა
რექტოსკოპიის საშუალებით.

რეჩიტატივ-ი [იტალ. Recitativo] – (მუს.). დეკლამაციური ხასიათის მელოდია,


რომელიც უახლოვდება ჩვეულებრივ მეტყველებას; ფართოდ იყენებენ ოპერაში,
აგრეთვე კანტატაში, ორატორიაში რეცენზენტ-ი - რეცენზიის ავტორი.

რეცენზია [ლათ. Recensio განხილვა, გამოკვლევა] – ლიტერატურული,


მეცნიერული ნაშრომის, სპექტაკლის, კინოსურათისა და სხვ. გარჩევა, კრიტიკული
შეფასება.

რეცენზირება - რეცენზიის დაწერა რისამე შესახებ.

რეცეპტ-ი [ლათ. Receptum აღებული] – 1. აფთიაქში წარსადგენად ექიმის მიერ


შედგენილი ბარათი, რომელშიც აღნიშნულია წამლის შემადგენლობა, აგრეთვე
ავადმყოფის მიერ მისი მიღების წესები. 2. რისამე დამზადების წესი.

რეცეპტარ-ი - აფთიაქის თანამშრომელი, რომელიც წამლის შეკვეთას იღებს


ექიმის რეცეპტის მიხედვით; მერეცეპტე.

რეცეპტორ-ი [ლათ. Receptor მიმღები] – (ფიზიოლ.). გრძნობადი ნერვული


ბოჭკოს დაბოლოება, რომელიც იღებს გაღიზიანებას.

რეცეპტურა - 1. რეცეპტების გამოწერისა და წამლების დამზადების წესების


ერთობლიობა. 2. რისამე დამზადების წესების ერთობლიობა.

რეცეფცია [ლათ. Receptio მიღება] – 1. (ფიზიოლ.). რეცეპტორების


საშუალებით გამღიზიანებლების ენერგიის მიღება და მისი ნერვულ სიგნალებად
გარდაქმნა. 2. (სამართ.). სესხება და შეგუება ამა თუ იმ ქვეყნის პირობებთან
სამართლისა, რომელიც შემუშავებულია სხვა სახელმწიფოში ან წინამავალ
ისტორიულ ეპოქაში. მაგ., რომაული სამართლის რ. დასავლეთ ევროპის
ქვეყნების მიერ.

რეციდივ-ი [ლათ. Recidivus რაც მეორდება] – 1. (წიგნ.). თითქოს გამქრალი


მოვლენის დაბრუნება, გამეორება. 2. (მედიც.). ავადმყოფობის შებრუნება. 3.
(სამართ.). დანაშაულის განმეორებითი ჩადენა.

რეციდივიზმ-ი - (წიგნ.). მოვლენის განმეორებადობა.

რეციდივისტ-ი - ადამიანი, რომელმაც განმეორებით ჩაიდინა დანაშაული.

რეციპიენტ-ი [ლათ. Recipiens (Recipientis) მიმღები] – 1. (ქიმ.). ჭურჭელი,


რომელიც წარმოადგენს სითხეების ან აირების მიმღებს. 2. (მედიც.). ადამიანი,
რომელსაც სისხლს გადაუსხამენ ან რაიმე ქსოვილს, ორგანოს გადაუნერგავენ .
რეცირკულაცია [ლათ. Re- (თავსართი; ნიშნავს: კვლავ, ხელახლა) და
ცირკულაცია] – (ტექ.). აირების, სითხეების ან მაგარ ნივთიერებათა დაბრუნება
დანადგარში, აპარატში პროცესის რეგულორების და სხვა მიზნით.

რიალ-ი [სპარს.] – ირანის, აგრეთვე იემენის, ფულის ერთეული.

რიბონუკლეინმჟავა (რნმ) [ლათ. Ribes ნაკადი, ჭავლი და (იხ. ნუკლეინმჟავა)]


– რთული ორგანული ნაერთი, ერთ-ერთი ნუკლეინმჟავა; ორგანიზმში
მონაწილეობს ცილის ბიოსინთეზში.

რიბოსომებ-ი [ლათ. Ribes ნაკადი, ჭავლი და ბერძ. soma სხეული] – უჯრედის


შიგნითა ნაწილაკები, რომლებიც ახდენენ ცილის ბიოსინთეზს; აღმოჩენილია
უკლებლივ ყველა ცოცხალ ორგანიზმში; თითოეული უჯრედი შეიცავს ათასობით
ან ათიათასობით რ.-ს.

რიბოფლავინ-ი [ლათ. Ribes ნაკადი, ჭავლი და flavus ყვითელი] – B2


ვიტამინი; ყვითელი პიგმენტი; მისი ნაკლებობა ორგანიზმში იწვევს ნერვული
სისტემის მძიმე დაშავებას, კანისა და ლორწოვანი გარსების დაავადებებს .

რიბსტულ-ი [შვედ. Ribbstol] – სატანვარჯიშო კედელი - მოწყობილობა,


რომელიც ვერტიკალურად დადგმული კიბეების მწკრივს მოგვაგონებს
(სხვანაირად: შვედური კედელი).

რიგელ-ი [გერმ. Riegel] – მშენებლობაში: ზოგი მზიდი კონსტრუქციის


ჰორიზონტალური (ან დახრილი) ელემენტი, რომელიც აერთებს საყრდენებს ,
კოლონებს, ნივნივებს და მისთ.

რიგვედა [სანსკრ. Rigveda] – ვედების (იხ. ვედა) უძველესი ნაწილი: შეიქმნა


მე-2 ათასწლეულის შუა ხანებში (ძვ. წელთაღრ.).

რიგიდულობა [< ლათ. Rigidus გაშეშებული, გახევებული] – მოუხეშობა,


გაშეშებულობა, სიტლანქე, რაც გამოწვეულია კუნთების დაძაბვით.

რიგორიზმ-ი [ფრანგ. Rigorisme < ლათ. Rigor სიმკაცრე] – რაიმე პრინციპების,


წესების წვრილმანურად მკაცრი, განუხრელი დაცვა, უპირატესად, ზნეობრივ
საკითხებში.

რიგორისტ-ი - პირი, რომელსაც რიგორიზმი ახასიათებს.რიგსდაგ-ი [დან.


რიგსდაგ] – დანიის პარლამენტის სახელწოდება 1953 წ.-მდე (იხ. ფოლკეტინგი).

რიელ-ი - კაუჩუკის ფულის ერთეული.

რივიერა [იტალ. Riviera] – ხმელთაშუა ზღვის სანაპიროს ვიწრო ზოლი


საფრანგეთისა და იტალიის ტერიტორიაზე; დასავლეთ ევროპის უდიდესი
საკურორტო რაიონი (ნიცა, კანი, სან-რემო და სხვ.).

რიზალიტ-ი [იტალ. Risalita შვერილი] – შენობის ფასადის წინ გამოწეული


ნაწილი.

რითმა [ბერძ. Rhythmos რიტმი, ტაქტი, ზომა] – ლექსის სხვადასხვა სტრიქონში


ბოლო ბგერების განმეორება.
რიკეტსიებ-ი - სხვადასხვა დაავადების, ე. წ. რიკეტსიოზების, გამომწვევი
მიკრობები [ამერიკელი ექიმის Ricketts-ის (1871დ1910) სახელის მიხედვით,
რომელმაც პირველად აღმოაჩინა ეს მიკრობები] –.

რიკეტსიოზებ-ი - ადამიანისა და ცხოველების გადამდები დაავადებანი


(პარტახტიანი ტიფი და სხვ.).

რიკოშეტ-ი [ფრანგ. Ricochet] – სწრაფად მოძრავი სხეულის ასხლეტა


გარკვეული კუთხით რაიმე ზედაპირზე მოხვედრის შემდეგ.

რიმესა [იტალ. Rimessa ფულის გადაცემა, გადაგზავნა, ჩაბარება] – (ფინანს.).


ყოველი თამასუქი, რომლითაც უნდა მიიღონ ფული.

რინგ-ი1 [ინგლ. Ring] – 1. თოკებით შემოკავებული კვადრატული ფორმის


მოედანი (ჩვეულებრივ, ფიცარნაგზე) კრივში შეჯიბრებისათვის. 2. ძაღლების
გამოფენაზე: წრე, რომელზედაც ძაღლებს ატარებენ.

რინგ-ი2 [ინგლ. რინგ] – კაპიტალისტების ხანმოკლე გაერთიანება ამა თუ იმ


საქონელზე ფასის ასაწევად (ამ მიზნით საქონელს ერთად შეისყიდიან და
საწყობებში გააჩერებენ ხოლმე ხელსაყრელ მომენტამდე).

რინგო - სპორტული თამაში, ფრენბურთის მსგავსი; ერთმანეთს ეთამაშება


თითო, ორ-ორი ან სამ-სამი ადამიანი; წარმოიშვა მე-20 ს.-ის 60-იან წლებში.

რინიტ-ი [< ბერძ. Rhis (Rhinos) ცხვირი] – (მედიც.). ცხვირის ლორწოვანი


გარსის ანთება; სურდო.

რინკ-ი [ინგლ. Rink] – იგივეა, რაც Sket-ing-rink.

რინოლოგია [ბერძ. Rhis (Rhinos) ცხვირი და ლოგოს მოძღვრება] – მედიცინის


ნაწილი, რომელიც ცხვირის დაავადებებს სწავლობს.

რინოპლასტიკა [ბერძ. Rhis (Rhinos) ცხვირი და პლასტიკა] – ცხვირის


პლასტიკური ოპერაცია (ქირურგიული გზით მისი გასწორება ან აღდგენა).

რინოსკლერომა [ბერძ. Rhis (Rhinos) ცხვირი და (იხ. სკლერომა)] –


ქრონიკული ინფექციური წარმონაქმნები ცხვირსა და ცხვირხახაში.

რინოსკოპ-ი [ბერძ. Rhis (Rhinos) ცხვირი და skopeo ვუყურებ] – ცხვირის ღრუს


გასასინჯი სარკე.

რინოსკოპია - ცხვირის ღრუს გასინჯვა რინოსკოპის საშუალებით.

რიპოსტ-ი [ფრანგ. Riposte] – ფარიკაობაში: საპასუხო დარტყმა ან ჩხვლეტა


თავდაცვის შემდეგ.

რირპროექცია [ინგლ. Rear უკან მოთავსებული, უკანა და ლათ. Projectio (იხ.


პროექცია)] – მეთოდი ობიექტის კინოგადაღებისა ისეთი ეკრანის ფონზე,
რომელზედაც იმავდროულად ხდება სხვა გამოსახულების პროეცირება .
რისბერმ-ი [ჰოლანდ. Rijsberm < Rijs წნელი და berm ზვინული] – წყლის
ნაკადის კალაპოტის გამაგრება ჰიდროტექნიკური ნაგებობის საზღვრებში;
ძირითადად განკუთვნილია კალაპოტის დასაცავად წარეცხვისაგან .

რისკ-ი [ფრანგ. Risque] – მოსალოდნელი საფრთხე, საშიშროება. რისკის


გაწევა - ალალბედზე მოქმედება, სახიფათო მდგომარეობაში ჩადგომა.

რისლინგ-ი [გერმ. Reisling] – 1. საღვინე ყურძნის ჯიში; გერმანიის


ფედერაციულ რესპუბლიკაში მისგან აყენებენ რაინისა და მოზელის ცნობილ
მსუბუქ სუფრის ღვინოს; მოჰყავთ საბჭოთა კავშირშიც. 2. ამ ყურძნისაგან
დაყენებული თეთრი ღვინო.

რისოჯიმენტ-ო [იტალ. Risorgimento აღორძინება] – 1. იტალიელი ხალხის


ბრძოლა ეროვნული განთავისუფლებისა და თავისი ქვეყნის გაერთიანებისათვის ;
ბრძოლა დამთავრდა 1870 წ. ერთიანი სახელმწიფოს შექმნით. 2. ასე უწოდებენ
აგრეთვე იტალიაში 1943 - 1945 წწ.-ში სახალხო განმათავისუფლებელ ბრძოლას
ჰიტლერული დამპყრობლებისა და მათი იტალიელი მომხრეების (ფაშისტების )
წინააღმდეგ.

რიტმ-ი [ბერძ. Rhythmos] – თანაბარზომიერი პერიოდული მონაცვლეობა


რაიმე ელემენტებისა (მაგ., მოძრაობათა, ბგერათა და სხვ.).

რიტმიკა [ბერძ. Rhythmikos] – 1.რიტმის სისტემა და ხასიათი. მაგ., ლექსის


რიტმიკა. 2. მოძღვრება რიტმის შესახებ. 3. ფიზიკურ ვარჯიშთა სისტემა, რომლის
მიზანია რიტმის გრძნობის გამომუშავება.

რიტმულ-ი - რიტმს დაქვემდებარებული, რიტმის შესაბამისი. რიტმული


ტანვარჯიში - იხ. აერობიკა.რიტონ-ი [ბერძ. Rhyton < Rheo მივედინები, გავედინები]
– ძველი აღმოსავლეთის ქვეყნებში, ძველ საბერძნეთში და სხვ.: ყანწის
მოყვანილობის სასმისი, რომელსაც ბოლოში ჰქონდა პატარა ნახვრეტი;
ამზადებდნენ ლითონისაგან, თიხისაგან ან რქისაგან; შემკული იყო რელიეფითა
და გრავირებით.

რიტორ-ი [ბერძ. Rhetor] – მჭევრმეტყველი ადამიანი; ორატორი.

რიტორიკა [ბერძ. Rhetorike] – მჭევრმეტყველების თეორია; მეცნიერება


ორატორული ხელოვნების შესახებ.

რიტორიკულ-ი - 1. რიტორიკასთან დაკავშირებული. 2. მჭევრმეტყველური,


ორატორული. რიტორიკული ფიგურა - განსაკუთრებული სინტაქსური
კონსტრუქცია, რომელსაც მწერალი ან ორატორი იყენებს მხატვრულ
მეტყველებაში მეტი გამომხატველობისათვის. რიტორიკული შეკითხვა -
რიტორიკული ფიგურის ერთ-ერთი სახე - მტკიცება, რომელიც შეკითხვის ფორმით
არის გამოხატული.

რიტუალ-ი [ლათ. Ritualis] – სარწმუნოებრივი ხასიათის წეს- ჩვეულებათა


ერთობლიობა.
რიტურნელ-ი [ფრანგ. Ritournelle < იტალ.] –. (მუს.). მოკლე ინსტრუმენტული
პასაჟი, ჩანართი, რომელიც პაუზებში მეორდება სიმღერის (არიის) შესრულების
დროს.

რიფ-ი1 [გერმ. Riff] – წყალქვეშა კლდე (ზოგჯერ ოდნავ ამოწეული ზღვის


დონიდან), რომელიც სახიფათოა ნაოსნობისათვის; ბრაგა.

რიფ-ი2 [ჰოლანდ. Reef ან Rif] – (ზღვ.). მოწყობილობა იალქნის ზედაპირის


შესამცირებლად ძლიერი ქარის დროს.

რიფამპიჩინა [იტალ.] – და Rifampicin-ი - ნივთიერება, რომელიც სპობს


ზოგიერთ ვირუსს (კერძოდ, ტრაქომის გამომწვევს); შექმნა იტალიელ მეცნიერთა
ჯგუფმა 1969 წელს.

რიფტ-ი [ინგლ. Rift] – (გეოლ.). დედამიწის ქერქის ხაზისებრი ტექტონიკური


სტრუქტურები, რომლებიც ვრცელდება ასობით და ათასობით კილომეტრზე.

რიქსდაგ-ი [შვედ. Riksdag] – შვეციის პარლამენტი (1971 წლიდან


ერთპალატიანია, მანამდე იყო ორპალატიანი).

რიქშა [იაპ.] – აღმოსავლეთ და სამხრეთ აზიის ზოგ ქვეყანასა და სამხრეთ


აფრიკის კავშირში: მსუბუქი ორთვლიანი ეტლი, რომლის ხელნებშიც შებმულია
ადამიანი; იყენებენ მგზავრების გადასაყვანად; თვით ადამიანი, რომელიც ასეთ
ეტლშია შებმული.

რობ-ი [ფრანგ. Robe] – სპეციალური, სამუშაო ტანსაცმელი. მაგ., მეშახტის რ.


(ბრეზენტის შარვალი და კურტაკი); მეთევზის რ.

რობაია - იგივეა, რაც რუბაია.

რობინია - პარკოსანი ხე ან ბუჩქი; ყველაზე უფრო ცნობილი სახეობაა ცრუ


აკაცია ანუ ეკლის ხე [ფრანგი გეოგრაფის ჟ. რობენის (Robin) გვარის მიხედვით,
რომელმაც ეს მცენარე შემოიტანა ევროპაში 1601 წ.] –.

რობოტ-ი [ჩეხ. Robot < Robota მონური შრომა < Rob მონა] – ავტომატური
მანქანა, მოწყობილობა, რომელიც რთულ ოპერაციებს ასრულებს და ისეთ
შთაბეჭდილებას ტოვებს, თითქოს ადამიანი მოქმედებსო; სავსებით ან
ნაწილობრივ ცვლის ადამიანს (ტერმინი «რ.» პირველად გამოიყენა ცნობილმა
ჩეხმა მწერალმა კარელ ჩაპეკმა პიესაში: «R. U. R.» 1920 წელს).

რობოტექნიკა - ტექნიკის დარგი - რობოტების შექმნა.

რობოტიზაცია - რობოტებით აღჭურვა. მაგ., წარმოების იარაღი.

როდელ-ი - მსუბუქი მილებისაგან გაკეთებული მარხილი.

როდეო [ესპ. Rodeo - ჯოგის, ნახირის შეგროვება] – 1. ამერიკის შეერთებული


შტატების დასავლეთში: კოვბოების ოსტატობის ჩვენება (ჯირითში, ცხენების,
ხარების დაჭერაში, ძროხის სწრაფად მოწველაში და სხვ.). 2. მოტოციკლებითა და
მსუბუქი ავტომობილებით შეჯიბრება სხვადასხვა ექსცენტრიკული ნომრის,
ტრიუკის ჩვენებით.
როდიუმ-ი [< ბერძ. Rhodon ვარდი] – ქიმიური ელემენტი, მოვერცხლისფერო
ლითონი, პლატინის თანმგზავრი.

როდოდენდრონ-ი [ბერძ. Rhodon ვარდი და დენდრონ ხე] – (ბოტან.). დეკის,


შქერისა და ინდური იელის საერთო სახელწოდება.

როდონიტ-ი [< ბერძ. Rhodon ვარდი] – მინერალი სილიკატების კლასისა;


იყენებენ როგორც სანაკეთო და მოსაპირკეთებელი ქვას.

როზალია - პატარა ცხვირფართო მაიმუნი ერთგვარი; ბინადრობს სამხრეთ-


აღმოსავლეთ ბრაზილიის მთიან ტყეებში.

როზარიუმ-ი [ლათ. Rosarium < როსა ვარდი] – ვარდის ბაღი.

როზენკროიცერებ-ი [გერმ. Rosenkreuzer] – მე-17-18 სს.-ში გერმანიაში,


რუსეთში, ნიდერლანდსა და ზოგ სხვა ქვეყანაში: რელიგიურ-მისტიკური ხასიათის
საიდუმლო საზოგადოებათა წევრები.

როზეოლა [ხელოვნ. ლათ. Roseola] – წითელი გამონაყარი კანზე ოსპისოდენა


ლაქების სახით.

როზეტ-ი [ფრანგ. Rosette] – 1. სამურაბე ლამბაქი. 2. პლასტმასის, ფაიფურის


და მისთანათა ნახვრეტებიანი პატარა მოწყობილობა, რომლის საშუალებითაც
გასახურებელ ან გასანათებელ ხელსაწყოებს რთავენ ელექტრულ ქსელში (საუბ .
შტეფსელი). 3. (არქიტ.). გაშლილი ვარდის მსგავსი ორნამენტი. 4. ორდენის
ლენტი, წრედ შეკრული. მაგ., «საპატიო ლეგიონის» როზეტი.

როზმარინ-ი [ლათ. Rosmarinus] – მარადმწვანე ბუჩქი, რომლისგანაც


ეთეროვან ზეთს იღებენ.

როიალ-ი [რუს. Роял < ფრანგ. Royal სამეფო] – კლავიშიანი მუსიკალური


საკრავი, ფორტეპიანოს ერთ-ერთი სახეობა, რომელშიც სიმები
ჰორიზონტალურად არის დაჭიმული. კაბინეტის როიალი - პატარა ზომის როიალი.
საკონცერტო როიალი - დიდი ზომის როიალი.

როიალიზმ-ი [ფრანგ. Royalisme < Roi მეფე] – მეფის ხელისუფლების


ერთგულება.

როიალისტ-ი - როიალიზმის მიმდევარი; მეფის ხელისუფლების ერთგული.

როკადა [ფრანგ. Rocade] – (სამხ.). გზა ფრონტის ხაზის გასწვრივ.

როკაილ-ი [ფრანგ. Rocaille წვრილი, ნამსხვრევი ქვა; ნიჟარა] – (არქიტ). 1.


ორნამენტის მოტივი, რომელიც დამახასიათებელია როკოკოსათვის;
წარმოადგენს სტილიზებულ ნიჟარას. 2. ზოგჯერ ამ ტერმინით აღნიშნავენ
როკოკოს.

როკ-ბანდ-ი [ინგლ. Rock-band] – ამერიკის შეერთებულ შტატებში:


მუსიკალური კოლექტივი, რომელიც გამოდის სიმებიან, სიმფონიურ, სასულე და
ჯაზურ ორკესტრთან ერთად.
როკენროლ-ი [ინგლ. Rockl nl rolle < როცკ ანდ როლლ «იქანავე და იბრუნე» ]
– წყვილთა იმპოვიზაციული ცეკვა; წარმოიშვა ამერიკის შეერთებულ შტატებში და
ფართოდ იყო გავრცელებული 1950-იან წლებში.

როკერ-ი [ინგლ. Rocker] – ციგურებით ფიგურულ სრიალში: განსაკუთრებით


რთული ფიგურა; კაკვი.

როკ-მუსიკა [ინგლ. Rockl nl roll (იხ. როკენროლი) და მუსიკა] – ხმაურიანი


მუსიკა ერთგვარი, რომელიც 1960-იან წლებში შეიქმნა ამერიკის შეერთებულ
შტატებში და დაიკავა ჯაზის ადგილი.

როკოკო [ფრანგ. Rococo] – არქიტექტურული და დეკორატიული სტილი,


რომელიც წარმოიშვა მე-18 საუკ.-ში საფრანგეთში: დამახასიათებელია ნატიფი
რთული ფორმები.

როკ-ოპერა [ინგლ. Rockl nl roll (იხ. როკენროლი) და ოპერა] – საესტრადო


ჟანრის ოპერა; წარმოიშვა 1960 დ1970 წწ.-ში.

როკფორ-ი [ფრანგ. Roquefort < გეოგრ. სახ.] – ცხვრის ყველი ცხარე გემოსი.

როლ-ი1 [ფრანგ. Role] – 1. დრამატული სახე, რომელსაც არტისტი


განასახიერებს სცენაზე, კინოფილმში და სხვ. 2. თითოეული მოქმედი პირისათვის
განკუთვნილი ტექსტის ერთობლიობა პიესაში და მისთ. 3. რაიმე საქმიანობაში
ვისიმე მონაწილეობის ხვედრითი წონა, მნიშვნელობა.

როლ-ი2 [გერმ. Rolle საგორავი] – ქაღალდის წარმოებაში: მანქანა, რომელიც


ფქვავს ბოჭკოვან ნივთიერებებს (ჩვრებს, ცელულოზას, ხის მასას).

როლგანგ-ი [გერმ. Rollgang] – გორგოლაჭებისაგან შემდგარი კონვეიერი;


გორგოლაჭებიანი ტრანსპორტიორი.

რომ-ი [ინგლ. Rum] – მაგარი, სპირტიანი სასმელი, რომელსაც ამზადებენ


შაქრის ლერწმის დადუღებული წვნისა ან ბადაგისაგან.

რომან-ი [ფრანგ. Roman] – დიდი მოცულობის თხრობითი ლიტერატურული


ნაწარმოები, რომელსაც ახასიათებს რთული სიუჟეტი. 2. (საუბ.). სამიჯნურო
ურთიერთობა ქალსა და ვაჟს შორის.

რომანიზმ-ი - (ლინგვ.). რომანული ენებიდან ნასესხები სიტყვა ან გამოთქმა.

რომანისტ-ი1 - მწერალი, რომელიც რომანებს წერს.

რომანისტ-ი2 - რომანისტიკის სპეციალისტი.

რომანისტიკა - იმ მეცნიერებათა ერთობლიობა, რომლებიც სწავლობს


რომანულ ენებსა და კულტურას; რომანული ფილოლოგია.

რომანს-ი [ფრანგ. Romance] – 1. ლექსის სიტყვებზე დაწერილი პატარა


ვოკალური ნაწარმოები, რომელსაც მღერიან ფორტეპიანოს ან სხვა საკრავის
თანხლებით. 2. მელოდიური ხასიათის პიესა ვიოლინოს, ვიოლონჩელისა და
ფორტეპიანოსათვის. 3. პატარა სასიმღერო ლირიკული ლექსი.
რომანტიზაცია და რომანტიზება - ვისიმე ან რისამე წარმოდგენა, წარმოსახვა
რომანტიკული სახით; გაიდეალება.

რომანტიზმ-ი [ფრანგ. Romantisme] – 1. მე-19 ს.-ის დასწყისში ლიტერატურასა


და ხელოვნებაში: მიმართულება, რომელიც წინ წამოსწევდა, წინ აყენებდა
პიროვნების ინტერესებსა და გრძნობებს; ახასიათებდა არსებული
სინამდვილისაგან განზე გადგომა, ინდივიდუალიზმი; თავის შემოქმედებაში
იყენებდა ისტორიულ და ხალხურ-პოეტურ თემებს. 2. მხატვრული მეთოდი,
რომელიც გამსჭვალულია ოპტიმიზმით და მიისწრაფვის - ნათელი სახეებით
გვიჩვენოს ადამიანის მაღალი დანიშნულება. 3. რისამე იდეალიზაცია.

რომანტიკა - 1. ის, რაც ქმნის ემოციურ, ამაღლებულ დამოკიდებულებას


რაიმესადმი. მაგ., თავისუფლებისათვის ბრძოლის რომანტიკა. 2. იგივეა, რაც
რომანტიზმი (მნიშვ. 2, 3).

რომანტიკოს-ი - 1. რომანტიზმის მიმდევარი. 2. პირი, რომელსაც სჩვევია


ადამიანისა და ცხოვრების იდეალიზაცია; მეოცნებე.

რომანულ-ი1 [ლათ. Romanus რომაული] – რაც წარმოშობილია ძველი რომის


კულტურიდან ან დაკავშირებულია მასთან. რომანული ენები - ხალხური
ლათინურისაგან წარმოშობილი მონათესავე ენები: იტალიური, ფრანგული,
ესპანური, რუმინული და სხვ.

რომანულ-ი2 - ქალ-ვაჟის სიყვარულთან დაკავშირებული (იხ. რომანი, მნიშვ.


2).

რომბ-ი [ბერძ. Rhombos] – 1. ტოლგვერდა და ირიბკუთხა პარალელოგრამი. 2.


საბჭოთა არმიაში 1943 წლამდე (სამხრეების შემოღებამდე): უმაღლეს მეთაურთა
შემადგენლობის განმასხვავებელი ნიშანი ასეთი ფორმისა.

რომბოედრ-ი [ბერძ. Rhombos რომბი და hedra ფუძე, გვერდი, ზედაპირი] –


(მათემ.). პარალელეპიპედი, რომლის ყველა წახნაგი რომბია.

რომბოიდ-ი [ბერძ. Rhomboeides რომბისებური] – (მათემ.). იგივეა, რაც


პარალელოგრამი.

რონდო1 [იტალ. Rondo < ფრანგ.] – მუსიკალური ფორმა, რომელშიც მთავარი


თემა ხშირად მეორდება სხვა, არაძირითად თემებთან მონაცვლეობით.

რონდო2 [ფრანგ. Rondeau] – 1. განსაკუთრებულად მომრგვალებული


ხელნაწერი ასოები ან სასტამბო შრიფტი. 2. ფართოწვერიანი კალამი ასეთი
ასოებით საწერად.

რო-რო - ისეთი გემი, რომლის დატვირთვა-გადმოტვირთვაც


ჰორიზონტალურად ხდება და რომლისთვისაც ამიტომ ამწეები არ არის საჭირო;
იძლევა დიდ ეკონომიას.

როსინანტ-ი - ხუმრობით იტყვიან გაძვალტყავებულ ჯაგლაგ ცხენზე


[სერვანტესის რომანის მთავარი გმირის დონ კიხოტის ცხენის სახელის (ესპ.
ღოცინანტე) მიხედვით] –.
როსტბიფ-ი [ინგლ. Roast beef] – ძროხის სუკის შემწვარი ნაჭერი.

როსტვერკ-ი [გერმ. Rostwerk < Rost გისოსი და ჭერკ ნაგებობა; სიმაგრე] –


ხიმინჯებიანი საძირკვლის ნაწილი (ფილა ან კოჭი), რომელიც აერთიანებს
ხიმინჯების თავებს და წარმოადგენს ნაგებობის საყრდენ კონსტრუქციას.

როსტრა [ლათ. Rostra (მრ.). < როსტრუმ ხომალდის ცხვირი] – 1.


არქიტექტურული სამკაული; წარმოადგენს ძველებური ხომალდების ცხვირებს (იხ .
როსტრული სვეტი). 2. (ისტ.). ძველ რომში: ფორუმზე აღმართული ტრიბუნა,
რომელიც მორთული იყო მტრისათვის წართმეული ხომალდების ცხვირებით.

როსტრებ-ი [ჰოლანდ. Rooster გისოსი] – (ზღვ.). ცხაური ფენილი ხომალდის


ზედა გემბანის თავზე; განკუთვნილია ნავების, თვითმფრინავების და სხვ.
მოსათავსებლად; იალქნიან გემებზე რ. ეწოდება დამატებითი ანძების და მისთ.
შესანახ ადგილს.

როსტრულ-ი სვეტი (კოლონა) - როსტრებით (იხ. როსტრა, მნიშვ. 1) ან მათი


სკულპტურული გამოხატულობით მორთული ცალკე მდგომო სვეტი; ასეთ სვეტებს
აღმართავდნენ ხოლმე ძველ რომში და, აგრეთვე, ე. წ. „გვიანი კლასიციზმის»
(ამპირის) პერიოდში საზღვაო გამარჯვების ან ქვეყნის საზღვაო ძლიერების
სადიდებლად.

როტანგ-ი და როტანი [მალაიურიდან] – ლიანები პალმების ოჯახისა;


გავრცელებულია ტროპიკულ აზიაში; იყენებენ მსუბუქი ავეჯის, კალათების,
გემსართავების, სათევზაო ინვენტარის და სხვ. დასამზადებლად.

როტაპრინტ-ი [ინგლ. Rotaprint < ლათ. Roto ვბრუნავ და ინგლ. Print ბეჭვდა] –
პატარა გამარტივებული ოფსეტური (იხ. ოფსეტი) საბეჭდი მანქანა, რომლითაც
ამრავლებენ შედარებით მცირეტირაჟიან მასალებს (ბიულეტენებს , რეფერატებს
და სხვ.).

როტატორ-ი [ლათ. Roto ვბრუნავ] – მბრუნავცილინდრიანი აპარატი,


რომელიც ტრაფარეტის საშუალებით ამრავლებს ხელნაწერს, ნახაზს , ნახატს .

როტაცია [ლათ. Rotatio] – 1. ბრუნვა, ტრიალი, წრებრუნვა. 2. (პოლიგრ.).


იგივეა, რაც როტაციული მანქანა.

როტაციზმ-ი [< ბერძ. Rhotakizo ბგერა і-ს (რო-ს) წარმოვთქვამ ღაღანით,


არასწორად] – (ლინგვ.). ზოგი ბგერის (ჩვეულებრივ ს-ს) გადასვლა რ-ში. მაგ.,
ლათ. ფლოს «ყვავილი», ნათეს. ფლორის (ხმოვანთა შორის ს შეიცვალა რ
ბგერით).

როტაციულ-ი მანქანა - მაღალმწარმოებლური საბეჭდი მანქანა, რომელსაც


აქვს მბრუნავი საბეჭდი ფორმა; საროტაციო მანქანა.

როტვაილერ-ი [გერმ. Rottweiller < გეოგრ. სახ.] – სასამსახურო ძაღლების


ჯიში; თანამედროვე ტიპი გამოყვანილია გერმანიაში ჩვენი საუკუნის 20-ანი
წლების დასაწყისში.
როტმისტრ-ი [პოლონ. Rotmistrz] – რევოლუციამდელ რუსეთში: კავალერიის,
აგრეთვე ჟანდარმერიის, ოფიცრის ჩინი; შეესაბამებოდა ქვეითი კარის კაპიტანს;
ამ ჩინის მქონე პირი.

როტონდა [იტალ. Rotonda] – გუმბათიანი მრგვალი ნაგებობა (შენობა,


პავილიონი, ფანჩატური, დარბაზი).

როტოპრინტ-ი - (უმართებ.). იხ. როტაპრინტი.

როტორ-ი [< ლათ. Roto ვბრუნავ] – მანქანის (ტურბინის, ელექტროძრავას და


მისთ.) მბრუნავი ნაწილი.

როშტაინ-ი [გერმ. Rohstein უხეში ქვა] – შუალედური პროდუქტი, რომელსაც


იღებენ სპილენძის, ნიკლის ან კობალტის კონცენტრატებისა და მადნების დნობის
დროს.

რუბაია [არაბ.-სპარს.] – სპარსულ და ტაჯიკურ პოეზიაში: ფილოსოფიური ან


სამიჯნურო ხასიათის ოთხსტრიქონიანი ლექსი.

რუბატო [იტალ. Rubato] – (მუს.). შესრულების რიტმულად თავისუფალი


სტილი.

რუბეროიდ-ი [ლათ. Ruber წითელი და ბერძ. eidos სახე] – სახურავი ან


საიზოლაციო მასალა, რომელიც გაჟღენთილია ბიტუმით.

რუბიდიუმ-ი [< ლათ. Rubidus წითელი] – ქიმიური ელემენტი,


მოვერცხლისფრო-თეთრი ტუტე ლითონი; იყენებენ ფოტოელემენტების
კათოდების, დღის სინათლის ლამპების და სხვ. წარმოებაში; რ. უმცირესი
რაოდენობით მოიპოვება მცენარისა და ცხოველის ქსოვილებში.

რუბიკონ-ის გადალახვა - ურყევი გადაწყვეტილების მიღება, გადამწყვეტი


ნაბიჯის გადადგმა [მდინარის სახელწოდების Rubico (Rubiconis) მიხედვით,
რომელიც 49 წ. (ძვ. წელთაღრ.). იულიუს კეისარმა გადალახა თავისი ჯარით -
მიუხედავად სენატის აკრძალვისა ომი] –.

რუბრიკა [ლათ. Rubrica კანონის სათაური (რომელიც იწერებოდა წითელი


საღებავით) < Ruber წითელი] – 1. განყოფლების სათაური (გაზეთში, ჟურნალში და
მისთ.). 2. ნაწილი, ქვეგანყოფილება, გრაფა.

რუბრიკაცია - რუბრიკების მიხედვით განაწილება.

რუდერპის-ი [ინგლ. Rudder-peice] – (ზღვ.). საჭის ჩარჩოს ვერტიკალური


ნაწილი, რომელზედაც მაგრდება საჭის სიბრტყე (ფრთა).

რუდერპოსტ-ი [ინგლ. Rudder-post] – (ზღვ.). გემის კიჩოს დაბოლოების


ვერტიკალური ძელი, რომელზედაც იკიდება საჭე.

რუდერულ-ი მცენარეები [< ლათ. Rudus (Ruderis) ხრეში, სამშენებლო ნაგავი] –


სარეველა მცენარეები, რომლებიც ხარობენ არა ნათესებში არამედ
დანაგვიანებულ ადგილებში, ღობის ძირებში, კლდეებზე, გზის პირებზე და მისთ.
(ლენცოფა, ჭინჭარი, ოროვანდი და სხვ.).
რუდიმენტ-ი - [ლათ. Rudimentum ჩანასახი, საწყისი] – 1. იგივეა, რაც
რუდიმენტული ორგანო. 2. (გადატ.). რაიმე გამქრალი მოვლენის ნაშთი, კვალი.

რუდიმენტულ-ი ორგანო - (ბიოლ.). ორგანო, რომელსაც ორგანიზმის


ისტორიული განვითარების პროცესში დაკარგული აქვს თავისი პირვანდელი
მნიშვნელობა და სრულად არ ვითარდება.

რუთენიუმ-ი - პლატინის ჯგუფის ლითონი მორუხო-თეთრი ფერისა; მისგან


ამზადებენ საიუველირიო ნაწარმს, სალაბორატორიო ჭურჭელს. აღმოაჩინა
ყაზანის უნივერსიტეტის პროფესორმა კ. კლაუსმა (1796 -1864) [რუსეთის გვიანდ.
ლათ. სახელის Ruthenia-ს მიხედვით] –.

რუკზაკ-ი [გერმ. Rucksak] – ზურგჩანთა.

რულადა [ფრანგ. Rulade] – (მუს.). ვირტუოზული პასჟი სიმღერაში.

რულეტ-ი [ფრანგ. Roulette] – 1. დანაყოფებიანი ვიწრო ლენტი (ფოლადისა,


ტილოსი ან მუშამბისა), რომელიც დახვეულია ლილვზე და მოთავსებულია
ბუდეში; იყენებენ მცირე მანძილის გასაზომად. 2. სპეციალური მოწყობილობა
აზარტული თამაშისათვის - დანომრილი დანაყოფების მქონე მბრუნავი წრე,
რომელშიც აგორებენ ბურთულას; წაგებ-მოგება დამოკიდებულია იმაზე, თუ სად
გაჩერდება ბურთულა; თვით ეს თამაში. 3. გულიანი ხვეული ნამცხვარი.

რულონ-ი [< ფრანგ. Rouleau] – რისამე (მაგ., ქაღალდის, ქსოვილის,


ლინოლეუმის და მისთ.) გრაგნილი.

რუმბ-ი [ინგლ. Rhumb] – 1. მიმართულება ხილული ჰორიზონტის


წერტილებისაკენ ქვეყნის მხარეებთან შეფარდებით; კუთხე ორ ასეთ
მიმართულებას შორის (ტერმინი იხმარება უპირატესად ნავიგაციაში - გემის ,
თვითმფრინავის და მისთ. კურსის აღსანიშნავად). 2. დანაყოფი კომპასის წრეზე;
შეესაბამება ჰოროზონტის 1/32 ნაწილს.

რუმბა [ესპ. Rumba] – ცეკვა მექსიკური წარმოშობისა; მუსიკა ამ ცეკვისათვის;


გავრცელებული იყო 1920-იან წლებში.

რუმპელ-ი [რუს. Румпел < ჰოლანდ.] – (ზღვ.). საჭის მოსაბრუნებელი ბერკეტი.

რუნებ-ი1 [< ფინ. Runo ლექსი, სიმღერა] – ფინელებისა და კარელების


ხალხური ეპიკური სიმღერები, რომლებსაც ასრულებენ კანტელეს
აკომპანემენტით; რ.-ებისგანაა შედგენილი «კალევალა» იხ. (კალევალა ).

რუნებ-ი2 [< ძვ. გერმ. Runa საიდუმლო] – უძველესი გერმანული დაწერილობა


(დაახლ. მე-3 საუკ.); შემონახულია ქვაზე, ლითონზე ამოკვეთილ წარწერებში; მათი
წარმოშობის საკითხი ჯერ გადაწყვეტილი არ არის.

რუპია [სანსკრ.] – ფულის ერთეული ინდოეთში, პაკისტანში, ინდონეზიაში,


ნეპალში, ცეილონზე და ზოგ სხვა ქვეყანაში.

რუპორ-ი [< ჰოლანდ. Roeper] – 1. ხმის გამაძლიერებელი მილი კონუსური


ფორმისა. 2. (გადატ.). სხვის შეხედულებათა, აზრთა გამავრცელებელი.
რუსიზმ-ი (და არა: რუსიციზმი) - რუსული ენიდან ნასესხები სიტყვა ან
გამოთქმა ამა თუ იმ ენაში.

რუსისტ-ი - რუსისტიკის სპეციალისტი.

რუსისტიკა - რუსული ენისა და კულტურის შემსწავლელ მეცნიერებათა


ერთობლიობა; რუსული ფილოლოგია.

რუსიფიკატორ-ი - რუსიფიკაციის მომხრე, გამტარებელი.

რუსიფიკაცია და რუსიფიცირება - მეფის რუსეთში: ადგილობრივი ეროვნული


კულტურის დათრგუნვა და მის ნაცვლად რუსული ენისა და კულტურის იძულებით
დანერგვა არარუს ხალხთა შორის.რუსიციზმ-ი - (უმართებ.). იხ. რუსიზმი.

რუსოფილ-ი [Rus-ი და ბერძ. Phileo მიყვარს] – რუსებისა და ყოველივე


რუსულის მოყვარული.

რუსოფობ-ი - [Rus-ი და ბერძ. Phobos შიში] – რუსებისა და ყოველივე რუსულის


მოძულე.

რუსტ-ი [< ლათ. Rusticus გაუთლელი, უხეში] – (არქიტ.). ქვა, რომლის


ზედაპირი უხეშადაა დამუშავებული ან ამობურცული.

რუსტიკა - (არქიტ.). შენობის მოპირკეთება რუსტებით.

რუტერ-ი [< ინგლ. Root თხრა] – სამშენებლო მანქანა, რომლითაც


აფხვიერებენ ქვიან და სხვა მკვრივ გრუნტს.

რუტილ-ი [ლათ. Rutilus - ხასხასა წითელი, ოქროსფრად მბრწყინავი] –


მინერალი, ტიტანის ორჟანგი; იყენებენ ტიტანის შემცველი პრეპერატების
დასამზადებლად.

რუტინა [ფრანგ. Routine] – შიში სიახლის, ცვლილების წინაშე; უძრაობა,


ჩამორჩენილობა, შაბლონი.

რუტინიორ-ი [ფრანგ. Routinier] – რუტინის მიმდევარი, სიახლის გრძნობას


მოკლებული ადამიანი.

You might also like