რადიოაქტიური ნივთიერებები

You might also like

You are on page 1of 4

როგორ გამოიყენება რადიოაქტიური ნივთიერებები?

ნივთიერებები, რომლებიც ბუნებრივ ან ხელოვნურ რადიოაქტიურ იზოტოპებს შეიცავენ .

დიდი რაოდენობით წარმოიქმნება ბირთვული აფეთქების და ბირთვული რეაქტორების


მუშაობის დროს. რადიოაქტიური ნივთიერებები გარემოში რადიოაქტიური ნალექის
სახით მოხვედრისას იწვევენ ადგილმდებარეობის (აკვატორიის ) და ატმოსფეროს
რადიოაქტიურ დასნებოვნებას, რაც ადამიანის ჯანმრთელობისათვის სახიფათოა .

რადიოაქტიური ნივთიერებების გამოყენება ხდება მეცნიერებაში , წარმოებასა და


მედიცინაში.

სამეცნიერო კვლევით რეაქტორებში ბირთვული მასალები გამოიყენება სხვადასხვა


ნივთიერების თვისებების შესასწავლად მაღალი რადიაციის პირობებში .

ბიოლოგიასა და ბიოსამედიცინო კვლევებში რადიოაქტიური ნივთიერებები გამოიყენება


ახალი წამლების ტესტირების დროს, ასევე ძუძუმწოვართა უჯრედული ფუნქციებისა და
ძვლის ფორმირების შესწავლისათვის.

მათი მრავალმხრივი გამოყენება ხდება სამრეწველო მიმართულებითაც , მაგალითად


ნივთიერების სიმკვრივის შესაფასებლად, სტერილიზაციისათვის ასევე ნივთიერებებში
მინარევების აღმოსაჩენად.

ძირითადად ბირთვული მასალების ფუნდამენტური თვისებების გამოყენებით ხდება


ელექტოენერგიის გამომუშავება ატომურ ენერგეტიკულ რეაქტორებში.

მედიცინაში რადიოაქტიური ნივთიერებებით ხდება ონკოლოგიური წარმონაქმნების


დასხივება, მათი შემდგომი ზრდის შეჩერების ან დიაგნოსტიკის მიზნით , ასევე ფართოდ
გამოიყენება რენტგენის დანადგარები დიაგნოსტიკის, თერაპიის მიზნით .

ფრანგმა მეცნიერებმა პიერ და მარია კიურებმა აღმოაჩინეს, რომ ურანის მადნიდან


(ნასტურანი) რომელსაც ჩეხეთის ქალაქ იახიმოვში მოიპოვებდნენ, ურანის გამოყოფის
შემდეგ, ნარჩენები უფრო რადიოაქტიური იყო, ვიდრე სუფთა ურანი . ამ ნარჩენებიდან
ცოლ-ქმარ კიურებმა რამდენიმე წლის ინტენსიური მუშაობის შემდეგ გამოჰყვეს ორი
ძლიერ რადიოაქტიური ელემენტი: პოლონიუმი და რადიუმი. პირველი შეტყობინება
რადიუმის აღმოჩენის შესახებ (ბარიუმთან ნაერთში) კიურებმა გააკეთეს 1898 წლის 26
დეკემბერს საფრანგეთის მეცნიერებათა აკადემიაში. 1910 კიურებმა და ანდრე -ლუი
დებერნიმ რადიუმის ქლორიდის ვერცხლისწყლის კათოდით ელექტროლიზის მეშვეობით
გამოყვეს სუფთა რადიუმი შემდგომი დისტილაციიტ წყალბადში. გამოყოფილი ელემენტი
წარმოადგენდა, როგორც ახლა ცნობილია, რადიუმ-226 იზოტოპს, ურან-238-ის დაშლის
პროდუქტს. რადიუმისა და პოლონიუმის აღმოჩენისათვის კიურებმა ნობელის პრემია
მიიღეს. რადიუმი მიიღება იზოტოპ ურან-238-ის რადიოაქტიური მრავალი შუალედური
დაშლით ამიტომ უმნიშვნელო რაოდენობით არის ურანის მადანში.
ბევრმა რადიონუკლიდმა, რომლებიც წარმოიქმნებიან რადიუმის რადიოაქტიური
დაშლისას, სანამ მათი ქიმიური იდენტიფიკაცია იქნებოდა შესაძლებელი , მიიღეს
სახელწოდება რადიუმ А, რადიუმ B, რადიუმ C და ა.შ.

რადიუმს ზოგჯერ იყენებენ კომპაქტურ ნეიტრონების წყაროებში, ამისათვის მის მცირე


რაოდენობას არჩილავენ ბერილიუმთან ერთად.

მე-20 საუკუნის 70-იან წლებში რადიუმს ხშირად იყენებდნენ მუდმივი ნათების მქონე მნათ
საღებავების დასამზადებლად (საავიაციო და საზღვაო მოწყობილობების
ციფერბლატების, სპეციალური საათების და სხვა ხლსაწყოების მოსანიშნად ), თუმცა ახლა
შეცვალე უფრო ნაკლებად საშიში იზოტოპებით: ტრიტიუმით. ასეთი ხელსაწყოების
საშიშროება იყო იმაში, რომ არ ჰქონდათ გამაფრთხილებელ მარკირებას , და მისი
გამოვლენ ამხოლოდ დოზიმეტრით შეიძლებოდა.

მისი აღმოჩენის შემდეგ, საკუნის დასაწყისში რადიუმი ითვლებოდა სასარგებლოდ და


შედიოდა ბევრი პროდუქტისა და საგნის შემადგენლობაში მაგალითად : პურში ,
შოკოლადში, სასმელ წყალში, კბილის პასტაში, სახის კანის კრემებსა და ფხვნილებში ,
ხელის საათების ციფერბლატებში, ტონუსის და პოტენციის მოსამატებელ საშუალებებში .

ურანი

იმის გამო რომ, მთის ქანები შეიცავენ ურანის სხვადასხვანაირ კონცენტრაციას , ისინი
ამიტომაც სხვადასხვანაირი რადიოაქტიურობით ხასიათდებიან . ეს თვისება გამოიყენება
მთის ქანების გამოყოფისას გეოფიზიკური მეთოდით. განსაკუთრებულად ეს მეთოდი
ფართოდ გამოიყენება ნავთობ გეოლოგიაში ჭაბურღილების გეოფიზიკური კვლევების
ჩატარებისას

1.ურანის მცირედი რაოდენობით დამატება მინას აძლევს ლამაზ მოყვითალო -მომწვანო


ფლუორესცენციას

2.ნატრიუმის ურანატი Na2U2O7 გამოიყენებოდა როგორც ყვითელი პიგმენტი


მხატვრობაში[11].

3.ურანის ნაერთები გამოიყენებოდა როგორც საღებავები ფაიფურის და კერამიკის


ნაკეთობებში ასევე მინანქარში (ღებავენ შემდეგ ფერებად: ყვითელი, რუხი , მწვანე და
შავი, დაჟანგვის ხარისხის მიხედვით)
3.ურანის ზოგიერთი ნაერთი სინათლის მიმართ მგრძნობიარეა[11].

4.XX საუკუნის დასაწყისში ურანილნიტრატი ფართოდ გამოიყენებოდა ნეგატივების


გასაძლიერებლად და პოზიტივის შესაფერადებლად (ტონირებისათვის) რუხ ფერში [11].

5.ურან-235-ის კარბიდი ნიობიუმის კარბიდთან და ცირკონიუმის კარბიდთან ერთად


შენადნობი გამოიყენება ბირთვული რეაქტიული ძრავებში როგორც საწვავი (მუშა სხეული
— წყალბადი + ჰექსანი).

6.რკინისა და გაღარიბებული ურანის (ურან-238) შენადნობი გამოიყენება როგორც


მძლავრი მაგნიტოსტრიქციული მასალა

გაღარიბებული ურანის ყველაზე ცნობილი გამოყენება ხდება — როგორც ჯავშან


საწინააღმდეგო ჭურვის გულსართები . მაღალი სიმკვრივე (ფოლადზე 3-ჯერ უფრო
მძიმეა), გაწრთობილ ურანის ლილვს ხდის უკიდურესად ეფექტურ საშუალებას ჯავშნის
გასარღვევად, ეფექტიანობით ანალოგიურია უფრო ძვირი და უფრო მძიმე ვოლფრამის .
მძიმე ურანის ცხვირი ცვლის ჭურვის მასების გნაწილებას, აუმჯობესებს მის
აეროდინამიკურ მდგრადობას

მიკრორაოდენობით (10−5—10−8 %) აღღმოჩენილია მცენარეების, ცხოველების და


ადამიანის ქსოვილებში. უფრო გროვდება ზოგიერთ სოკოში და წყალმცენარეებში .
ურანის ნაერთები იწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტით (მიახლოებით 1 %), ფილტვებით — 50 %.
გროვდება განსაკუთრებულად: ელენთაში, თირკმლებში, ჩონჩხში, ღვიძლში , ფილტვებში
და ბრონქო-ფილტვების ლიმფურ კვანძებში. ადამიანის და ცხოველების ორგანოებსა და
ქსოვილებშიარ აღემატება 10−7გრ.

ურანი და მისი ნაერთები "ტოქსიკურებია". განსაკუთრებით საშიშია ურანისა და მისი


ნაერთების აეროზოლები. ურანის წყალში ხსნადი ნაერთებისათვის ზღვრული დასაშვები
კონცენტრაცია ჰაერში არის 0,015 მგრ/მ³, ურანის უხსნადი ფორმებისათვის ზდკ- 0,075
მგრ/მ³. ურანის მოხვედრისას ორგანიზმში ის მოქმედებს ყველა ორგანოზე, და
წარმოადგენს საერთო უჯრედულ საწამლავს. ურანი პრაქტიკულად შეუქცევად , როგორც
სხვა მძიმე ლითონები, უკავშირდება ცილებს, უპირველესად ამინომჟავების სულფიდურ
ჯგუფებს, და შლის მათ ფუნქციას. ურანის ქმედების მოლეკულური მექანიზმი
დაკავშირებულია მის უნართან დათრგუნოს ფერმენტების აქტიურობა . უპირველეს
ყოვლისა ზიანდება თირკმელი (შარდში ჩნდება ცილები, შაქარი და ოლიგურია ).
ქრონიკული ინტოქსიკაციისას შესაძლებელია სისხლ წარმოქმნის და ნერვიული სისტემის
ფუნქციის დარღვევა.

დედამიწის ქერქში ურანის მარაგი მიახლოებით 1000-ჯერ აღემატება ოქროს მარაგს , 30-
ჯერ — ვერცხლისას, ამასთან ეს მონაცემი მიახლოებით ტოლია ტყვიის და თუთიის
ანალოგიური მაჩვენებელისა. ურანის არც თუ ისე მცირე რაოდენობა გაბნეულია
ნიადაგში, მთის ქანებში და ზღვის წყალში. მხოლოდ შეარებით მცირე რაოდენობა
კონცენტრირდება საბადოებში, სადაც ამ ელემენტის შემცველობა ასობით აღემატება მის
საშუალო შემცველობას დედამიწის ქერქში[13]. ურანის დაზვერილი მსოფლიო მარაგი
საბადოებში შეადგენს 5,4 მლნ ტონას[

You might also like