You are on page 1of 5

რადიაცია

• რადიაცია არის ზოგადი ტერმინი, რომელიც აღნიშნავს ნებისმიერი ფორმის


ენერგიას, რომელიც სივრცეში მოძრაობს ტალღის ან ნაწილაკის სახით .
• ყოველი ჩვენგანი იღებს გარკვეულ ფონურ რადიაციას ისეთი ნატურალური
წყაროებიდან, როგორებიცაა მიწა, კლდეები და ქვები. წყალი და ზოგიერთი
საკვებიც კი (მათ შორის ბანანი, კარტოფილი და თხილიც) შეიცავს რადიაციის
მცირე რაოდენობას.
• თუმცა, ფონური რადიაცია იმდენად უმნიშვნელოა, ჯანმრთელობის პრობლემებს
ნაკლებად გამოიწვევს.
• რადიაციის ტიპები
• არსებობს ორი ტიპის რადიაცია, რომლებიც შესაძლოა ასოცირებულნი იყვნენ
ჯანრთელობის რისკებთან. ესენია:
• არამაიონიზირებული რადიაცია (დაბალი ენერგია)
• მაიონიზირებელი რადიაცია (მაღალი ენერგია).
• ჩვეულებრივ, გარკვეული სამედიცინო კვლევების ჩატარების დროს, ადამიანი
იღებს მაიონიზირებელ რადიაციას, მაგრამ ამ დროს რადიაცია იმდენად
მცირეა, რომ პრობლემის განვითარების შანსი ძალიან დაბალია.

•  
• ულტრაიისფერი სხივები
• არამაიონიზირებელი გამოსხვების მთავარ და დამტკიცებულ
საფრთხეს წარმოადფენს ულტრაიისფერი (UV) სხივებით
გამოწვეული კანის დაზიანება. UV სხივები ძირითადად
მოემართება მზისგან, მაგრამ ასევე წარმოიქმნება
სოლარიუმში და სპეციალური ნათურების მიერ. UV სხივების
მცირე რაოდენობით მიღება სასარგებლოა
ჯანმრთელობისთვის - მზის სხივები ეხმარება ორგანიზმს
ვიტამინი D-ს წარმოსაქმნელად, რომელიც ძალზე
მნიშვნელოვანია ძვლების სიძლიერისა და სიჯანსაღის
შესანარჩუნებლად. თუმცა, UV დიდი დოზით მიღება შესაძლოა
იყოს საზიანო. ამას შეუძლია გამოიწვიოს მზისგან დამწვრობა,
ისევე როგორც გაზარდოს მელანომისა და 
არამელანომური კანის კიბოს განვითარების რისკი.
• მაიონიზირებელი გამოსხივება სამედიცინო კვლევებსა და
მკურნალობაში
• მაიონიზირებელი გამოსხივება ბევრად უფრო ძლიერი ფორმაა,
ვიდრე არამაიონიზირებელი და უჯრედების დაზიანების ალბათობა
უფრო დიდია. მაიონიზირებელი გამოსხივების მიღებამ შესაძლოა
გაზარდოს კიბოს რისკი. მაღალმა დოზირებამ შეიძლება
გამოიწვიოს სერიოზული დაზიანება, მათ შორის რადიაციული
დამწვრობები.
• ყველაზე გავრცელებული წყარო ადამიანის მიერ შექმნილ
მაიონიზირებელ რადიაცებს შორის არის გარკვეული სამედიცინო
კვლევები და მკურნალობები.
• თუმცაღა ეს ცუდად ჟღერს, მედიცინაში გამოყენებული გამოსხივება
მკაცრად კონტროლდება და რადიაციით გამოწვეული ნებისმიერი
პრობლემის განვითარების რისკი ძალიან მცირეა.

You might also like