You are on page 1of 7

რადიაციული

გამოსხივება
და მისი ბიოლოგიური
ზემოქმედება
რადიოაქტიური გამოსხივება მაიონებელი
გამოსხივებაა, წარმოიქმნება რადიოაქტიური
ნივთიერებებისგან, რომელიც ატომის
დაშლით ხდება. დროის ერთეულში დაშლილ
ატომების რაოდენობას რადიოაქტიური
აქტივობა ეწოდება. მისი ერთეულია კიური —
Ci. ბუნებრივი რადიოაქტივობის აღმოჩენის
შემდეგ, გაირკვა, რომ რადიუმის ბირთვში
მიმდინარე გარდაქმნების შედეგად
გამოტყორცნილი გამოსხივება
არაერთგვაროვანია და შედგება — α, β და γ
სხივებისგან. α ნაწილაკი ორმაგი დადებითი
მუხტის მქონე ჰელიუმის ბირთვია,
ნივთიერებაში შეღწევის უნარი არ აქვს. β
სხივები ელექტრონების ნაკადია. მისი
მოძრაობა ნივთიერებაში ტეხილია.
ქსოვილებში ოდნავ მეტი შეღწევადობით
ხასიათდება (რამდენიმე მილიმეტრი). γ
სხივები ელექტრომაგნიტური სხივებია.
ხასიათდება ნივთიერებაში მაღალი შეღწევის
მაიონიზებელი გამოსხივება — გამოსხივება, რომლის ურთიერთქმედება უნარით. მისი სრული შეკავება ხდება 15სმ-
გარემოსთან ატომებისა და მოლეკულების იონიზაციას იწვევს . იონიზაცია — იანი ტყვიის ეკრანით.
ელექტრულად ნეიტრალური ატომებისა და მოლეკულებისაგან დადებითი და
უარყოფითი იონებისა და თავისუფალი ელექტრონების წარმოქმნა.
რადიაცია არის ენერგია, რომელიც
წარმოდგენილია ენერგეტიკული ტალღების ან
მაღალი სიჩქარის ნაწილაკების სახით.
არსებობს რადიაციის როგორც ბუნებრივი,
ასევე ხელოვნური წყარო, არჩევენ ასევე
გამოსხივების ორ ტიპს - არაიონიზირებად
(რადიოტალღები, ინფრაწითელი გამოსხივება,
სინათლის სხივი და სხვ.) და მაიონიზებელ
გამოსხივებას. ეს უკანასკნელი მოიცავს
ულტრაიისფერ გამოსხივებას, რადონის,
რენტგენის და გამა გამოსხივებებს.
ბუნებრივი ანუ ფონური გამოსხივება მუდმივად
ჩვენ გარშემოა. მისი უმეტესობა ბუნებრივად
იქმნება რადიოაქტიური მინერალებიდან
მიწაში, ნიადაგში, წყალში და ჩვენს სხეულებშიც
კი. ფონური გამოსხივება ასევე კოსმოსიდან და
მზისაგან წარმოიქმნება. რაც შეეხება
რადიაციის სხვა წყაროებს, ის ხელოვნურია და
ადამიანის მიერ არის შექმნილი. ატომური
იარაღის აფეთქება, სახალხო მეურნეობაში
ხელოვნური რადიონუკლიდების
გამოყენება,ატომური ელექტროსადგურების
ექსპლუატაცია ,ატომური ენერგიის გამოყენება
სხვადასხვა სფეროში.
გამოსხივება ჩვენ გარშემოა მთელი ჩვენი ევოლუციის
განმავლობაში. ასე, რომ, ჩვენი სხეული შექმნილია იმისთვის, რომ
გაუმკლავდეს რადიაციის იმ დაბალ დონეს, რომელსაც
ყოველდღიურად ექვემდებარება. მაგრამ ძალიან მაღალმა
რადიაციამ შეიძლება დააზიანოს ქსოვილები უჯრედის სტრუქტურის
შეცვლით და დნმ-ის დაზიანებით. ამან შეიძლება გამოიწვიოს
ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები სიმსივნური
ტრანსფორმაციის სახით.

უკანასკნელი ასეული წლის განმავლობაში ყოველდღიურ


სამედიცინო პრაქტიკაში ფართოდ დაინერგა მაიონიზებელი
რადიაცია, როგორც დიაგნოსტიკური მეთოდი და სამკურნალო
საშუალება. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით ფართო გამოიყენება
რენტგენის და გამა სხივები. რენტგენოლოგიური პროცედურების
დროს რენტგენის სხივები გადის სხეულის შესაბამის სტრუქტურებს
იმისათვის, რომ კომპიუტერის ან ტელევიზიის მონიტორზე მიღებულ
იქნეს გამოსახულება, რომელსაც შეისწავლის და განიხილავს ექიმი -
რადიოლოგი. დიაგნოსტიკური რადიოლოგია, რომელიც
რენტგენოლოგიური აპარატების მეშვეობით პაციენტის შინაგანი
ორგანოების გამოსახულებას იღებს; ბირთვული მედიცინა, როდესაც
რადიოაქტიულ ნივთიერებებს იყენებენ დიაგნოსტიკისა ან
მკურნალობისთვის, და რადიოთერაპია - გამოიყენება მაიონიზებელი
გამოსხივების მრავალი ტიპი და წყარო კიბოს და სხვა დაავადებების
განკურნების ან მდგომარეობის შემსუბუქების მიზნით.
რადიაციული ავადმყოფობის პირველი შემთხვევები იაპონელმა
ექიმებმა აღწერეს. ჰიროსიმისა და ნაგასაკის ატომური დაბომბვის
შემდეგ მათი ყურადღება მიიპყრო უცნობმა დაავადებამ, რომელიც
ვლინდებოდა ერთბაშად აღმოცენებული სიმპტომებით ორგანიზმის
აშკარა დაზიანების გარეშე. დღეს უკვე ცნობილია, რომ ეს
რადიაციული დასხივების დაყოვნებული ეფექტები იყო.

რადიაციული ავადმყოფობის სიმპტომებია გულისრევა, ღებინება,


დიარეა, მადის დაქვეითება, სისუსტე, თავის ტკივილი,
გახშირებული გულისცემა, ცხვირიდან, პირის ღრუდან,
ღრძილებიდან, სწორი ნაწლავიდან სისხლდენა, კანქვეშა
სისხლჩაქცევა, დამწვრობა ან ღია წყლულები კანზე, დეჰიდრატაცია
(სხეულის გაუწყლოება), ცხელება, თმის ცვენა, დასხივებული
უბნების ანთება (სიწითლე, მგრძნობელობა, შეშუპება, სისხლდენა),
წყლულების გაჩენა პირის ღრუში, საყლაპავში, კუჭსა და
ნაწლავებში. მდგომარეობის სიმძიმე იმაზეა დამოკიდებული,
რადიაციის მიმართ რამდენად მგრძნობიარე ქსოვილები
დასხივდება. რადიაციული დაზიანების მიმართ განსაკუთრებით
მგრძნობიარეა ძვლის ტვინი და კუჭ-ნაწლავის ტრაქტი.
განვითარებადი ნაყოფი და ბავშვები ზრდასრულებზე გაცილებით
მოწყვლადნი არიან.
განმეორებითი დასხივების გახანგრძლივებული ეფექტებია
ლეიკოციტების რაოდენობის დაქვეითება, რაც ამცირებს
ინფექციებთან ორგანიზმის ბრძოლის უნარს, თრომბოციტების
რაოდენობის დაქვეითება, რაც ზრდის გარეგანი და შინაგანი
სისხლდენების რისკს, უნაყოფობა, თირკმლის ფუნქციური
ცვლილებები, რასაც რამდენიმე თვეში ანემიამდე, არტერიული
წნევის მატებამდე და სხვა დაავადებებამდე მივყავართ.
მოსალოდნელია კანის სიწითლე, კატარაქტა, გულის პრობლემები.

ქრონიკული დასხივების მოგვიანებითი შედეგებია სიმსივნური


დაავადება, ნაადრევი დაბერება.
პირველი დახმარების გაწევისას დამხმარე პერსონალი სათანადოდ უნდა იყოს დაცული , რათა
დასხივებულმა მასაც არ შეუქმნას საფრთხე. უპირველეს ყოვლისა , მოწმდება სუნთქვა და გულისცემა ,
საჭიროების შემთხვევაში ტარდება გულ-ფილტვის რეანიმაცია . შემდგომი რადიაციული დაბინძურების
თავიდან ასაცილებლად დასხივებული ადამიანის ტანსაცმელი სპეციალურ კონტეინერში თავსდება . ამის
შემდეგ რეკავენ გადაუდებელი დახმარების ცენტრში, რათა მოხდეს პაციენტის უსაფრთხო გადაყვანა .

დაზიანების შესამცირებლად კანს დაუყოვნებლივ ბანენ წყლითა და სპეციალური ხსნარებით , რომლებიც


შეიცავს ეთილენდიამინ ტეტრააცეტატს (EDთA – აგენტი, რომელიც ბევრ რადიაქტიურ იზოტოპს ბოჭავს).
მცირე ზომის ჭრილობები საფუძვლიანად უნდა გაიწმინდოს. ჩაყლაპვის შემთხვევაში იწვევენ ღებინებას
ან, თუ მცირე ხანია გასული, ამორეცხავენ კუჭს. რეკომენდებულია, ადამიანი არ დარჩეს იქ , სადაც
დასხივება მიიღო, სხეულის დამწვარ უბნებზე არ წაისვას (ან არ წაუსვან) მალამო , გამოიცვალოს
დაბინძურებული ტანსაცმელი და აუცილებლად მიმართოს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების
ცენტრს.

სიმპტომების მიხედვით ინიშნება მედიკამენტები, რომლებიც შეამცირებს გულისრევას , ღებინებას და


ტკივილს. სისხლის გადასხმა საჭიროა, როცა გამოხატულია ანემია – ჯანსაღი ერითროციტების
ნაკლებობა. ანტიბიოტიკებს კი ინფექციის დროს გამოწერენ.
რადიაციული დაავადების თავიდან ასაცილებლად უნდა ვერიდოთ ზედმეტ და უსარგებლო დასხივებას ,
მაგალითად, კომპიუტერულ ტომოგრაფიას ან რენტგენოგრაფიას, როდესაც ამის აუცილებლობა არ
არის. სამედიცინო პერსონალს ყოველთვის უნდა ეკეთოს დამცავი ფარი რენტგენოგრაფიული კვლევისა
თუ რადიაციული თერაპიის დროს. მან, ვინც რადიაციის წყაროს არეალში მუშაობს, უნდა ატაროს
სპეციალური რადიაციული დოზიმეტრები დასხივების დონის შესაფასებლად .
წყაროები:
https://ka.m.wikipedia.org/wiki/%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90%E
1%83%AA%E1%83%98%E1%83%90?fbclid=IwAR1v1rJKjmo_bkb_tR8qxJc0UbiyBgvgnRWBhaw9aEdq
1g_vfVLt5SZPt-8
https://diacor.ge/ka/blog/7-blogi/43-radiacia-da-misi-gamokheneba-diagnostikur-medicinashi?fbcli
d=IwAR1FYNIqsSjQFBBCbBt4qTcGfhWWcRSHfhus4lhmfwjUJdEoKQAJ6cow1nk
https://www.aversi.ge/cnobari/2455/radiaciuli-avadmyofoba?fbclid=IwAR0pZO5E0q0TYC9PvrXqhH
enUtN3kyddfUibEVY0eMMF7gSNNYjW7fYHAHU
გედენიძეს სახელმძღვანელო - პარაგრაფი 4.4

ანამარია
რუხაძე
ელენე ძაძამია
ანი ბიგვავა

You might also like