You are on page 1of 12

ელექტრომაგნიტური

ტალღები
მაგნიტური ველის ყოველი ცვლილება გარემომცველ
სივრცეში იწვევს ცვლადი ელექტრული ველის გაჩენას.
ელექტრული ველის ყოველი ცვლილება კი - ცვლადი
მაგნიტური ველის გაჩენას.
ცვლადი ელექტრული ველის და მასთან უწყვეტად
დაკავშირებული ცვლადი მაგნიტური ველის
ერთობლიობას ელექტრომაგნიტური ველი ეწოდება.
ობიექტის აღმოჩენას და
მათი ადგილსამყოფელის
ზუსტად განსაზღვრას
რადიოტალღების
მეშვეობით
რადიოლოკაცია ეწოდება.
ჰენრიხ ჰერცმა მაქსველის
ვარაუდი, რომ სინათლე
ელექტრომაგნიტური ტალღაა
ექსპერიმენტულად დაამტკიცა.
ელექტრომაგნიტურ ტალღებს
ისეთივე თვისებები აქვთ,
როგორიც სინათლის ტალღებს
- არეკვლა და გარდატეხა.
ელექტრომაგნიტური ტალღები ადამიანისთვის
შეიძლება იყოს როგორც სასარგებლო, ასევე
საზიანოც. ელექტრომაგნიტური ტალღები
გამოიყენება რადიოკავშირის დასამყარებლად,
ამ ტალღების გამოყენებით ჩვენ ასევე შეგვიძლია
დავადგინოთ ამა თუ იმ ობიექტის
ადგილმდებარეობა.
ტელევიზორი, რომელიც მთელ მსოფლიოშია
გავრცელებული და ალბათ წარმოუდგენელია
დღეს ცხოვრება ტელევიზორის გარეშე, სწორედ
ელექტრომაგნიტური ტალღების საშუალებით
ხდება მისი ფუნქციონირება.
ელექტრომაგნიტური ტალღები
გამოიყენება მედიცინაში. ყველამ
ვიცით რენტგენის სხივები რომელიც
1895 წელს გერმანელმა ფიზიკოსმა
ვილჰელმ რენტგენმა აღმოაჩინა. მან
აღმოაჩინა სხივები, რომლებსაც
სინათლისთვის გაუმჭვირვალე
სხეულებში შეღწევის უნარი
აღმოაჩნდათ. დღესდღეისობით,
რენტგენის სხივების საშუალებით
შეიძლება სხვადასხვა მოტეხილობის
დადგენა.
არსებობს ასეთი
ხელსაწყო
ტომოგრაფია,
რომელსაც კომპიუტერის
გამოყენებით შეუძლია
შექმნას სხეულის ან მისი
რომელიმე ნაწილის
სივრცული
გამოსახულება.
ელექტრომაგნიტური გამოსხივების
წყარო შეიძლება იყოს მზე
(ინფრაწითელი და ხილული
სინათლე). მზის გამოსხივება
შეიძლება ითქვას ერთ - ერთი ყველაზე
დიდი მნიშვნელობა აქვს
კაცობრიობისათვის, რადგან ყველას
გვჭირდება ჟანგბადი, რომელიც
მცენარედან სწორედ
ფოტოსინთეზისას გამოიყოფა.
მცენარეს შეუძლია აღიქვას სპექტრის
ყველა ფერი.
ასევე შეიძლება ჩვენს
ორგანიზმში მზის
ულტრაიისფერი სხივების
მოქმედებით ქოლესტერინი
D ვიტამინად გარდაიქმნას,
რომელიც აუცილებელია
ადამიანის ჩონჩხის
ნორმალურად
ჩამოყალიბებისათვის.
თუმცა ბევრ სიკეთესთან ერთად,
ელექტრომაგნიტურმა ტალღებმა
შეიძლება დიდი ზიანიც
მოგვიტანოს.
დღესდღეობით ალბათ არ არსებობს ადამიანი,
რომელსაც მობილური ან კომპიუტერი არ აქვს.
მათი საშუალებით ჩვენ შეგვიძლია ჩვენთვის
საჭირო უამრავი ინფორმაცია მოვიძიოთ რაც
ძალიან კარგია. თუმცა ამ მოწყობილობებში
არსებობს ასევე ისეთი პროგრამებიც, რომელიც
ბავშვის განვითარებაზე ცუდ გავლენას ახდენს.
ეს არის თამაშები, რომელზეც
დამოკიდებულებამ შეიძლება მძიმე შედეგების
მიგვიყვანოს, რადგან ამ მოწყობილობების
გამოსხივება დიდ ზეგავლენას ახდენს ჩვენს
გონებრივ განვითარებაზე და ასევე იწვევს
მძიმე დაავადებებსაც.

You might also like