You are on page 1of 5

ლაზერები

ქეთევან კოტორაშვილი
ლაზერი ეს არის კოჰერენტული ,მონოქრომატული გამოსხივების
წყარო.ი გ ი განიმარტება, როგორც ელექტრომაგნიტური გამოსხივების წყარო
ხილულ, ინფრაწითელ და ულტრაიისფერ დიაპაზონებში.სიტყვა "ლაზერი" შედგება
იმ სიტყვების პირველი ასოებისაგან, რომლებიც შედის ინგლისურ ფრაზაში : Light
Amplification by Stimulated Emission of Radiation. რომელიც ქართულად ითარგმნებაა
როგ ორც სინათლის გაძლიერება იძულებითი გამოსხივების შედეგად. საბჭოთა
კავშირში ტერმინ ლაზერს უწოდებდნენ ოპტიკური კვანტური გენერატორს.

ლაზერული ეფექტისათვის აუცილებელად უნდა არსებობდეს არა თავისთავადი


გამოსხივება,რომელსაც აღგზნებული ატომი ან მოლეკულა ასხივებს არამედ
იძულებითი გამოსხივება.იძულებითი გამოსხივება პირველად გაკეთებული იქნა 30
იან წლებში.შემდეგ დადგა საკითხი თუ როგორ მოეხდინათ ამ იძულებითი
გამოსხივების სინქრონიზაცია.ამისთვის შეიქმნა რეზონატორი.

optikuri rezonatori –warmoadgens ori, erTmaneTis mimarT mkacrad paralelurad გanlagebul


orsarkian sistemas. romelTa Soris მოTavsebulia aqtiuri garemo. pirveli sarke srulad aireklavs
masze dacemul sinaTles. meore sarke naxevradgamWvirvalea. igi gamosxivebis nawils abrunebs
garemoSi iZulebiTi gamosxivebis Sesaqmnelad, xolo nawili gamosxivdeba gareT lazeris sxivis
saxiT.optikuri rezonatorebi arsebobs brtyeli sarkeebiT, sferuli sarkeebiT, sferulisa da brtyeli
sarkeebis kombinacia da sxva.რეზონატორი ასევე უზრუნველყოფს ვიწრო კონის
მიღებას.რეზონატორში მრავლჯერადი გავლის არეკვლის შედეგად გაძლიერდება ის
კონები რომელიც მართობულად აირეკლება სარკეებიდან დანარჩენი კონები მიილევა
და საბოლოოდ გამოსხივება გამოდის ძალიან ვიწრო კონის სახით.

ისტორია და განვითარება:

1916 წელს აინშტაინმა იწინასწარმეტყველა ატომების მიერ სინათლის ე.წ


ინდუცირებული (იძულებითი) გამოსხივების არსებობის შესაძლებლობაზე.
ინდუცირებული გამოსხივების ქვეშ იგულისხმება აგზნებული ატომების მიერ
სინათლის დაცემით გამოწვეული ფოტონის გამოსხივება. საინტერესო ისაა, რომ
მოვლენის დროს წარმოქმნილი სინათლის ტალღა ატომზე დაცემული ტალღისაგან
არ განსხვავდება არც სიხშირით, არც ფაზით და არც პოლარიზაციით; ანუ
დაცემული და გამოსხივებული ტალღები კოჰერენტულია.

კვანტური თეორიის ენაზე იძულებითი გამოსხივება წარმოადგენს ატომის


გადასვლას ენერგეტიკულად მაღალი მდგომარეობიდან დაბალ მდგომარეობაში,
მაგრამ არა თავისთავად, როგორც ჩვეულებრივი გამისხივებისას, არამედ გარეშე
ზემოქმედების ხარჯზე.

ჯერ კიდევ 1940 წელს რუსმა ფიზიკოსმა ბ.ა. ფაბრიკანტმა მიუთითა იძულებითი
გამოსხივების გამოყენების შესაძლებლობაზე ელექტრომაგნიტური ტალღების
გასაძლიერებლად.

1954 წელს რუსმა მეცნიერებმა ნ.გ. ბასოვბა და ა.მ. პროხოროვმა და მათგან


დამოუკიდებლად ამერიკელმა მეცნიერმა ჩ. ტაუნსმა, გამოიყენეს ინდუცირებული
გამოსხივების ფენომენი λ = 1.27 სმ ტალღის სიგრძის რადიოტალღების მიკროტალღოვანი
გენერატორის შესაქმნელად. რადიოტალღების გენერაციისა და გაძლიერების პრინციპის
შემუშავებისათვის ნ.გ. ბასოვს და ა.მ. პროხოროვს 1959 წელს მიენიჭათ ლენინური პრემია.
1964 წელს კი ნ.გ. ბასოვი და ა.მ.პროხოროვი და ჩ. ტაუნსი ნობელის პრემიით
დაჯილდოვდნენ.

შეიქმნა ლაზერის პირველი ანალოგი რომელიც მუშობდა რადიოდიაპაზონით ე.წ


მაზერი . ეს შეიქმნა ამიაკის ორთქლზე .ამიაკის მოლეკულა არის პირამიდის მაგვარი
მოლეკულა რომელსაც აქვს თვისება განიცადოს ინვერსია. ინვერსია ხდება აგზნების
შედეგად.თუკი ინვერტირებულ მოლეკულას გარედან მოხვდება შესაბამისი ენერგიის
ელექტრო მაგნიტური ტალღა,იგი უბრუნდება საწყის მდგომარეობას დ ა ამ დროს
ასხვივებს . სწორედ ესაა ინდუცირებული გამოსხივება . ამიტომაც ეს ლაზერის
მაგვარი ხელსაწყო შეიქმნა ამიაკის ორთქლზე .

ამის შემდეგ მეიმანმა 1960 წელს moaxdina pirveli optikuri kvanturi generatoris – lazeris
demonstrireba. Aqtiur garemod gamoyenebul iqna lali, xolo moculobiTi rezonatoris nacvlad
gamoyenebul iqna Ria optikuri rezonatori. aRniSnuli lazeri muSaobda impulsur reJimSi talRis
sigrZiT 694.3 nm.

იmave wlis dekemberSi Seiqmna uwyvet reJimSi momuSave helium-neonis lazeri Tavdapirvelad
lazeri muSaobda infrawiTel diapazonSi, SemdgomSi modificirda xiluliwiTeli sinaTlis
gamosasxiveblad.

დღეისთვის შექმნილია ლაზერების დიდი რაოდენობა - აირის, მყარსხეულოვანი,


ნახევარგამტარული, რომლებსაც სხვადსხვა მახასიათებლები აქვთ და სხვადასხვა
ოპტიკურ დიაპაზონში ასხივებენ. ლაზერებს შეუძლიათ მუშაობა იმპულსურ და
უწყვეტ რეჟიმში.ლაზერების გამოსხივების სიმძლავრე შეიძლება იცვლებოდეს
მილივატის ნაწილიდან 1012–1013 ვტ-მდე (იმპულსურ რეჟიმში).

თანამედროვე ლაზერები იძლევიან პრაქტიკულად ნებისმიერი ტალღის სიგრძის


მონოქრომატულ სინათლეს. იგი შეიძლება იყოს როგორც უწყვეტი გამოსხივება, ასევე
ულტრამოკლე იმპულსები.
ლაზერის მუშაობის პრინციპი:

ლაზერების მუშაობის პრინციპი ემყარება ატომების და მოლეკულების


ინდუცირებულ გამოსხივებას.ატომს აქვს თვისება გამოასხივოს ფოტონები ატომის
გადასვლისას აღგზნებული მდგომარეობიდან ძირითადაში.სინათლის სხვა
წყაროებისაგან განსხვავებით ლაზერს აქვს უნიკალური თვისებები, რომლებიც
დაკავშირებულია მისი გამოსხივების კოჰერენტულობასა და მაღალ
მიმართულობასთან.სითბური წყაროს გამოსხივება ვრცელდება ყველა
მიმართულებით. სინათლის მიმართული ნაკადის მისაღებად იყენებენ
დიაფრაგმების, სარკეების და ლინზების რთულ სისტემებს, რომლებშიც ენერგიის
დანაკარგი ძალიან დიდია. სითბური წყაროს გამოსხივება არამონოქრომატულია ანუ
არ არის მუდმივი სიხშირი მქონე ტალღა.და მოიცავს გამოსხივებული ტალღების
სიგრძეების საკმაოდ ფართო ინტერვალს. გამოსხივების მონოქრომატულობის
გაზრდის მიზნით იყენებენ მონოქრომატორებს, მაგრამ მონოქრომატიზაციის მიღწევა
შეიძლება მხოლოდ დიდი ენერგიის დაკარგვის ხარჯზე.

2-დონიანი სისტემისთვის:

ჩვეულებრივ პირობებში ატომების უმრავლესობა იმყოფება უმდაბლეს


ენერგეტიკულ მდგომარეობაში. ამიტომ დაბალ ტემპერატურებზე ნივთიერება არ
ასხივებს. ნივთიერებაში ელექტრომაგნიტური ტალღის გასვლისას შთაინთქმება
მისი ენერგია. ამ შთანთქმული ენერგიის ხარჯზე ხდება ატომთა გარკვეული
ნაწილის აგზნება, ანუ გადასვლა შედარებით მაღალ ენერგეტიკულ მდგომარეობაში.
ამ დროს სინათლის კონას წაერთმევა ენერგია

ħν = E2 – E1 .

ეხლა ვთქვათ,რომ რაიმე ხერხით აღვაგზნეთ გარემოს ატომების დიდი ნაწილი.მაშინ


ნივთიერებაში ელექტრომაგნიტური ტალღის გავლისას სიხშირით

ν = (E2 – E1)/ħ .

ეს ტალღა კი არ შესუსტდება, არამედ პირიქით, გაძლიერდება ინდუცირებული


გამოსხივების ხარჯზე. ინდუცირებული გამოსხივების ზემოქმედებით ატომები
შეთანხმებულად გადადიან დაბალ ენერგეტიკულ მდგომარეობაში, ასხივენ რა
ტალღებს, რომლებიც ფაზითა და სიხშირით ემთხვევა დაცემულ ტალღას.
(განხილულია 2-დონიანი სისტემა)

3-დონიანი სისტემა:

არსებობს აგზებული ატომების გარემოს მიღების სხვადასხვა მეთოდი. ლალის


ლაზერებში ამისათვის იყენებენ სპეციალურ ძლიერ ნათურას. ატომები აღიგზნება
სინათლის შთანთქმის ხარჯზე. მაგრამ ლაზერის მუშაობისათვის ენერგიის ორი
დონე არაა საკმარისი. როგორი ძლიერიც არ უნდა იყოს ლაზერის სინათლე,
აგზებული ატომების რიცხვი არააგზნებულზე მეტი არ იქნება, რადგანაც სინათლე
ერთდროულად როგორც აღაგზნებს ატომებს, ასევე იწვევს მათში ინდუცირებულ
გადასვლებს მაღალი დონიდან დაბალზე. პრობლება გადაიჭრა სამდონიანი
სისტემის გამოყენებით (დონეების საერთო რაოდენობა უფრო მეტია, მაგრამ
საუბარია მხოლოდ „მუშა დონეებზე“). სურათზე გამოსახულია 3-დონიანი
სისტემის სქემა. მნიშვნელოვანია, რომ გარეშე ზემოქმედების არ არსებობისას, დრო,
რომლის განმავლობაშიც ატომური სისტემა იმყოფება სხვადასხვა ენერგეტიკულ
მდგომარეობაში („სიცოცხლის ხანგრძლივობა“) სხვადასხვაა. დონეზე სისტემის
“სისცოცხლის ხანგრძლივობა“ ძალიან მცირეა, 10-8 წმ, რომლის შემდეგაც გადადის
F2 მდგომარეობაში სინათლის გამოსხივების გარეშე (ამ დროს ხდება ენერგიის
გადაცემა კრისტალურ მესერზე). F2 მდგომარეობის „სოცოცხლის ხანგრძლოვობა“
100,000-ჯერ მეტია, ანუ შეადგენს დაახლოებით 10-3 წმ-ს. F2 დონედან F1-ზე
გადასვლა გარეშე ელექტრომაგნიტური ტალღების ზემოქმედებით ხდება
გამოსხივების თანხლებით. ნათურას ანთებისას სისტემა გადადის F1მდგომარეობაში
და მცირე ხნის შემდეგ გადადის F2 მდგომარეობაში, სადაც „ცოცხლობს“ შედარებით
დიდხანს. სწორედ ასე იქმნება მე-2 დონის „ჭარბი დასახლება“ აგზნებული
ატომებით არააგზნებულ პირველ დონესთან შედარებით.

კლასიფიკაცია:
„ლაზერის გული“ - მისი აქტიური ელემნტი.

 მყარი – ლალის ან ძოწის კრისტალები. Tanamedrove myari tanis lazerebs


SeuZlia imuSaos impulsur, uwyvet da kvaziuwyvet reJimSi.

ლალის ლაზერი წარმოდგენს სამდონიანს. სინათლის გენერირებისთვის მასში


გამოყენებულია ლალის კრისტალში მყოფი ქრომის იონის სამი დონე.

ლალის კრისტალს აქვს ცილინდრი ფორმა 0.4-2 სმ დიამეტრით და 3-20 სმ


სიგრძთ.ზოგჯერ ცილინდრი ფუძეებს ფარავენ დიელექტრიკის ახლაი ფენით და
იყენებენ რეზონატორებად ნაცვლად სპეციალური სარკეებისა.

 თხევადი – ანილინის საღებავების ხსნარები


 გაზური – ჰელიუმისა და ნეონის ნარევი, არგონი, დაბალი წნევის წყლის
ორთქლი მინის მილებში. დღეისთვის ყველა აირზე მიღებულია ლაზერული
ეფექტი.
 lazerebi Tavisufal eleqtronebze – lazerebi, romelTa aqtiur garemos warmoadgens Tavisufali
eleqtronebis nakadi, romlebic irxevian gare eleqtromagnitur velSi (ris xarjzec xorcieldeba
gamosxiveba) da vrceldebian relativisturi siCqariT gamosxivebis mimarTulebiT.

 qimiuri lazerebi – lazerebis saxesxvaoba, romelTa energiis wyaros warmoadgens samuSao


garemos (gazebis narevi) komponentebs Soris mimdinare qimiuri reaqciebi.

You might also like