You are on page 1of 9

ფიზიკა საგამოცდო საკითხები

1.ჰარმონიული რხევა ეწოდება-რხევას,რომლის დროს მერხევი სიდიდე დროის


მიხედვით იცვლება სინუსის(ან,კოსინუსის) კანონით.

2.მაგნიტური ველის დაძაბულობის ერთეულია-ამპერი/მეტრი (ა/მ)

3.მაგნიტური ინდუქციის ერთეულია-ტესლა (ტლ)

4.ელექტრო გამტარობლობის ერთეულია-სიმენსი (სმ)

5.ელექტრული წინაღობის ერთეულია-ომი

6.ელექტრული დენის ძალის ერთეულია-ამპერი (ა)

7. ელექტროტევადობის ერთეულია-ფარადი (ფ)

8.ელექტრული მუხტის ერთეულია-კულონი (კ)

9.იდეალური აირების ნარევის წნევა ტოლია-მასში შემავალი აირების პარციალურ


წნევათა ჯამის.

10.ნებისმიერი იდეალური აირის 1 მოლი ნივთიერება,ერთნაირ პირობებში,


შეიცავს მოლეკულათა ტოლ რიცხვს,რომელსაც ეწოდება-ავოგადროს მუდმივა.

11.მუდმივი მოცულობისას მიმდინარე პროცესს ეწოდება-იზოქორული.

12.მუდმივი წნევისას მიმდინარე პროცესს ეწოდება-იზობარული

13.მუდმივი ტემპერატურის მიმდინარევ პროცესს ეწოდება-იზოთერული.

14.ნივთიერების რაოდენობის ერთეულია-მოლი

15.აბსოლუტური ტემპერატურის ერთეულია-კელვინი

16.ტემპერატურის ცელსიუსის სკალაზე ტემპერატურის 100 გრადუსად


მიღებულია-წყლის დუღილის ტემპერატურა

17.თერმოდინამიკური სისტემის მდგომარეობის მახასიათებელი ფიზიკური


სიდიდეებია (პარამეტრებია)-წნევა;ტემპერატურა;მოცულობა

18.ტემპერატურის ცელსიუსის სკალაზე ტემპერატურის 0 გრადუსად მიღებულია-


ყინულის დნობის ტემპერატურა.
19.მექანიკური სისტემის სრული მექანიკური ენერგია ტოლია-მექანიკური
სისტემის,მექანიკური მოძრაობისა და ურთიერთქმედების ენერგიათა(კინეტიკურ
და პოტენციურ ენერგიათა)ჯამის.

20.სხეულის უწონობა ეწოდება-სხეულის მდგომარეობას,რომლის დროსაც ის


მოძრაობს მხოლოდ სიმძიმის ძალის მოქმედებით.

21.სხეულის წონა ეწოდება-ძალას,რომლითაც სხეული მოქმედებს საყრდენზე


(ან,საკიდელზე)დედამიწის მიზიდულობის გამო.

22.სიმძიმის ძალა ეწოდება-ძალას რომლითაც დედამიწა მიიზიდავს მის


მახლობლად განლაგებულ სხეულებს,რის შედეგად სხეულები მოძრაობენ
თავისუფალი ვარდნის აჩქარებით.

23.მსოფლიო მიზიდულობის კანონი მდგომარეობს შემდეგში-ნებისმიერი ორი


ნივთიერი წერტილი (სხეული)მიიზიდებიან ძალით,რომელიც პროპორციულია
მათი მასების ნამრავლის და უკუპროპორციულია მათ შორის მანძილის კვადრატ

24.ნივთიერი წერტილის გავლილი გზის სიგრძე ეწოდება-დროის ათვლის


დაწყების მომენტიდან ნივთიერი წერტილის მიერ გავლილი ტრაექტორიის უბნის
სიგრძეს.

25.ნივთიერი წერტილი ეწოდება სხეულს,რომლის-ზომები მოძრაობის მოცემულ


პირობებში შეიძლება უგულებელვყოთ.

26.ათვლის სისტემა ეწოდება-ათვლის სხეულს და მასთან დაკავშირებულ


კოორდინატთა სისტემას.

27.ნივთიერი წერტილის(სხეულის)მდებარეობა სივრცეში განისაზღვრება-სამი


კოორდინატით,ან რადიუს-ვექტორით.

28.წირს,რომლის გასწვრივაც მოძრაობს სხეული,ეწოდება-ტრაექტორია.

29.ტრაექტორიის ფორმის მიხედვით მოძრაობა შეიძლება იყოს-სწორხაზობრივი,


(წრფივი) ან მრუდწირული.

30.ნივთიერი წერტილის გადაადგილება ეწოდება-მოძრაობა წერტილის საწყისი


მდებარეობიდან დროის მოცემული მომენტის მდებარეობისადმი გავლებულ
რადიუს-ვექტორს.

31.ნივთიერი წერტილის გავლილი გზის სიგრძე ეწოდება-დროის ათვლის


დაწყების მომენტიდან ნივთიერი წერტილის მიერ გავლილი ტრაექტორიის უბნის
სიგრძეს.
32.ნივთიერი წერტილის მოძრაობის სიჩქარე არის-ვექტორული სიდიდე,
რომელიც განსაზღვეავს როგორც მოძრაობის სისწრაფეს,ისე მის მიმართულებას
დროის მოცემული მომენტისთის.

33.ნივთიერი წერტილის არათანაბარი მოძრაობის საშუალო აჩქარება არის-


ვექტორული სიდიდე,რომელიც განსაზღვრავს სიჩქარის მოდულის და
მიმართულების ცვლილების სისწრაფეს.

34.წრეწირზე ნივთიერი წერტილის თანაბარი მოძრაობის დამახასიათებელი


სიდიდეებია-პერიოდი;კუთხური სიჩქარე;კუთხური აჩქარება.

35.ნივთიერი წერტილის წრეწირზე მოძრაობის ბრუნვის პერიოდი არის-


დრო,რომლის განმავლობაში წერტილი ასრულებს ერთ სრულ ბრუნს.

36.ნივთიერი წერტილის წრეწირზე მოძრაობის ბრუნვის სიხშირე არის-წრეწირზე


თანაბარი მოძრაობისას,ერთეულ დროში შესრულებულ სრულ ბრუნთა რიცხვი.

37.ფიზიკური სიდიდე,რომელიც,წარმოადგენს სხეულის ინერციული და


გრავიტაციული თვისებების ზომას,არის-მასა

38.ძალა არის-ვექტორული სიდიდე,რომელიც წარმოადგენს სხეულზე სხვა


სხეულების ან ველების მხრივ მექანიკური ზემოქმედების ზომას,რის შედეგადაც
სხეული შეიძენს აჩქარებას, ან, იცვლის თავის ფორმას და ზომას.

39.ნიუტონის პირველი კანონი მდგომარეობს შემდეგში-ყოველი ნივთიერი


წერტილი(სხეული)ინარჩუნებს უძრაობის,ან წრფივი თანაბარი მოძრაობის
მდგომარეობას,როცა მასზე გარეშე სხეულები არ მოქმედებენ.

40.ნიუტონის მეორე კანონი მდგომარეობს შემდეგში-ერთსა და იმავე სხეულზე


სხვადასხვა ძალით მოქმედებისას სხეულების მოძრაობის სიჩქარე იცვლება
სხვადასხვაგვარად.

41.ნიუტონის მესამე კანონი მდგომარეობს შემდეგში-ნივთიერი წერტილები


(სხეულები) ურთიერთმოქმედებენ ძალებით, რომლებიც სიდიდით ტოლია,
ურთიერთსაპირისპიროდ არიან მიმართული და განლაგებული არიან
ურთიერთმოქმედი სხეულების შემაერეთებელი წრფის გასწვრივ.

42.ათვლის ინერციული სისტემა არის-სისტემა,რომელიც ან უძრავია,ან მოძრაობს


წრფივად და თანაბრად რაიმე სხვა ინერციული სისტემის მიმართ.

43.სხეულის თვისებას,შეინარჩუნოს უძრაობის ან წრფივი თანაბარი მოძრაობის


მდგომარეობა,მასზე სხვა გარეშე სხეულების ზემოქმედების არარსებობისა
ეწოდება-ინერცია.
44.დრეკადობის ძალა ეწოდება-ძალას,რომელიც აღიძრება სხეულის
დეფორმაციისას და მიმართულია სხეულის შემადგენელი ნაწილების
გადაადგილების საპირისპიროდ.

45.ხახუნის ძალა ეწოდება-ძალას,რომელიც აღიძვრება ერთი სხეულის მეორის


ზედაპირზე მოძრაობისას და მიმართულია მოძრაობის მიმართულების
საპირისპიროდ.

46. კულონის კანონი მდგომარეობს შემდეგში-ვაკუუმში ორი უძრავი


წერტილოვანი ელექტრული მუხტი ურთიერთქმედებს ძალით, რომელიც მათი და
მუხტების ნამრავლის პროპორციულია და მათ შორის მანძილის კვადრატის
უკუპროპორციულია.

47. ელექტრული მუხტების შენახვის კანონი, რომელიც შემდეგში მდგომარეობს-


ნებისმიერი იზოლირებული სისტემის ელექტრული მუხტების ალგებრული ჯამი
რჩება მუდმივი, ამ სისტემაში მიმდინარე ნებისმიერი პროცესებისას.

48. ელექტრული დიპოლი წარმოადგენს-ორი სიდიდით ტოლი და ნიშნით


საპირისპირო წერტილოვანი მუხტების სისტემას,რომელთა შორის მანძილი
გაცილებით ნაკლებია ველის განსახილველ წერტილამდე მანძილთან შედარებით.

49. ელექტრული დენის გამტარობის მიხედვით ნივთიერებები იყოფიან:-


გამტარებად, დიელექტრიკებად და ნახევარგამტარებად.

50. . გამტარში დამუხტული ნაწილაკების ნებისმიერ მოწესრიგებულ, მიმართულ


მოძრაობას- ელექტრული დენი ეწოდება.

51. ელექტრული დენის რაოდენობრივი მახასიათებელია დენის ძალა, რომელიც


განისაზღვრება, გამტარის განიკვეთში, ერთეულ დროში გასული ელექტრული
მუხტის რაოდენობით.

52. დენის ძალა არის-სკალარული სიდიდე და ერთეულთა საერთაშორისო


სისტემაში დენის ძალის ერთეულია ამპერი (ა).

53. გამტარის განიკვეთის, ერთეულოვან ფართობში გასულ დენის ძალას-დენის


სიმკვრივე ეწოდება.

54. მოკლე ჩართვის დენი არის-მაქსიმალური დენის ძალა, რომელიც შეიძლება


მივიღოთ ემძ-ის და შიგა წინაღობის მოცემული დენის წყაროდან.

55. ამპერის კანონი მდგომარეობს შემდეგში- მაგნიტურ ველში დენიანი გამტარის


ელემენტზე მოქმედებს, ძალა, რომელსაც ამპერის ძალა ეწოდება.
56. ლორენცის ძალა- მაგნიტური ველი მოქმედებს არა მხოლოდ დენიან
გამტარზე, არამედ ცალკეულ მუხტებზე ძალით, რომელსაც ლორენცის ძალა
ეწოდება.

57. ელექტრომაგნიტური ინდუქცია -როცა ადგილი აქვს კონტურის გამჭოლი


მაგნიტური ინდუქციის ნაკადის ცვლილებას, კონტურში წარმოიშობა
ინდუქციური დენი. ამ მოვლენას ელექტრომაგნიტური ინდუქცია ეწოდება,
ხოლო, წარმოშობილ დენს ინდუქციური.

58. ტრანსფორმატორები გამოიყენებიან-ცვლადი დენის ძაბვის ასამაღლებლად ან


დასადაბლებლად.

59. რხევები ეწოდება- მოძრაობებს, ან პროცესებს რომლებიც ხასიათდებიან


დროში განსაზღვრული განმეორებადობით.

60. რხევის პერიოდის შებრუნებულ სიდიდეს-რხევის სიხშირე ეწოდება.(ჰც)

61. ფიზიკური საქანი წარმოადგენს-მყარ სხეულს, რომელიც ასრულებს რხევებს


სიმძიმის ძალის მოქმედებით, წერტილზე (რომელიც არ ემთხვევა სხეულის
მასათა ცენტრს) გამავალი უძრავი ჰორიზონტალური ღერძის გარშემო.

62. მათემატიკური საქანი წარმოადგენს-უჭიმად, უწონო ძაფზე ჩამოკიდებული


მასის ნივთიერ წერტილს, რომელიც ასრულებს რხევებს სიმძიმის ძალის
მოქმედებით.

63. ზამბარიანი საქანი წარმოადგენს-აბსოლუტურად დრეკად ზამბარაზე


ჩამოკიდებული მასის ტვირთს, რომელიც ასრულებს ჰარმონიულ რხევებს
დრედრეკადი ძალის მოქმედებით.

64. რხევითი კონტური წარმოადგენს-მიმდევრობით შეერთებული


ინდუქციურობის კოჭას, ტევადობის კონდენსატორის და წინაღობის
რეზისტორისაგან შემდგარი წრედი.

65. უწყვეტ გარემოში რხევების დროში და სივრცეში პერიოდულად გავრცელების


პროცესს- ტალღური პროცესი (ან, ტალღა) ეწოდება.

66. დრეკად გარემოში მექანიკური შეშფოთების გავრცელებას-დრეკადი, (ან,


მექანიკური) ტალღა ეწოდება.

67. ცვლადი დენის სიმძლავრე-ცვლადი დენის სიმძლავრის მყისი მნიშვნელობა,


ძაბვისა და დენის ძალის მყისი მნიშვნელობათა ნამრავლის ტოლია.
68. ფოტომეტრია არის-ოპტიკის ნაწილი, სადაც განიხილება ოპტიკური
გამოსხივების ენერგეტიკული მახასიათებლები.

69. ერთეულთა საერთაშორისო სისტემაში სინათლის ნაკადის ერთეულად


მიღებულია- ლუმენი (ლმ).

70. განათებულობის ერთეულად მიღებულია-ლუქსი (ლქ).

71. სინათლის ძალის, წყაროს მნათი ზედაპირის ხილული ფართობთან


ფარდობას-სიკაშკაშე ეწოდება.

72. სინათლის ნაკადის სიდიდის, წყაროს ზედაპირის ფართობთან ფარდობას-


ნათობა ეწოდება.

73. სინათლის წრფივად გავრცელების კანონი - ოპტიკურად ერთგვაროვან


გარემოში სინათლე ვრცელდება წრფივად.

74. სინათლის ნაკადების ურთიერთდამოუკიდულობის კანონი - გარემოში


ნებისმიერი სინათლის ნაკადის გავრცელება არ არის დამოკიდებული სხვა
სინათლის ნაკადის (ნაკადების) გავრცელებაზე.

75. 3. სინათლის არეკვლის კანონი - ორი გარემოს გამყოფ საზღვარზე დაცემული


სხივი, არეკვლილი სხივი და დაცემის წერტილში აღმართული მართობი, ერთ
სიბრტყეში მდებარეობს.

76. სინათლის გარდატეხის კანონი - ორი გარემოს გამყოფი საზღვარზე დაცემული


სინათლის სხივი, გარდატეხილი სხივი და დაცემის წერტილში აღმართული
მართობი ერთ სიბრტყეში მდებარეობს.

77. სინათლის გარდატეხა წარმოადგენს-ერთი გარემოდან მეორეზე გადასვლისას,


ტალღების გავრცელების სიჩქარის ცვლილების შედეგს.

78. ორი ზედაპირით (რომელთაგან ერთი ჩვეულებრივ სფერულია, ზოგჯერ


ცილინდრული, ხოლო კი მეორე სფერული, ან ბრტყელი) შემოსაზღვრულ
გამჭვირვალე სხეულს-ლინზა ეწოდება.

79. სინათლის ინტერფერენცია არის-ორი ან რამოდენიმე ტალღის ზედდება,


რომლის დროსაც ადგილი აქვს სივრცის ერთ წერტილებში რხევების
გაძლიერებას, ხოლო სხვა წერტილებში რხევების შესუსტებას.

80. სინათლის დიფრაქცია არის-დიფრაქცია არის ტალღების გავრცელებისას


დაბრკოლებაზე გარშემოვლა, ან უფრო ფართო გაგებით, ტალღების
გავრცელებისას გეომეტრიული ოპტიკის კანონებიდან ნებისმიერი გადახრა.
81. სინათლის პოლარიზაცია. სინათლე წარმოადგენს ელექტრომაგნიტურ
ტალღას, რომლის ელექტრული და მაგნიტური ველების დაძაბულობის
ვექტორები ურთიერთმართობია და ირხევიან ტალღის (სინათლის სხივის)
გავრცელების სიჩქარის მიმართულების მართობულ სიბრტყეში.

82. სინათლის დისპერსია არის- ნივთიერების გარდატეხის მაჩვნებლის,


სინათლის ტალღის სიხშირეზე ( ტალღის სიგრძეზე) დამოკიდებულებას. ან
აგრეთვე, სინათლის ტალღის ფაზური სიჩქარის, მის სიხშირეზე
დამოკიდებულება.

83. ფოტოეფექტი არის-სინათლის მოქმედებით ნივთიერებიდან ელექტრონების


ამოფრქვევა.

84. ფოტოეფექტიდან გამომდინარეობს რომ სინათლე შეიძლება წარმოვიდგინოთ


როგორც ნაწილაკების ნაკადი-რომელთაც სინათლის კვანტები, ან ფოტონები
ეწოდება.

85. ენერგიას, რომელიც საჭიროა ატომის აგზნებულ მდგომარეობაში


გადასვლისათვის- აგზნების ენერგია ეწოდება.

86.ენერგიას, რომელიც საჭიროა, მოცემულ აგზნებულ მდგომარეობაში მყოფი


ატომიდან, ელექტრონის მოშორებისათვის-ბმის ენერგია ეწოდება.

87.ენერგიას, რომელიც საჭიროა, ძირითად მდგომარეობაში მყოფი ელექტრონის


მოშორებისათვი- იონიზაციის ენერგია ეწოდება.

88. . ატომის ბირთვი წარმოადგენს-ატომის ცენტრალურ ნაწილს, სადაც


კონცენტრირებულია ატომის პრაქტიკულად მთლიანი მასა და მისი დადებითი
მუხტი.

89. . ბირთვული რეაქცია ეწოდება-ნებისმიერ პროცესს, რომელიც იწყება ორი


(იშვიათად რამოდენიმე) მიკრონაწილაკის (მარტივი ან რთული) დაჯახებით და
მიმდინარეობს ძლიერი ურთიერთქმედებით.

90. ატომის ბირთვის შემადგენლობის თავისთავად დაშლას, რომელიც


მიმდინარეობს ერთი ან რამოდენიმე ნაწილაკის გამოსხივები- რადიაქტიურობა
ეწოდება.

91. სიდიდეს რომელიც ტოლია, ნივთიერი წერტილის მასის, მის სიჩქარეზე


ნამრავლის, ნივთიერი წერტილის იმპულსი (ან, მოძრაობის რაოდენობა) ეწოდება,
𝑝⃗ = 𝑚𝜐⃗ ერთეულთა 𝑆𝐼 სისტემაში იმპულსის ერთეულია კგ ∙ მ⁄წმ. იმპულსი
ვექტორული სიდიდეა.
92. ორი ნივთიერი წერტილის შემცველი იზოლ ირებული სისტემის იმპულსი არ
იცვლება დროის მიხედვით, რჩება მუდმივი მათ შორის ნებისმიერი
ურთიერთქმედებისას (𝑝⃗ = 𝑚𝜐⃗ = 𝑐𝑜𝑛𝑠𝑡). რაც წარმოადგენს იმპულსის
შენახვის კანონს.

93. ძალა-სხეულების, ან, სხეულების შემადგენელი ნაწილაკების


ურთიერთქმედების ზომას წარმოადგენს ძალა.

94. თანამედროვე ფიზიკაში განასხვავებენ შემდეგი ტიპის ურთიერთქმედებებს: 1.


გრავიტაციულს, 2. ელექტრომაგნიტურს, 3, ძლიერს, ანუ, ბირთვულს, 4. სუსტ
ურთიერთქმედებას.

95. სიმძლავრის ცნება,-რომელიც ტოლია შესრულებული მუშაობის, დროის იმ


შუალედთან ფარდობისა, რა დროშიც ეს მუშაობა შესრულდა.

96. კინეტიკური ენერგია. კინეტიკური ენერგია წარმოადგენს სხეულის


მექანიკური მოძრაობის ზომას და განისაზღვრება მუშაობით, რომელიც უნდა
შესრულდეს, რომ გამოვიწვიოთ სხეულის მოძრაობა.

97. ოტენციური ენერგია. პოტენციური ენერგია განისაზღვრება სხეულების


ურთიერთგანლაგებით, მათ შორის ურთიერთქმედების ძალების ბუნებით და
ტოლია სხეულის ერთი მდგომარეობიდან მეორეში გადასვლისათვის საჭირო
მუშაობის, აღებული საპირისპირო ნიშნით.

98. პასკალის კანონი: უძრავი სითხის ნებისმიერ წერტილში წნევა ერთნაირია


ყველა მიმართულებით, ამასთან წნევა ერთნაირად გადაეცემა უძრავი სითხის
მთელ მოცულობას.

99. არქიმედეს კანონი-სითხეში (აირში) ჩაძირულ სხეულზე, ამ სითხის (აირის)


მხრივ მოქმედებს ვერტიკალურად ზევით მიმართული ძალა, რომელიც ტოლია
სხეულის მიერ გამოდევნილი სითხის (აირის) წონის.

100. შინაგანი ენერგია-შინაგანი ენერგია არის თერმოდინამიკური სისტემის


ნაწილაკების (მოლეკულების, ატომების, ელექტრონების, ბირთვების და სხვ.)
ქაოსური სითბური მოძრაობის და ამ ნაწილაკების ურთიერთქმედების ენერგია.

101. სითბოტევადობა-სითბოს რაოდენობას, რომელიც საჭიროა ნივთიერების -ით


გასათბობად, სითბოტევადობა ეწოდება.ერთეულია ჯ⁄ K

102. კაპილარში სითხის ასვლას, ან, დაწევას კაპილარული მოვლენა ეწოდება.


დასველებადი სითხეები აიწევენ კაპილარში, ხოლო, არადასველებადი სითხეები
კი დაიწევენ.

You might also like