You are on page 1of 6

ლაბორატორიული სამუშაო N1

განივი მექანიკური ტალღის სიგრძის და მყარ გარემოში ტალღის


გავრცელების სიჩქარის განსაზღვრა. მდგარი ტალღა
პერიოდული რხევითი პროცესები დამახასიათებელია ცოცხალი სისტემების
ორგანიზაციის ყველა დონისათვის - ბიომოლეკულებით დაწყებული და მთლიანი
ორგანიზმითა და ბიოსფეროთი დამთავრებული. ადამიანის ბევრი ორგანოსა და
ფიზიოლოგიური სისტემის ფუნქციონირებას პერიოდული მექანიკური მოძრაობა
უდევს საფუძვლად. პერიოდული ხასიათისაა, მაგალითად, გულის, ფილტვების,
ნაწლავების მუშაობა, არტერიის გასწვრივ წნევის პულსური რხევის გავრცელება
(პულსური ტალღა - პულსი) და სხვა.
მექანიკურ რხევებს დიდი ხანია წარმატებით იყენებენ მედიცინაში კვლევითი,
სადიაგნოსტიკო და სამკურნალო მიზნით. შექმნილია ხელსაწყო-აპარატები
ინტენსივობისა და სიხშირეთა ფართო დიაპაზონში.
ნივთიერების ნაწილაკი, რომელიც დრეკადი ძალებითაა დაკავშირებული
მეზობელ ნაწილაკებთან, ასრულებს რხევით მოძრაობას. იგი ამ მეზობელ
ნაწილაკებსაც აიყოლიებს რხევით მოძრაობაში და ეს პროცესი გავრცელდება მთელ
გარემომცველ არეში. გარემოში რხევის გავრცელების მოვლენას ტალღურ მოძრაობას
ან, უბრალოდ, ტალღას უწოდებენ. განხილულ შემთხვევაში ეს იქნება დრეკადი
მექანიკური ტალღა. დრეკად ტალღებს მიეკუთვნება ბგერითი და ულტრაბგერითი
ტალღები, აგრეთვე მიწისძვრისას დედამიწის ქერქში წარმოქმნილი ტალღები და
სხვა.
ტალღის გავრცელებისას გარემოში მექანიკური ენერგია გადაიტანება ტალღის
გავრცელების მიმართულებით განსაზღვრული სიჩქარით. ასეთ ტალღებს მსრბოლი
ტალღა ეწოდება. დრეკად გარემოში ტალღის გავრცელების სიჩქარე დამოკიდებულია
ტალღის ტიპზე (გრძივი/განივი) და გარემოს დრეკად თვისებებზე.
უმარტივესი მექანიკური ტალღის წარმოშობას შეიძლება დავაკვირდეთ ერთი
ბოლოთი დამაგრებულ დრეკად ზონარში, თუ მის მეორე თავისუფალ ბოლოს
მოვიყვანთ ზონრის პერპენდიკულარული მიმართულებით რხევით მოძრაობაში.
ცხადია, ეს ტალღა გავრცელდება ზონრის გასწვრივ. ასეთ ტალღებს განივი ტალღები
ეწოდება (რადგან ტალღის გავრცელების და რხევის მიმართულებები
ურთიერთმართობულია).
როდესაც დრეკად ზონარში წარმოიქმნება ტალღა და მიაღწევს რაიმე
ზედაპირს, რომლიდანაც მოხდება მისი არეკვლა, ზონარში გავრცელდება
საპირისპირო მიმართულებით მოძრავი ტალღა. ამ ორ ტალრას (მსრბოლი და
არეკლილი) შეუძლიათ ინტერფერენცია (ზედდება). ინტერფერენციის შედეგად
მიიღება ისეთი ტალღა, რომლის ამპლიტუდა ამ ტალღების ამპლიტუდათა ჯამის

ტოლია (A +A ) და მერხევი ნაწილაკების მდებარეობა დროის მიხედვით არ


იცვლება. ასეთ ტალღებს მდგარ ტალღებს უწოდებენ, განსხვავებით ჩვეულებრივი
მსრბოლი (მორბენალი) ტალღებისაგან. მდგარი ტალღის უძრავ (არა მერხევ)
წერტილებს კვანძებს უწოდებენ, ხოლო ზონრის ღერძიდან მაქსიმალური
წანაცვლების წერტილებს - ბურცობებს (იხ. სურათი 1).

სურათი 1.
უწყვეტი ხაზი - B წერტილში აღძრული ტალღის გავრცელება
წყვეტილი ხაზი - C წერტილიდან არეკლილი ტალღა
ავიღოთ რაიმე L სიგრძის ზონარი (BC) და B წერტილში აღვძრათ განივი რხევა.
წარმოქმნილი ტალღა აირეკლება ზონრის C ბოლოდან და მივიღებთ ერთმანეთის
საწინააღმდეგოდ მოძრავ ტალღებს. ზონარში ბურცობებისა და კვანძების
ერთობლიობა წარმოადგენს მდგარ ტალღას. აღსანიშნავია, რომ მდგარ ტალღაში
ენერგიის გადატანა არ ხდება, მთელი ენერგია თავმოყრილია ბურცობებში. კვანძებს
შორის მანძილი მსრბოლი ტალღის სიგრძის ნახევრის ტოლია. მდგარი ტალღა
წარმოიქმნება იმ შემთხვევაში, თუ ზონრის სამუშაო სიგრზე, ანუ მანძილი ზონრის
ბოლოებს შორის (წერტილები B და C ნახაზზე 1) ნახევარტალღის ჯერადია
λ
L = n2 (1), სადაც n=1, 2, 3,…

ლაბორატორიული სამუშაოს მიზანი: მდგარი ტალღის შესწავლა და ზონარში


აღძრული მსრბოლი ტალღის გავრცელების სიჩქარის განსაზღვრა ზონრის
სხვადასხვა დაჭიმულობის შემთხვევაში.

საჭირო ხელსაწყოები და მასალები:


 შტატივი;
 ზონარი;
 ელექტრული რხევის გენერატორი;
 რხევის მექანიკური გარდამქმნელი (დინამიკი);
 სხვადასხვა მასის ტვირთი;

ხელსაწყოს აღწერა:
ხელსაწყო წარმოადგენს ორი ბოლოთი დამაგრებულ ზონარს, რომლის რხევით
მოძრაობაში მოსაყვანად გამოყენებულია ელექტრული რხევის გენერატორი (1).
რხევის გენერატორი მიერთებულია რხევის მექანიკურ გარდამქმნელთან -
დინამიკთან (2), რომელზეც ზონრის ერთი ბოლოა მიმაგრაბული. ზონრის მეორე
ბოლო გადაკიდებულია შტატივზე დამაგრებულ თავისუფლად მოძრავ ბლოკზე (4).
ზონარის სხვადასხვა დაჭიმულობის მისაღებად მის მეორე ბოლოზე ჰკიდებენ
სხვადასხვა სიმძიმის საწონებს.
სურათი 2.
დანადგრი მექანიკური რხევის მისაღებად
1. ელექტრული რხევების წყარო; 2. რხევის მექანიკურ გარდამქმნელი (დინამიკი);
3. ზონარი; 4. მოძრავი ბლოკი (ჭოჭონაქი); 5. შტატივი;

როგორც ცნობილია ტალღის გავრცელების სიჩქარე

V= λυ (2)
სადაც λ - მსრბოლი ტალღის სიგრძეა, υ - ზონრის რხევის სიხშირე.
მეორე მხრივ, დრეკად გარემოში განივი ტალღის გავრცელების სიჩქარე

V=
√ F
ρ
(3)

სადაც F=mg (4) – ზონრის დამჭიმავი ტვირთის წონა (დაჭიმულობის ძალა),


ხოლო ρ - ე.წ. ხაზოვანი სიმკვრივე
M
ρ=
l

სადაც, M - ზონრის საერთო მასა, ხოლო l - ზონრის საერთო სიგრძე.

მუშაობის მსვლელობა:
1. ავიღოთ ზონარი, მივამაგროთ მერხევ სხეულს (დინამიკს) და მეორე ბოლოთი
გადავკიდოთ იგი ჭოჭონაქზე, ისე რომ მანძილი დინამიკთან მიმაგრების წერტილსა
და ჭოჭონაქთან შეხების წერტილამდე იყოს L=1მ. დინამიკი მივუერთოთ
ელექტრული რხევის გენერატორს. ზონრის თავისუფალ ბოლოზე ჩამოვკიდოთ
ისეთი მასის ტვირთი, რომ ზონარზე მივიღოთ მკაფიოდ გამოხატული ბურცობები
(პიკები) და კვანძები. მივიღებთ რაღაც რაოდენობის ბურცობებს. დავითვალოთ მათი
რიცხვი (n). ტვირთის მასა და n-ის მნიშვნელობა შევიტანოთ ცხრილში №2.
2. გამოვთვალოთ დაჭიმულობის ძალა და შევიტანოთ ცხრილში.
3. ბურცობების რაოდენობის მიხედვით გამოვთვალოთ მსრბოლი ტალღის
სიგრძე λ (1) ფორმულის გამოყენებით. მიღებული შედეგები შევიტანოთ ცხრილში.
4. გამოვთვალოთ მსრბოლი ტალღის გავრცელების სიჩქარე (2) და (3)
ფორმულების გამოყენებით. მიღებული შედეგები შევიტანოთ ცხრილში.
5. გავიმეოროთ პუნქტები 1-4 სხვა მასის ტვირთებისთვის.
6. ავაგოთ ტალღის სიგრძის დაჭიმულობის ძალაზე დამოკიდებულების გრაფიკი
λ=f ( F).

7. გაანალიზეთ მიღებული შედეგები და გააკეთეთ შესაბამისი დასკვნა

ლაბორატორიული სამუშაოს შესრულებისას ვითვალისწინებთ ცხრილში №1


მოყვანილ მონაცემებს.

ცხრილი №1

ზონარის სიგრძე, L 1 მ (მანძილი В და С წერტილებს შორის


სურათზე 1)
ზონრის ხაზოვანი სიმკვრივე, ρხ  4.14•10-3 კგ/მ
რხევის სიხშირე, ν 50 ჰც
თავისუფალი ვარდნის აჩქარება, ≈10 მ/წმ2
g

ცხრილი №2
№ m, კგ n F, ნ λ, მ V= λ ν, მ/წმ V=
√ F
ρ
, მ/წმ

1
2
3
4

λ=f ( F)

შეფასება -------------------------

პედაგოგი -------------------------

You might also like