You are on page 1of 14

პერიოდული მექანიკური პროცესები ცოცხალ სისტემაში

მექანიკური რხევები და ტალღები

პერიოდული მექანიკური მოძრაობა მატერიის საერთო ფუნდამენტური თვისებაა. ასეთი


მოძრაობა როგორც მაკრო, ისე მიკროსამყაროს არსებობის ძირითადი ფორმაა. ციურ სხეულთა
უმეტესობა საკუთარი ღერძის გარშემო ბრუნავს. პლანეტები მოძრაობს ვარსკვლავების გარშემო,
ვარსკვლავები გალაქტიკის ცენტრის გარშემო და ა.შ. ჩაკეტილ წირზე მოძრაობა კი პერიოდული
მოძრაობაა. თვით ატომშიც ელექტრონების ბრუნვა ბირთვის გარშემო პერიოდული მოძრაობაა.
დედამიწის ბრუნვა მზის გარშემო, ცხადია იწვევს გარემოს ფიზიკური პარამეტრების
პერიოდულ ცვლილებას ამ ფაქტს არ შეიძლება გავლენა არ მოეხდინა ბიოლოგიური სამყაროს
განვითარებაზე. ხანგრძლივი ევოლუციის განმავლობაში გადარჩა ისეთი ცოცხალი ორგანიზმები,
რომლებშიც მიმდინარე პროცესთა უმრავლესობას რხევითი ბუნება აქვს.
პერიოდული (რხევითი) პროცესები დამახასიათებელია ცოცხალი სისტემების ორგანიზაციის
ყველა დონისათვის – ბიომოლეკულებით დაწყებული და მთლიანი ორგანიზმითა და ბიოსფეროთი
დამთავრებული. ადამიანის ბევრი ორგანოსა და ფიზიოლოგიური სისტემის ფუნქციონირებას
პერიოდული მექანიკური მოძრაობა უდევს საფუძვლად. პერიოდული ხასიათისაა მაგალითად,
გულის, ფილტვების, ნაწლავების მუშაობა, არტერიის გასწვრივ წნევის პულსური რხევის გავრცელება
(პულსური ტალღა - პულსი) და სხვა.
პერიოდული მექანიკური პროცესების მახასიათებელი პარამეტრების ცვლილება ორგანიზმში
თუ გადააჭარბებს „ნორმის“ ფარგლებს, მასში შეიძლება სხვადასხვა სახის პათოლოგიური დარღვევა
განვითარდეს. „ნორმიდან“ ასეთი გადახრა შეიძლება გამოიწვიოს გარეშე მექანიკური (რხევითი)
ბუნების ფაქტორებმა – ინფრაბგერამ, ულტრაბგერამ, ვიბრაციამ და სხვა; ზემოქმედებისას გარკვეულ
შემთხვევაში ვლინდება რეზონანსული ეფექტი, რომელიც უმეტეს შემთხვევაში ორგანიზმისათვის
საზიანოა.
პრეფორმირებულ მექანიკურ რხევებს დიდი ხანია წარმატებით იყენებენ მედიცინაში.
კვლევითი, სადიაგნოსტიკო და სამკურნალო მიზნით. შექმნილია ხელსაწყო-აპარატები
ინტენსივობისა და სიხშირეთა ფართო დიაპაზონში.
მედიცინაში მექანიკური რხევების მრავალმხრივი გამოყენების მაგალითებიდან ერთ-ერთს.
მოვიყვანთ: შინაგანი ორგანოების გამოსახულების მისაღებად იყენებენ მაღალი სიხშირის მექანიკურ
რხევებს. ამ მეთოდს ულტრაბგერითი ვიზუალიზაციის მეთოდს უწოდებენ. სამედიცინო პრაქტიკაში
ის უფრო ექოსკოპიის სახელწოდებითაა ცნობილი. ამ მეთოდის შესაძლებლობა ფანტასტიკის
დონეზეა – ექიმს შეუძლია დააკვირდეს გულის ცალკეული სარქველებისა და კუნთების მუშაობას.

რხევითი მოძრაობის ძირითადი ფიზიკური მახასიათებლები

პერიოდულს ისეთ მოძრაობას უწოდებენ, რომელიც ზუსტად მეორდება დროის


განსაზღვრული ინტერვალის შემდეგ. თუ პერიოდული მოძრაობისას სხეული გადაადგილდება რაიმე
წონასწორული მდებარეობის მიმართ ხან ერთ, ხან მეორე მხარეს, მაშინ სხეულის ასეთ მოძრაობას
რხევა ეწოდება.
ბუნებაში მიმდინარე ბევრ პროცესს რხევითი ხასიათი აქვს. რხევითი პროცესებისათვის,
მიუხედავად მათი ბუნებისა, ზოგიერთი კანონზომიერება საერთოა. მაგალითად, თავისუფალი
რხევები, რომელიც გამოწვეულია მერხევ სისტემაში მოქმედი შიგა ძალებით, მისი წონასწორობის
მდგომარეობიდან გამოყვანის შემდეგ, რეალურ პირობებში ყოველთვის მილევადია. თავისუფალი
რხევების სიხშირეს მერხევი სხეულის საკუთარ სიხშირეს უწოდებენ. სხვადასხვა სხეულის რხევის

1
საკუთარი სიხშირეები განსხვავებულია. რხევა არ მიილევა, თუ მას იძულებითი ხასიათი აქვს, ე.ი.
გამოწვეულია გარეშე, პერიოდულად ცვლადი ძალით.
ბუნების მიხედვით არჩევენ მექანიკურ რხევებს, ბგერით რხევებს (მექანიკური რხევების კერძო
შემთხვევა), ელექტრომაგნიტურ რხევებს და ქიმიური ბუნების რხევით რეაქციებს.
რხევების სახეებია: თავისუფალი რხევები, იძულებითი რხევები, ავტორხევები და
პარამეტრული რხევები.
სხვადასხვა სახის რხევებს შორის ყველაზე მარტივი ჰარმონიული რხევაა.
რხევებს ჰარმონიული ეწოდება, თუ მისი მახასიათებელი ფიზიკური სიდიდე სინუსის, ან
კოსინუსის კანონით იცვლება x = Asin (ω0t + φ0)*
რხევითი მოძრაობის მახასიათებელი ძირითადი სიდიდეებია:
1.რხევის ამპლიტუდა (A) – ფიზიკური სიდიდის უდიდესი მნიშვნელობა;
2.რხევის პერიოდი (T) – დრო, რომლის განმავლობაშიც სრულდება ერთი სრული რხევა;
3.რხევის სიხშირე υ – რხევების რიცხვი ერთ წამში; სიხშირის ერთეული – ჰერცი არის რხევა,
რომლის პერიოდი ერთი წამია.
1
υ=
T

ბგერა. ბგერის ფიზიკური (ობიექტური) და სმენითი შეგრძნების მახასიათებლები. აუდიომეტრია

ბგერა არის მექანიკური რხევები, რომელიც დრეკად გარემოში – აირებში, სითხეებსა და მყარ
სხეულებში ვრცელდება. ადამიანის სმენის ორგანო აღიქვამს ისეთ მექანიკურ რხევებს, რომელთა
სიხშირე 15-20 ჰერციდან 15-20 ათას ჰერცამდე ინტერვალშია. სწორედ ასეთ რხევებს უწოდებენ
ბგერით, ანუ აკუსტიკურ რხევებს, თუმცა ფართო გაგებით, სიხშირეთა დიაპაზონი, რომელსაც
შეისწავლის აკუსტიკა, მოცავს ყველაზე დაბალი სიხშირიდან 10 13 ჰერცამდე სიხშირეთა ინტერვალს.
15-20 ჰერცზე ნაკლებ სიხშირის რხევებს ინფრაბგერას უწოდებენ. ადამიანის ყური ასეთ სიხშირეებს
ვერ აღიქვამს. სმენის ორგანო ასევე ვერ აღიქვამს 15-20 ათას ჰერცზე მეტი სიხშირის რხევებს და მას
ულტრაბგერას უწოდებენ.
ფიზიკის თვალსაზრისით ბგერა არის გარემოს მონაცვლეობითი კუმშვა-გაფართოება,
რომელიც ყველა მიმართულებით ვრცელდება. ადამიანის ყური ყველაზე უფრო მგრძნობიარეა 1000
ჰერციდან 3000 ჰერცამდე სიხშირის ბგერისადმი. ყველაზე მახვილი სმენა ადამიანს 15-დან 20 წლამდე
ასაკში აქვს. 40 წლამდე მაქსიმალური მგრძნობიარობა 3000 ჰერცის უბანშია, 40-დან 60 წლამდე – 2000
ჰერცის, ხოლო 60 წელზე ზევით 1000 ჰერც სიხშირეზეა.
სმენის ორგანოს მიერ ბგერის აღქმის თვალსაზრისით არჩევენ სამი სახის ბგერას: 1.
მუსიკალური ბგერა, ანუ ტონი. 2. ხმაური. 3. ბგერითი დარტყმა.
პერიოდული ბუნების ბგერას ტონი ეწოდება. თუ ბგერა (მექანიკური რხევა) ჰარმონიულია,
მაშინ ტონს მარტივ, ან სუფთა ტონს უწოდებენ. ასეთ ბგერას გამოსცემს კამერტონი. მუსიკალური
ინსტრუმენტების მიერ წარმოქმნილი ტონი რთულია და ის ჰარმონიული არ არის. რთული ტონი
შეიძლება დაიშალოს მარტივ ტონებად. ყველაზე დაბალი სიხშირე შეესაბამება ძირითად ტონს,
დანარჩენი მარტივი ტონების (ობერტონების) სიხშირეები 2-ჯერ, 3-ჯერ და ა.შ. მეტია ძირითადი
ტონის სიხშირეზე. მაშასადამე, რთული მუსიკალური ბგერა სხვადასხვა სიხშირის მარტივი რხევების
(ჰარმონიკების) ერთობლიობაა. ჰარმონიკების ასეთ ერთობლიობას, თუ მასში მითითებულია
თითოეულის ამპლიტუდა, აკუსტიკურ სპექტრს უწოდებენ.

2
სურათზე ნაჩვენებია როიალზე და კლარნეტზე აღებული υ=100 ჰც სიხშირის ნოტის
შესაბამისი აკუსტიკური სპექტრი. ორდინატის პარალელური ხაზები აღნიშნავს ნოტის შემდგენი
სხვადასხვა სიხშირის მარტივი ტონების (ჰარმონიკების) შესაბამის ამპლიტუდებს.
ხმაური ეწოდება უწესრიგოდ ცვლადი რთული ტონების ერთობლიობას (მაგ. მანქანა-
დანადგარების ვიბრაცია, ჭრიალი, ტყის შრიალი, ზღვის ხმაური და სხვა). ხმაურის აკუსტიკური
სპექტრი უწყვეტია. ეს იმას ნიშნავს, რომ ის შეიცავს ნებისმიერი სიხშირის უწესრიგოდ ცვლად
რხევებს. ბგერითი დარტყმა – ხანმოკლე, დიდი ინტენსივობის ზემოქმედებაა. ის თან ახლავს
გასროლას, აფეთქებას და სხვა.
ბგერა დრეკადი რხევების კერძო შემთხვევაა. იმის გათვალისწინებით, რომ სმენითი
შეგრძნების შეფასება, ბგერის ორგანიზმზე ზემოქმედება, თუ მისი გამოყენება სადიაგნოსტიკო
მიზნით მედიცინისათვის მნიშვნელოვანია, განვიხილოთ ბგერის ზოგიერთი ობიექტური და
სუბიექტური მახასიათებელი.
ბგერითი ტალღები – გრძივი ტალღებია.
ბგერა სხვადასხვა გარემოში განსხვავებული სიჩქარით ვრცელდება. მისი სიჩქარე მყარ
გარემოში უფრო დიდია სითხესა და აირთან შედარებით. ჰაერში ბგერის სიჩქარე მცირეა. მასთან
სიჩქარე ატმოსფეროს ტემპერატურაზეა დამოკიდებული. მაგალითად, 0°C-ზე ის 331მ/წმ-ის ტოლია,
ხოლო 15°C-ზე 340 მ/წმ-ს უდრის.
გარემოში გავრცელებისას ბგერით ტალღებს გადააქვს ენერგია. ბგერის ენერგეტიკული
დახასიათებისათვის შეიძლება ვისარგებლოთ ენერგიის ფორმულით. პრაქტიკული მიზნებისათვის
უფრო მოხერხებულია გამოვიყენოთ ბგერის წნევა, რომელიც გარემოში (სითხე, აირი) მისი
გავრცელებისას წარმოიქმნება. ინტენსივობა ბგერის წნევასთან დაკავშირებულია ასეთი სახით:
2
P
I=
2 ρV
სადაც P – ბგერის წნევაა, V – მისი სიჩქარე, ρ – გარემოს სიმკვრივეა. ინტენსივობის ერთეულია
2
ვატი/მ .
ადამიანის ყური უფრო მგრძნობიარეა 1000-3000 ჰც ინტერვალის სიხშირეთა მიმართ,
მაგალითად, υ=1000 ჰც სიხშირის ბგერის ინტენსივობა, რომელიც კიდევ შეუძლია აღიქვას ადამიანმა,
I0=10-12ვტ/მ2- ის
ტოლია. ამ
სიდიდეს
სმენადობის ზღვარს
უწოდებენ. მისი
შესაბამისი წნევა
-5
P0=2·10 პა- ს.

მაქსიმალური ინტენსივობა, რომელიც ჯერ კიდევ არ იწვევს სმენის ორგანოს დაზიანებას I=10 ვტ/მ 2
(P=60 პა). ამ ინტენსივობას ტკივილის შეგრძნების ზღვარი ეწოდება. I და I 0 ინტენსივობათა ფარდობა

3
1013-ს უდრის, ამიტომ ინტენსივობათა დონის სკალისათვის უფრო მოხერხებულია ლოგარითმული
სკალა. ბგერის ინტენსივობათა დონის სკალას შემდეგი სახით აკეთებენ: ინტენსივობის საწყის დონედ
ჩათვლიან I0-ს და გამოთვლიან I და I0-ის ფარდობის ლოგარითმს.
I
I = lg I
0

P
ბგერის წნევის შემთხვევაში: Lბ = 2 lg P
0

სიდიდე Lბ გამოხატავს ინტენსივობის, ან ბგერის წნევის დონეს. Lბ სიდიდეს არა აქვს


განზომილება. ლოგარითმული სიდიდის ერთეულად მიღებულია 1 ბელი. თუ ფიზიკური სიდიდის
მნიშვნელობა 10-ჯერ აღემატება პირობითად მიჩნეულ მის საწყის დონეს, მაშინ მათი შეფარდების
ლოგარითმი 1 ბელის ტოლი იქნება. მართლაც, თუ I=10I0 (ან P=10p0), მაშინ:
I 10 I
lg I = lg I =1 ბელს
0 0

თუ ამ ფორმულებს დეციბელობით გამოვსახავთ, მივიღებთ:


I P
Lდბ = 10 lg I და Lდბ = 20 lg P
0 0

დეციბელით ფიზიკური სიდიდის დონის ჩაწერა ამ სახით, მარტივად აიხსნება. 1 ბელი=10


I
დეციბელს. ვინაიდან lg I = 1 ბელს, დეციბელებში გადაყვანისას ბელი 10-ჯერ მეტ დეციბელს უნდა
0
შეიცავდეს.
ადამიანის მიერ აღქმული ჩვეულებრივი ბგერების ინტენსივობა ძალიან მცირეა. მაგალითად,
ხმამაღალ ლაპარაკს შეესაბამება ინტენსივობა, რომელიც 1ვტ/სმ2 (104 ვტ/მ2)-ის მემილიარდედის
ტოლია. ადამიანი სმენითი შეგრძნების მეშვეობით ბგერის ზოგიერთ ფიზიკურ მახასიათებელს
სუბიექტური მახასიათებლით აფასებს. ასეთია მაგალითად, ბგერის სიმაღლე, ტემბრი და ხმამაღლობა.
ბგერის სიმაღლეს ადამიანი ძირითადად მისი სიხშირით განასხვავებს, რაც მეტია სიხშირე,
მით მეტია ბგერის სიმაღლე. ერთი და იგივე სიხშირის ორი ტონიდან იმ ბგერის სიმაღლე გვეჩვენება
უფრო მეტად, რომლის ინტენსივობაც დიდია. თუ ორი ბგერის აკუსტიკური სპექტრი (ჰარმონიკების
მიმდევრობა და მათი ამპლიტუდა) განსხვავებულია, ადამიანი მას ტემბრით არჩევს.
ხმამაღლობით სმენითი შეგრძნების დონე ფასდება. ხმამაღლობის დონის სკალას საფუძვლად
უდევს ვებერ-ფეხნერის ფსიქოფიზიოლოგიური კანონი. ამ კანონის არსი შემდეგში მდგომარეობს: თუ
გამღიზიანებელი ფაქტორის ინტენსივობას გეომეტრიული პროგრესიით (ე.ი. ერთი და იმავე
რიცხვჯერ) გავადიდებთ, გაღიზიანების შეგრძნება არითმეტიკული პროგრესიით (ე.ი. ერთი და იმავე
რიცხვით) მატულობს. ეს იმას ნიშნავს, რომ ბგერის ხმამაღლობა მისი ინტენსივობის ლოგარითმის
პროპორციულია. მაგალითად, თუ ბგერის ინტენსივობა (ბგერის ძალა) მატულობს 1000-ჯერ, აღქმული
ხმამაღლობა გადიდდება lg1000-ჯერ, ე.ი. მხოლოდ 3-ჯერ; ბგერის ინტენსივობის 1000000-ჯერ
გადიდებისას, ხმამაღლობა მატულობს 6-ჯერ და ა.შ. სწორედ ამის გამო შეუძლია ადამიანის ყურს
აღიქვას ბგერა ინტენსივობათა ასეთ დიდ დიაპაზონში (10 -12 ვტ/მ2-დან 10 ვტ/მ2-მდე). თუ ერთმანეთს
ვადარებთ, ორი – I და I0 ინტენსივობის (I0 სმენადობის ზღვარია) სმენით შეგრძნებას, მაშინ ვებერ-
ფეხნერის კანონის თანახმად, E ხმამაღლობა ინტენსივობაზე ასეთი სახითაა დამოკიდებული:
I
E = k lg I
0

4
k

არის პროპორციულობის კოეფიციენტი, რომელიც სიხშირეზე და ინტენსივობაზეა დამოკიდებული


(ე.ი. მუდმივი არ არის) k მუდმივი რომ ყოფილიყო, ბგერის ხმამაღლობის სკალა მისი ინტენსივობის
ლოგარითმული სკალის შესაბამისი იქნებოდა. პირობითად მიღებულია, რომ υ = 1000 ჰც სიხშირეზე k
=1 და, მაშასადამე, ეს ორი სკალა ერთმანეთს ემთხვევა. ამ შემთხვევაში ხმამაღლობის ინტენსივობაზე
დამოკიდებულებას თუ გამოვსახავთ ბელით, მივიღებთ:
I
E = lg I
0

პრაქტიკული მიზნებისათვის უფრო დეციბელებით გამოსახული სკალით სარგებლობენ.


ამიტომ ბგერის ინტენსივობის სკალისაგან რომ განვასხვავოთ, ხმამაღლობის სკალაზე დეციბელს
უწოდებენ ფონს (ფ). ფორმულის ანალოგიურად:
I
Eფ = 10 lg I
0

ბგერის სხვადასხვა სიხშირეზე ხმამაღლობა რომ გავზომოთ, ის უნდა შევადაროთ 1000 ჰც


სიხშირის ბგერას. ხმამაღლობის გაზომვა ასეთი მეთოდით ხდება: ბგერით გენერატორს
გადამრთველით აყენებენ 1000 ჰც სიხშირეზე. შემდეგ სახელურის ბრუნვით ცვლიან გენერატორით
წარმოქმნილი ბგერის ინტენსივობას მანამდე, სანამ ამ ბგერისა და გამოსაკვლევი ბგერის სმენითი
შეგრძნება არ გახდება ერთნაირი.
გამოსაკვლევი ბგერის ხმამაღლობა, რომელიც ფონებით იზომება, ტოლი იქნება სკალაზე
ათვლილი გენერატორით წარმოქმნილი ბგერის ინტენსივობისა.

5
სხვა სიხშირეებზე რომ დავადგინოთ ბგერის ინტენსივობასა და ხმამაღლობას შორის
თანაფარდობა, იყენებენ თანაბარი ხმამაღლობის მრუდებს. ამ მრუდებს აგებენ ზემოთ აღწერილი
მეთოდის გამოყენებით, იმ მონაცემების საშუალო მნიშვნელობის საფუძველზე, რომელიც მიღებულია
ნორმალური სმენის პიროვნებებისაგან.
ქვემოთა მრუდი შეესაბამება სმენადობის ზღვარს. ამ მრუდის მიხედვით ხმამაღლობის დონე
ყველა სიხშირეზე Eფ=0-ს სურათიდან ჩანს, რომ ადამიანის ყური ყველაზე მგრძნობიარეა 2500-3000ჰც
სიხშირის ბგერების მიმართ. მრუდის მეშვეობით შეგვიძლია გავიგოთ მოცემული სიხშირისა და
ინტენსივობის შესაბამისი ხმამაღლობა (υ-სა და L დბ გადაკვეთის შესაბამისი ხმამაღლობა).
სმენითი შეგრძნების გაზომვის განხილულ მეთოდს აუდიომეტრიას უწოდებენ, ხოლო
გაზომვის შედეგად მიღებულ მრუდებს, აუდიოგრამებს.
ავადმყოფის სმენადობის ზღვარის შესაბამის აუდიოგრამას ადარებენ ნორმალური სმენის
ადამიანის ანალოგიურ აუდიოგრამას. ასეთი ანალიზი ექიმს ეხმარება დიაგნოზის დადგენაში.
ბგერა სიხშირეთა გარკვეული დიაპაზონის მექანიკური ტალღებია. ამიტომ ცხადია, ის ავლენს
ტალღის მახასიათებელ ყველა თვისებას. გარემოში გავრცელებისას ბგერითი ტალღების ნაწილი
აირეკლება, ნაწილი შთაინთქმება, განიცდის დიფრაქციას (ბგერის ტალღების მიერ გზაზე შეხვედრილ
დაბრკოლებათა შემოვლა) და ა.შ. გარემოში გავრცელებულ თუ მასში ფაზათა გამყოფი საზღვრებიდან
არეკლილ ტალღას ბგერის მიმღებ ხელსაწყოში მიაქვს ინფორმაცია გარემოს სტრუქტურისა და
თვისების შესახებ. სწორედ ეს უდევს საფუძვლად დიაგნოსტიკის მიზნით მედიცინაში გამოყენებულ
ბგერით მეთოდებს, რომელიც აუსკულტაციისა და პერკუსიის სახელწოდებით არის ცნობილი.
აუსკულტაციის (სმენის) მეთოდი უძველესი დროიდან არის ცნობილი. შინაგანი ორგანოების
მუშაობისას წარმოქმნილი ბგერითი ტალღები ორგანიზმის ზედაპირამდე ვრცელდება. ექიმი ამ
ბგერებს ისმენს სპეციალური მოწყობილობის – სტეტოსკოპის, ან ფონენდოსკოპის მეშვეობით.
ფონენდოსკოპის ძირითადი ნაწილია მრგვალი ფორმის ღრუ კაფსულა, რომელსაც ზემოდან
გადაკრული აქვს ბგერის გადამცემი მემბრანა. კაფსულას მეორე მხრიდან გაკეთებული აქვს რეზინის
მილები, რომლის მეშვეობითაც ექიმი ისმენს გაძლიერებულ ბგერებს.
ფონენდოსკოპის მემბრანას ადებენ გამოსაკვლევი უბნის არეში კანზე. შინაგანი ორგანოდან
გავრცელებული ბგერითი ტალღები კაფსულაში გამოიწვევს რეზონანსს და გაძლიერებულ ბგერას
ადვილად მოისმენს ექიმი. მოსმენილი ბგერის ნორმიდან გადახრა (მაგალითად, სუნთქვითი ხმაური
და ხიხინი ფილტვების მუშაობისას, გულის ტონების ცვლილება, შუილების წარმოქმნა) ეხმარება
ექიმს დიაგნოზის დადგენაში. ამ მეთოდით შეიძლება მოვუსმინოთ ნაყოფის გულისცემას და სხვა.
აუსკულტაცია უდევს საფუძვლად ფონოკარდიოგრაფიის მეთოდს, რომელიც
გულსისხძარღვთა სისტემის დაავადების დროს დიაგნოსტიკის მიზნით გამოიყენება. ხელსაწყო
ფონოკარდიოგრაფის მეშვეობით ხდება გულის ტონებისა და შუილების გრაფიკული ჩაწერა
ქაღალდზე. მას ფონოკარდიოგრამას უწოდებენ.
ზემოთ განხილული მეთოდებისაგან განსხვავებით პერკუსიის დროს ექიმი სხეულის
გამოსაკვლევი უბნის ზედაპირზე კაკუნით (თითების, ან ჩაქუჩის მეშვეობით) წარმოქმნის ბგერას.
ორგანიზმის სინაგანი სიღრუეების ზედაპირიდან არეკვლის შემდეგ ამ ბგერით რხევებს ისმენს ექიმი.
სხეულის ზედაპირზე კაკუნის დროს წარმოქმნილ ბგერებს სიხშირეთა ფართო დიაპაზონი აქვს.
ორგანიზმში გარკვეული სიხშირის რხევები შთაინთქმება, ხოლო ის რხევები, რომელთა სიხშირე
დაემთხვევა სიღრუეების საკუთარ სიხშირეს, გაძლიერდება (რეზონანსის მოვლენა). სწორედ ეს
არეკვლილი ბგერები აღწევს ექიმის ყურამდე და იგი პრაქტიკული გამოცდილების საფუძველზე
აანალიზებს მოსმენილ რხევებს.

6
ინფრაბგერა, ვიბრაცია

ინფრაბგერა დაბალი სიხშირის (υ20 ჰც) მექანიკური ტალღებია, რომელსაც ადამიანის სმენის
ორგანო ვერ აღიქვამს. ერთი შეხედვით სიხშირეთა ინტერვალი პატარაა, მაგრამ თუ
გავითვალისწინებთ იმას, რომ ინფრაბგერის სიხშირე შეიძლება მეათედი, მეასედი, მეათიათასედი და
ა.შ. ჰერცის ტოლი იყოს, ეს ინტერვალი საკმაოდ დიდია.
ინფრაბგერა ბგერასთან და ულტრაბგერასთან შედარებით ნაკლებად არის შესწავლილი,
მაგრამ ისიც კი, რაც დღეისათვის ცნობილია, ცხადყოფს, რომ ინფრაბგერას დიდი მეცნიერული და
პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს. პირველ ყოვლისა, უნდა აღინიშნოს ის, რომ ინფრაბგერას დიდი
შეღწევადობის უნარი ახასიათებს, მასთან ის თითქმის უდეკრემენტოდ (შესუსტების გარეშე)
ვრცელდება საკმაოდ დიდ მანძილზე.
ინფრაბგერითი ტალღების წარმოქმნა ხდება სრულიად განსხვავებული მოვლენისა და
პროცესის დროს. მაგალითად, მანქანა-დანადგარის მუშაობისას, ადამიანის და ცხოველის მოძრაობის
დროს, ქარიან ამინდში და ა.შ. ჩვენ ვცხოვრობთ ინფრაბგერების სამყაროში ისე, რომ უმეტეს
შემთხვევაში ამაზე წარმოდგენაც არა გვაქვს. ჩუმმა ინფრაბგერამ კი შეიძლება სერიოზული ზიანი
მოგვაყენოს, ან უკეთეს შემთხვევაში, ძალზე არასასურველი შეგრძნება გამოიწვიოს ჩვენს ორგანიზმში.
ამის მიზეზი ის არის, რომ შინაგანი ორგანოების რხევის საკუთარი სიხშირე ინფრაბგერით
დიაპაზონში ძევს. ზოგიერთი შინაგანი ორგანოს რეზონანსული სიხშირე υ რ=6-8ჰც-ის ტოლია; ასეთი
სიხშირის ინფრაბგერის მოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს რეზონანსი და შესაბამისად,
არასასურველი შეგრძნება, ზოგ შემთხვევაში კი მძიმე შედეგიც. მიუხედავად იმისა, რომ ბიოლოგიური
ობიექტის რხევის მილევადობის β კოეფიციენტი დიდია, მცირე სიმძლავრის ინფრაბგერასაც შეუძლია
შინაგანი ორგანოს რხევით მოძრაობაში მოყვანა. სწორედ ინფრაბგერა უნდა იყოს ქალაქის
მცხოვრებთა და ხმაურიანი საწარმოს მუშების მძიმე და შეუქცევადი დაღლილობის მიზეზი.
ადამიანის ორგანიზმზე ინფრაბგერის ასეთი მოქმედების ბევრი შემთხვევაა ცნობილი.
მაგალითად, მარსელის ერთ-ერთი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ლაბორატორიაში მეცნიერები
ცდას ატარებდნენ სხვადასხვა სიხშირისა და სიმძლავრის და ინფრაბგერის გამოსხივებაზე.
გენერატორის ჩართვის შემდეგ ექსპერიმენტატორებმა თავი ცუდად იგრძნეს, მათ სხეულში
ყველაფერი „ვიბრირებდა“, მეზობელ ოთახში მყოფმა თანამშრომლებმა ტკივილისაგან ყვირილი
ატეხეს. გენერატორის გამორთვის შემდეგ, რამდენიმე საათის განმავლობაში ყველა ცუდად გრძნობდა
თავს.
იმავე ლაბორატორიაში გააკეთეს გენერატორი, რომელსაც შეეძლო დაენგრია შენობა, თუმცა
მისი სიმძლავრე სულ 2 კილოვატი იყო (შედარებისათვის: ელექტროქურის სპირალის საშუალო
სიმძლავრე 0,8-1 კილოვატის ტოლია).
160 დეციბელი ინტენსივობის ინფრაბგერა შინაგან ორგანოებში სისხლჩაქცევებს იწვევს.
სიხშირისა და ინტენსივობის შესაბამისად, ინფრაბგერა დამაზიანებლად მოქმედებს ყველა ორგანოზე
და ფიზიოლოგიურ სისტემაზე.
მცირე სიმძლავრის ინფრაბგერის მოქმედების შედეგად ადამიანს ეწყება თავბრუხვევა,
დაღლილობა, გულისრევა, თავის ტკივილი და მხედველობის დაქვეითება.

7
მეცნიერები ცდილობენ, დაამუშაონ ინფრაბგერის წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდები. ეს
საკმაოდ ძნელია, ვინაიდან, როგორც აღვნიშნეთ, ინფრაბგერა დაუბრკოლებლად ვრცელდება
ათეულობით ათას კილომეტრზე და ამაში ხელს ვერ უშლის ვერავითარი ნაგებობა. ტალღის სიგრძის
სიდიდის გამო (როცა υ=7ჰც-ს, λ=48,5 მ-ს), მისი გაზომვა რთულია.
ინფრაბგერის შესწავლა შედარებით გვიან დაიწყეს, ამიტომ მისი თვისებებისა და ადამიანზე
მოქმედების შესახებ ბევრი რამ უცნობია.
სხვადასხვა სახის ტექნიკურ მოწყობილობათა (მანქანა-დანადგარები, მექანიზმები) მექანიკურ
რხევას ვიბრაციას უწოდებენ.
მექანიკური რხევების ძირითადი ფიზიკური მახასიათებლები, როგორიცაა რხევის სიხშირე,
ამპლიტუდა, სიჩქარისა და აჩქარების ამპლიტუდა, არაჰარმონიული რხევების სპექტრი, ენერგია და
საშუალო სიმძლავრე, ვიბრაციის შემთხვევაშიც იგივეა.
ასეთი რხევები ადამიანს გადაეცემა ვიბრაციის წყაროს ზედაპირთან უშუალო შეხების დროს.
ვიბრაციის მოქმედება ადამიანზე არასასურველ ზეგავლენას ახდენს. ორგანიზმში გავრცელებული
რხევები ქსოვილებში იწვევს მექანიკური ძაბვის (კუმშვის, გაჭიმვის, ღუნვის და ა.შ.) წარმოქმნას. თუ
ასეთი ზემოქმედება ხანგრძლივია, ორგანიზმში ვითარდება ნორმალური ფიზიოლოგიური
ფუნქციების შეუქცევადი დარღვევა. მაგალითად, ასეთი დარღვევები შეიძლება გამოვლინდეს თავის
ტკივილში, უძილობაში, გადაღლაში, გაღიზიანებაში, რაც ცენტრალური ნერვული სისტემის
დარღვევაზე მიუთითებს. ვიბრაციის პირობებში ხანგრძლივად მომუშავე ადამიანს პროფესიული
(ვიბრაციული) დაავადება უვითარდებს. ვიბრაცია ინფრაბგერის, ბგერის და ულტრაბგერის წყაროა.
ამიტომ სპეციალური ხელსაწყოს – ვიბრომეტრის მეშვეობით საწარმო-დაწესებულებებში ზომავენ
ვიბრაციის ინტენსივობის დასაშვებ დონეს.

პიეზოელექტრული გარდამქმნელები. ულტრაბგერითი გენერატორები. ულტრაბგერითი


რხევებით გამოწვეული ფიზიკური ეფექტები

ულტრაბგერის ბიოლოგიური მოქმედების მექანიზმები

ბიოლოგიურ ობიექტებში ულტრაბგერით გამოწვეული ცვლილებების სიდიდე და ხასიათი,


როგორც აღვნიშნეთ, ერთი მხრივ, დამოკიდებულია ულტრაბგერის სიხშირეზე, მის ინტენსივობასა და
ზემოქმედების დროზე, ხოლო მეორე მხრივ, თვით ობიექტის სტრუქტურულ თავისებურებებზე, მის
ფიზიკურ-ქიმიურ თვისებებზე.
მთლიანი ორგანიზმის რეაქცია ულტრაბგერის ზემოქმედებაზე საკმაოდ მრავალფეროვანია.
ზოგადად თუ ვიტყვით, ულტრაბგერა შეიძლება იწვევდეს დამაზიანებელ, დამთრგუნველ და
მასტიმულირებელ მოქმედებას. 1ვტ/სმ2-ზე ნაკლები ინტენსივობის ულტრაბგერა უმეტეს შემთხვევაში
მასტიმულირებელ ზეგავლენას ახდენს ცოცხალ ობიექტზე. დამთრგუნველი და დამაზიანებელი
ზემოქმედება ახასიათებს მაღალი (1,5-3ვტ/სმ2 და უფრო მეტი) ინტენსივობის ულტრაბგერას. თუმცა
უნდა აღინიშნოს, რომ ამა თუ იმ ეფექტის გამომწვევი ინტენსივობის სიდიდე არსებითად არის
დამოკიდებული ულტრაბგერის სიხშირეზე და ზემოქმედების დროზე. ძალიან დიდი ინტენსივობის
ულტრაბგერა ადამიანისთვის სასიკვდილოა. მაღალი ინტენსივობის ულტრაბგერას იყენებენ
ქირურგიული იარაღების სტერილიზაციისათვის.
ულტრაბგერის ცოცხალ სისტემაზე მოქმედების ბევრი საკითხი საკმაოდ კარგად არის
შესწავლილი სტრუქტურული ორგანიზაციის თითქმის ყველა დონეზე (ბიომოლეკულების, უჯრედის,

8
ქსოვილების, ორგანოების და მთლიანი ორგანიზმის დონეზე); როგორ უნდა ავხსნათ ულტრაბგერის
ბიოლოგიური მოქმედება? ულტრაბგერის ზემოქმედების შედეგად ორგანიზმში შეიძლება
გამოვლინდეს ფიზიკურ-ქიმიური, ბიოქიმიური ან ფიზიოლოგიური ხასიათის ცვლილებები. მაგრამ
ყველა შემთხვევაში ძირითადია უჯრედის რეაქცია ზემოქმედებისადმი – მისი მემბრანის
განვლადობის ცვლილება. საქმე იმაშია, რომ ულტრაბგერის გავლენით უჯრედების სუსპენზიაში და
ქსოვილებში წარმოიქმნება ე.წ. დებაის პოტენციალი, რომელიც ამცირებს ელექტრულ მუხტს
უჯრედის ზედაპირზე. ამის შედეგად უჯრედის მემბრანის განვლადობა იზრდება.
ფიქრობენ, რომ თერაპიული ინტენსივობის (0,4 ვტ/სმ პოტენციალი, რომელიც ამცირებს
ელექტრულ მუხტს უჯრედის ზედაპირზე. ამის შედეგად უჯრედის მემბრანის განვლადობა იზრდება.
ფიქრობენ, რომ თერაპიული ინტენსივობის (0,4 ვტ/სმ2) ულტრაბგერის სამკურნალო
მოქმედებას ძირითადად უნდა განაპირობებდეს სითბური ენერგია, რომელიც გამოიყოფა სხვადასხვა
აკუსტიკური თვისებების მქონე ფაზათა გამყოფ საზღვრებზე. მაღალი ინტენსივობის ულტრაბგერას
ახასიათებს დამაზიანებელი მოქმედება. მაგალითად, 20 წუთის განმავლობაში 4 ვტ/სმ 2 ინტენსივობის
ულტრაბგერის მოქმედებით, ქსოვილში 2,5სმ სიღრმეზე ტემპერატურა 4-5°C-ით მატულობს.
ულტრაბგერის ბიოლოგიურ მოქმედებაში მნიშვნელოვან როლს უნდა ასრულებდეს უჯრედში
და უჯრედშორის არეში წარმოქმნილი მიკროდინება. ცნობილია, რომ აკუსტიკური რხევის
ზემოქმედება იწვევს უჯრედული მემბრანების განვლადობის შეცვლას წყლის მოლეკულებისა და
მასში გახსნილი ნივთიერებისათვის. ულტრაბგერის მოქმედებით იცვლება დიალიზის სიჩქარე.
დაბალი ინტენსივობა ზრდის მას (მაღალი ინტენსივობა ამცირებს). ეს მოვლენები უნდა ავხსნათ
მემბრანის ახლო არეში მიკროდინების წარმოქმნით.
ულტრაბგერითი რხევა გავლენას ახდენს აგრეთვე მეტაბოლურ პროცესებზე და
ინტენსივობისა და ზემოქმედების დროის შესაბამისად იწვევს მათ გააქტიურებას ან ინჰიბირებას
(დათრგუნვას). ასე მაგალითად, მათ შეუძლიათ მიტოქონდრიების, ლიზოსომებისა და უჯრედის სხვა
ორგანოიდების დაზიანება, რაც იწვევს უჯრედშიგა სუნთქვისა და ნივთიერებათა ცვლის დარღვევას.
დადგენილია, რომ ულტრაბგერით ტალღებს შეუძლია მაღალმოლეკულური ნაერთების (მაგალითად,
C - ციტოქრომი) სტრუქტურის შეცვლა, რაც თავის მხრივ იწვევს მეტაბოლური პროცესების
ინტენსივობის ცვლილებას.
მაღალი ინტენსივობის (>1ვტ/სმ2) აკუსტიკური რხევების მოქმედებისას კუნთის
ულტრასტრუქტურა ირღვევა. ულტრაბგერა დიდ გავლენას ახდენს ბიომაკრომოლეკულების
სტრუქტურაზეც. ცდებით დამტკიცდა, რომ მაღალი ინტენსივობის ულტრაბგერა იწვევს დნმ-სა და
ბიოლოგიურად მნიშვნელოვანი სხვა მაღალმოლეკულური ნაერთების დეგრადაციას. ზემომოყვანილ
შემთხვევაში დიდ როლს უნდა ასრულებდეს ულტრაბგერის მოქმედების მექანიკური მხარე.
დიდი ინტენსივობის ულტრაბგერა გავლენას ახდენს აგრეთვე უჯრედთა გაყოფის პროცესზე.
ამ ფაქტის ახსნა შეიძლება ასეთი მსჯელობით: ულტრაბგერის მოქმედებისას წყლის არეში აზოტოვანი
და აზოტმჟავა იონები წარმოიქმნება. NO-2 ძლიერი მუტაგენია. ცნობილია, რომ NO-2 და ციტოზინის
რეაქციის შედეგად წარმოიქმნება ურაცილი, რამაც შეიძლება გენეტიკური ინფორმაციის შევცლა
გამოიწვიოს.
მაშასადამე, როგორც მოყვანილი მაგალითებიდან ჩანს, ულტრაბგერის ბიოლოგიური
მოქმედების მექანიზმში ძირითადია: 1. მოქმედების მექანიკური მხარე, 2. სითბური მხარე, 3.
ფიზიკურ-ქიმიური მხარე.
მოქმედების მექანიკური მხარე გამოვლინდება მაკრომოლეკულებსა და უჯრედულ
სტრუქტურებზე ცვლადი წნევის უშუალო ზემოქმედებით.

9
ულტრაბგერის მოქმედების მექანიზმში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია სითბურ მხარეს, რაც
იმას ნიშნავს, რომ ფუნქციური თუ ფიზიკურ-ქიმიური ცვლილებები განპირობებული უნდა იყოს
ბიოლოგიურ ობიექტში ტემპერატურის აწევით. მნიშვნელოვანია აგრეთვე ფიზიკურ-ქიმიური
ცვლილებები – მაკრომოლეკულებისა და უჯრედული სტრუქტურების კონფორმაციული
ცვლილებები, წყლიან ფაზაში აქტიური იონებისა და რადიკალების წარმოქმნა და სხვა.
ცხადია, ულტრაბგერის სიხშირის, ინტენსივობის, ზემოქმედების დროისა და ობიექტის
თვისებების შესაბამისად შეიძლება წამყვანი იყოს რომელიმე მათგანი, მაგრამ მოქმედების სხვა
მხარეებიც გასათვალისწინებელია. სწორედ მათი რთული ურთიერთკავშირი უნდა განაპირობებდეს
ულტრაბგერის მოქმედების ხასიათს.

ულტრაბგერის სამკურნალო გამოყენების ბიოფიზიკური საფუძვლები

ცოცხალ სისტემებში ულტრაბგერითი ტალღების შთანთქმით გამოწვეულ პროცესებზე ადრე


გვქონდა ლაპარაკი. აღვნიშნეთ, რომ ულტრაბგერის ზემოქმედების ყველა ჩამოთვლილი მხარე
ვლინდება. თუ რომელი მათგანია უფრო არსებითი, ეს დამოკიდებულია აკუსტიკური ველის
პარამეტრებზე (სიხშირეზე, ინტენსივობაზე, რხევის ფორმაზე), ზემოქმედების მეთოდიკაზე
(ექსპოზიციის დროზე, დასხივების რეჟიმზე) და თვით ობიექტის ფუნქციურ და სტრუქტურულ
თავისებურებებზე. ულტრაბგერის დიდი ინტენსივობისა და ხანგრძლივი ექსპოზიციის დროს
ცოცხალ სისტემებში ტემპერატურა მკვეთრად მატულობს, კავიტაციური მოვლენები (კავიტაცია – ეს
არის პროცედურა, რომლის საშუალებითაც ულტრაბგერითი ტალღები აღწევენ ცხიმოვან ქსოვილში,
ხეთქავენ ლიპოციტებს და აქცევენ თხევად მასად, რომელიც ლიმფურ სისტემაში გადადის და
გამოიყოფა ორგანიზმიდან) იწვევს ბიომოლეკულების დესტრუქციას, მოლეკულური კავშირების
გაწყვეტას და სხვა არასასურველ მოვლენებს.
ფიზიოთერაპიაში სამკურნალო მიზნით გამოყენებულია სხვადასხვა სიხშირის ულტრაბგერა.
დადებითი ბიოლოგიური ეფექტი მიიღება დაბალი ინტენსივობის დროს (10,8ვტ/სმ2). ასეთი
ინტენსივობა იწვევს ქსოვილთა თავისებურ მიკრომასაჟს, რის შედეგადაც ნორმალური
ფიზიოლოგიური პროცესები აქტიურდება.
ულტრაბგერითი ველის გავლენით იზრდება უჯრედული მემბრანების განვლადობა და
შესაბამისად დიფუზიის გზით ნივთიერებათა ცვლის ინტენსივობა, რასაც სამკურნალო მნიშვნელობა
აქვს. ულტრაბგერას სამკურნალო მიზნით იყენებენ სხვადასხვა ორგანოს, სახსრების, კუნთოვანი
ქსოვილის, კანის დაავადებათა დროს. ფართოდ არის გამოყენებული მაღალი ინტენსივობის
ულტრაბგერითი რხევებიც. ულტრაბგერის ინტენსივობას და მის დამანგრეველ ეფექტს შორის
პირდაპირპროპორციული დამოკიდებულებაა. მაღალი ინტენსივობის რხევებისათვის
დამახასიათებელია ბატერიოციდული მოქმედება. ქირურგიული იარაღების ულტრაბგერით
დამუშავება კარგ სტერილიზაციურ ეფექტს იძლევა.
მაღალი ინტენსივობის ულტრაბგერის დამანგრეველ მოქმედებას იყენებენ უროლოგიაში
თირკმლის ქვების დასასლელად. ტრავმატოლოგიაში მოტეხილი ძვლის ნაწილების ერთმანეთთან
შეერთების დასაცქარებლად და ა.შ.
ულტრაბგერას წარმატებით იყენებენ სტომატოლოგიაში კბილის ქვის მოსაცილებლად. ასევე
ფართოდ იყენებენ მას ფარმაცევტულ მრეწველობაში სხვადასხვა სამედიცინო პრეპარატების (მათ
შორის ახალი პრეპარატების) დამზადების დროს.

10
ბოლო პერიოდში მეცნიერებმა შექმნეს სმენისა და მხედველობის ულტრაბგერითი აპარატები.
მაგ. უსინათლოს ამ აპარატის მეშვეობით რამდენიმე მეტრზე შეუძლია „დაინახოს“ უძრავი და
მოძრავი საგანი, გაარჩიოს ხელი გაშლილი თითებით მუშტად შეკრულისაგან და სხვა.

დაავადებათა ულტრაბგერითი დიაგნოსტიკა

შინაგანი ორგანოებისა და ქსოვილების გამოსახულების მისაღებად ფართოდ იყენებენ


ულტრაბგერითი ვიზუალიზაციის მეთოდებს.
ექოსკოპიის (ექოგრაფის) მეთოდს ვიზუალიზაციის სხვა მეთოდებთან შედარებით ბევრი
უპირატესობა აქვს. მაგალითად, რენტგენის სხივების მეშვეობით რბილი ქსოვილების ფონზე რომ
მივიღოთ მკვრივი ქსოვილის გამოსახულება. მათი სიმკვრივეები საშუალოდ 2-ჯერ უნდა
განსხვავდებოდეს (მაგალითად, რბილი ქსოვილების ფონზე ძვალი კარგად ჩანს). ამიტომ
პათოლოგიური წარმონაქმნის, ვთქვათ, სიმსივნის სიმკვრივე როცა ასეთ განსხვავებას მიაღწევს,
ეფექტური მკურნალობა უმეტეს შემთხვევაში დაგვიანებულია. იმისათვის, რომ რბილი ქსოვილების
ფონზე სხვა რბილი ქსოვილის გამოსახულება მივიღოთ, მაგალითად სისხლძარღვის გამოსახულება
კუნთების ფონზე, საჭიროა მასში შევიყვანოთ რენტგენის სხივების კარგად მშთანთქმელი
კონტრასტული ნივთიერება. ამასთან, რენტგენის სხივების ხშირი გამოყენება, ორგანიზმზე მისი
დამაზიანებელი მოქმედების გამო, არ არის სასურველი. ზემოთჩამოთვლილი ნაკლი არ ახასიათებს
ულტრაბგერას.
ულტრაბგერა ერთმანეთისაგან კარგად „არჩევს“ რბილ ქსოვილებს იმ შემთხვევაშიც, როცა
მათი სიმკვრივეები მცირედ განსხვავდება, ან მათში ულტრაბგერის გავრცელების სიჩქარე
სხვადასხვაა. ამასთან ავადმყოფს სპეციალური მომზადება არ სჭირდება, დიაგნოსტიკური
პროცედურების უმრავლესობა მარტივია და ინტენსივობები, რომელიც დიაგნოსტიკისათვის
გამოიყენება, უვნებელია ადამიანისათვის.
ულტრაბგერის გამოყენებას მედიცინაში სადიაგნოსტიკო მიზნით საფუძვლად უდევს
ულტრაბგერითი ტალღების არეკვლა ორი, განსხვავებული აკუსტიკური წინაღობის, გარემოს გამყოფი
საზღვრიდან. არეკვლილი ტალღები უკან ბრუნდება, ეცემა აკუსტიკურ გარდამქნელს –
პიეზოელექტრულ ფირფიტას და კვლავ ელექტრულ სიგნალად გარდაიქმნება. ამიტომ აღნიშნულ
მეთოდს ექოსკოპია ეწოდება. მაშასადამე, თუ ულტრაბგერითი ტალღების გამოსხივებას საფუძვლად
უდევს შებრუნებული პიეზოეფექტი, არეკვლილი ტალღების მიმღები მუშაობს პირდაპირი
პიეზოეფექტის პრინციპის საფუძველზე.
ულტრაბგერის პარამეტრების (სიხშირის, ამპლიტუდის, ინტენსივობის და სხვა) შერჩევა
ხდება გამოსაკვლევი ქსოვილის მახასიათებელი სიდიდეების (აკუსტიკური წინაღობის, არეკვლისა და
შთანთქმის კოეფიციენტის და სხვა) გათვალისწინებით.
ექოსკოპში გამოიყენება მაღალი სიხშირის – 0,8-დან 15 მგჰც-მდე დიაპაზონის ულტრაბგერა.
შინაგანი ორგანოების გამოსაკვლევად ულტრაბგერის სიხშირის შერჩევისას საჭირო ხდება ორი
ურთიერთსაწინააღმდეგო მოთხოვნის შესრულება. ერთი მხრივ, რაც უფრო მაღალია სიხშირე
(ტალღის სიგრძე პატარაა), მით უფრო მცირე დეტალების გარჩევაა შესაძლებელი. მეორე მხრივ, ასეთი
რხევები ძლიერი შთანთქმის გამო სწრაფად მიილევა ქსოვილის თხელ ფენაში და ულტრაბგერა ვერ
აღწევს ღრმად მდებარე ქსოვილებამდე და ორგანოებამდე. როცა საჭიროა ღრმად მდებარე ქსოვილისა
და ორგანოს, ან ძვლით დაფარული ქსოვილების (მაგ. თავის ტვინი) გამოკვლევა, იყენებენ შედარებით

11
დაბალი სიხშირის ულტრაბგერას. მაღალი სიხშირის ულტრაბგერით იკვლევენ ორგანიზმის
ზედაპირთან ახლოს განლაგებულ ქსოვილებს (სისხლძარღვებს) და სიმსივნეებს.
სადიაგნოსტიკო მიზნით გამოყენებულია ძალიან მცირე ინტენსივობის (0,01ვტ/სმ2)
ულტრაბგერა. ამასთან ობიექტზე მოქმედების დრო გაცილებით მცირეა იმ დროსთან შედარებით,
რომელიც დადგენილია სამკურნალო პროცედურებისათვის. ცხადია, ასეთი სიმძლავრისა და
ხანგრძლივობის ულტრაბგერა არ იწვევს რაიმე შესამჩნევ ცვლილებას გამოსაკვლევ ობიექტში.
ულტრაბგერითი რხევების მიმღები (გარდამქმნელი) მაღალი მგრძნობიარობით ხასიათდება.
საკმარისია აირეკლოს და მიმღებს დაუბრუნდეს დაცემული ულტრაბგერითი ენერგიის 5%, რომ
მივიღოთ ობიექტის გამოსახულება.
დღეისათვის სადიაგნოსტიკო მიზნით გამოყენებული მეთოდიკები ფაქტიურად წარმოადგენს
ერთგანზომილებიანი მეთოდიკის მოდიფიკაციას. მისი არსი მოკლედ შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ:
ხელსაწყოდან გამოსხივებული ულტრაბგერის მაზონდირებელი იმპულსი თანმიმდევრობით გაივლის
კანს, კანქვეშა ცხიმოვან ქსოვილს, კუნთს და ორგანოს. მათ საზღვრებზე და ასევე მათში
არაერთგვაროვან სტრუქტურულ წარმონაქმნებზე ულტრაბგერა ნაწილობრივ აირეკლება. არეკვლილი
იმპულსი სპეციალური გადამწოდით გადაეცემა ოსცილოგრაფს და მის ეკრანზე გამოჩნდება
გამშლელი ხაზის მართობული (ეკრანზე ვერტიკალური) და ერთმანეთისაგან გარკვეული მანძილით
დაშორებული განათებული ხაზები). მიღებულ სურათს ექოგრამას უწოდებენ. ყოველ ქსოვილს
ექოგრამაზე შეესაბამება ორი იმპულსი, რომელიც მიიღება მისი ზედა და ქვედა საზღვრიდან
არეკვლის შედეგად.
იმპულსებს შორის მანძილი ეკრანზე გვიხასიათებს ქსოვილის ზომას, იმპულსის ამპლიტუდა
კი გამოსაკვლევი ქსოვილების აკუსტიკურ წინაღობათა სხვაობის პირდაპირპროპორციულია. ეს
მეთოდი ცნობილია A ამპლიტუდური მეთოდის სახლეწოდებით (ინგლისური სიტყვის amplitude –
გადახრა პირველი ასო). ამჟამად დამუშავებულია ამ მეთოდის ორი მოდიფიკაცია: B (briglitnes –
სიკაშკაშე) და M (motion – მოძრაობა). პირველ შემთხვევაში არეკვლილი იმპულსების რეგისტრაცია
ეკრანზე ხდება მნათი წერტილების სახით. მათი სიკაშკაშე არეკვლილი ულტრაბგერის ინტენსივობის
პირდაპირპროპორციულია. M ვარიანტი გამოყენებულია მოძრავი სტრუქტურული წარმონაქმნების
გამოსაკვლევად. ამ შემთხვევაში ვერტიკალურად რეგისტრირდება ობიექტის ზომა, ხოლო
ჰორიზონტალურად – დრო. მნათი წერტილების მოძრაობის დროის მიხედვით გაშლა ობიექტის ცრუ
ორგანზომილებიან გამოსახულებას გვაძლევს. ჩამოთვლილი მეთოდები გამოყენებულია თავის
ტვინის, ღვიძლის, ელენთის, გულისა და სხვა ექოლოკაციისათვის.
„ულტრაბგერითი ვიზუალიზაციისათვის“ გამოყენებულია ორგანზომილებიანი, ე.წ. B-
სკანირების მეთოდი. ის საშუალებას გვაძლევს ჩავატაროთ სიმსივნური და ნორმალური ქსოვილის
დიფერენცირებული დიაგნოსტიკა.
ულტრაბგერითი სკანირების პრინციპი ასეთია: არეკვლილი იმპულსის მიმღებ გადამწოდს
ამოძრავებენ ორგანიზმის ზედაპირზე ულტრაბგერის გავცელების მიმართულების მართობულად
(ისევე როგორც ხედვა გადაადგილდება ფურცელზე სტრიქონების გასწვრივ). არეკვლილი იმპულსები
ეკრანზე რეგისტრირდება მნათი წერტილების სახით. ვინაიდან გადამწოდი განუწყვეტლივ მოძრაობს,
ხოლო ეკრანს ახასიათებს ხანგრძლივი მერმენათება, არეკლილი იმპულსები ერთმანეთს ერწყმის და
ეკრანზე ვღებულობთ წინასწარ მოცემულ სიღრმეში ობიექტის განივკვეთის გამოსახულებას.
ზონდირების სიღრმე ძირითადად ულტრაბგერის სიხშირით განისაზღვრება. მათ შორის
უკუპროპორციული დამოკიდებულებაა. იმისათვის, რომ მივიღოთ დამატებითი (უფრო სრული)
ინფორმაცია გამოსაკვლევი სტრუქტურის შესახებ, მივმართავთ რთულ ულტრაბგერით სკანირებას. ამ

12
შემთხვევაში გადამწოდი, გარდა ხაზოვანი მოძრაობისა, ასრულებს განსაზღვრული ამპლიტუდის
რხევით მოძრაობას საკუთარი ღერძის მიმართ (სექტორული სკანირება). გადამწოდის მოძრაობა
შეიძლება განვახორციელოთ ხელით ან ავტომატურად. ექოგრაფიის მეთოდი ინფორმაციას გვაძლევს
ორგანოს ზომაზე, ლოკალიზაციის ფორმაზე, მდებარეობაზე, ღრუ ორგანოში შინაგანი სტრუქტურის
არსებობაზე და სხვა. ერთი სიტყვით, ექოგრაფია საშუალებას გვაძლევს მივიღოთ ორგანოს
მორფოლოგიური მახასიათებლები. დღეისათვის ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის მეთოდიკა
დამუშავებულია თითქმის ყველა ორგანოსთვის. ამ მიზნით შექმნილია სპეციალური დანიშნულების
ხელსაწყოები: ექოენცეფალოგრაფი (თავის ტვინის დაზიანების დიაგნოსტიკისთვის),
ექოოფთალმოგრაფი (მხედველობის ორგანოს გამოკვლევისათვის), ექოკარდიოგრაფი (გულის
დაზიანების დიაგნოსტიკისათვის).
ექოენცეფალოგრაფის მეშვეობით ექიმს შეუძლია თავის ტვინში აღმოაჩინოს სიმსივნე (ან
რომელიმე სხვა წარმონაქმნი), განსაზღვროს მისი ადგილმდებარეობა და ზომები, დასვას დიაგნოზი
და დააკვირდეს პათოლოგიური პროცესის შემდგომ განვითარებას. ექოგრაფიის მეთოდით შეიძლება
კუჭის, ღვიძლის და სხვა ორგანოებისა და ქსოვილების გამოსახულების მიღება.
მოძრავი ობიექტის (ორგანოს, ან მისი უბნის) გამოსახულების მიღებისა და მისი „მუშაობის“
კონტროლისათვის დამუშავებულია ექოგრაფიის მეთოდი, რომელიც ავსტრიელი ფიზიკოსის
დოპლერის ეფექტს ეფუძნება. მოძრავი ობიექტების ექოგრაფიისათვის M ვარიანტს იყენებენ.
დოპლერის ეფექტის საფუძველზე შექმნილი ხელსაწყოების ძირითადი დეტალი სპეციალური
გადამწოდია; მასში შეთავსებულია ორი გარდამქმნელი – ულტრაბგერის გამომსხივებელი და მიმღები.
როცა ობიექტი შემხვედრი მიმართულებით მოძრაობს. მიმღების მიერ აღრიცხული – ობიექტიდან
არეკვლილი ულტრაბგერის სიხშირე მატულობს. საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრაობისას კი
პირიქით, მცირდება. ხელსაწყოს მიერ გამოსხივებული და მოძრავი ობიექტიდან არეკლილი
ულტრაბგერის სიხშირეების შედარება ხდება სპეციალური ელექტრონული მოწყობილობით.
სიხშირეთა შორის განსხვავება, როგორც წესი, დევს ბგერით დიაპაზონში (20-დან 20 000 ჰერცამდე).
გაძლიერების შემდეგ სიხშირეთა განსხვავების მოსმენა შეიძლება საყურისით, ან ხმამაღლა
მოლაპარაკეს მეშვეობით. ეკრანზე ობიექტის გამოსახულების მიღებაც სიხშირეთა განსხვავების
საფუძველზე ხდება.
გულის გამოკვლევისათვის ექიმი პაციენტს მკერდზე მიამაგრებს ექოგრაფის მინიატურულ
გადამწოდს. ეკრანზე გამოჩნდება გულის შეკუმშვათა ციკლი. მნიშვნელოვანია ის, რომ სურათზე
გარკვევით ჩანს ორგანოს შიგნით მდებარე მცირე სტრუქტურებიც. ექიმს შეუძლია თვალყური
ადევნოს გულის ცალკეული სარქველებისა და კუნთების მუშაობას – შეუძლია განსაზღვროს
სარქველების მოძრაობის დრო, მათი გაღების და დახურვის პროცესში და სხვა.
შექმნილია ექოგრაფი სისხლძარღვთა სისტემაში – ვენებსა და არტერიებში სისხლის
მიმოქცევის გამოკვლევისათვის. ამ შემთხვევაში გადამწოდს შეიძლება ჰქონდეს სიგარის ფორმა. ექიმი
გადამწოდს ამოძრავებს სისხლძარღვის გასწვრივ ისე, რომ ის კანს ეხებოდეს. თუ სისხლის ფორმიანი
ელემენტების სიჩქარე უეცრად იცვლება, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს სანათურის შევიწროვებით,
თრომბის წარმოქმნით, ან ვენური სარქველის მოდუნებით, შეიცვლება ხელსაწყოში მოსმენილი
ბგერის ტონიც. მაშასადამე, ამ მეთოდით ექიმს მარტივად შეუძლია პათოლოგიის ლოკალური კერის
დადგენა.
ულტრაბგერითი ლოკაციის მეთოდით შეიძლება საშვილოსნოს მიომას, საკვერცხეების
სიმსივნის და სხვა დაავადებათა დადგენა, ნაყოფის გამოკვლევა მისი განვითარების სხვადასხვა
სტადიაზე და ა.შ. ამ მიმართულებით მეცნიერული კვლევა-ძიება გრძელდება.

13
14

You might also like