You are on page 1of 3

აუდიოლოგია და აკუსტიკა

ბგერა საგნის რხევის შედეგად წარმოებული ენერგიაა, კერძოდ კი, დრეკადი გარემოს
ნაწილაკების რხევითი მოძრაობა, რომელიც ტალღისებურად ვრცელდება აირისებრ, თხევად
და მყარ გარემოში.

ბგერა წარმოადგენს მექანიკურ ტალღას , რომელიც ჩნდება საგნის რხევის შედეგად და


ვრცელდება დრეკად გარემოში (ჰაერი, სითხე , მყარი სხეული). ბგერის გავრცელების
სიხშირე ვარირებს 340 მ/წმ-დან ჰაერში 5000მ/წმ-მდე მყარ გარემოში . ერთი გარემოდან
მეორეში გადასვლისას ბგერითი ტალღები ან ირეკლება ან შთანითქმება. რხევადი სხეულის
ყოველი გადახრა ამა თუ იმ მხარეს, მაგალითად ჰაერში, ჰაერის დრეკადობის გამო იწვევს
მეზობლად მდებარე ჰაერის სვეტის მოლეკულების შეკუმშვას . იმავე წამს რხევადი სხეული
ბრუნდება უკან ამ დროს კი შეკუმშული ჰაერი ფართოვდება და ენერგიას გადასცემს მის
მეზობლად მდებარე ჰაერის სვეტს, რომელიც იკუმშება და ასე შემდეგ. იქმნება შეკუმშვის და
გაფართოების მონაცვლეობითი გავრცელება ანუ ბგერითი ტალღა. უნდა გვახსოვდეს,
ბგერითი ტალღის გავრცელების დროს ვრცელდება არა ნივთიერებათა ნაწილაკები, არამედ
მოძრაობა ერთი ნაწილაკიდან მეორეზე.

ბგერით ტალღას აქვს შემდეგი მახასიათებლები:

ტალღის ფაზა - ბგერითი ტალღის გარკვეულ მდებარეობა - შეკუმშვა ან გაფართოება


ტალღის სიგრძე - ერთნაირ ფაზათა შორის მანძილი
რხევის პერიოდი - დროის პერიოდი რომლის განმავლობაში სრულდება ერთი რხევა
რხევის ამპლიტუდა - მანძილი რხევადი სხეულის შუა და კიდით მდებარეობას შორის
რხევის სიხშირე - რხევათა რიცხვი ერთ წამში. იზომება ჰერცებში (ჰც). ადამიანი ღითქვამს
ბგერებს რომელთა სიხშირული დიაპაზონია 20 დან 20000 ჰერცამდე. ეს არის ე. წ. სმენითი
აღქმის ველი ადამიანისთვის. ასაკის მატებასთან ერთად (დაახლოებით 40 წლიდან)
ადამიანის სმენითი არქმის ველის წვედა საზღვარი დაბლა იწევს - ქვეითდება მაღალი
ბგერების აღქმის უნარი.
ბგერის სიმაღლე - ბგერის სიხშირის სუბიექტური (ფსიქიკურ-ფიზიკური) ეკვივალენტია რაც
უფრო მეტია ბგერის სიხშირე, მით მეტია ბგერის სიმაღლე.

რხევითი მოძრაობის ხასიათის მიხედვით ბგერები იყოფა სამ ჯგუფად:


სუფთა ტონი - ერთი სიხშირის სინუსოიდური რხევა. მაგალითად 250, 500 ან 1000 ჰც
სიხშირის ბგერები. ბუნებაში სუფთა ტონები არ გვხვდება. გამონაკლისია კამერტონის ხმა და
აუდიომეტრის მიერ გენერირებული სუფთა ტონი.
რთული ტონი - ბგერის გამომცემი საგნები ირხევა არა მარტო როგორც მთლიანისხეულები,
არამედ მათი ნზწილებიც ირხევა. მაგალითად, სიმის რხევის სიხშირეა 100ჰც ე.ი. მთლიანად
ირხევა 100 ჯერ წამში, მაგრამ რხევას ახორციელებს სიმის ნახევრებიც, ამასთან 2-ჯერ უფრო
სწრაფად ( 200ჰც ) და ა.შ. რთული ბგერის ყველაზე ნელი ბგერა შეესაბამება მის ძირითად
ტონს, დანარჩენ ტონებს ობერტონებს უწოდებენ. ორ ვიბრატორს შორის (სხეული, რომელიც
ირხევა და ბგერებს წარმოქმნის) შორის განსხვავებაა მაშინაც კი, როდესაც მათი ძირითადი
ტონები ერთნაირია, რაც აიხსნება ობერტონების განსხვავებული რიცხვით. ორი ძირითადი
ტონის მქონე ვიბრატორის განსხვავებულ ჯღერადობას ტემბრი ეწოდება. ადამიანის ხმა
რთული ტონია. ადამიანთა ხმებს ტემბრით განვასხვავებთ.
ხმაური - სხვადასხვა სიხშირის და ძალიას ბგერების ნარევი.
ამპლიტუდა - მანძილი რხევადი სხეულის შუა და კიდით მდებარეობათა შორის.
ბგერის ინტენსივობა (ძალა), რომელსაც რხევის ამპლიტუდა განსაზღვრავს. ამ ფიზიკური
მოვლენის სუბიექტური ექვივალენტია ხმიანობა. ხმიანობა დამოკიდებულია ბგერის
სიხშირეზეც.
სმენადობის ზღურბლი - ბგერის მინიმალური ძალა, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს
ხმიანობის შეგრძნება. სმენადობის ზღურბლის ათვლის დონე აღინიშნება 0 დბ-ით.
დეციბელი - ბგერის ინტენსივობის საზომად მიღებულია არა აბსოლუტური, არამედ
შედარებითი სიდიდეები. კერძოდ, ძალის საზომ ერთეულად მიჩნეულია დეციბელი.
ტერმინი „ბელი“ შემოღებულია ტელეფონის გამომგონებლის ალექსანდრე გრეხემ ბელის
საპატივსაცემოდ. იგი გამოხატავს ორ ინტენსივობას შორის შეფარდებას ლოგარითმული
ერთეულებით - logI/I0, სადაც I მოცემული ინტემსივობის ბგერაა, ხოლო - სტანდარტული
ბგერა (0.000204 ბარი 1000 ჰც-ზე). უფრო მოსახერხებელი გახდა მისი მეათედი ნაწილის
გამოყენება. უნდა აღინიშნოს, რომ დეციბელი ბგერის ძალია ფიზიკური სიდიდეა და არ
გამოხატავს ხმიანობის ძალას.
ინტენსივობის მიხედვით შეიძლება გამოვყოთ შემდეგი ბგერები:
ჩურჩული = 30 დბ
სალაპარაკო ხმა = 60დბ
ქუჩის ხმაური = 70 დბ
ხმამაღალი ლაპარაკი = 80 დბ
ყვირილი = 110 დბ
თვითმფრინავის ძრავის ხმაური = 120 დბ
დისკომფორტი ყურისთვის = 120დბ
ტკივილის გამომწვევი = 130დბ
ოტოტოპიკა - ბგერის ლოკალიზაციის განსაზღვრის უნარი. ემყარება იმას, რომ ადამიანს
ბინაურალური (ორი ყური) აქვს. ბგერის ლოკალიზაციის განსაზღვრას ძირითადად ორი
ფაქტორი განაპირობებს. განსხვავება ორი ყურის მიერ აღქმის დროსა და მათზე
მოქმედიბგერის ძალაში. თუ ბგერის წყარო მარჯვნივაა, მაშინ მარჯვენა ყურზე ბგერა
იმოქმედებს უფრო ადრე, ვიდრე მარცხენაზე, ამავე დროს მარცხენა ყურთან უფრო
შესუსტებული ბგერა აღწევს.

ბგერითი წნევა
ბგერითი ტალღები ატმოსფერული წნევის ძალიან სუსტ რხევას იწვევენ. წნევის ეს რხევები
შესაძლებელია გავზომოთ ფიზიკური ერთეულით. წნევის ერთეულია 1 პასკალი (პა). 1პა
უტოლდება ბგერით წნევას დისკოთეკაზე. ადამიანის ყურს შეუძლია აღიქვას 20 µპა წნევის
მქონე რხევები (2×10 -5პა -სმენის ზღურბლი). ტკივილის ზღურბლი მიიღწევა როცა ბგერითი
წნევა უტოლდება 20 პა-ს, რაც მილიონჯერ აღემატება ნორმალური სმენის ზღურბლს.
დიაპაზონს, რომელშიც ადამიანს შეუძლია აღიქვას აკუსტიკური სტიმულები
დისკომფორტის გარეშე, დინამიური დიაპაზონი ეწოდება. ადამიანის ყური ბგერის
ხმამაღლობას მისი განსხვავებული წნევის შემთხვევაში აღიქვავს ლოგარითმული და არა
ხაზოვანი ფორმით. . ამ ლოგარითმულ დამოკიდებულებას სტიმულს და მის აღქმას შორის
ვებერ- ფეხნერის კანონი ეწოდება.

ბგერითი წნევის დონე (ბწდ) Sound pressure level (SPL)


ბგერის წნევის ლოგარითმული შკალა რომ წარმოვიდგინოთ ბგერის წნევა p უნდა
შევაფარდოდ ეტალონურ სიდიდესთან p0. მიღებულ მაჩვენებელს უწოდებენ ბგერითი წნევის
დონეს, ეტალონურ სიდიდედ მიღებულია 20 µპა. ბგერის აღნიშნული წნევა სმენის
ზღურბლს შეესაბამება. კერძოდ კი ეს არის წნევა ბგერისა რომლის შემთხვევაში აღიქვამს 2-3
კჰც სიხშირის გახანგრძლივებულ ტონს??
ბწდ იზომება დეციბელებში. მისი ფორმულა კი გამოისახება შემდეგნაირად:

Lp = 20 ×log10 P/P0 ანუ Lp = 20 ×log10 P/20 მკპა

You might also like