You are on page 1of 13

ფიზიკის პრეზენტაცია

მექანიკური რხევები, ტალღები. ტალღის


თვისებები, ინფრაბგერა, აკუსტიკური
ტალღები, ულტრაბგერა, დოპლერის ეფექტი

სტუდენტი: შოთა თოდაძე


მექანიკური ტალღები
არსებობს სხვადასხვა სახის მექანიკური
ტალღები. 
თუ გარემოს ნაწილაკები განიცდიან ტალღის გავრცელების
მართობული მიმართულებით გადაადგილებას, მაშინ
ტალღას განივს უწოდებენ. ამგვარი ტალღების მაგალითად
გამოდგება ტალღები, რომლებიც გაჭიმულ რეზინაზე ან სიმზე
მოძრაობს (გარბის)

თუ გარემოს ნაწილაკების გადანაცვლება ხდება ტალღის


გავრცელების მიმართულებით, მაშინ
ტალღას გრძივს უწოდებენ. ტალღები დრეკად ღეროში ან
ბგერითი ტალღები აირში ასეთი ტალღების მაგალითს
წარმოადგენენ.
მექანიკური რხევები

მექანიკური რხევები ეწოდება მექანიკური მოძრაობის


აღმწერი (სიჩქარე, გადაადგილება, კინეტიკური და
პოტენციური ენერგია და ა.შ.) ფიზიკური სიდიდეების
პერიოულ (ან თითქმის პერიოდულ) ცვლილებებს.
ტალღის სიგრძე - სიდიდე, რომელიც გვიჩვენებს მანძილს,
რომლის შემდეგაც მეორდება ტალღის ფორმა. ის როგორც წესი,
განისაზღვრება როგორც მანძილი ტალღის ორ უახლოეს წერტილს შორის,
რომელებსაც ერთი და იგივე ფაზა აქვთ, მაგალითად ორ უახლოეს მაქსიმუმს
ან მინიმუმს შორის. ტალღის სიგრძე როგორც წესი
აღინიშნება ბერძნული ასოთი (λ)

ტალღის სიგრძე შეიძლება გაიზომოს ორ


ნებისმიერ მომდევნო წერტილს შორის,
რომლებსაც ერთი და იგივე ფაზა აქვთ
(მაგალითად ორ მაქსიმუმს შორის).
ტალღის სიხშირე

ერთი გარემოდან მეორე გარემოში


ტალღის გადასვლის დროს სიხშირე
და პერიოდი არ იცვლება
ინფრაბგერ

ინფრაბგერა ეწოდება 16 ჰერცზე დაბალი სიხშირის ბგერას, რაც ადამიანის სმენადობის
მინიმალურ სიხშირულ ზღვარს შეესაბამება. სიხშირის შემცირებასთან ერთად ადამიანის
სმენადობა სულ უფრო ნაკლებად მგრძნობიარე ხდება , და შესაბამისად იმისთვის რომ
ადამიანმა აღიქვას ინფრაბგერის სიგნალი  ბგერის წნევა უნდა იყოს საკმაოდ დიდი.
ინფრაბგერის მეშვეობით შესაძლებელია  მიწისძვრების მონიტორინგი, ასევე დედამიწის შიდა
ფენებში ნავთობის მარაგის ძიება. ინფრაბგერის მნიშვნელოვანი თვისება იმაში მდგომარეობს ,
რომ მას შეუძლია ძალიან დიდი მანძილების დაფარვა ძალიან მცირე  დისიპაციით.

სიხშირის მიხედვით ისინი


იყოფიან ინფრაბგერის (16
ჰერცზე დაბალი სიხშირის),
ადამიანისთვის აღქმად (16
ჰერციდან 20,000 ჰერცამდე)
და ულტრაბგერის რხევებად
(20,000 ჰერცზე მაღალი
სიხშირე).
ულტრაბგერა
ულტრაბგერა  ისეთი ბგერაა, რომლის ტალღის სიხშირე უფრო მაღალია, ვიდრე
ადამიანის ყური აღიქვამს. ულტრაბგერის სიხშირე აღემატება  20,000 რხევას წამში, ანუ 
20,000 ჰერცი (ჰც).  ულტრაბგერები მნიშვნელოვანია ადამიანისა და ზოგიერთი
ცხოველისთვის.
ექოლოკაცია
ცხოველები, როგორიცაა ღამურა და დელფინი, 
გზავნის გარემოში ულტრაბგერებს და იყენებს მათ
ექოს, რათა გაარკვიოს საგნების მდებარეობა,
რომელსაც ვერ ხედავს. ამ მოვლენას ექოლოკაცია
ეწოდება. ექოლოკაციის გზით ცხოველები თავს
არიდებენ  საგნებთან შეჯახებას, ასევე იყენებენ
მსხვერპლის დასაჭერად. სურათზე გამოსახული
ღამურა ექოლოკაციის გზით იჭერს პეპელას.
ულტრაბგერა მედიცინაში
მთლიანი ორგანიზმის რეაქცია ულტრაბგერის
ზემოქმედებაზე საკმაოდ მრავალფეროვანია .
ულტრაბგერით გამოწვეული ცვლილებების სიდიდე და
ხასიათი ერთი მხრივ დამოკიდებულია ულტრაბგერის
სიხშირეზე, მის ინტენსივობასა და ზემოქმედების
დროზე, ხოლო მეორეს მხრივ, თვით ობიექტის
სტრუქტურულ თავისებურებებზე, მის ფიზიკო-ქიმიურ
თვისებებზე.ზოგადად თუ ვიტყვით, ულტრაბგერა
შეიძლება იწვევდეს დამაზიანებელ, დამთრგუნველ და
მასტიმულირებელ ზემოქმედებას. 1 ვტ/სმ2-ზე ნაკლები
ინტენსივობის ულტრაბგერა უმეტეს შემთხვევაში
მასტიმულირებელ ზემოქმედებას ახდენს ცოცხალ
ობიექტებზე. დამთრგუნველი და დამაზიანებელი
ზემოქმედება ახასიათებს მაღალი (1,5 - 3 ვტ/სმ2-ზე და
უფრო მეტი) ინტენსივობის ულტრაბგერას.
ულტრაბგერის ხსენებული მახასიათებლების გამო იგი
მედიცინის სხვდასხვა დარგში აქტიურად გამოიყენება .
მათ რიცხვს მიეკუთვნება სტომატოლოგია,
გინეკოლოგია, უროლოგია და სხვა.
დოპლერის ეფექტი
მიმღების ან გადამცემის ურთიერთ
მოძრაობით გამოწვეული ტალღის სიგრძისა
და სიხშირის ცვლილება. ამ მოვლენას
ვხვდებით ყოველდღიურ ცხოვრებაშიც,
მაგალითად როდესაც დამკვირვებლის
გვერდით გაივლის მანქანა ჩართული
სირენით. წარმოვიდგინოთ რომ სირენა
გამოსცემს გარკვეულ ტონს და იგი არ
იცვლება. როდესაც მანქანა არ მოძრაობს
დამკვირვებლის მიმართ, მას ესმის ზუსტად ის
ტალღის წყარო მოძრაობს
ტონი რომელსაც გამოსცემს სირენა. ხოლო მარცხნივ. ე.ი. მარცხნივ
თუ მანქანა მოძრაობს დამკვირვებლისკენ, ტალღის სიხშირე იზრდება,
ხმის ტალღის სიხშირე გაიზრდება, სიგრძე კი ხოლო მარჯვნივ მცირდება.
შემცირდება
დოპლერის ეფექტის არსი
თუ წყარო მოძრაობს, ტალღებს შორის მანძილი (ტალღის
სიგრძე) დამოკიდებულია მოძრაობის სისწრაფეზე და
მიმართულებაზე. თუ წყარო მიმღების მიმართულებით
მოძრაობს, ე.ი. ეწევა მის მიერ გამოსხივებულ ტალღებს,
ტალღის სიგრძე მცირდება. თუ შორდება - ტალღის სიგრძე
იზრდება.
ულტრა და ინფრა ბგერა
THANK
YOU

თუ ვინმე დაიღალეთ
FOR
LISTENING

ჩამოჯექით

You might also like