You are on page 1of 18

შრომის აკუსტიკური გარემო.

საწარმოო ხმაურის მახასიათებლები და მათი


ნორმირება. ადამიანის ორგანიზმზე ხმაურის მავნე ზემოქმედება. მუდმივი
და არამუდმივი ხმაური. ზღვრული დასაშვები ნორმები. ხმაურის ჯამური
დონე . ხმაურის გასაზომი საშუალებები. ხმაურთან ბრძოლის მეთოდები.

ხმაური, როგორც ფიზიკური მოვლენა წარმოადგენს სხვადასხვა სიხშირისა და


ინტენსივობის ბგერების ერთობლიობას.

ბგერა ხან კარგად გვესმის ხან კი ცუდად, ეს დამოკიდებულია თვით ბგერის


ძალაზე. ბგერის ტალღის ძალა ან ბგერის ძალა არის ენერგიის რაოდენობა, რომელიც
გადის ერთეულ დროის განმავლობაში ბგერის ტალღის გავრცელების
პერპენდიკულარულად მოთავსებული ფართობის ერთეულში (სმ2). ბგერის ტალღის
ძალა მით მეტია, რაც მეტია რხევის ამპლიტუდა. როდესაც რხევის წყარო ქრება ე. ი.
მცირდება მისი ამპლიტუდა, მასში გბერის ძალა კლებულობს და მასთან ერთად
კლებულობს სმენადობაც.

გარდა რხევის ამპლიტუდისა, ბგერის ტალღის ძალა დამოკიდებულია ფართობის


ზედაპირზე, საიდანაც ხდება ბგერის ტალღების გამოსხივება. ასე მაგალთად, თუ
წყალში ფართო ფიცარს ვამოძრავებთ, წარმოიშობა გაცილებით დიდი ტალღები, ვიდრე
წვრილი ჯოხის მოძრაობის დროს. მსგავსი მოვლენა ხდება ბგერებშიც, როდესაც
ახმოვანებულ კამერტონი გვიჭირავს ხელში, იგი სუსტად ჟღერს, მაგრამ თუ
კამერტონის ერთ ბოლოს მივადებთ მაგიდაზე იგი იხმაურებს გაცილებით ხმამაღლა,
თუმცა შედარებით მოკლე დროის განმავლობაში. ეს იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში
კამერტონი იწვევს მეტი ფართობის რხევას, ვიდრე თვით კამერტონის ზედაპირია.
მაშასადამე, რაც მეტია ხმოვანი ზედაპირი, მით მეტია ბგერის ბგერის ტალღის ძალა.

ბგერის ტალღის ძალის დამოკიდებულება ბგერის წყაროს მანძილზე.

ა) ცილდება რა ბგერის ტალღა წყაროს, იზრდება სივრცე, რომელშიც იგი


ვრცელდება, რის გამოც ბგერის ტალღის ძალა თანდათან მცირდება და ადამიანის
სმენის ორგანოს ხვდება შედარებით მცირე ენერგია.

ბ) ბგერის ტალღის ენერგია შთაინთქმება გარემოში, რომელშიც იგი ვრცელდება


და საბოლოოდ გადადის სითბოში, რამდენადაც ნაკლებია ბგერის ტალღის ენერგიის
შთანთქმა გარემოში, მით მეტია მისი ბგერის გამტარობა.

გ) დიდი მოცულობის ცარიელ შენობებში და სათავსებში წარმოქმნილ ბგერას თან


მოყვება გუგუნი, ეს აიხსნება იმით, რომ ბგერის ტალღები აირეკლება კედლებიდან ისე,
როგორც ნაპირიდან წყლის ზედაპირზე მოძრავი ტალღები.

1
ტონი და ხმაური: ყოველდღიურ პრაქტიკაში გვხვდება მრავალი სხვადასხვაგვარი
ბგერები : სიმღერა, შრიალი, ხმაური, ყვირილი, სტვენა და სხვა.

ისეთ ბგერებს, როლებშიც ადვილად ვარჩევთ ხმამაღლობას, ტონი ეწოდება, ასეთს


ეკუთვნის მუსიკალური ბგერები. ისეთ ბგერებს, რომლებშიც ადვილად ვარჩევთ
ხმამაღლობას ტონი ეწოდება, ასეთს ეკუთვნის მუსიკალური ბგერები. ისეთ ბგერებს კი,
რომელშიც არ შეიძლება გავარჩიოთ ხმამაღლობა, ხმაური ეწოდება. ბუნებაში ხშირად
გვხვდება ტონისა და ხმაურის თანხვედრა, მაგალითად ხერხის წივილი.

ტონს ვღებულობთ რხევის თანმიმდევრული პერიოდის დროს. თუ ბგერის წყარო


შეასრულებს ერთ რხევას (დარტყმა, გასროლა) ან რამდენიმე რხევას ცვლადი
პერიოდით, ასეთ ბგერას ადამიანის სმენის ორგანო ვერ შეიგრძნობს, ისე, როგორც
ტონს. ეს არის განსხვავება ხმაურსა და ტონს შორის.

ტონის ხმამაღლობა (სიმაღლე): ავიღოთ ფოლადის ღერო, მისი ერთი ბოლო


უძრავად დავამაგროთ, მეორე კი გადავხაროთ და მოვიყვანოთ რხევით მოძრაობაში.
დაკვირვევებებმა აჩვენა, რომ თუ ღეროს სიგრძეს დავამოკლებთ, რითაც რხევის
სიხშირე გაიზრდება, გავიგონებთ ჯერ დაბალ და შემდეგ გაცილებით მაღალ ხმას, რაც
მოწმობს იმას, რომ ტონის ხმამაღლობა განისაზღვრება რხევის სიშირით.

რეზონანსი: როდესაც გარეგანი პერიოდული ძალის ზეგავლენით, მაგალითად


პერიოდული ბიძგებით ან ტალღებით, ადგილი აქვს იძულებით რხევებს, ყველაზე დიდ
ამპლიტუდას მათ შორის აღწევენ მხოლოდ ისინი, რომელთა თავისუფალი რხევები
სიდიდით ახლოს ან თანხვედრი არიან იძულებული რხევის პეროიოდთან, აღნიშნულ
მოვლენას რეზონანსი ეწოდება.

როდესაც იძულებითი რხევის სიხშირე (გაუტოლდება) დაემთხვევა თავისუფალი


რხევის სიხშირეს და მათ შორის ამპლიტუდა, წონასწორობის მდგომარეობიდან
უდიდესი გადახრა მიაღწევს მაქსიმუმს, დგება (ეწოდება) რეზონანსის მოვლენა.

ბგერის რეზონანსი: ბგერული მოვლენის მიმართ რეზონასს შეიძლება მივცეთ


შემდეგი განმარტება: ბგერის ტალღები ძლიერად არხევენ მხოლოდ იმ სხეულებს,
რომლებიც ბგერის წყაროსთან ერთ ტონში ჟღერენ. ასე, მაგალითად გიტარის ორი სიმი
ერთ ტონზე მოვმართოთ, შემდეგ ერთი მათგანი ავაჟღეროთ და მაშინვე ხელით
გავაჩეროთ, შევამჩნევთ, რომ მეორე სიმი აჟღერდება.

ხმაურის ფიზიოლოგიური გავლენა ადამიანის ორგანიზმზე

ხმაური არასასიამოვნოდ მოქმედებს ნერვულ სისტემაზე, რაც ხელს უშლის


მუშაობას და დასვენებას. ცნობილია, რომ უმნიშვნელო ხმაურიც კი ხელს უშლის და
გავლენას ახდენს ადამიანის გონივრულ მუშაობაზე, უფრო რთულ საკითხს

2
წარმოადგენს ხმაურის ზემოქმედების განსაზღვრა შრომის ნაყოფიერებაზე, კერძოდ
კუნთოვან სისტემაზე. დადგენილია, რომ ხმაური ვნებს არა მარტო სმენის ორგანოს,
არამედ მთელ ორგანიზმს. მაგალითად დაფაზე ცარცის გაჭრიალება სმენას არ ვნებს,
მაგრამ ასეთი ხმაურისაგან ადამიანს ტანში ჟრუანტელი დაუვლის და მუცლის არეში
აღიგზნება არასასიამოვნო გრძნობა, აქედან შეგვიძლია დავასკვნათ, კანი და შინაგანი
ორგანოების ნერვული სისტემა უარყოფითად რეაგირებს მასზე, რაც სმენისათვის არ
წარმოადგენს მავნე აღგზნებას მკვლევარების მიერ დამტკიცებულია, რომ ჰიპერტონია,
კუჭის წყლული და გასტრიტი უმთავრესად გვხდება ხმაურიან წარმოებაში მომუშავეთა
შორის. უნდა აღვნიშნოთ, რომ საწარმოო ხმაურის ხანგრძლივი ზემოქმედება იწვევს
დაყრუებას, თავის ტკივილს, სისუსტეს, მოკლე დროის განმავლობაში დაღლას, ცუდ
ძილს, ტკივილებს გულის არეში, მაზსოვრობის შესუსტებას და სხვა.

ბგერის ტალღების წარმოშობა

ხმაური, როგორც ფიზიკური მოვლენა, წარმოადგენს სხვადასხვა სიხშირის და


ინტენსივობის ბგერების ერთობლიობას, ფიზიოლოგიურად ჩვენი სმენის ორგანოებისა
და ნერვული სისტემის მიერ ხმამაღლობისა და ტონის სიმაღლის სუბიექტურ
შეგრძნებას. ბგერის ტალღები წარმოიქმნება რომელიმე სხეულის მექანიკური რხევის
შედეგად მყარ, თხევად და გაზისებურ არეში.

ბგერის წარმოშობის პროცესი მარტივად შეგვიძლია ასე წარმოვიდგინოთ: ავიღოთ


ღერო, მისი ერთი ბოლო უძრავად დავამაგროთ თავის მხარე კი გადავხაროთ და
გავათავისუფლოთ, დავინახავთ, რომ ღერო დაიწყებს რხევით მოძრაობას.
დაკვირვებები გვიჩვენებს, რომ როდესაც ღერო უძრავია, მის ირგვლივ ჰაერს აქვს
ერთნაირი სიმკვრივე, როდესაც ღერო განიცდის რხევას, მის ერთ მხარეზე ჰაერი
შესქელებულია, მეორეზე კი გაიშვიათებული, რომელიც გარემოში ვრცელდება ბგერის
ტალღის სახით გარკვეული სიჩქარით.

ბგერის ტალღის მიერ რხევის ერთ პერიოდში განვლილ მანძილს ტალღის სიგრძე
ეწოდება. ტალღის სიგრძე λ დამოკიდებულია გარემოში რხევადი ნაწილაკების
გავრცელების სიჩქარეზე და რხევის სიხშირეზე. თუ რხევის სიხშირეს ავღნიშნავთ f,
გავრცელების სიჩქარეს c - თი მაშინ ბგერის ტალღის სიგრძე:

𝐶
λ=
𝑓

3
ბგერის ტალღის გავრცელების სისწრაფე დამოკიდებულია იმ გარემოს დრეკად
თვისებებზე, რომელშიც იგი ვრელდება. რამდენადაც დრეკადია გარემო, იმდენად
ნაკლებია ბგერის გავრცელების სიჩქარე, მაგალითად, ჰაერში ბგერის გავრცელების
სისწრაფე ტოლია 332 მ/წმ (00C და 1 ატმ წნევაზე); 343 მ/წმ (200C და 1 ატმ წნევაზე);
ბეტონში 4000 მ/წმ; ლითონში 5000 მ/წმ.

ბგერული პროცესი წარმოშობს შესქელებულ და გაიშვიათებულ ზონებს


(შესქელებული მხარეზე წნევა ყოველთვის მეტია გაიშვიათებულ მხარესთან
შედარებით). ჭარბ წნევას, რომელიც წარმოიშობა გარემოში ბგერის ტალღის გავლის
დროს, ბგერული წნევა ეწოდება და აღინიშნება P ნ/მ2 = 10 დინ/სმ2.

ხმაურის აღქმა

სმენის ორგანოს საშუალებით ბგერის ტალღის აღქმა ხდება შემდეგნაირად: გარე


და შუა ყურს შორის მოთავსებულია ყურის აპკი, როდესაც ბგერის ტალღები აღწევენ
ყურის აპკს, ეს უკანასკნელი განიცდის რხევას (ე. ი. ყურის აპკი ჩაიზნიქება და
ამოიზნიქება, ისეთივე სიხშირით, როგორიც ახასიათებს ბგერის წყაროს, ყურის აპკის
რხევითი მოძრაობა გადაეცემა ნერვულ სისტემას, რომელიც აღიზიანებს მას და იწვევს
ბგერის აღქმას.

ბგერის სიხშირე, რომელიც ადამიანის სმენის ორგანომ შეიძლება აღიქვას,


ცვალებადობს 16 – 20 - ჰერციდან 20000 ჰერცამდე. აღნიშნული ზღვრები ერთნაირი არ
არის ყველა ადამიანისათვის, იგი დამოკიდებულია მის ასაკზე და სმენის ორგანოს
მდგომარეობაზე.

ბგერა ფიზიკურად ხასიათდება ძალით და რხევის სიხშირით, ფიზიოლოგიურად


კი ტონის ხმამაღლობით. (16 ჰერცამდე - ინფრაბგერები; 20000 - ის ზევით
ულტრაბგერები; 1010 ჰც - ის ზევით ჰიპერბგერები).

ბგერის ძალა დამოკიდებულია რხევის ამპლიტუდაზე, მისი ხმამაღლობა კი


რხევის სიხშირეზე. ვინაიდან ადამიანის ყური და ტექნიკაში გამოყენებული ხმაურის
გასაზომი ხელსაწყოები წარმოადგენენ ბგერის წნევის მიმღებს, ამიტომ ბგერითი არე,
გარდა ბგერული ძალისა, შეიძლება დავახასიათოთ ბგერული წნევითაც.

სმენადობა დამოკიდებულია არა მარტო ბგერის სიხშირეზე, არამედ ბგერის


წნევაზეც. მაქსიმალური და მინიმალური ბგერის ძალის ან წნევის დონეს, რომელსაც
ადამიანი შეიგრძნობს, როგორც ბგერას, სმენადობის ზედა და ქვედა ზღვარი ეწოდება.
ზედა ზღვარი ეს არის ბგერის ძალის ან წნევის ისეთი დონე, რომელზეც ადამიანს აქვს
მტკივნეული შეგრძნება, რის გამოც მას მტკივნეული დონე ეწოდება.

4
თანაბარი ხმამაღლობის ბგერების მრუდები.

ქვედა ზღვარი არის ძალის ან წნევის ისეთი დონე, საიდანაც იწყება ჩვენი სმენის
ორგანოს საშუალებით მინიმალური სიდიდის ბგერის შეგრძნება. ბგერის წნევათა დონე
შემოსაზღვრულია ორი მრუდით.

ქვედა მრუდი შეესაბამება ქვედა ზღვარს (საიდანაც იწყება მინიმალური სიდიდის


ბგერის შეგრძნება) ზედა მრუდი კი მტკივნეულ დონეს 1000 ჰერცი სიხშირის
შემთხვევაში სმენადობის ქვედა ზღვარი ტოლია 10 -9
ერგ/სმ2. წმ ზედა ზღვარი კი 10 4

ერგ/სმ2. წმ, ვინაიდან ადამიანის სმენის ორგანო რეაგირებს არა წნევის და ძალის
აბსოლუტურ ნამატზე, არამედ მათ ფარდობაზე და იმისათვის, რომ საქმე არ გვქონდეს
ასეთ დიდ რიცხვებთან, ვსარგებლობთ ლოგარითმული სკალით:

lg 104 / 10-9 = lg 1013 = 13 ბელი

ბელი წარმოადგენს ბგერის ძალის დონის ერთეულს:

L = lg Ix / I0 ბელი

სადაც Ix - ბგერის ძალის დონე x დონეზე;

I0 - ბგერის ძალის დონე სმენადობის ქვედა ზღვარზე.

ბგერის ძალის დონის 1 ბელით მომატება ხმამაღლობას ზრდის დაახლოებით 2 -


ჯერ, ადამიანის სმენის ორგანოს კი გააჩნია უნარი აღიქვას ბგერის ხმამაღლობის უფრო
ნაკლები ცვლილება, ამიტომ ვსარგებლობთ არა ბელებით, არამედ დეციბელებით (დბ).

5
L = 10 lg Ix / I0 დბ.

ბგერის ტალღის წნევის დონე განისაზღვრება შემდეგი ფორმულით:

L = 10 lg Px2 / P02 დბ. = 20 L = 20 lg Px / P0 დბ.

PX – ბგერის წნევა x დონეზე;

P0 - ბგერის წნევა სმენადობის ქვედა ზღვარზე.

ხმაურის მთელი სკალა, შეგრძნების ქვედა ზღვარიდან ზედა მტკივნეულ


ზღვრამდე, დაყოფილია 130 -140 დბ.

ბგერის ძალა ან ბგერის წნევის დონე თავისთავად არ განსაზღვრავს ადამიანის


ორგანიზმზე ხმაურის მავნე მოქმედების ხარისხს. ერთნაირი დონის, ხოლო სხვადასხვა
სიხშირის ბგერებს ადამიანი აღიქვამს, როგორც არაერთნაირი ხმამაღლობის ბგერას.
იმისათვი, რომ გავარჩიოთ სმენის ორგანოს მგრძნობელობა სხვადასხვა სიხშირის
ბგერებისადმი, შემოღებულია ბგერის ხმამაღლობის დონის ცნება, რომელიც ფონებში
იზომება.

ნახაზზე მოყვანილი მრუდებიდან შეიძლება დავასკვნათ, რომ ხმამაღლობის


დონის და ბგერის წნევებს შორის რაოდენობითი სხვაობა მით მეტია, რამდენადაც ბგერა
სუსტია და სიხშირე ნაკლები. ძლიერი ბგერების შემთხვევაში, როდესაც ბგერის წნევის
დონე აღწევს 80 დეციბელზე ზევით, ხმამაღლობა და ბგერის წნევის დონე თითქმის
ერთნაირია, რაც აიხსნება იმით , რომ ამ შემთხვევაში ხმამაღლობა უმთავრესად
განისაზღვრება ბგერის წნევის დონით და თითქმის არ არის დამოკიდებული
სიხშირეზე.

ხმაღლობის დონე ფონებში არ იძლევა ხმამაღლობის ფიზიოლოგიურ შეგრძნებას.


ასე, მაგალითად თუ ხმამაღლობის დონეს შევცვლით 2 - ჯერ 30 - დან 60 ფონამდე,
ხმამაღლობის შეგრძნება გაიზრდება არა ორჯერ, არამედ გაცილებით მეტჯერ.
იმისათვის, რომ დავამყაროთ რაოდენობრივი კავშირი ხმამაღლობის დონესა და
ხმამაღლობის ფიზიოლოგიურ შეგრძნებას შორის, შემოტანილია ხმამაღლობის სკალა,
რომლის ერთეულად მიღებულია სონი.

ნახაზზე მოცემული რიცხვები 30 – 130 გამოსახულია ფონებში: 0,5 – 500 სონებში,


როგორც ნახაზიდან ჩანს 1 სონი ხმამაღლობას შეესაბამება ხმამაღლობის დონე 40 ფონი.
ნომოგრამაზე მოყვანილი ხმამაღლობის სკალა საშუალებას გვაძლევს შევადაროთ
ერთიმეორეს ბგერის ხმამაღლობა.

მაგალითად, პირველი ბგერის სიხშირე f – 100 ჰც; ბგერის წნევა L = 61 დბ; მეორე
ბგერის სიხშირე f = 500 ჰც; L = 61 დბ.

6
42 ნახაზზე მოცემული თანაბარი ხმამაღლობის მრუდებიდან ვპოულობთ L = 40
ფონს; L = 60 ფონს, შემდეგ ნომოგრამის საშუალებით (43) ადვილად განვსაზღვრავთ,
რომ პირველი ბგერის ხმამაღლობა ტოლია ერთი სონისა, მეორე კი - 4 სონის. როგორც
ჩანს, მეორე ბგერის ხმამაღლობა ოთხჯერ მეტი ყოფილა პირველთან შედარებით.

ხმაურის ჯამური დონის გამოთვლა

როდესაც ხმაურის რამდენიმე წყარო ერთდროულად მოქმედებს, ბგერის ჯამური


დონე შეიძლება ვიანგარიშოთ შემდეგი ფორმულით:

L = L1 + 10 lgn

სადაც, L1 - ხმაურის ერთი წყაროს დონე;

n - ხმაურის წყაროთა რაოდენობა.

მაგალითი: დავუშვათ საამქროში მოთავსებულია 10 სახატო დაზგა თითეული


მათგანის ბგერის წნევის დონე ტოლია 85 დბ. ბგერის წნევის დონეთა ჯამური სიდიდე:

L = 85 + 10 lg10 = 95 დბ.

როდესაც ბგერის წნევათა დონე სხვადასხვაა, ჯამური დონე განისაზღვრება


ფორმულით:

L = L1 + ∆L

სადაც L1 - არის ორი შესაკრებიდან უდიდესი ბგერის წნევა დბ;

∆L - დანამატი, რომელიც განისაზღვრება გრაფიკის საშუალებით. (ნახ 44)

მაგალითი: დავუშვათ საამქროში მუშაობს 3 ვენტილატორი; პირველი


ვერტილატორის ბგერის წნევის დონე: L1 = 90 დბ; L2 = 84; L3 = 81 დბ.

განვსაზღვროთ ბგერის წნევის საერთო დონე. გავიგოთ პირველი და მეორე


ვენტილატორების ბგერის წნევის ჯამური დონე:

L1 – L2 = 90 -84 = 6 დბ.

როგორც გრაფიკიდან ჩანს ნამატი ∆L, მაშინ ჯამური დონე

L1, 2 = 90 + 1 = 91 დბ.

7
შემდეგ ვპოულობთ:

L1, 2 – L3 = 91 – 81 = 10

იმავე გრაფიკიდან ∆L = 0,5 დბ, მაშინ სამივენტილატორის ჯამური დონე:

L1, 2, 3 = 91 + 0,5 = 91,5 დბ.

ხმაურის დასაშვები ნორმები

საწარმოო ხმაური სიხშირის მიხედვით იყოფა 3 ჯგუფად:

დაბალი სიხშირის ხმაური 250 (350) ჰერცამდე, რომელიც წარმოიშობა ნელი


სვლით და არა დარტყმით მომუშავე მანქანების მუშაობის დროს, ნორმა 90 -100 დბ.

8
საშუალო სიხშირის ხმაური 250 – 500 (350-800) ჰერცი, წარმოიშობა მბრუნავი
მანქანების და აგრეგატების მუშაობის დროს; ნორმა 85 – 90 დბ.

მაღალი სიხშირის ხმაური 500 – 8000 ჰც (800 - ის ზევით), წარმოიშობა დარტყმითი


მანქანების, აგრეგატების და დაზგების მუშაობის დროს; ნორმა 75 – 85 დბ.
ხმაურის დადგენა წარმოებს აგრეთვე ნორმალური ხმამაღლობის ლაპარაკის
მიხედვით, ხმაური შეიძლება ჩაითვალოს დასაშვებად, როდესაც ხმაურის წყაროდან1,5
მეტრის მანძილზე 50 წარმოთქმული სიტყვიდან 40 სიტყვა სწორადაა გაგებული.
სანიტარული ნორმები გამოსახულია ცხრილში:

დასაშვები ნორმები
სათავსებისა და ტერიტორიების გამოყენებითი Lდღე (დბA)
№ Lღამე
ფუნქციები დღე საღამო

(დბA)
1 სასწავლო დაწესებულებები და სამკითხველოები 35 35 35
სამედიცინო დაწესებულებების სამკურნალო
2 40 40 40
კაბინეტები
3 საცხოვრებელი და საძილე სათავსები 35 30 30

სტაციონარული სამედიცინო დაწესებულების


4 35 30 30
სამკურნალო და სარეაბილიტაციო პალატები

სასტუმროების/ სასტუმრო სახლების/ მოტელის


5 40 35 35
ნომრები
6 სავაჭრო დარბაზები და მისაღები სათავსები 55 55 55
7 რესტორნების, ბარების, კაფეების დარბაზები 50 50 50
მაყურებლის/მსმენელის დარბაზები
8 30 30 30
და საკრალური სათავსები
9 სპორტული დარბაზები და აუზები 55 55 55
მცირე ზომის ოფისების (≤100 მ ) სამუშაო
3
10 40 40 40
სათავსები და სათავსები საოფისე ტექნიკის გარეშე
დიდი ზომის ოფისების (≥100 მ3) სამუშაო
11 45 45 45
სათავსები და სათავსები საოფისე ტექნიკით
12 სათათბირო სათავსები 35 35 35
ტერიტორიები, რომლებიც უშუალოდ ემიჯნებიან
დაბალსართულიან (სართულების რაოდენობა ≤6)
13 საცხოვრებელ სახლებს, სამედიცინო 50 45 40
დაწესებულებებს, საბავშვო და სოციალური
მომსახურების ობიექტებს
ტერიტორიები, რომლებიც უშუალოდ ემიჯნებიან
მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლებს
14 (სართულების რაოდენობა >6), კულტურულ, 55 50 45
საგანმათლებლო, ადმინისტრაციულ და
სამეცნიერო დაწესებულებებს

9
ტერიტორიები, რომლებიც უშუალოდ ემიჯნებიან
15 სასტუმროებს, სავაჭრო, მომსახურების, სპორტულ 60 55 50
და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს

სანიტარული ნორმების მიხედვით საწარმოო ხმაური საცხოვრებელი შენობების


ფანჯრების წინ გარედან 2 მეტრის მანძილზე არ უნდა აღემატებოდეს 50დბ-ს დღის
განმავლობაში და 30-35 დბ ღამე. საცხოვრებელ სახლებში, ბინებში (ოთახებში)
მაქსიმალურად დასაშვები ბგერის წნევის დონე არ უნდა აღემატებოდეს დღე 35დბ,
ხოლო ღამე 30 დბ.

ბგერის სიხშირის დიაპაზონს ყოფენ რხევის სიხშირის ზოლებად (ოქტავებად).


ხმაურის სპექტრი ხასიათდება ობიექტური (წნევა, ინტენსივობა) მახასიათებლის
დონეებით, რომლებიც განაწილებულია სიხშირის აქტიური ზოლების მიხედვით.

სიხშირის ზოლი, რომელსაც ოქტავას უწოდებენ, ეს არის რხევის სიხშირის


დიაპაზონი, რომლის ზედა ზღვარი 2 - ჯერ აღემატება ქვედა ზღვარს f 2 = 2f1.
შესაბამისად მივიღეთ ოქტავური ზოლები, სადაც განიხილება ხმაურის სპექტრი: 31,5;
63; 125; 250; 500; 1000; 2000; 4000; 8000.

საწარმოო ხმაურის ხასიათი ცვალებადია და ის დამოკიდებულია მისი


წარმოშობის წყაროს სახეობაზე. ამის მიხედვიტ ცნობილია ოთხი ძირითადი სახის
ხმაური: მექანიკური, დარტყმითი, აეროდინამიკური და ფეთქებადი.

მექანიკური ხმაური წარმოიქმნება სისტემაში არსებული ცალკეული დეტალების


და მანქანა-მექანიზმების მოქმედების დროს. წარმოშობის პროცესი ძალიან რთულია.
განმსაზღვრელ ფაქტორს კი წარმოადგენს კონსტრუქციის ზომა, ფორმა, ტიპი, ბრუნვის
რიცხვი, ურთიერთქმედი ზედაპირების მდგომარეობა, მასალის მექანიკური თვისებები.
მაგ. ლითონი დამამუშავებელი ჩარხები.

დარტყმითი ხმაური წარმოიქმნება განსაკუთრებული ტექნოლოგიური


პროცესების შესრულების დროს. მაგ. ჭედვა, ტვიფრვა.

აეროდინამიკური ხმაური წარმოიქმნება აირების გარემოში დიდი სიჩქარით


მოძრაობის დროს მაგ. რაკეტული ძრავების გამონაბოლქვი გაზების ჭავლის ხმაური.

ფეთქებადი ანუ იმპულსური ხმაური წარმოადგენს შიგაწვის ძრავების,


დიზელების და სხვა ამგვარი მექანიზმების მუშაობის პროცესში წარმოქმნილი ხმაური.

10
ხმაურთან ბრძოლის ძირითადი მეთოდები

ხმაურთან ბრძოლის ერთ-ერთ საშუალებას წარმოადგენს შენობების და


სათავსების სწორი განლაგება და დაგეგმარება.

სანიტარული ნორმების მიხედვით ძლიერხმაურიანი საამქროები საცხოვრებელი


შენობების მიმართ განლაგებული უნდა იყოს საკმარისი მანძილით და ქარის
მიმართულების გათვალისწინებით. ხმაურის შემცირებას შეიძლება მივაღწიოთ
სხვადასხვა საშუალებებით.

გზებისა და შენობების მიმართ ხმაურიან საამქროები უნდა განვალაგოთ ყრუ


კედლით.

ხმაურიანი საამქროების ტერიტორიაზე მოწყობილი უნდა იქნას გამწვანება,


ვინაიდან ხის ფოთლები დიდი რაოდენობით შთანთქავს ხმაურს.

ხმაურიანი აგრეგატები თავმოყრილი უნდა იქნან საამქროს ერთ ან რამდენიმე


ადგილზე და შემოღობილი ტიხრებით, ან მომსახურე პერსონალისათვის მოეწყოს
სპეციალური კაბინები სათვალთვალო ფანჯრებით.

მანქანები, რომლებიც ქმნიან ერთი დონის ხმაურს, უნდა განლაგდეს სპეციალურ


საამქროებში და თუ ეს შეუძლებელია, მაშინ დაჯგუფებული უნდა იქნას საამქროს
რამდენიმე ნაწილში.

ხმაურის შემცირება ჩვეულებრივ ხორციელდება ბგერის იზოლაციის საშუალე-


ბით. ბგერის საიზოლაციო კონსტრუქციები რხევების მიმართ უნდა იყოს ინერტული,
წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი თვითონვე იწყებენ ბგერის გამოსხივებას ბგერის
საიზოლაციო გადაღობვის ეფექტი სხვადასხვაა; სიხშირის გაზრდით იზოლაციის
ეფექტი მატულობს, ასევე დიდ გავლენას ახდენს ბგერის საიზოლაციო გადაღობვის
ფართობის ერთეულზე მოსული მასა. მაგ. მასის გაორკეცები ამაღლების ბგერის
იზოლაციას 5 დბ-ით. მიუხედავადამისა, ამ მეთოდით ბგერის იზოლაცია არახელსაყრე-
ლად უნდა ჩაითვალოს.

დაკვირვებები გვიჩვენებს, რომ მრავალშრიანი გადაღობვა კარგ ეფექტს იძლევა.


თუ გადაღობვის სიჩქარე ერთნაირია, შრეების რიცხვის გაზრდით იზოლაციის
ეფექტურობა იზრდება. გადაღობვის კონსტრუქციებში ჰაერის შრის გამოყენება
ადიდებს იზოლაციის ეფექტს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაღობვის
კონსტრუქციების ნაწილებს შორის არსებობს ხისტი კავშირი და ჰაერის შრე მთლიანად.

ბგერის მაიზოლირებელი გადაღობვის დაფარვა საღებავით ან ბათქაშით


საგრძნობლასდ ადიდებსბგერის იზოლაციის უნარს. ბგერის ტალღის იზოლაციის

11
კონსტრუქციებში ჩვეულებრივ გამოიყენება გლუვი ზედაპირის მქონე მასალები,
ბგერის ტალღების შთანმთქმელ გადაღობვებში კი, პირიქით ფოროვანი მასალები
(ვინაიდან ფორებში გასვლის დროს ხახუნის გამო ადგილი აქვს ბგერი ტალღების
ჩაქრობას). შთანთქმული ბგერის ენერგიის ფარდობას გადაღობვაზე დაცემული ბგერის
ენერგიასთან ბგერის შთანთქმის კოეფიციენტი ეწოდება.

ხმაურიან საწარმოო სათავსებში, რომელთა მოცულობა 500 მ3 - ს არ აღემატება,


კარგ ეფექტს იძლევა ჭერისა და კედლების ბგერის შთამნთქმელი მასალით
მოპირკეთება. დიდი მოცულობის სათავსებში კი (3000 მ3) ხმაურის შემცირება
შესაძლებელია ბგერის შთანმთქმელი ბარიერებით, რომლებიც ხმაური სწყაროს ახლოს
უნდა განლაგდეს, რათა არ მოხდეს ხმაურის გავრცელება. ასეთ შემთხვევაში ხმაურის
შემცირება ჩვეულებრივ არ აღემატება 7 – 8 დბ - ს.

ხმაურის შემცირება ბგერის შთანმთქმელებით ხორციელდება სხვადასხვა


მასალების ბგერის შთანთქმის უნარის მიხედვით (ბგერის შთამნთქმელებში ბგერის
ტალღის ტალღების გავლის დროს ხახუნის შდეგადად რხევითი ენერგია გადადის
სითბოში).

ხმაურის შემცირება ბგერის იზოლაციით კი ხორციელდება სპეციალური


კონსტრუქციებით, რომლებიც წინააღმდეგობას უწევენ ხმაურის ერთი სათავსიდან
მეორეში გავრცელებას. ჩვეულებრივ ბგერის მაიზოლირებელი კონსტრუქციები
მზადდება მყარი მასალისაგან (რკინა, ხე, პლასტმასი დასხვა). ხშირად პრაქტიკაში
ბგერის იზოლაციის კონსტრუქციების ფარავენ ბგერის შთამნთქმელი მასალებით, ამ
შემთხვევაში ერთდროულად ხორციელდება ბგერის შთანთქვა და იზოლაცია, რაც
საშუალებას იძლევა ხმაური შევამციროთ 20 – 40 დბ.

ხმაურის ჩახშობი საშუალებანი

ხმაურის ჩახშობა ორგვარია: აქტიური და რეაქტიული. აქტიურ ჩამხშობში


ხმაურის შემცირება ძირითად ხორციელდება ბგერის შთამნთქმელი მასალებით,
რისთვისაც შეიძლება გამოიყენონ ყოველგვარი ფოროვანი მასალები, როდესაც ბგერის
ტალღა ეცემა ნებისმიერ სისქის ფოროვანი მასალას, ჰაერის ნაკადი ვიწროვდება
ფორების სიდიდის შესაბამისად, რის გამოც რხევით სიჩქარე იზრდება თავისუფალ
ტალღებთან შედარებით და ადგილი აქვს ბგერის ტალღის ენერგიის შთანთქმას.

აქტიური ტიპის ხმაურჩამხშობი წარმოადგენს ჩვეულებრივ არხს, რომელიც


მოპირკეთებულია ბგერის შთამნთქმელი მასალითიმისათვის, რომ ადგილი ჰქონდეს

12
ხმაურის ეფექტურ ჩახშობას, იგი კონსტრუქციულად მრუდხაზოვანი ფორმის
მზადდება.

რეაქციული ტიპის ხმაურჩამხშობი წარმოადგენს მილაკების და კამერების


ერთობლიობას, როლებიც არ შეიცავენ სპეციალურ ბგერის შთამთქმელებს. რეაქტიულ
ჩამხშობში ბგერის შთანთქმა ხორციელდება ჰაერის დრეკადობის უნარიანობის
შედეგად. მილაკებში, ხვრელებში და ცალკეულ უჯრედებში ჰაერის გავლის დროს
წარმოიშობა ტალღური საცობები, როლებიც ხელს უშლიან ბგერის გატარებას. დიდი
სავენტილატორო დანადგარების მიერ წარმოქმნილი ხმაურის ჩასახშობად ამჟამად
იყენებენ რეზონანსულ ჩამხშობებს, რეზონატორი შედგება ბგერის შთამნთქმელი
აგურის პანელისაგან, რომელსაც ათავსებენ კედლიდან განსაზღვრულ მანძილზე.

საწარმოო დანადგარების ვიბრაცია. მისი სახეები და მათი მავნე


ზემოქმედება ადამიანის ორგანიზმზე. ვიბრაციის პარამეტრების დადგენა .
ვიბრაციის შემცირების გზები: ვიბროიზოლაცია, ვიბრაციის შთანთქმა და
ჩახშობა.

დრეკადი სხეულების რხევას ვიბრაცია ეწოდება.

წარმოებაში რხევების წყაროა მანქანები ან მისი ნაწილები, ელექტროძრავები,


გენერატორები, წისქვილები, სხვადასხვა ჩარხები; ელექტრო და პნევმოელექტრული
მუშა ხელსაწყოები.

პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ავარიების და მანქანა-დანადგარების მწყობრიდან


გამოსვლის დაახლოებით 80 % გაზრდილი ვიბრაციების შედეგად ხდება.

ვიბრაცია მანქანების, მოწყობილობების და კონსტრუქციების დამანგრეველი


მოქმედების გარდა მავნედ მოქმედებს ადამიანის ორგანიზმზე. რხევებს 16 ჰერცზე
დაბალი სიხშირით (ინფრაბგერები) და 20000 ჰერცის ზევით (ულტრაბგერები) სმენის
ორგანოები ბგერებად ვერ აღიქვამს. 16 ჰერცის ქვევით სახშირის ბგერები აღიქმება,
როგორც ვიბრაცია, ხოლო 16 ჰერცის ზევით რხევებს თან ახლავს ხმაური.

ადამიანის ორგანიზმზე ზემოქმედების მიხედვით არსებობს ორი სახის ვიბრაცია:


საერთო და ადგილობრივი ( ლოკალური ). მაგრამ შესაძლოა საერთო და ლოკალური
ვიბრაციის კომბინირებული ზემოქმედება.

ვიბრაცია არის საერთო, თუ იგი მოქმედებას ახდენს ადამიანის მთელ ორგანიზმზე


( როცა ადამიანი იმყოფება ვიბრირებულ ზედაპირზე მიწის, იატაკის, კედლების
რხევების შემთხვევაში).

13
ადგილობრივ ვიბრაციას ადამიანი განიცდის მაშინ, როცა რომელიმე კიდურით
ეხება მანქანის ან ხელსაწყოს ვიბრირებულ ზედაპირს.

ვიბრაციის ზემოქმედების საშიშროება შეიძლება აიხსნას შემდეგი ფაქტორებით:


შიგა ორგანოები და ადამიანის სხეულის ცალკეული ნაწილები ( გული, კუჭი,
ფილტვები, თავი და სხვა) შეიძლება განვიხილოთ როგორც რხევითი სისტემები,
რომელთაც გააჩნიათ სხვადასხვა შეყულსული მასა და შეერთებულია ერთმანეთთან
დრეკადი ელემენტებით. შიგა ორგანოების საკუთარი სიხშირეები 6-9 ჰც დიაპაზონში
იცვლება ადამიანის ორგანიზმზე იგივე სიხშირით საერთო ვიბრაციის ზემოქმედებისას
ადგილი ექნება შიგაორგანოების რეზონანსულ რხევებს, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს
მათი ძვრა ან მექანიკური დაზიანება.

ვიბრაციის ხანგრძლივი მოქმედება უარყოფითად მოქმედებს ადამიანის


ორგანიზმზე, იწვევს სისხლძარღვთა სპაზმს, კანის მგრძნობელობის შეცვლას, კუნთების
ატროფიას, ძვალ-სახსრების დაავადებასა და ვეგეტატიური ნერვული სისტემის
მოშლას.

ლოკალურმა ვიბრაციამ შეიძლება გამოიწვიოს ხელის მტევნების, თითების, მხრის


და სხვა. სისხლის მიმოქცევის გაუარესება, მარილების დაგროვება, ხელის მტევნების და
თითების კუნთების, მყესების გაშეშება, მათი დეფორმაცია და სახსრების მოძრაობის
შეზღუდვა ისევე, როგორც საერთო ვიბრაციის მოქმედების შემთხვევაში ირღვევა
გულისა და ცენნტრალური ნერვიული სისტემის მოქმედება.

ორგანიზმი განსაკუთრებით მგრძნობიარეა ვერტიკალური რხევების მიმართ,


როდესაც ადამიანი იმყოფება ( დგას ) მერხევ ზედაპირზე და ვიბრაცია გადაეცემა
ფეხებთან თავის მიმართულებით.

ადამიანის ორგანიზმზე ვიბრაციის ზემოქმედება იწვევს სისხლძარღვების


სპაზმებს, სისხლის წნევის მომატებას ან შემცირებას. მხედველობითისა და სმენის
ორგანოების დაავადებას. ძვლოვან ადგილებში მარილების დაგროვებას, მეხსიერების
დაქვეითებას,ვითარდება ქვემო კიდურების განგრენა და სხვა.

ადამიანზე განსაკუთრებით მავნედ მოქმედებს ვიბრაციის, ხმაურის და დაბალი


ტემპერატურის ერთდროული ზემოქმედება.

ავადმყოფური მოვლენების ერთობლიობას ვიბროდაავადება ეწოდება. ვიბრაციის


გავლენა ადამიანის ორგანიზმზე დამოკიდებულია მისი ზემოქმედების
ხანგრძლივობაზე.

არსებობს ვიბრაციის შემცირების შემდეგი მეთოდები: ვიბრაციის შემცირება თვით


წყაროში, ვიბრაციის დინამიკური ქრობა, ვიბრაციის შთანთქმა და ვიბროიზოლაცია.

14
ყველაზე რადიკალურ საშუალებას წარმოადგენს ვიბრაციის შემცირება, მისი
წარმოქმნის წყაროში ამ დროს დიდი მნიშვნელობა ენიჭება აწყობის სიზუსტეს,
დამუშავების და სისუფთავის კლასს, რაც ამცირებს ვიბროსიჩქარის დონეს 3-4 დბ.

ამ მეთოდებიდან პრაქტიკაში ყველაზე გავრცელებულია ვიბროიზოლაციის


მეთოდი, რომელიც შესაძლებელია წარვმართოთ ორი მიმართულებით: რხევითი
ობიექტის იზოლაცია მეზობელი კონსტრუქციებისაგან (აქტიური ვიბროიზოლაცია) და
მეორე, როდესაც ვახდენთ ობიექტის საძირკველისაგან ვიბროიზოლაციას იმ მიზნით,
რომ ამ უკანასკნელს არ გადაეცეს რხევები ( პასიური ვიბროიზოლაცია ).

ვიბრაციის შემცირების მიზნით ფართო გამოყენება ჰპოვა პოლიმერულმა


მასალებმა: პლატმასი, კაპრონი, რეზინი და სხვა. პლასტმასი ამცირებს ვიბროსიჩქარის
დონეს საშუალო და მაღალი სახშირეები 8-10 დბ.

პრაქტიკაში მანქანა-დანადგარებიდან ფუნდამენტზე გადაცემული ვიბრაციის


შესამცირებლად ფართოდ გამოიყენება ვიბრომაიზოლირებელი მოწყობილობები.
ვიბრაციის წყაროსა და საძირკველს შორის ათავსებენ დამატებით დრეკად ელემენტებს
- ამორტიზატორებს. შუალედ დრეკად ელემენტებად გამოიყენება ფოლადის
ზამბარები, რეზინის კორპის, აზბესტის, ქერჩის და სხვა ელასტიკური მასალებისაგან
დამზადებული შუასადებები.

ვიბროსაიზოლაციო მასალებს უნდა ახასიათებდეს მცირე სიდიდის დრეკადობის


მოდული, დიდი მექანიკური სიმტკიცე და სამსახურის ხანგრძლივობა.

საიზოლაციო მასალების შერჩევის დროს მხედველობაში უნდა მივიღოთ მანქანის


ბრუნვის სიჩქარე, თუ ბრუნვის სიჩქარე 1800 ბრ/წთ არ აღემატება, უმჯობესია
გამოვიყენოთ ზამბარიანი ამორტიზატორები, ხოლო თუ n მეტია 1800 ბრ/წთ, მაშინ
რეზინის ამორტიზატორები.

ამჟამად ფართოდ გამოიყენება კომბინირებული კონსტრუქციის ზამბარ-


რეზინიანი ამორტიზატორები.

ვიბროიზოლატორების განლაგება ხდება 4 წერტილში, საჭიროების შემთხვევაში


კი იყენებენ დამატებით ვიბროიზოლატორებს დანადგარის სიმძიმის ცენტრის
სიმეტრიულად.

ამოცანაში რხევითი პროცესების შემცირების მიზნით ვიბრაციის წყაროსა და


საძირკველს შორის ვათავსებთ დამატებით დრეკად ელემენტებს - ამორტიზატორებს.

ვიბრაცია ფასდება ამპლიტუდის, რხევის სიხშირის, სიჩქარისა და ვიბროსიჩქარის


დონის მიხედვით. რხევის ამპლიტუდას ვზომავთ ხელსაწყოების კომპლექტით,
რომელიც შედგება ინდუქციური გადამწოდისა და ვიბრაციული გალვანოვეტრისაგან.
გაზომვის საზღვრებია 0-დან 1-მმ-მდე, სიხშერე 3-100 ჰერცი.

15
ინდუქციური გადამწოდი მაგრდება გამოცაცდელ ობიექტზე და სადენებით
უერთდება ვიბრაციულ გალვანომეტრს. რხევების ზემოქმედების შედეგად ინდუქციურ
გადამწოდში აღიძვრება ემ. ძალა, რომელიც ზემოქმედებს რა ვიბრაციულ
გალვანომეტრზე, სათანადო გადახრის ისარს.

სამუშაოს ჩატარების თანმიმდევრობა:

რხევის ძირითადი პარამეტრების გაზომვას ვაწარმოებთ შემდეგი თანმიმდევრობით:

1. დავაყენოთ გამოსაკვლევი ობიექტი ჰოზონტალურ ზედაპირზე საამორტიზაციო


საფენის გარესე;
2. ავიღოთ ანათვალი ( დბ), შევიტანოთ ორმაგი ამპლიტუდის სიდიდე; (n1)
3. დავაყენოთ გამოსაკვლევი ობიექტი საამორტიზაციო საფენზე.
4. ავიღოთ მეორე ანათვალი გალვანომეტრის სკალაზე და შევიტანოთ; (n2)
5. დავაყენოთ გამოსაკვლევი ობიექტი საამორტიზაიო საფენზე.
6. ფორმულებით გამოვთვალოთ ამპლიტუდის, ვიბროსიჩქარის და ვიბროსიჩქარის
დონის შესაბამისი მნიშვნელობები და შევიტანოთ ცხრილში.
7. მიღებული სიდიდეები შევადაროთ ნორმებს და გავაკეთოთ სათანადო დასკვნა.

ამპლიტუდა და რხევივ სიხშირე იზომება ვიბროგრამის მიხედვით ამპლიტუდას


გამოვიანგარიშებთ ფორმულით:
A = n × d მმ
სადაც n არის გაორკეცებული ამპლიტუდის სიდიდე ;
d - გადამყვანი კოეფიციენტი;
(აიღება ცხრილებიდან)
რხევის სიჩქარე განვსაზღრავთ ფორმულით:
V = 2 × 𝜋 × f × A მ/წმ
სადაც V არის რხევათა სიჩქარე მ/წმ.
f - რხევათა სიხშირე, რხევა/წმ-ში
( f = 50 ჰც)
A - ამპლიტუდა, მ;
ვიბრაციის სიჩქარის რიცხობრივი მნიშვნელობა (ლბ) გამოითვლება ფორმულით:

სადაც 5 × 10 – 8
მ/წმ სიდიდე შეესაბამება 1000 ჰერცისათვის სმენადობის ზღურბლზე
რხევით სიჩქარეს, როდესაც ბგერითი წნევა ტოლია 2×10 – 8
ნ/მ 2
ადამიანზე

16
ადგილობრივი ვიბრაციის ზემოქმედების შეფასებისას ვსარგებლობთ ვიბრაციის
პარამეტრების დასაშვები სიდიდეები.

გაზო შესა საამო სიხ ვიბრა ტარი ამპლი ვიბროსიჩქარე ვიბრო


მვის მოწმე რტი შირე, ციული რების ტუ სიჩქარის
ბელი ზაციო ჰც გალ კოე და დონე
ობიე ქვესა ვანო ფიციე მმ მ/წმ × 10-2 დბ
ქტი დების მეტ ნტი
სახე რის ჩვე
ფაქ ნორ ფაქ ნორ
ნება
ტი მით ტი მით
ური ური
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11
1 ელ უზამ 50 100 0,1 3,14 2,6 116 115
ძრა ბარო 0,001
2 ვა ზამბა 50 30 0,03 0,9 2,6 106 115
რიანი

ტექნიკური ღონისძიებები ყოველთვის არ იძლევა ნორმით დადგენილ ზღვრამდე


ვიბრაციის შემცირების საშუალებას. ასეთ შემთხვევაში ვიბრაციის შესამცირებლად
გამოიყენაბა ინდივიდუალური დაცვის საშუალებები.

საერთო ვიბრაციის შესამცირებლად იყენებენ სპეციალურ ფეხსაცმელს სქელი


ფოროვანი საამორტიზაციო საფენით.

ვიბრაციისაგან ხელის დაცვის მიზნით გამოიყენება ხელთათმანები დრეკადი


შუასადებით.

პროფილაქტიკის მიზნით რეკომენდირებულია ჩატარდეს ფიზიოპროფილაქტი-


კური ღონისძიებების კომპლექსი წყლის პროცედურები, სამკურნალო ვარჯიშები, ულ-
ტრაიისფერი დასხივება და სხვა.

ვიბრაციულ მანქანებზე მომუშავეთათვის რეკომენდირებულია ტექნოლოგიური


პროცესების მუშა ციკლში ჩავრთოთ სამუშაოები, რომლებიც არაა დაკავშირებული ვიბ-
რაციასთან, ან მოეწყოს 1 საათის მუშაობის შედდეგ 10-15 წთ-იანი შესვენება.

(ანგარიში)

17
ოქტავური ზოლების საშუა- ლოკალური ვიბროსიჩქარის დასაშვები მნიშვნელობები.
ლო გეომეტრიული სიხშირე
(ჰც)

მ/წმ x 10-2 დბ

8 2,8 115

16-1000 1.4 109

f = 50 ჰც α = 0.001

log10 5 × 10-6= -5,3

log10 3,14 = 0,5

log10 2,8 = 0,45


log10 1,25 = 0,969
log10 0,94 = - 0,0268

A=n×α (მ)

V=2 × 3,14 × f × A (მ/წმ)


𝑉
Lv = 20 × log10 5×10−2 (დბ) L

18

You might also like