You are on page 1of 126

ნანა თხელიძე

სატანსაცმელე მასალები და
კონფექციონირება

სალექციო კურსი
მსუბუქი მრეწველობის ტექნოლოგიისა და გამოყენებითი დიზაინის
სპეციალობის სტუდენტებისათვის

ქუთაისი 2015

1
ნანა თხელიძე - სატანსაცმელე მასალები და კონფექციონირება

ნებისმიერი სამკერვალო ნაწარმი დამზადებული და დაგეგმარებული უნდა იქნეს


ცალკეული შემადგენელი კომპონენტების (საზედაპირე, სასარჩულე. წებოვანი,
შემაერთებელი მასალები, ფურნიტურა) თვისებების გათვალისწინებით. აღნიშნული
კომპონენტების სწორად შერჩევა უზრუნველყოფს საბოლოოდ ხარისხიანი ნაწარმის
მიღებას.

რეცენზენტი - ასოცირებული პროფესორი - ნინო ღინტიბიძე

რედაქტორი - პროფესორი - მაია გრძელიძე

ქუთაისი 2015
2
შესავალი

საგნის „ სატანსაცმელე მასალების“ ამოცანები

საგანი „სატანსაცმელე მასალები“ უზრუნველყოფს სამკერვალო წარმოების


ტექნოლოგიის სპეციალობისა და გამოყენებითი დიზაინის სტუდენტების სპეციალურ
მომზადებას.

დისციპლინის მიზანია სტუდენტებში ტანსაცმლის წარმოებაში გამოყენებული


ძირითადი და დამხმარე მასალების შერჩევის, მათი ხარისხის შეფასების, მათგან
ტანსაცმლის პაკეტის შედგენის უნარისა და ჩვევების ჩამოყალიბება.

დისციპლინის „სატანსაცმელე მასალების“ შესწავლის შედეგად სტუდენტებმა


უნდა იცოდნენ ქსოვილების, უქსოვადი ტილოებისა და დამხმარე მასალების
თანამედროვე ასორტიმენტი და პერსპექტიული მიმართულებები. უნდა შეძლონ
საექსპლუატაციო ფაქტორების გავლენის განსაზღვრა მასალების თვისებებზე და
ხარისხზე დამოკიდებულებით ტანსაცმლის პაკეტში ოპტიმალური მასალების შერჩევა,
უნდა ფლობდნენ ტანსაცმლის პაკეტების თვისებებისა და ხარისხის პროგნოზირების
მეთოდებს. უნდა უზრუნველყონ ტანსაცმლის ასორტიმენტის გაფართოება და მისი
კონკურენტუნარიანობა საგარეო ბაზარზე.

აღნიშნულ კურსში მიღებული ცოდნა სტუდენტებს გამოადგებათ საგნებში:


სამკერვალო ნაკეთობათა ტექნოლოგია, სამკერვალო ნაკეთობათა კონსტრუირება,
სამკერვალო წარმოების მანქანები და აპარატები, ტექნოლოგიური პროცესების
ავტომატიზაცია.

3
სატანსაცმელე მასალების როლი სამკერვალო წარმოების
სტრუქტურაში

სამკერვალო წარმოებაში გადასამუშავებელ მასალებს წარმოადგენენ ქსოვილები,


უქსოვადი მასალები, ტრიკოტაჟის ტილოები, ბუნებრივი და ხელოვნური ბეწვი,
ბუნებრივი და ხელოვნური ტყავი და ნატი, ახალი კონსტრუქციული დუბლირებული
მასალები და ფურნიტურა, აგრეთვე კერვის პროცესში მათგან წარმოქმნილი პაკეტები,
შეწებვით, შედუღებით და მექანიკურად შეერთებული კომპოზიციური მასალები.

საფეიქრო მასალები წამოადგენენ მხატვრებისათვის, ტექნოლოგებისა და


კონსტრუქტორებისთვის მთავარ განმსაზღვრელ საფუძველს ახალი მოდელის შექმნისა
და საკონსტრუქტორო ტექნოლოგიური მომზადების პროცესში.

სატანსაცმელე მასალების ასორტიმენტი საგრძნობლად მრავალფეროვანია.


მრავალფეროვნება მიღწეულია საფეიქრო მასალების სტრუქტურის, თვისებებისა და
გაფორმების შეცვლით.

სამკერვალო წარმოებაში გადასამუშავებელ საფეიქრო მასალებს უნდა გააჩნდეთ


თვისებებისა და მახასიათებლების კომპლექსი. მაგალითად, ძაფით შეერთებისას
საფეიქრო მასალებს უნდა გააჩნდეთ, როგორც მინიმუმი, საკერავ მანქანაზე გატარების
უნარი. თბურ-დანამვითი დამუშავებისათვის მასალებს უნდა გააჩნდეთ თვისებათა
მეტი რაოდენობა, აქ უნდა შედიოდეს სითბოს გამტარებლობა, თერმომექანიკური
თვისებები და სხვა. შეერთების ადგეზიურ მეთოდების გამოყენება (შეწებვა, შედუღება)
შესაძლებელია მხოლოდ საფეიქრო მასალების მცირე ასორტიმენტისათვის, მკაცრად
განსაზღვრული თვისებებისა დამახასიათებლებისათვის.

საფეიქრო მასალების თვისებათა კომპლექსიდან განსაკუთრებით საინტერესოა


მათი შეკერვის ანუ ტექნოლოგიური თვისებები.

ტექნოლოგიური თვისებები ანუ მახასიათებლები. ეს არის საფეიქრო მასალების


მიერ სამკერვალო წარმოებაში ტექნოლოგიური გადამუშავების დროს თვისებათა
კომპლექსის გამოვლენა.
4
კომპლექსური მახასიათებლები დამოკიდებულია ქსოვილისა და ძაფის ბოჭკოვან
შემადგენლობაზე და მათი აგებულების თავისებურებაზე, მასალის საბოლოო
გამოყვანაზე.

ცხადია, ტექნოლოგიური თვისებები და მახასიათებლები (შემდეგში


ტექნოლოგიურ თვისებებად წოდებული) ვლინდება მაშინ, როდესაც საფეიქრო
მასალაზე ახდენენ ზემოქმედებას მისი თვისებებისა და ფორმის შეცვლის მიზნით.

სამკერვალო წარმოების სტრუქტურა მოიცავს შემდეგ ელემენტებს:

1. სატანსაცმელე მასალები;
2. კონსტრუირება
3. ტექნიკა
4. ტექნოლოგია
მასალების ტექნოლოგიური თვისებები გაითვალისწინება ნაწარმის კონსტრუქციის
შემუშავებისას, მისი ტექნოლოგიისა და მოწყობილობის შერჩევისას.
გადასამუშავებელი მასალის თვისებებიდან გამომდინარე სამკერვალო ნაწარმის
კონსტრუქციის შემუშავებისას უნდა განისაზღვროს ტექნოლოგიური ნამეტები
(გვირისტისა და შემოსაქობად, თბური, შეკლებისათვის, სისქის გამო), ირჩევენ
ტანსაცმლის სივრცული ფორმის ჩამოყალიბების მეთოდს.
ტექნოლოგიური თვისებების გათვალისწინება კონკრეტული ნაწარმისათვის
საფეიქრო მასალის სწორად შერჩევის საფუძველია. მასალების ასეთ შერჩევას ეწოდება
მასალათა კონფექციონირება. სამკერვალო ნაწარმის დამზადებისას გამოყენებული
მასალათა რიცხვი შეიძლება აღწევდეს 39-ს, ასე რომ, ცხადია მასალათა შერჩევა ასეთ
შემთხვევაში შემთხვევითი არ შეიძლება იყოს.
მაგალითად, თუ მცირედ კლებადი ქსოვილის შესაკერად გამოყენებული იქნება
მაღალი შეკლების ძაფი, მაშინ ნაწარმის ექსპლუატაციისას წარმოიქმნება მოჭიმული
ნაკერი, რაც განიხილება როგორც დეფექტი.
დამატებით სირთულეს წარმოადგენს ის, რომ შედუღებითი და მექანიკური
შეერთების დროს გამოყენებულ მასალებს გააჩნიათ სხვადასხვა მექანიკური თვისებები

5
და კომპოზიციურ მასალებსაც გააჩნიათ თავიანთი მექანიკური თვისებები. რომელიმე
მტკიცე სქემის შერჩევა მასალათა კონფექციონირებაში ძალიან რთულია, ქსოვილების
დიდი ასორტიმენტის გამო.
დღეისათვის არასაკმარისია საწყისი მასალების ტექნოლოგიური თვისებების
რაციონალური მაჩვენებლების ჩამონათვალი, არასაკმარისადაა შესწავლილი
ტანსაცმლის პაკეტის თვისებებზე მოქმედი ფაქტორები. მათი განსაზღვრა ხდება
ექსპერიმენტების შედეგების მიხედვით. მათი უნიფიცირება და კანონზომიერებათა
პოვნა შემდგომში კვლევის საგანია.

მასალებისა და სამკერვალო ძაფების თვისებებისა და


მახასიათებლების გავლენა ძაფით შეერთების პროცესზე

სამკერვალო ნაწარმის დამზადების დროს ყველაზე გავრცელებული ამოცანაა


სამკერვალო ნაწარმის დეტალების აკრებისა და ძაფით შეერთების რეჟიმის შერჩევა და
დასაბუთება.

ძაფით შეერთების ხარისხი ფასდება არა მარტო გარეგნული სახის მიხედვით,


არამედ ტექნიკური პირობების შესაბამისად მიღებული მაჩვენებლების მიხედვით.
(გვირისტის სახე, ნაკერის კონსტრუქცია, გვირისტის პარამეტრები, საკერავი ძაფისა და
ნემსის პარამეტრები). ადამიანის ფიგურის აღნაგობის თავისებურებათა, ტანსაცმელში
მოსალოდნელი დეფექტების მიხედვით და სხვა.

ძაფით შეერთების პირველ ეტაპზე საკერავი ძაფების თვისებები უნდა იქნეს


გათვალისწინებული, საფეიქრო მასალების თვისებები შემდეგი სქემის მიხედვით.

6
ძაფით შეერთების ტექნოლოგიაზე მოქმედი საფეიქრო მასალების თვისებები
მახასიათებლები

საკერავი ძაფების თვისებები და შესაერთებელი საფეიქრო მასალების


მახასიათებლები თვისებები და მახასიათებლები

ქიმიური სტრუქტურუ ქიმიური მექანიკური


თვისებები ლი მექანიკური თვისებები თვისებები სტრუქტუ-
მახასიათებ თვისებები რული
ლები მახასიათებ
ლები

ბოჭკოვანი ხაზობრივი გამგლეჯი ბოჭკოვანი ჭიმვადობა, ზედაპირული


შედგენი- სიმკვრივე, დატვირთვა, შედგენი- სიხისტე, სიმკვრივე,
ლობა, გა- გრეხის მი- ჭიმვადობა ლობა,გამო- დაცვენა, ხა- სისქე, რელი-
მოყვანის მართულება ყვანის სახე ზობრივი ეფი, ხლართი
სახე შეკლება
თდდ-ს
შემდეგ

ძაფით შეერთების სტრუქ- ძაფით შეერთების მისაღე- ძაფით შეერთების რეჟიმები


ტურული
ბი თვისებები
მახასიათებლები

ნაკერის კონსტრუქცია,ფე- გვირისტის ხაზზე გვირისტულათა სიხშირე,


ნათა რიცხვი, გვირისტის მასალის დეფორმაცია, გა- საკერავი ნემსის ტიპი, წვე-
სახე, ჩაკერების წევა, სიხისტე, დრეკადობა რის ალესვის ფორმა
მიმართულება და სხვა.

7
შესაერთებელი საფეიქრო მასალების თვისებების გავლენა ძაფით
შეერთების ტექნოლოგიაზე

შესაერთებელი საფეიქრო მასალების თვისებების გავლენა ძაფით შეერთების


ტექნოლოგიაზე სხვადასხვაგვარად არის გამოხატული.
მაგალითად, ქსოვილის სისქე გავლენას ახდენს როგორც ნაკერის კონსტრუქციაზე,
ასევე შესქელებული ადგილების შემოჭრის ოპერაციის ჩატარებაზეც. ქსოვილის
სისქეზეა დამოკიდებული საკერავი მანქანის ტიპის შერჩევა და საკერავი ძაფის
რაოდენობის შერჩევა, ხოლო ისეთი თვისება როგორიცაა ქსოვილზე ხაოს არსებობა,
ხაოს მიმართულება გავლენას მოახდენს მხოლოდ დეტალების აჭრის მიმართულებაზე -
შეკერვის დროს გავლენას მოახდენს მხოლოდ დეტალების მიმართულებაზე და მათი
ჩაჭერის ძალის შერჩევაზე.
მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ტექნოლოგიურ თვისებებზე არსებობს პირველი და
მეორე რიგის თვისებები. ტანსაცმლის მაღალი ხარისხი მიიღწევა მხოლოდ ყველა
თვისებების გათვალისწინებისას.
მნიშვნელოვან გავლენას ძაფით შეერთების დროს ახდენს მასალის ბოჭკოვანი
შემადგენლობა. აღნიშნული მაჩვენებლის მიხედვით ირჩევენ საკერავი ნანქანის ტიპს,
საკერავ ძაფსა და ნემსს, შეერთების რეჟიმს.
ნატურალური ბოჭკოების საკერავი ნემსით გაკერვისას (როდესაც ნემსი სწორია) არ
ხდება ნემსის გახურება, ხოლო სინთეზური ქსოვილების სწორი ნებსით გაკერვისას
ადგილი აქვს ნემსის გახურებას და ქსოვილის გალღობას, ამიტომ აღნიშნული ჯგუფის
ქსოვილების შესაკერად გამოიყენება კონუსური ფორმის საფეხუროვანი ნემსი.
საფეიქრო მასალების თავისებურებას წარმოადგენს მათი ისეთი უნიკალური
თვისება როგორიც ანიმოტროპიაა, ე.ი. აჭრის მიმართულების მიხედვით მასალის
სხვადასხვა თვისებები. ისინი ძალზე დიდ ზღვრებში მერყეობენ.

8
მაგალითად, თბოსაიზოლაციო უქსოვად მასალებს, როგორიცაა სინთეპონი
გააჩნიათ სხვადასხვა სიმტკიცე სიგრძივი და განივი მიმართულებით. ისინი მერყეობენ
1-დან 250-მდე.
ამიტომ ტანსაცმლის დამზადების დროს აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ
ტანსაცმლის აჭრის თავისებურება.

ძაფით შეერთებით წარმოქმნილი დეფორმაციული თვისებები

სამკერვალო ნაწარმის დამზადებისას საფეიქრო მასალების დეფორმაციას გააჩნია


შემდეგი თავისებურებები:
1. დატვირთვის მცირე მნიშვნელობები
2. გაჭიმვა მიმდინარეობს სქემით :დატვირთვა-განტვირთვა-დასვენება“.
3. ძალა შეიძლება მოწოდებული იქნას როგორც ქსელის და მისაქსელის ძაფების
გასწვრივ, ასევე გარკვეული კუთხით.
საფეიქრო მასალების სპეციალურ დეფორმაციულ თვისებებს მიეკუთვნება:
1. ქვედა ფენის შეკლება (დამოკლება)
2. მასალის ორივე ფენის მოჭიმვა - დამოკლება
3. ერთი ან ორივე მასალის გაჭიმვა.
მასალის მიერ რომელიმე თვისების გამოვლენა განპირობებულია სხვადასხვა
ძალების მოქმედებით, ქვედა და ზედა ფენების ერთმანეთის მიმართ სხვადასხვა
რეაქციით.
ჩამოთვლილი მოვლენები გამოვლინდება გვირისტის შესრულების შემდეგ. ეს
დეფორმაცია მიეკუთვნება წუნს იმ შემთხვევაში, თუ მისი გამოსწორება ვერ ხერხდება
თბური დანამვითი დამუშავების შემდეგ. ასეთ ქსოვილებს მიეკუთვნება პოლიეთერისა
და პოლიაკრილონიტრილის ქსოვილები. მათში გვირისტის წარმომქმნელი
დეფორმაციები არ სწორდება.

9
შეკლება - ეწოდება ქვედა ფენის წანაცვლებას ზედას მიმართ, შეკლების
გამომწვევია ზედა მასალის გაბრტყელება და მანქანის თათის მიმართ დასრიალება.
შეკლების ძირითადი მიზეზია ზედა და ქვედა ფენების სხვადასხვა პირობებში
გადაადგილება, ამ დროს ზედა ფენა იჭიმება ქვედა კი იკლებს.
მოჭიმვა - ეწოდება შესაერთებელი მასალების დამოკლებას გვირისტის გატარების
შემდეგ.
მოჭიმვის სიდიდე დამოკიდებულია მასალების მოძრაობის უნარზე და სიხისტეზე.
მაგალითად ვატინის ტიპის მასალის დაგვირისტების დროს მოჭიმვის სიდიდე
შეიძლება 2%-ს გადააჭარბოს. მოჭიმვის შემცირება შეიძლება ძაფების დაჭიმულობის
შესუსტებით.
მოჭიმვის გამომწვევი მიზეზები შეიძლება სხვადასხვა იყოს: ცუდი გამოჭრა, მუშის
დაბალი კვალიფიკაცია, ცუდად მანქანა, მანქანის მაღალი სიჩქარე და სხვა. მოჭიმვის
გამომწვევი მიზეზებია აგრეთვე ქსოვილის ჩაჭერა სანემსის ნახვრეტში და დამჭერ
თათზე.
მოჭიმვის სიდიდე დამოკიდებულია ოთხკომპონენტიანი სისტემის -
„კბილანებიანი თამასა-მასალის ქვედა ფენა-მასალის ზედა ფენა-დამწოლი თათის“
ელემენტებს შორის ხახუნის კოეფიციენტზე, აგრეთვე მასალის ფენებს შორის ხახუნის
კოეფიციენტზე, როდესაც ფენათა რიცხვი ორზე მეტია.
მოჭიმვა შეიძლება გაიზარდოს ნემსის გახურებისა და მასზე სხვადსხვა გამომყვანი
ნივთიერებების დაწებების გამო.
მოჭიმვა იცვლება გვირისტის გატარების მიმართულების შეცვლით. ამ
შემთხვევაში ადგილი აქვს ქსოვილის ძაფების მიერ საკერავი ძაფების გამოგდებას.
ჩვეულებრივ უმეტეს შემთხვევაში ქსელის ძაფის ხაზობრივი სიმკვრივე აღემატება
მისაქსელის ძაფის ხაზობრივ სიმკვრივეს და ქსელის ძაფების პარალელურად
გვირისტის გატარებისას საკერავი ძაფი აგდებს ქსელის ძაფს, რის შედეგადაც იჭიმება
ქსოვილი. ქსოვილი არასოდეს არ მოიჭიმება თუ გვირისტი გატარდება ქსელის ან
მისაქსელის ძაფების მიმართ 15° დახრის კუთხით.

10
აღნიშნული კანონზომიერების გათვალისწინება აუცილებელია კონსტრუქციის
შემუშავების დროს, და ამიტომაც არ არის სასურველი სარქველებისა და სხვა
დეტალების დაგვირისტება ქსელია ან მისაქსელის ძაფების გასწვრივ.
შეკლებაცა და მოჭიმვაც ხშირად ერთიანდება ერთ საერთო მცნებაში - დამუშავება-
ნაკერში. თუმცა როგორც უკვე ვნახეთ მიმდინარეობს სხვადასხვაგვარი დეფორმაცია.
მასალის დამუშავება აუცილებლად გაითვალისწინება ნაწარმის კონსტრუქციის
შემუშავებისას.
ქალის პალტოსათვის კალთის სიგრძის დამუშავება 2%-ის ტოლია.
მასალის გაჭიმვა ეწოდება გვირისტის შესრულების შემდეგ ერთი ან ორივე
ნაწილის დაგრძელებას. გაჭიმვის დეფორმაციის თავისებურებაა - მისი დაფიქსირება
(დამაგრება) გვირისტით.
მასალის გაჭიმვას ადგილი აქვს როდესაც დეტალი აჭრილია ქსელის ან მისაქსელის
ძაფის მიმართ გარკვეული კუთხით, ან მასალა არის ძალზე მეჩხერი, ან შესაერთებელი
მასალები ძალზე განსხვავდებიან ერთმანეთისაგან.
მასალის შეკერვის დროს დეფორმაციული თავისებურებების გამოყენება იძლევა
სამკერვალო ნაწარმის გარეგნული სახის გაუმჯობესების საშუალებას.
მაგალითად მამაკაცის პიჯაკებში აუცილებელია საყელოს ბოლოების კალთასთან
მჭიდრო მიბჯენა. ზედა საყელოს ქვედასთან მიკერების დროს ხშირად არ ხდება
აღნიშნული პირობის შესრულება. დაკერების მდებარეობის შეცვლა ე.ი. ქვედა საყელოს
ზედასთან მიკერება იწვევს საყელოს კალთასთან მჭიდროდ მიბჯენას.
საფეიქრო მასალების დეფორმაციის თვისებები საგრძნობლად ახდენს გავლენას
ძაფით შეერთებაზე. ადამიანი მოძრაობის დროს იცვლის თავის ზომებს და
ტანსაცმელიც ამ დროს განიცდის გაჭიმვის, კუმშვისა და ღუნვის დეფორმაციას.
შესაერთებელი ნაკერები განიცდიან ძირითადად გაჭიმვის დეფორმაციას. მაგალითად,
შარვლის დეფორმაციამ შეიძლება მიაღწიოს 10%-ს.
ძაფით შეერთებისას ძირითადი წესია მასალის ჭიმვადობისა და გვირისტის
ჭიმვადობის შესაბამისობა. იმ ნაკერებში, რომლებიც განიცდიან საგრძნობ
დეფორმაციას, გამოიყენება ჯაჭვური გვირისტი. ექსპლოატაციის პროცესში გაუჭიმავი
ნაკერები შეიძლება შესრულდეს მაქური გვირისტით.
11
მაგალითად, მამაკაცის პიჯაკის ორნაკერიანი სახელოს შეკერვისას
მიზანშეწონილია იდაყვის ნაწილი გაიკეროს ორ ძაფიანი ჯაჭვური გვირისტით. ხოლო
წინა ნაწილების შესაერთებლად შეიძლება გამოვიყენოთ მაქური გვირისტი.
შარვლის შეკერვისასაც საჭიროა გამოვიყენოთ სხვადასხვა გვირისტები.
სისქე.
საფეიქრო მასალების სისქე ეწოდება ნაწარმის წაღმა და უკუღმა მხარეზე მეტად
გამოწეულ ძაფებს შორის მანძილს.
მასალის სისქე გავლენას ახდენს:
1. ნაკერის კონსტრუქციის შერჩევაზე;
2. ძაფით შეერთების რეჟიმზე;
3. საკერავი მანქანისა და ტექ. აღჭურვილობის შერჩევაზე;
4. სამკერვალო ნაწარმის აკრების სქემაზე.
მასალების სისქის გაზრდისას შეაქვთ ცვლილებები ნაკერის კონსტრუქციაში.
გათვალისწინებულია სხვადასხვა მეთოდების გამოყენება პაკეტის სისქის
შესამცირებლად.
ქსოვილის სისქე განსაკუთრებით მოქმედებს მათბუნებლიანი პაკეტის სისქეზე.
ასეთი პაკეტის აკრების სქემა, ე.ი. დეტალებისა და კვანძების შეერთების
თანმიმდევრობა დამოკიდებულია ძირითადი მასალის სისქეზე. განვიხილოთ მამაკაცის
თბილი პალტოს აკრების სქემა საზედაპირე მასალის სხვადასხვა სისქის დროს.
შალის ქსოვილის პალტოს დასამზადებლად კალთის პაკეტი შედგება: ძირითადი
მასალა (დრაფი, მაუდი, და ა.შ.) ვატინი, სასარჩულე ქსოვილი, რადგანაც ძირითადი
ქსოვილი საკმაოდ სქელია, ამიტომ წინასწარ უერთებენ ერთმანეთს ვატინასა და
სარჩულს. ეს უკანასკნელებიც წარმოქმნიან ახალ კომპოზიციურ მათბუნებელს.
სალაბადე ქსოვილის დემისეზონის პალტოს დამზადებისას პაკეტი შედგება:
ძირითადი ქსოვილისაგან, სინთეპონისაგან, სარჩულისაგან. რადგანაც საზედაპირე
ქსოვილი თხელია, ამიტომ შეიძლება ის წინასწარ შევაერთოდ სინთეპონთან და
მივიღოთ ახალი კომპოზიციური მასალა.
დაცვენა.
დაცვენა ეწოდება ძაფების გამოცვენას ქსოვილის ჩამონაჭრელი ბოლოებიდან.
12
ძაფების გამოცვენას ქსოვილის ღია ნაპირებიდან ბევრადაა დამოკიდებული
ქსოვილის სტრუქტურულ მახასიათებლებზე და საგრძნობლად იცვლებიან ქსელისა და
მისაქსელის ძაფების მიმართ გაჭრის სახის დახრის კუთხის მიხედვით.
ქსოვილების უმეტეს ნაწილში მაქსიმალურ დაცვენა აქვს ადგილი როდესაც
დახრის კუთხე ტოლია 15° და 75° და მინიმალურია 45° დახრის კუთხის დროს.
სინთეზური ბოჭკოების ქსოვილებს ან მათ შემცველ ქსოვილებს აქვთ მაქსიმალური
დაცვენა. ყველაზე დიდი დაცვენის უნარი აქვთ ვისკოზის, აცეტატის, ტრიაცეტატისა და
ნატურალური აბრეშუმის ქსოვილებს. ერთი და იგივე კომპონენტების დროს ყველაზე
ნაკლები დაცვენის უნარი აქვს ტილოს ხლართიან ქსოვილებს.
ნაჭრების დეტალებიდან ძაფების დაცვენის შესამცირებლად შეკერვის პროცესში
რეკომენდირებულია შემდეგი ტექნოლოგიური ილეთები:
1. ნაკერის სიგანის მაქსიმალურამდე გაზრდა;
2. გვირისტში 10მმ სიგრძეზე გვირისტულათა რაოდენობის გაზრდა შემოსაქობი
ნაკერის შესრულების დროს.
3. ადვილად ცვენად (ძენძვად) ქსოვილებში შემოსაკანტი მასალების გამოყენება.
4. წებოვანი პოლიმერით კიდეების დამაგრება.
5. თერმოპლასტიკური ძაფებიან ქსოვილებში კიდეებში შემოწვა.
6. შემოსაქობად გამოყენებული უნდა იქნეს საკერავი ძაფი, ხაზობრივი
სიმკვრივით 31 ტექსამდე.
გაჩეხვა.
ტანსაცმლის შეკერვის პროცესში საკერავი ნემსი შეიძლება მოხვდეს ქსოვილის
ძაფებს შორის, ან ძაფში, ბოლო შემთხვევაში ქსოვილის ძაფი ან ნაწილობრივ ზიანდება
ან მთლიანად.
ნაწილობრივ დაზიანება იწვევს ფარულ გაჩეხვას ან შესაძლებელია მთლიანმა
გაწყვეტამ გამოიწვიოს ხილული გაჩეხვა.
გაჩეხვა აუშნოებს ქსოვილის გარეგნულ სახეს, აქვეითებს ძაფით ნაკერის
საიმედობას. გაჩეხვა დამოკიდებულია მასალის თვისებებზე და კერვის რეჟიმზე. თუ
ადგილი აქვს ხილულ გაჩეხვას, მაშინ გაჩეხვის ადგილებში ადგილი აქვს ბოჭკოების
ბოლოების გამოჩენას.
13
აღნიშნული მიზეზების გამო გასაფორმებელი გვირისტის გარეგნული სახის
გასაუმჯობესებლად მას ყოველთვის ატარებენ წაღმა (ხილული) მხრიდან. გვირისტის
გარეგნული სახე დამჭერი თათისა და კბილანებიანი თამასას მხრიდან მასალის გაჩეხვის
გამო სხვადასხვა იქნება: დამწოლი თათის მხრიდან გატარებული გვირისტი იქნება
უფრო რელიეფური.
გაჩეხვა წარმოადგენს გამოუსწორებელ წუნს. ამიტომ ახალი მასალის
ტექნოლოგიურ პროცესში ჩაშვების წინ საჭიროა მისი შემოწმება გაჩეხვის უნარზე.
გამოცდის ჩასატარებლად მასალის ორ ნიმუშს, ზომებით 50X70 მმ კერავენ საკერავ
მანქანაზე შემოსაქობი ნაკერით 10 მმ სიგანეზე. გაკერილ ნიმუშზე გამოყოფენ უბნებს,
სადაც გვირისტულათა რაოდენობაა 200. გვირისტის დასაწყისში 200 მმ სიგრძის
მონაკვეთი არ გამოიყენება.
დაზიანებული ძაფების რიცხვი დგინდება ვიზუალურად გაკერილი ნიმუშის
ხელით გაწევით ნაკერში, პაკეტის ორივე ფენაში. გაჩეხვა ხასიათდება 100 ნაჩხვლეტზე
მოსული დაზიანებათა რიცხვით და გამოითვლება ფორმულით:

გ=დ/4

დ- დაზიანებათა რიცხვი პაკეტის ორივე ფენაში 200 გვირისტში.


მიღებულია გაჩეხვის სამი ჯგუფი:
1 - როდესაც დაზიანებათა რიცხვი არ აღემატება 5-ს, ამ შემთხვევაში კერვის
პროცესში არავითარი დაბრკოლება არ იქმნება.
2 - დაზიანებათა რიცხვი - 6; 20 უნდა იქნეს შერჩეული კერვის ოპტიმალური
ტექნოლოგიური რეჟიმი.
3 - დაზიანებათა რიცხვი აღემატება 20-ს, ამ შემთხვევაში არ არის მიღებული
ქსოვილის გადამუშავება მასობრივ საკერავ მოწყობილობაზე.
გაჩეხვის შემცირების ძირითადი ღონისძიებებია:
1. წვრილი საკერავი ნემსის გამოყენება წვეტის სფერული და არა წამახვილებული
ფორმით;
2. სანემსე ფირფიტაში სანემსე ხვრელის გადიდებით;
14
3. დამწოლი თათის დაწოლის შემცირება მინიმალურამდე;
4. მანქანის ძირითადი ლილვის ბრუნვის სიჩქარის შემცირება
5. ბამბის საკერავი ძაფების გამოყენება
6. ზედა ნემსის ძაფის დაჭიმულობის შემცირება
გაჩეხვის შემცირების მეორე ტექნოლოგიურ რეჟიმს წარმოადგენს ძაფით
შეერთების შეცვლა მოქლონურით. ასეთი შეცვლა განსაკუთრებით ხელსაყრელია
შესაკრავების დასამზადებლად. რადგანაც ღილკილოს ამოხვრეტისას ავტომატი
ასრულებს გაჩხვლეტათა დიდ რიცხვს, ამიტომ გაჩეხვის ალბათობა ძალზე მაღალია.

საფეიქრო მასალების კონფექციონირება ტანსაცმლის პაკეტში

საწყისი მასალებიდან - ძირითადი (საზედაპირე), შუასადები და სასარჩულე


მასალებიდან, ყალიბდება მასალების ახალი სისტემები - ტანსაცმლის პაკეტი, ისინი
განსხვავდებიან ერთმანეთისაგან შეერთებისა და მიღების მეთოდებით, ესენია:
1. ძაფით შეერთება;
2. შეწებვით და შედუღებით შეერთება;
3. კომპოზიციური მასალები;
4. მექანიკური შეერთება.
მექანიკურ შეერთებას მიეკუთვნება მასალების ღილებით, ღილაკებით, ელვა
შესაკრავით შეერთება.
ყველა ჩამოთვლილი პაკეტი შედგება მასალების რამდენიმე ფენისაგან,
რომელთაგან თითოეულს გააჩნია მკაცრად განსაზღვრული თვისება. შეერთების ესა თუ
ის მეთოდი სისტემას (პაკეტს) ანიჭებს თვისებათა ახალ კომპლექსს, ასეთ ეფექტს
ეწოდება ენერგეტიკული, მისი არსი მდგომარეობს იმაში, რომ ახალი სისტემა ავლენს
საწყისი მასალის თვისებას, მაგრამ რაოდენობრივი მაჩვენებლები მეტია ან ნაკლებია
საწყისთან შედარებით.

15
მასალების გაერთიანება ახალ სისტემაში შეიძლება იწვევდეს ახალი თვისების
წარმოქმნას, რომელიც დაახასიათებს მხოლოდ აღნიშნულ პაკეტს. ასე მაგალითად
ქსოვილების შეწებვის შემდეგ შეერთება დახასიათდება შეწებვის სიმტკიცით.
საწყისი მასალებისაგან მიღებული პაკეტი კომპლექსური თვისებებით, როდესაც
საწყისი მასალების თვისებებია ზოგადად შეიძლება წარმოვადგინოთ შემდეგი სახით:

1 მასალა

2 მასალა

3 მასალა

მასალათა სისტემა
პაკეტი
1+2+3...+

პაკეტში მასალათა სწორად შესარჩევად, ტექნოლოგიური მოწყობილობის


ოპტიმალური რეჟიმების უზრუნველსაყოფად და ოპერაციის შესრულების
უზრუნველსაყოფად აუცილებელია საფეიქრო მასალების კონფექციონირების
ძირითადი პრინციპების ცოდნა.
ტანსაცმლის პაკეტში საფეიქრო მასალების კონფექციონირება ეწოდება მასალათა
შერჩევას ცნობილი თვისებების მიხედვით ერთ სისტემაში, რომელშიც თვისებები
შეიძლება წინასწარ იქნეს განსაზღვრული ან ნავარაუდები (პროგნოზირებული).
საფეიქრო მასალათა კონფექციონირება შეიძლება განხორციელდეს ორი გზით:
1. მასალების შერჩევა თვისებათა ცნობილი მაჩვენებლების მიხედვით. მასალების
ვარგისიანობაზე მსჯელობენ პაკეტის გამოცდის შემდეგ.
2. ტანსაცმლის პაკეტის თვისების პროგნოზირება მასალების საწყისი თვისებების
მიხედვით. პაკეტის ვარგისიანობაზე მსჯელობენ პაკეტის გამოცდამდე.
განვიხილოთ პროგნოზირების ორივე მეთოდი.

16
მასალების კონფექციონირების პრინციპები

არსებობს ტანსაცმლის პაკეტის პროგნოზირების 4 პრინციპი.


კონფექციონირების პირველი პრინციპი მდგომარეობს პაკეტის შემადგენელი
მასალების ცალკეულ მაჩვენებლებსა და პაკეტის თვისებებს შორის რაოდენობრივი
კავშირის დამყარებაში.
მაგალითად ტანსაცმლის პაკეტის სისქეზე განისაზღვრება ტანსაცმლის პაკეტის
შემადგენელი მასალების სისქეთა არითმეტიკული ჯამით ჰაერის შუა ფენის სისქის
გათვალისწინებით.
მზა ნაწარმის მასის გამოთვლა შეიძლება გამოითვალოს შემადგენელი მასალების
ზედაპირული სიმკვრივეების მიხედვითა და მათი ხარჯის მიხედვით.
მოცემული პრინციპი საშუალებას იძლევა გამოყენებული იქნეს გამოცდების
შედეგად მიღებული ემპირიული მონაცემები.
მაგალითად. ტანსაცმლის პაკეტის ჰაერგამტარებლობა შეიძლება გამოითვალოს
კლეიტონის ფორმულით:

Ва.Вв...Вп - პაკეტის შემადგენელი მასალების ჰაერგამტარებლობაა;


Воб - პაკეტის საერთო ჰაერგამტარებლობა.
სხვადასხვა კონსტრუქციის პაკეტის გამგლეჯი დატვირთვა შეიძლება
გამოითვალოს შემდეგი დამოკიდებულებიდან:

- ნაკერის გამგლეჯი დატვირთვა, ნ.


- საკერავი ძაფების გამგლეჯი დატვირთვა, ნ.
- ძაფის გვირისტში გაგლეჯის გასათვალისწინებელი ცხრილის კოეფიციენტი.
- ნაკერის კონსტრუქციის გასათვალისწინებელი ცხრილის კოეფიციენტი.

17
ქსოვილის ზედაპირული სიმკვრივის გასათვალისწინებელი ცხრილის
კოეფიციენტი.
- 50 მმ-ზე გვირისტულათა რაოდენობა.

კოეფიციენტების მნიშვნელობები მიღებულია ექსპერიმენტების

შედეგად.
კონფექციონირების მეორე პრინციპი მდგომარეობს პაკეტის თვისებების
სუბიექტური კრიტერიუმებით შეფასებაში, კრიტერიუმებს მიეკუთვნება შეფასება
„ფრიადი“, „კარგი“, „დამაკმაყოფილებელი“, „ცუდი“.
მასალების შესარჩევი რეკომენდაციები ხშირად წარმოდგება ცხრილის სახით, რაც
მიღებულია ექსპერიმენტის შედეგად და მათი ხარისხის ვიზუალური შეფასებით.
მაგალითისათვის შეიძლება მოვიყვანოთ სპორტული ქურთუკის პაკეტში
გამოყენებული მასალები.

მათბუნებელი საზედაპირე მასალა სარჩული

ჩვეულებრივ შეწებილი კაპრონის ქსოვილი კაპრონის ქსოვილი;


თბოსაიზოლაციო მასალა გამოყვანით „ლაკე“ ბამბა კაპრონის ტრიკოტაჟის
სინთეპონი, არტ.935602 პოლიეთერის ქსოვილი ტილო.
წყალგაუმტარი
გამოყვანით, პოლიეთერის
ქსოვილი წყალგაუმტარი
გამოყვანით.
ნემსგაჩხვლეტითი და აფსკის საფარველიანი ვისკოზის ქსოვილი.
ხვიაგაკერვითი კაპრონის ვისკოზა კაპრონის
სინთეტიკური ქსოვილი,პოლიეთერის ქსოვილი,
მათბუნებელი(ლავსანისაგან) ქსოვილი წყალგაუმტარი ან
არტ.934623 „ლაკე“ გამოყვანით,
ვისკოზა ლავსანის
ქსოვილი. ნახევრადშალის
ქსოვილი.
ხვიაგაკერვითი კაპრონის ქსოვილი აფსკის ვისკოზის ქსოვილი.
ნახევრადშალის ქსოვილი, საფარით.ვისკოზა ვისკოზა კაპრონის
არტ.927618 ლავსანის ქსოვილი. ქსოვილი, ვისკოზა
ნახევრადშალის ქსოვილი. ტრიაცეტატისა და
ვისკოზა აცეტატის
ქსოვილი

18
კონფექციონირების მესამე პრინციპი საშუალებას იძლევა მასალების პაკეტში
გაერთიანებული მეთოდების (შეერთების მეთოდების) გამოყენებას კვლევისათვის.
ამიტომ, კონფექციონირების დროს გამოიყენება მასალების შეერთების მეთოდების
ექსპერიმენტის შედეგები.
კონფექციონირების მეოთხე პრინციპი ემყარება პაკეტის გამოცდას
ექსპლუატაციის პირობებზე ინტენსიურ პირობებში.
მათ მიეკუთვნება დაძველების ან დარღვევის დაჩქარებული მეთოდები სითბოს,
ტენის, ან სხვა რომელიმე ფაქტორების ზემოქმედების გზით. აღნიშნული მეთოდი
გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც არ არის დადგენილი რომელიმე ფაქტორის
ზემოქმედების კანონზომიერება. ეს მეთოდები, ექსპლუატაციის პირობების
მოდელირებასთან ერთად გამოიყენება პაკეტის თვისებების შეფასების დროს.

თვისებათა მაჩვენებლების პროგნოზირება


პროგნოზირება ეწოდება ტანსაცმლის პაკეტის თვისების ვარაუდს ცალკეული
მასალების თვისებებიდან გამომდინარე.
საწყისი მასალის თვისებებად შეიძლება გამოყენებული იქნეს ცალკეული
მასალების თვისებების მაჩვენებლები, ხოლო პაკეტის მიღების მონაცემებად
ტექნოლოგიური პროცესის პარამეტრები.
ტანსაცმლის პაკეტის თვისებათა პროგნოზირების მეთოდები იყოფა შემდეგი
მაჩვენებლების მიხედვით:
1. გამოცდის ობიექტი, როგორც საწყისი მასალების პარამეტრები და თვისებები
ასევე თვით ტანსაცმლის პაკეტი.
2. გამოცდის სახე, რომელიც განისაზღვრება თვით გამომცდელის მიერ
პროგნოზირების მიზნებისა და ამოცანების მიხედვით.
3. გამოცდის პირობები და პარამეტრები.
4. გამოცდის შედეგებს შორის ფუნქციონალური კავშირი.

19
გამოკვლევების ჩატარების დროს ძირითადად გამოიყენება თვისებათა
მაჩვენებლების პროგნოზირების მათემატიკური მეთოდები. ყველაზე მოსახერხებელია
რეგრესიული ანალიზის მეთოდი.
რეგრესიული ანალიზის მეთოდით მიღებული მათემატიკური მოდელები
საშუალებას იძლევა განვსაზღვროთ პაკეტის მოქმედება ერთ-ერთი კომპონენტის
ცვლილების შემთხვევაში.

ასე მაგალითად, პაკეტის სიხისტე yn , შეიძლება წარმოვადგინოთ საწყისი

მასალების სიხისტეთა ფუნქციად.

yn=f(X1,X2,X3…Xn)
X1…Xn - საწყისი მასალების სიხისტეებია.
ოთხფენიანი პაკეტის სიხისტე „ძირითადი მასალა+თერმოწებოვანი შუასადები
მასალა+კალთქვედას ქსოვილი+სარჩული“ პაკეტის მათემატიკურ მოდელს აქვს სახე:

Y4=12,146 X10,671. X21,134. X30,239. X4-0,859


Y4- ოთხფენიანი პაკეტის სიხისტე,
X1- ძირითადი მასალის სიხისტე, მკნ.სმ2
X2- თერმოწებოვანი მასალის სიხისტე, მკნ.სმ2
X3 - კალთქვედას სიხისტე მკნ.სმ2
X4 - სასარჩულე ქსოვილის სიხისტე მკნ.სმ2
განმსაზღვრელ ფაქტორს - განტოლების ძირითად პარამეტრს წარმოადგენს
შუასადები მასალის სიხისტე, მას რეგრესის განტოლებაში მაღალი კოეფიციენტი აქვს.
მათემატიკური მოდელის ანალიზის შედეგად შეიძლება პაკეტის ცალკეულ
კომპონენტებსა და თვით პაკეტს შორის კავშირის დადგება, ე.ი. შესაძლებელია პაკეტის
თვისებათა პროგნოზირება რომელიმე კომპონენტის შეცვლის შემთხვევაში.
ანალოგიურად შეიძლება გამოკვლეული იქნეს სხვა თვისებათა ცვლილებებიც და
შედგეს მათემატიკური მოდელები.
პაკეტის თვისებათა პროგნოზირება ხორციელდება შემდეგი თანმიმდევრობით:

20
1. საფეიქრო მასალებისა და ტანსაცმლის პაკეტის თვისებათა ნომენკლატურის
დადგენა.
2. საფეიქრო მასალებისა და ტანსაცმლის პაკეტის თვისებათა მაჩვენებლების
დადგენა მონაცემების ბანკის შესადგენად.
3. საფეიქრო მასალებისა და ტანსაცმლის პაკეტის თვისებათა შორის კავშირის
მათემატიკური მოდელის შედგენა.
განვიხილოთ მონაცემების ბანკის შედგენის მაგალითი

მონაცემების ბანკი

N1 საწყისი ინფორმაციის ბლოკი

N N2 მასალათა ცნობარი მაჩვენებლები

1 ვატინი არტ. 927609 4,4 730,0 0,04420 0,1760


2 მათბუნებელი არტ.49730 1,9 1028,0 0,043 0,168
მასალა: ჰაერის შუა ფენა

1 ჰაერის შუა ფენა 0,5 - 0,035 0,101


2 ჰაერის შუა ფენა 1 - 0,034
N3 პაკეტის სტრუქტურის ამოცანა

ტანსაცმლის ფენები სხეულის ნაწილი, ტანსაცმლის


ლოკალური უბნები
მკერდი ზურგი საჯდომი

სარჩული 1 1 1
მასალის ნომერი N1 N1 N1
მათბუნებელი 1 1 1
ფენათა რაოდენობა 2 2 1
მასალის ნომერი N3 N3 N3

შუასადები 1 0 0
მასალის ნომერი N2 - -
N4 ოპტიმიზაციის კრიტერიუმი
სისქე, მმ თბური ჰაერის კანის ტემპერატურა° C,
წინააღმდეგობა გამტარებლობა ტანი ლოკალური უბნები
მ2.C°/ვტ დმ3/მ2 მკერდი ზურგი საჯდომი
1 1 1 1 1 1

21
შენიშვნა:1,0 აღინიშნება ინფორმაციის არსებობა ან არ არსებობა
ბლოკ სქემაში წარმოდგენილია საფეიქრო მასალების კონფერქციონირების ყველა
განხილული ეტაპი. რომელიმე თვისების არსებობა ან არ არსებობა. (1-4 ეტაპი),
რომელიც ემყარება მათემატიკური მოდელის აგებაზე და დამოკიდებულია ნაწარმის
დანიშნულებაზე და პაკეტის სტრუქტურაზე.
ჩატარებული კონფექციონირების სისწორის შემოწმება ხორციელდება
ექსპერტული მეთოდით სუბიექტურად.
მონაცემების ბანკზე დაყრდნობით დგება პროგრამა და კომპიუტერის საშუალებით
აირჩევა კონფექციური რუქა.

კონფექციური რუქა
ნაწარმის დასახელება ___________________________________________
მოდელი ______________________ რეკომენდირებული ზომები __________________
სამოდელო ორგანიზაცია ______________________ზომა-სისრულის ჯგუფი_______
____________________________________________________________________________
მოდელის ავტორი ___________________________ ნაწარმის რეკომენდირებული
მოვლა_____________________________________________________________________
გაფორმების დასახელება ___________________________________________________

ძირითადი შუასადები დამხმარე ფურნიტურა მოდელი


ქსოვილი მასალები (ესკიზი)
არტ. ნიმუში არტ. ნიმუში არტ. ნიმუში არტ. ნიმუში

22
სატანსაცმელე საფეიქრო მასალების ასორტიმენტი

ასორტიმენტი ეწოდება სხვადასხვა თვისებების მიხედვით მსგავსი მასალების


შერჩევას. საფეიქრო მასალების ასორტიმენტი ძალზე მრავალფეროვანია. დანიშნულების
მიხედვით ისინი იყოფიან საყოფაცხოვრებო, ტექნიკურ და საუწყებოდ.
ტანსაცმლის დამზადებისას და განახლებისათვის ძირითადად გამოიყენება
ქსოვილები, ტრიკოტაჟი და უქსოვადი ტილოები.
ქსოვილების ასორტიმენტის მიზანმიმართული განვითარებისა და
ფორმირებისათვის, აგრეთვე მასალების მეცნიერულად დასაბუთებული არჩევისათვის
ყველა ქსოვილი ექვემდებარება კლასიფიკაციას.

ქსოვილების კლასიფიკაცია

სატანსაცმელე მასალების დასამზადებლად გამოყენებული ქსოვილებისათვის


არსებობს კლასიფიკაციის სამი სისტემა: სტანდარტული - პროდუქციის ხარისხის
მაჩვენებლის მიხედვით; საპრეისკურანტო - პრეისკურანტების მიხედვით შესაბამისი
მასალების შერჩევა და სააღრიცხვო - საერთაშორისო კლასიფიკატორის მიხედვით.
სტანდარტული კლასიფიკაციის შესაბამისად ქსოვილების ასორტიმენტი იყოფა
გამოყენებული ნედლეულის სახისა და რაოდენობის, დანიშნულების, ნართის
სტრუქტურის, წარმოების მეთოდების, დამატებითი დამუშავებისა და ხლართის
მიხედვით.
სტანდარტული კლასიფიკაციის პირველი ნიშნის მიხედვით (ნედლეულის სახის
მიხედვით) განასხვავებენ ბამბის, სელის, შალის, აბრეშუმის, ხელოვნური და
სინთეტიკური ჯგუფის ქსოვილებს. წარმოებისა და დამუშავების სახეების მიხედვით
განასხვავებენ ხამ, სადად შეღებილ, ჭრელს, დაჩითულს, და სხვას. დამატებითი
დამუშავების მიხედვით ქსოვილები იყოფა: ფლოკირებულად (დაფიფქებულად),

23
უჭმუჭვნადად, ნატვიფრად, გახამებულად, გოფრირებულად, მცირედკლებადად,
მოლითონებულად და სხვა.
ხლართის მიხედვით - მარტივად, წვრილნახატებიან, ჟაკარდულად და რთულად.
დანიშნულების მიხედვით ყველა ქსოვილი იყოფა სათეთრეულე, საკაბე,
საკოსტუმე, საპალტოე, და სხვა ქსოვილებად. ეს უკანასკნელი მაჩვენებელი
სტანდარტულ კლასიფიკაციაში ძირითადია, რადგანაც გარკვეული დანიშნულების
ქსოვილები უნდა დამზადდეს საერთო მოთხოვნილების შესაბამისად და უნდა გააჩნდეს
ხარისხის მაჩვენებლების საკმაოდ განსაზღვრული მახასიათებლები.
აღნიშნული კლასიფიკაცია დაკონკრეტებულია სახელმწიფო სტანდარტებში,
რომლებითაც ხელმძღვანელობენ მასალების შერჩევის დროს.
„საყოფაცხოვრებო დანიშნულების ბამბისა და შერეული ქსოვილები და
ცალობრივი ნაწარმი“. რომლის შესაბამისად ბამბის ქსოვილები იყოფა: სათეთრეულე,
საკაბე, სატანსაცმელე, საპირსახოცე, სათავსაფრე, სასაბნე, სასარჩულე, გასაწყობი და
საავეჯე დეკორატიულად.
„საყოფაცხოვრებო დანიშნულების სელისა და ნახევრადსელის ქსოვილები და
ტილოები, ცალობითი ნაწარმი. მაჩვენებლების ნომენკლატურა“ სელის ქსოვილები
იყოფა: სუფრებად, სათეთრეულედ, საპირსახოცედ, სატანსაცმლედ, დეკორატიულად
და გასაწყობად.
„ შალისა და ნახევრადშალის ქსოვილები და ცალობითი ნაწარმი, მაჩვენებელთა
ნომენკლატურა: ქსოვილები იყოფა: საკაბედ, საკოსტუმე და საპალტოვე ქსოვილებად,
საბნებად, თავსაფრებად, შარფებად და სუფრებად. (ცალობითი ნაწარმი).
„საყოფაცხოვრებო დანიშნულების აბრეშუმისა და ნახევრად აბრეშუმის
ქსოვილები, მაჩვენებელთა ნომენკლატურა“. ქსოვილები დანიშნულების მიხედვით
იყოფიან საკაბედ, სათეთრეულე და საკოსტუმედ, საპერანგედ, საავეჯო
დეკორატიულად, საფარდედ, სასარჩულედ, ხაოიანად, სალაბადედ და საქურთუკედ,
სალებედ, საქოლგედ, საგალანტერეოდ, საყელსახვევე და სასაბნედ.
„ქიმიური ბოჭკოების ქსოვილები და ცალობითი ნაწარმი. მაჩვენებელთა
ნომენკლატურა“. ქსოვილები იყოფა: საპერანგედ, საკაბედ, საკოსტუმე-საკაბედ,

24
საკოსტუმედ, საჯინსედ, სალაბადედ, საავეჯოდ, საფარდედ, სანოხედ,
გადასაფარებლებად, სუფრებად, თავსაფრებად და შარფებად.
საპრეისკურანტო კლასიფიკაცია ითვალისწინებს ქსოვილების დაყოფას ჯგუფებად
დანიშნულების, ბოჭკოვანი შემადგენლობის, გამომუშავების რაოდენობის მიხედვით.
პრეისკურანტი N030-ის მიხედვით ბამბის ქსოვილები იყოფა შემდეგ ჯგუფებად:
1- ჩითის, 2 - ნარმის, 3 - სათეთრეულე, (ქვეჯგუფი: ნარმა, მიტკალი, სპეციალური);
4 - სატინის (ქვეჯგუფი: სატინა და კარდული ლასტიკი, სატინა ვარცხნითი და
ნახევრადვარცხნითი ლასტიკი); 5 - საკაბე - (ქვეჯგუფი: საშემოდგომო, საზაფხულო,
საზამთრო, ქსოვილები კომპლექსური ძაფებით); 6 - სატანსაცმელე (ქვეჯგუფი: სადად
შეღებილი, სპეციალური, მელანჟური, ჭრელი, საზამთრო), 7 - სასარჩულე; 8 - ტიკის, 9 -
ხაოიანი, 10 - საავეჯე დეკორატიული, 11- საპირსახოცე; 12- ხამი ქსოვილები, 13-საავეჯე
დეკორატიული, 14-სასაბნე, (ბაიკის და საზაფხულო საბნები), 15- ტარის შესაფუთი
ქსოვილები, 16-მარლა და მარლის ნაწარმი; 17-ტექნიკური ქსოვილები.
ბამბის ქსოვილების არტიკული აღინიშნება ორი, ან სამი, ოთხი ციფრიანი
რიცხვებისაგან. აზრობრივი მნიშვნელობა მას არ გააჩნია. ია მიუთითებს მხოლოდ
ქსოვილის ნომერზე პრეისკურანტის მიხედვით.
პრეისკურანტის N036-ის მიხედვით ქსოვილები იყოფა 16 ჯგუფად.
საყოფაცხოვრებო დანიშნულების ქსოვილები თავმოყრილია პირველ ათ ჯგუფში: 01-
ჟაკარდული ფართე; 02-ჟაკარდული ვიწრო; 03-ტილოები და პირსახოცები სადა, 04-
ვიწრო ტილოები თეთრი და ნახევრად თეთრი, 05- ფართე ტილოები თეთრი და
ნახევრად თეთრი, 06- საკოსტუმე-საკაბე, 07-ხამი ტილოები თხელი, 08- ჭრელი
ტილოები, 09- ხამი უხეში ტილოები.
ყოველი აღნიშნული ჯგუფი იყოფა ორ ქვეჯგუფად, ერთი მათგანი შედგება სუფთა
სელის ქსოვილებისაგან, მეორე ნახევრად სელის ქსოვილებისაგან.
სელის ქსოვილების არტიკული აღინიშნება ხუთნიშნა რიცხვით. არტიკულის
პირველი ორი ციფრი შეესაბამება ქსოვილის ჯგუფის ნომერს (01; 02; 03; და ა.შ,),
არტიკულის მესამე ციფრი მიუთითებს ნედლეულის შემადგენლობაზე და აღნიშნავს
ქსოვილის ქვეჯგუფს. ციფრი 1 შეესაბამება სუფთა სელის ქსოვილებს, ციფრი 2

25
ნახევრადსელის და შერეულ ქსოვილებს, მეოთხე და მეხუთე ციფრი - ქსოვილის რიგით
ნომერს პრეისკურანტში.
N032 პრეისკურანტის შესაბამისად შალის ქსოვილები იყოფა 6 ჯგუფად, მათი
გამომუშავების წესისა და ნედლეულის შემადგენლობის გათვალისწინებით. 1-
ვარცხნითი სუფთა შალის, 2-ვარცხნითი ნახევრად შალის, 3-ქმინდა სამაუდე სუფთა
შალის, 4-წმინდა სამაუდე ნახევრად შალის, 5-უხეში სამაუდე სუფთა შალის, 6 - უხეში
სამაუდე ნახევრად შალის.

ქსოვილ;ების ყველა ჯგუფი იყოფა ქვეჯგუფებად დანიშნულებისა და


გამოყენებული ნედლეულის მიხედვით. განასხვავებენ შემდეგ ქვეჯგუფებს: საკაბე, (1-4
ჯგუფისათვის), 2- საკოსტუმე სადად შეღებილი (1,2 და 4 ჯგუფისათვის), 3-საკოსტუმე
ჭრელი და ფასონური (1-4 ჯგუფებისათვის), 4-მაუდი (3-4 ჯგუფებისათვის), 5-
საპალტოე (1-6 ჯგუფებისათვის), 6-დრაფი (3-6 ჯგუფებისათვის), 7- ხაოიანი (5-6
ჯგუფებისათვის), 8- საბნები (4-6 ჯგუფებისათვის), სპეციალური (1-6 ჯგუფებისათვის).

შალის ქსოვილის არტიკული - ეს არის ოთხი ან ხუთნიშნა რიცხვი. მისი პირველი


ციფრი მიუთითებს ქსოვილის ჯგუფზე და იცვლება 1-დან 6-მდე. ამასთან სუფთა შალის
ქსოვილებისათვის ის არის კენტი (1,3,5), ხოლო ნახევრად შალის ქსოვილებისათვის
ლუწი (2,4,6). არტიკულის მეორე ციფრი მიუთითებს ქსოვილის ქვეჯგუფზე და იცვლება
1-დან 9-მდე. ორი ან სამი ბოლო ციფრი შეესაბამება პრეისკურანტში არტიკულის
ნომერს.

N034 პრეისკურანტის შესაბამისად, აბრეშუმის ქსოვილები იყოფა 8 ჯგუფად


ბოჭკოების შემადგენლობისა და გამოყენებული ძაფების მიხედვით. 1-ბუნებრივი
აბრეშუმისგან, 2- ბუნებრივი აბრეშუმისგან სხვა ბოჭკოებთან შენაზავში, 3- ხელოვნური
ძაფებისაგან, 4-ხელოვნური ძაფებისაგან სვა ბოჭკოებთან შენაზავში, 5-სინთეზური
ძაფებისაგან, 6- სინთეზური ძაფებისაგან სხვა ბოჭკოებთან შენაზავში, 7- მთლიანად
ხელოვნური ძაფებისაგან სხვა ბოჭკოებთან შენაზავში, 8- მთლიანად სინთეზური
ძაფებისაგან ან სხვა ბოჭკოებთან შენაზავში.

26
ყველა ჯგუფი იყოფა 7 ქვეჯგუფად. ქსოვილის აგებულების, დანიშნულების და
ნაკეთობის ფორმის მიხედვით; 1- კრეპის, (1-4 ჯგუფისათვის); 2-სადა (1-8
ჯგუფისათვის); 3-ჟაკარდული (1-4 და 6 ჯგუფისათვის); 4- ხაოიანი (2,4,6 და 8
ჯგუფისათვის); 5-სპეციალური დანიშნულების (3-7 ჯგუფებისათვის); 6-ტექნიკური, 7-
ცალობითი ნაკეთობა (3,4,6 და 8 ჯგუფებისათვის).

აბრეშუმის ქსოვილის არტიკული აღინიშნება ხუთნიშნა რიცხვით, პირველი


ციფრი შეესაბამება ქსოვილის ჯგუფს, მეორე - ქვეჯგუფს, ბოლო სამი ციფრი გვიჩვენებს
პრეისკურანტში ქსოვილის რიგით ნომერს.

და ბოლოს - ქსოვილის არტიკული ეწოდება ქსოვილის პირობით აღნიშვნას,


რომელიც მას განასხვავებს მეორისაგან გაწყობის თუნდაც ერთი მაჩვენებლით.

სატანსაცმელე მასალების მიმართ წაყენებული მოთხოვნები

სათეთრეულე ქსოვილები
სათეთრეულე ქსოვილები არსებობენ სასაცვლე, საწოლის, სადილო, საპირსახოცე.
განვიხილოთ სათეთრეულე ქსოვილები, რომლებიც გამოიყენება შიგა პერანგების,
ტრუსების, პიჟამოების, ქალის ტუალეტის საგნების დასამზადებლად.

სათეთრეულე ქსოვილებისადმი წაყენებული მოთხოვნები

სათეთრეულე ასორტიმენტის ქსოვილებს წაეყენება შემდეგი მოთხოვნები:


საექსპლუატაციო (ჰიგიენური და ცვეთამედეგი), ესთეტიკური, ეკონომიკური და
ტექნოლოგიური. ჰიგიენური მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად სათეთრეულე
ქსოვილები უნდა იყოს საკმაოდ ჰიგროსკოპიულნი, (კონდიციური ტენიანობა Wკ არა
ნაკლებ 70), ტანსაცმლის შიგა სივრცის ვენტილაციისა და ნახშირორჟანგის
გამოსადევნად ჰაერგამტარებლობა უნდა აღემატებოდეს 135დმ3/მ2წმ. ტენის, ოფლის
27
გასაცლელად უნდა გააჩნდეთ ტენის შთანთქმისა და ტენის გაცემის უნარი. საზამთრო
სათეთრეულე ქსოვილებს უნდა გააჩნდეთ აგრეთვე მცირე სითბოგამტარებლობა
ტანსაცმლის შიგნით მიკროკლიმატის შესაქმნელად. (სითბოგამტარებლობის
კოეფიციენტი λ=0,070 ვტ/მკ.

საცვლების დასამზადებლად არ არის რეკომენდირებული საფეიქრო სინთეტიკური


მასალების გამოყენება.
საცვლების მასალებმა უნდა გაუძლონ მრავალჯერად რეცხვას (70-80) და უნდა
ჰქონდეთ მაღალი ცვეთამედეგობა.
ლამაზი გარეგნული სახის შესანარჩუნებლად საცვლების დასამზადებლად უნდა
იქნეს გამოყენებული გამოთეთრებული ქსოვილები. სათეთრეულე ქსოვილების
შეკლება არ უნდა აღემატებოდეს ქსელში 3,5%-ს და მისაქსელში 2,0%-ს, სელის
ქსოვილებში ქსელში 5,5%-ს და მისაქსელში 3,0%-ს.

საკაბე ქსოვილები
საკაბე ქსოვილების ასორტიმენტი ძალზე მრავალფეროვანია. ის შეიცავს საშინაო
კაბას და ხალათს, ყოველდღიურ კაბას, სამსახურისათვის ქვედა კაბასა და კოფთას,
დასასვენებლად სარაფანსა და კაბას, გამოსასვლელ კაბას, კაბა-კოსტუმსა და საღამოს
კაბებს. სეზონზე დამოკიდებულებით კაბებს ყოფენ საზაფხულო, დემისეზონის და
საზამთროდ. გარდა ამისა კაბებს ყოფენ ქალის, სკოლის ასაკისა და სკოლამდელი ასაკის
კაბებად.

საკაბე ქსოვილებისადმი წაყენებული მოთხოვნები


დანიშნულების მიხედვით საკაბე ქსოვილებს წაეყენებათ მოთხოვნები.
რამდენადაც საშინაო და ყოველდღიურმა კაბებმა უნდა უზრუნველყონ
სითბოგადაცემის რეგულირება ზამთარში ოთახის პირობებში, ხოლო ზაფხულში
ატმოსფეროს პირობებში, ამიტომ უფრო მნიშვნელოვან მოთხოვნად ასეთი
ქსოვილებისადმი წარმოადგენს ჰიგიენური. ჰიგიენური მოთხოვნების მიხედვით

28
ნაწარმმა უნდა უზრუნველყოს ადამიანის სხეულის ტემპერატურა 33-34°С და ჰაერის
ტემპერატურა კანის ახლოს 29-32°С. ჰაერის ტენიანობის დროს ტანსაცმლის შიგნით 20-
40%, ამიტომ საზაფხულო და დემისეზონის ტანსაცმლის ჰაერ და
ორთქლგამტარებლობა უნდა იყოს სათეთრეულე ქსოვილებზე მეტი.
საკაბე ქსოვილების შემდეგი მნიშვნელოვანი ჰიგიენური თვისებაა
ჰიგრისკოპულობა, ტენის შთანთქმა და გაცემა. საზაფხულო და ყოველდღიური
კაბებისათვის კონდიციური ტენიანობა უნდა იყოს არა ნაკლები 7%-სა. აუცილებელია
აგრეთვე მხედველობაში ვიქონიოთ, რომ ქსოვილების დანამვისას მათი
ჰაერგამტარებლობა მცირდება ფორების წყლით შევსებისა და ბოჭკოების წყლით
შევსების გამო. გამოსასვლელი და საღამოს კაბებისათვის ჰიგიენური მოთხოვნები
ნაკლებად მნიშვნელოვანია.
ყოველდღიური კაბები და სამუშაო კაბები უნდა იყვნენ კარგი ცვეთამედეგნი.
შალის ქსოვილების ცვეთამედეგობა უნდა იყოს არა ნაკლები 2000 ციკლისა. ხოლო
აბრეშუმის ქსოვილებისათვის - არა ნაკლები 1000 ციკლისას. გაწევის მიმართ
მდგრადობა აბრეშუმის ქსოვილებისათვის უნდა იყოს 0,6-2,0 დნ 1მ2 -ის მასაზე
დამოკიდებულებით. ნაკერის სიმტკიცე დამოკიდებულია საკერავი ძაფების სწორად
შერჩევაზე, ნემსის ნომრისა და გვირისტულათა რაოდენობაზე. ცვეთამედეგობის
მიმართ მოთხოვნა გამოსასვლელი და საღამოს კაბების მიმართ მეორეხარისხოვანია,
აღნიშნული ჯგუფისათვის პირველადია ესთეტიკური მოთხოვნა.
გამოყვანისა და კოლორისტული გაფორმების მიხედვით ქსოვილები უნდა
შეესაბამებოდეს მოდის მიმართულებას. ისისნი უნდა იყვნენ გამომთეთრებულნი,
სადად შეღებილნი და დაჩითულნი, ხოლო ყოველდღიური სელის ქსოვილები -
შესაძლებელია აგრეთვე იყვნენ ხამი და ნახევრად თეთრი.
გამოსასვლელი კაბები შეიძლება იყვნენ აგრეთვე სხვადასხვა ეფექტით
გაფორმებულები, მათში შეიძლება შერეული იყოს სხვადასხვა ლითონის ან ნაგრეხი
ძაფები, მძივები, ფასონური და ტექსტურირებული ძაფები.
ყოველდღიური და სამუშაო კაბების ქსოვილები უნდა იყვნენ მშვიდი ფერებით,
დაჩითულნი - წვრილი ნახატით. საზაფხულო კაბების, სარაფანების და სხვადასხვა
ხალათების ქსოვილები უნდა იყვნენ მსხვილი ნახატებით დაჩითულნი, ხოლო საბავშვო
29
საკაბეები - წვრილი ნახატით. მელანჟურ ქსოვილებს იყენებენ ყოველდღიური კაბების
შესაკერად, ხოლო ჭრელი ქსოვილები კოლორისტული გაფორმების მიხედვით
შეიძლება გამოვიყენოთ გამოსასვლელი კაბებისათვის. ყოველდღიური (სამუშაო),
დასასვენებელი და სპორტული კაბებისათვის.
სითეთრის ხარისხის მიხედვით საკაბე ქსოვილები ისეთივე უნდა იყვნენ, როგორც
სათეთრეულე.
გარეგნული სახის გასაუმჯობესებლად ბამბისა და აბრეშუმის ქსოვილები უნდა
დაიტვირთოს, გაპეწიანდეს და სხვა. თერმოპლასტიკური ძაფების ქსოვილები უნდა
გამოუშვათ კრეპის ეფექტით, აგრეთვე პლისირების ეფექტით. აბრეშუმის, ბამბის,
სელისა და შალის საკაბე ქსოვილები სინთეზური და ხელოვნური ძაფების შენაზავით
უნდა იყვნენ პილინგისადმი მედეგნი. სუფთა შალის ქსოვილები უნდა დამუშავდეს
ჩრჩილის საწინააღმდეგო გამოყვანით. შალის ქსოვილები სინთეზურ ძაფებთან ერთად
და აბრეშუმის ქსოვილებისათვის უნდა გაკეთდეს სტაბილიზაცია, ხოლო ბამბის, სელის,
ვისკოზის ქსოვილები უნდა დამუშავდეს უჭმუჭვნად გამოყვანილი და აგრეთვე მცირედ
კლებადი გამოყვანით.
საკაბე ქსოვილებისათვის დადგენილია ზედაპირული სიმკვრივე 200-260 გ, ხოლო
აბრეშუმის ქსოვილებისათვის - 25-160გ.
საკაბე ქსოვილებისათვის სიხისტის ნორმები უნდა იქნეს ВУСЛ ≤ 0,5 სნ/სმ2, როდესაც
სიხისტე აღემატება ВУСЛ≥1,0სნ/სმ2 შეიმჩნევა გაზრდილი გაჩეხვა. გარდა ამისა, მაღალი
სიხისტე და დაბალი დრაფირების უნარი მოითხოვს შესაბამისი მოდელის დამუშავებას.
გაჩეხვის, ძაფების დაცვენის და გაწევის შესამცირებლად საჭიროა შეირჩეს საკერავი
ძაფის ნომერი, ნემსის ნომერი და გვირისტულათა რაოდენობა.
სინთეზური ქსოვილების კერვის დროს საკერავ მანქანაზე საჭიროა გაკეთდეს
სპეციალური მოწყობილობა, რადგან კერვის პროცესში ნემსი ხურდება და იწვევს
ქსოვილის ძაფების გალღობას.

30
ზედაპირული სიმკვრივის ნორმები სათეთრეულე და საკაბე
ქსოვილებისათვის(გ/მ2)
საკაბე ქსოვილები:
ბამბის ქსოვილები:
საზაფხულო ------------------------------------------------------ 50 – 130
დემისეზონის ------------------------------------------------------- 100-185
საზამთრო ----------------------------------------------------------- 180-350
სელის ქსოვილები -----------------------------------------------------126-290
აბრეშუმის ქსოვილები-------------------------------------------------20-260
შალის ქსოვილები ------------------------------------------------------140-250
სათეთრეულე ქსოვილები
ბამბის ქსოვილები ----------------------------------------------------115-165
სელის ქსოვილები -----------------------------------------------------106-190
აბრეშუმის ქსოვილები ------------------------------------------------160-190

დრაპირების კოეფიციენტების ნორმები სათეთრეულე და საკაბე ქსოვილებისათვის

საკაბე ქსოვილები დრაპირების კოეფიციენტი %

კარგი დამაკმაყოფილებელი ცუდი

ბამბის 65 45...65 45

შალის 80 68...80. 68

აბრეშუმის 85 75-85 75

ჰაერგამტარებლობის ნორმები სათეთრეულე და საკაბე ქსოვილებისათვის


50 პა წნევის დროს (დმ3მ2წმ)
ბამბის ქსოვილები
საზაფხულო ----------------------------------------------------------375...1250
დემისეზონის --------------------------------------------------------125...375
საზამთრო ------------------------------------------------------------არაუმეტეს 135

31
საპერანგე ქსოვილები
საპერანგე ქსოვილების ასორტიმენტი მრავალფეროვანია. ისინი არიან
ყოველდღიური, სპორტული, გამოსასვლელი, საზაფხულო და საზამთრო.

საპერანგე ქსოვილების მიმართ წაყენებული მოთხოვნები

სეზონისა და ასაკის მიხედვით საპერანგე ქსოვილების მიმართ წაყენებული


მოთხოვნები იცვლება. ჰიგიენური მოთხოვნების შესაბამისად ყოველდღიური და
საბავშვო პერანგების ჰიგროსკოპულობა მაღალი უნდა იყოს. გამოსასვლელი და
სამეჯლისო პერანგებისათვის ეს მაჩვენებელი შეიძლება რამდენადმე ნაკლები იყოს.
ტანსაცმლის შიგა არის ვენტილაციის მიზნით პერანგის ჰაერგამტარებლობა მაღალი
უნდა იყოს. ამ ქსოვილებს უნდა გააჩნდეთ მაღალი ორთქლგამტარებლობა და ტენის
შთანთქმის უნარი, რომლის რეგულირებაც საჭიროა მოვახდინოთ ბოჭკოვანი
შემადგენლობის ცვალებადობით.
საპერანგე ქსოვილების მიმართ წაყენებულ მნიშვნელოვან მოთხოვნას
წარმოადგენს რეცხვისა და ცვეთის მიმართ გაზრდილი მოთხოვნა. ბამბის ქსოვილებში
ამას აღწევენ ნაგრეხი ნართის გამოყენების გზით. სინთეზური ძაფების შეგრეხითა და
მერსერიზაციის გზით, საპერანგე ქსოვილების ცვეთამედეგობაზე გავლენას ახდენს
აგრეთვე ნაკერის სიმტკიცე, რომელსაც უზრუნველყოფს საკერავი ძაფისა და ნაკერის
კონსტრუქციის სწორად შერჩევა.
ქსოვილების გაფორმებისადმი წაყენებული მოთხოვნების შესაბამისად საპერანგე
ქსოვილებს უშვებენ ორიგინალური საქსოვი ხლართებითა და ნახატებით. მათ უნდა
ჰქონდეთ მტკიცე და განსაკუთრებით მტკიცე ღებვა.
ნაწარმის ფორმის კარგად შენარჩუნების მიზნით საპერანგე ქსოვილები უნდა
იყვნენ მცირედ კლებადი. რეცხვის შემდეგ შეკლება ბამბის ქსოვილებისათვის ნაკლები
უნდა იყოს 3%-ზე ქსელში. აბრეშუმის ქსოვილებისათვის 3,5%- ზე ნაკლები და მცირედ

32
ჭმუჭვნადი. უჭმუჭვნადობა უნდა ქონდეთ არა ნაკლები 70%. სინთეზური ბოჭკოებიანი
ქსოვილები უნდა იყვნენ სტაბილიზირებული.
აბრეშუმის ქსოვილების მასა უნდა იყოს 70-130 გ/მ2, საზამთრო და სპორტული
პერანგებისათვის 200 გ/მ2, რადგანაც სინთეზური ბოჭკოებისა და ძაფების ნაწარმი
ხასიათდება მაღალი სიხისტით, ამიტომ მათგან არ უნდა დამზადდეს ტანზე მომდგარი
მოდელი.

ზედაპირული სიმკვრივის ნორმები საპერანგე ქსოვილებისათვის(გ/მ2)


ბამბის ქსოვილები:
საზაფხულო ------------------------------------------------------ 95 – 138
დემისეზონის ------------------------------------------------------- 250-მდე
საზამთრო ----------------------------------------------------------- 250-მდე
აბრეშუმის ქსოვილი -------------------------------------------------- 68...210

ჰაერგამტარებლობის ნორმები საპერანგე ქსოვილებისათვის


50 პა წნევის დროს (დმ3მ2წმ)
საპერანგე ქსოვილები --------------------------------------- 135-ზე მეტი

ქსოვილების კლასიფიკაცია ორთქლის შეღწევადობის მიხედვით (გმ2წმ)


საკაბე და საპერანგე ქსოვილები:
საზაფხულო ნაწარმისთვის--------------------------------------------- 56
საზამთრო ნაწარმისთვის ------------------------------------------------50
სათეთრეულე:
საზამთრო ნაწარმისათვის ---------------------------------------------- 52...56
საზაფხულო ნაწარმისათვის -------------------------------------------- 56

33
საკოსტუმე ქსოვილები

საკოსტუმე ქსოვილებს იყენებენ მამაკაცის, ქალისა და ბავშვის სამკერვალო


ნაწარმის დასამზადებლად. კოსტუმების, პიჯაკების, შარვლების, ქვედა კაბების,
ჟაკეტების და სხვათა დასამზადებლად. დანიშნულების მიხედვით საკოსტუმე ნაწარმი
არის გამოსასვლელი, ყოველდღიური, სპორტული, საუწყებო და სპეციალური.

საკოსტუმე ქსოვილებისადმი წაყენებული მოთხოვნები

საკოსტუმე ქსოვილებისადმი წაყენებული მოთხოვნებიდან ყველაზე


მნიშვნელოვანია ესთეტიკური მოთხოვნები. კოლორისტული გაფორმების მხრივ
ქსოვილები უნდა შეესაბამებოდეს მოდის მიმართულებას. კოსტუმებისათვის
მიზანშეწონილია გამოვიყენოთ რელიეფური სტრუქტურის, უჯრედებიანი ან
ზოლებიანი ქსოვილები. გამოსასვლელი ქსოვილები უნდა დამზადდეს ერთი ტონის
ქსოვილებისაგან მოციმციმე ბზინვარებით. ყოველდღიური მამაკაცის კოსტუმებისათვის
გამოყენებული უნდა იქნეს უფრო მშვიდი ტონალობის ფერები, ხოლო ქალისა და
ბავშვის კოსტუმებისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს მშვიდ ფერებთან ერთად
მკვეთრი და ღია ფერები.

საკოსტუმე ქსოვილებისათვის მნიშვნელოვან თვისებას წარმოადგენს მისი


უჭმუჭვნადობა, დაუპილინგება, ნაკლები გაჭუჭყიანება, მცირე შეკლება და მაღალი
ფორმამედეგობა.

შეკლებისა და ჭმუჭვნადობის შესამცირებლად რეკომენდირებულია ბამბის


ქსოვილების მცირედ ჭმუჭვნადი და მცირედ კლებადი გამოყვანა. საკოსტუმე
ქსოვილების გაზრდილი ფორმამედეგობის მისაღწევად საჭიროა შენაზავში შევიყვანოთ
პოლიეთერისა და პოლიაკრილონიტრილის ბოჭკოები შემდგომი სტაბილიზაციის
გამოყენებით. სტაბილიზაციას ატარებენ გაჯერებული ორთქლის არეში 120-130°C ან

34
200-235°C ცხელი ჰაერის არეში. დაპილინგების შემცირების მიზნით შენაზავში უნდა
შევიყვანოთ 40%-მდე პოლიეთერის ბოჭკო.

მნიშვნელოვან საექსპლუატაციო თვისებას წარმოადგენს რიგი ცვეთამედეგობა


და ჰიგიენურობა. მაღალი ცვეთამედეგობის მისაღწევად ქსოვილი უნდა გამოვიმუშაოთ
ნაგრეხი ნართისაგან, სადაც შეგრეხილი იქნება ლავსანის ან კაპრონის ძაფი.

გასათვალისწინებელია, რომ საშარვალე ქსოვილი უნდა იყოს უფრო მჭიდრო,


ვიდრე საპიჯაკე. საკოსტუმე შალის ქსოვილებს უნდა ჩაუტარდეთ ჩრჩილის მიმართ
მედეგი გამოყვანა.

ყოველდღიური კოსტუმებისათვის ქსოვილები ისევე როგორც საკაბე ქსოვილები


უნდა არეგულირებდეს ადამიანის მიერ სითბოს გაცემას სხვადასხვა პირობებში და არ
შეამციროს შრომის უნარიანობა. ამიტომ მნიშვნელოვან მაჩვენებელს წარმოადგენს
ჰიგროსკოპიულობა. ჰაერგამტარებლობა და სხვა.

კონდეცირებული ტენიანობა წარმოადგენს აუცილებელ ხარისხობრივ


მაჩვენებელს ყველა ქსოვილისათვის. სუთა შალის ქსოვილებისათვის კონდინციური
ტენიანობა უნდა იყოს არა ნაკლები 13%, შერეული შალის ქსოვილისთვის 7-12%.
ჰაერგამტარებლობა საკოსტუმე ქსოვილებში საორიენტაციოდ უნდა იყოს 100-
150დმ3/მ2წმ. ხოლო სითბოგამტარებლობის კოეფიციენტი საზამთრო ქსოვილებისათვის
λ=0,048-0,068 ვტ/მკ სპეციალური და ყოველდღიური საკოსტუმე ქსოვილებისათვის
ორთქლგამტარებლობა Bn=1,1-1,7 მგ/მ2წმ.
სინთეტიკური ბოჭკოებიანი ქსოვილები იწვევენ დაელექტროებას, ამიტომ მათ
უნდა ჩაუტარდეთ ანტისტატიკური და დამარბილებელი გამოყვანა.
შესაბამისი დანიშნულების საკოსტუმე ქსოვილის შერჩევისას გათვალისწინებული
უნდა იყოს ზედაპირული სიმკვრივე (1მ2-ის მასა), თბური დანამვითი დამუშავების
რეჟიმი, ნემსების, საკერავი ძაფების ნომრები, ნაკერის კონსტრუქცია. საკოსტუმე
ქსოვილებისათვის რეკომენდირებულია შემდეგი ნორმები:
სუფთა შალის 270-340 გ/მ2
შერეული შალის 220-320
35
თხელი მაუდის 360-380
აბრეშუმის ასორტიმენტი 140-300

საკოსტუმე ქსოვილების გამგლეჯი დატვირთვა

გამგლეჯი დატვირთვის მინიმალური დასაშვები ნორმა H,


ზედაპირული სიმკვრივის დროს გ/მ2
ქსოვილის ჯგუფი
250- მდე 250-დან 310-მდე 310 მეტი
ქსელი მისაქსელი ქსელი მისაქსელი ქსელი მისაქსელი

კამვოლური სუფთა შალის 345 196 345 245 392 294

კამვოლური ნ/შალის, 343 245 441 294 441 294


შერეული ვისკოზის
ბოჭკოსაგან
კამვოლური ნ/შალის, 392 294 441 343 553 441
შერეული სინთეტიკური
ბოჭკოსაგან
სუფთა შალის 176 256 215 176 245 196

ნ/შალის, შერეული 196 176 245 196 294 245


ვისკოზის, პოლიამიდისა
და ბამბის ბოჭკოსაგან
ნ/შალის, შერეული 294 245 343 245 343 245
სინთეტიკური

საკოსტუმე ქსოვილების ერგონომიკული მაჩვენებლები

მაჩვენებელი საკოსტუმე მასალები

საზამთრო საზაფხულო
ტანსაცმლისათვის ტანსაცმლისათვის
ჰაერგამტარებლობა, დმ3/(მ2წმ) არა 100 150
უმცირეს
ორთქლშეღწევადობა, გ/(მ2წმ) 40 40

ნორმალური ტენიანობა,% 7...13 არა უმცირეს 7

36
საკოსტუმე ქსოვილების მახასიათებლები
ნართის ხაზობრივი შალის
ზედაპირული სიმკვრივე, ტექსი 10 სმ-ზე ძაფის ბოჭკოს
ქსოვილის დასახელება
სიმკვრივე რაოდენობა შემცველობა
გ/მ2 ქსელი მისაქსელ ქსელი მისაქსელი %

საკოსტუმე კრეპი 341 19X2 19X2 500 315 100


საკოსტუმე„გალაქტიკა“ 305 19X2 19X2 443 313 99
19X2+2,2
საკოსტუმე ტრიკო 300 42+15,6 68 276 157 51

ჯინსი 412 42+21 25 X2 445 240 21


საკოსტუმე ქსოვილი 271 42+16,6 68 231 170 58
საკოსტუმე ტვიდი 378 72 X2 72 X2 115 108 28
საკოსტუმე გროტექსი 243 22,2 X2 22,2 X2 322 202 45
სუკნო მელანჟური 290 40 20 282 360 -

37
ქსოვილის ზედაპ ხაზობრივი სიმჭიდროვე გამგლეჯი რეცხვ შეკლება % ხლართი
ირულ სიმჭიდროვე დატვირთვა
დასახელება ის

სიმკვრ მდგრა
ივე ქსელი მისაქსე ქსელი მისაქს ქსელი მისაქს ქსელი მისაქს
ლი დობა
გ/მ2 ელი ელი ელი

დიაგონალი, სადად 212-11 29 36 388-8 223-7 677


432 2000 5 2 სარჟის
შეღებილი

დიაგონალი, 255-11 42 50 318-6 194-7 687


გამოთეთრებული, 422 2000 3,5 2 „---„
სადად შერებილი

მოლესკინი, სადად 250-12 25 29 293-6 534-18 402 გაძლიერე


902 3500 3,5 2 ბული
შერებილი
ატლასი

მოლესკინი, სადად 218-12 25 50 290-6 612-18 383


726 1500 3,5 2 „---„
შერებილი

სატინი-ტრიკო, სადად 230-12 25 20 328-7 650-20 422 კომბინი


შეღებილი 746 2500 2 2
რებული

ქსოვილი „კალნსი“, 281-14 18,5 50 457-9 188-6 1059


422 2500 5 2 სარჟის
სადად შეღებილი

38
საკოსტუმე ქსოვილების ფიზიკო-მექანიკური მახასიათე
ქიმიური ბოჭკოების შემცველი საკოსტუმე ქსოვილების ფიზიკო-მექანიკური
თვისებების ნორმატიული მაჩვენებლები

ზედაპირული სიმკვრივე, გ/მ2 ------------------------------------------------ 200...300


გამგლეჯი დატვირთვა, H, ნაჭრის ზომები
50X100 მმ, არა უმცირეს
ქსელის---------------------------------------------------------------------------- 441
მისაქსელის --------------------------------------------------------------------- 343
მისაქსელის წაგრძელება %, არა უმცირეს ------------------------------------ 15
რეცხვის მიმართ მდგრადობა, ციკლი, არა უმცირეს ----------------------- 2000
დაპილინგება, პილინგის რიცხვი 10 სმ2-ზე ----------------------------დაუშვებელია
უჭმუჭვნადობა, % არა უმცირეს ----------------------------------------------- 60
რეცხვის შემდეგ შეკლება, % არა უმეტეს:
ქსელის ---------------------------------------------------------------------------- 3,5
მისაქსელის ----------------------------------------------------------------------- 2
ჰაერგამტარებლობა, დმ3/(მ2წმ), არა უმცირეს ------------------------------- 50

სელის საკოსტუმე ქსოვილების ტექნიკური მოთხოვნები

საკოსტუმე ქსოვლი „ლავსანის“ ნორმატიული


მაჩვენებელი მნიშვნელობები

33-მდე 33-დან 50-მდე 50-ზე მეტი

ზედაპირული სიმჭიდროვე, გ/მ2, არა 400 165...300 165...300


უმეტეს
რეცხვის შემდეგ შეკლება,% არა უმეტეს
ქსელის
5 3,5 2,5
მისაქსელის
2 2 1,5
ჰაერგამტარებლობა, დმ3(მ2წმ), არა უმც. 60 45 45

რეცხვის მიმართ მდგრადობა,


ქსოვილისათვის ხლართით:
39
ტილოს 10 15 15
წვრილ და მსხვილნახატებიანი 7 12 12

უჭმუჭვნადობა, % 50 50 55

საპალტოე ქსოვილები
საპალტოე ქსოვილების ასორტიმენტში მეტი წილი მოდის შალის ქსოვილებზე-
მაუდის. თხელი და უხეში მაუდის და კამვოლურ ქსოვილებზე. კამვოლური ანუ
ვარცხნითი ქსოვილები შედარებით მსუბუქი არიან და ამიტომ მათ უმეტესად იყენებენ
ქალისა და მამაკაცის საზაფხულო და მათბუნებლიან საზამთრო პალტოების
დასამზადებლად. აგრეთვე იყენებენ სხვადასხვა გაჟღენთვის გამოყენებით, ხოლო
ქალის, მამაკაცის, ბავშვის სხვადასხვა სეზონის პალტოებისათვის გამოიყენება თხელი
მაუდის ქსოვილები. უხეში მაუდის ქსოვილები გამოიყენება ძირითადად საუწყებო
(შინელის) ტანსაცმლის დასამზადებლად და მამაკაცისა და ბიჭის პალტოსა და
ნახევარპალტოს დასამზადებლად. ბამბის ქსოვილები წყალამრიდი და წყალმედეგი
გამოყვანით ძირითადად გამოიყენება ლაბადების და ქურთუკების დასამზადებლად.
აგრეთვე მათბუნებელი შუასადების გამოყენებით პალტოსა და ნახევარპალტოს
დასამზადებლად. სელის ქსოვილები და ზოგიერთი სხვა ქსოვილები გამოიყენება
საუწყებო ლაბადებისა და ქურთუკების დასამზადებლად. აბრეშუმის ასორტიმენტის
ქსოვილები გამოიყენება საზაფხულო პალტოების, ლაბადებისა და ქურთუკების
დასამზადებლად.

საპალტოე ქსოვილების მიმართ წაყენებული მოთხოვნები

დანიშნულების და სეზონურობისაგან დამოკიდებულებით ქსოვილებს წაეყენებათ


სხვადასხვა მოთხოვნები. ყველაზე მნიშვნელოვან მოთხოვნას წარმოადგენს
ჰიგიენურობის მოთხოვნა, რადგანაც მათ უნდა უზრუნველყონ ტანსაცმლის

40
მოხერხებული ტარება. საპალტოე ნაწარმმა უნდა დაიცვას ადამიანის ორგანოები
არასასურველი გარეგანი ზემოქმედებისაგან.
ადამიანის ორგანიზმის სითბოს გაცემის შემცირების ხარჯზე პალტომ უნდა
უზრუნველყოს სხეულის მუდმივი ტემპერატურის შესანარჩუნებელი პირობების დაცვა.
დაბალი ტემპერატურისა და ქარის პირობებში ქსოვილებს უნდა გააჩნდეთ დაბალი
სითბოს გამტარებლობა. (B<100 დმ3/მ2წმ). ტანსაცმლის მიერ თბოიზოლაციის
შესაქმნელად, რომელიც კომპენსირებას გაუკეთებს სითბოს დანაკარგს, მნიშვნელობა
ენიჭება მასალის სითბოს დაცვის უნარს. საპალტოე ქსოვილებისათვის
სითბოგამტარებლობის კოეფიციენტი უნდა იყოს 0,087-0,055 ვტ/მკ ზღვრებში. თბური
წინააღმდეგობა - 0,033-0,120 მ2კ/ვტ. საპალტოე მასალების შერჩევისას უნდა
გავითვალისწინოთ, რომ მოცემული წონის შეცვლისას 0,022 და 0,100 გ/სმ3-მდე
არავითარ გავლენას არ განიცდის მისი თბური წინააღმდეგობა.
მასალების ჰიგროსკოპიულობა საგრძნობ გავლენას ახდენს სითბოდამცველობის
მახასიათებლები. მასალების ტენიანობის გაზრდით მცირდება მათი თბური
წინააღმდეგობა და იზრდება სითბოგამტარებლობა. აღნიშნული მიზეზის გამო
ნაკლებად იცვლება სუფთა შალის ქსოვილების სითბოდამცავი თვისებები. საპალტოე
ქსოვილებში დასაშვებია შალის ბოჭკოს რაოდენობა 50%. საპალტოე ქსოვილებს
უტარდებათ წყალგამზიდი გამოყვანა. სალაბადე ქსოვილებში წყალმედეგობა
რეგლამენტირებულია და იგი ტოლია 7850 პა. საპალტოე და საქურთუკე
ქსოვილებისათვის არანაკლები მნიშვნელობა აქვს ესთეტიკურ მოთხოვნებს. ქსოვილები
უნდა იყვნენ სხვადასხვა გაფორმებით, გლუვი რელიეფური ზედაპირით, (ხაოიანი ან
არახაოიანი). ბუკლეს ეფექტით და ფაქტურით, რომელიც მოგვაგონებს დაწნულ
კალათას, ტრიკოტაჟის ზედაპირის იმიტაციით..
100 და 75% შალის შემცველ საპალტოე ქსოვილებს უნდა ჩაუტარდეს ჩრჩილის
საწინააღმდეგო გამოყვანა.
შედარებით მეტი ტარების ხანგრძლივობის გამო შალის ქსოვილებისთვის
მნიშვნელოვანია მისი ცვეთამედეგობა.
პალტოს კონსტრუირების სიადვილისა და ხარისხიანი შეკერვისათვის საჭიროა
გათვალისწინებული იქნეს შემდეგი მახასიათებლები: ზედაპირული სიმკვრივე,
41
სიხისტე, დრაფირება, გაჩეხვა, და ა.შ. შალის ქსოვილის ზედაპირული სიმკვრივე არ
უნდა აღემატებოდეს: ქალის საზამთრო პალტოსათვის 500გ, დემისეზონს - 550გ,
მამაკაცის - 650გ, ბავშვის - არა უმეტეს 600გ, საზაფხულო პალტოსათვის არა უმეტეს -
350გ, აბრეშუმის ასორტიმენტის სალაბადე ქსოვილები - 30-250 გ. საპალტოე
ქსოვილების საორიენტაციო დრაფირება შემდეგია: კარგი - 65%-ზე მეტი, ცუდი - 42%-
ზე ნაკლები. დამაკმაყოფილებელი დრაფირება 42-65%. ღუნვაზე სიხისტე Вусл 1,5 სნ.სმ2.
საპალტოე ნაწარმი ექვემდებარება ქიმწმენდას.

საპალტოე ქსოვილების გამგლეჯი დატვირთვა და წაგრძელება გაგლეჯვისას

ქსოვილი
მაჩვენებელი კამვოლური კამვოლური სუკნო ფლანელი დრაფი
სუკნო
გამგლეჯი დატვირთვა,
ქსოვილის ზომა 50X100 მმ
ქსელის 392 294 215,6 176,4 215,6
მისაქსელი 245 196 156,8 137,2 156,8
წაგრძელება ქსოვილის
გაგლეჯვისას
ქსელის 20 20 17 18 15
მისაქსელის 20 20 17 18 15

საპალტოე ქსოვილების ფიზიკო-მექანიკური თვისებები

ჰაერგამტარებლობა, დმ3/(მ2წმ)
(ქარის სიჩქარეზე დამოკიდებულებით) ---------------------------------- 7...60
ორთქლშეღწევადობა, გ/(მ2წმ)
არა ნაკლებ -------------------------------------------------------------------- 40
ტენიანობა, % რა უმეტეს
(65% ჰაერის ტენიანობის დროს) ------------------------------------------- 13
42
ქსოვილის დასახელება სიგანე ზედაპ[ირუ მაჩვენებლები შალის შენიშვნა

სმ ლი ბოჭკოს
ხაზობრივი კომპლექსური
სიმკვრივე სიმკვრივე % ძაფების შემცვე

გ/მ2 სიმჭიდროვე ლობა %

ქსელი მისაქსე ქსელი მისაქსე


ლი ლი
კაბარდინი 142 364 19X2 19X2 477 410 100 კამვ.

საპალტოე ქსოვილი 142 372 31X2 31X2 324 222 100 „


„იაროსლავნაია“

საპალტოე ქსოვილი კრეპი 142 334 15.5X2 15.5X2 590 394 100 „

საპალტოე ქსოვილი 152 418 31X2 31X2 300 178 50 „

საპალტოე ქსოვილი 142 444 31X2 31X2 278 215 78 სუკნო

კამელია

კამვოლური საპალტოე ქსოვილების დახასიათება

43
ქსოვილის ზედაპი სიმჭიდროვე ნართის გამგლეჯი რეცხვის ხლართი
დატვირთვა. მიმართ
დასახელება რული სტრუქტურა,
ნაჭრის ზომა მდგრად
სიმკვრი ტექსი 50X100 ობა

ვე გ/მ2
ქსელი მისაქ ქსელი მისაქსე ქსელი მისაქსე
სელი ლი ლი

ჯინსის ქსოვილი 420±21 260±5 140±4 50X2 72 1177 540 3000 სარჟა

ჯინსი ქსოვილი 420±21 287±6 140±4 84 84 1176 588 2500 „

ორბიტა 2

ჯინსის ქსოვილი, 290±15 292±6 204±6 50 50 736 412 4000 „

მელანჟური

ჯინსის ქსოვილის ფიზიკო-მექანიკური თვისებები

44
სასარჩულე ქსოვილები და მისდამი წაყენებული მოთხოვნები
სასარჩულე ქსოვილებს იყენებენ ზედა ტანსაცმლის სარჩულად, აგრეთვე
სახელოებში, ქამარში, შარვლის სამუხლეებში და ა.შ.
ნაწარმის ლამაზი გარეგნული სახის შესანარჩუნებლად, მოხერხებულად ჩაცმისა
და ტანზე კარგად მოდგომისათვის სასარჩულე ქსოვილებს უნდა გააჩნდეთ ლამაზი
გაფორმება, მშრალი და სველი ხახუნის მიმართ და ოფლის მიმართ მდგრადობა, უნდა
გააჩნდეთ აგრეთვე მცირე შეკლება (3,5-2,0), უნდა ქონდეთ გლუვი სრიალა ზედაპირი,
არ დაამძიმოს ნაწარმი, აქედან გამომდინარე მნიშვნელოვან თვისებებს წარმოადგენს
ესთეტიკური და ტექნოლოგიური მოთხოვნები, საექსპლუატაციო და ეკოლოგიური
მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად ისინი უნდა იყვნენ საკმაოდ ცვეთამედეგნი, მათი
ტარების ხანგრძლივობა არ უნდა იყოს ძირითადი ქსოვილის ტარების ხანგრძლივობაზე
ნაკლები.
სარჩულის შერჩევის დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს მისი მოვლის
სიადვილე, საზედაპირე ქსოვილთან ერთად, საბავშვო ნაწარმისათვის და ისეთი
ნაწარმისათვის, სადაც საზედაპირე ქსოვილი დამზადებულია ჰიდროფობული
მასალისაგან, ჰიგროკოპულობა 7%-ია.

ტექნიკური მოთხოვნები სასარჩულე ქსოვილებისადმი

ზედაპირული სიმკვრივე, გ/მ2, არა ნაკლებ:


ქსელის და მისაქსელის ვისკოზის ძაფის
ქსოვილებისათვის(მსხვილანატებიანი და ატლასის
ხლართიანი ქსოვილების გარდა) ------------------------------------------------- 115
ვისკოზისა და აცეტატური ქსოვილებისათვის
ქსელის და მისაქსელის აცეტატური
(მსხვილანატებიანი და ატლასის
ხლართიანი ქსოვილების გარდა)------------------------------------------------- 120
ვისკოზისა და აცეტატური ქსოვილებისათვის

45
ქსელში ხელოვნური ძაფი, მისაქსელში
ატლასის ხლართი ---------------------------------------------------------------- 165
სინთეტიკური ძაფის ქსოვილები ---------------------------------------------- 80
დანარჩენი ქსოვილებისათვის-------------------------------------------------- 150
გამგლეჯი დატვირთვა, არა ნაკლები
(ქსელი/მისაქსელი):
აცეტატური ძაფის ქსოვილებისათვის--------------------------------------- 245/159
ქსოვილებისათვის ვისკოზის ძაფით
ქსელში და ტრიაცეტატური ძაფით მისაქსელში ---------------------------- 294/159
დანარჩენი ქსოვილებისათვის ------------------------------------------------- 294/196
წაგრძელება გაგლეჯვისას, % არა ნაკლები:
(ქსელი/მისაქსელი)
ბამბის ნართის ქსოვილებისათის მისაქსელში ------------------------------- 10/8
დანარჩენი ქსოვილებისათვის ------------------------------------------------- 10
პილინგის წარმოქმნა, (10 სმ2-ზე)
პილინგის არ წარმოქმნა --------------------------------------------------------- 0
მცირე დაპილინგება ------------------------------------------------------------- 1-3
საშუალო დაპილინგება --------------------------------------------------------- 4-6
ზომების ცვლილება რეცხვისა და უთაობის შემდეგ
%, არა ნაკლები (ქსელი/მისაქსელი)
კაპრონისა და აცეტატური ძაფის ----------------------------------------- --- 3/2
ვისკოზური ძაფის ქსოვილებისათვის
მსხვილნახატიანი ხლართისათვის ------------------------------------------ 5/2
ატლასის ხლართისათვის ----------------------------------------------------- 5/2

46
სასარჩულე ქსოვილების რეცხვის მდგრადობა ზედაპირულ სიმკვრივეზე
დამოკიდებულებით

ზედაპირული სიმკვრივე, გ/მ2


ქსოვილის ბოჭკოვანი შემადგენლობა 100-მდე 101...140 141 და მეტი

რეცხვის მდგრადობა, ციკლი

ვისკოზური ძაფი
ქსელი და მისაქსელი 650 750 1300
აცეტატური და ტრიაცეტატური ზაფების
გამოყენებით 400 550 1300
ვისკოზური და ბამბის ლავსანვისკოზური
ნართის გამოყენებით - 1000 1500
სინთეტიკური ძაფები:
ქსელი და მისაქსელი 2000 - -
ვისკოზური და ბამბის ლავსანვისკოზური
ნართის გამოყენებით - 900 2000

სასარჩულე ქსოვილების ნორმატიული მოთხოვნები

ზედაპირული სიმკვრივე, გ/მ2


ქალისა და მამაკაცის საპალტოე, სალაბადე და
საკოსტუმე მსუბუქი ქსოვილებისათვის ------------------------------------------ 90-მდე
ქალის, მამაკაცისა და ბავშვის საკოსტუმე ნაწარმისათვის --------------------- 90...110
ქალისა და მამაკაცის ნ/პალტო -----------------------------------------------------110...130

47
გამგლეჯი დატვირთვა, არა ნაკლები--------------------------------------------- 300
ღუნვის მდგრადობა -----------------------------------------------------------------5000
უჭმუჭვნადობა %, არა ნაკლები --------------------------------------------------- 50
რეცხვის მიმართ მდგრადობა, ციკლი
ქალისა და მამაკაცის პალტო ------------------------------------------------------ 2000
მამაკაცის პიჯაკი -------------------------------------------------------------------- 1500
ქალის, მამაკაცისა და ბავშვის ლაბადა ------------------------------------------ 1000
დანამვის შემდეგ შეკლება, % ----------------------------------------------------- 2
რებვის მდგრადობა ოფლის დროს, ქიმიური წმენდის
და უთაოებისას, ბალი, არა ნაკლები ---------------------------------------------- 4

სასარჩულე ქსოვილების ზედაპირული სიმკვრივე გ/მ2, ნაწარმის სახეზე


დამოკიდებულებით

მასალა
ნაწარმი ძირითადი შუასადები

პალტო, ლაბადა, პიჯაკი, მსუბუქი ქსოვილისაგან 200-მდე 90


ქალისა და მამაკაცის პიჯაკი 200...350 90...120
ქალისა და მამაკაცის პალტო 350-ზე მეტი 120...150

48
ქსოვილების ასორტიმენტის ზოგადი დახასიათება

ქსოვილების ასორტიმენტი ეწოდება ქსოვილების შერჩევას დანიშნულების,


ბოჭკოვანი შემადგენლობის და სხვა მაჩვენებლების მიხედვით.
ბოჭკოვანი შემადგენლობის მიხედვით ქსოვილები იყოფა ბამბის, შალის და
აბრეშუმის (ნატურალური აბრეშუმის ძაფი და ნართი), ხელოვნური და სინთეზური
ბოჭკოებისაგან მიღებულ ქსოვილებად.
საფეიქრო მრეწველობაში ყველაზე მეტი ადგილი უჭირავს ბამბის ქსოვილებს, მისი
გამოშვება აღწევს მთელი გამოშვების 70%-ს შემდეგ ადგილზე არიან სელის, შალის და
აბრეშუმის ქსოვილები. ბოლო პერიოდში ბუნებრივი ნედლეულის კრიზისის გამო
აუცილებელი შეიქმნა ბუნებრივი ბოჭკოების ხელოვნურ და სინთეზურ ბოჭკოებთან
შერევა. შენაზავში გამოიყენება ის ხელოვნური და სინთეზური ბოჭკო, რომელიც
თვისებებით უახლოვდება გადასამუშავებელ ბუნებრივ ბოჭკოს, მაგალითად: ბამბის
ბოჭკოსთან შენაზავში გამოიყენება ვისკოზის ბოჭკო, შალის ბოჭკოსთან - ნიტრონის
ბოჭკო. აღნიშნული ბოჭკოები არა თუ არ აუარესებენ ბუნებრივი ბოჭკოების თვისებებს,
არამედ მეტწილად აუმჯობესებენ კიდევაც. მაგალითად შენაზავში კაპრონისა და
ნიტრონის ბოჭკოს შეყვანა აძლიერებს ქსოვილის სიმტკიცეს. ვისკოზის ბოჭკოს
შენაზავში შეყვანა იწვევს ქსოვილის ჰიგიენური თვისებების გაუმჯობესებას,
ქსოვილები, რომლებიც მიღებულნი არიან შენაზავისაგან აღინიშნებიან ტერმინით -
„ნახევრად“ - ნახევრად შალის, ნახევრად ბამბის. და ა.შ.

ბამბის ქსოვილების ასორტიმენტი


ბამბის ქსოვილების ასორტიმენტის ძირითად ნაწილს წარმოადგენს კლასიკური
ქსოვილები ე.ი. მხოლოდ ბაბის ძაფისაგან მიღებული ქსოვილები.
ბამბის ქსოვილები გამოიყენება სხვადასხვა სამკერვალო ნაწარმის
დასამზადებლად. სამკერვალო ნაწარმად ტექნოლოგიური გადამუშავების პროცესში ეს

49
ქსოვილები არ იწვევენ არავითარ სიძნელეებს: ისინი კარგად ეფინებიან, იჭრებიან, არ
სრიალებენ, არ იჩეხებიან ნემსით. ტანსაცმლის დამზადებისა და განახლების დროს
უმეტესად გამოიყენება ჩითები, ნარმა, სატინა, საკაბე, სატანსაცმელე, სასარჩულე და
ხაოიანი ქსოვილები.
ჩითი - მიეკუთვნება ტრადიციულ ბამბის ქსოვილებს. მათ გამოიმუშავებენ ტილოს
(ზოგჯერ სარჟის) ხლართით საშუალო ხაზობრივი სიმკვრივის კარდული ნართისაგან.
მათი განია 61-95 სმ, ზედაპირული სიმკვრივე საშუალოდ 100 გ/მ2.
ჩითს უმეტესად გამოიმუშავებენ დაჩითულს, იშვიათად - სადად შეღებილს.
ასორტიმენტის განახლება ძირითადად ხორციელდება ნახატის განახლების გზით.
ჩითები გამოიყენება საბავშვო და ქალის საზაფხულო კაბების დასამზადებლად.
პოპლინი , პიკე, რეფსი, სატინა მიეკუთვნება ტიპიურ ვარცხნით ქსოვილებს,
პოპლინის ზედაპირი შედგება წვრილი განივი ზოლებისაგან, რომელიც მიიღება
სხვადასხვა ხაზობრივი სიმკვრივის ძაფების გამოყენებით ქსელში და მისაქსელში.
ჩითისა და პოპლინის ქსოვილების შესაკერად რეკომენდირებულია გამოყენებული
იქნეს N90-100 ნემსი და საკერავი ძაფი N50-60, 1 სმ-ზე გვირისტულათა რაოდენობა 5-7.
რაგოჟა - საერთოდ ქსოვილები მიიღება არა მარტო ძაფების ხაზობრივი
სიმკვრივის შეცვლით, არამედ ხლართის შეცვლითაც. თუ ტილოს ხლართით მივიღებთ
ქსოვილს, სადაც გატარებული იქნება ერთად 2-2 ძაფი, მიღებულ ქსოვილს ეწოდება
რაგოჟა. მისგან მზადდება საკაბე და ზოგ შემთხვევაში საფარდე ქსოვილები.
ფაიდეშინი - ეს არის ბამბის ქსოვილი, რომელიც მიიღება მაღალი ხარისხის
ძაფისაგან ტილოს ხლართით.
ნარმა (ბიაზი) - ეს ქსოვილები მიიღება ბამბის ნართისაგან ტილოს ხლართით.
ჩითებისაგან განსხვავებით ნარმა უფრო მძიმეა და მჭიდრო. მათი განი არის 60 და 100
სმ-მდე. ზედაპირული სიმკვრივე 140-150 გ/სმ2. ნარმა ფართოდ გამოიყენება კაბების,
ხალათების, პერანგებისა და სპეცტანსაცმლის დასამზადებლად. ძირითადი ფიზიკო-
მექანიკური თვისებები მას ისეთივე აქვს, როგორც ჩითებს. ისინი შეიძლება
გამოშვებულნი სადად შეღებილები ან დაჩითულები. ნარმისაგან ნაწარმის
დამზადებისას რეკომენდირებულია გამოყენებული იქნეს N100 საკერავი ნემსი და ძაფი
N40-50, გვირისტულას სიხშირე 5-7 1 სანტიმეტრზე.
50
სათეთრეულე ქსოვილები (ნარმის ჩათვლით, მიტკალი და სპეციალური ჯგუფი,
გრინსბონი და ტიკ-ლასტიკი).
სათეთრეულე ნარმას უშვებენ გამოთეთრებულს კარდული ნართისაგან (25-29,4
ტექსი), ძირითადად ტილოს ხლართით. ქსოვილის განია 92-100 სმ. ზედაპირული
სიმკვრივე 140-150 გ/მ2. ყველა ეს ქსოვილები გამოირჩევა მარალი ჰიგროსკოპიულობით,
სიმტკიცით და მრავალჯერადი რეცხვისადმი მედეგობით. მათ იყენებენ თეთრეულისა
და მამაკაცის საცვლების დასამზადებლად.
მიტკალი - ისევე როგორც ნარმა გამომუშავდება ქსელში 18,5 ტექსი ხაზობრივი
სიმკვრივის ნართისაგან, მისაქსელში -15,4 ტექსი ხაზობრივი სიმკვრივის ნართისაგან.
ქსოვილის განია 70-90 სმ, ზედაპირული სიმკვრივე 100-115 გ/მ2. გამოყვანის სახეზე
დამოკიდებულებით მიტკალს გააჩნია სხვადასხვა დასახელება. რბილი გამოყვანით
ეწოდება მუსლინი, ხოლო ხისტი გამოყვანით ეწოდება მადაპოლანი. ნახევრად ხისტი
გამოყვანით უშვებენ სათეთრეულე მიტკალს. მიტკალის ქვეჯგუფს მიეკუთვნება
შიფონი - თხელი ქსოვილი, რომელიც გამომუშავდება ბამბის ვარცხნითი ნართისაგან
ქსელში 14,3 ტექსი ხაზობრივი სიმკვრივის ნართისაგან, მისაქსელში 11,8 ტექსი
ხაზობრივი სიმკვრივის ნართისაგან. შიფონს უტარებენ მერსერიზაციას , რის გამოც ის
ხდება აბრეშუმივით პრიალა. შიფონს უშვებენ გამოთეთრებულს და შეღებილს.
მუსლინი და შიფონი გამოიყენება უმეტესად ქალისა და ბავშვების საღამური პერანგების
დასამზადებლად. მადაპოლანი - თეთრეულის დასამზადებლად.
სპეციალურ ქვეჯგუფს შეადგენს გრინსბონი და ტიკლასტიკი. გრინსბონს
გამოიმუშავებენ სარჟს ხლართით კარდული ნართისაგან. ზედაპირული სიმკვრივით
180-200 გ/მ2, ხოლო ტიკლასტიკი გამომუშავდება ატლასის ხლართით ასევე კარდული
ნართისაგან, ზედაპირული სიმკვრივით 165-185 გ/მ2, ეს ქსოვილები ძირითადად
გამოდის გამოთეთრებული ხისტი გამოყვანით. ისინი განსხვავდებიან გაზრდილი
ცვეთამედეგობით და გამოიყენებიან მამაკაცის თეთრეულის დასამზადებლად.
სატინი - გამომუშავდება სატინის ხლართით ვარცხნითი და კარდული
ნართისაგან. ვარცხნითი სატინი უფრო მსუბუქია კარდულთან შედარებით. მათი
ზედაპირული სიმკვრივე ტოლია 110-140 გ/მ2. სატინას უშვებენ სადად შეღებილს,
დაჩითულს და დაჭმუჭნულს. თითქმის ყველა სატინი ექვემდებარება მერსერიზაციას.
51
მათ იყენებენ კაბების, ხალათების, სარაფანების და ა.შ. დასამზადებლად. მათგან
ნაწარმის დამზადებისას აუცილებელია გათვალისწინებული იქნას, რომ რბილად
გამოყვანილ სატინში ადგილი აქვს ძაფების დაცვენას, ხოლო ხისტად და დაჭმუჭნულად
გამოყვანილში ძაფები იჭრება ნემსით. ამიტომ სამკერვალო ძაფის და ნემსის შერჩევისას
საჭიროა გათვალისწინებული იქნას ქსოვილის გამოყვანის სახე.
საკაბე ქსოვილები - ეს ჯგუფი ძალზედ მრავალფეროვანია. ის იყოფა:
საშემოდგომო და საგაზაფხულო დანიშნულების ქსოვილებად. განსაკუთრებით დიდი
ადგილი უჭირავს მ ქსოვილებში ქიმიურ ძაფებთან შენაზავში დამზადებულ ქსოვილებს.
საკაბე ქსოვილების ჯგუფს მიეკუთვნება აგრეთვე მამაკაცის ქსოვილის ასორტიმენტი.

ბამბის საკაბე ქსოვილების მოთხოვნები

გამგლეჯი დატვირთვა,H რეცხვის შემდეგ შეკლება


ზედაპირული სიმკვრივე, გ/მ2 არა ნაკლები %, არა უმეტეს
ქსელი მისაქსელი ქსელი მისაქსელი

200-მდე 216 147 3,5...5 2

200-ზე მეტი 441 245 3,5...5 2

საზაფხულო ქსოვილები - ეს არის თხელი მსუბუქი ქსოვილები ძირითადად


ტილოსა და სარჟის ხლართით. ისინი გამოირჩევიან კარგი ჰაერისა და ტენის
გამტარებლობით. მათ უშვებენ დაჩითულს ან ერთ ფერში შეღებილს, ქსოვილების ამ
ჯგუფს მიეკუთვნება: მაია, ვოლტა, მარკიზეთი, ბატისტი, კრეპი, ვესნა.
საშემოდგომო ქსოვილები - ისინი საზაფხულო ქსოვილებთან შედარებით უფრო
მჭიდრონი არიან, გარდა ამისა მათ აქვთ მეტი ზედაპირული სიმკვრივე და
გამოიყენებიან ისეთი ნაწარმის დასამზადებლად, რომლებიც ექსპლუატაციაში არიან
მთელი წლის განმავლობაში. ამ ქვეჯგუფის ქსოვილებს მიეკუთვნება: კრეპ-ჟაკარდი,
შოტლანდკა და ეპონჟი, მათ უშვებენ გამოთეთრებულს, დაჩითულს და შეღებილს.

52
სატანსაცმელე ქსოვილები - ისინი იყოფიან სადად შეღებილად, ჭრელად და
დაჩითულად, სპეციალური დანიშნულების ქსოვილებად. სადად შეღებილ ჯგუფს
მიეკუთვნება კლასიკური ასორტიმენტი: რეფსი, დიაგონალი, მოლესკინი. ჭრელ და
მელანჟურ ქსოვილებს იყენებენ იაფი ტანსაცმლის დასამზადებლად. მათ შორის
სპორტული ტანსაცმლის დასამზადებლად. განსაკუთრებული მოთხოვნით სარგებლობს
ჯინსის ასორტიმენტი.
საჯინსე ქსოვილები გამომუშავდება ბამბის ნართისაგან სარჟის ან ტილოს
ხლართით. მათი ზედაპირული სიმკვრივე აღწევს 240-340 გ/მ2, ქსოვილის განი 90-150 სმ,
ბამბის საკოსტუმე ქსოვილები მზადდება სარჟის ხლართით.
საზამთრო ქსოვილები - იგი გამოიყენება სპორტული ტანსაცმლის,
სპეცტანსაცმლისა და ქურთუკების დასამზადებლად. მათ მიეკუთვნება მაუდი,
ველვეტონი და ზამშე. ისინი ხასიათდებიან სითბოს დამცველი თვისებებით და
დადებითი საექსპლუატაციო თვისებებით. აღნიშნული ქსოვილების გამოჭრისას
აუცილებელია გათვალისწინებული იქნას ხაოს მიმართულება.
სპეციალური ქვეჯგუფი - ამ ქვეჯგუფს მიეკუთვნება ქსოვილები სპეცტანსაცმლისა
და ტექნიკური დანიშნულებისათვის (მაგ. ტრანსპორტიორის ლენტისათვის).
სპეციალური დანიშნულების ქსოვილები ექვემდებარებიან გაჟღენთვას
დანიშნულების მიხედვით. მაგალითად ტრანსპორტიორის ლენტები იფარებიან
ტვირთის დარტყმის საწინააღმდეგო და ხახუნისადმი მედეგი ნივთიერებებით, ხოლო
სპეცტანსაცმელი მეხანძრეებისათვის იჟღინთება სითბო და ცეცხლგამძლე
ნივთიერებებით. ბუნებაში მომუშავე ადამიანებისათვის მზადდება წყალგაუმტარი
ნივთიერებებით გაჟღენთილი ქსოვილები. განსაკუთრებული შესწავლის საგნად იქცა
დაბალ ტემპერატურაზე მომუშავეთა ტანსაცმელი. საჭირო იქნა ისეთი ნივთიერებების
შერჩევა, რომელიც გაუძლებდა დაბალ ტემპერატურას, ტენს და ნავთობპროდუქტების
მოქმედებას. ნაკლებად არის შესწავლილი იმ ნივთიერებათა შემადგენლობა, რომლებიც
არ გაატარებენ რადიაქტიურ გამოსხივებას.
სასარჩულე ქსოვილები - ისინი მზადდებიან ბამბის ნართისაგან ქსელში, ხოლო
მისაქსელში ბამბის ნართის ან ხელოვნური ბოჭკოსაგან მიღებული ძაფის გამოყენებით.
აღნიშნული ქსოვილები მზადდება სარჟის ხლართით. ბამბის ნართისაგან
53
დამზადებული სასარჩულე ქსოვილები ხასიათდებიან გაზრდილი ჰიგიენური
თვისებებით. ე.ი. კარგად შთანთქავენ ტენს, ატარებენ ჰაერს, ხოლო სინთეტიკური
ძაფებისაგან დამზადებული სასარჩულე ქსოვილები ნაკლებად ჰიგიენურნი არიან.
მიუხედავად იმისა, რომ სინთეზური ძაფებისაგან დამზადებული სასარჩულე
ქსოვილები ბამბის ქსოვილებთან შედარებით უფრო მსუბუქნი არიან და
ესთეტიკურადაც უკეთ გამოიყურებიან, მაინც მეორე ადგილზე უნდა დავაყენოთ
ნატურალურ ქსოვილებთან შედარებით.
ხაოიანი ქსოვილები - ეს ქსოვილები მიიღება სპეციალურ დაზგებზე და აქვთ
რთული მისაქსელის-ხაოიანი ხლართი. ამ ჯგუფის ძირითად ქსოვილებს მიეკუთვნება
ხავერდი და ბარხატი.
ხავერდი მიიღება ნაგრეხი კარდული ან ვარცხნითი ნართისაგან. მათი
ზედაპირული სიმკვრივე ტოლია 220-350 გ/მ2. ვიწრო ზოლებიან ხავერდის ქსოვილებს
ეწოდებათ ხავერდი - ზოლი, ხოლო ფართე ზოლებიან ხავერდს ეწოდება - ხავერდი-
კორდი. ხავერდის ასორტიმენტი მუდმივად იზრდება. მათ უშვებენ ვიწრო და ფართე
ზოლების მონაცვლეობით, შეკრეჭილი ხაოთი, სადად შეღებილს და დაჩითულს.
იყენებენ პალტოების, კოსტუმებისა და საბავშვო ასორტიმენტისათვის.
ბარხატს უშვებენ ვარცხნითი ნართისაგან დაახლოებით იგივე ზედაპირული
სიმკვრივით როგორც ხავერდს. ბარხატის წაღმა მხარეზე არის ხშირი თანაბარი ხაო, რაც
მას ლამაზ გარეგნულ სახეს აძლევს. ის რბილია და გააჩნია მაღალი სითბოს დამცავი
თვისებები. ბარხატი გამოიყენება ქალის კაბებისა და კოსტუმების დასამზადებლად.
ხაოიანი ჯგუფის ქსოვილები ადვილად იჭრებიან გვირისტის გატარების დროს.
ადგილი აქვს ხაოს ამოცვენას გამოჭრის დროს, ამიტომ აუცილებელია
გათვალისწინებული იქნეს ხაოს დახრა თბური-ტენიანი დამუშავების დროს.

სელის ქსოვილების ასორტიმენტი


სელის ქსოვილების გამომუშავების მოცულობა ბამბის ქსოვილების შემდეგ მეორე
ადგილზე დგას. მაგრამ საყოფაცხოვრებო დანიშნულებისათვის გამოიყენება მთელი

54
მოცულობის 40%. მისი ასორტიმენტი იყოფა ტილოებად და საკაბე-საკოსტუმე
ქსოვილებად. ეს უკანასკნელი კი იყოფა სუფთა სელისა და ნახევრად სელის
ქსოვილებად.

სელისა და ნ/სელის საკაბე ქსოვილების ხარისხობრივი მაჩვენებლები

ქსოვილი
მაჩვენებელი საპერანგე საკაბე საკაბე-საკოსტუმე საბავშვო
საკაბე

სინთეტიკური 33 33 33 50 70 8
ბოჭკოების წილი %
ზედაპირული 150 200 300 300 300 165...250
სიმკვრივე, გ/მ2
გამგლეჯი 196 196 196 294 490 196
დატვირთვა
ძაფების წანაცვლების 14,7 14,7 - - - -
წინააღმდეგობა
რეცხვის მიმართ 3 5 7 12 2 4
მდგრადობა

ტილოები - მზადდება სელის ან ნახევრად სელისაგან. მისგან ამზადებენ ზეწრებს,


პირსახოცებს, ჩაის ტილოებს, ხელსახოცებს და სხვა. ქსოვილების გამოჭრის დროს
ქსოვილი არ უნდა გაიჭიმოს. მკვრივი ქსოვილების გამოჭრისას ადგილი აქვს დანების
სწრაფ დაბლაგვებას. აღნიშნული ქსოვილების შესაკერად გამოყენებული უნდა იქნას
ნემსი N110-130 და ძაფი N30-60.
საკაბე - საკოსტუმე ქსოვილები - მათ გამოიმუშავებენ ერთწვერა ან ნაგრეხი
ნართისაგან. ხაზობრივი სიმკვრივით 25-125 ტექსი, ზედაპირული სიმკვრივით 150-
290გ/მ2.
სუფთა სელის საკაბე-საკოსტუმე ქსოვილები - ისინი იჭმუჭნებიან, იკლებენ და
აქვთ ცუდი დრაფირების უნარი. ამიტომ მათ ძალიან ცოტა რაოდენობით უშვებენ.
ისინი მიიღებიან 45-85 ტექსი ნართისაგან ატლასისა და წვრილნახატებიანი
ხლართებით. მათ მიეკუთვნებათ კლასიკური ქსოვილები კოლომენოკი და რაგოჟკა.
55
ნახევრად სელის საკაბე-საკოსტუმე ქსოვილები - მათ უშვებენ შედარებით ფართო
ასორტიმენტით. აღნიშნული ქსოვილების მისაღებად გამოიყენება სელი ლავსანის
შენაზავი, როგორც ქსელში ასე მისაქსელში ან მხოლოდ მისაქსელში. ასევე გამოიყენება
ქსელში ბამბის ნართი. გამოიყენება აგრეთვე სამ კომპონენტიანი ნართი. სელი,
ლავსანისა და ვისკოზის შენაზავისაგან. ასეთი ქსოვილები ხასიათდებიან მაღალი
ცვეთამედეგობით, რეცხვისადმი მედეგობით, მაღალი სიმტკიცითა და გაჭიმვის
უნარით, ნაკლები სიხისტით.
ნახევრად სელის ქსოვილებს უშვებენ ტილოს, სარჟისა და წვრილნახატებიანი
ხლართით.
სუფთა სელისა და ნახევრად სელის ქსოვილები ხასიათდებიან მაღალი ჰიგიენური
თვისებებით, ამიტომ მათგან ამზადებენ საზაფხულო ტანსაცმელს. სამკერვალო
წარმოებაში სელი ლავსანის შენაზავის ქსოვილის გადამუშავებისას წარმოიქმნება
მთელი რიგი სიძნელეები, ისინი აუცილებლად უნდა დაუქვემდებაროთ თბურ-ტენიან
დამუშავებას 140 გრადუსი ტემპერატურის დროს. დეტალების გამოჭრისას ლავსანის
ბოჭკო შეიძლება გალღვეს და დააბლაგვოს ნემსის ყუნწი.
სელისა და ნახევრად სელის კალთქვეშა. ფართოდ გამოიყენება სამკერვალო
ნაწარმის დამზადებისა და განახლებისათვის. მას ათავსებენ კალთის ქვეშ
ნაწარმისათვის ფორმის მინიჭების მიზნით. კალთქვეშას უშვებენ სხვადასხვა
ხაზობრივი სიმკვრივის ვარცხნითი ან სელის ნართისაგან. (60-200 ტექსი), და აქედან
გამომდინარე სხვადასხვა ზედაპირული სიმკვრივით (180-360 გ/მ2) და სისქით (0,8-1,1
მმ) ნახევრად სელის კალთქვეშას მისაღებად გამოიყენება ბამბის ან ბამბა ლავსანის
ნართი. კალთქვეშას უშვებენ ხამი სახით, სადად შეღებილს, მცირედ კლებადი
გამოყვანით, ან წებოვანი წერტილოვანი ზედაპირით.

სელისა და ნ/სელის საკაბე ქსოვილების ხაზობრივი ზომების ცვალებადობა სველი


დამუშავების შემდეგ

56
ქსოვილი
ბოჭკოვანი შემადგენლობა ჩვეულებრივი ხარისხის გაუმჯობესებული
ხარისხის
ქსელი მისაქსელი ქსელი მისაქსელი

სინთეტიკური ბოჭკოების 5 2 5 2
ქსოვილი 8%
სინთეტიკური ბოჭკოების 5 2 3,5 2
ქსოვილი 33%-მდე
იგივე, საპერანგე ქსოვილი 3,5 2 3,5 2

სინთეტიკური ბოჭკოების
ქსოვილი არანაკლები 50% 3,5 2 3,5 2
50%-ზე მეტი 2,5 1,5 2,5 1,5

სელისა და ნ/სელის საკაბე ქსოვილების დაპილინგება, პილინგის რაოდენობა, არა


უმეტეს

ბოჭკოვანი შემადგენლობა და ხლართის სახე ქსოვილი

ჩვეულებრივი გაუმჯობესებული

სინთეტიკური ბოჭკოს შემცველი ქსოვილი არა


ნაკლები 50% ხლართი:
ტილო 4 2
წვრილნახატოვანი 6 4
სინთეტიკური ბოჭკოს შემცველი ქსოვილი 50%
და მეტი ხლართი:
ტილო 5 3
წვრილნახატოვანი 9 7

სელისა და ნ/სელის საკაბე ქსოვილების უჭმუჭვნადობა, %

სინთეტიკური ბოჭკოს შემცველი ქსოვილები


ნაწარმის სახე 8%-მდე 33%-მდე 50%-მდე 50%-ზე მეტი

მშრალ მდგომარეობაში

57
სინთეტიკური ქსოვილები:
გაუმჯობესებული ხარისხის 32 - - 60
დანარჩენი 30 - - 55
ქსოვილები ნაკლებ უჭმუჭვნადი
გამოყვანით:
გაუმჯობესებული ხარისხის 45 50 55 -
დანარჩენი 42 45 50 -

სველ მდგომარეობაში
ქსოვილები გამოყვანით „მსუბუქი
მოვლა ან მსუბუქი უთაობა“:
გაუმჯობესებული ხარისხის 48 53 58 -
დანარჩენი 45 48 53 -

ჰიგიენური მოთხოვნები სელისა და ნ/სელის საკაბე ქსოვილებისადმი


ჰაერგამტარებლობა, დმ3/(მ2წმ), არა ნაკლები ----------------------------------- 100
ჰიგროსკოპიულობა, %, მეტი წილი სინთეტიკური
ბოჭკოს ქსოვილებისადმი:
33-დან 50%-მდე ---------------------------------------------------------------------- 7
50%-ზე მეტი -------------------------------------------------------------------------- 5
ანტისტატიკური გამოყვანის ქსოვილებისადმი
ელექტრული წინააღმდეგობა, (ომ), არა ნაკლები -------------------------------- 1.1012

შალის ქსოვილების ასორტიმენტი

შალის ქსოვილების ასორტიმენტი ძალზე მრავალფეროვანია. მრეწველობა უშვებს


დაახლოებით 200 არტიკულის ქსოვილს. ეს ქსოვილები განსხვავდებიან ლამაზი
გარეგნული სახით, მაღალი დრეკადობითა და სითბოს დამცავი თვისებებით. მათ
იყენებენ კაბების, სარაფნებისა , პალტოების, კოსტუმების და სხვა ტანსაცმლის
დამზადებისა და განახლებისათვის.

58
სუფთა შალის ქსოვილებს მიეკუთვნებიან ქსოვილები, რომლებიც შეიცავენ 5%-
მდე ქიმიურ ბოჭკოებს. მათი შენაზავში შეყვანა მოხდა ქსოვილზე ნახატის შესაქმნელად
ან მისი გარეგნული სახის შეცვლის მიზნით. წმინდა შალის ქსოვილები ხასიათდებიან
საუკეთესო სითბოდამცავი თვისებებით, სირბილით, ლამაზი ზედაპირული გრიფით,
მაღალი ტარების უნარიანობით. უხეში შალის ქსოვილები მათ ჩამორჩებიან სირბილეში,
ტარების ხანგრძლივობაში და შედარებით უხეშნი არიან.
ნახევრად შალის ქსოვილები შედარებით გავრცელებული ასორტიმენტია. ის
გამოიყენება ლავსანთან შენაზავში.
ტანსაცმლის დასამზადებლად გამოიყენება ვარცხნითი ნართი. ვარცხნითი
ქსოვილების გამოჭრისას და შემდგომი დამუშავებისათვის წარმოიქმნება
განსაზღვრული სიძნელეები. მცირე სიმჭიდროვის ქსოვილები ძალზედ იჭიმებიან და
ამიტომ ქსოვილების დაფენის დროს ადგილი აქვს მათ გამრუდებას. მაღალი სიმკვრივის
ქსოვილები კი იჭრებიან გაკერვის დროს, ამიტომ საჭიროა ზუსტად იქნეს შერჩეული
საკერავი ნემსი და ძაფი.
შალისა და ნ/შალის საკაბე ქსოვილების ტექნიკური მოთხოვნები

მაჩვენებლები ქსელის მისაქსელის

ზედაპირული სიმკვრივე, გ/მ2 300-მდე

გამგლეჯი დატვირთვა ქსოვილებისათვის


სუფთა შალის მისაქსელში 137 137
დანარჩენი ქსოვილებისათვის 196 158,6
წაგრძელება გაგლეჯვისას % 8 8
შეკლება, თდდ-ის შემდეგ %,
სუფთა შალის 3,5 3,5
ნ/შალის, სინთეტიკური ბოჭკოთი 3 3
ფასონური და კრეპის ნართის სტრუქტურით 5 3,5
უჭმუჭვნადობის კოეფიციენტი ქსოვილებისათვის
სუფთა შალის 0,3 0,3
ნ/შალის ლავსანით 0,4 0,4
ნ/შალის სხვა ბოჭკოთი 0,6 0,6
რეცხვის მიმართ მდგრადობა, ციკლი
სუფთა შალის კამვოლური 1800...2000
ნ/შალის კამვოლური 2000
ნ/შალის (შერეული) 3000

59
საკაბე ვარცხნითი ქსოვილები - შეიძლება იყოს სუფთა ან ნახევრად შალის. მათ
გამოიმუშავებენ ნართსაგან ხაზობრივი სიმკვრივით 36 ტექსი, 19 ტექსი X 2,22ტექსი X
2,25 ტექსი X 2 და 36 ტექსი X 2, კრეპის, სარჟის კომბინირებული, ჟაკარდული და ტილოს
ხლართით. აღნიშნული ქსოვილების ზედაპირული სიმკვრივეა 112-281 გ/მ2. მათ
მისაღებად ფართოდ გამოიყენება ფასონური ნართი, რომელიც ქმნის ქსოვილზე
ნახატებსა უჯრედებს.
სუფთა შალის ქსოვილებს ძირითადად უშვებენ სადად შეღებილს მასალის
ფაქტურის კარგად გამოჩენის მიზნით.
სუფთა შალის საკაბე ქსოვილების მოცულობაში მეტი ადგილი უჭირავს კრეპის
ჯგუფის ქსოვილებს, რომლებიც განსხვავდებიან ლამაზი გარეგნული სახით, მაღალი
დრეკადობით და ცვეთამედეგობით. ამ ქსოვილებს მიეკუთვნება კრეპი იოლანტა არტ.
1105, ირიდა არტ. 1110, არიადნა, არტ. 115, ამაზონკა არტ. 1122 და ვეგა არტ. 1148.
ვარცხნითი ნახევრად შალის საკაბე ქსოვილების მისაღებად გამოიყენება შალთან
ნიტრონისა და ლავსანის ბოჭკოს შენაზავი. აგრეთვე ძაფი ბელანი და ფასონური
ვისკოზის ძაფი. სინთეზური ბოჭკოს გამოყენებით მიღებული ქსოვილები
ხასიათდებიან ლამაზი გარეგნული სახით, ფორმა და ცვეთა მედეგობით, ხოლო
ვისკოზის ძაფისაგან მიღებული ნახევრად შალის ქსოვილები ხასიათდებიან მაღალი
ჭმუჭვნადობით, ნაკლები ფორმამდეგობით და ტარების უნარით. მაგრამ ისინი
ხასიათდებიან უკეთესი ჰიგიენურობით და ჰიგროსკოპულობით.
საკოსტუმე ვარცხნითი ქსოვილები - გამოიმუშავებენ ვარცხნითი ნართისაგან
ხაზობრივი სიმკვრივით 19,2 ტექსი როგორც სუფთა შალის ასევე ნახევრად შალისაგან.
ზედაპირული სიმკვრივე ტოლია 220-350 გ/მ2. სამამულე წარმოება უშვებს ტვიდის
მაგვარ ქსოვილებს, აგრეთვე სხვადასხვა ფერის ქსოვილებს და სხვადსხვა გარეგნულ
ეფექტიან ქსოვილებს. საკოსტუმე ქსოვილების ასორტიმენტი შეიძლება განხილული
იქნეს ძირითადად ორი ქსოვილის ასორტიმენტით ესენია კრეპი და ტრიკო.
კრეპი - სუფთა შალის საკოსტუმე ქსოვილია, რომელიც გამომუშავდება კრეპის,
დიაგონალის ან ატლასის ხლართით, ძირითადად სადად შეღებილი. მათთვის

60
დამახასიათებელია კარგი ფორმამედეგობა, დრაფირება, უჭმუჭვნადობა. მათ იყენებენ
მამაკაცის გამოსასვლელი კოსტუმების დასამზადებლად.
ტრიკო - სუფთა ან ნახევრად შალის საკოსტუმე ქსოვილია. მიიღება ნაგრეხი
ნართისაგან კომბინირებული ხლართით.
საპალტოე ვარცხნითი ქსოვილები - ასევე გამოდის სუფთა და ნახევრად შალის.
სტრუქტურითა და ზედაპირული სიმკვრივით ისინი განსხვავდებიან სხვა
ქსოვილებისაგან. (250-550 გ/მ2). ათვისებულია გაბარდინის ქსოვილების გამოშვება
ფართე რელიეფური ზოლებით, აგრეთვე თხელი ორფენიანი ქსოვილები ტვიდები. ამ
ჯგუფისათვის დამახასიათებელი კლასიკური ქსოვილია გაბარდინი დიაგინალის
ხლართით.
განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ვარცხნითი მაუდის ქსოვილები. მიიღებიან
ვარცხნითი ნართისაგან ქსელში და აპარატული ნართისაგან მისაქსელში. ასეთ
ქსოვილებს უშვებენ სინთეზურ ძაფებთან შენაზავში. ძირითადად ჟაკარდული
ხლართით.
თხელი მაუდის ქსოვილები - გამოიმუშავებენ აპარატული ნართისაგან, ცალწვერა
ან ნაგრეხი ნართისაგან, წმინდა მოკლე ბოჭკოებისაგან. თხელი მაუდის ქსოვილები ერთ
შემთხვევაში (ქიმიური ბოჭკოების შერევისას) ცუდად ითელებიან, ისე რომ ქსოვილში
ჩანს ხლართი, ხოლო მეორე შემთხვევაში წარმოიქმნება ქეჩის მაგვარი ზედაპირი სადაც
ბოჭკოები მთლიანად ფარავენ ქსოვილის ზედაპირს. თხელი მაუდის ქსოვილები -
ფაფუკი, მსუბუქი და ელასტიური ქსოვილებია კარგი სითბოდამცავი თვისებებითა და
გარეგნული სახით. სამკერვალო წარმოებაში განსაკუთრებულ სიძნელეებს არ იწვევენ,
გარდა დაბალი სიმჭიდროვის ქსოვილების დამუშავებისას. ისინი თბური ტენიანი
დამუშავების დროს იკლებენ. თხელი მაუდის ქსოვილები გამოიყენება კაბების,
კოსტუმების და სხვათა შესაკერად.
საკაბე თხელი მაუდის ქსოვილები მიიღება ცალწვერა სუფთა შალის ან ქიმიურ
ბოჭკოებთან შენაზავის ნართისაგან. ხაზობრივი სიმკვრივით 45-125 ტექსი, სადად
შეღებილი და დაჩითული. ასეთი ქსოვილების ზედაპირული სიმკვრივე ტოლია 194-273
გ/მ2.

61
საკოსტუმე თხელი მაუდის ქსოვილები მიიღება სადად შეღებილი, ჭრელი და
ფასონური. სადად შეღებილს უშვებენ მხოლოდ ნახევრად შალის ქსოვილებს. ხოლო
ჭრელსა და ფასონურს - სუფთა და ნახევრად შალის ქსოვილებს. ზედაპირული
სიმკვრივე შეიძლება იყოს 38- გ/მ2. საკოსტუმე საპიჯაკე ქსოვილების ზედაპირული
სიმკვრივე შეიძლება აღწევდეს 430 გ/მ2.
თხელი მაუდის საკოსტუმე ქსოვილს მიეკუთვნება შევიოტი და ფლანელი, ჭრელ
და ფასონურს - ტრიკო და აგრეთვე საკოსტუმე და საპიჯაკე ქსოვილები.
მაუდი - ეს არის მჭიდრო ძალზე შეთელილი ქსოვილი ზედაპირზე ქეჩის მაგვარი
საფარველით, რომელიც მთლიანად ფარავს ქსოვილის ხლართს. აღნიშნული
ქსოვილების ზედაპირული სიმკვრივეა 320-750 გ/მ2. სუფთა შალის მაუდი გამოიყენება
საუწყებო ტანსაცმლის დასამზადებლად, ხოლო ნახევრად შალის მაუდი კი მამაკაცის
პიჯაკების დასამზადებლად.
საპალტოე თხელი მაუდის ქსოვილები - გამოიმუშავებენ სუფთა შალისა და
ნახევრად შალის ქსოვილებს ნაგრეხი ან ცალწვერა ძაფისაგან, სხვადასხვა ხლართით,
ზედაპირული სიმკვრივე 320-750 გ/მ2, გამოყვანის მიხედვით ეს ქსოვილები საპალტოე
ქსოვილები არიან ხაოიანი, (ბეწვიანი), სადად შეღებილი, მელანჟური და ჭრელი. მათ
იყენებენ მამაკაცის, ქალის და ბავშვის საზამთრო და საშემოდგომო პალტოების
შესაკერად.
თხელი მაუდის დრაფები - ეს საკმაოდ სქელი და მძიმე ქსოვილია (410-800 გ/მ2) ორ
ფენიანი ან ერთნახევარი ფენიანი, მათ უშვებენ მარტივი, რთული ან კომბინირებული
ხლართით, სუფთა შალის დრაფები ხასიათდებიან მაღალი ცვეთამედეგობით,
სითბოდამცავი თვისებებით ნახევრად შალის ქსოვილებთან შედარებით. დრაფები
გამოიყენება მამაკაცისა და ქალის საშემოდგომო პალტოების დასამზადებლად. ამასთან
მამაკაცის საპალტოე დრაფი უფრო სქელია ვიდრე ქალის საპალტოე დრაფი.

აბრეშუმის ქსოვილების ასორტიმენტი


აბრეშუმის ქსოვილები მრავალნაირია გამოყენებული ნედლეულის, ხლართის,
გამოყვანისა და დანიშნულების მიხედვით. მათ ღებულობენ ნატურალური

62
აბრეშუმისგან, ხელოვნური და სინთეზური ბოჭკოებისა და ძაფებისაგან. აღნიშნული
ქსოვილების გამოსამუშავებლად გამოიყენება ტილოს, სარჟის, ატლასის,
წვრილნახატებიანი, ჟაკარდული და რთული ხლართები. ქსოვილებს უშვებენ
გამოთეთრებულს, სადად შეღებილს, მელანჟურს, ჭრელს, დაჩითულს, მულინირებულს,
გოფრირებულს და სხვადასხვა გამოყვანით.
აბრეშუმის ქსოვილები გამოიყენება გამოსასვლელი და ყოველდღიური კაბების,
კოფთების, კოსტუმების, პერანგების, საზაფხულო პალტოებისა და ლაბადების
დასამზადებლად. გარდა ამისა ისინი გამოიყენებიან კოსტუმებისა და პალტოების
სარჩულების დასამზადებლად.
ნატურალური აბრეშუმის ქსოვილები მიიღება ცალწვერა და ნაგრეხი ხამი
აბრეშუმის ძაფისაგან, აგრეთვე აბრეშუმის ნაგრეხი ნართისაგან. ეს ქსოვილები
ლამაზებია, რბილია, გამოირჩევიან კარგი დრაფირების უნარით და მცირე
ზედაპირული სიმკვრივით. ისინი ძირითადად გამოიყენებიან კაბებისა და კოფთების
დასამზადებლად.

მოთხოვნები ნატურალური აბრეშუმის საკაბე და საპერანგე ქსოვილებისადმი


ზედაპირული სიმკვრივე, გ/მ2 --------------------------------------------------25...126
რეცხვის მიმართ მდგრადობა, ციკლი, -----------------------------------------200
ძაფების მონაცვლეობის მდგრადობა,
ქსოვილებისადმი ზედაპირული სიმკვრივით
33 -მდე ----------------------------------------------------------------------------- 5,88
63-ზე მეტი 84-მდე ---------------------------------------------------------------- 6,86
84-ზე მეტი, 105-მდე -------------------------------------------------------------- 7,84
105-ზე მეტი, 126-მდე ------------------------------------------------------------- 9,81
უჭმუჭვნადობა, % არა ნაკლები, ------------------------------------------------- 47
ზომების ცვალებადობა სველი და ქიმიური დამუშავების შემდეგ, %
ქსელის მიმართ ------------------------------------------------------------------- ±4
მისაქსელის მიმართ ------------------------------------------------------------- ±5

63
ტექნიკური მოთხოვნები საკაბე და საპერანგე ნატურალური აბრეშუმის
ქსოვილებისადმი

მაჩვენებლები გაუმჯობესებული დანარჩენი


ხარისხის ქსოვილებისადმი
ქსოვილებისადმი
ზედაპირული სიმკვრივე, გ/მ2 25...147 25...147
გამგლეჯი დატვირთვა, ქსოვილის
ნაჭრებისადმი ზომით 50X 200 მმ
ზედაპირული სიმკვრივით
84 გ/მ2-მდე
ქსელის 157 128
მისაქსელის 128 108
84-ზე მეტი 105 გ/მ2-მდე
ქსელის 196 147
მისაქსელის 137 128
105 გ/მ2-მეტი
ქსელის 216 157
მისაქსელის 157 128
წაგრძელება, ქსოვილის ნაჭრებისადმი
ზომით 50X 200 მმ
ბამბის ქსოვილების გარდა
ქსელის 10 10
მისაქსელის 10 10
ქსოვილებისათვის ბამბა მისაქსელში
ქსელის 10 10
მისაქსელის 6 6
გამგლეჯი დატვირთვა, 4,9 4,9
რეცხვის მიმართ მდგრადობა, ციკლი
ქსოვილებისათვის ზედაპირული
სიმკვრივით 126-დან 147 გ/მ2 ჩათვლით 170 160
დანარჩენი ქსოვილისათვის სტანდარტით სტანდარტით
წანაცვლების მდგრადობა
ქსოვილებისათვის ზედაპირული
სიმკვრივით 126-დან 147 გ/მ2 ჩათვლით 12,8 11,8
დანარჩენი ქსოვილისათვის სტანდარტით სტანდარტით
უჭმუჭვნადობა, %
ქსოვილებისათვის ბამბისა და
ვიკოზური ნართის გამოყენებით 30 30
დანარჩენი ქსოვილებისადმი 46 სტანდარტით
პილინგის წარმოქმნა, პილინგის არაპილინგირებული „
რაოდენობა 10 სმ2-ზე სტანდარტით

64
საკაბე-საკოსტუმე ქსოვილების ხარისხის მაჩვენებლები
ზედაპირული სიმკვრივე, გ/მ2 ----------------------------------------------------- 141-225
გამგლეჯი დატვირთვა, ქსოვილებისათვის სინთეტიკური
ძაფებისაგან --------------------------------------------------------------------------- 225,4
დანარჩენი ძაფებისაგან ------------------------------------------------------------- 196
წაგრძელება გაგლეჯვისას
ყველა ქსოვილისათვის -------------------------------------------------------------- 11
ქსოვილებისათვის ბამბის ნართი მისაქსელში----------------------------------- 6
რეცხვის მდგრადობა----------------------------------------------------------------- 350
წანაცვლების მდგრადობა ----------------------------------------------------სტანდარტით
უჭმუჭვნადობა, %
სინთეტიკური ნართისაგან -------------------------------------------------------- 40
დანარჩენი ქსოვილებისათვის ---------------------------------------------------- 35
პილინგის წარმოქმნა
ქსელის მიმართულებით ----------------------------------------------------------- 5
მისაქსელის მიმართულებით ----------------------------------------------------- 2
ნატურალური აბრეშუმის ქსოვილებს მიეკუთვნება კლასიკური კრეპის ქსოვილები
როგორიცაა კრეპდეშინი, კრეპშიფონი, კრეპჟორჟეტი. ამ ქსოვილების მიღება ძალზე
რთულია, აგრეთვე რთულია მათი გადამუშავებაც, რადგან ძალზედ იჭიმებიან,
სრიალებენ და ცვივათ ძაფები. ამიტომ მათი დაფენისას გამოიყენება სპეციალური
დამჭერები, ხოლო შეკერვისას გამოიყენება წვრილი საკერავი ძაფები და ნემსები.
ამასთანავე ზრდიან გვირისტულათა რაოდენობასაც. შესაკერად გამოიყენება ნემსი N75-
85, აბრეშუმის ძაფი N65 და ბამბის ძაფი N80-100.
კრეპის ქსოვილები ეს არის კრეპის გრეხის აბრეშუმის ძაფისაგან მიღებული
ქსოვილები. კრეპის ძაფი გამოიყენება ან ქსელში ან მისაქსელში, ან ორივეში
ერთდროულად. მაშინ როდესაც ქსელში გამოიყენება 4 ან 5 წვერა კრეპის ძაფი და
მისაქსელში ხამი აბრეშუმის ძაფი მიიღება ქსოვილი კრეპდეშინი, ხოლო როდესაც
ქსელში და მისაქსელში გამოიყენება ნაგრეხი ოთხი ან ხუთწვერა კრეპის ძაფი მიიღება
65
ქსოვილი კრეპჟორჟეტი ან კრეპშიფონი. კრეპდეშინის ზედაპირული სიმკვრივეა 55-75
გ/მ2, განი 90-149 სმ. უშვებენ ქსოვილს როგორც სადად შეღებილს ასევე დაჩითულს, მათ
იყენებენ კაბებისა და კოფთების დასამზადებლად, კრეპშიფონი - ეს ყველაზე თხელი
ქსოვილია, მსუბუქი და გამჭირვალე, გამოიმუშავებენ მას ტილოს ხლართით,
ზედაპირული სიმკვრივე 35 გ/მ2, განი 90 სმ. გამოიმუშავებენ სადად შეღებილს და
დაჩითულს, გამოიყენებიან კაბებისა და კოფთების შესაკერად და გასაწყობად. ასეთივე
დანიშნულებისაა კრეპჟორჟეტიც. განსხვავება კრეშიფონსა და კრეპჟორჟეტს შორის
ზედაპირული სიმკვრივეებია, ამ უკანასკნელის ზედაპირული სიმკვრივეა 55-70 გ/მ2,
განი - 90 სმ.
გამოსასვლელი კაბების შესაკერად გამოიყენებენ კრეპის ქსოვილებს
„დაჭმუჭნილობის“ ეფექტით.
გლუვზედაპირიანი ქსოვილები გამომუშავდება ხამი აბრეშუმის ქსოვილებისაგან,
მუსლინისა და აბრეშუმის ნართისაგან. ისინი გამოირჩევიან გაზრდილი სირბილით და
ზომიერი ბზინვარებით. ასეთი ქსოვილების ტრადიციულ არტიკულს წარმოადგენს
ტილო, გამოიყენება კაბებისა და კოფთების დასამზადებლად.

საკაბე-საპერანგე ქსოვილების ხარისხის მაჩვენებლები

ქსოვილის სახე ზედაპირული ძაფების რაოდენობა გამგლეჯი წაგრძელება


სიმკვრივე დატვირთვა გაგლეჯვისას
გ/მ2 ქსელი მისაქსელი ქსელი მისაქსელი ქსელი მისაქსელი
კრეპ-შიფონი 26 430±13 400 ±16 120 110 16 22
(არტ.11001)
კრეპ-შიფონი 37 480±14 400 ±16 170 150 17 15
(არტ.11003)
კრეპ-ჟორჟეტი 70 450±14 290 ±12 310 230 26 22
კრეპდეშინი 58 400±12 310 ±13 400 290 19 21
(არტ.11006)
კრეპდეშინი 60 480±14 330 ±13 400 280 20 24
(არტ.11025)
კრეპსატინი 94 827±25 346 ±14 440 200 12 19

66
ხაოიანი ქსოვილები - გამომუშავდება ქსელში ხაოიანი ხლართით. მათ
მიეკუთვნება ბარხატი - ხაოს სიმაღლით 1-2 მმ, ზედაპირული სიმკვრივე 190 და 250 გ/მ2.
ქსოვილს აქვს ლამაზი გარეგნული სახე, ცვეთამედეგია, გამოიმუშავებენ სადად
შეღებილს და დაჩითულს. მათ იყენებენ გამოსასვლელი კაბების დასამზადებლად და
გასაწყობად. მათი დამუშავება სამკერვალო წარმოებაში ძალზე რთულია.
სხვა ბოჭკოებთან შენაზავში მიღებული აბრეშუმის ქსოვილები - გამოიმუშავებენ
ნატურალური აბრეშუმისა და ბამბის ნართის, ხელოვნური და სინთეზური ბოჭკოებთან
შენაზავისაგან. მათ აქვთ კარგი სამომხმარებლო თვისებები და ლამაზი გარეგნული სახე,
ნატურალური აბრეშუმის ქსოვილების მსგავსად მათაც გამოიმუშავებენ კრეპის, გლუვს,
ჟაკარდულსა და ხაოიანს. მათ მიეკუთვნება პლუში - ხაოიანი ქსოვილი ხაოს სიმაღლით
5-7 მმ. ზედაპირული სიმკვრივით 270 გ/მ2 და საკაბე ბარხატი - დაბალი ხაოიანი
ქსოვილი ზედაპირული სიმკვრივით 255 გ/მ2.
ხელოვნური ძაფებისაგან მიღებული ქსოვილები. უმეტესად გავრცელებულია
ვისკოზის, აცეტატისა და ტრიაცეტატის ქსოვილები. აღნიშნული ჯგუფის ქსოვილების
ძირითადი ნაწილი მიიღება 11-17 ტექსი ხაზობრივი სიმკვრივის მქონე ძაფებისაგან,
ხოლო შედარებით თხელი ქსოვილები მიიღება 6-8,5 ტექსი ხაზობრივი სიმკვრივის
ძაფებისაგან. ქსოვილების ზედაპირული სიმკვრივეა 80-200 გ/მ2. ხელოვნური ძაფების
ქსოვილებს გააჩნიათ დამაკმაყოფილებელი ცვეთამედეგობა, კარგი დრაფირების უნარი,
ნატურალური აბრეშუმის ქსოვილებთან შედარებით ისინი უფრო უხეშნი არიან,
ხისტები და მძიმენი არიან. უფრო მეტად იჭმუჭნებიან, სველ მდგომარეობაში
საგრძნობლად კარგავენ სიმტკიცეს, ადვილად იჭიმებიან და აქვთ დიდი შეკლება.
გვირისტის წარმოქმნისას გამოიყენება ნემსი N90-100 და ბამბის საკერავი ძაფი N50-60.
აღნიშნული ჯგუფის ქსოვილები იყოფა კრეპის, გლუვი, ჟაკარდული და სპეციალურად.
ხელოვნური ძაფებისაგან მიღებული კრეპის ქსოვილები თავისი სტრუქტურით
გვაგონებენ ნატურალური აბრეშუმის კრეპის ქსოვილებს, მაგრამ უფრო მძიმენი,
ხისტები და სქელები არიან. მათ იღებენ კრეპისაგან. მიეკუთვნებათ კრეპჟორჟეტი,
კრეპმაროკენი, და კრეპი „ტვილი“, კრეპის ქსოვილებს გააჩნიათ ზომიერი ბზინვარება,
განსაკუთრებით ისეთ ქსოვილებში, სადაც შერეულია აცეტატის ძაფი.

67
გლუვი ქსოვილები წარმოადგენენ საკაბე და სასარჩულე ქსოვილების უმეტეს
ნაწილს. საკაბე ქსოვილები გამომუშავდება ძირითადად აცეტატისა და ტრიაცეტატის
ძაფებისაგან. ზოგიერთი მათგანი შეიცავს მუსლინის ძაფს. ყველა სასარჩულე ქსოვილი
სამკერვალო წარმოებაში რთული გადასამუშავებელია, რადგანაც მათში მაღალია
ძაფების დაცვენა, სრიალებენ და გადაადგილდებიან გამოჭრის დროს.
ხელოვნური ძაფების ქსოვილები სხვა ბოჭკოებთან შენაზავში. მათ ქსელში აქვთ
ვისკოზას ან აცეტატის ძაფი, ხოლო მისაქსელში ბამბის ან ქიმიური ბოჭკოების ნართი.
ქსოვილებს გამოიმუშავებენ სხვადასხვა ხლართით, სადად შეღებილს, გამოთეთრებულს
და დაჩითულს. მყიდველებში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ბამბის
მსგავსი ქსოვილები, რომლებიც მიიღებიან ტრიაცეტატის კომპლექსური ძაფებისაგან
ქსელში და ბამბის ნართისაგან მისაქსელში. ტრიაცეტატის მუსლინის გრეხიანი
ნართისაგან და ლავსანის ძაფისაგან მისაქსელში. დღეისათვის შექმნილია ახალი
აბრეშუმის მაგვარი ქსოვილები, რომელთაც სხვადასხვა ზედაპირული სიმკვრივე
გააჩნია. ასეთი ქსოვილები ძალზედ გვანან ნატურალური აბრეშუმის კრეპის ჯგუფის
ქსოვილებს და ერთი შეხედვით მათი გარჩევა ნატურალური აბრეშუმის
ქსოვილებისაგან მყიდველისათვის შეუძლებელია, მით უმეტეს, როდესაც ასეთ
ქსოვილებს მწარმოებელი აბრეშუმის ქსოვილებს უწოდებს. აღნიშნული ჯგუფის
ქსოვილებიც გამოდის სადად შეღებილი და დაჩითული.
ქსოვილები სინთეზური ძაფებისაგან მიიღებიან კომპლექსური,
ტექსტურირებული და პროფილირებული ძაფებისაგან. ისინი ლამაზი ქსოვილები
არიან, აქვთ სასიამოვნო მქრქალი და ბზინვარება, არ იჭმუჭნებიან, კარგად ინარჩუნებენ
ფორმას, ცვეთამედეგნი არიან, არ იკლებენ და არ საჭიროებენ დაუთოებას, მაგრამ ისინი
სამკერვალო წარმოებაში რთული დასამუშავებელნი არიან. მათიო გლუვი ზედაპირები
ართულებს გამოჭრას, ნაკერებში წარმოქმნან ნაოჭებს. მათი მაღალი დაცვენის უნარის
გამო საჭირო ხდება მათი ორმაგი შემოკეცვა ან ამოხვევა. მიუხედავად ჩამოთვლილი
უპირატესობისა, სინთეზური ქსოვილების უდიდეს ნაკლს წარმოადგენს დაბალი
ჰიგიენურობა და არა კომფორტულობა. ამიტომ აღნიშნული ჯგუფის ქსოვილები
უმჯობესია გამოყენებული იქნას თავისუფალი სილუეტის ტანსაცმლის

68
დასამზადებლად, ისეთი ტანსაცმლის, რომელიც უშუალოდ არ იქნება შეხებაში
ადამიანის სხეულთან.
კაპრონის ქსოვილები - გამომუშავდება კომპლექსური ძაფებისაგან ხაზობრივი
სიმკვრივით 1,7-29,4 ტექსი, მიიღებ ძირითადად ტილოს, წვრილნახატებიანი და
ატლასის ხლართით. გამოიყენება კაბების, კოფთების და სასარჩულე ქსოვილების
დასამზადებლად. აღნიშნული ქსოვილების ზედაპირული სიმკვრივეა 30-60 გ/მ2.
ქსოვილებს გააჩნიათ მაღალი ცვეთამედეგობა, არ იკლებენ.
სხვადასხვა ქსოვილების დიდი რაოდენობა მიიღება ტექსტურირებული
პოლიეთერის ძაფისაგან ბელანისაგან. ეს მჭიდრო და ფაფუკი ქსოვილები გამოიყენება
კაბების, პალტოებისა და კოსტუმების დასამზადებლად. გავრცელება მიიღო შელონის
ძაფისაგან მიღებულმა ქსოვილებმა, წვრილრელიეფურმა ქსოვილებმა შალის
ზედაპირით და სხვა. ახალგაზრდული მოდური ტანსაცმლის დასამზადებლად
გამოიყენება ტექსტურირებული პოლიეთერის ძაფები და ძაფები ტრილობალი
(ნასკვებიანი ძაფები) რომლებისგანაც მზადდება მჭიდრო ფორმამედეგი, სადად
შეღებილი ქსოვილები ტილოს ხლართით.
სინთეზური ძაფების ქსოვილები სხვა ბოჭკოებთან შენაზავში წარმოქმნიან
ქსოვილების ჯგუფს, რომელიც მიიღება კომპლექსური კაპრონის ძაფებისაგან სხვა
ბოჭკოების დამატებით. ამ ჯგუფს მიეკუთვნება აგრეთვე ლითონის ძაფიანი ქსოვილები.
მაღალ მოცულობით ქსოვილები რელიეფური სტრუქტურით მიიღებიან ქსელში
ვისკოზის ძაფისაგან, ხოლო ზედაპირზე სინთეზური ძაფებისაგან.

ტრიკოტაჟული ტილოს ასორტიმენტი


სხვადასხვა ბოჭკოვანი შემადგენლობის ტრიკოტაჟის ტილოები ფართოდ
გამოიყენება სხვადასხვა სახის ტანსაცმლის დასამზადებლად.

ტრიკოტაჟული ტილოების კლასიფიკაცია


არსებობს სტანდარტული, პრეისკურანტისა და სააღრიცხვო კლასიფიკაცია.

69
სტანდარტული კლასიფიკაციის თანახმად დანიშნულების მიხედვით ყველა
ტრიკოტაჟული ტილო იყოფა ორ ჯგუფად: სათეთრეულე ტილოებად და ზედა
ტანსაცმლის ტილოებად. ბოჭკოვანი შემადგენლობის მიხედვით ისინი იყოფიან ა,ბ, და გ
ჯგუფად, ა ჯგუფს მიეკუთვნება ტილოები ბუნებრივი ბოჭკოებისაგან ან 30%-მდე
სინთეზური ბოჭკოების შენაზავის ნართისაგან. ბ - ჯგუფს მიეკუთვნება ხელოვნური
ძაფისა და ნართისაგან მიღებული ტილოები, რომლებიც შეიცავენ აგრეთვე 20%-მდე
სინთეზურ ბოჭკოებს, გ - ჯგუფს მიეკუთვნება ტილოები, რომლებიც შეიცავენ 30%- ზე
მეტ სინთეზურ ბოჭკოებს. ხლართის სახის მიხედვით ტრიკოტაჟის ტილოები იყოფა
კულირულად (განივ ნაქსოვად), ცალფად და ორმაგად, ქსელნაქსოვად ცალფად და
ორმაგად. გამოყვანის მიხედვით იყოფიან გამოხარშულად, გამოთეთრებულად, სადად
შეღებილად, დაჩითულად, ნატვიფრად, აჩეჩილად და სხვა.
საპრეისკურანტო კლასიფიკაციის მიხედვით ტრიკოტაჟის ტილოები იყოფა
საბითუმო ფასების მიხედვით.
ტრიკოტაჟს ტილოს არტიკული შედგება 11 ციფრისაგან. პირველი ორი რიცხვი
გვიჩვენებს საბითუმო ფასების ცხრილის ნომერს, მესამე რიცხვი - ნედლეულის ჯგუფს,
ხოლო მეოთხე - ტილოს შემადგენელი ნედლეულის სახესხვაობას. მეხუთე, მეექვსე,
მეშვიდე და მერვე რიცხვები გვიჩვენებს ნედლეულის ღირებულების ცხრილის ნომერს.
მეცხრე, მეათე და მეთერთმეტე რიცხვი გვიჩვენებს ტილოს ზედაპირულ სიმკვრივეს.
თუ არტიკულის მესამე ციფრია 1 - ეს გვიჩვენებს, რომ ტრიკოტაჟის ტილო
გამომუშავებულია ბამბის ნართისაგან, თუ 2 - შალის ნართისაგან, 3 - ხელოვნური
ძაფისაგან და ნართისაგან, 4 - სინთეზური ძაფისაგან და ნართისაგან, 5 - ნახევრადშალის
ნართისაგან ან ბუნებრივ ან სინთეზურ ბოჭკოებთან შენაზავისაგან, 6 - ბამბის სხვა
ბოჭკოებთან შენაზავისაგან, 8 - სინთეზური ბოჭკოების სხვა ბოჭკოებთან სენაზავისაგან.

სათეთრეულე ტრიკოტაჟული ტილოების ასორტიმენტი

სათეთრეულე ნაწარმის ტრიკოტაჟის ტილოები გამომუშავდება განივ და გრძივ


საქსოვ მანქანებზე. გამოიყენება სხვადასხვა ბოჭკოვანი შემადგენლობის ნართი.

70
კულირული სათეთრეულე ტილოები გამომუშავდება ძირითადად შემდეგი
ხლართებით: სადა, ლასტიკი, ინტერლოკური, წნეხილი, პლატირებული, ზედაპირული
სიმკვრივეა 140-325 გ/მ2. ქსელნაქსოვი ტილოები უმეტესად მიიღება ტრიკო-მაუდი,
ტრიკო-შარმე, აჟურული. ტილოების ზედაპირული სიმკვრივეა 50-250 გ/მ2.
სათეთრეულე ტრიკოტაჟის ტილოებს უშვებენ გამოთეთრებულს და სადად შეღებილს,
დაჩითულს, მელანჟურსა და ჭრელს სხვადასხვაგვარად გამოყვანილს.
ქალის ლამაზი საცვლების მისაღებად ხშირად იყენებენ ქსელნაქსოვ ტრიკოტაჟის
ტილოებს. ისინი გამოირჩევიან მცირედ ჭიმვადობით, არ ირღვევიან და იგრიხებიან,
არიან კარგი ცვეთამედეგნი, აქვთ მცირე ზედაპირული სიმკვრივე. (35-125 გ/მ2), ქალის
თეთრეულის გასაწყობად გამოიყენება აჟურული ტილოები, რომლებიც მოგვაგონებენ
ნაქარგებს ან მაქმანებს. ასეთი ტილოების გამოსამუშავებლად გამოიყენება კაპრონის
ძაფი ვისკოზურ-აცეტატურ ძაფებთან შეხამებით, რაც მათ სადაფის ელფერს ანიჭებთ.
სათეთრეულე ტრიკოტაჟის ასორტიმენტის გასაფართოებლად გამოიყენება
მრავალსაქსოვი ჟაკარდული მანქანები, რომლებიც საშუალებას იძლევიან მოიქსოვოს
მსუბუქი ნახატიანი ტილოები.
ასორტიმენტია განახლების მეორე მიმართულებას წარმოადგენს
მაღალელასტიური პოლიურეტანის ძაფების გამოყენება. ასეთი ქსოვილები კარგად
ეკვრიან სხეულს, არ ზღუდავენ მოძრაობას და ინარჩუნებენ ფორმას. დაწყებულია
პროფილირებული კომპლექსური ძაფების გამოყენებით სათეთრეულე ტრიკოტაჟის
წარმოება, რომელსაც ექნება ეფექტური გარეგნული სახე და აბრეშუმის მაგვარი
ზედაპირი.

ბამბა ლავსანის ნართის ტილოს ჰიგიენური თვისებები


ტილოს ნართის ორთქლ ტენშეღწე- კაპილარობა ჰიგროსკოპი- ტენის
ნედლეულის ხაზობრივი შეღწევადობა ვადობა მმ ულობა გაცემა
შემადგენლობა, სიმკვრივე, გ/მ2წმ გ/მ2წმ % %
% ტექსი
BXл -33 ВЛ-67 18,5 60,5 65,1 41 13,1 66,5
BXл -67 ВЛ-33 18,5 და 15,4 58,8 66,1 36 14,4 64,8
BXл -100 15,4 61 70,3 58 28,8 81,6

71
72

ზედა ტანსაცმლის ტრიკოტაჟის ტილოების წარმოება


ზედა ტანსაცმლის ტრიკოტაჟის ტილოების ასორტიმენტი სათეთრეულე
ტრიკოტაჟის ტილოებთან შედარებით უფრო მრავალფეროვანია. მათ ამზადებენ შალისა
და ნახევრად შალის, ბამბის, ბამბა-ლავსანის და მოცულობითი ნართისაგან, ქიმიური
ძაფებისაგან ლითონის ძაფების გამოყენებით, იმის გამო, რომ აღნიშნული ტილოები
სხვადასხვა დანიშნულებით გამოიყენება, მათი ზედაპირული სიმკვრივეებიც მერყეობს
40-დან 600 გ/მ2-მდე, მათ უშვებენ გამოთეთრებულს, სადად შეღებილს, მელანჟურს,
ჭრელს, გამოყვანის მიხედვით - ბეწვიანს, პლისირებულს, ნატვიფრს და სხვა.
ზედა ტრიკოტაჟის ნაწარმის ყველაზე გავრცელებულ ტილოებს წარმოადგენს
მცირედ ჭიმვადი ქსოვილების მაგვარი ტილოები ჯაჭვი-მაუდი, ჯაჭვი-შარმე, ტრიკო-
შარმე, ტრიკო-ტრიკო, ხლართებით, რომლებიც კარგად ხასიათდებიან ქსოვილის
თვისებებით და ტრიკოტაჟის პლასტიკურობით.
ზედა ნაწარმის ტრიკოტაჟის ტილოების დამზადება მოითხოვს სპეციალური
სამკერვალო მოწყობილობების გამოყენებას. პიჯაკებისათვის კარგი გარეგნული სახის
მისანიჭებლად რეკომენდირებულია გამოყენებული იქნეს წებოვანი შუასადები მასალა
მთელ ზედაპირზე.

ტრიკოტაჟული ტილოს წელვადობა განზე, %

I ჯგუფი ..............................................................................................................0...40

II ჯგუფი ................................................................................................................ 40.1...100

ზედა ტანსაცმლის ტრიკოტაჟული ტილოს რეცხვის მიმართ მდგრადობის ნორმები

რეცხვის მიმართ ტილოსათვის ბრუნვის რაოდენობა, რეცხვის შემდეგ


მდგრადობის ზედაპირული სიმკვრივით 260 გ/მ2 მეტი მასის ნორმის
ჯგუფი დანაკარგი
ნ/შალის, სხვა სახის

72
პოლიაკრილონიტრილის ნედლეულის
ბოჭკოს, 50%
განსაკუთრებული 121 და მეტი 121 და მეტი არა უმეტეს 0,25
სადა
სადა 61...120 101...200 0,26...0,5
ჩვეულებრივი 30...60 50...100 9,51...0,7

ფორმამდგრადი ტილოების ხარისხის მაჩვენებლები

მაჩვენებელი ნორმა ტილოსათვის


ტექსტურირებული შალისა და ნ/შალის
ძაფისაგან ნართისაგან
გამგლეჯი დატვირთვა, არა 196 147
ნაკლები
წელვადობის ჯგუფი 1 1;2
ხაზობრივი ზომების
ცვალებადობა%
სიგრძეზე 3...2 4...3
განზე 3...2 4...3

უქსოვადი საფეიქრო ტილოების ასორტიმენტი

უქსოვადი საფეიქრო ტილოების ასორტიმენტი ძალზე მრავალფეროვანია, როგორც


ბოჭკოვანი შემადგენლობის, ასევე გამოყვანის მიხედვით.

უქსოვადი საფეიქრო ტილოების კლასიფიკაცია


უქსოვადი საფეიქრო ტილოებისათვის არსებობს სამი კლასიფიკაცია.
სტანდარტული კლასიფიკაციის შესაბამისად უქსოვადი საფეიქრო ტილოები იყოფა
დანიშნულების შესაბამისად ჯგუფებად: სათეთრეულე საცვლები ღამის

73
პერანგებისათვის, ბავშვის საცვლები პიჟამოებისათვის, ხალათებისათვის, საბანაო
კოსტუმებისათვის, საკოსტუმე-საკაბე, საკაბე, სახალათე და სხვა.
პრაქტიკაში გამოიყენება საპრეისკურანტო კლასიფიკაცია. პრეისკურანტის N031-ის
შესაბამისად ყველა უქსოვადი მასალა იყოფა ოთხ კლასად მისი ნედლეულის
შემადგენლობის მიხედვით: 1 - ბამბის, 2 - ნახევრად შალის, 3 - აბრეშუმის, 4 - სელის.
ყოველ კლასში გამოყოფილია მასალის სტრუქტურისა და მიღების შესაბამისად. აქ
განასხვავებენ ქსოვილებს ტიპების მიხედვით. მათ მიეკუთვნებათ შემდეგი ჯგუფები: 1 -
ტილოგაკერვითი, 2 - ნემსგაკერვითი, 3 - ქსოვილგაკერვითი, 4 - ნემსჩხვლეტითი, 5 -
წებოვანი, 6 - კომბინირებული, 7 - ტილოგაკერვითი ვატინი, 8 - ნემსჩხვლეტითი
ვატინი. ჯგუფები იყოფა ქვეჯგუფებად დანიშნულების მიხედვით: 1 - საყოფაცხოვრებო,
2 - საწმენდი, ტარის და შესაფუთი, 3 - საფეხსაცმელე, 4 - ხელოვნური ტყავისათვის
საძირე, 5 - შუასადები, საფილტრე, საავეჯე: 6 - დამათბუნებელი.
უქსოვადი საფეიქრო ტილოების არტიკული გამოიხატება ექვსნიშნა რიცხვით.
პირველი ციფრი გვიჩვენებს საფეიქრო ნაწარმის სახეს და ყოველთვის აღნიშნულია
ციფრი 9. არტიკულის მეორე ციფრი აღნიშნავს ბოჭკოვან შემადგენლობას და
შეესაბამება კლასის ნომერს (1,2,3,4,). მესამე უჩვენებს მიღების მეთოდებსა და
შეესაბამება ჯგუფს, იცვლება 1-დან 6-მდე. შემდეგი მომდევნო ციფრები გვიჩვენებენ
პრეისკურანტში რიგით ნომერს.

საკაბე, საპალტოე და საკოსტუმე უქსოვადი ტილოების ასორტიმენტი


ტანსაცმლის დასამზადებლად უმეტესად გამოიყენება ფენაგაკერვითი,
ძაფგაკერვითი და ქსოვილგაკერვითი ქსოვილის ტიპის უქსოვადი ტილოები. მათგან
ამზადებენ ქალის კაბებსა და ხალათებს, საცურაო კოსტუმებს, ბავშვის ტანსაცმელს,
მამაკაცის ზედა პერანგებს, სპორტულ ტანსაცმელს, პალტოებს და ქურთუკებს. ყველა ეს
ტილო უნდა შეესაბამებოდეს ტანსაცმლის მიმართ წაყენებულ მოთხოვნებს.
ფენაგაკერვითი ტილოები - წარმოადგენენ სქელ ფაფუკ უქსოვად ტილოებს.
გაზრდილი ფოროვანობა მათ ანიჭებს კარგ სითბოდამცავ თვისებებსა და
ჰაერგამტარებლობას, ისინი ჰიგროსკოპულები არიან, აქვთ დამაკმაყოფილებელი

74
ცვეთამედეგობა. მათ ძირითად ნაკლს წარმოადგენს საგრძნობი შეკლება, დაპილინგება
და ჭიმვადობა. გარდა ამისა ისინი ხისტები არიან. ცუდად იფარდებიან და იჭმუჭნებიან.
ტიპიურ ფენაგაკერვით ტილოებს წარმოადგენს „ბორისლავკა“, „ვასილიოკი“ და
სხვა.
ფენაგაკერვითი უქსოვადი ტილოები - შედგება ძაფების სამი სისტემისაგან,
საკმაოდ ფართოდ გამოიყენება კაბების, კოსტუმებისა და ზედა პერანგების
დასამზადებლად. ეს ტილოები გვანან ქსელნაქსოვ ტრიკოტაჟს ან ქსოვილს, აქვთ საკმაო
ჰაერგამტარებლობა, ჰიგროსკოპულობა, სითბოს დაცვის უნარი და ფორმამედეგობა.
მაგრამ აქვთ დაბალი ცვეთამედეგობა. ნემსგაკერვითი ტილოები გამოირჩევიან დაბალი
გაჭიმვის უნარით, ამიტომ მათი დაფენა და გამოჭრა გაადვილებულია.
ნემსგაკერვით საკოსტუმე - საკაბე ქსოვილებს აქვთ შედარებით მჭიდრო
სტრუქტურა ხორკლიანი ზედაპირით, მათ უშვებენ გამოთეთრებულს, დაჩითულს და
აგრეთვე ჭრელად ნაქსოვის ტიპისას. ტილოებს ამზადებენ „მალიმოს“ სისტემის
მანქანებზე. ტილოები შედგებიან მჭიდროდ განლაგებული ბოჭკოების ერთი ან ორი
ფენისაგან. გაკერილი არიან კომპლექსური ნა ტექსტურირებული სინთეზური
ძაფებისაგან. ასეთი ტილოების ზედაპირული სიმკვრივეა 130-310 გ/მ2, ხოლო სიგანე
145-160 სმ.
საინტერესოა საკაბე - საკოფთე ასორტიმენტის ტილოები, რომლებიც მიიღება
„მალიმოს“ სისტემის მანქანებზე. სადაც გასაკერ სისტემაში გამოყენებულია კაპრონის
კომპლექსური ძაფები და პოლიაკრილონიტრილის ნართი. მისაქსელის სისტემაში
გამოყენებულია ბამბისა და ვისკოზის ნართი. ტილოები გამოირჩევიან მაღალი
სიმტკიცითა და ფორმამედეგობით.
კაბებისა და კოსტუმებისათვის მიიღება შალისა და ნახევრად შალის
ნემსგაკერვითი ტილოები, რომლებიც გვანან ტრიკოტაჟის ტილოებს ამობურცული
ზოლებით. მათ აგრეთვე უშვებენ „მალიმოს“ სისტემის დაზგებზე.

ნემსგაკერვითი საკაბე უქსოვადი ტილოების ხარისხის ნორმირებული


მაჩვენებლები

75
გამგლეჯი დატვირთვა ............................................................................ 200
გამგლეჯი წაგრძელება, % ...................................................................... 30
ხაზობრივი ზომების ცვალებადობა, რეცხვის, დანამვის
და უთაობის დროს ,%................................................................................ 3

რეცხვის მდგრადობა, ციკლი, ................................................................. 2000


პლასტიკური დეფორმაცია, % ................................................................. 4
ჰაერშეღწევადობა, დმ3/(მ2წმ), .................................................................. 300
ღებვისა და ქიმიური რეაგენტების მიმართ მდგრადობა ................... 4

ქსოვილგაკერვითი უქსოვადი ტილოები - მათ ეწოდებათ „მალიპოლი“. მათ


საგრძნობი ადგილი უჭირავთ სატანსაცმელე მასალების ასორტიმენტში. ისინი სხვა
უქსოვად ტილოებთან შედარებით გამოირჩევიან უფრო მედეგი სტრუქტურით.
ქსოვილგაკერვითი ტილოები მზადდება მარყუჟებიანი და ხაოიანი.
გამოიმუშავებენ მათ სადად შეღებილად, დაჩითულად და მელანჟურად. გამოიყენებიან
მამაკაცის ზედა პერანგის, საცურაო კოსტუმის, კაბების ბავშვის ნაწარმის, კოფთების,
ხალათების დასამზადებლად. ხოლო ხაოიან ტილოებს იყენებენ პალტოების
დასამზადებლად.
შეთელილი უქსოვადი ტილოებისაგან მზადდება თბილი ზედა ტანსაცმელი. მათი
დამუშავება ეყრდნობა შალის ბოჭკოს შეთელვის უნარზე. გარეგნული სახითა და
თვისებებით ისინი უახლოვდებიან მაუდს.

უქსოვადი შუასადები ტილოები


სხვადასხვა სახის ტანსაცმლის დამზადებისას შუასადებ მასალად ფართოდ
გამოიყენება წებოვანი უქსოვადი მასალები და უქსოვადი მასალები ნემსგაჩხვლეტით და
კომბინირებული წესით მიღებული. მათთვის დამახასიათებელია მარალი დრეკადობა,
ერთნაირი ჭიმვადობა ყველა მიმართულებით. მცირე სისქე, მცირე ზედაპირული
სიმკვრივე. დამაკმაყოფილებელი ჰიგიენური მაჩვენებლები. აღნიშნული თვისებები
უზრუნველყოფს ნაწარმის კარგ ფორმამედეგობას ექსპლუატაციის პირობებში.
76
წებოვანი მეთოდით მიღებულ უქსოვად წებოვან მასალებს მიეკუთვნება
ფლიზელინი არტ. 915502, და 935502, პროკლამილინი არტ. 935506, 935507 და 935508
აგრეთვე შუასადები ტილო არტ. 935509, 935517, 935556.
ფლიზელინი მიიღება ბამბის ან ვისკოზის ბოჭკოს კაპრონთან შენაზავში.
ზედაპირული სიმკვრივე ტოლია 90-110 გ/მ2, განი 125 სმ, ხოლო სისქე 0,3-0,9 მმ. ის
გამოიყენება ლაბადებისა და კოსტუმების შუასადებად. ფლიზელინის მნიშვნელოვან
ნაკლს წარმოადგენს მისი არამდგრადობა ქიმწმენდის მიმართ. ია ძალზე მსხვრევადი
ხდება, რაც ამცირებს ნაწარმის ხარისხს.
პროკლამილინს ფლიზელინთან შედარებით გააჩნია დიდი მოცულობა,
თვისებებისა და სიხისტის სითანაბრე. ის გამომუშავდება ვისკოზისა და ნიტრონის
ბოჭკოების შენაზავისაგან, რომლებიც შეწებილნი არიან სინთეზური ლატექსით.
პროკლამილინის ზედაპირული სიმკვრივეა 50-100 გ/მ2, განი 90 სმ, სისქე 0,5მმ. ის
გამოიყენება მსუბუქი ტანსაცმლის შუასადებად.
შუასადები წებოვანი ტილო არტ. 935556 მიიღება ვისკოზისა და ლავსანის ბოჭკოს
შენაზავისაგან, აკრონალების წებოს გამოყენებით. ტილო გამოირჩევა მცირე
ზედაპირული სიმკვრივით (30 გ/მ2), და სისქით (0,3 მმ), გააჩნია მაღალი უჭმუჭვნადობა,
მცირე შეკლება, კარგი თანაბარი ზედაპირი, სტაბილური თეთრი ფერი, მცირე სიხისტე,
კარგად იტანს რეცხვას, როგორც ხელით, ასევე მანქანით. გამოიყენება კაბებისა და
კოფთების შუასადებად.
ნემსჩხვლეტითი უქსოვადი მასალების ასორტიმენტი წარმოდგენილია ოთხი
მრავალსახეობით არტ. 934501, 934502, 934509 და 934510. მათ გამოიმუშავებენ
ნიტრონის, კაპრონისა და ვისკოზის ბოჭკოების შენაზავისაგან და გაჟღენთილია
შემაკავშირებლებით (სინთეზური ლატექსით). ასეთი ტილოების ზედაპირული
სიმკვრივეა 100-160 გ/მ2, სიგანე 70 სმ, სისქე 0,4-0,8 მმ. ეს ტილოები მედეგნი არიან
თბური ტენიანი დამუშავების მიმართ 160° ტემპერატურის დროს. გააჩნიათ კარგი
დრეკადი თვისებები, მათ იყენებენ ქალის პალტოების დამზადებისას, კოსტუმებისა და
ხელოვნური ბეწვის ქურქების დამზადებისას.
ასეთივე ტიპის შუასადებ მასალას მიეკუთვნება ნახევრად შალის ტილო „ვივა“
არტ. 924501 და „ლიივა“ არტ. 924506. მათ ღებულობენ აღდგენილი მატყლისაგან
77
კაპრონისა და ვისკოზის ბოჭკოებთან შენაზავში. შემაკავშირებლად გამოიყენება
ლატექსი სკნ-40-1 გპ. ტილოებს აქვთ მაღალი სიმტკიცე ყველა მიმართულებით და
გამოიყენება ზედა ტანსაცმელში კალთქვეშად. კომბინირებული მეთოდებით მიიღება
აგრეთვე შუასადები უქსოვადი მასალა „ალმარი“ არტ. 934504 და 934505 ვისკოზისა და
პოლიეთერის ბოჭკოს შენაზავისაგან. ტილოს ზედაპირული სიმკვრივეა 170 გ/მ2, სიგანე
70 და 140 სმ, შემაკავშირებლად გამოიყენება იგივე ლატექსი, რაც იყო გამოყენებული
„ვივას“ მისაღებად. ეს ტილოები მედეგნი არიან თბური ტენიანი დამუშავების მიმართ
169° ტემპერატურის დროს და გამოიყენებიან მამაკაცის კოსტუმის საყელოს დამზადების
დროს.
უქსოვადი შუასადები მასალა მიღებული ქსოვა-შეთელვითი მეთოდით - მას
მიეკუთვნება შუასადები „ფილცი“. ის მიიღება შალისა და ვისკოზის ბოჭკოს
შენაზავისაგან. მასალის ზედაპირული სიმკვრივეა 210 გ/მ2, სიგანე - 145 ცმ. „ფილცი“
გამოიყენება კოსტუმის საყელოში.

უქსოვადი შუასადები ტილოების ტექნიკური მოთხოვნები


მაჩვენებელი მაჩვენებლების ნორმატივები
პიჯაკებისთვის პალტოებისა და ქალისა და ქალისა დ კოფთებისათ-
ლაბადებისათვის ბავშვის ბავშვის ვის
პალტოებისა და კაბებისათვის
ჟაკეტებისათვის
ზედაპირული 70±3 110±5 115±5 45±2 30±1,5
სიმკვრივე, 90±5 95±5
გ/მ2
65±3 75±5
42±2
სისქე, მმ 1 1,4 1,4 0,3 0,3
0,7 1,15 0,4
0,55
სიხისტე 2...3 2...6 4...5 1...2 1
2...2.25
1...1.5
დანამვის 2 2 2 2 2
შემდეგ
შეკლება, %
ფარდობითი 3 3 3 3 3
გაგმგლეჯი
დატვირთვა
78
უჭმუჭვნადო 75 75 75 75 75
ბა ,%
მდგრადობა, 4 4 4 4 4
ღებვის
მიმართ,
უთაობის,
მშრალი
ხახუნისა და
ქიმიური
დასუფთავები
ს შემდეგ

ტანსაცმლის დამზადების, განახლებისა და შეკეთების დროს


გამოყენებული ბუნებრივი ბეწვის, ტყავისა და სხვა მასალების
ასორტიმენტი

ბუნებრივი ბეწვი და ტყავი - მიიღება ცხოველების ტყავებისაგან, რომლებიც


გაივლიან სხვადასხვა ფიზიკო-მექანიკურ და ქიმიურ დამუშავებას. ბუნებრივ ბეწვს
იყენებენ სითბოს დამცველი ტანსაცმლის დასამზადებლად საფარი ან სათბუნებელი
მასალის სახით, საყელოებისა და მანჟეტებისათვის. ბუნებრივ ტყავს იყენებენ აგრეთვე
გასაწყობ მასალად ზედა ტანსაცმლის დამზადების დროს.
ბუნებრივი ბეწვი ეწოდება ბეწვიანი ცხოველების ტყავებს (ციყვი, მელა, თხუნელა
და სხვა), ზოგიერთი ზღვის ცხოველების (ზღვის კატა და სელაპი). გამოუყვან ტყავს
ეწოდება ბეწვეულის ნედლეული, ბუნებრივი ბეწვისაგან დამზადებულ ნაწარმს
ეწოდება ბეწვეულის ნაწარმი.
ბუნებრივი ბეწვის ძირითადი თვისებები განისაზღვრება მისი აგებულებითა და
გამოყვანის ხარისხით. ბეწვის ყველაზე მნიშვნელოვანი თვისებაა მისი
სითბოგამტარებლობა, ტარების უნარიანობა, ესთეტიკური მახასიათებლები. ბეწვის
სითბოგამტარებლობა დამოკიდებულია ტყავის ქსოვილების სიმკვრივეზე, სისქეზე,
თმოვანი საფარის სიმაღლეზე და დრეკადობაზე. ტყავის ქსოვილების სიმკვრივე
სხვადასხვა მასალისათვის სხვადასხვაა და იცვლება სხვადასხვა მონაკვეთებში.

79
თმოვანი საფარის სიხშირე დამოკიდებულია თმის სისქეზე, აგრეთვე ღინღლის,
ქერცლისა და მიმმართველი თმის თანაფარდობაზე. შედარებით ხშირი თმოვანი საფარი
გააჩნია თეთრ მელას, მელას, კურდღელს, წავს. თმოვანი საფარის დრეკადობა გავლენას
ახდენს მისი თელვის ხარისხზე ექსპლუატაციის პროცესში, მისი შემცირების მიზნით
გამოჭრის დროს ბეწვს ათავსებენ ქვემოდან ზემოთ.
ბეწვის წინააღმდეგობის უნარს ექსპლუატაციის დროს სხვადასხვა ფაქტორების
მიმართ ეწოდება ტარება. ია განისაზღვრება თმისა და ტყავის ქსოვილის სიმტკიცითა და
წაგრძელებით. ტყავის ქსოვილში თმის ჩამაგრების სიმტკიცითა და თმოვანი საფარის
სინათლისადმი მედეგობით. ბეწვის ტარების უნარზე გავლენას ახდენს დასველება,
ტენიანობა და სხვა.
ბეწვის, ნახევარფაბრიკატის და ბუნებრივი ტყავის ასორტიმენტი. ბეწვეულის
ნახევარფაბრიკატები იყოფა შემდეგ ჯგუფებად: ბეწვეული - ბეწვიანი ცხოველების
გამოყვანილი ტყავები.
კარაკული - სხვადასხვა ჯიშის ბატკანის დამუშავებული ტყავი.
ცხვრის ბეწვეული და საქურქე - სხვადასხვა ჯიშის ასაკოვანი ცხვრის გამოყვანილი
ტყავი, ზღვის ცხოველების - ზღვის კატისა და ლომის, აგრეთვე სხვა ცხოველების
გამოყვანილი ტყავი.
ბეწვის ნახევარფაბრიკატის ასორტიმენტი წარმოადგენს ყველაზე მრავალფეროვანს
და უმეტესად შეიცავს გავრცელებული ბეწვიანი ცხოველების ტყავებს.
წითელ მელას აქვს წითელი, მოწითალო-მოყვითალო, ღია ყვითელი მონაცრისფრო
წითელი ფერები. ამ სახის მელიის ტყავები გამოყავთ გრძელ ბეწვიანი, შეღებილი,
აგრეთვე გაკრეჭილი.
შავ მელას აქვს ღია შავი, მუქი შავი თმოვანი საფარი. ღინღლი მუქი და ღია
იისფერი, მოვერცხლისფრო, შავ მელას თმოვანი საფარი აქვს სავი, კუდი კი თეთრი.
ველური მუქი შავი მელა გვხვდება იშვიათად. მას გააჩნია უმნიშვნელო
მოვერცხლისფრო ფერი ქედზე.
პლატინოვან მელას აშენებენ მეცხოველეობის მეურნეობაში, ფხა შედგება შერეული
პლატინისფერი თეთრი და შავი თმებისაგან, ღინღლი - ღია ან მუქი ნაცრისფერია. თეთრ
მელას აქვს მაღალი, ხშირი აბრეშუმის მაგვარი თეთრი ან ცისფერი თმოვანი საფარი.
80
თეთრი მელას ტყავი თმოვანი საფარის ფერის მიხედვით არის სუფთა თეთრი და ოდნავ
კრემის ფერი.
ცისფერი მელას ტყავები თმოვანი საფარის მიხედვით შეიძლება იყოს მუქი ან ღია
ცისფერი, მუქი ან ღია ყავისფერი.
წავი (წაულა) არის ძვირფასი ბეწვი. აქვს შედარებით მკვრივი აბრეშუმის მაგვარი
ღინღლი. ტყავების თმოვანი საფარის შეფერილობა სხვადასხვაგვარია ღიადან მუქ
ყავისფერამდე, თეთრი, ცისფერი, მარგალიტისფერი და სხვა.
ციყვს აქვს ღია ცისფერი აბრეშუმივით თმოვანი საფარი და საკმაოდ მარტივი
ტყავი. ზოგიერთ ციყვს აქვს მოწითალო თმოვანი საფარი ან ნაცრისფერი ყავისფერი
ქედით.
სიასამური - ტყავს აქვს დაბალი, ხშირი, აბრეშუმივით თმოვანი საფარი თეთრი ან
ღიადან მუქ ყავისფერამდე. ბოლო შავი კუდით.
კვერნა - ბეწვეულის ძვირფასი სახეა. აბრეშუმოვანი თმოვანი საფარველით მუქი
ცისფერი, ცისფერი ან მუქი წაბლისფერიდან ქვიშისფერ ყვითელ ფერამდე.
კარაკულჩა არის დაუბადებელი ბატკნის და თიკნის ტყავი. თხელი ტყავით და
დაბალი ბრწყინვალე თმოვანი საფარით, მკვეთრი მურისმაგვარი ნახატით.
კარაკული - ბატკნის ტყავი ერთიდან სამ დღემდე. აქვს აბრეშუმოვანი თმოვანი
საფარველი, რომელიც შედგება სხვადასხვა ფორმის ხვიებიდან.
დაშლილი კარაკული - სამ დრემდე ასაკის დაშლილი კარაკულის ჯიშის ცხვრის
ტყავი. თმოვანი საფარი რბილი, სუსტი და ბზინვარეა.
თალათინი - 10 დღემდე ასაკის ხბოს ტყავი, დაბალი, ხშირი თმოვანი საფარით.
კვიცი - კვიცის ტყავი დაბალი, კანზე დადებული თმოვანი საფარით.
ბუნებრივი სატანსაცმელე ტყავის ასორტიმენტი წარმოდგენილია ცხვრისა და
ღორის ტყავით.
ბუნებრივი ტყავის ასორტიმენტის არტიკულში პირველი ციფრი გვიჩვენებს
ტყავის დანიშნულებას (9-ტანსაცმლის ჯგუფია), მეორე ციფრი - ნედლეულის სახეს( 3-
ღორის ტყავი, 7 - ცხვრის ტყავი). მესამე ციფრი მოთრიმვლის მეთოდს ( 2-
ქრომირებული), მეოთხე ციფრი - ტყავის კონფიგურაციას ( 1- მთლიანი ტყავი).
არტიკულის დანარჩენი ორი ციფრი გვიჩვენებს პრეისკურანტში რიგით ნომერს.
81
სატანსაცმელე ბუნებრივი ტყავი გარეგნული სახის მიხედვით იყოფა ბუნებრივი
წაღმა პირითა და ბეწვიანით. არსებობს ბუნებრივი წაღმა პირიანი ტყავი შემდეგნაირი:
გლუვი, დაჭრილი და ღრმად ნატვიფრი. დაჭრა და ტვიფრა ხორციელდება სპეციალური
გახურებული ფირფიტით. დაჭრისა და ტვიფრის დროს ნახატები არსებობენ წვრილი და
მსხვილი, სიმეტრიული და არასიმეტრიული, ერთიანი და წყვეტილი. ტყავის ამობეწვა
ხორციელდება გაპრიალებით. ტანსაცმლისათვის გამოიყენება 0,6-1,2 მმ სისქის ტყავი.
ტყავი უნდა იყოს რბილი, კარგად მოთრიმული, ცხიმოვანი ლაქების გარეშე, ნაკეცებისა
და ნაოჭების გარეშე.
დეფექტებზე, მათ მნიშვნელობაზე და რაოდენობაზე დამოკიდებულებით ტყავი
იყოფა ხუთ ხარისხად.
არსებობს ნატურალური სატანსაცმელე ტყავის შემდეგი სახეები: შევრეტი
არტ.972146 - ქრომირებული თრიმვლით დამუშავებული ცხვრის ტყავი ბუნებრივი
წაღმა მხრით, რომელიც ხასიათდება ლამაზი რელიეფური ნახატით. შეხებისას ფხვიერი
და ძალზე ჭიმვადი.
სატანსაცმელე ველური - არტ. 932159 - ღორის ტყავი ქრომირებული თრიმვლით
ხაოიანი ზედაპირით. ველური შეიძლება მიღებული იქნეს ცხვრის ტყავისაგან. ხაოიან
ზედაპირს იღებენ ტყავის უკუღმა მხარის გაპრიალებით.
ზამშე - ცხვრის ტყავი ცხიმოვანი თრიმვლით. ხასიათდებიან განსაკუთრებული
სირბილით, დაბალი, ხშირი ბრწყინვალე ხაოთი, გაზრდილი ჭიმვადობით, კარგი
ჰაერგამტარებლობით, წყლისადმი მედეგობით.
თალათინი - ხბოს ტყავი, ქრომოვანი თრიმვლით (დუბლირებით), გლუვი წაღმა
მხრით. თალათინი ხელის შეხებისას რბილია, ელასტიურია, აქვს ლამაზი გარეგნული
სახე. 7-20 დმ2 ზომებით გამოიყენება თავსაბურავების დასამზადებლად, 80-100 დმ2 და
მეტი ზომების ტყავები გამოიყენებიან ტანსაცმლის დასამზადებლად.

ტარების ხანგრძლივობა %

წავი ................................................... 100


მდინარის თახვი ............................ 90
82
ზღვის კატა ...................................... 90
სიასამური ....................................... 90
ბელეკი ................................................. 70
ნორკა ............................................... 70
პისეცი .............................................. 65
კვიცი ................................................. 64
კარაკული ........................................ 60
კვერნა ................................................ 60
მელა .................................................. 50
ონდატრა ....................................... 45
ციყვი ............................................... 30
ბაჭია .................................................12
კურდღელი .................................... 5

ხელოვნური ბეწვი

ტანსაცმლის დამზადებისათვის გამოიყენება ხელოვნური ბეწვი. საზედაპირე


ხელოვნური ბეწვი მზადდება როგორც ქსოვილის ასევე ტრიკოტაჟული ტილოს
წარმოების მეთოდებით.
ხელოვნური ბეწვის ასორტიმენტი მოცემულია პრეისკურანტში N47-09-1971 და
074-1982. არტიკულის პირველი ციფრი გვიჩვენებს საფეიქრო მასალის სახეს
(აღნიშნულია 9-თი) მეორე - მიღების მეთოდს ( 1-ტრიკოტაჟი, 2-ქსოვილი, 3-
შეწებვითი), დანარჩენი ციფრები გვიჩვენებენ პრეისკურანტში რიგით ნომერს.
საბავშვო, ახალგაზრდული და ქალის ტანსაცმლისათვის ხელოვნური ბეწვი
მიიღება ქსოვილის ძირზე, მათი არტიკულებია: 9226, არტ. 9235, არტ 9240 და სხვა.
აღნიშნულ ქსოვილებში ბეწვის სიმაღლე აღწევს 10 მმ-მდე და გამოდის სადად
შეღებილი, დაჩითული ან ნატვიფრი. ბოჭკოს დაჩითვა და განლაგება ემსგავსება
ბუნებრივ ბეწვს.

83
ხელოვნური ბეწვი ქსოვილის ძირზე გამოიყენება კომპლექსური მასალების
მისაღებად. მას აკრავენ უკუღმა მხრიდან პენოპოლიურეტანს.
ქალის ზედა ტანსაცმლის დასამზადებლად გამოიყენება ტრიკოტაჟული
ხელოვნური ბეწვი. არტ. 9103, 9104, 9107 და სხვა. ტანსაცმლის, ქუდებისა და
საყელოების დასამზადებლად გამოიყენება წებოვანი ხელოვნური ბეწვი: კარაკული არტ.
9302 და დაშლილი კარაკული არტ. 9301. დაშლილი კარაკული კარაკულისაგან
განსხვავდება იმით, რომ მასზე ბოჭკოებს ამაგრებენ მიწებებით. ამის გამო დაშლილი
კაკული კარაკულზე მსუბუქია და გარდა ამისა მას აქვს უფრო ფაფუკი ხვიები.
ხელოვნური ბეწვი მდგრადია სინათლისა და ტენის მოქმედების მიმართ. მისი
ბოჭკოვანი საფარველი ხასიათდება მარალი დაპილინგების უნარით. განსაკუთრებით
მაშინ, როდესაც ბეწვად გამოყენებულია პოლიეთერის ბოჭკო.
ხელოვნური ბეწვისაგან ტანსაცმლის დაგეგმარების დროს საჭიროა
გათვალისწინებული იქნეს მისი ისეთი თვისება, როგორიცაა ცვეთამედეგობა და ბეწვის
საფარველის შეთელვა. ბეწვის სიმაღლის გაზრდისას იზრდება ბეწვის შეთელვის უნარი
ყველაზე მეტად ცვეთად ადგილებში: კალთის ნაკეცების ბოლოებში, სახელოს ბოლოში,
სახელოს ქვედა ნაწილში, აღნიშნულის გათვალისწინება აუცილებელია ტანსაცმლის
მოდელის შერჩევისას. ტანსაცმლის ტარების ხანგრძლივობის გაზრდისათვის
მიზანშეწონილია ცვეთად ადგილებზე ტყავის დაკერება. ასეთი მასალების დაკერების
გათვალისწინებას აქვს არა მარტო ფუნქციონალური არამედ დეკორატიული ხასიათიც.

ხელოვნური ტყავი

ხელოვნური ტყავი ტანსაცმლისათვის წარმოადგენს ქსოვილის, ტრიკოტაჟის ან


უქსოვადი ტილოს ზედაპირის ერთ მხარეზე დატანილ პოლიმერულ მასალას.
სატანსაცმელე ხელოვნურ ტყავს უნდა გააჩნდეს მაღალი საექსპლუატაციო თვისებები
და აგრეთვე კერვის თანამედროვე მეთოდებით დამუშავების თვისებები. ტანსაცმლის
დამზადების დროს ხელოვნურ ტყავს იყენებენ სხვა მასალებთან ერთად.

84
გამოყენებული ძირის, პოლიმერული საფარველის და აგრეთვე მისი ფორმირების
პრინციპზე დამოკიდებულებით გამოიყენება პირდაპირი, გადატანითი და კალანდრის
მეთოდები. ხელოვნური ტყავის მიღების ყველაზე მარტივ მეთოდს წარმოადგენს
პირდაპირი მეთოდი, როდესაც პოლიმერის დისპერსია ან ხსნარი დაიტანება უშუალოდ
ძირზე.
გადატანითი მეთოდის დროს პოლიმერული მასალა პირველად დაიტანება
სპეციალურ ანტიადგეზიურ ფუძე შრეზე და შემდეგ აერთებენ ქსოვილთან და აშრობენ,
რის შედეგადაც ქსოვილი და პოლიმერი მიეკვრებიან ერთმანეთს. კალანდრების დროს
შეზელვის ან დუბლირების მეთოდით დააქვთ პოლიმერული მასალა საძირე მასალაზე.
აღნიშნული მეთოდი უნივერსალურია, რადგან ის საშუალებას გვაძლევს დავამზადოთ
სხვადასხვა სახისა და ასორტიმენტის ხელოვნური ტყავი.
ხელოვნური ტყავის ზედაპირის გამოყვანას მიეკუთვნება: ტვიფრვა, გახეხვა და
ზედაპირის შეღებვა ფერადი ტვიფრვის ან სხვა ფერის აფსკის დატანის გზით.
ზედაპირის ტვიფრვის დროს მას გაახურებენ პლასტიკურ მდგომარეობამდე და შემდეგ
გაატარებენ გლუვ ან ნახატებიანი ზედაპირის მქონე ლილვებს შორის. ფერადი ტვიფრის
დროს ხელოვნური ტყავის ზედაპირს ტვიფრავენ ღრმულებში საღებავების
ერთდროულად დატანით.
ხელოვნური ნატის მირების დროს ეფექტის მიღწევა ხდება ქსოვილის ან
ტრიკოტაჟის ძირზე ბოჭკოების ელექტრული ველის საშუალებით დატანით. ან
დატანილი ზედაპირის გახეხვით. პირველ შემთხვევაში ძირს ამუშავებენ სპეციალურად
სიგლუვის მისანიჭებლად, შემდეგ ფარავენ მას საღებავების ფენით და მასზე დააქვთ 0,3-
1 მმ-ის სისქის ბოჭკო ზედაპირის მართობულად, მეორე შემთხვევაში ძირზე დააქვთ
პოლიმერული საფარველის ფენა (მაგალითად პოლივინილქლორიდის) და მიღებულ
ზედაპირს ხეხავენ.
ვინილისტყავი - ტრ სატანსაცმელე ფოროვანი, წამოადგენს ტრიკოტაჟის ტილოზე
დატანილ პოლივინილქლორიდის საფარველს. მისი ზედაპირული სიმკვრივეა 450-550
გ/მ2, მისი დანიშნულებაა საგაზაფხულო-საშემოდგომო ტანსაცმლის დამზადება. მათი
ექსპლუატაცია არ უნდა მოხდეს - 10°С ნაკლები ტემპერატურის პირობებში. ფოროვანი

85
ზედაპირი და ტრიკოტაჟის ძირი მასალას ანიჭებს სირბილესა და დრაფირების კარგ
უნარს.
ვინილისტყავი - ტ სატანსაცმელე „რიაბინკა“ წარმოადგენს ბეწვიან ბამბის
ქსოვილზე )მაგალითად ბაიკა არტ. 3673) დატანილ პოლივინილქლორიდის საფარველს.
ტყავისმაგვარი სახის მისანიჭებლად მასზე დააქვთ ლაქი. ვინილისტყავის ტ-ს
ზედაპირული სიმკვრივეა 510 გ/მ2. მისგან მზადდება საშემოდგომო ასორტიმენტის
ტყავის პალტოები და ქურთუკები, რომლებიც გამოიყენება +5°С ტემპერატურაზე მაღალ
პირობებში. ვინილისტყავი - ტ „რიაბინკა“ ჰაერ და ორთქლგაუმტარებია.
სატანსაცმელე ურეტანისტყავი „ლაქსტრინი“ წარმოადგენს ქსოვილის,
ტრიკოტაჟის ან უქსოვადი ტილოს ზედაპირზე პოლიეთერურეტან დატანილ მასალას.
ძირის სახეზე დამოკიდებულებით ხელოვნური ტყავის ზედაპირული სიმკვრივე
მერყეობს 400-დან 750 გ/მ2-მდე. უშვებენ სხვადასხვა ფერის, პეწიანსა და მქრქალ
ზედაპირიანს. პოლიურეტანის ზედაპირიანი ხელოვნური ტყავი განსხვავდება მაღალი
სიმტკიცით, მრავალჯერადი ღუნვისა და ცვეთის მიმართ მედეგობით, ელასტიურობითა
და სირბილით.
ფოროვანი სატანსაცმელე ვინილურეტანის ტყავი წარმოადგენს ქსოვილის ან
ხელოვნური ბოჭკოს ქსოვილის ერთ ზედაპირზე დატანილ პოლივინილის ან
პოლიურეტანის საფარველს. ძირის სახეზე დამოკიდებულებით ვინილურეტანის
ტყავის ზედაპირული სიმკვრივე მერყეობს 400-დან 900 გ/მ2-მდე, აღნიშნული მასალების
გამოყენება შეიძლება - 10°С-ზე მაღალ პირობებში.
ლატექსის საფარველიანი ხელოვნური ტყავი „პელაქსი“ წარმოადგენს კაპრონის
ქსოვილზე დატანილ აქაფებულ ლატექსს. მისი ზედაპირული სიმკვრივეა 220-270 გ/მ2.
ის გამოიყენება საგაზაფხულო-საშემოდგომო პერიოდში სატარებელი პალტოს,
ნახევარპალტოსა და ქურთუკების დასამზადებლად.
ვისტრამისა და რეკვიის (ნიდერლანდები) ტიპის ხელოვნური ტყავი წამოადგენს
აბეწვილ ქსოვილზე 4 ფენად დატანილ პოლიურეტანის ზედაპირიან მასალას.
აღნიშნულის გამო ხელოვნურ ტყავს გააჩნია მაღალი ჰიგიენური თვისებები. მედეგია
წყლის მიმართ და მაღალი (160°С) ტემპერატურის მიმართ.

86
ხელოვნური ტყავისა და ხელოვნური ნატის ნაწარმი, პოლიურეტანის
ზედაპირიანი ნაწარმის გარდა არ ექვემდებარება ქიმწმენდას, რეცხვასა და უთაობას.
ჭუჭყი შეიძლება მოცილდეს ბამბის ტამპონით ან პოროლონის ღრუბელით,
დასველებული თბილ საპნიან წყალში. ამასთან თვალყური უნდა ვადევნოთ, რომ არ
მოხდეს წყალი ნაწარმის უკუღმა მხარეს. წმენდისას არ უნდა ვხეხოთ ძალიან. სველი
ნაწარმი უნდა გავწმინდოთ რბილიო ბამბის ქსოვილით, გავაშროთ გასწორებულ
მდგომარეობაში სამხრეულებზე დაკიდებული ოთახის ტემპერატურაზე.
სატანსაცმელე ხელოვნური ტყავი დასველების შემდეგ იკლებს 2-5%-ით, ბამბის,
ტრიკორაჟისა და ქსოვილის ძირიანი ხელოვნური ტყავის შეკლებაა 3%. დიდი შეკლება
აქვთ ვისკოზის ძირზე და უქსოვადი ტილოების ძირზე დამზადებულ ხელოვნურ
ტყავებს (5%-მდე).

ხელოვნური ტყავის ფიზიკო-მექანიკური თვისებები

სისქე მმ, .............................................................................................. 0,5...1,5


ზედაპირული სიმკვრივე გ/მ2 ......................................................... 200...450
გამგლეჯი დატვირთვა,
სიგრძეზე ............................................................................................ 450
სიგანეზე ............................................................................................. 300
წაგრძელება გაგლეჯვისას %,
სიგრძეზე ............................................................................................ 60
სიგანეზე ............................................................................................. 50
ზედაპირის გამძლეობა ................................................................... 7
სიხისტე,
სიგრძეზე ..............................................................................................3...8
სიგანეზე ............................................................................................... 2..5
ღუნვის მიმართ მდგრადობა, ციკლი, ........................................... 500
მდგრადობა სველი და მშრალი ხახუნის მიმართ , ბალი, .......... 5
87
ჰაერგამტარებლობა, სმ3/(სმ2წმ) .......................................................0,02
ორთქლგამტარებლობა, მგ/(სმ2სთ) ............................................... 2,5
ყინვის მიმართ მდგრადობა, ◦C ………………………………… -25
შეკლება , %......................................................................................... 2

ვინილისტყავის ფიზიკო-მექანიკური თვისებები

მიღების ფორმა
მაჩვენებელი

სიგანე სმ, 120 120

სისქე, მმ 1,1 1,2

ზედაპირული სიმკვრივე, გ/მ2 580 600

გაგმგლეჯი დატვირთვა
სიგრძეზე 300 250
სიგანეზე 110 100

წაგრძელება გაგლეჯვისას %
სიგრძეზე 60 -
სიგანეზე 240 -

სიხისტე 8 6

ყინვაგამძლეობა ◦C -30 -30

ღუნვის მიმართ მდგრადობა 500 500

ურეტანული ტყავის ფიზიკო-მექანიკური თვისებები


ზედაპირული სიმკვრივე გ/მ2 ................................................................... 350
გაგმგლეჯი დატვირთვა ............................................................................ 200
სიხისტე, ....................................................................................................... 5,5

88
ღუნვის მიმართ მდგრადობა , ციკლი, .................................................. 200

სითბოდამცავი მასალები
ტანსაცმელში სითბოდამცავ ფუნქციას ასრულებს თბოიზოლაციის ფენა.
თბოიზოლაციის ფენად გამოყენებული მასალებს უნდა გააჩნდეთ თვისებათა
კომპლექსი: გააჩნდეთ დაბალი სითბოგამტარობა, მცირე ზედაპირული სიმკვრივე,
იყვნენ ფოროვანები, გააჩნდეთ მაღალი დრეკადობა შეკუმშვის მიმართ. სითბოდამცავი
ტანსაცმლის პაკეტი ქარის მიმართ მედეგი შუა ფენების ჰაერგამტარებლობა
შეზღუდული არ არის.
სითბოდამცავი ტანსაცმლის დამზადების დროს სითბოდამცავ ფენად გამოიყენება
ბუნებრივი და ხელოვნური ბეწვი, ბამბა, ვატინი, ქაფპოლიურეტანი (პოროლონი),
საუკეთესო სითბოდამცავ მასალად ითვლება ბუნებრივი ბეწვი. მაგრამ მისი მაღალი
ესთეტიური თვისებები საშუალებას არ გვაძლევს მისი თბოიზოლაციის ფენად
გამოყენებისათვის.
სატანსაცმელე ბამბის დასამზადებელ ნედლეულს წარმოადგენს გადამწიფებული
ან დაუმწიფებელი ბამბის ბოჭკო. ბამბის თბოიზოლაციის ფენად გამოყენებისას დიდ
ნაკლს წარმოადგენს მისი დამზადების სირთულე და აგრეთვე მისი დაბალი
დრეკადობის უნარი ექსპლუატაციის პირობებში.
ტანსაცმლის დამზადებისას გამოიყენება ტრიკოტაჟის და უქსოვადი ვატინი.
ვატინის ზედაპირული სიმკვრივეა 260-290 გ/მ2, სიგანე 105-100 სმ.
გამოიყენება აგრეთვე შეწებილი ვატინი. ტრიკოტაჟის ვატინი - წარმოადგენს
ქსელნაქსოვ ტილოს. ძირი გამომუშავებულია ბამბის ნართისაგან, ხოლო მისაქსელის
ძაფები - შალის ან ნახევრად შალის აპარატული ნართისაგან, რომელსაც შემდგომში
ავარცხნიან. ტრიკოტაჟის ვატინს გამოიმუშავებენ ერთ ან ორივე მხარეზე ავარცხნილს.
ია ხასიათდება სირბილითა და დრეკადობით. კარგად ინარჩუნებს ფორმას,

89
საგრძნობლად არ იცვლის სისქეს, არ ითელება. სამკერვალო წარმოებაში
გადამუშავებისას არ ქმნის სირთულეებს.
უქსოვადი ვატინი შეიძლება იყოს ფენაგაკერვითი, ნემსჩხვლეტითი და შეწებილი.
ბოჭკოვანი შემადგენლობის მიხედვით ის შეიძლება იყოს ბამბის, ნახევრად შალის და
ქიმიური ბოჭკოებისაგან.
ქაფპოლიურეტანი (პოროლონი) წარმოადგენს ფოროვან დრეკად სინთეზურ
ფოროპლასტს. პოროლონი ხასიათდება მცირე მოცულობითი მასით (0,02-0,04 გ/სმ2) და
უმნიშვნელო სითბო გამტარებლობით. პოროლონის თავისებურებას წარმოადგენს ის,
რომ გახურებისა და გალღობის დროს ის ხდება ტოქსიკური. ამიტომ მისი დამუშავება
უნდა მოხდეს კარგად განიავებულ ოთახში. პოროლონი კარგად ირეცხება ნეიტრალურ
ხსნარებში და კარგად იწმინდება ბენზინში, სკიპიდარში და სხვა გამხცნელებში (გარდა
აცეტონისა, ეთილაცეტატისა და ტრიქლორეთილენისა). არ ზიანდება ჩრჩილით და სხვა
მიკროორგანიზმებით. ყინვაგამძლეა და თერმოპლასტიკურია, რაც საშუალებას
გვაძლევს მივანიჭოთ მას საჭირო ფორმა. პოროლონს უშვებენ ფურცლების სახით 15-17
მეტრი სიგრძითა და 100 სმ. სიგანით 1 – 4 მმ სისქით. ტანსაცმლის თბოსაიზილაციო
მასალად გამოყენების შემთხვევაში რეკომენდებულია მისი რამდენიმე ფენად
გამოყენება. პოროლონი გამოიყენება აგრეთვე ქსოვილების, ტრიკოტაჟის ტილოს,
ხელოვნური ბეწვის, ხელოვნური ტყავის დუბლირებისას მათი სითბოსდამცავი
თვისებების გაზრდის მიზნით.

ზოგიერთი სითბოდამცავი მასალების (ვატინა) მახასიათებლები

ვატინის სახეობა სიგანე ხაზობრივი სიმჭიდროვე ზედაპირული


სმ სიმკვრივე სიგრძეზე სიგანეზე სიმკვრივე
ტექსი გ/მ2
ვატინა. არტ. 150 25X2 ტექსი 20 20 250
917618
ვატინა. არტ. 150 25X2 ტექსი 36 10 280
917622
ვატინა. არტ. 150 25X2 ტექსი 32 10 325
917624

90
ვატინა. არტ. 150 25X2 ტექსი 48 20 200
927622
ვატინა. არტ. 150 25X2 ტექსი 48 10 250
927625

საკერავი ძაფების ასორტიმენტი და აგებულება


აგებულების მიხედვით საკერავი ძაფები არსებობენ ერთ ან ორ ნაგრეხი.
ერთნაგრეხი საკერავი ძაფების მისაღებად ნატურალური ან ქიმიური ნედლეულის
ძაფებს შეგრეხენ სამ წვერად, ხოლო ორნაგრეხი ძაფის მისაღებად თავდაპირველად
ცალწვერა ძაფებს შეგრეხენ სამ წვერად და შემდეგ რამდენიმე ძაფს შეაერთებენ და
მისცემენ საბოლოო მეორად გრეხას.
ბოჭკოვანი შემადგენლობის მიხედვით განასხვავებენ ბამბის, აბრეშუმის,
სინთეზურს, არმირებულს, გამჭვირვალეს, ტექსტურირებულს, წებოვანს, მათი
გამოყენება ტანსაცმლის წარმოების პროცესში ხდება დანიშნულების მიხედვით.
ბამბის საკერავი ძაფები. მათ გამოიმუშავებენ „ექსტრა“, „პრიმა“ და „მტკიცეს“ და
განსაკუთრებით „მტკიცე“. „ექსტრა“ და „პრიმა“ გამოდის შემდეგი სავაჭრო ნომრით: 10,
20, 30, 40, 50. 60, 80, 100, 120, მტკიცე ოთხ წვერა 30, 50, 60, 80. „მტკიცე“ 6 წვერა: 10, 20, 30,
40, 50, 60. 80. განსაკუთრებით „მტკიცე“ 9 წვერა 0, 1, 3 , 4, 6, 30, 40. ძაფებს უშვებენ
მარცხენა S და მარჯვენა Z გრეხით.
ნატურალური აბრეშუმის ძაფები. გამოიმუშავებენ შემდეგი პირობითი ნომრით:65,
65ა, 33, 33ა, 18, 18ა, 13, 13ა. ძაფები ექვემდებარებიან ორ მომდევნო მარცხენა S და
მარჯვენა Z გრეხას.
სინთეზური საკერავი ძაფები. უშვებენ კომპლექსურს, არმირებულს, გამჭვირვალეს
მონო ძაფის სახით, ტექსტურირებულს, წებოვანს.
კომპლექსურ სინთეზურ ძაფებს უშვებენ პოლიეთერულს (ლავსანის) 22ლ, 33ლ,
42ლ, 55ლ, 83ლ. 90ლ და 600ლ. პოლიამიდურს (კაპრონი) – 50კ, 65კ, 95კ. ლავსანის
ძაფები მდგრადები არიან მჟავების მოქმედების მიმართ, ხოლო კაპრონის ძაფები -
91
ტუტეების მიმართ. მათი გამოყენება რეკომენდირებულია მცირედ კლებადი ან
შეუკლებადი მასალების დასამზადებლად. რადგან აღნიშნული ძაფების შეკლება 0,2%-
ია.
არმირებული საკერავი ძაფები. შედგებიან მაღალ სტაბილიზირებული, მტკიცე
ლავსანის კომპლექსური ძაფებისაგან და მასზე შემოხვეული წმინდა ბოჭკოვანი ბამბის
ბოჭკოსაგან. ბამბა იცავს ლავსანის გულას გახურებისაგან, ხოლო ლავსანის ძაფი ანიჭებს
მას სიმტკიცეს. არმირებულ ძაფებს უშვებენ შემდეგი ნომრით: 44 ლხ(45 ტექსი), 65 ლხ
(64,5 ტექსი), 36 ლხ (33,5 ტექსი), 25 ლხ (12,5 ტექსი).
გამჭვირვალე საკერავ ძაფებს უშვებენ პირობითი აღნიშვნით 7 კმპ, 13 კმპ, 20 კმპ,.
ისინი დრეკადნი არიან, ცვეთამედეგნი, გამჭვირვალენი, მაგრამ იძლევიან ხისტ ნაკერს
და ადვილად ირღვევიან, ამიტომ აღნიშნულ ძაფებს იყენებენ ტანსაცმლის შემოსაქობად.
ტექსტურირებული საკერავი ძაფები ხასიათდებიან მაღალი ჭიმვადობით. დაბალი
ჭიმვადობის ტექსტურირებულ ძაფებს მიეკუთვნება ძაფები: 24 ლტ, 37 ლტ, (4,6 ტექსი ,
37 ტექსი).
წებოვანი საკერავი ძაფები არიან პოლიამიდის და პოლიეთერის, კაპრონის
წებოვანი ძაფების სტრუქტურის პირობითი აღნიშვნაა 33 კკ, 65 კკ, ძაფის სტრუქტურა
შეწებვა გამოიყენება ძაფის მჭიდროდ შეტანისა და თვისებათა სტაბილიზაციისათვის.
საკერავი ძაფების გამოყენება ნაწარმის დანიშნულებისა და გვირისტის სახის
მიხედვით მოცემულია ცნობარში.

ბამბის ძაფის ძირითადი მახასიათებლები

ძაფის ელემენტარული ძაფის გამგლეჯი დატვირთვა წაგრძელება


ნომერი გაგლეჯვისას %
სადა ბზინვარე სადა ბზინვარე
10
ექსტრა 22318 21533 23887 23101 6 4,9
პრიმა 20748 20012 22367 21729 6 4,9
სპეციალური 22318 21533 23887 23101 6 5
20
ექსტრა 18001 17413 19130 18639 5,7 4,4

92
პრიმა 16873 16187 17805 17315 5,7 4,4
სპეციალური 18688 18289 19718 19179 6 5
30
ექსტრა 14372 13881 15304 14960 5,1 4
პრიმა 13440 14047 14274 13881 5,1 4
სპეციალური 15500 15009 16677 16039 6 5
40
ექსტრა 11478 11036 12164 11772 4,7 3,6
პრიმა 10055 9665 10742 10251 4,7 3,6
სპეციალური 12361 11960 13145 12557 5,5 4,5
50
ექსტრა 9123 8927 9614 9270 4,4 3,4
პრიმა 8584 8388 9025 6622 4,4 3,4
სპეციალური 10644 10448 11134 10938 5,3 4,4

60
ექსტრა 6867 6769 7259 7063 4,1 3,2
პრიმა 6326 6327 6769 6622 4,1 3,2
80
ექსტრა 5052 4954 5346 5150 4 3,1
პრიმა 4709 4611 5003 4807 4 3,1
სპეციალური 8240 8044 8731 8496 5 4

100
ექსტრა 4415 4316 4709 4562 3,9 3
120
ექსტრა 3924 3826 4269 4022 3,8 2,9

კომპლექსური სინთეტიკური ძაფების დახასიათება


პირობი- სტრუქტ გამგლეჯი ვარიაციის წაგრძელება სიხისტის სითბომდგ
თი ურა დატვირთვა კოეფიციენტი გაგლეჯვისას კოეფიციენტი რადობა
აღნიშვნა გამგლეჯი % ◦C
დატვირვისას %
პოლიეფირული ლავსანის
22 ლ 11X2 686,7 8,5 32 3,7 266

33 ლ 11X2 981 8,5 32 6 266

55 ლ 27,7X2 1962 8,5 28 8,9 266

93
90 ლ 29,4 X3 3335,4 8,5 28 - 266

პოლიამიდური (კაპრონის)

50 კ 15,6X3 - - 25 - 253

ტექსტურირებული პოლიამიდური ძაფების მახასიათებლები

მაჩვენებლები ძაფის სტრუქტურა (სავაჭრო ნომერი)

70 კტ 100 კტ 140 კტ 210 კტ

ხაზობრივი სიმკვრივე, 65,4 104,1 139,4 210


ტექსი
გამგლეჯი დატვირთვა 29,7 46,2 55,4 86,7

ვარიაციის კოეფიციენტი 5,3 3,6 3,8 2


გამგლეჯი
დატვირთვისას %
ფარდობითი გამგლეჯი 0,44 0,44 0,4 0,41
დატვირთვა
გამგლეჯი წაგრძელება, % 20,6 31,3 29,4 27,8

ვარიაციის კოეფიციენტი 8 5,6 5,6 9,2


გამგლეჯი
წაგრძელებისას, %
საბოლოო გრეხა 343 302 253 194
გრ/მ
რეცხვის მდგრადობა, 8010 46810 51300 151900
ციკლი
შეკლება დუღილისას 30 1,2 1,5 1,3 0,8
წთ. განმავლობაში, %
შეკლება 30 წთ. 0,4 1 0,6 0,6
განმავლობაში 160◦C
ტემპერატურაზე, %

კომპლექსური სინთეტიკური ძაფების ფიზიკო-მექანიკური თვისებების


ნორმატიული მაჩვენებლები

ხაზობრივი სიმჭიდროვე, ტექსი არა უმეტეს ............................................... 70


ფარდობითი გაგმგლეჯი დატვირთვა, არა ნაკლები .................................. 35

94
გამგლეჯი წაგრძელება ძაფების %
კომპლექსური ..................................................................................................... 28
არმირებული ....................................................................................................... 24
ვარიაციის კოეფიციენტი წაგრძელებისას და
გამგლეჯი დატვირთვისას, % ......................................................................... 5
სიხისტე გრეხისას
კომპლექსური და არმირებული ..................................................................... 175
მონოძაფები ......................................................................................................... 500
არათანაბრობა, ........................................................................................................ 6

წებოვანი მასალები

წებოვანი მასალები მიიღება ძირზე (ქსოვილზე ან უქსოვად ტილოზე) სინთეზური


თერმოპლასტიური პოლიმერის დატანით. სამკერვალო ნაკეთობის დამზადებისას
გამოიყენება წებოვანი სანაწიბურე ქსოვილები, შუასადები წებოვანი მასალები, წებოვანი
ძაფები, წებოვანი აბლაბუდები და პოლიეთილების ბადე.
სამკერვალო წარმოებაში ყველაზე მეტი გავრცელება მიიღო წებოვანმა მასალებმა
პოლიამიდური, პოლიეთილენური, პოლივინილქლორიდული საფარველით.
პოლიამიდურის ფუძეზე მიღებული წებოვანები ხასიათდებიან საკმაო სიმტკიცით,
მაღალი დრეკადობითა და ქიმწმენდაში გამოყენებული გამხსნელების მიმართ მაღალი
მდგრადობით. პოლიამიდური წებოვანები გამოიყენება ისეთი სამკერვალო ნაწარმის
დასამზადებლად, რომლებიც არ ექვემდებარებიან რეცხვას. წებოვანების მისაღებად
გამოიყენება წებოები პა 6/66, პა 6/66/610 და პა12/6/66, რომლებიც ფხვნილის სახით
დაიტანება ძირზე. წებოვანი ფხვნილის ნაწილაკების განაწილების ხასიათის მიხედვით
განასხვავებენ მასალებს რეგულარული მოწესრიგებული და არარეგულარული
განლაგებით.
წებოვან სანაწიბურე ქსოვილებს ღებულობენ წერტილოვანი წებოვანი
საფარველით. წებოვანი ფხვნილი დააქვთ ნარმაზე (არტ.208) და მადაპოლამზე (არტ.

95
300, 301 და 302)/. წებოვანი საფარველის დატანის შემდეგ ქსოვილს ენიჭება ახალი
არტიკული: 176, 170, 171, 172.
შუასადებ წებოვან მასალებს ღებულობენ სელის საგვერდე ქსოვილებზე, ბამბის
გაუხშოებულ (ნაკლები ძაფებისაგან) ქსოვილების (არტ.6305, 7067, 7175 და 7236).
ვისკოზისა და ლავსანის ნართისაგან დამზადებული ქსოვილების და აგრეთვე
უქსოვადი ტილოების წებოვანი მასალების დატანით.
სელის საგვერდე (კალთქვეშა) ქსოვილები წებოვანი საფარველით ფისის
ფხვნილისაგან პა 6/66 ან პა 12/6/66 მიიღება სელის საკალთქვეშა ქსოვილებისაგან არტ.
10106, 10122 და 10114. აღნიშნული მასალები გამოიყენება საყელოში , ლაცკანებში,
სამხრეებში და გვერდით შუასადებებში პალტოებისა და კოსტუმების დამზადებისას.
წებოვანიო საფარველის პა6/66-ის ლღობის ტემპერატურაა 170-175°С. ამიტომ ასეთი
საფარველიანი წებოვანი მასალები გამოიყენება ისეთ ტანსაცმელში, სადაც სინთეზური
ბოჭკოების მინიმალური შემცველობაა, სინთეზური ბოჭკოების ქსოვილებში
გამოიყენება წებოვანი პა 12/6/66.
თხელი საპალტოე ან საკოსტუმე ქსოვილების გაორმაგებისათვის გამოიყენება
ბამბის, ვისკოზისა ან ვისკოზა-ლავსანის ძაფების ფუძეზე დამზადებული წებოვანები, ამ
ქსოვილების შეკლების შესამცირებლად წებოვანი ნივთიერების დატანამდე ქსოვილებს
ამუშავებენ შეკლების საწინააღმდეგო სახამებლით. შედარებით ელასტიური და რბილი
შეერთების მისაღებად მათ აუყრიან ხაოს სპეციალურ მანქანაზე. ასეთი სახის
წებოვანები გამოიყენება მამაკაცის, ქალის და ბავშვის პალტოების, კოსტუმების,
საზაფხულო პალტოების დამზადებისას (არტ.83, 105, 109). ხავერდის, ბარხატის და
სალაბადე ქსოვილების დუბლირებისათვის გამოიყენება წებოვანი მასალა ვისკოზის
ძაფის ქსოვილების ფუძეზე არტ. 860405. ამგვარი წებოვანი ნივთიერებების გამოყენება
სამკერვალო ნაკეთობათა დამზადების დროს ხელს უწყობს ფორმამდგრადი, მკვეთრი,
სწორი კონტურებიანი ლაცკანებისა და საყელოების მიღებას. ე.ი. აუმჯობესებს
ნაკეთობის გარეგნულ სახეს.
წებოვან ძაფს (კომპლექსურს ან მონოძაფს) ღებულობენ ექსტრუზიის მეთოდით.
პოლიამიდის პა 6/66 ან პა 6/66/610-ის ფილიერებში გამოწნევით. სამკერვალო
ნაკეთობათა დამზადებისას გამოიყენება წებოვანი ძაფი 0.3 და 0,5 მმ დიამეტრით.
96
წებოვანი აბლაბუდა წარმოადგენს უქსოვად ტილოს ხვეულა ფენის სახით, ის
შედგება ფორმირების პროცესში აეროდინამიკური მეთოდით ერთმანეთთან
შეერთებული ბოჭკოებისაგან. გამოიყენება პოლიმერი პა 6/66/610 და პლატამიდი მ-995.
წებოვან ძაფსა და წებოვან აბლაბუდას იყენებენ ქსოვილების ფენების ცხელი
დაწნეხის გზით შეერთებისათვის (კიდეები, ბოლოების, ღარობების (შეხსნილების)
დასამაგრებლად).
წებოვანი შუასადები მასალა თერმოლანი ვისკოზის (70%) და ნიტრონის (70%)
ბოჭკოებისაგან. თერმოპლანი გამოიყენება მრავალჯერად ქიმიურ წმენდას
დაქვემდებარებულ ტრიკოტაჟის ნაწარმის დამზადებისას.
პოლიეთილენის საფარველიანი წებოვანები ფართოდ გამოიყენება რეცხვას
დაქვემდებარებულ სამკერვალო ნაკეთობებში (პერანგები, კაბები, ბლუზები და ა.შ.).
ძირზე (ქსოვილზე) დატანილი პილიეთილენის საფარველი შეიძლება იყოს
წერტილოვანი და მთლიანი, პირველ შემთხვევაში მიიღება ხისტი, მეორე შემთხვევაში
ნახევრად ხისტი შუასადები მასალა, რომელიც გამოიყენება პერანგების საყელოებისა და
მანჟეტების დასამზადებლად.
ბოლო დროს ზედა ტანსაცმლის დასამზადებლად გამოიყენება პოლიეთილენის
ბადე მარკა 15803-020. პოლიეთილენის ბადეს ღებულობენ პოლიმერის ნალღობისაგან
ექსტრუზიის მეთოდით. ბადე წარმოადგენს ბრტყელ სტაბილიზირებულ უჯრედებიან
ტილოს. ბადის დანიშნულებაა სამკერვალო ნაკეთობის ცალკეული ნაწილების
დუბლირება მისთვის ფორმამედეგობის მისანიჭებლად და აგრეთვე ნაკეთობის
ბოლოების დამაგრება.
პოლივინილქლორიდული წებოები გამოიყენება წყალმედეგი ნაკეთობების
მისაღებად. (მაგალითად: გარეზინებული ქსოვილების დეტალების შესაერთებლად).
პოლოვინილქლორიდული წებოები გამოიყენება პოლოვინილქლორიდული
პლასტიკატისა და პასტის სახით.
წებოვანი ძაფების პარამეტრები და ხარისხობრივი მაჩვენებლები

წებოვანი სისქე წებოვანი ზღვრული პრესის პრესირების


ძაფის შეერთების გამგლეჯი ზედაპირის
მმ ხანგრძლივობა
მარკა წინააღმდეგობა დატვირთვა ტემპერატურა
◦C
97
ნ/მ ნ
ტ 0,45±0,05 300 20 140...160 20...40

ლ 0,32±0,03 300 10 130...140 15...30

წებოვანი მასალების ხარისხის მაჩვენებლები


ზედაპირული სიმკვრივე, გ/მ2 ............................................ 30±5; 55±5
სისქე, მმ ................................................................................0,17±0,05; 0,25±0,06
სიგანე, ნნ, .............................................................................. 600; 600
გამგლეჯი დატვირთვა .......................................................... 12 15

გასაწყობი მასალები და სატანსაცმელე ფურნიტურა


ტანსაცმლის დამზადებისა და შესაკეთებლად გამოიყენება საფეიქრო-
საგალანტერეო ნაკეთობები: ლენტები; თასმები; ზონარები და ა.შ. დანიშნულების
მიხედვით გასაწყობი მასალები იყოფა: მოსართავ, დეკორატიულ-მოსართავად და
დეკორატიულად. მოსართავი მასალები გამოიყენება კანტებად და ნაკეთობის შიგა
ნაწილების დასამაგრებლად. მათ მიეკუთვნება ლენტები (უჯრედული ღილებისა და
კაუჭებისათვის, საშარვალე, საკორსაჟე და გვერდებისათვის). თასმები - ჩანაჭრელების
მოსაკანტად.
დეკორატიულ-მოსართავი მასალების დანიშნულებაა ტანსაცმლის კიდეების
დეკორატიული მორთვა. მათ მიეკუთვნებათ თასმები, ფუნქციონალური დანიშნულების
ბაფთები, ზონრები.
დეკორატიულ მასალებს მიეკუთვნება ლენტები, თასმები ემბლემები, ზონრები,
მაქმანები, ნაქარგები და სხვა.
ლენტები წარმოადგენენ ვიწრო ქსოვილის ან ტრიკოტაჟის ნაქსოვ მცირე სიგანის
ზოლებს, მიღებულს ხელოვნური და სინთეზური ძაფებისაგან და აგრეთვე შალის
ნართისაგან ტექსტურირებული და სპანდექსის ძაფების გამოყენებით.

98
თასმები - ქსოვილის ან ტრიკოტაჟის ბრტყელი ნაკეთობაა, რომელიც მიიღება
ძაფის ირიბად გადახვეული სისტემისაგან, რის შედეგადაც ის იწევა განში, ამიტომაც ის
შეიძლება განლაგდეს წრეზე, ოვალზე ან სხვა ნახატის კონტურზე ნაოჭების წარმოქმნის
გარეშე.
ზონრები - ეს არის მრგვალი, ნაქსოვი ან დაწნული ნაკეთობები ბამბის და შალის
ნართისაგან, აბრეშუმის ან მოლითონებული ძაფებისაგან.
მაქმანები - გამჭვირვალე ბადისებრი ნახატებიანი ნაკეთობები ბამბის ან სელის
ნართისაგან, ხელოვნური და სინთეზური ძაფებისაგან. ნახატები სრულდება ხელით ან
მანქანური წესით.
საკორსაჟე ნაქსოვი ლენტი მზადდება ვისკოზის ან კაპრონის ნართისაგან და
ძაფისაგან ტილოს ხლართით. ლენტს აქვს მსხვილი ბოლოები, მსხვილი მისაქსელის
გამო. სიხისტის გაზრდის მიზნით ლენტს ახამებენ. გამოიყენება ქალის ქვედა კაბების
სათავეების დასამუშავებლად.
საქამრე ნაქსოვი ლენტი მზადდება ვისკოზის ძაფისაგან და ბამბის ნართისაგან
კვადრატული კვეთის რ4ეზინის ძაფის გამოყენებით, ლენტს იყენებენ შარვლის ზედა
ბოლოების დასამუშავებლად.
შარვლის ნაქსოვი ლენტი მიიღება ვისკოზის ნართისაგან და ელასტიური ძაფისაგან
მერონისაგან. გამოიყენება ქალის ტუალეტის საგნების დასამზადებლად.
ლენტი ბრეტელებისათვის მზადდება ვისკოზის ან კაპრონის ძაფისაგან, აგრეთვე
ტექსტურირებული ძაფი მერონისაგან. სხვადასხვა ხლართით. გამოიყენება ქალის
ტუალეტის საგნების დასამზადებლად.
გაორკეცებულ კიდეებიან ლენტებს - შეიძლება ქონდეთ გაორკეცებული კიდეები
ერთი ან ორივე მხრიდან. ლენტების გაორკეცებული კიდის დანიშნულებაა - ღრმულის
წარმოქმნა, რომელშიც იდება მეორე ქსოვილი, რაც იძლევა დეტალების სუფთა და
მტკიცე შეერთების საშუალებას სისქის გაზრდის გარეშე. ლენტები გამოიყენება
საკორსეტე ნაწარმის დასამზადებლად. აგრეთვე ქალის ქვედა კაბებისა და შარვლების
სათავეების დასამუშავებლად.
საკაუჭე ბუდეებიან ლენტებს გააჩნიათ ერთ მხარეზე მარყუჟები შეუგრეხავი
რეზინისაგან, ხოლო მეორე მხრიდან - გრძელი ბუდიანი დანაფენი, რომელიც
99
წარმოქმნის კაუჭებისათვის ჯიბეებსა და ჩაღრმავებულ კიდეებს. გამოიყენება ქალის
ტუალეტის საგნების დასამზადებლად.
შესაკრავი - ლენტა შედგება ორი ფენისაგან, რომელთა ზედაპირზე დამაგრებულია
შეერთების ელემენტები - მარყუჟები და კაუჭები.
ნაქსოვი ზონარი გამომუშავდება სხვადასხვა სიგანის ვისკოზისა და ლავსანის
ნართისაგან, აგრეთვე ტექსტურირებული ძაფებისაგან ის შეიძლება იყოს მჭიდრო და
აჟურული თანაბარი კიდეებით.
ნაწილების ჩანაჭრელების შემოსაკანტად გამოიყენება ერთ ფერად შეღებილი
ნაქსოვი ზონარი. გამოიყენება ნაქსოვი ჭრელი ნაკეთობის გასაწყობად.
ზონარი „ალპაკი“ მზადდება ვისკოზის ძაფისაგან და გამოიყენება ნაკეცებისა და
შესაკრავების შემოსაკერებლად.
გასაწყობი თასმა „ვიუნჩიკი“ ასევე მზადდება ვისკოზის ძაფისაგან და გამოიყენება
კაბების გასაწყობად.
გასაწყობი ზონარი წარმოადგენს ბამბის ძაფების გულაზე შემოწნულ ვისკოზის
ძაფების ზონარს.
სუტაჟი გამომუშავდება ბამბის ნაგრეხ ძაფზე შემოწნული ვისკოზის ძაფების ორი
წნულისაგან, წნულებს შორის წარმოქმნილი ჩაღრმავებებით. გამოიყენება ქალისა და
ბავშვის კაბების გასაწყობად.
ხვეულ ნახევრად აბრეშუმის ზონარს ღებულობენ ბამბის ძაფზე შემოხვეული
ვისკოზის ძაფების სამი წნულისაგან. გამოიყენება ქალისა კაბების გასაწყობად.
ხელით ნაქსოვი მაქმანი გამჭოლების, მოტივების, კიდეების და ზოგჯერ
ცალობითი ნაწარმის სახით გამომუშავდება. ხელნაქსოვი მაქმანები მზადდება ძაფების
გადახლართვით ან ქსოვით ბამბის ან სელის ძაფებისაგან. მანქანაზე დამზადებული
მაქმანი მიიღება კიდეებისა და გამჭოლების სახით. გამოიყენება ბოლოების გასაწყობად
და აგრეთვე მაქმანის ტილოს სახით.
მაქმანურ ტილოებს ღებულობენ მაქმანის საქსოვ მრავალმაქოიან ჟაკარდულ
მექანიზმიან დაზგაზე.

კორსაჟის ლენტის ხარისხობრივი მაჩვენებლები


100
მაჩვენებელი კორსაჟის ლენტი შარვლის ლენტი

სიგანე, მმ (33...63)±2 15±1

სისქე, მმ
ლენტი - 0,42...0,75
გამსხვილებული ნაპირი - 0,85...1,85
შეკლება, %
დანამვის შემდეგ - 2
თდდ-ის შემდეგ 4 1,5
ლენტის სიხისტე, სნ;
კაპრონის ძაფების 15...30 -
სხვა ბოჭკოებისა და ძაფების 25...40 -
ლენტის რეცხვის მიმართ მდგრადობა,
ბამბის - 130
ვისკოზურიბამბის - 190
კაპრონიბამბის - 350
კაპრონის - 550
წელვადობა, % 45 -
მდგრადობა, ღებვის, მშრალი და სველი
ხახუნის მიმართ, ბალი 5 -

ცალკეული ლენტების ხარისხობრივი მაჩვენებლები

მაჩვენებელი ლენტა

გასაფსკვნე- საბრეტელე კორსეტუ- საბანდა- გასაფორ- საკიდების


ლი ლი ჟე მებელი
სიგანე, მმ 18...0 15...25 110...130 50...110 5...130 6...7

წონა 1მ, გ 10..25 8...15 70...120 40...100 15...50 -

შეკლება, 3 3 3 3 3 2
დანამვის
შემდეგ, %
წელვადობა 60...100 20...50 45 45 40...200 -
%
პლასტიკური 8 6 - - 10 -
დეფორმაცია,
%

101
ტესმების ხარისხობრივი მაჩვენებლები

მაჩვენებელი ტესმა

კორსაჟის შარვლის საკანტე

სიგანე, მმ 43±1 12±1 15±1


15±1 17±1
ხაზობრივი 8,4 5,9...7.6 3
სიმკვრივე, გ/მ2
სიმჭიდროვე 10 სმ
ვერტიკალურად 80...230 90 200...210
ჰორიზონტალურად 80...230 - -
სისქე, მმ - - 0,42
სიხისტე, სნ, 1,37 - -
დრეკადობა, % 8,5 - -
შეკლება დანამვის
შემდეგ, % 1,5 3,5 4
რეცხვის მიმართ
მდგრადობა, ციკლი
ბამბის ნართის - 5000 9700
კაპრონის ძაფის - 15000 -
ღებვის მდგრადობა,
სველი და მშრალი - 4 -
ხახუნის მიმართ,
ბალი

სხვადასხვა სახის ღილების თვისებები და გამოყენება

ღილების სახე სითბომდგრადობა მდგრადობა გამოყენება


◦С ქიმიური წმენდის
მიმართ
აკრილის 60 მდგრადი პალტო,კოსტიუმი,
კოფთები, კაბები
ფენოპლასტიკური 60 „ იგივე
ამინოპლასტიკური 80 „ პალტოები,
კოსტუმები
მინის 80 არამდგრადი თეთრეული, კაბები,
კოფთები
მეტალის 100 მდგრადი შარვლები,

102
ელვა შესაკრავების ხარისხობრივი მაჩვენებლები

ელვა- ჩაკეტილი ჩაკეტილი ჩაკეტვის ფიქსაციის ჩაკეტვის


შესაკრავის რგოლის რგოლის დაშლის სიძლიერე გადაადგილების
ტიპი სიგანე გამგლეჯი ძალა ძალა
ძალა ნ/სმ ნ
00 3,2 5 6 3 0,4

0 4,2;4,7(4) 5,5(7,8) 7(5,8) 3(4,9) 0,5(0,39)

10 6;6,3 (6,5) 10(14,8) 15(11,7) 7(7,8) 0,8(0,49)

10 С 6 (6,5) 15(22,5) 15(22,5) 7(11,7) 0,6(0,49)

12 6,8; 6,9 18 18 7 1,3

15 7 15 15 8 0,8

18 7,6; 7.8 25 25 - 1

კაუჭებისა და საღილეების ძირითადი ტიპები

კაუჭისა და კაუჭის ზომა, მმ ღილკილოს დანიშნულება


საღილეს სიგრძე სიგანე სიგრძე
ნომერი მმ
02 24 16 22 ქურქი
03 20 13 18 პალტო
05 16 10 14 ლაბადები
06 11 7 10 ქალისა და
ბავშვის
პალტოები
07 9 6 8 იგივე

103
სამკერვალო ნაწარმის კნოპების ძირითადი ტიპები

კნოპების სახე კნოპების კნოპების გაღების დანიშნულება


დიამეტრი, მმ სიმაღლე, მმ სიძლიერე, ნ
კ-2 6,5 3 2...5 კაბებისათვის

კ-3 7,5 3 5...12 იგივე

კ-4 9 3,5 5...12 „

კ-5 11 4,5 8...20 ზედა


ტანსაცმლისათვის
კ-7 16 5,2 8...20 იგივე

კ-8 18 5,5 8...20 „

ქსოვილების, ტრიკოტაჟისა და უქსოვადი ტილოების ხარისხი

პროდუქციის ხარისხის განსაზღვრა მოიცავს მის მხატვრულ-ესთეტიკური


მაჩვენებლების, გარეგნული წუნისა და ფიზიკო-მექანიკური და ქიმიური თვისებების
შეფასებას.
ქსოვილების მხატვრულ-ესთეტიკური მაჩვენებლების განსაზღვრა ხორციელდება
ექსპერტული წესით 40 ქულიანი სისტემით.
მხატვრულ კოლორისტული გაფორმება ეხება ფერთა გამისა და ნახატის სახის
შესაბამისობას მოდის მიმართულებასთან. აღნიშნული შესაბამისობა, ნახატის
გამომსახველობა, ფერთა გამის შესაბამისობა ქსოვილის დანიშნულებასთან ფასდება 20
ქულით. ქსოვილის გამოყვანა - 12 ქულით.

104
მხატვრულ-ესთეტიკური მაჩვენებლების ქულათა ჯამი უნდა იყოს
განსაკუთრებით მოდური პროდუქციისათვის „ნ“ ინდექსით - 30-37; მასობრივი
წარმოების პროდუქციისათვის - 25-29.
25 ქულაზე ნაკლები ქულებით შეფასებული პროდუქცია უნდა მოიხსნას
წარმოებიდან.
პროდუქციის ხარისხის დონის შეფასება ფიზიკო-მექანიკური თვისებების
მიხედვით და წუნის სახეების შეფასება მიმდინარეობს ნორმატიულ-ტექნიკური
საბუთების შესაბამისად.
ბამბისა და სელის ქსოვილებისათვის დადგენილია ორი ხარისხი, აბრეშუმისთვის -
სამი.
ხარისხი - ეს არის პროდუქციის დაყოფა ერთი ან რამდენიმე მაჩვენებლების
მიხედვით ნორმატიულ ტექნიკური საბუთების შესაბამისად.
ხარისხის დადგენის დროს ქსოვილის თითოეულ ნაჭერს ამოწმებენ და ადარებენ
მას ნიმუშს, რომელსაც ეტალონს უწოდებენ.
ქსოვილის ხარისხის შეფასება გარეგნული სახის წუნის მიხედვით. ქსოვილის
წუნის სახეები წარმოიქმნებიან მისი მიღების მთელ პროცესში. ის შეიძლება
გამოწვეული იყოს დაბალი ხარისხის ნედლეულით, ტექნოლოგიური პროცესის
დარღვევით ყველა გადასვლაზე. არსებობს წუნის ადგილობრივი და გავრცელებული
სახეები. გავრცელებული სახე გვხვდება ქსოვილის მთელ ნაჭერში, ხოლო
ადგილობრივი - განსაზღვრულ უბანზე.
გარეგნული წუნის სახეები განისაზღვრება ქსოვილის დათვალიერებით წაღმა
მხრიდან. ქსოვილის დათვალიერება ხდება საწუნმდებლო მანქანაზე ნორმალური
განათების დროს. სავაჭრო ორგანიზაციებისათვის განკუთვნილ ქსოვილებში უხეში
წუნის სახეები არ დაიშვება. ასეთებს ეკუთვნიან: ნახვრეტები, 2 სმ-ზე მეტი სიდიდის
ლაქები და სხვა. საფეიქრო წარმოებაში ხდება აღნიშნული წუნის სახეების ამოჭრა. თუ
წუნის სიდიდე არ აღემატება 2 სმ-ს მაშინ მას ჩაჭრიან უშუალოდ ქსოვილში. ქსოვილის
მინიმალური ზომა ნაჭერში შალის ქსოვილებისათვის არის 2 მმ.
სამკერვალო წარმოებისათვის განკუთვნილ ქსოვილებში აღნიშნულ წუნებს არ
ჭრიან, არამედ აკეთებენ აღნიშვნას ქსოვილის ნაწიბურზე, რაც ნიშნავს პირობით გაჭრას.
105
შალისა და აბრეშუმის ქსოვილებისათვის გარეგნული წუნის ნორმირება ხდება
პირობით სიგრძეზე, ხოლო სელის ქსოვილებისათვის 30 მ2-ზე. ქსოვილის
დანიშნულების მიხედვით აბრეშუმისა და ნახევრად აბრეშუმის ქსოვილები იყოფა 4
ჯგუფად. დგინდება წუნის რაოდენობა პირობით სიგრძეზე.
ქსოვილის ხარისხის დადგენისას ადგილობრივი და გავრცელებული წუნის
სახეები ფასდება სხვადასხვა ქულებით. მაგალითად ისეთი გავრცელებული წუნის
სახეები როგორიცაა: ზოლიანობა ქსელში და მისაქსელში, ნაკლნაბეჭი და მეტნაბეჭი -
ფასდება 18 ქულით. სელის ქსოვილებში დასაშვებია 30 მ2 ფართზე დასაშვებია არა
უმეტეს 8 და 22 ადგილობრივი წუნი შესაბამისად I და II ხარისხის ქსოვილებში. შალისა
და ნახევრად სალის ქსოვილებისათვის 30 მეტრ პირობით სიგრძეზე დასაშვებია I და II
ხარისხის ქსოვილებში არა უმეტეს 12 და 36 წუნისა.
შალისა და სელის ქსოვილებში I ხარისხისათვის გავრცელებული წუნის სახეები არ
დაიშვება.
შალის ქსოვილებში ნაწიბურიდან 0,5 სმ-ზე ნაკლებ მანძილზე არსებული წუნის
სახეები მხედველობაში არ მიიღება.
სამკერვალო წარმოებაში ქსოვილის ნაწიბურიდან 0,5-დან 2,5 სმ-ზე დაშორებული
ნებისმიერი წუნი, რომელიც არ იწვევს ქსოვილის მთლიანობის დარღვევას, ითვლება,
როგორც გავრცელებული წუნი და მას უთანაბრებენ წუნის სახეს - განის უკმარისობა.
II ხარისხის დაუჩითავ შალის ქსოვილებში დასაშვებია მხოლოდ ერთი
გავრცელებული წუნი: ხოლო დაჩითულში - ორი, ადგილობრივი წუნი დასაშვებია არა
უმეტეს 12-სა.
მასალისადმი წაყენებული მოთხოვნები შეიცავს ძირითად თვისებათა
ჩამონათვალს და შეიძლება გამოიყოს კომპლექსური და ერთეული მაჩვენებლები
ესენია შემდეგი მახასიათებლები – სოციალური, ფუნქციონალური,საიმედობა,.
ესთეტიკური, ერგონომიკული, კონსტრუქტორულ- ტექნოლოგიური, ეკონომიკური.
შემდეგ ძირითადი თვისებები დაყოფილია ცალკეულ მაჩვენებლად ცხრილი 1-ის
შესაბამისად. როგორც ცხრილიდან ჩანს არც ერთი ჯგუფი არ ითვალისწინებს
სამომხმარებლო თვისებების განსაზღვრას.

106
სამკერვალო ნაწარმში გამოყენებული მასალის ხარისხის მაჩვენებელთა ნომენკლატურა

პირველი დონის მეორე დონის ცალკეული მაჩვენებელი


კომპლექსური კომპლექსური
მაჩვენებლები მაჩვენებლები
1 2 3
სოციალური საზოგადოებრივი მასალის გამოშვებისა და დამუშავების
დანიშნულების მოთხოვნილება საზოგადოებრივი მიზანშეწონილობა;
მოთხოვნის მოცულობა;
მომხმარებლის სოციალური
მისამართი.

გასაღების მასალის შესაბამობა ოპტიმალურ


შესაძლებლობა ასორტიმენტთან.
მოთხოვნის სეზონურობა;
მორალური ცვეთა;
თანმხლები სოციალური ეფექტები.
ფუნქციონალური დამცავი თბური ჯამური წინააღმდეგობა;
ჰაერგამტარებლობა;
ორთქლგამტარებლობა;
წყალგამტარებლობა;
მტვერგამტარებლობა;
გამოსხივების შეღწევადობა;
მჟავების შეღწევადობა;
ტუტეების შეღწევადობა;
ნავთობის შეღწევდობა;

საიმედობა ხანგამძლეობა გამგლეჯი დატვირთვა;


ხაოს სიმტკიცე;
ცვეთამედეგობა;
შუქამიდის,
მიკროორანიზმების,მწერების,
ქიმწმენდის, რეცხვის, მაღალი და
დაბალი ტემპერატურების მიმართ
მდგრადობა; მრავალჯერადი ღუნვის
მიმართ მდგრადობა;

გარეგნული სახის სრული დეფორმაცია და მისი


შენარჩუნება კომპონენტები; დაპილინგება;შეკლება;
ზომების სტაბილურობა; ოფლის
მიმართ მდგრადობა; ღებვის
მდგრადობა;

ესთეტიკური გამომხატველობა მხატვრულ-კოლორისტული


გაფორმება; ფერი; ბზინვარება;
სითეთრე; გამჭირვალება; ნახატი;

სასაქონლო სახე ხლართი; ზედაპირის ფაქტურა;


გრიფი; გამოყვანის ეფექტი;

107
. ერგონომიკული ჰიგიენური ტენიანობა; ჰიგროსკოპიულობა;
წყალმშთათქმელობა;
ორთქლტევადობა;
ჰაერგამტარებლობა; მტვერტევადობა;
დაელექტროება; მიკვრა;
სითბოტევადობა; ტემპერატურის
გამტარებლობა;
ტარების მოხერხებულობა სიხისტე; დრაპირება; გაჭუჭყიანება;
გამორეცხვა;

ფიზიოლოგიური და ზედაპირული სიმკვრივე; ჭიმვადობა;


ფსიქოლოგიური

ეკოლოგიური გარემოსათვის უვნებელი გადამუშავებისას მტვრის ნაწილაკების


გამოყოფის დონე;
ადამიანისათვის უვნებელი აალება; ქიმიური შემადგენლობის
ტოქსიკურობა;

კონსტრუქტორულ- ძაფების გაწევა; ძაფების დაცვენა;


ტექნოლოგიური საკერავი ნემსით გაჩეხვა; დარღვევა;
ფორმის ჩამოყალიბების უნარი; სისქე;
თერმომედეგობა; სრული დეფორმაცია
და მისი კომპონენტები; შეკლება;
ტანგენციური წინააღმდეგობა;
სიხისტე; დრაპირება;

ეკონომიკური მასალათმცოდნეობა; გადამუშავების


შრომატევადობა; ხარისხის ჯგუფი;
ხარისხი; გამოყენების
რაციონალურობა;

ცნობილია საფეიქრო ნაწარმის ხარისხის განსაზღვრის მეთოდები- ფიზიკო-


მექანიკური, ქიმიური თვისებებისა და წუნის სახეების მიხედვით. ცხრილებში
მოცემულია თვისებათა ჩამონათვალი ბოჭკოვანი შემადგენლობის მიხედვით.
ქსოვილების, ტრიკოტაჟისა და უქსოვადი მასალების ძირითად თვისებათა
ჩამონათვალი

ბამბის სელის და შალის და ნატურ.აბრეშუმ ტრიკოტაჟულ უქსოვადი


ΓΟCΤ 4.3 ნ/სელის ნ/შალის ის ი და ქსოვილები
ΓΟCΤ 4.4 ΓΟCΤ 4.5 (ნატ.ქიმ.ბოჭკო) საყოფაცხ. ΓΟCΤ 4.34
ΓΟCΤ 4.6 დანიშ.

108
ΓΟCΤ 4.26
j1. 1. 1. 1. ნედლეულის 1. 1. ნედლეულის
ნედლეულის ნედლეულის ნედლეულის შემადგენლობა ნედლეულის შემადგენლობა
შემადგენლობ შემადგენლობ შემადგენლობ შემადგენლობ
ა ა ა ა
2. ნართის 2. ნართის სახე 2. ქსოვილის 2. ქსოვილის 2. ნართის 2. ნართის
ხაზობ-რივი და სიმკვრივე ზედაპირული ხაზობ-რივი ხაზობრივი
სიმკვრივე ხაზობრივი სიმკვრივე სიმკვრივე სიმკვრივე
სიმკვ-რივე (ძაფის)
3. ქსოვილის 3. ძაფის 3. ქსოვილის 3. ქსოვილის 3. ქსოვილის 3. ტილოს განი
სიმკვრივე სტრუქტურა ზე- ზედაპირული სიმკვრივე
დაპირული სიმკვრივ
სიმკვ-რივე
4. ქსოვილის 4. ქსოვილის 4. გამგლეჯი 4. ქსოვილის 4. 4.
განი სიმკვრივე დატვირთვა სიმკვრივე ზედაპირული ზედაპირული
ზომები სიმკვრივე
5. ქსოვილის 5. ქსოვილის 5. 5. გამგლეჯი 5. წაგრძელება 5. მარყუჟის
ზე- განი დატვირთვა გაგლეჯის რაოდე-ნობა
დაპირული 100 მმ
სიმ-კვრივე
6. გამგლეჯი 6. ქსოვილის 6. ღებვის 6. ღებვის 6. ღებვის
დატვირთვა ზედაპირული მდგრადობა მდგრადობა მდგრადობა
სიმკვრივე
7. ღებვის 7. ღებვის 7. მხატვრულ 7. მხატვრულ 7. მხატვრულ
მდგრადობა მდგრადობა ესთეტიკური ესთეტიკური ესთეტიკური
მაჩვენებლები მაჩვენებლები მაჩვენებლები
8. მხატვრულ 8.
ესთეტიკური
მაჩვენებლები
9. მხატვრულ
ესთეტიკური
მაჩვენებლები

ქსოვილების, ტრიკოტაჟისა და უქსოვადი ტილოების საერთო თვისებათა


ჩამონათვალი

ქსოვილები ტრიკოტაჟი უქსოვადი ტილოები


1 2 3
შევსებადობის კოეფიციენტი. პილინგის წარმოქმნის მიმართ სისქე, მასის ცვალებადობა,
ხაოს სიმაღლე. გამგლეჯი წინააღმდეგობა. გამგლეჯი დატვირთვა,
დატვირთვა.გამგლეჯი ჰიგროსკოპიულობა, გამგლეჯი წაგრძელება, სიმაგრე

109
წაგრძელება. წინააღმდეგო ჰაერგამტარებლობა, განშრევებისას.პირობითი
გახლეჩვისას.ძაფების გაწევის ორთქლგამტარებლობა, პლასტიკური დეფორმაცია,
მიმართ მდგრადობა.დაცვენის სითბოგამტარებლობა. უჭმუჭვნადობა.სიხისტე.ცვეთამ
მიმართ მდგრადობა.ხაოს ჭიმვადობა. ცვეთამედეგობა. ედეგობა. რეცხვის მდგრადობა,
ჩამაგრების პილინგის წარმოქმნის მიმართ
სიმტკიცე.დრაპირება.სიხისტე. წინააღმდეგობა.
ცვეთამედეკობა.პილინგის ჰიგროსკოპიულობა,
წარმოქმნის მიმართ წყალმედეგობა,
მდგრადობა.ხაოს ზედაპირის წყალშთანთქმელობა,
მიმართ კაპილარობა,
სიმტკიცე.ჰიდროსკოპიულობა. ჰაერგამტარებლობა,
წყლის სითბოშემცველობა, დასველების
შთანთქმა.კაპილარობა.ჰაერგამ და რეცხვის შემდგომ შეკლება,
ტარებლობა.ჯამური თბური ღებვის მდგრადობა, მხატვრულ-
წინააღმდეგობა.სითეთრე- ესთეტიკური მაჩვენებლები
გამჭირვალება.
დაელექტროების
უნარი.ცელულოზის ნაწარმის
დინამიური ხვედრითი
სიბლანტე. მერსერიზაციის
ხარისხი. შეკლება.სახამებლის
შემცველობა. ჭუჭყის მიმართ
მდგრადობა.

ცნობილია აგრეთვე საფეიქრო მასალების ხარისხის ექსპერტიზა წუნის სახეების


მიხედვით. სელის ქსოვილების ხარისხის განსაზღვრა ხდება ფიზიკო-მექანიკური
თვისებებისა და გარეგანი წუნის მიხედვით, მხედველობაში მიიღება ყველაზე ცუდი
მახასიათებელი.
ბამბის, სელის და შალის ქსოვილებისათვის მიღებულია ხარისხის ორი
მაჩვენებელი I და II. აბრეშუმის ქსოვილებისათვის სამი I II III .
საერთო საჯარიმო ქულები ჯამდება ფიზიკო-მექანიკური თვისებების წუნის,
გავრცელებული გარეგანი წუნის და ადგილობრივი წუნის ქულების ჯამით.

110
გავრცელებული ეწოდება წუნის სახეს, რომელიც ქსოვილის მთელ ნაჭერშია
გავრცელებული.
I ხარისხის ქსოვილებში შესამჩნევი წუნები არ დაიშვება. II ხარისხის ქსოვილებში
დასაშვებია არაუმეტეს ერთი გავრცელებული წუნისა.
ადგილობრივი ეწოდება წუნის სახეს, რომელიც გავრცელებულია განსაზღვრულ
ქსოვილის მონაკვეთში. .
ადგილობრივი წუნისათვის საჯარიმო ქულების რაოდენობას ითვლიან პირობით
სიგრძეზე:
Lg
Бf  Б
L
სადაც ΣБ -საჯარიმო ქულების ჯამია, გარეგანი სახის წუნისათვის L სიგრძის
ნაჭერში
Lg - პირობითი ქსოვილის სიგრძე ( ქსოვილის განის მიხედვით)
სელის ქსოვილებისათვის ГОСТ 357-75 -ით განსაზღვრულია წუნის რაოდენობა 3_მ2
პირობით ფართობზე:

3  10 3
n f  na
LS
სადაც na -ფაქტიური წუნის რაოდენობაა, L- სიგრძე და S- ფართობი
ქსოვილის ნაჭერში.
ქსოვილებში დაუშვებელია შემდეგი უხეში წუნი.
ბამბის ქსოვილები - ნახვრეტები, ქსელის ძაფის ჩავარდნა 1 სმ სიგრძეზე, 2 სმ-ზე
ლაქა, უკმარნაბეჭი, ნაკერის ანაბეჭდი, ზოლები, ხაოს არ არსებობა 5 სმ სიგრძეზე.
სელის ქსოვილები- - ძაფის შესქელება, ძაფის შესქელება 9 სმ სიგრძეზე,
მისაქსელის ძაფის ჩანაქსოვი (5 ძაფზე მეტი), მარყუჟები და ნასკვები, ქსოვილის
დარღვევა, ნახვრეტები, ნაჩხვლეტები, ნარღვევები, ქსელწყვეტილები 3 ძაფის და მეტი,
უკმარნაბეჭი 1 სმ სიგრძის, ქსელის ძაფის დარღვევა 1სმ სიგრძეზე, ზეთოვანი ლაქა 2 სმ
სიგრძეზე, სხვადასხვა სისქის და ფერის ძაფის ზოლები, მოგლეჯილი ნაწიბური,
მღებავი და საბეჭდი მანქანების გაჩერების დროს წარმოქმნილი ზოლები, ლაქები და

111
დაჭუჭყიანებული ადგილები ღებვის დროს, დაჭუჭყიანება ქსოვილის უკუღმა პირზე,
დასველებები, შეუღებვადობა, ლაქები 2 სმ ზომის, ქსოვილის დამწვრობა.
შალის ქსოვილები - ნახვრეტები, ნაჩხვლეტები, _3 სმ სიგრძის, ლაქები 2 სმ
სიგრძეზე მეტი, ქსელის ძაფის გაწყვეტა და მკვეთრად გამოხატული უკმარნაბეჭი,
მისაქსელის ძაფის ფერისა და სისქის სხვადასხვა ზოლები, ნაოჭები.
აბრეშუმის ქსოვილები - ნახვრეტები, ხლართის წუნი 1 სმ სიგრძეზე, ლაქა 1 სმ
სიგრძეზე მეტი, ზოლები ქსოვის განზე, გრეხვის წუნი, მღებავი და საბეჭდი მანქანების
გაჩერების დროს წარმოქმნილი ზოლები, ნაჭდევი, ნაკერიდან ქსოვილის ნაჭდევი,
ნაკერები, მისაქსელის ჩარევა _5 სმ სიგანისა და 4 სმ სიგრძეზე მეტი, საღებავის ჩათრევა
4 სმ-ზე მეტი, ხაოს არ არსებობა მთელ სიგრძეზე.
ზემოთ ჩამოთვლილი წუნები ექვემდებარება პირობით ამოჭრას.
გარეგან წუნებს განსაზღვრავენ ქსოვილის წაღმა პირის მხარეს საწუნმდებლო
მაგიდაზე ან გამზომ-საწუნმდებლო მანქანაზე. გავრცელებული წუნის სახეების
ხარისხის შეფასებისათვის იყენებენ ნიმუშებს (ეტალონებს), რომლებიც შეთანხმებულია
შემდგენელსა და მომხმარებელს შორის, არის СЭВРС4171-74 რეკომენდაციები,
რომლებიც იძლევა ტერმინებს და განსაზღვრავენ გარეგანი წუნის სახეებს.
ტრიკოტაჟისა და უქსოვადი ქსოვილების ხარისხს განსაზღვრავენ, როგორც
ქსოვილებისას ფიზიკო-მექანიკური თვისებებისა და სტანდარტის ნორმების მიხედვით,
რომლებიც გათვალისწინებულია I და II ხარისხისათვის, აგრეთვე გარეგანი წუნის
მიხედვით, აუცილებლად მიუთითებენ დაუშვებელ გარეგანი წუნის სახეს. მაგ. ГОСТ
17923 - მიხედვით ტილოს ქსოვილებსა და სელის ბოჭკოსათვის დაუშვებელია
ნახვრეტები, მარყუჟის სვეტებში ამომნემსის სიცარიელე 2_ სმ-ის სიგრძეზე.
წუნის სახეების დადგენა ხდება ნომენკლატურული მაჩვენებლებიდან გადახრის
მიხედვით. როგორც ვხედავთ, არსებობს საფეიქრო ნაწარმზე წუნის სახეების მიხედვით
ხარისხის მინიჭების და ნაწარმის ფიზიკო-მექანიკური თვისებების ნორმატიული
პარამეტრებიდან გადახრის განსაზღვრის მეთოდები და ისინი ყველა გამოიყენება
ნაწარმის შემდგომი გადამუშავების ტექნოლოგიურ პროცესებში.მათში არცერთ
მეთოდიკაში ჩამოყალიბებული არა არის სამომხმარებლო შეფასება.

112
შეკერილი ნაწარმის ხარისხის განსაზღვრა ხდება სამი მეთოდით – გარეგანი
დათვალიერებით, ხაზების გაზომვით და ლაბორატორიული გამოკვლევით.
შეკერილი ნაწარმის ხარისხის შეფასება გარეგანი დათვალიერებით წარმოებს
ზედაპირის ან სარჩულის მხრიდან, რისთვისაც ახდენენ წყვილი დეტალების შედარებას,
ცალკეული დეტალების გაზომვასა და გვირისტის სიხშირის განსაზღვრას ცალკეულ
მონაკვეთზე მისი რაოდენობის დათვლით.
შეკერილი ნაწარმის ხარისხის შეფასება ხაზების გაზომვით გულისხმობს ზედა
ტანსაცმლის დეტალების ხაზობრივი ზომების განსაზღვრას მანეკენებზე და მსუბუქი
კაბებსა და თეთრეულის ნაწარმისას მაგიდაზე.
ხარისხის განსაზღვრა ლაბორატორიული გამოკვლეით გულისხმობს ნიმუშის
შერჩევას ლაბორატორიული გამოკვლევისათვის, რომელსაც აწარმოებს უშუალოდ
ექსპერტი, ნაწარმის შერჩევა ხდება სხვადასხვა ადგილებიდან და შერჩეული ნიმუშების
რაოდენობა დამოკიდებულია საქონლის პარტიის სიდიდეზე. ნიმუში ირჩევა სამ
ეგზემპლარად, ერთი ეგზავნება ლაბორატორიას ხარისხის მაჩვენებლის
განსაზღვრისათვის, მეორე - მომწოდებელს, ხოლო მესამე საკონტროლო ინახება იმ
შემთხვევისათვის, თუ საჭირო იქნება განმეორებით გამოკვლევის ჩატარება.

ქსოვილის ხარისხის დონის დადგენა ფიზიკო-მექანიკური და ქიმიური


თვისებების მიხედვით
ქსოვილის ხარისხის შეფასება ფიზიკო-მექანიკური და ქიმიური თვისებების
მიხედვით ხდება ლაბორატორიული შემოწმებების შედეგად. 5000 მეტრამდე ქსოვილის
პარტიიდან იღებენ სამ ნაჭერს, ხოლო 5000 მეტრზე მეტი სიგრძის ქსოვილიდან - სამ
ნაჭერს დამატებით ერთ ნაჭერს ყოველი მომდევნოდან. ლაბორატორიული გამოცდის
დროს საზღვრავენ მხოლოდ იმ მაჩვენებლებს, რომლებიც მოცემულია სტანდარტში.
I ხარისხის ქსოვილებში ფიზიკო-მექანიკური და ქიმიური თვისებების
მაჩვენებლების გადახრა სტანდარტულიდან დაუშვებელია.

113
სხვადასხვა ზემოქმედების მიმართ ღებვის მდგრადობას განსაზღვრავენ
ლაბორატორიული გამოცდის დროს.
საღებავის მდგრადობის მიხედვით აბრეშუმის, შალისა და ბამბის ქსოვილები
იყოფა ჩვეულებრივად, მტკიცედ და განსაკუთრებულად მტკიცედ შეღებილად. სელის
ქსოვილები - მტკიცედ და განსაკუთრებულად მტკიცედ.
სამკერვალო ნაწარმი მზადდება სხვადასხვა ჯგუფის ქსოვილებისაგან
რომელთა ფიზიკური თვისებები მკვეთრად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან, რაც
მოითხოვს დამუშავების ისეთი ტექნოლოგიური პარამეტრების შერჩევას,
რომელის გამოსადეგი იქნება პაკეტის ყველა ფენისათვის. ამიტომ შემოდის ახალი
პარამეტრის, თერმომდგრადობის განსაზღვრის მეთოდი.
ბოჭკოების თერმომდრადობისა და ლღობის ტემპერატურის შესწავლისას
უნდა ამოვიდეთ იქედან, რომ ისინი ყველა იყოფიან ორ
ჯგუფად:თერმოპლასტიური (გააჩნიათ გამოხატული ლღობის ტემპერატურა)-
უმეტესი სინთეზური ბოჭკოები და არათერმოპლასტიკური ( იშლებიან
გალღობაზე ადრე ) – ცელულოზური და ცილოვანი და ზოგიერთი სინთეზური
ბოჭკო.
თერმომდგრადობის განსაზღვრისათვის პეტრეს ჯამში მოთავსებულ
სხვადასხვა წარმოშობის მშრალ ბოჭკოს ათავსებენ საშრობ კარადაში 150 – 200 °
С 30 წუთის განმავლობაში და აკვირდებიან გარეგანი თვისებების ცვლილებას.
მაღალი ტემპერატურის დროს ყველა ცელულოზოვანი ბოჭკო არ ლღვება ,
არამედ ნახშირდება. ვისკოზის ბოჭკოები 120 °დან 175 °С – მდე კარგავენ
სიმტკიცეს ხოლო 175 °С – ზე ზემოთ ნახშირდებიან. სპილენძ-ამიაკური ბოჭკო
120 °С კარგავს სიმტკიცეს , ხოლო 150 °°С ნახშირდება.
აცეტატის ბოჭკო 105 °С ხდება პლასტიური ხოლო 220 -240 °С
რბილდება.
თერმოპლასტიური სინთეზური ბოჭკოები რბილდება და ლღვება მათთვის
დამახასიათებელ ტემპერატურებზე.

114
სხვადასხვა ტემპერატურებზე და ლღობის ტემპერატურებზე ზოგიერთი
ბოჭკოს ქცევას შეიძლება დავაკვირდეთ 2 მმ დიამეტრის ერთი ბოლოთი
მირჩილულ კაპილარებში მათი მოთავსებით.
კაპილარებს ათავსებენ ლღობის ტემპერატურის განსასაზღვრად ხელსაწყოში .
რომელშიც წინასწარ ასხამენ გოგირდმჟავას ( სიმკვრივე 1.84 გ / მლ. ). ხელსაწყოს
დგამენ აზბესტის ბადეზე და ახურებენ. მუშაობენ ამწოვ კარადაში სათვალეებში
და ხელთათმანებში.
მაღალ ტემპერატურაზე ცელულოზის ბოჭკოები არ ლღვება, ხოლო 130 °С –
ზე მაღალ ტემპერატურაზე ნახშირდება. ანალოგიურად იქცევიან
ჰიდრატცელულოზური ბოჭკოები.
სინთეზური ბოჭკოები ჯერ რბილდებიან შემდეგ ლღვებიან შემდეგ
ტემპერატრებზე კაპრონი – 215 -218 °С, ლავსანი – 265 °С. პოლიპროპილენის
ბოჭკო – 176 °С.
ბოჭკოების თერმიული თვისებების გამოსაკვლევად ფართოდ გამოიყენება
დიფერენციულ – თერმიული (დთა) და თერმოგრავიმეტრული (თგა) ანალიზის
მეთოდები ხელსაწყოებზე “დერივატოგრაფი”. დთა მდგომარეობს ბოჭკოს მიერ
ქიმიური ან ფიზიკური გარდაქმნების ტემპერატურის განსაზღვრაში რომელსაც
თან ახლავს თბური ეფექტი. თგა ემყარება ნიმუშის გათბობასა და აწონას
თერმოსასწორზე, რომელიც განუწყვეტლივ აღნიშნავენ მისი მასის ცვლილებას.

ნაკეთობის ხარისხის განსაზღვრა


ქსოვილებისათვის ხარისხის განსაზღვრა ხდება სპეციალური სტანდარტების
მიხედვით. ტრიკოტაჟისა და უქსოვადი ტილოებისათვის ხარისხი განისაზღვრება ასევე
სტანდარტით. ბამბის, შალის, აბრეშუმის ქსოვილების ხარისხი განისაზღვრება იმ
საჯარიმო ქულების ოდენობით, რომელიც ეძლევა ქსოვილებს უკვე განხილული
გადახრების გამო.
ქსოვილებში არ დაიშვება შემდეგი წუნის სახეები: ბამბის ქსოვილებში -
ნახვრეტები, ხახალა, ქსელწყვეტილი 1 სანტიმეტრზე მეტ სიგრძეზე, ცალკეული ლაქები
სიგრძით არა უმეტეს 2 სმ-სა, ნაკლნაბეჭი, ნაკერები, ნაკერის ანაბეჭდი, სამღებრო ან
115
საჩითავი მანქანის გაჩერების გამო ზოლები, ნახატის მოკვეთა, ბეწვის გაცლა არა უმეტეს
5 სმ-სა, ქსოვის ნახატის დარღვევა 5 სმ-ზე მეტ სიგრძეზე.
სელის ქსოვილებში - ძაფის გამსხვილება ხუთჯერ მეტად, ადგილობრივი
გამსხვილებები ხუთჯერ მეტი სისქით 8 სანტიმეტრზე მეტ სიგრძეზე, ჩანაქსოვი 5 ძაფზე
მეტი, ნასკვები და მონაკვეთები, ნახვრეტები, ნაჩხვლეტები, გახეხილი ადგილები,
გარღვეული ადგილები, ხახალა, ნაკლნაბეჭი 1 სმ სიგრძით, ქსელწყვეტილი 1
სანტიმეტრზე მეტ სიგრძეზე, ზეთის ლაქები 2 სანტიმეტრზე მეტ სიგრძეზე, სხვადასხვა
სისქისა და ფერის გამო ძაფის ზოლები, მარყუჟებიან ქსოვილებში განივი გაშიშვლება და
მარყუჟების სიმცირე, მოხეული ნაწიბური, გამომყვანი წარმოების მოწყობილობების
გაჩერების გამო წარმოქმნილი ზოლები, საღებავის ლაქები ან შხეფები, ქსოვილის წაღმა
მხრის დასვრა, 2 სანტიმეტრზე მეტი ზომის ლაქები, დაუჩითავი ადგილები,
დასველებები, დანადები, შეუღებავი, ქსოვილის დაწვა გატრუსვის დროს, საღებავის
ჩაღწევა გრუნტში.
შალის ქსოვილები - გარღვეული ადგილები, გაკვეთილი ადგილები, 0,3 სმ-ზე მეტი
ნახვრეტები, ჩანაქსოვები, შესამჩნევი ნაკემსი და გახეხილი ადგილები 1-სმ-ზე მეტი
სიგრძით, 2 სმ-ზე მეტი სიგრძის ლაქები, ხაოს აყრის ან გაკრეჭვის გამო ბეწვის გაცლა,
ქსელის გაწყვეტა და მკვეთრად გამოხატული ნაკლნაბეჭი, ზოლიანობა სხვადასხვა
ფერის ან სისქის მისაქსელის გამო, ნაოჭები.
აბრეშუმის ქსოვილები - ნახვრეტები, განაკვეთები, 1 სანტიმეტრზე მეტი სიგრძის
მინაქსოვი, ცუდად მისკვნილი ქსელის ძაფი, ცუდად დამუშავებული ჩაწყვეტილი
ქსელის ძაფები, კრეპის ჯგუფის ქსოვილებში შეცვლილი ძაფის გრეხა, ჩაქსოვილი უცხო
სხეულები, საჩითავი ან სამღებრო მანქანის გაჩერების გამო წარმოქმნილი ზოლები,
საღებავის ანაბეჭდი, ნაკერის ანაბეჭდი, ნაკერები, ღებვის ან ჩითის ჭდეები, 0,5 სმ.
სიგანისა და 4 სმ სიგრძეზე მეტი სიგრძის ჩანათრევები, ხაოს უქონლობა.
ჩამოთვლილი წუნის სახეები უნდა ამოიჭრას ან აღინიშნოს პირობითი
ამონაჭრებით და ჩაჭრებით.
ქსოვილის გარეგნულ წუნს ადგენენ ქსოვილის დათვალიერებით წაღმა მხრიდან
(ზოგ შემთხვევაში კი გამჭოლ სინათლეზე), საწუნმდებლო მაგიდაზე ან საზომ -
საწუნმდებლო მანქანაზე. გავრცელებული წუნის სახეების შესაფასებლად გამოიყენება
116
ნიმუში (ეტალონი). აღნიშნული წუნის გამოხატვის სიდიდე შეთანხმებულია
მომხმარებელსა და მომწოდებელს შორის.
ტრიკოტაჟისა და უქსოვადი ტილოების ხარისხი განისაზღვრება ისევე როგორც
ქსოვილისთვის, ფაქტიური ფიზიკო-მექანიკური მაჩვენებლების შედარებით
სტანდარტით მოცემულ ნომერთან.
როგორც უკვე აღინიშნა, საჯარიმო ქულები გადაიანგარიშება ქსოვილის მთელ
ნაჭერზე.
იმპორტული ნაწარმის ექსპერტიზა ხორციელდება კონტრაქტებში მოყვანილი
ტექნიკური პირობების და ინსტრუქციების მიხედვით.
ექსპერტიზის დაწყების წინ ექსპერტი უნდა გაეცნოს დოკუმენტაციას, რომელსაც
წარადგენს ექსპერტიზის დამკვეთი შემოტანილი საქონლის პარტიაზე სატრანსპორტო
ზედდებულებას, საზღვარგარეთის ფირმის სპეციფიკაციას, საბითუმო ბაზის
სპეციფიკაციას.
საბუთების გაცნობის შემდეგ ექსპერტი იწყებს წარდგენილი ნიმუშების ყველა
ერთეულის შემოწმებას. შერჩევითი შემოწმება ტარდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა
ეს კონტრაქტით არის გათვალისწინებული, ნაწარმი სრულად უნდა შეესაბამებოდეს
მასალის, საზედაპირე და სასარჩულე მასალის, მოდელის, კონსტრუქციის, გამოყვანის,
ფურნიტურის, დამუშავების ტექნოლოგიის და გაზომვითი მონაცემების ნიმუშ
ეტალონებსა და კონტრაქტში მოსემულ მონაცემებს. ისეთი საქონლის შესყიდვისას,
სადაც გაუარესებულია ნაწარმის საექსპლუატაციო თვისებები და გარეგნული სახე,
ექსთვისებების განსაზღვრა და მისი ექსპერტიზის ჩატარება, რომელსაც არ ახლავს თან
შესაბამისი საბუთები .
არსებობს მეთოდიკები რომელთა მიხედვითაც ტარდებოდა საზღვარგარეთიდან
შემოტანილი ნაწარმის ექსპერტიზა [14 ]. ექსპერტიზას ატარებს ექსპერტი. აკეთებს
აქტში ჩანაწერს "ნაწარმი არ შეესაბამება ნიმუშ-ეტალონს", იმ შემთხვევაში, როდესაც
შემოწმებული ნაწარმის მოდელი, კონსტრუქცია, გამოყვანა და ტექნოლოგიური
დამუშავება გადახრილია ნიმუშ-ეტალონისაგან, მაგრამ გავლენას არ ახდენს ნაწარმის
ესთეტიკურ სახეზე, ექსპერტი დაწვრილებით აღწერს ნიმუშ-ეტალონს და შემოტანილ
ნაწარმს. აქტის დასკვნაში აუცილებელია მიუთითოს, რომ გამოვლენილი
117
შეუსაბამობები არ ახდენენ გავლენას ნაწარმის ესთეტიკურ სახეზე. ცალკეულ
შემთხვევაში, როდესაც არ არის წარმოდგენილი ნიმუშ-ეტალონები, ექსპერტი
დაწვრილებით აღწერს ნიმუშს, მიუთითებს წუნის სახეზე, მის ხასიათზე, წარმოშობაზე
და ნაწარმის ხარისხზე მის გავლენაზე.
იმპორტული ნაწარმის შემოწმება უნდა მოხდეს ღია ფერის მაგიდაზე, მკაფიო
განათების ქვეშ. მაგიდგს სიდიდე უნდა იძლეოდეს ნაწარმის თავისუფდად გაშლის
შესაძლებლობას.
ნაწარმი მოწმდება და იზომება გაშლილ მდგომარეობაში. ამავე დროს
აუცილებულია ნაკეცების და ნაოჭების გასწორება. დაუშვებელია მასალის გაჭიმვა.
ხარისხის შეფასება ხდება ორგანოლეპტიკური მეთოდით.
ფიზიკო-მექანიკურ მაჩვენებლებს (ნართის ხაზობრივი სიმკვრივე, ბოჭკოვანი
შემადგენლობა, ქსოვილის სიმჭიდროვე ქსელისა და მისაქსელის მიმართულებით,
ღებვის მდგრადობა, ცვეთამედეგობა, პილინგის წარმოქმნის უნარი და სხვა) საზღვრავენ
ლაბორატორიული მეთოდებით.
საწარმოო წუნის გარდა ნაწარმს შეიძლება გააჩნდეს არასწორი ტრანსპორტირების
ან ცუდი შენახვით გამოწვეული წუნი. ასე, მაგალითად, კანტეინერში არასწორად
ჩაწყობილ ნაწარმში მექანიკური ზემოქმედების შედეგად შეიძლება წარმოიშვას
სხვადასხვა სახის გაქლექილობა. ნაწარმის დასველება და დაბინძურება ხდება მასზე
წყლის, ზეთის, მაზუთის და სხვა ნივთიერებების მოხვედრის შედეგად.
დაზიანების ექსპერტიზის ჩატარების მიზანია ნაწარმის დაზიანების ოდენობისა
და ხარისხის შემცირების ზომის დადგენა. რკინიგზის სადგურის ან საქონლის მიმღების
განაცხადით ჩატარებულ ექსპერტიზას უნდა დაესწროს სადგურის უფროსი ან მისი
მოადგილე. ტვირთის მიმღები ასევე უნდა იღებდეს მონაწილეობას მის მისამართზე
მოსული ტვირთის ექსპერტიზაში.
ექსპერტიზის დაწყების წინ ექსპერტს წარედგინება კომერციული აქტი, რომელშიც
მოცემული უნდა იქნეს საქონლის ზუსტი აღწერა, დაზიანებული ნაწარმის რაოდენობა,
ადგილების ნომერი. დაზიანების ან გაფუჭების გამომწვევი გარემოების ჩვენებით.
თუ საქონლის მიმღებმა მიიღო ტვირთი სარკინიგზო ორგანოებიდან და არ
მოითხოვა კომერსიული აქტი, მაშინ ის კარგავს პრეტენზიის წარდგენის უფლებას. ამ
118
შემთხვევაში ექსპერტი აწარმოებს ექსპერტიზას დამკვეთის თანდასწრებით. აქტში კი
აკეთებს აღნიშვნას კომერციული აქტის არარსებობაზე, აღნიშნავს გამოვლენილ
დეფექტებს, საზღვრავს ხარისხის შემცირების ოდენობას და დასკვნაში ადგენს
დეფექტის წარმოშობის მიზეზს.
სატრანსპორტო ორგანიზაციაში ექსპერტიზის ჩატარებისათვის საჭირო პირობების
უქონლობის შემთხვევაში, რკინიგზის სამმართველოსთან შეთანხმებით, ექსპერტიზა
ტარდება ტვირთის მიმღებთან.
გადაზიდვისას დაზიანებული იმპორტული საქონლის ექსპერტიზის პროცესში
ექსპერტი ადგენს: წარმოდგენილი საქონლის შესაბამისობას დასახელებასთან,
რაოდენობასთან, თანმხლები საბუთების მონაცემებთან და კომერციულ აქტთან. შემდეგ
კი ექსპერტიზა ტარდება ჩვეულებრივი წესით.
საზღვრავენ იმპორტული საქონლის ხარისხის დანაკარგის პროცენტს
შემდეგნაირად:
1. ნაწარმის პარტიის ან ცალკეული ერთეულების ხარისხის დანაკარგის
განსაზღვრა ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს გათვალისწინებულია
კონტრაქტით ან საგარეო ვაჭრობის ორგანიზაციებთან შეთანხმებით.
2. ხარისხის დანაკარგის პროცენტი განისაზღვრება აგრეთვე იმ შემთხვევაში:
ა) თუ წარდგენილი საქონლის ღირებულება უმნიშვნელოა
ბ) მყიდველის მიერ მაღაზიაში დაბრუნებული ნახმარი ნაწარმის ექსპერტიზის.
დ) თუ შეუძლებელია დეფექტის წარმოშობის ადგილისა და დროის დადგენა.
მყიდველის მიერ დაბრუნებული ნახმარი ნაწარმის ექსპერტიზის აქტში ექსპერტი
მიუთითებს ნაწარმის ცვეთის ხარისხს.
ნაწარმში ერთზე მეტი დანაკარგი დგინდება საწარმოო და არასაწარმოო
დეფექტების მიხედვით ცალ-ცალკე.
ნაწარმში ერთზე მეტი დეფექტის არსებობისას ხარისხის დანაკარგი დგინდება
უდიდესი დეფექტის მიხედვით. ორზე მეტი დეფექტის არსებობისას ხარისხის
დანაკარგის პროცენტი იზრდება შესაბამისად 1_-3_!-ით, დეფექტის რაოდენობასა და
ხასიათზე დამოკიდებულებით.

119
დაფარულ ადგილებში, უკუღმა მხარეზე, სარჩულზე და შალითებზე
გამოვლენილი დეფექტები, მხედველობაში მიიღება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ისინი
გავლენას ახდენენ გარეგნულ სახეზე და საექსპლუატაციო თავისებურებაზე.
იმპორტული ნაწარმის ექსპერტიზის შედეგები ფორმდება ექსპერტიზის აქტით.
შეკერილი ნაწარმის გარეგანი დათვალიერება რეკომენდებულია ჩატარდეს შემდეგი
თანმიმდევრობით :
ნაწარმის დათვალიერება უმჯობესია დავიწყოთ მარცხნიდან – მარჯვნივ,
ზემოდან-ქვემოთ. ხოლო კომპლექტურ ნაწარმში , პიჯაკიდან ან ჟილეტიდან.
ბორტიანი ზედა ტანსაცმელი და მთლიანად ჩახსნილი მსუბუქი კაბები უნდა
შემოწმდეს ჯერ მანეკენზე, შემდეგ კი მაგიდაზე , ხოლო ნახევრადჩახსნილი
მსუბუქი კაბები, თეთრეული, პერანგები, შარვლები, ქვედა კაბები – მაგიდაზე.
წინა მხრიდან შემოწმებულ ნაწარმს ჩააცმევენ მისი ზომის მანეკენს, შეკრავენ
ღილებს, ასწორებენ საყელოს, ლაცკანებს, ზურგის ხაზს და სახელოებს.
პირველად ახდენენ ნაწარმის საერთო დათვალიერებას, შემაერთებელი და
გამამშვენიერებელი ნაკერების მიმართულების სისწორეს, წყვილი დეტალების
სიმეტრიულობას, გვირისტის ზომასა და სიხშირეს, ქსოვილის ნახატების
მიმართულების შესაბამისობას სიმეტრიულ დეტალებში , თბური- დანამვითი
დამუშავების ხარისხს, დეტალების გამოჭრის სისწორეს, ხაოს მიმართულებას
ხაოიან ან ვარცხნილ ქსოვილებზე , მასალების გარეგნული წუნების არსებობას. [6-
28]
ნაწარმის საერთო დათვალიერების შემდეგ იწყებენ ცალკეული დეტალებისა და
კვანძების ხარისხის შემოწმებას შემდეგი თანმიმდევრობით:
საყელო : ამოწმებენ ქსოვილის დაჭიმვის სისწორეს , სითანაბრეს, ბოლოების
ფორმასა და და სიმეტრიულობას, კუთხეების დამუშავებას, მის სწორად ჩაკერებას
საყელოს ჭრილში და შეერთებას ქვედა საყელოსთან.
კალთები : ამოწმებენ კალთების სიგრძივი მიმართულების სისწორეს, გვერდების
სითანაბრეს, ლაცკანების დრეკადობას და სიმეტრიულობას, სურათების
შესაბამისობას მარჯვენა და მარცხენა დეტალებზე, ღილკილოების მდებარეობასა
და მიმართულების სისწორეს, მსი ამოხვევის ხარისხს, ღილების დამაგრების
120
სიმტკიცეს, გამამშვენიერებელი გვირისტის სიხშირესა და სითანაბრეს,
გამონაკერების მიმართულების სისწორეს და მისი ბოლოების დამუშავების
ხარისხს, შემონაკეცის სითანაბრეს.
ჯიბეები: ამოწმებენ ჯიბეების მდებარეობის სისწორეს, სარქველების
დამუშავების სისწორეს, სარქველისა და კალთის შესაბამისობას , კუთხეების
დამუშავებისა და ჩამაგრების ხარისხს, საარჩულის შესაბამისობას სარქველთან.
გარეგანი დათვალიერების შემდეგ ჯიბეებს ამოატრიალებენ და ამოწმებენ
შიგნიდან.
სახელო: ამოწმებენ ჭრილში სახელოს ჩაკერვის სისწორეს, ნაკერების
სიმეტრიულობას, ჭრილის კონსტრუქციული ხაზის სისწორეს და მასში სახელოს
თანაბარ განაწილებას, სახელოსა და მისი სარჩულის ზომების შესაბამისობას,
შემოკეცვის სითანაბრეს, სახელოზე დეტალების სიმეტრიულობას, მის ბოლოებზე
შუასადების არსებობას, სახელოზე მოთავსებული წყვილი დეტალების
სიმეტრიულობას, სარჩულის დამაგრებას საზედაპირე ქსოვილთან.
ზურგი: ნაწარმის წინა მხარის დათვალიერების შემდეგ მანეკენს
შემოატრიალებენ და საფუძვლიანად ამოწმებენ ზურგის მხრიდან : საყელოს
ჩაკერვის სისწორეს, ქვედა საყელოს გვირისტის სიხშირესა და სითანაბრეს,
გამამშვენებელი ნაკერის ხარისხს, ქვედა საყელოსა და ზურგის შუა წერტილების
შეერთებას, საყელოს ჩადგმას მხრისა და გვერდითი ნაკერების საშუალებით,
ზურგის შეერთების სისწორეს წინა კალთებთან , შუა ნაკერზე ქსოვილის სურათის
დამთხვევას, ბოლო შემოკეცვის სითანაბრეს.
სარჩული: საზედაპირე მასალის დათვალიერების შემდეგ ნაწარმს აცმევენ
მანეკენს სარჩულით გარეთ და ამოწმებენ სარჩულის ზომების შესაბამისობას
ნაწარმის ზედაპირთან. შემდეგ ნაწარმს ჩამოიღებენ მანეკენიდან , დააფენენ
მაგიდაზე წაღმა პირით ზემოთ და ათვალიერებენ იმ ადგილებს, რომელთა
შემოწმებაც ვერ მოხერხდა მანეკენზე. ამის შემდეგ ნაწარმს გადაკეცავენ ორად ისე,
რომ სარჩული მოექცეს ზედა მხარეს, ხოლო საყელო მარცხნივ, ბორტები შიგნით და
ამოწმებენ კალთქვედის დამუშავების ხარისხს, სარჩულისა და ზედაპირის

121
გვერდითი ნაკერების ერთმანეთზე დამაგრებას, შემდეგ ნაწარმს გადააბრუნებენ და
ამავე თანმიმდევრობით ამოწმებენ მის მეორე ნახევარს.
უსარჩულო ნაწარმში შიგნითა მხრიდან ამოწმებენ შემაერთებელი ნაკერების
სითანაბრეს და მათი დამუშავების სისწორეს.
ნაწარმის შიგნითა დეტალები : ამოწმებენ შიგნითა დეტალების არსებობას,
თუკი ისინი კონსტრუქციითაა გათვალისწინებული მოცემულ ნაწარმზე, აგრეთვე,
შიგნითა დეტალების მასალების შესაბამისობას ნიმუშთან ან მის დუბლიკატთან
და კონტრაქტის ტექნიკური პირობების მოთხოვნებთან.

ქსოვილის მარკირება, შეფუთვა, ტრანსპორტირება და შენახვა


ქსოვილებისა და ცალობითი ნაწარმის შეფუთვა, მარკირება, ტრანსპორტირება
ხორციელდება სტანდარტებით.
შუაზე გაკეცილ ქსოვილს ან გაშლილს აწყობენ ჯერ თითო მეტრად, ხოლო შემდეგ
2-4-ჯერ გადაკეცავენ შუასადების ან მათ გარეშე. ცალობით ნაწარმს აწყობენ დასტებად
რამდენიმე ცალს ნაწარმის სახეზე დამოკიდებულებით.
მარკირებაში იგულისხმება ქსოვილზე დამღის დასმა და მასზე იარლიყის
მიმაგრება, დამღა უნდა იქნეს დასმული ქსოვილის ორივე ბოლოში ჩამოსარეცხი
საღებავით. დამღაში მოცემულია წარმოების დასახელება და ტექნიკური
კონტროლიორის ნომერი. ქსოვილზე ან ნაწარმზე მიმაგრებულ იარლიყზე უნდა იქნეს
აღნიშნული შემდეგი მაჩვენებლები: დამამზადებელი წარმოების დასახელება, მისი
ადგილმდებარეობა და სასაქონლო ნიშანი, ქსოვილის დასახელება, არტიკულის ნომერი,
ქიმიური ბოჭკოს დასახელება და ძაფის დასახელება, ნაჭერში ქსოვილის სიგრძე,
ქსოვილის განი, ნახატის ფერი და ნომერი, ღებვის მდგრადობა, დამუშავების სახე,
(მცირედჭმუჭვნადი, მცირედკლებადი და ა.შ.) ხარისხი, გამოშვების თარიღი.
განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს, რომ სამრეწველო გადამუშავებისათვის
გათვალისწინებულ ქსოვილებში მითითებული უნდა იქნეს პირობითი ნაჭრების
რაოდენობა, ქსოვილის სიგრძე პირობითი ნაჭრების გარეშე.

122
ქსოვილებისა და ცალობითი ნაწარმის შესაფუთად გამოიყენება ქაღალდი,
პოლიეთილენის პაკეტები, მუყაოს კოლოფები.
ქსოვილის ყოველ ნაჭერში ან ყოველ მზა ნაწარმში ათავსებენ სამახსოვროს
ქსოვილის ან მზა ნაწარმის მოვლის პირობების აღნიშვნით.
შეფუთვისა და ტრანსპორტირების სტანდარტი ითვალისწინებს ქსოვილების
შეფუთვას შესაფუთ ქსოვილში: ტენმედეგ ქაღალდში და უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ
მოთხოვნებს: ერთ შეკვრაში უნდა იქნეს შეფუთული ერთი სიგანის ქსოვილები ან
უქსოვადი ტილოები. მასში უნდა იქნეს იარლიყი, სამახსოვრო და უნდა შეიფუთოს ისე,
რომ მისი ტრანსპორტირებისა და შენახვის დროს არ მოხდეს დაზიანება.
ქიმიური ბოჭკოებისაგან და შერეული ბოჭკოებისაგან დამზადებული ქსოვილების
პარამეტრები განისაზღვრება გოსტით.

მაჩვენებლის დასახელება ნორმები

ზედაპირული სიმკვრივე, გ (1 მ2-ის მასა) 300-მდე

ქსოვილის განი, სმ სტანდარტის მიხედვით

გამგლეჯი დატვირთვა, ნ, არა უმცირეს


ქსელის მიხედვით 392
მისაქსელის მიხედვით 245

გამხლეჩი დატვირთვა, ნ, არა უმცირეს: 19,6

დაპილინგება, არა უმცირეს 5

უჭმუჭვნადობა, არა უმეტეს 55

შეკლება რეცხვის შემდეგ, არა უმეტეს


ქსელის მიხედვით 3,5
მისაქსელის მიხედვით 2,0
მხატვრულ-ესთეტიკური გაფორმება, ქულები
მხატვრულ-კოლორისტული გაფორმება 16
სტრუქტურა 12
საბოლოო გამოყვანა 12

123
გამოყენებული ლიტერატურა
1. Стельмашенко В.И., Розарёнова Т.В. Материалы для одежды и
конфекционирование
2. Орленко Л.В., Гаврилова Н.И. Конфекционирование материалов для одежды

3. Мальцева Е.П. Материаловедение текстильных и кожевенно-меховых материалов


4. Додонкин Ю.В., Кирюхин С.М. Асортименти, свойства и оценка качества тканей. М.,
Легкая индустрия 1979г. 279с.
5. Соловьев А.Н., Кирюхин С.М. Оценка и прогнозирование качества текстильных
материалов. – М: Легкая и пищевая промышленность, 1987,268 с.
6. Соловьев А.Н., Кирюхин С.М. Оценка качества и стандартизация тестильных
материалов. М: Легкая индустрия, 1974, 288 с.
7. Гущина К.Г, и др.Эксплуатационные свойства материалов для одежды и методы
оценки их качестаа. –М: Легкая и пишевая индустрия промышленности.1984
8. Дианич М.М и др. Сырье для трикотажной промышленности. Справочник. –К:
Техника, 1981, 300 с.
9. Сурикова Г.И. и др. Использование свойств полотна при конструирвании
трикотажных изделий. _М: Легкая и пищевая промишленности, 1981,198 с.
10. С.М.Кирюхин А.Н.Соловев-контрол и управление качество текстильных материалов-
Москва мегкая индустрия-1977г. (310 ст.)
11. Зыбин Ю.П. и др. Материаловедение изделий из кожи, М: Легкая индустрия, 1968г.
12. Бузов б.А. и др. Материаловедение швейного производства. М: Легпромбытиздат,
1986.322с.
13. Бузова Б.А.-Лабораторный практикум по материаловедение швейного производства-
Москва 1991г.-430с

124
სარჩევი

1. შესავალი……………………………………………………………………. …………3
2. საგნის „ სატანსაცმელე მასალების“ ამოცანები…………………………………… 3
3. სატანსაცმელე მასალების როლი სამკერვალო წარმოების სტრუქტურაში…….4
4. მასალებისა და სამკერვალო ძაფების თვისებებისა და მახასიათებლების
გავლენა ძაფით შეერთების პროცესზე……………………………………………… 6

5. შესაერთებელი საფეიქრო მასალების თვისებების გავლენა


ძაფით შეერთების ტექნოლოგ….…………………………………………………….. 8
6. ძაფით შეერთებით წარმოქმნილი დეფორმაციული თვისებები………………. ..9
7. საფეიქრო მასალების კონფექციონირება ტანსაცმლის პაკეტში……………….. .15
8. მასალების კონფექციონირების პრინციპები ……………………………………… 17
9. თვისებათა მაჩვენებლების პროგნოზირება……………………………………… .19
10. სატანსაცმელე საფეიქრო მასალების ასორტიმენტი………………………………23
11. ქსოვილების კლასიფიკაცია ………………………………………………………….23
12. სატანსაცმელე მასალების მიმართ წაყენებული მოთხოვნები
ათეთრეულე ქსოვილები……………………………………………………………..27

13. საკაბე ქსოვილები …………………………………………………………………….28


14. საპერანგე ქსოვილები ………………………………………………………………..32

15. საკოსტუმე ქსოვილები ………………………………………………………………34


16. საპალტოე ქსოვილები ………………………………………………………………..40
17. სასარჩულე ქსოვილები და მისდამი წაყენებული მოთხოვნები ……………….45
18. ქსოვილების ასორტიმენტის ზოგადი დახასიათება ……………………………..49
19. ბამბის ქსოვილების ასორტიმენტი ………………………………………………… 49
20. სელის ქსოვილების ასორტიმენტი ……………………………………………….. ..54
21. შალის ქსოვილების ასორტიმენტი ………………………………………………… 58
22. აბრეშუმის ქსოვილების ასორტიმენტი …………………………………………… 62
23. ტრიკოტაჟული ტილოს ასორტიმენტი ……………………………………………. 69

125
24. სათეთრეულე ტრიკოტაჟული ტილოების ასორტიმენტი ………………………. 70
25. ზედა ტანსაცმლის ტრიკოტაჟის ტილოების წარმოება …………………………...72
26. უქსოვადი საფეიქრო ტილოების ასორტიმენტი ………………………………….. 73

27. საკაბე, საპალტოე და საკოსტუმე უქსოვადი ტილოების ასორტიმენტი ………. 74


28. უქსოვადი შუასადები ტილოები ……………………………………………………..76
29. ტანსაცმლის დამზადების, განახლებისა და შეკეთების დროს გამოყენებული
ბუნებრივი ბეწვის, ტყავისა და სხვა მასალების ასორტიმენტი …………………. …79
30. ხელოვნური ბეწვი ………………………………………………………………………83
31. ხელოვნური ტყავი …………………………………………………………………….. 84
32. სითბოდამცავი მასალები …………………………………………………………….. 89
33. საკერავი ძაფების ასორტიმენტი და აგებულება ………………………………….. 91
34. წებოვანი მასალები …………………………………………………………………… ..95
35. გასაწყობი მასალები და სატანსაცმელე ფურნიტურა ……………………………. .98
36. ქსოვილების, ტრიკოტაჟისა და უქსოვადი ტილოების ხარისხი ………………. 104
37. ქსოვილის ხარისხის დონის დადგენა ფიზიკო-მექანიკური და ქიმიური
თვისებების მიხედვით ………………………………………………………………..113
38. ნაკეთობის ხარისხის განსაზღვრა ……………………………………………….. …115
39. ქსოვილის მარკირება, შეფუთვა, ტრანსპორტირება და შენახვა ………………. 122
40. გამოყენებული ლიტერატურა ……………………………………………………… 124

126

You might also like