You are on page 1of 7

დემოკრატიულ საზოგადოებაში ქვეყნის მართვის საფუძველია

ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობა, ეს არის იერარქიული


სისტემა და ზოგადად სამ საფეხურიანია, ანუ მართვა ხორციელდება
სამ დონეზე: ქვეყნის, რეგიონის (მხარე, მიწა) და ქალაქის (
ადგილობრივი თვითმართველობის დონეზე) ანუ სამივე იერარქიულ
დონეზე წარმოდგენილია საკანონმდებლო და აღმასრლებელი
ორგანოები.

საკანონმდებლო ორგანოს მოვალეობაა კანონშემოქმედება, კანონების


მიღება დამტკიცება, მთავრობის ფორმირება და მისი კონტროლი.

აღმასრულებელი ორგანოს მოვალეობაა კანონის აღსრულება.


აღმასრულებელი ორგანოები თავის ფუნქციებს აღასრულებენ
დარგობრივი სამსახურების მეშვეობით.

საკანონმდებლო ორგანო აღმსრულებლის დარგობრივ სამსახურებს


აკონტროლებს სათანადო კომისიების მეშვეობით.

ტერიტორია სასრული რესურსია.


ტერიტორია აუცილებელი წინაპირობაა, ადამიანის, საზოგადოების
მოთხოვნათა დასაკმაყოფილებლად.
სივრცით ტერიტორიული დაგეგმვის მიზანია ტერიტორიის
რაციონალური გადანაწილება საზოგადოებრივ მოთხოვნათა
დასაკმაყოფილებლად.

სივრცით-ტერტორიული დაგეგმვის მნიშვნელობიდან გამომდინარე,


ის აღმასრულებელი ხელისუფლების ერთერთი ძირითადი ფუნქციაა.

სივრცით ტერიტორიული დაგეგმვა იერარქიული სისტემაა და ის


ხორციელდება ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობის ყველა
იერარქიულ დონეზე - საფეხურზე : ქვეყანა-რეგიონი (მხარე, მიწა) -
(ქალაქი ადგილობრივი თვითთმართველობა).
სივრცით ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტების დამტკიცებაზე
ჰასუხისმგებელია სათანადო იერარქიული საფეხურის
საკანონმდებლო ორგანო.

ქვეყნის, იერარქიული საფეხურის, სივრცით-ტერიტორიული


დაგეგმვის დოკუმენტია ქვეყნის სივრცითი მოწყობის სქემა.

რეგიონის (მხარე, მიწა.) სივრცით ტერიტორიული დაგეგმვის


დოკუმენტია რეგიონის სივრცითი მოწყობის სქემა.

ქალაქის (ადგილობრივი თვითმმართველობის) იერარქიული


საფეხურის დოკუმენტებია მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა,
რეგულირების გეგმა.

ამოცანის რაობიდან და ტერიტორიის სიდიდიდან გამომდინარე


სივრცით-ტერიტორიული დოკუმენტების მაშტაბი განსხვავებულია.

სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტების დამუშავებას


წინ უძღვის საკვლევ-საძიებო სამუშაოების ჩატარება.

რამდენადაც ტერიტორია სასრული რესურსია, რომელიც


აუცილებელია საზოგადოებრივი მოთხოვნის-მოთხოვნების
დასაკმაყოფილებლად, საკვლევ-საძიებო სამუშაოები მოიცავს
საზოგადოებრივი მოღვაწეობის პრაქტიკულად ყველა სფეროს,
მაგალითად:

 ტერიტორია
 ფიზიკურ-გეოგრაფიული დახასიათება
 ბუნებრივი და ანტროპოგენული საფრთხეები და რისკები
 საკანონმდებლო ნორმატიული გარემო
 განსახლების სისტემა
 დემოგრაფია
 საცხოვრისი
 სოციალ-ეკონომიკური ვითარება
 ფინანსები
 სოფლის მეურნეობა და აკვაკულტურა
 საინჯინრო-ტექნიკური ინფრასტრუქტურა
 გარე და შიდა ტრანსპორტი
 ჯანდაცვა
 გარემოს დაცვა
 განათლება
 სპორტი
 კულტურა, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა
 ტურიზმი და რეკრეაცია
 საკომუნიკაციო-საინფორმაციო საშუალებები და მასმედია
 მონიტორინგი და მართვა

საკვლე-საძიებო სამუშაოები საფუძველია ქვეყნის, რეგიონის, ქალაქის


განვითარების სტრატეგიული გეგმისა თუ სტრატეგიული
მიმართულებების შემუშავებისათვის.

საკვლევ საძიებო სამუშაოთა ჩატარებას შესაძლოა მოჰყვეს


დარგობრივი პროგრამების, დარგის შიგნით თემატური
მიმართულებებისა და დარგობრივი თუ თემატური სქემებისა და
რუკების დამუშავება.

სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის საბოლოო დოკუმენტი


კომპლექსური სქემაა, რომელშიც ინტეგრირებულია დარგობრივ-
თემატური პროგრამები და სქემემები.
ტერიტორიის სასრულობიდან გამომდინარე, ის შესაძლოა არ იყოს
საკმარისი მთლიანობაში საზოგადოების თუ ცალკეული დარგის
ყველა მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, ამდენად ტერიტორიის
განვითარების პროგრამები და გეგმები პროფესიულ საზოგადოებათა
თუ მთელი საზოგადოების შეთანხმების შედეგია. ამ ჭრილში
სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის პროფესია დარგთაშორისი
პროფესიაა, რომელის, ინტერესის სფეროს არა რომელიმე დარგი ან
მიმართულება წარმოადგენს, არამედ, ზოგადად, ის მოწოდებულია
საზოგადოებრივი ინტერესის განხორციელებისა და ამ მიზნისათვის
ტერიტორიის რაციონალური გამოყენებისათვის.

V. ქვეყნისა და რეგიონის (რაიონის) დონეზე სივრცით-


ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტის შემადგენლობა
განსაზღვრულია საქართველოს კანონით სივრცითი მოწყობისა და
ქალაქმშენებლობის საფუძვლების შესახებ (მუხლი 18 პუნქტი-4).

ქვეყნის სივრცითი მოწყობის გებნერალური სქემა განსაზღვრავს


ქვეყნის სივრცით-ტერიტორიულ სტრუქტურას, მათ შორის:

ა) სივრცის კატეგორიებს: ურბანიზებული ტერიტორია, სასოფლო


ტერიტორია, ბუნებრივ-ლანდშაფტური ტერიტორია, სპეციალური
ტერიტორიები;

ბ) განსახლებისა და დასახლებათა სტრუქტურას და განვიტარების


ცენტრების იერარქიას;

გ) ძირითად საინჟინრო და სატრანსპორტო კომუნიკაციებს;

დ) ინფრასტრუქტურისა და სივრცით ტერიტორიუყლი განვითარების


ძირითად გეგმარებით ღერძებს;
ე) დასაქმებისა და საცხოვრებლის განვითარების ადგილებს, სუსტად
განვითარებული სტრუქტურის მქონე ტერიტორიებს;
ვ) სარეკრეაციო და საკურორტო ტერიტორიებს;

ზ) ბუნებრივი ლანდშაფტის სტრუქტურის გაუმჯობესების


წინაჰირობებს;

თ) დაცული ტერიტორიების სისტემას;

ი) სოფლის მეურნეობის განვითარების ტერიტორიებს;

კ) სატყეო მასივების დაცვისა და განვიტარების ტერიტორიებს;

ლ) წიაღისეულის მოპოვების ადგილებს;


მ) წყლის ობიექტებს და წყალმშეკრებ ტერიტორიებს;

ნ) სხვა მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი მიზნებისათვის


გამოყენებულ ტერიტორიებს;

ო) თავდაცვის მიზნებისათვის გამოყენებულ ტერიტორიებს.

რეგიონის (რაიონის) სივრცითტერიტორიული დაგეგმვის


დოკუმენტაციის (სივრცითი მოწყობის გეგმა) შემადგენლობაც
განსაზღვრულია საქართველოს კანონით სივრცითი მოწყობისა და
ქალაქმშენებლობის საფუძვლების შესახებ (მუხლი 18 პუნქტი-4).

რეგიონის (რაიონის) სივრცითი მოწყობის გეგმა განსაზღვრავს


რეგიონის სივრცით-ტერიტორიულ სტრუქტურას, მათ შორის:

ა) სივრცის კატეგორიებს: ურბანიზებული ტერიტორია, სასოფლო


ტერიტორია, ბუნებრივ-ლანდშაფტური ტერიტორია, სპეციალური
ტერიტორიები;

ბ) დასახლებათა სტრუქტურას და განვითარების ცენტრების


იერარქიას;

გ) ძირითად საინჟინრო და სატრანსპორტო კომუნიკაციებს;

დ) ინფრასტრუქტურისა და სივრცით-ტერიტორიული განვითარების


ძირითად გეგმარებით ღერძებს;
ე) დასაქმებისა და საცხოვრებლის განვითარების ადგილებს, სუსტად
განვითარებული სტრუქტურის მქონე ტერიტორიებს;
ვ) სარეკრეაციო და საკურორტო ტერიტორიებს;

ზ) ბუნებრივი ლანდშაფტის სტრუქტურის გაუმჯობესების


წინაპირობებს;

თ) დაცული ტერიტორიების სისტემას; ი) სოფლის მეურნეობის


განვითარების ტერიტორიებს;

კ) სატყეო მასივის დაცვისა და განვითარების ტერიტორიებს; ლ)


წიაღისეულის მოპოვების ადგილებს;

მ) წყლის ობიექტებსა და წყალშემკრებ ტერიტორიებს;


ნ) სხვა მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი მიზნებისათვის
გამოყენებულ ტერიტორიებს;
ო) თავდაცვის მიზნებისათვის გამოყენებულ ტერიტორიებს;

პ) მიწათსარგებლობის ძირითად პრინციპებს.


მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა განსაზღვრავს,ადგილობრივი
თვითმმართველობის ორგანოების სტრატეგიისა და შესაძლო
განვითარების გათვალისწინებით, ანსაზღვრავს მათ შორის:
ა) სივრცის კატეგორიებს: ურბანიზებული ტერიტორია, სასოფლო
ტერიტორია, ბუნებრივ-ლანდშაფტური ტერიტორია, სპეციალური
ტერიტორიები;

ბ) დასახლების სტრუქტურას და საზოგადოებრივ-საქმიანი ცენტრების


იერარქიას;

გ) ძირითად საინჟინრო და სატრანსპორტო კომუნიკაციებს;

დ) ინფრასტრუქტურისა და სივრცით-ტერიტორიული განვითარების


ძირითად გეგმარებით ღერძებს;

ე) დასაქმებისა და საცხოვრებლის განვითარების ადგილებს, სუსტად


განვითარებული სტრუქტურის მქონე ტერიტორიებს;

ვ) სივრცეებს ზელოკალური ტრანსპორტისათვის და ძირითადი


ადგილობრივი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურისათვის;

ზ) კომუნალური მომსახურების და ტერიტორიების კეთილმოწყობის


ძირითად ასპექტებს;
თ) გამწვანების სისტემას;
ი) სარეკრეაციო და საკურორტო ტერიტორიებს;

კ) ბუნებრივი ლანდშაფტის სტრუქტურის გაუმჯობესების


წინაპირობებს; ლ) დაცული ტერიტორიების სისტემას;

მ) სოფლის მეურნეობის განვითარების ტერიტორიებს;


ნ) სატყეო მასივის დაცვისა და განვითარების ტერიტორიებს; ო)
წიაღისეულის მოპოვების ადგილებს;
პ) წყლის ობიექტებსა და წყალშემკრებ ტერიტორიებს, წყლის
რეზერვუარებს, ავზებს;

ჟ) მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი მიზნებისათვის გამოყენებულ


სხვა ტერიტორიებს;
რ) თავდაცვის მიზნებისათვის გამოყენებულ ტერიტორიებს;
ს) მიწათსარგებლობის პრინციპებს.

You might also like