You are on page 1of 14

კომბინირებული კარკასი - კარკასი, რომელიც არის რკინა-ბეტონის, მაგრამ

სახურავი არის ლითონის კონსტრუქციის.


განვიხილავთ ლითონის ელემენტების და რკინა-ბეტონის ელემენტების
შეუღლების კვანძებს, სადაც კვანძები აუცილებლად უნდა იყოს ხისტი.
მოცემული შენობაში ყველაფერი, სახურავის გარდა, არის რკინა-ბეტონის
კარკასში და სახურავის ელემენტები არის ლითონის ქართულად დამზადებული
პროფილებით.
შენობა არის ორსართულიანი, პირველი სართული არის გადახურული რკინა-
ბეტონის მონოლითური ფილით, მეორე სართული სახურავში არის მოქცეული,
რომელიც მანსარდული ტიპისაა. საძირკველი არის რკინა-ბეტონის მონოლითური
ფილა, ნაცრისფრად არის ნახაზზე. ლურჯი ფერით არის სვეტები, რომლებიც
სათავეს იღებს 0 ნიშნულიდან, ისიც რკინა-ბეტონის მონოლითური სვეტებია.
მწვანეთი არის აღნიშნული საყრდენი კედლები პერიმეტრისა, რომლებიც გრუნტის
შემაკავებელია. წითლად არის აღნიშნული რკინა-ბეტონის რიგელები,
ხორცისფრად რკინა-ბეტონის სართულშუა გადახუვები.
საძირკვლის ფილა არმირდება ორ შრედ, ზედა და ქვედა შრედ, ბადით,
გამოყენებულია 14მმ - იანი არმატურები A500C ტიპის და ბიჯი 200მმ.
არმირების პრინციპები, სვეტის ჩაანკერება და ა.შ. ვრცლად წინა სემესტრის
კონსპექტში მიწერია და თუ რამეა იქ ვნახავ. ;დდდ
მწვანე ნაწილი ანუ კედლის პერიმეტრი მთლიანად მიწაში არის მოქცეული,
კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, ვინაიდან ბაკურიანში აშენდა ეს
პროექტი და სინესტისგან და გარემო ფაქტორებისგან თავდასაცავად. ეს
კონტურული კედელი მდებარეობს საძირკველსა და რიგელს შორის. შენობის 0
არის რიგელის ქვემო შრიდან.
სვეტი 6 - მასში მოწყობილი ჩასატანებელი დეტალი.
ახლა კი უნდა განვიხილოთ თუ როგორ ეწყობა ჩასატანებელი დეტალი, ანუ
ელემენტი, რომელიც უზრუნველყოფს რკინა-ბეტონის სვეტის და მის თავზე
მოწყობილი ლითონის დგარის შეუღლებას და ხისტი კვანძის უზრუნველყოფას. ეს
სვეტი 6 გვაქვს ორი და როგორც ერთ, ასევე მეორე სვეტის თავის ნიშნულზე უნდა
მოეწყოს ჩასატანებელი დეტალი, რომელიც არის ლითონის ფურცელი (წითლად
მონიშნული). ზომები - 340X340X10. ამ ფურცელზე დადუღებული არის არმატურის
ღეროები, ფურცლის ქვემოთ, ბეტონის ტანში. ვიდრე დაბეოტონდება სვეტის ტანი,
მანამდე ხდება მისი ჩატანება ბეტონის ტანში, ამ ფეხების ჩაძიირვა ხდება ბეტონის
ტანში და გამონოლითება ხდება ერთად. როდესაც ყალიბები მოიხსნება, სვეტის
თავის ნიშნულზე გამოიკვეთება ასეთი ლითონის ფურცელი, რომელზედაც
მოგვიანებით ხდება დამონტაჟება დგარის.
***
შესავალი ( I ლექცია )
კომბინირებული კარკასის ელემენტების შეუღლება. კომბინირებულ კარკასში
იგულისხმება შენობა, რომლის სახურავიც არის ლითონის კონსტრუქციის, ხოლო
დანარჩენი კარკასი არის კრინაბეტონის. რკინაბეტონის მონოლითური სივრცული
კარკასი ხისტი კვანძებით. ანუ გადაბმის კვანძები აუცილებლად უნდა იყოს ხისტი.
ახლა განვიხილავთ ამ ხისტი კვანძების მოწყობის პრინციპებს. მობრუნება და
გადაადგილების შესაძლებლობა არ უნდა ჰქონდეს კონსტრუქციის ნაწილებს
გადაბმის ადგილებში. ლითონის და რკინაბეტონის ელემენტების შეუღლების
კვანძები.
ფოტოზე ვხედავთ მცირე მოცულობის სახლის კონსტრუქციას. როგორც უკვე
აღვნიშნეთ, მთელი კარკასი სახურავის გარდა შესრულებულია რკინა ბეტონში,
ხოლო სახურავი მოწყობილია ლითონის ნაგლინი პროფილებით. შენობა შედგება
ორი სართულისგან. პირველი სართული გადახურულია რკინაბეტონის
მონოლითური ფილით, საძირკველიც გახლავთ რკინაბეტონის მონოლითური
ფილა, 0-ის ნიშნულიდან გარკვეულ მანძილზეა ჩაღრმავებული. მწვანე ფერით
აღნიშნულია საყრდენი კედლები, რომლებიც გრუნტის შემაკავებელია, ლურჯი
ფერით - სვეტები, წითელი ფერით - რიგელები, ხორცისფერით - სართულშუა
გადახურვები. დანარჩენი რამდენიმე ფერით აღნიშნულია გადახურვის
კონსტრუქციები. ნაჩვენებია სხვადასხვა ფერით იმიტომ, რომ განსხვავებულია
მათი პროფილები. მოყვითალოდ აღნიშნულია სახურავის ბურული, ხოლო
ღვინისფრად და ცისფრად - მზიდი კონსტრუქციები.
სახურავის უკანა ნაწილზე, გადახურვის მცირე ფრონტონების რიგელები
შესრულებულია რკინაბეტონით. ამას თავისი მიზეზი აქვს. ამ ნაწილში სახურავი
შევსებულია ბლოკებით. ბლოკის ლითონთან შეერთება საკმაოდ რთულია (ბლოკი
ბზარებს იჩენს, სჭირდება ბადის გაკვრა და ლესვა), ამიტომ რიგელებიც მოეწყო
რკინაბეტონით.
პირველ ნახაზზე ნაჩვენებია დაკვალვის ღერძები, სვეტების განლაგებისა და
არმირების პრინციპი, საძირკვლის არმირებისა და მასში სვეტების მოწყობის
პრინციპი.
მეორე ნახაზზე ნაჩვენებია საყრდენი კედლების მოწყობის პრინციპი.
შესაძლებელი იყოგრუნტზე პირდაპირ მოგვეწყო ფილა, მაგრამ, ვინაიდან ეს
შენობა ბაკურიანში შენდება, სახლს ემუქრებოდა სინესტე და გამოქარვა, ამიტომ
მოეწყო საყრდენი კედლები გრუნტის შემაკავებლად.
მესამე ნახაზზე - რიგელების განლაგებისა და არმირების პრინციპი.

კვანძი N1 - რკინაბეტონის სვეტის ლითონის სვეტთან გადაბმის პრინციპი


შენობის კონსტრუქციას კარგად თუ დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ წინა
ფასადზე რკინა ბეტონის სვეტი იატაკის ნიშნულიდან გარკვეულ სიმაღლეზე
იცვლება ლითონის სვეტით (დამკვეთის სურვილიდან გამომდინარე). პირველ
კვანძშიც სწორედ განვიხილავთ ამ რკინაბეტონის სვეტის გადაბმის პრინციპს
ლითონის სვეტთან.
რკინაბეტონის სვ-6 -ის თავის ნიშნულზე ლითონის სვეტის შესაუღლებლად
საჭიროა კომბინირებული ჩასატანებელი დეტალის მოწყობა. ეს ჩასატანებელი
დეტალი წარმოადგენს ლითონის ფურცელს ზომებით 340x340 მმ, სისქით 1 სმ.
ფურცლის ქვედა მხრიდან დადუღებულია არმატურის ღეროები, რომლებიც გადის
ბეტონის ტანში. ჩასატანებელი დეტალი ეწყობა სვეტის დაბეტონებამდე. მოეწყობა
ჩასატანებელი დეტალის არმატურები, შედუღდება ისინი ლითონის ფურცელთან,
გამონოლითდება სვეტთან ერთად და ყალიბის მოხსნის შემდეგ დაგვრჩება
სვეტის თავის ნიშნულზე მოწყობილი ლითონის ფურცელი. სწორედ ამ ფურცელზე
უნდა „დამაგრდეს“ ლითონის სვეტი - იგივე დგარი. პირველ რიგში, ხდება ამ
დგარის ლითონის ფურცელთან შედუღება მთელი პერიმეტრით. ამასთანავე,
ხდება 8 ცალი 50x20 მმ ზომის ლითონის ფურცლების შედუღება განივი წიბოთი
ლითონის ფურცელთან, ხოლო გრძივი წიბოთი - დგართან. ეს ფირფიტები
აუნებელყოფებს იმ ძალებს, რომლებიც დატვირთვის შესაბამისად სვეტის მიმართ
მოდის ჰორიზონტალურად და ცდილობს მის მობრუნებას. ძალები გადაეცემა
ლითონის ფურცელს და ცდილობს მისი ბეტონის ტანიდან ამოგლეჯას. ამ ძალას
ამჯერად დააკომპესირებს ლითონის ფურცელზე დადუღებული არმატურის
ღეროები.
ზემოთხსენებული ლითონის ფურცელი ბეტონის თავის ნიშნულიდან მთელ
პერიმეტრზე გადმოცდენილია 20 მმ-ით. მასზე ეკრობა ბადე, ილურსმნება და
ფიქსირდება რკინაბეტონის სვეტზე. შემდეგ იფარება 2 სმ-იანი შელესვის ფენით
და კრინაბეტონის სვეტთან ერთად ერთ მთლიანობად იქცევა.

კვანძი N2 - ნივნივას ფეხის შეერთება სვეტის თავის ნიშნულზე

ნივნივა (მოცულობაში ნაჩვენებია ღვინისფრად) წარმოადგენს სახურავის


ძირითად კონსტრუქციას, ქარხნულად დამზადებულ ფოლადის პროფილს,
რომელიც უნდა შეერთდეს რკინაბეტონის სვეტის თავის ნუშნულზე. იქიდან
გამომდინარე, რომ ნივნივა გარკვეული დახრით არის განთავსებული სახურავის
კონსტრუქციაში, რკინაბეტონის სვეტის თავიც „გადაჭრილია“ ამავე
მიმართულებით, ამავე დახრით (ნახაზზე წითლადაა ნაჩვენები).
პირველ რიგში, რკინაბეტონის სვეტზე ეწყობა ჩასატანებელი დეტალი, რომელიც
იდენტურია წინა კვანძში განხილული ჩასატანებელი დეტალიასა. ( 1 სმ სისქის
ლითონის ფურცელი, მასზე დადუღებული არმატურის ღეროებით, რომელიც
გამონოლითებულია ბეტონის ტანში). ხედი 2-2-ში ჩასატანებელი დეტალი
ნაჩვენებია წითლად. დახრილ ნივნივას რაც შეეხება, იგი ნახაზზე იისფრადაა
ნაჩვენები და შედგება ორი შველერი N20-სგან. ამ შველერებს შორის მოწყობილია
ფურცელი (300X200), რომელიც სცდება შველერის დახრილი ნაწილის თავის
ნიშნულს. ამოცდენილ ნაწილსა და ნივნივის ზედაპირს შორის ვხედავთ ნაკერს .
გარდა ამისა, თვითონ შველერი ედუღება ჩასატანებელ დეტალზე. ამ
ყველაფერთა ერთად, ეწყობაა სიხისტის წიბოებიც (ნახაზზე ცისფრად ნაჩვენები).
სიხისტის წიბოები წარმოადგენენ ლითონის ფურცლებს, რომელთა შიდა წიბოებიც
ამოჭრილია ისე, რომ გაიმეორონ შველერების კონფიგურაცია. წიბოები დუღდება
როგორც შველერებზე, ისე ლითონის ფურცელზე მაქსიმალური სიხისტისთვის. ამ
შემთხვევაში თითო შველერზე მოწყობილია ორი ცალი ფურცელი და ისინი
ჩასატანებელი დეტალის კიდეებიდან დაშორებულია 60-60 მმ-ით.
სწორედ ეს ლითონის ფურცლები და ნაკერები უზრუნველყოფენ იმას, რომ ნივნივა
არ წანაცვლდეს სვეტის მიმართ.
იმ კვანძში, სადაც ნივნივა ერთდება ლითონის შვერილთან, ჩასატანებელი
დეტალი პირდაპირაა დადუღებული შვერელის თავის ნიშნულზე და ისე ეწყობა
კვანძისთვის საჭირო სხვა ელემენტები, აღარ გვაქვს ის არმატურები, რომლებიც
ბეტონის სვეტის ტანში მონოლითდება.
შვერელების ნაცვლად შეგვეძლო გამოგვეყენებინა ორტესებრი კოჭიც , თუმცა
შვერელების სიხისტეზე მუშაობა გაცილებით ეფექტურია.

ჩვენს შემთხვევაში, განხილულ კვანძში ნივნივა დამზადებულია ლითონისგან.


თუკი ნივნივა იქნებოდა ხის, მაშინ კვანძის მოწყობის პრინიპი შეიცვლებოდა.
აუცილებელი რჩება რკინაბეტონის სვეტზე ჩასატანებელი დეტალის - ფირფიტის
მოწყობა, იმისათვის, რომ შევინარჩუნოთ კონტაქტი რკინაბეტონის სვეტსა და ხის
კოჭს შორის. ხის კოჭი იდება ლითონის ფურცელზე, ორივე მხრიდან ედება
კუთხოვანები, რომლებიც, თავის მხრივ, დადუღებულია ლითონის ფურცელზე.
კუთხოვანებსა და ხის კოჭში კეთდება ნაბურღი და ამ ნაბურღში ქანჩით და
ჭანჭიკით ერთმანეთს ხისტად უერთდება კუთხოვანები და ხის კოჭი. მეორე
ვარიანტია ნაბურღის გარეშე კუთხოვანების ორივე მხრიდან ხის კოჭში
ჩალურსმვნა. ასეთი გადაბმა არ აძლევს ხის კოჭს წანაცვლების და მობრუნების
საშუალებას.

კვანძი N5; როგორ ერთდება ჰორიზონტალური რკინა-ბეტონის სვეტთან


ესეც ორი შველერია N20, წითელი კონტურით მოხაზულია ჩასატანებელი დეტალი,
რომელიც ანალოგია ზემოთხსენებული ჩასატანებელი დეტალების , ესეც მათ
მსგავსად შედუღებულია არმატურის ღეროებთან, წინასწარ მოწყობილია
შესაბამის ნიშნულზე და ბეტონდება სვეტთან ერთად. 30სმ-ში მივიღეთ ლითონის
ფურცელი სვეტის მთელ სიგანეზე. ხედი 2-2 ზე ვხედავთ ამ ჩასატანებელ ფურცელს,
რომელიც სვეტის წახნაგის ვერტიკალის ფასადზე წიბოზე მოწყობილი. ნახაზზე
ვხედავთ დადუღებულ კუთხოვანას (სამონტაჟ ფუნქციაც აქვს ამ კუთხოვანას ) და
ზედ არის დადებული ორი შველერი (ორი შეწყვილებული შვერელი, რომელიც
ნახაზზე მწვანე კონტურებით არის აღნიშნული). როგორც ერთ კედელზე, ასევე
მეორეზე კუთხოვანა არის თანაბართაროიანი 100X100X7 - ზე, ჩამოედო ეს ორი
შველერი, შემდეგ შველერი კედელზე როგორც ერთი მხრიდან, ასევე მეორიდან
მიდუღდება კუთხოვანა და ეს კუთხოვანა ასევე მიდუღდა ლითონის ფურცელს. ასე
კონსტრუირდა ეს კვანძი, რაც არ აძლევს გადაადგილების, არც მობრუნების
საშუალებას ლითონის ფურცლის მიმართ. მუშაობაში ერთვებიან, როგორც
კედელზე მიდუღებული კუთხოვანები, ასევე ის ერთი კუთხოვანაც. იქ, სადაც
უღლდება ლითონი ჰორიზონატალური მიმართულების სვეტთან, ყველგან
გვაქვს ჩასატანებელი დეტალები.
3D ნახაზზე ვხედავთ მოცისფრო ღეროებს, რომლებიც თითქოს სვეტის ტანში
გადიან, მაგრამ რეალურად ეს დაუშვებელია, რადგან გამოიწვევს ბეტონის
სტრუქტურის არაერთგვაროვნებას (რღვევას). ამ შემთხვევაში სვეტის ორივე
მხარეს ჩასატანებელი დეტალები უნდა იყოს მოწყობილი და ეს დახრილი ღერო
არ უნდა გავიდეს ბეტონის ტანში.

კვანძი N4
ხედი 1-1 ზე მოცემული გვაქვს მწვანე კონტურით აღნიშნული თარო,
ვერტიკალურად არის კედელი, ეს თარო ჩაიჭრა და დარჩა მხოლოდ კედელი, ამ
კედელთან არის კუთხოვანა მიდუღებული და ეს კუთხოვანა მის მართობულ
შველერის კედელზეც არის მიდუღებული როგორც ერთი, ასევე მეორე მხრიდან.
გარდა ამისა, ერთი თარო - მეორე თარო და მათ მართობულად მოწყობილი
შველერების (ვარდისფრად) თაროები ერთიანდება ზემოდან ფურცლით,
რომელიც ღუნვით აღძრულ ძალებს აკომპენსირებს. ეს ფურცელი დადუღებულია
როგორც მწვანე შველერებზე, ისე ვარდისფერ შველერებზე.
3D ნახაზზე ვხედავთ გრძივად მოწყობილია ღვინისფერში რიგელები, რომელიც
არის ორი შეწყვილებული შვერილი. ეს გრძივად მოწყობილი რიგელები,
რომლებიც ძირითად ღერძზე განივ ჩარჩოებს გრძივად აკავშირებს
ერთმანეთთან. ღია ცისფრად (ერთი შვერელი გააჩნია) რაც არის აღნიშნული არ
არის კონსტრუქციულად ისე დატვირთული, როგორც ზემოთხსენებული
ელემენტები.

კვანძი N6
აქაც მოცემული გვაქვს საკვანძო ფურცელი (900X500X10). ძირითადი ელემენტების
ერთმანეთთან კავშირს სწორედ ეს ფურცელი ქმნის. ძირითადი შემკრავი ფუნქცია
ამ კვანძში აქვს ღვინისფერად აღნიშნული - ჯერ სვეტის თავი უნდა შეკრას კვანძში,
შემდეგ გადავიდეს კეხის და მეორე სვეტის თავში. მაგრამ ამ ჩარჩოს სიხისტეში
მონაწილეობას იღებს ღია ნაცრისფერად დახრა რაცაა აღნიშნული. (3D ნახაზი).
ერთიანდება ფურცლით. ძირითადი კეხიდან ჩამოსული დახრილი ფეხი შემოვიდა
ამ ფურცელში - ეს არის ორი შვერელი N20, გადავიდა ჰორიზონტალურში, ანუ
აივნის კეხში - ესეც ორი შვერილი N20. შემდეგ ამ ფურცელთან შეუუღლდა რკინა-
ბეტონის სვეტს.

***
3D ნახაზზე ასევე მოცემული გვაქვს გრძივად მოწყობილი ყავისფერი შვერელები.
ეს ემსახურება იმას, რომ შეიქმნა განივი ჩარჩოები, დაუკავშირდა გრძივად ისინი
ერთმანეთს და ახლა ხის მოლარტყვა არის გასაკეთებელი, მთლიანად უნდა
შეიფიცროს ეს სახურავი და შემდეგ თუნუქით დაიხუროს. ამიტომ ხის დარანდული
ფიცრები სისქით 4 სმ მოსაწყობია განივად.
… აქ გაწყდა ლექცია

***
III კვირა

განივი ჩარჩოს შველერების კეხის შეუღლების ტიპიური კვანძი


ნივნივის ფეხი დახრილი ორივე მხარეს და უღლდება ფურცლით. ვიცით, რომ ეს
ნივნივის ფეხი არის 2შვერელი N20 და მათ შორის არის ფურცელი, რომელიც
ცდება სიმაღლით შვერელების სიმაღლეს (20სმ). დუღდება როგორც ერთი
მხრიდან, ასევე მეორე მხრიდან. ეს ფურცელი ერთი ტანია, ანუ შუაზე არაა
გაჭრილი.

მოლარტყვა
3D მოცულობაში ფიცრის მოლარტყვა არის ნაჩვენები, ანუ გადახუვა, რაც
ყვითლად არის ნახაზზე ნაჩვენები. ჯერ მონტაჟდება ფიცარი, შემდეგ ამ ფიცარზე
სახურავი. ამ შემთხვევაში გამოყენებულია პროფილური სახურავი, ტონირებული
თუნუქის, კრამიტის მაგვარი ეფექტი რომელსაც აქვს.
ნივნივების ძირითადი ელემენტი არის ღვინისფრად აღნიშნული ნახაზზე, მათ
შორის გრძივი მიმართულებით, ამ შვერილებს შორის მონტაჟი პროფილების,
რომელიც ნახაზზე აგურისფრად არის ნაჩვენები. საბოლოოდ ეს პროფილები
უღლდება ნივნივის ფეხთან.
შემდეგ გადავდივართ მოლარტყვის სამონტაჟო მილკვადრატების გეგმაზე, აქ
ვხედავთ სახურავის კონტურს და მილკვადრატებს ზომებით 80X160X3. ანუ 3მმ-იანი
მილკვადრატებია, რომლის სიმაღლე 16სმ, სიგანე 8სმ. ეს მილკვადრატები
გაკვეული ბიჯით არის განლაგებული. ისინი შეუღლებულები არიან მთავარი
ნივნივის ფეხებთან.
ქვემოთ ნახაზზე ნაჩვენებია - მოლარტყვის სამონტაჟო მილკვადრატებისა და
შველერების შეუღლების ტიპიური კვანძი - მოცემული გვაქვს ვარდისფერი
კონტურებით შველერები და მასში ჩაჭრილი 80X160მმ-იანი მილკვადრატი.
მილკვადრატის თავის ნიშნული ემთხვევა შველერის თავის ნიშნულს. შველერებზე
დუღდება ორი კუთხოვანა, და რა თქმა უნდა ისინი დუღდებიან მილკვადრატზეც.
და ბოლოს შველერების და მილკვადრატის თავის ნიშნულზე ხდება ნახაზზე
წითელი კონტურით ნაჩვენები 10მმ-იანი სისქის, 50მმ-იანი სიგანის და გრძივი
მიმართულებით 400მმ-იანი ფურცლის დამონტაჟება.
ხედი 1-1-ში ჩვენ ვხედავთ შველერებს ჭრილში, რაც ვარდისფერი კონტურით არის
ნახაზზე. მილკვადრატის თარო არის ჩაჭრილი და ზემოდან არის გადადუღებული
შვლერებზე წითელი კონტურით მოხაზული ფურცელი, რათა გააერთიანოს,
დააკავშიროს შველერების ზედა თაროები მილკვადრატის ზედა თაროებთან.
ყველა ეს შველერი და მილკვადრატი რაც მოცემულია მოლარტყვის სამონტაჟო
მილკვადრატების გეგმაზე ერთდება ერთმანეთთან სწორედ ამ პრინციპით. ამ
პროცესის შემდეგ ხდება მოლარტყვა გეგმაზე 1-2 ღერძის პერპენდიკულარული
მიმართულებით (პირობითად გრძივად) გაფიცვრა და მერე თუნუქის მონტაჟი
გაფიცრულ დახრილ სიბრტყეებზე.

***
გვაქვს კიდე ერთი საინტერესო კვანძი, სადაც მილკვადრატები უერთდება რკინა-
ბეტონის დახრილ რიგელებს, ორივე დახრილ სიბრტყეზე. როგორც რკინა-ბეტონი
უღლდება ლითონთან ის პრინციპია აქაც. ეწყობა ჩასატანებელი დეტალები და ეს
ჩასატანებელი დეტალები დუღდება მილკვადრებთან. ბიჯი არის ამ
მილკვადრატებს შორის არაუმეტეს 1მეტრისა.
ერთი და მეორე ჩასატანებელი დეტალი ეწყობა რკინა-ბეტონის რიგელში, შემდეგ
ამ ჩასატანებელ დეტალებზე დუღდება კუთხოვანა, რომელიც თავის მხრივ
დუღდება ამ მილკვადრატთან, მოლარტყვის მილკვადრატზე და ასევე
ჩასატანებელ დეტალთან, ეს უკანასკნელი კი აუღლებს მილკვადრატს რკინა-
ბეტონის რიგელთან.
ზემოთ რაც განვიხილეთ მილკვადრატების მოწყობის შესახებ, ასევე
შესაძლებელია, რომ მათ მაგივრად მოეწყოს ხის კოჭები, რომელიც ზემოდან
შეიფიცრება და მოეწყობა თუნუქი. ხის კოჭი კვეთი უფრო დიდი იქნებოდა 22X8-ზე.
ლითონთან შედარებით ხის კოჭი შეიძლება მალე გამოვიდეს მწყობრიდან.
რაც შეეხება სახურავის დატვირთვებს, ვინაიდან და რადგანაც მილკვადრატებს
შორის ბიჯი არის 1 მეტრი, მოსული დატვირთვა ნახევარი მეტრი
მილკვადრატიდან მარჯვნივ და ნახევარი მეტრი ნარცხნივ და მთელ მის სიგრძეზე
გადაეცემა რომელიმე კონკრეტულ მილკვადრატს. ამ მილკვადრატებზე მოსულ
ყველა დატვირთვა წერტილოვნად გადაეცემა ნივნივებს იმ წერტილებში, სადაც
მილკვადრატები უღლდებიან შველერებთან (ორ შეწყვილებულ შვერელს). შემდეგ
ამ განაწილებულ დატვირთვებზე ხდება მილკვადრატების და შველერების
ანგარიში, რომლებიც ნივნივის კონსტრუქციას წარმოადგენს. შემდგომ
ნივნივისგან დატვირთვები ვერტიკალურად გადაეცემა თითოეულ სვეტს და
შემდეგ ფილოვან საძირკველს.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალია: როგორც ვიცით ნივნივა შედგება ორი


შველერისგან. თვითონ ეს ორი შველერი უნდა იყოს ერთმანეთთან შეუღლებული,
შეპირაპირებული. შველერების შეპირაპირების გეგმაზე ჩვენ ვხედავთ , რომ
შველერები ვარდისფერი კონტურით არის გამოსახული. ყოველ მაქს. ერთ მეტრში
ამ შვერელებს შორის არის მოწყობილი ლითონის ფურცლები, რომელიც
დადუღებული არის შველერებზე. ნახაზზე კარგად ჩანს შედუღების ნაკერი.ამ
ფურცხლის სიგანე 50მმ, სიმაღლეში 200მმ, სისქე 10მმ. ეს შვერელები უშუალოდ
ღუნვაზე მუშაობენ, დაჭიმვაზე, კუმშვაზე. სიმტკიცის და მდგრადობის პირობები
რომ დაკმაყოფილდეს, ამიტომ აუცილებელი ხდება ორი შვერილის მოწყობა და
არა ერთის. ამ შეწყვილებულ შვერილებში თუ არ მოვაწყობთ ლითონის
ფურცლებს დატვირთვების შედეგად ისინი გაექცევიან თავიანთ სწორხაზოვნებას ,
ანუ დეფორმირდება კონსტრუქცია. თუ არ გავაერთიანებთ ერთობლივარ არ
იმუშავებენ.
შვერელების შეუღლება შეიძლება მოხდეს როგორც იმ ფურცლის ფურცლის
მოწყობის ხარჯზე, ასევე შედუღებით, ანუ ზემოდან შედუღების ნაკერით და ასევე
ქვემოდან შედუღების ნაკერით. შედუღების ნაკერის სიგრძე არის 200მმ. ეს
შვერილები ერთმანეთთან არის შედუღებული, მათ შორის არ არის არანაირი
ფურცელი. ეს შედუღებაა წინაპირობა, რომ შვერილებმა ერთდროულად იმუშავონ
დატვირთვებზე.

კვანძი N4; ხედი ა-ა; განივი ჩარჩოს შველერებთან გრძივი შველერების შეუღლების
ტიპიური კვანძი;
ნახაზზე ვარდისფერი კონტურით დახრილი რაცაა არის ნივნივის ძირითადი
ელემენტი და მასთან უღლდება გრძივი მიმართულებით ორი შვერილი. ეს
შვერილები შეტყუპებულია, მიერთებულია ერთმანეთთან და მათ შორის ფურცელი
არ არის. ხოლო ნივნივის ვარდისფერ შვერლებს შორის არის დაშორება და
მოწყობილია ფურცელი (ხედი 1-1). ანუ აქ ერთობლივ მუშაობაზე
უზრუნველსაყოფად აუცილებლად ჭირდება შვერილებს შორის ფურცლის
მოწყობა, ხოლო ზემოთა ნახაზზე ის მწვანე შვერილები შეტყუპებულია და მათ
ერთობლივი მუშაობის უზრუნველსაყოფად აუცილებელია განხორციელდეს
სწორედ ის შედუღება 2სმ-იანი, რომელიც ვნახეთ ამ კვანძში. ყოველ ერთ მეტრში
უნდა დადუღდეს.

კიბის უჯრედი
ნახაზზე მოცემული გვაქვს კედლის წყობა მცირე სამშენებლო ბლოკით. რკინა-
ბეტონის სვეტებს შორის კონტურული კედელი მოწყობილია მცირე სამშენებლო
ბლოკის წყობით. მეორე ჭრილზე მოცემული გავქვს სწორედ ეს მცირე სამშენებლო
ბლოკი და შუალედური ბაქანი, ,,ზემოთ’’ არის სართულშუა გადახურვის დონის
ბაქანი. ფილა სართულშუა გადახურვის არის 18სმ. კიბე პანდუსია. იატაკის
პირველი სართულის კიბის ნიშნული არის -0.1, მეორე სართლის იატაკის დონე
არის 3.05. ანუ კიბე მოვიდა, გახდა შუალედური ბაქანი, ამ შუალედური ბაქნიდან
აიღო სტარტი და ავიდა მეორე სართულზე.
როგორც ვიცით ფილიდან ვტოვებთ ნაშვერებს, აქ საუბარია პანდუსის
არმირებაზე, სადაც არმატურები წითელი კონტურებით არის ნაჩვენები და
რომელიც ფილის ბაქანში. ეს შეიძლება ერთდროულადაც ჩავასხათ, დავტოვოთ
ნაშვერები (შავი ღეროებად არის ნაჩვენები) და შემდგომ ფილა არ ისხმევა
ბოლომდე კიბის არეალში, ბეტონი ისხმევა შავ ნაშვერებამდე და შემდეგ
უღლდება ეს წითლად ნაჩვენები ღეროები. ანუ როდესაც ფილას ჩავასხამთ,
კარგად შევავსებთ ბეტონით, ნახაზზე ნაჩვენები ფილის შავ ხაზამდე გავწყვეტთ
კიბის ფართზე ბეტონს, აქ დატოვებულია შავი ნაშვერები და მასთან შევაუღლებთ
პანდუსის კარკასის არმატურას, ასევე კიბის საწყისშიც იგივე პრინციპი მოქმედებს -
აქაც ვასხამთ ბეტონს სადამდეც ნაშვერები შემოდის და მერე ხის ყალიბში
ვაწყობთ ძირს, ვაარმირებთ პანდუსს და შემდეგ ვასხამთ ბეტონს საფეხურის
ნიშნულებიდან. კიბის საფეხურები დაარმირებული არ არის, მხოლოდ ბეტონია და
მერე პირკერთდება.
ქვედა ჭრილზე ნაჩენებია მცირე სამშენებლო ბლოკის წყობა, აქ არც სვეტი გვაქვს
და არც რიგელი, ამიტომ ეს შუალედური ბაქანი ორმარშიანი ტიპია. ამ ნიშნულზე
ვწყვეტთ ბლოკის წყობას და ვაკეთებთ ორმარშიანი და ვაკეთებთ კვანძი N1.
კარკასი არის კოჭის ტიპის, ანუ რკინა-ბეტონის სარტყელია, 18სმ-იანი სისქის,
რადგან ფილის სისქე 18 - ია. ბაქნის არმატურის ღეროებს, რომლებიც წითლადაა
ნახაზზე, ვამონტაჟებთ მათ. მოწყობილია კოჭი, რომელიც სვეტიდან სვეტამდეა. ეს
6 ღერო ჩაანკერებულია რკინა-ბეტონის სვეტებში. ეს წინასწარ ეწყობა, სანამ სვეტი
ჩაესხმება. შემდეგ ვაბეტონებთ პანდუსთან ერთად.

მონოლითური რკინაბეტონის მრავალსართულიანი კარკასული


შენობები

მრავალსართულიან კარკასულ შენობებამდე ვიხილავდით 2 სართულიან


შენობებს დდა ვნახეთ რა ტიპის საძირკვლები იყო ლენტური, მონოლითური
რკინაბეტონის, წერტილოვანი რკინა-ბეტონის და ზოგადად ხიმინჯოვან
საძირკვლებსაც შევეხეთ, ასევე სვეტები რიგელები, სართულშუა გადახურვის და
მათი არმირების და რკინა-ბეტონის მონოლითური კიბე და მისი პანდუსი დას
აფეხური.
ეს არის უკვე ახალი ტიპის კარკასები და არ არის მხოლოდ კონსტრუირებული
რკინა-ბეტონის ვერტიკალური ელემენტებით, სვეტებით. შეიძლება იყოს
საძირკველლვლები წერტილოვანიც შეერთებული სეისმურ რეგინებში რანგ -
კოჭებით, შეიძლებაიყოს ლენტური ან მონოლითური რკინა-ბეტონის ფილით ან
ხიმინჯოვანი გაერთანებული როსვერკებით აან ხიმინჯის თავის ნიშნულიდან
მოწყობილი რკინა-ბეტონის მონოითური ფილის სახით მაგრამ ძირითადი
განმასხვავებელი 2-3 სართულიანებში გახლავთ რომ შემოდის ახალი
კონსტრუქციული ელემენტი და უკავშირდება მის მრავალსართულიანობას.
გეგმაში განფენილი შენობა გახლავთ მოცემული გრძივი მიმართულებით არის 10
მალიანი განივი მიმართულებით კი 3 მალიანი და მოწყობიია რკინა-ბეტონის
სვეტები და ერთმანეთთან შეერთებულია რიგელებით გრძივად და განივად და
მოწყობილია სართულშუა გადახურვის ფილა ეს ფილა არის ამ მომენტში
ანაკრეფი თუმცა შეგვიძ₾ია მოვაწყოთ რკინა-ბეტონის მონოლითური ფილითაც.
განივი კვეძტი არის კვადრატული და მრავალსარულიანობის შემთხვევაში 8
სართულამდე შეგვიძლია მოვაწყოთ მხოლოდ ვერტიკალური ელემენტებით და
შემოვიფარგლოთ რკინა-ბეტონის სვეტებით მხოლოდ იმ განსხვავებით რომ
განიკვეთი სვეტისა სამ-სართულიანებში 40/40 ან 50/50 იყო ამ სიხისტის კვეთით
მაგრამ მრავალსართულიანის შემთხვევებში აუცილებელია სვეტის განიკვეთის
გაზრდისა და სართულიანობის მატებასთან ერთად მისი განიკვეთის შემცირებით
ანუ სვეტი პირველი მეორე სართულის ფარგლებში ასევე 3 ოღონდ ანგარიშებით
დგინდება შეიძლება იყოს 60/60 შემდეგ 50/50 და ბოლო სართულებზეა 40/40 ერთ-
ერთი ანმასხვავებელი ნიშანიც სწორედ ესაა სართულიანობის მაატებასთან
ერთად მცირდება სვეტის განიკვეთი, რაც მისი მოცულობების სიხისტის
ფორმირებისთვისაა აუცილებელი. ვერტიკალური დატვირთვები ქვედა
სართულებზე უფრო მეტია ვიდრე ზედა სართულებზე. სართულიანობის
მატებასთან ერთად აუცილებელი ხდება კიდევ ერთი კონსტრუქციული ელემენტის
შემოტანა (6 სართულის ზემოთ) რაც მოცულობით სიხისტეს აფორმირებს შენობისა
და ეს არის სიხისტის დიაფრაგმა. მეორე გეგმაზე მოცემულია კვადრატული
განიკვეთის სვეტები და დიაფრაგმები (ერთიანი ხაზით არის რიგელები და
წყვეტილი ხაზით ნაჩვენებია სიხისტის დიაფრაგმა) ანუ სვეტსა და სვეტს შორის
მოწყობილი რკინა-ბეტონის მონოლითური კედელი. სარდაფის კედლები ნანახი
გვაქვს რომლის კარკასიც შედის ტანში სვეტების კარკასისა და მონოლითდება
სვეტებთან ერთად. ამ შემთხვევაში სიხისტის დიაფრაგმასაც იგივე პრინციპიაქ და
იწყება საძირკვლის თავის ნიშნულიდან და მთელი შენობის ყველა სართულის
ფარგლებში უწვეტადაა მოწყობილი სვეტებსა და რიგელებს გადის მის ტანში და
როგორც სვეტებში კარკასი შესული სვეტების მოცულობაში ასევე რიგელის
მოცულობაშიც გადის უჭრად ამ დიაფრაგმების მუშა კარკაასი. სისქე
დამოკიდებული სართულიანობაზე და სვეტების შემთხვევაშიც და აქაც მისი სისქეც
ცვალებადია, 40 სმით მერყეობს თუ სვეტი 60/60 ია და ბოლო სართულებზე კვეთ
შეიცვალოს და სისქე გახდეს 20/20 ზე.
(მესამე ნახაზი) კომბინირებულია კვადრატი არის კვადრატული განიკვეთის
სვეტები და ასევე ვხედავთ პილონებსაც (პილონი იგივე სვეტის განიკვეთია მისი
ერთი მიმართულების კვეთის ზომა მეთია ვიდრე მეორე განიკვეთის ზომა)
პილონებს შორის მოწყობილია დიაფრაგმები. განაპირა მალებში შენობის
სიხისტე ნაკლებია და ამიტომაც გახდა აუცილებელი პილონებისა და
დიაფრაგმების მოწყობა, რათა სიხისტე გაზრდილიყო. პირველი ნახაზი სუფთა
კარკასული შენობაა, სადაც კავშირები ვერტიკალურ ელემენტებს შორისაა ,
მეორეა კარკასი სიხისტის დიაფრაგმებით ჩარჩო კავშირებით (გრძივი და განივი
ჩარჩოების შეუღლებით). მონიშვნა ხდება კონსტრუქციული სქემის საშუალებით,
რომელიც ცოდნასა და გამოცდილებას საჭიროებს. რაც უფრო იზრდება შენობის
სართულიანობა ხდება აუცილებლობა მისი სიხისტის გაზრდისა. მოცულობით
სიხისტე მუშაობს ქარის დატვირთვებზე და მხოლოდ ვეტებით ვერ
დააკონსტრუირებ ( დინამიკურ დატვირთვებზე მუშაობს ქარისა და სეისმური
ზემოქმედების შედეგად წარმოქმნილ დატვირთვებზე) . სიხისტე არის
მაკომპენსირებელი იმ ძალვებისა რომელიც იწვევს ჰორიზონტალურ
გადაადგილებებს. მაღ₾ივ შენობებში მნიშვნელოვანი სართულიანობის დროს 12-
14 და ზემოთ ხდება აუცილებლობა სიხისტის ბირთვის მოწყობისა. (შემდეგი გეგმა
ჭრილით) - ჩვენ ვხედავთ წერტილოვან შენობას (პირობითად) გრძივი და განივი
მიმართულებით აქვს ერთნაირი ზომები, ხედავთ ასევე პილონებს კვადრატული
განიკვეთის ზომები არ გვაქვს გულში ცენტრში ვხედავთ სვეტებს და სვეტებს შორის
გახლავთ პერიმეტრზე შემაერთებელი გამაერთიანებელი რკინა-ბეტონის
მონოლითრი კედლები. გულის ესეთ ერთობლიობას სვეტებისა და მონოლითური
რკინა-ბეტონის კედლებისა დაწყებული საძირკვლიდან დამტავრებული ბოლო
ნიშნულამდე ქმნის სიხისტის ბირთვს, რომელიც წარმოადგენს ძირითად
ერთობლიობას ელემენტებისა რაც ქმნის სიხისტეს და აკომპენსირებს იმ ძალებს
რომელიც ქარის დატვირთვების დროს აღიძვრება მაღლივ შენობებში ქარის
დატვირთვა არის წამყვანი სეისმური დატვირთვისგან განსხვავებით. სწორედ ამ
ვერტიკალური და ჰორიზონტალური კონსტრუქციები ფილებისა ბირთვისა და
პილონებისა აფორმირებს შენობის მოცულობით სიხისტეს. (წერტილოვანი
შენობაა) გულში არის მთავარი მაფორმირებელი ვერტიკალური ბირთვია
მაფორმირებელი სიხისტისა. აქ თავსდება კიბის უჯრედი ლიფტი და სხვადასხვა
სასაწყობო ფართები და არის დერეფნები სადაც ხდება კომუნიკაცია ბინებთან.
(განივი 2 მალიანი გრძივად 5 მალიანია) (ადგილზე ფოტო)
კარკასი მართკუთხა განიკვეთის პილონით. ჰორიზონტალური დატვირთვების
მაკომპენსირებელია პილონები მრავალსართულიანობის შემთხვევაში ხოლო
კვადრატულ განიკვეთის სვეტებმა უზრუნველყო 3 სართულიანში. პილონის სიგანე
მოწყობილია სადაც ნაკლებია მალების რაოდენობა და სიხისტე, ხოლო გრძივი
მიმართულებით პილონის გვერდი ნაკლებია. სართულშუა გადახურვაში არ არის
მოწყობილი რიგელი ანუ ურიგელო კარკასია.
შემდეგ შენობაში (არქიკადის კარკასი) გაჩნდა აუცილებლობა რომ
მოწყობილიყო კედლები ( ანუ დიაფრაგმები) (სვეტებთან ერთად).
პილონებს ვიყენებთ 8-10 სართულის შემდეგ თუ პილონები თავისუფალი
არქიტექტურული გეგმარების დროს ხელს გვიშლის 8 სართულიანის დროს
შეგვიძლია გამოვიყენოთ სვეტები და დიაფრაგმები. (ის ვერტიკალური სიხისტე
შეიქმნა სვეტითა და დიაფრაგმით).
საჭიროა ერთობლივი მუშაობა რომ შედეგი მივიღოთ კონსტრუქციულად სქემა
გამართული იყოს სათანადო სიხისტეებით და გეგმარებშიც ხელი არ შეგვიშალოს .
როგორ ვადგენთ ზღვარს თ რომელია სვეტი და რომელი პილონი ეს პირობითია
60/80 ზე სვეტია თუმცა თუ ორჯერ აღემატება ამ შემთხვევაში ცალსახად პილონია
და არა სვეტი.
(კარკასი გადახურვის დონეებზე რიგელებით)
რიგელი არის და შემდეგ ფილა ანუ რიგელია მოწყობილა და ფილა რიგელის
ზედა ნაწილში არის ფილის კარკასი შესულია რიგელის კარკასში, რიგელის
სიგანე სვეტის სიგანის ტოლია თუმცა შეიძლება მეტი იყოს გარკვეულ
შემთხვევებში და სიმაღლე არის მალის მეთორმეტედი ფილის სისქე 16-18-20 სმა
გააჩნია როგორია მალი. თუმცა მეორე ფოტოზე პირდაპირ სვეტია და უტიგელო
კარკასია ფილის სისქე ურიგელო კარკასის შემთხვევაში გაცილებით მეტია თუმცა
ურიგელო პირობითადაა.. (ჩმალულია) ეს მომენტი გაცილებით თავისუფალ
გეგმარების საშუალებას იძლევა შეგვიძლია ტიხრები თავისუფლად მოვაწყოთ და
რიგელი არ წაიკითხება. ფილის სისქე 22 სმ-ზე ნაკლები არ უნდა იყოს და რაც
უფრო იზრდება მალი სვეტებს შორის მანძილი იზრდება ფილის სისქეც 30-40 სმ-
მდე. როცა მალი 10 მეტრის ფარგლებშია. ეს კარკასი ურიგელო არ არის ფარული
რიგელია მოწყობილი ფილის სისქის ხარჯზე. სიგანე ფარული კარკასისა გახლავთ
სვეტის განიკვეთზე მეტი, სიმაღ₾ე ფილის სიმაღ₾ის ტოლია თუმცა სიგანე სვეტის
განიკვეთს სცდება. ამ ბრტყელ გადახურვას პირობითად ვუწოდებთ ურიგელო
კარკასს, თუმცა რიგელი არსებობს და დამალულია ფილის სისქეში.

მაღ₾ივი შენობები სიხისტის ბირტით


გვაქვს მაგალითი წერტილოვანი განფენილი შენობისა მისი სიგანე ნაკლებია
შენობისა და გახლავთ ერთ ბირთვი მოწყობილი, აქაც შეიძლება
შემოვიფარგლოთ ერთი სიხისტის ბირთვით და მოცემულია 2 კონსტრუქციული
გადაწყვეტა კარკასისა და ბირვისა რკინა-ბეტონსა და ლითნში. ორტესებრი
განიკვეთისაა სვეტები და მასში მოთავსებულია ბირთვი, იგივე რკინა-ბეტონის
კედელი. 1 ფოტოში ლითნის ფურცლებითაა ქარხნულად დამზადებული სვეტები
(ორტესებრი კოჭის სიმაღლე შეიძლება იყოს 1 მეტრიც კი თუმაც ის ქარხნულად არ
მზადდება და ქარხნებში მზადდება ეწყობა და დუღდება) სვეტიშეიძლება
ორტესებრი განიკვეთის იყოს ან მართკუთხა კვეთის ოღონდ კუთხოვანებისა და
კავშირებით შედგენილი. ბირთვი კონსტრუირებულია- კვეთის კუთხეებშ ბირთვისა
არის სვეტები და შემაერთებელი ჰორიზონტალური რიგელები და კავშირები
ვერტიკალური მათ შორის ჯვრის ტიპის.
მეორე ფოტოში მონოლითური რკინა-ბეტონია
გრძივი და განივი რიგელები შედის ბირთვის ტანში, სწორედ ეს ბირთვია
მაფორმირებელი ამ შენობის მოცულობითი სიხისტისა. მონოლითური
რკინაბეტონის საძირკველის ფილა საიდანაც სტარტს იღებს ბირთვი და ყველა
ვერტიკალური ელემენტი რომელიც უჭრად ადის ბოლო სართულის თავის
ნიშნულამდე

განფენილი შენობები (ორბირთვიანი)


სიგანე უფრო ნაკლებია ვიდრე სიგრძე, ერთი ბირთვით ვერ შემოვიფარგლებით
და გვაქვს ორი ბირთვი და მათ შორისაა რიგელები მოწყობილი და ასევე სვეტები
რომელიც რიგელებთანაა შეერთებული. ნაკერი არ გვაქვს და თუ შენობა 72
მეტრზე დიდია მაგ შემთხვევაშ ხდება უკვე ტემპერატურული ნაკერის მოწყობა.
თუმცა აქ ორი შენობა გვაქვს პირობითად დმაგრამ მათი საძირკველი არაა
დაჭრილი და მთ₾იანი ერთიანია, ძირითადად მაღლივ შენობებში რკინა-ბეტონის
ფილაა საძირკველი და ასევე შეიძლება იყოს რკინა-ბეტონის ხიმინჯები რომლის
თავის ნიშნულზეც არის რკინა-ბეტონის მონოლითური ფილაა. ეს გახლავვთ 15-20
40 სართულიანი შენობები. ბირთვი არ არის ყრუ კედელი, მას აქვს თავისი
განათებები , კომუნიკაციაც და ჰაერ-გამწოვებიც. კვეთი სუსტდება, სიხისტე იკლებს
და ამიტომაც სათანადო არმირებაა საჭირო.
(რეალური ფოტო)
ამ შენობაში აუცილებელი გახდა დიაფრაგმის მოწყობაც, განივად არის 3 მალიანი
გრძივი მიმართულებით მალი დიდია. ბოლო მალშია ბირთვი მოწყობილი,
დეფიციტი ჩნდება სიხისტისა ამიტომაც დიაფრაგმა მოეწყო პილონებთან, რომ
გადანაწილებული იყოს თანაბრად და სიმეტრიულად. მონოლითური შენობები
კეთდება უმეტესწილად საქართველოში , თუმცა საბჭოთა კავშირის დროს
ანაკრეფი კონსტრუქციები კეთდებოდა ინდუსტრიული მშენებლობის გამო.
დაუშვათ ანაკრეფია მოწყობილი და მცოცავი ყალიბებით ხდება ასაწევი სართლშა
გადახურვის ფილების ან ერთ სართულის ტრანსპორტირება. ფილა პირველ
სართულზე დამზადდა და მცოცავი ყალიბებით ადის მაღლა. 7 ფოტოზე მოეწყო
პირველის სართულის ნიშნულზე და მცოცავი ყალიბებით მოეწყო ბოლო
სართულზე და ბოლოს მონტაჟდება პირველ სართულზე, თუმცა თბილისში არ
არის აპრობირებული, ეს ხდებოდა საბჭოთა კავშირის დროს.

You might also like