You are on page 1of 3

ზოგადი ქიმიის ლაბორატორიული კურსი

საკონტროლო დავალება #13


ლითონის ნაკეთობის გალვანური მეტალებით დაფარვა

შესავალი
ელექტროლიზის პროცესში ხდება კატიონების მოძრაობა ანოდიდან კათოდისკენ.
აქტიური მეტალების შემთხვევაში კათოდზე აღდგება წყალბადი, ხოლო პასიური
მეტალების შემთხვევაში აღდგება მეტალი. ამ მეთოდით შესაძლებელია კათოდად
გამოყენებული ნაკეთობის გალვანური მეტალებით დაფარვა.

მოცემული გაქვთ:
რეაქტივები:

• სპილენძის სულფატის წყალხსნარი


• ნიკელის სულფატის წყალხსნარი
• ნატრიუმის სულფატის წყალხსნარი
• სპილენძის ფირფიტა
• ნიკელის ნაჭერი
• მეტალის მონეტა
• რკინის ფირფიტა

ჭურჭელი და მოწყობილობები:

• ელექტროლიზის აბაზანა
• შტატივი დამჭერით
• დენის გამმართველი
• ჩამრეცხი

პრაქტიკულად შესასრულებელი ამოცანები:

1. მოცემული მეთოდიკის მიხედვით უნდა ჩაატაროთ მონეტის დაფარვა სპილენძით,


გამოყოფილი სპილენძის მასის და ფენის სისქის დადგენა
2. სპილენძის ფირფიტის დაფარვა ნიკელით.
3. ექსპერიმენტის შედეგები უნდა შეიტანოთ ცხრილში, რომელიც ოქმის სახით თან
ერთვის დავალებას.

ექსპერიმენტი შესაძლებელია ჩაატაროს ორმა სტუდენტმა ჯგუფურად.


საკონტროლო დავალება #13 ზოგადი ქიმიის ლაბორატორიული კურსი

მეთოდიკა

• მონეტის ზედაპირის მომზადება


მეტალის მონეტა კარგად გარეცხეთ საპნიანი წყლით ან სპირტით და დაამაგრეთ
ნატრიუმის სულფატის აბაზანაში ანოდად, ისე, რომ მონეტა ხსნარით მინიმუმ ნახევრად
დაიფაროს. კათოდად გამოიყენეთ რკინის ფირფიტა. ჩართეთ დენის გამმართველი და
ჩაატარეთ ელექტროლიზი 3 წუთის განმავლობაში მაქსიმალური დენის სიმძლავრით
(ძაბვა 15 ვ-მდე), შემდეგ მონეტა ამოაბრუნეთ და გაიმეორეთ იგივე. ამ პროცედურის
შემდეგ მონეტის პრიალა ზედაპირი ფოროვანი გახდება და ბზინვარებას დაკარგავს.

• მონეტის დაფარვა სპილენძით


მონეტა გარეცხეთ და ჩაამაგრეთ სპილენძის სულფატის აბაზანაში კათოდად, ისე, რომ
მონეტა ხსნარით მინიმუმ ნახევრად დაიფაროს. ანოდად გამოიყენეთ სპილენძის ნაჭერი
და ჩართეთ დენის გამმართველი. პოტენციალთა სხვაობა ისე დაარეგულირეთ, რომ
დენის ძალა 0.4 ამპერს არ აღემატებოდეს. დაახლოებით 10 წუთის შემდეგ მონეტა
ამოაბრუნეთ და გაიმეორეთ იგივე. ოქმში ჩაინიშნეთ დენის ძალა და დენის გატარების
დრო. სპილენძით დაფარული მონეტა გარეცხეთ და აჩვენეთ პედაგოგს შესაფასებლად.

• სპილენძის ფენის სისქე


ჩანიშნული მონაცემების და ფარადეის კანონის გამოყენებით გამოთვალეთ
გამოყოფილი სპილენძის მასა და ფენის სისქე. ამისათვის გაითვალისწინეთ, რომ
მონეტის დიამეტრია 20 მმ, სპილენძის სიმკვრივეა 8.92 გ/სმ3, ხოლო ფარდობითი
ატომური მასაა 63.54.

• სპილენძის ფირფიტის მონიკელება


ანოდად გამოყენებული სპილენძის ფირფიტა გარეცხეთ და გააშრეთ. პერმანენტული
მარკერით დააწერეთ წარწერა და/ან დაახატეთ ნახატი და დაელოდეთ კარგად გაშრობას.
შემდეგ სპილენძის ფირფიტა ჩაუშვით ნიკელის სულფატის წყალხსნარის აბაზანაში
კათოდად, ისე რომ თქვენი წარწერა და/ან ნახატი ხსნარით სრულად დაიფაროს.
ანოდად გამოიყენეთ ნიკელის ნაჭერი და ჩართეთ დენის გამმართველი. პოტენციალთა
სხვაობა ისე დაარეგულირეთ, რომ დენის ძალა 0.4 ამპერს არ აღემატებოდეს. სპილენძის
ფირფიტა დატოვეთ ხსნარში ზედაპირის ნიკელით სრულად დაფარვამდე (3-5 წუთი),
შემდეგ ამოიღეთ და გარეცხეთ. მარკერის მოშორება შესაძლებელია სპირტით ან
აცეტონით. მიღებული წარწერა/ნახატი აჩვენეთ პედაგოგს.
ზოგადი ქიმიის ლაბორატორიული კურსი

სახელი და გვარი
პროგრამა ჯგუფის #

საკონტროლო დავალება #13


ცდის ოქმი

დავალება შეფასება

მონეტის ზედაპირის მომზადება

მონეტის დაფარვა სპილენძით

სპილენძის ფირფიტის მონიკელება

გამოყოფილი სპილენძის მასის ფენის სისქის გამოთვლა: შეფასება


გამოყოფილი
დენის ძალა, ამპ სპილენძის
მასა, გ
ელექტროლიზის გამოყოფილი
ჩატარების დრო, სპილენძის
წმ სისქე, მმ

ჯამური ქულა:

You might also like