You are on page 1of 6

რეზერფორდის ცდა,

ატომის პლანეტარული
მოდელი

ლელა აბესაძე
• ატომის შინაგანი
სტრუქტურის კვლევის
პირდაპირი პირველი
ექსპერიმენტები
რეზერფორდისა და მისი
თანამშრომლებს ე.მარსდენსა
 და ჰ.გეიგერს ეკუვთნოდა
(1909-1911 წწ.).
რეზერფორდმა გადაწყვიტა
ატომების ზონდირებისთვის
გამოეყენებიბა Α-ნაწილაკები,
რომლებიც რადიუმის და
ზოგიერთი სხვა ელემენტის
რადიოაქტიური დაშლისას
მიიღებიან.
ტყვიის კონტეინერში მოთავსებული რადიოაქტიური
წყაროდან Α-ნაწილაკები მიმართული იყო თხელი მეტალური
ფოლგისაკენ. გაბნეული ნაწილაკები ხვდებოდნენ თუთიის
სულფიტის ფენით დაფარულ ეკრანზე, რომელზეც სწრაფი
დამუხტული ნაწილაკის მოხვედრას ნათება ახლავს. ეკრანზე
სინტილაცია (ანტება) მოკროსკოპის დახმარებით თვალით
დაიკვირვებოდა. რეზერფორდის ცდაში Α-ნაწილაკების
გაბნევას შეიძლება ნაწილაკების თავდაპირველი ნაკადის
მიმართ სხვადასხვა Φ კუთხით იქნეს დაკვირვებული.
აღმოჩნდა, რომ Α-ნაწილაკების უმრავლესობა მეტალის თხელ
ფენაში გადის  პრაქტიკულად გადახრას არ განიცდის. მაგრამ
ნაწილაკების მცირე ნაწილი გადაიხრება მნიშვნელოვანი
კუთხით, რომელიც 30° აღემატება. ძალიან ცოტა Α-ნაწილაკი
(დაახლოებით ერთი ათი ათასიდან) დაახლოებით 180°
კუთხით გადაიხრება.
• თუ იმ სფეროს რადიუსი, რომელშიც მთელი დადებითი მუხტია თავმოყრილი, N -ჯერ შეცირდება, Α-
ნაწილაკზე მომქმედი უკუგდების მაქსიმალური ძალა, კულონის კანონის თანახმად გაიზრდენა N2-
ჯერ. აქედან გამომდინარე,  საკმარისად დიდი N-სთვის Α-ნაწილაკები შეიძლება განიცდიდეს გაბნევას
დიდი კუთხეებით, 180°-მდეც კი. ამ მოსაზრებებმა რეზერფორდი მიიყვანა დასკვნამდე, რომ ატომი
თითქმის ცარიელია, და მთელი მისი დადებითი მუხტი მცირე მოცულობაშია თავმოყრილი. ატომის ამ
ნაწილს რეზერფორდმა ატომის ბირთვი უწოდა. 
• რეზერფორდის ცდებიდან გამომდინარე რადიკალურმა
დასკვნებმა ატომის აგებულების შესახებ მევრი მეცნიერის
უნდობლობა გამოიწვია. გამონაკლის არც თვით რეზერფორდი
წარმოადგენდა, რომელმაც თავისი შედეგები თავისი პირველი
ექსპერიმენტის ჩატარებიდან ორი წლის შემდეგ, მხოლოდ 1911
წელს გამოაქვეყნა. მიკროელემენტების მოძრაობის კლასიკურ
წარმოდგენებზე დაყრდნობით რეზერფორდმა
წარმოადგინა ატომის პლანეტარული მოდელი. ამ მოდელის
მიხედვით, ატომის ცენტრში მოთავსებულია დადებითად
დამუხტული ბირთვი, რომელშიც თითქმის მთელი მასაა
თავმოყრილი. ატომი ზოგადად ნეიტრალურია. ბირთვის
გარშემო, პლანეტის მსგავსად, ბირთვის მხრიდან კულონის
ძალების მოქმედებით მოძრაობენ ელექტრონები. უძრაობის
მდგომარეობაში ელექტრონს ყოფნა არ შეუძლია, რადგანაც მაშინ
ისინი ბირთვზე დაეცემიან.
მადლობა ყურადღებისთვის!

You might also like