You are on page 1of 2

ვარიანტი N2

მარიამ აბულაძე

გიორგი მერჩულის „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება“- ში ვხვდებით პერსონაჟს,


ცქირს, რომელიც საჰაკ ამირის ძის მიერაა აღზრდილი. ის უკეთური,
გაბოროტებული პიროვნებაა. ამირამ ის აშოტ კურაპალატთან გამოგზავნა . გზად
ნახავს, რომ ანჩის ეპისკოპოსი გარდაცვლილია და კურაპალატს მოსთხოვს
დიაკვნობას. ის ამით უპირისპირდება მთელს ტაო-კლარჯელ სულიერ სამყაროს
და პირიქით, ტაო-კლარჯელი ბერები უპირისპირდებიან მას. კურაპალატი
იძულებულია მას ანგარიში გაუწიოს და აძლევს მას საყდარს.

გრიგოლ ხანძთელი ხელს უშლიდა ცქირს უზნეობების გავრცელებაში(„ხოლო


უწესოებაჲ მისი მრავალ-გზის ემხილა წმიდათა მათ პირველთა კლარჯეთისა
მეუდაბნოეთაგან მამათა და ყოველთა მათგან სამწყსოთა კათოლიკე
ეკლესიისათა, უფროჲს ხოლო მამისა გრიგოლისგან, რამეთუ არქიმანდრიტი იყო
იგი დიდებულთა მათ უდაბნოთაჲ.“), რამაც, ჩემი აზრით, ცქირს წმინდა მამის
მოკვლის სურვილი აღუძრა, იქცა მისთვის პირველ მეტოქედ, რომელსაც
გამუდმებით „ებრძოდა“.
ცქირმა ერთი უბადრუკი, ურცხვი და მშვილდოსნობაში გაწაფული ანჩელი კაცი
მოისყიდა მამა გრიგოლის მოსაკლავად, რისთვისაც 300 კგ. ფეტვსა და 5 თხას
დაჰპირდა. როდესაც აგარაკიდან ხანძთაში მიმავალი მამა გრიგოლი შვილდ-
ისრით შეიარაღებულმა, ჩასაფრებულმა მკვლელმა იხილა, ძრწოლამ შეიპყრო,
რადგან წმინდა ბერს, რომელიც ეფრემ ასურის თქმულ საკითხავებს ზეპირად
აღმოიტყოდა და სულიწმიდის მადლით საღმრთო ხილვები ჰქონდა, ცამდე
აღწეული ბრწყინვალე ნათლის სვეტი ფარავდა და თავზე ცისარტყელას მსგავსად
ჯვარი ედგა. ამ დიდების მხილველი უბადრუკი კაცს მკლავი გაუშეშდა და
ზარდაცემული ძირს დაეცა. გრიგოლმა უთხრა, რომ საწყალობელი იყო,
რადგანაც უარყო ქრისტე და მისი სული ჯოჯოხეთისთვის გაამზადა 3 გრივნისა და 5
თხისთვის.
ვფიქრობ, სწორედ მისმა ამ სიტყვებმა და ხილულმა სასწაულმა გააღვივა კაცში
სინანულის გრძნობა. ის ტირილით ევედრებოდა მას:
„შემიწყალე, წმიდაო ღმრთისაო, განწირული ესე მკლველი შენი და მიემსგავსე
ქრისტესა მკლველთა თჳსთა მონანულთა შემნდობელსა, რამეთუ არა დაშთა
ძალი ჩემი ჩემ თანა საშინელისა ხილვისა შენისაგან, რომელმან დამაკუეთა მე“.
ცქირმა მოითხოვა ხანძთის დანგრევა. როგორც ჩანს, ის მბრძანებლობს ანჩელ
ადამიანებზე. ის გზავნის ხალხს, რომელსაც ცხადია არ უნდა ტაძრის დანგრევა.
მამა გრიგოლმა იქ მისულ ხალხს სთხოვა, შუადღემდე დრო მიეცათ, სალოცავად.
ისინიც დათანხმდნენ, რადგან მრავალჯერ ენახათ მის მიერ აღსრულებული
სასწაულები. ღვთის წყალობა ისევ ხანძთელების მხარეს იყო. ნეტარი ბერის
ვედრება ისმინა უფალმა და წმინდა ანგელოზის მიერ აუწყა, რომ საღმრთო
შურისძიება ეწეოდა მათ მტერს და მალე მოვიდოდა ამბავი მისი სიკვდილისა.
გახარებული მამა გრიგოლი ეკლესიიდან გამოვიდა და უთხრა ტაძრის
დასანგრევად მისულ ხალხს, ნუღარ გეშინიათ თქვენი ბოროტი
მომავლინებელისა, რადგან უფალმა რისხვით მოკლა იგიო. ამ დროს მოვიდა
კიდეც მაცნე, რომელმაც აუწყა მათ:
„ნუღარ იკადრებთ დარღვევად დიდებულსა ხანძთასა, რამეთუ დამარღვეველი
მაგისი მოკვდა“-ო.
გრიგოლის ტაძარში შესვლა გავდა მაცხოვრის იერუსალიმში შესვლას. მას
უდაბნოს ვარსკვლავს უწოდებენ. ის ლაკონურად და მოკლედ აგვარებს ძნელად
დასაშოშმინებელი შფოთვას. ყველა ენდობა მას. ხალხი პატივს სცემს მამა
გრიგოლს. მისი სიტყვა კანონია, გადამწყვეტია მათთვის.

You might also like