You are on page 1of 3

ტექსტის რედაქტირება:

ალექსანდრე დიუმას ( მამას) აინტერესებდა ყველაფერი, რაც ეპოსის სრულ- ყოფაში დაეხმარებოდა.
ის ფაქტობრივ სიზუსტეს ყოველთვის არ იცავდა. დიუმას შემოქმედების კომენტატორები
აღნიშნავენ რომ ავტორი ისტორიას უცერემონიოთ ეპყრობოდა. იგი ფაქტებს მხატვრულად
აღითქვამდა და ანზოგადებდა, რისთვისაც მისეული ინტერპრეტაცია ყოველთვის სანდო არ იყო.

კავკასიის აწმყო და წარსული დიუმასთვის , უპირველეს ყოვლისა, ეპოსია, ეპოსში კი როგორც


მოსალოდნელია ისტორიისა და მითოლოგიის გაერთიანება ხდება. ,, კავკასია’’, რომელიც
მოგზაურობის შთაბეჭდილებით შეიქმნა მკითხველს შინაგანი მთლიანობით ჰხიბლავს. მთავარი
თემა კავკასია მთავარი გმირი კი თვითონ დიუმაა. ავტორი აღწერას არ ჯერდება. ის თავს
ეგზოტიურ სამყაროში გრძნობს და ემოციას ყოველთვის გულწრფელად გამოხატავს.

წაიკითხე მოცემული ტექსტი და უპასუხე კითხვებს:

მაშინ ჴელმწიფეთა მათ აღმზრდელთა მისთა და სანატრელმან დედამან მისმან და ერისა


სიმრავლემან ინებეს ხუცად კურთხევაჲ ამის ნეტარისაჲ. და ჰრქუეს მთავართა მათ და მშობელმან
მისმან: „შვილო, ყოვლად კეთილო და სარწმუნოო ქრისტეს მონაო, აჰა მოიწია ჟამი
წინაჲსწარმეტყუელისა დავითის თქუმულისაჲ, რომელსა იტყჳს: „ვინ აღვიდეს მთასა უფლისასა,
ანუ ვინ დადგეს ადგილსა წმიდასა მისსა? არამედ უბრალოჲ ჴელითა და წმიდაჲ გულითა“. და აწ
შენ გპოვა ქრისტემან უბრალოჲ ჴელითა და წმიდაჲ გულითა და რაჲთა შენ აღხჳდე მთასა უფლისასა
და დასდგე ადგილსა წმიდასა მისსა შემწირველად წმიდასა და უსისხლოსა მსხუერპლსა მისსა
ღირსებისა შენისათჳს და სასოდ სულთა და ჴორცთა ჩუენთა“.

ხოლო ამას ნეტარსა დაღაცათუ აქუნდა სიყუარული მღდელობისაჲ, შეზრუნდა სიტყუასა მათსა
ზედა და შიში დაეცა სიახლისათჳს ჰასაკისა მისისა და ჰრქუა მათ: „აწ პატივსა ვხედავ და
პატიჟისაგან მეშინის“. მაშინ მიუგეს ბერთა მათ მთავართა და ჰრქუეს: „შენ მოგცა ქრისტემან
კეთილი მოხუცებულებაჲ გონებისაჲ. და აწ ნუღარა ურჩ იქმნები, არამედ მორჩილ იქმენ ბრძანებასა
ქრისტჱსსა და ჰმონე მას მღდელობითა, რომელმან ივნო ჩუენთჳს მღდელმან მან საუკუნემან, და
ჩუენ, ყოველნი, გუაცხოვნა“.

ხოლო ნეტარი გრიგოლ დაემორჩილა მათ და ნებითა ღმრთისაჲთა იკურთხა ხუცად ვედრებისაებრ
მვედრებელთა მისთაჲსა, რომელ შუენოდავე კრძალულებით საღმრთოჲთა კანონითა ქცევასა მისსა
და მარადის წმიდისა სამებისა მართლ-მადიდებლობასა. და ესრჱთ მხიარულ იქმნა სიმრავლჱ იგი
ერისაჲ.

მაშინ მთავარნი იგი განიზრახვიდეს ებისკოპოსობასა მისსა. ხოლო ნეტარმან გრიგოლ, ვითარცა
იხილა თავი თჳსი ჴორციელად დიდებასა შინა, ფრიად წუხდა გული მისი და განიზრახა ფარულად
სივლტოლაჲ თჳსით ქუეყანით.

1. როგორ გესმით ,,ერისა სიმრავლემან’’ ?


ა) ხალხმა
ბ) ნათესავებმა
გ) ოჯახის წევრებმა

2. როგორ გესმით ,, უბრალოჲ ჴელითა და წმიდაჲ გულითა“ ?


ა) უდანაშაულო და წმინდა გულის
ბ) უბრალო გულის და წმინდა სულის
გ) მოკრძალებული და გულწრფელი
3. მოცემული მონაკვეთის მიხედვით, რისი სიმბოლოა მთა?

ა) უფალთან მიახლოების
ბ) სამსჯავროს
გ) საღვთო სამართლის

4. რა იგულისხმება: ,,შემწირველად წმიდასა და უსისხლოსა მსხუერპლსა


მისსა’’?
ა) ზიარება
ბ) აღსარება
გ) ნათლისღება

5. „აწ პატივსა ვხედავ და პატიჟისაგან მეშინის“- როგორ გესმის ,,პატიჟი’’ ?


ა) დიდება
ბ) პასუხისმგებლობა
გ) სასჯელი

6. როგორ გესმით ,, ხუცი’’?


ა) უფროსი
ბ) ბრძენი
გ) მღვდელი

7. როგორ გესმით ,,მოხუცებულებაჲ გონებისაჲ’’?


ა) გონების სიკეთე
ბ) გონებაგახსნილი
გ) სიბრძნე

8. გახდა თუ არა გრიგოლი მღვდელი?


ა) დიახ
ბ) არა

9. რატომ ეშინოდა გრიგოლს ეპისკოპოსად კურთხევის?


ა) ეშინოდა ერისთავების
ბ) ეგონა, რომ დაკისრებულ მოვალეობებს თავს ვერ გაართმევდა
გ) ამქვეყნიური დიდების ეშინოდა

10. ,,სივლტოლა’’ ნიშნავს გაქცევას. საიდან სად გაიქცა გრიგოლი?


ა) აღმოსავლეთ საქართველოდან დასავლეთ საქართველოში
ბ) ქართლიდან სამხრეთ- დასავლეთ საქართველოში
გ) ქართლიდან ჩრდილოეთის მხარეს

დაწერე თხზულება თემაზე: გმირობა პირადი გადაწყვეტილებაა და კომპრომისს


გამორიცხავს
იმსჯელეთ როგორ არის წარმოჩენილი ეს საკითხი მოცემულ ეპიზოდში და
რამდენად აქტუალურის იგი დღეს

გმირობა ოდითგანვე მნიშვნელოვანი ტერმინი და ქმედებაა მსოფლიო


ისტორიისთვის. სხვა ადამიანის გადასარჩენად საკუთარი სიცოცხლის გაწირვა ან
საფრთხეში ჩაგდება დიდ გამბედაობასა და სიმამაცეს მოითხოვს. მაგრამ, გმირობა
მხოლოდ ამ ასპექტებს არ მოიცავს. ქვეყნის განვითარებისთვის გადადგმული
ნებისმიერი ნაბიჯიც კი, გმირობის ერთ-ერთი მაგალითია. გმირისთვის არ არსებობს
კომპრომისები, იგი პირადად იღებს გადაწყვეტილებებს და არ უშინდება შედეგებს.

გრიგოლ ხანძთელი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული


პიროვნებაა. მის მიერ დაწყებული საეკლესიო აღმშენებლობა საქართველოს
გაერთიანების საფუძველი იყო. გრიგოლის გმირობად ითვლება ის ძალისხმევა,
რომელიც მან მოახმარა ეკლესია-მონასტრების მშენებლობას. მოცემული მონაკვეთის
მიხედვით, ის იყო პიროვნება, რომელმაც ხორციელ პატივს, გამხდარიყო
ეპისკოპოსი, ამჯობინა ფარულად განშორებოდა ადგილს, სადაც ის ბავშვობიდან
იზრდებოდა, რაც ნაწილობრივ გამოხატავს მის გმირულ პიროვნებას. „აწ პატივსა
ვხედავ და პატიჟისაგან მეშინის“. გავიხსენოთ ერთ-ერთი ქართველი გმირი
თევდორე მღვდელი, რომელმაც ქართლში შეჭრილი ოსმალები სხვა მიმართულებოთ
გაიტყუა და დააშორა ისინი მეფის ბანაკს. ოსმალები კი მიუხვდნენ განზრახვას და
წამებით მოკლეს. ამ გმირობით თევდორემ მრავალი ადამიანის სიცოცხლე
გადაარჩინა. ასევე გავიხსენოთ შუშანიკი, რომელიც არ შეუშნდა სიკვდილს და
რელიგიის გამო თავი გაწირა. აგრეთვე ჭეშმარიტი ქრისტიანის მაგალითი გადა
წარმოშობით არაბი აბო თბილელი,რომელმაც თბილისში ქრისტიანობის ქადაგება
გადაწყვიტა იმ დროს, როდესაც ხალხს ყველაზე მეტად სჭირდებოდა ვინმე, ვინც
რწმენას შეუნარჩუნებდა. მათი ეს საქციელი გმირობის ნათელი მაგალითებია.

დღევანდელ რეალობაში გმირობის ფაქტებს ისეთი სიხშირით ვერ


შევხვდებით, როგორც ადრე. მაგრამ, დღესაც არიან დასაფასებელი ადამიანები, ვინც
ბევრს შრომობენ ქვეყნის განვითარებისთის. მაგალითად პოეტები, მწერლები,
საზოგადო მოღვაწეები, მასწავლებლები, ექიმები და სხვა. გმირია ექიმი, რომელიც
სიკვდილს გამოსტაცებს ხელიდან მომაკვდავ პაციენტს. გმირია მასწავლებელი,
რომელიც ძალას არ იშურებს, რათა განათლებული თაობა აღზარდოს. ეს ადამიანები
ჩვენი ქვეყნის ისტორიას ქმნიან და მათი გმირობა დასაფასებელია.

You might also like