You are on page 1of 3

გრიგოლ ხანძთელის მსოფლმხედველობა

გიორგი მერჩულეს ,,ცხოვრებაი წმიდისა გრიგოლ ხანძთელისაი”


ნათლად იკვეთება წმინდა გრიგოლის შეხედულობა სამყაროზე, როგორც
ამქვეყნიურ ასევე ზეციერ ცხოვრებაზე, ზნეობაზე და სხვა მრავალი.
წმინდა გრიგოლი, როგორც ვიცით იზრდებოდა ნერსეს ოჯახში,
რომელმაც გადმოიყვანა ჩვენს ქრისტიანულ სარწმუნოებაზე, არანაკლებ
დიდი ღვაწლის მქონე ნეტარი აბო. შესაბამისად გრიგოლ ხანძთელი,
ნათელია ქრისტიანული შეხედულებებით უყურებდა ცხოვრებას და
აფასებდა მას.მამა გრიგოლი პატარაობიდანვე განსხვავდებოდა სხვა
დანარჩენი ბავშვებისგან, იგი მარადიულად სწავლობდა ,,რამეთუ არა
იყო, ვითარცა ჭაბუკი, მზუაობარ და ჭადამთა გულისსათქუმელთა
მოყუარე”. წმინდა გრიგოლი, ბავშვობიდანვე
გამოირჩეოდა ,,მოხუცებულებაი გონებისაით” და პატარა ასაკიდანვე იგი
განუწყვეტლივ მარხულობდა და არ იღებდა ისეთ საკვებს, რაც მას
დააკმაყოფილებდა, რადგან მას მიაჩნდა, რომ სხეული მისი არასოდეს არ
უნდა გაბატონებულიყო მასზე და მის სულზე, რათა ეს ყოველივე,
ფიზიკური მოთხოვნილებები და სურვილები, მას გადაეღობებოდა
ჭეშმარიტ გზაზე, რომელსაც გრიგოლი საბოლოოდ ქრისტესთან უნდა
მიეყვანა. წმინდა გრიგოლი ძალზედ მორწმუნე ადამიანი იყო და
რელიგიას, იგი ყოველთვის პირველს აყენებდა, როგორც ავტორი
გვეუბნება: ,,ქართულსა ენასა შინა ყოველი დაისწავლა და
მწიგნობრობაიცა ისწავა მრავალთა ენათაი და საღმრთონი წიგნი ზეპირთ
მოიწუართნა. ხოლო სიბრძნეცა იგი ამის სოფლისა ფილოსოფოსთაი
ისწავა კეთილად და, რომელი პოვის სიტყუაი კეთილი, შეიწყნარის,
ხოლო ჯერკუალი განაგდის”, აქედან არა მარტო ის ჩანს, რომ წმინდა
გრიგოლი მეტად განათლებული იყო მწიგნობრობაში, არამედ იკვეთება
ძალზედ მნიშვნელოვანი გრიგოლის, თვისება და დამოკიდებულება.
ვგებულობთ, რომ გრიგოლი ფხიზელი და ყოველთვის ფრთხილი
ადამიანი გახლდათ, ამქვეყნიურ ნივთებთან, თემებთან, რადგანაც, იგი
რელიგიურ წიგნებს გულდასმით სწავლობდა და ყველაფერს ზეპირად
იმახსოვრებდა, ხოლო საერო თხზულებებს ის ყოველთვის ფრთხილად
ეკიდებოდა და რასაც არ ეთანხმებოდა და მიუღებელი მიაჩნდა უკუ
აგდებდა. გრიგოლს მიაჩნდა, რომ სიფხიზლე აუცილებელი რამ იყო
ქრისტიანი ადამიანისთვის და მისი სულის გადარჩენისთვის, რადგან
მასში არ შეეღწია რაიმე შემაცდუნელს რაც მის მარადიულ სასუფევლის
დამკვიდრებაში და ქრისტესთან მისვლაში ხელს შეუშლიდა.
მე ვფიქრობ, რომ ნაწარმოების დასაწყისში გრიგოლს სხვა
შეხედულება აქვს ერთ გარკვეულ თემასთან, რომელზეც აზრს იგი
სრულებითაც იცვლის და ეს განაპირობებს მის უდიდეს სულიერ
ღვაწლს. როგორც ვიცით, როდესაც მას ხუცესად კურთხევას
დაუპირებენ, იგი შეშინდება და იძახის ,,და აწ პატივსა ვხედავ და
პატიჟისაგან მეშინის”, შეშინდება თავისი უბრალოებით, რაზეც
მიუგებენ, რომ იგი სწორედაც ამით გამოირჩევა: ,,უბრალო ხელით და
წმინდს გულით”.გრიგოლი ღვთის ნებით გაემგზავრება თავის ,,ძმებთან”
ერთად ,,უქმი უდაბნოი-ში”, რომელიც მტრის შემოსევებისგან მიწასთან
იყო გასწორებული, ნეტარ მამას მიაჩნდა, რომ განმარტოებული ლოცვა,
დაყუდებულობა იყო გზის ნამდვილი მხსნელი უფლისკენ და მას მალე
ეცვლება დამოკიდებულება, როდესაც ხუედიოსის ხილვის წყალობით,
თავის ნამდვილ ამქვეყნიერ მიზანს დაინახავს და მიხვდება,
რომ ,,ტალანტი სიბრძნისაი”, რომელიც ღმერთმა მას უბოძა უნდა
პირიქით გაემრავლებინა და არა სრულებით განმარტოებულიყო.
სწორედ ამის შემდეგ იწყება მისი უდიდესი ღვაწლი, ქართლში და
გრიგოლის მთავარი პრიორიტეტი გახდება, საქართველოს ღმრთის, იესო
ქრისტეს, მოსაწონ ქვეყანად ქცევა, ამიტომაცაა, რომ იგი აღაშენებს
უამრავ ეკლესია მონასტრებს, დაიმოწაფებს უამრავ ადამიანს და მათ,
ძმობის წევრებს, განგებ მკაცრ პირობებში, ყველანაირ ფიზიკურ
სიამოვნებას მოკლებული ამყოფებს და რა თქმა უნდა მათთან ერთად
ლოცულობს, მუშაობს გაუჩერებლივ თავისი სიცოცხლის უმეტეს
მანძილზე და როგორც ხუედიოსი მას უწოდებს იგი გახდება ,,მწყემსი
პირმეტყველთა ცხვართა” და გაამრავლებს ქრისტეს რჯულის მქონე
ხალხს ქვეყანაზე და ნელ-ნელა მოწაფენი მისი ,,ემსგავსებოდეს
მოძღუარსა კეთილსა, ვითარცა მოძღუარი მათი ემსგავსებკდა ქრისტესა”.
არ უნდა დავივიწყოთ ისიც, რომ გრიგოლი გამოირჩეოდა თავისი
სულიერი სიმშვიდით, შემწყნარებლობით და მას უკვე დასძლეული
ჰქოდნა სიკვდილის შიში და მან თავისი მკვლელიც კი პირისპირ ამხილა
და თავისი უდიდესი სიბრძნით თვალი აუხილა მშვილდოსანს.
გრიგოლისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი იყო: ,,სიმტკიცე ერთობისა
და სიყუარულისაი” და იგი მას, როგორც ყველა თავის მოწაფეში არამედ
გზიდან აცდენილ ხალხშიც კი თესავდა.
გრიგოლის აღმატებულება გამოირჩევა, რადგანაც თავისი უდიდესი
ღვაწლისდა მიუხედავად იგი იყო ყოველთვის თავმდაბალი და
არასდროს უხვევდა გზას 10მცნებიდან, როგორც ვიცით როდესაც მას
დედა ეწვია, მას პატიება შეთხოვა და უთხრა:,,შენ ცხოვრებასა ამას
წუთსა არაი გაკლდა ხორციელად და სულიერად აქამომდე. არამედ აწ
თანა-მაც მოღუაწებაი შენი სულიერად და ხორციელად მცნებისაებრ
უფლისა რომელსა ბრძნაებს პატივისათვს მშობელთაისა.და სიბრძნესა
წერილი არს: ,,შვილო, მიაგე მშიბელთა შენთა, რაი-იგი მოგაგეს, რამეთუ
თვნიეე მათსა შენმცა არა იყავ”. გრიგოლმა იცოდა, რომ თავისი
მშობლების გარეშე, მათი აღზრდის და გარკვეული ზეგავლენის გარეშე
იგი იმ სულიერ სიტუაციაში არ იქნებოდა როგორიც ახლა იყო, მშვიდი,
ყველანაირი ბოროტი, ცოდვილი აზრებისგან სუფთა და ყოველთვის
ღმერთის მსახურებაში მყოფი ადამიანი.
და ბოლოს მინდა ისევ ავღნიშნო ნეტარი მამა გრიგოლის სულიერი
სიმშვიდე, სიკვდილის წინ, მას დაძლეული ჰქონდა მისი შიში და
სიცოცხლის ბოლო წუთებსაც კი ღმერთის მსახურებაში ატარებდა, თავის
ამქვეყნიურ მოვალეობას ასრულებდა და თავის მოწაფეებს განსვენების
წინათაც კი გულდასმით არიგებდა, რადგან მას უნდოდა
დარწმუნებულიყო, რომ მისი მოწაფენი მის და ამავდროულად იესო
ქრისტეს სიტყვას გაავრცელებდნენ:,,ამათ ცნან ყოვლეთა, რამეთუ ჩემნი
მოწაფენი ხართ, უკუეთე იყუარებოდით ურთიერთას.” ლოცვისა და
ღმერთისადმი მადლის შეწირვის შემდეგ, წმინდა გრიგოლმა მშივდად
მიიძინა და მარადიულ სასუფეველში, როგორც ამქვეყნიურ ასევე
სულიერ ქვეყანაში, სამუდამო ადგილი დაიმსახურა, როგორც
სულიერად სრულყოფილმა ადამიანმა.

You might also like