You are on page 1of 5

...................

როცა
წინაპრის ნაკვალევს ვეძებ.
ამ
ხავსმოდებულ,ბებერ ლოდებთან,

მგონია,ხანჯლით დამიჭრის სხეულს,

მიტოვებული ციხის გოდება.

ცრემლებთან ერთად სწყდება ქონგურებს

სამდურავი და საყვედურები,

მიმწუხრის ბინდში სევდიან თვალით

იყურებიან სათოფურები.

ჩაადუღაბა კედლებში ჟამმა

ქართლის ცხოვრების ყველა სტრიქონი,

გადააქცია მარადისობად

მატიანე და ქორონიკონი.
ქარი
სევდიან სიმღერას მღერის
ამ
ხავსმოდებულ,ბებერ ლოდებთან
მერე
შორს მიაქვს მიტოვებული
და
დანგრეული ციხის გოდება.

ბალახი

შეგიმჩნევიათ სულ პაწია,ციცქნა ბალახი,

ზოგჯერ უცნაურ თრთოლვითა და ხანაც გულმშვიდად,

ჩვილი ბავშვივით თვალს უსწორებს მზეს და სინათლეს


და
შეუპოვრად მოიწევა მიწის პეშვიდან.
ხან
მოცელილი,ჩამოშლილი მტვრად და ნამცეცად

სიცოცხლის ჟინით იბადება ისევ თავიდან


ხანაც
უხეში,ტლანქი ძალით მიწას გართხმული
და
გათელილი ისევ დგება ნატერფალიდან.

უხმოდ მოცოცავს წვიმებისგან ტანდაცვარული


და
არ ადარდებს გაკერპებულს ბედთან ჭიდილი,
ამ
ბალახივით ამტანი და გასაოცარი

მარგუნე ღმერთო,სიცოცხლე და მერე სიკვდილი.

ბერის მონოლოგი

ვიყავი მეხრე და გუთნისდედა,

მიწას ვხნავდი და ოფლსაც ვიწმენდდი,

ტანზე კი ბერის მემოსა კაბა


და
ჩემს ტრაპეზზე უფალს ვიწვევდი.

მეცვა თორი და მამულის მტერი

შემიმუსვრია ,ღმერთო ბევრჯერაც


და
ჩემს სენაკში ხმალი და ჯვარი

განუშორებლად ერთად ესვენა.

კვლავ არ ეძინა ბილწსა და ართვალს,

იფიტებოდა ხნულში მარცვალი,

წასაწყმედელად ბზინავდა ვერცხლი


და
შუბლზე მაჩნდა ქრისტეს სამსჭვალი.

მიჩაქჩაქებდა მწყურვალი ჯორი,

ხვატი აშრობდა უდაბნოს წყვიადს


და
ბეღურები კენკავდნენ ხარბად

დილით,თოფრაკში ჩარჩენილ ხმიადს.


მე
გუთნისდედა ვიყავი ერთ დროს,
მიწას
ვხნავდი და ოფლსაც ვიწმენდდი,
ტანზე
კი ბერის მემოსა კაბა
და
ჩემს ტრაპეზზე უფალს ვიწვევდი.

You might also like