You are on page 1of 5

dedasvilobis madli

არქიმანდრიტi ილია ნასიძe

„დედის ლოცვას შვილის სულის გამოხსნაც კი შეუძლია ჯოჯოხეთიდან“

დედაშვილობის თემა ამოუწურავი და უსასრულოა ისევე, როგორც უსასრულოა


დედობრივი სიყვარულის ძალა. დედის სიყვარული უნაპიროა. ამ თვისებით
თითქოს უფლის სიყვარულს ჰგავს. როგორც უფალია გულმოწყალე და მზადაა
შეიბრალოს და დაიცვას თუნდაც ათასჯერ ცოდვაში ჩავარდნილი ადამის მოდგმა,
ასევეა დედის სიყვარული, რომელსაც შვილი ყველანაირი უყვარს: კარგი, ცუდი,
წესიერი, ზნედაცემული.... დედა მზადაა უსასრულოდ შეუნდოს და აპატიოს,
გულში ჩაიკრას და არაფერი დაიშუროს შვილის გადარჩენისათვის.

ჩვენ, ყველას ერთი საერთო დედა - ღვთისმშობელი გვყავს. როცა გვიჭირს,


როგორც დედას, მას ვუზიარებთ ტკივილს, დარწმუნებული იმაში, რომ დედა
ღვთისმშობელი ხელს კი არ გვკრავს, არამედ დაგვეხმარება და დედობრივ
შემწეობას გვიჩვენებს.

ადამიანის ბუნება რატომღაც ისეა მოწყობილი და მომართული , რომ მუდმივად


სასწაულს დაეძებს და იმის გასაცნობიერებლად რომ სასწაული ყოველ წუთს ჩვენს
თვალწინაა, დიდი დრო გვჭირდება.
„ერთ ბერთან ქალი მივიდა, რომელსაც ხელში ჩვილი ბავშვი ეჭირა და ბერს
უთხრა: შენ ქადაგებ, რომ ღმერთი არსებობს, მაჩვენე სასწაული რომ ვიწამო და
ვიწამებო. ბერმა შეხედა და უპასუხა: ყველაზე დიდი სასწაული ხელში გიჭირავს, რაღა
უნდა გაჩვენოო!“ მართლაც! ყველაზე დიდი სასწაული უფლის ქმნილებათა შორის
ადამიანია, ყველაზე დიდი წყალობა კი შვილი.
მინდა ერთი იგავი გავიხსენო სახარებიდან : (მათ.15.21-28) „ქანანელი
დედაკაცის ასული ეშმაკეულს შეეპყრო, ასეთ დღეში მყოფი შვილის დედა თავადაც
იტანჯებოდა, მან გადაწყვიტა ქრისტესთვის ეთხოვა შველა, დიდხანს ეზებდა
ხელსაყრელ მომენტს და როცა დედაკაცმა გაიგო , რპმ ქრისტე მათი ქალაქის
საზღვართან იყო, მყის გაეშურა ქრისტესკენ და გულმხურვალედ ევედრებოდა
შველას. დედაკაცი არ ეშვებოდა, არ სცხრებოდა და შეჰღაღადებდა: უფალო შემეწიე,
ჩემი შვილი საშინლად იტანჯებაო.
- არ არის კარგი, პურის აღება შვილებისაგან და ძაღლებისათვის დაგდება -
უპასუხა იესომ.
- ჰო, უფალო, მაგრამ ძაღლებიც ხომ ჭამენ ნამცეცებს , რომლებიც ცვივა მათი
ბატონის ტაბლიდან.-კვლავ შეჰღაღადა დედაკაცმა. მაცხოვარი გააოცა წარმართი
ქალის ასეთმა რწმენამ და განკურნა მისი ასული იმ წამსვე.“
რატომ გავიხსენე ეს იგავი. დააკვირდით დედის თავგანწირულ საქციელს
შვილისათვის, როგორ ემუდარება, როგორი იმედი და რწმენა გააჩნია, როგორი
სიმდაბლით ევედრება და ძაღლს ედარება, ამასთანავე როგორ დაუღალავად და
გულმხურვალედ მისდევს და ევედრება შვილის განკურნებას... და მეორე: უფალმა
წარმართი დედის ვედრება შეიწყნარა და მით უფრო არ შეეწევა ქრისტიან დედას და
მით უფრო არ შეისმენს ქრისტიანი დედის ლოცვას შვილებისათვის?! აი, როგორი
ძლიერია დედის ლოცვა. წმ. მამები ამბობენ პატერიკებში: დედის ლოცვას შვილის
სულის გამოხსნაც კი შეუძლია ჯოჯოხეთიდანო.
დედებმა უნდა ილოცონ შვილებისათვის, მათი კეთილგონიერებისა და
კეთილზნეობისათვის. ყოველდღე მადლობა უთხრან უფალს და შეავედრონ მათი
დედაშვილობა.

„სიმოკლისაგან გონებისა შეგიყვარებია ცუდმეტყველება“

სამწუხაროა, რომ დღეს, ზოგიერთი ახალგაზრდა უცნაურ მოდას თუ უგუნურობას


აყოლილნი, საკუთარი დედის გინებით უმძიმეს ცოდვაში ვარდება. „არა შვენის,
ძმანო, მართლმადიდებელთა ქრისტიანეთა რათა იგინებოდეს დედათა. რამეთუ
არს დედა ღვთის ყოვლადწმინდა ქალწული მარიამი, რომელიც ვცანით დედად
და დედოფლად. უკეთუ ვინმე იხმარს დედის გინებას, მაშინ დედა ღვთისა
განაშორებს მფარველობას და შემწეობასო“ - ამბობს წმ. იოანე ოქროპირი.
ზემოთაც აღვნიშნე, რომ ღვთისმშობელი ყველა ქრისტიანის დედად მოიაზრება
და დედის გინება შეურაცხყოფა და უპატივცემულობაა ჩვენი საერთო დედისა.
„სიმოკლისაგან გონებისა შეგიყვარებია ცუდმეტყველება დედის მიმართო“ _
ამბობს იოანე ოქროპირი. ამიტომაც გონიერებას უნდა მოუხმოს დიდმაც და
პატარამაც. უპირველესად მშობლებმა შვილებს ჩაუნერგონ დედაშვილობის
ღირსების დაცვა და პატივისცემა.

„ცოცხალი იმიტომ გადარჩი, რომ უფალს ნებავს“...

ადრეც ბევრჯერ მითქვამს, რომ ჩემი სიცოცხლე დედა ღვთისმშობლის ნაჩუქარია.


როცა ძალიან მძიმედ ვიყავი ავად, უმძიმესი დიაგნოზით სასიკვდილოდ
განწირული, დედა ღვთისმშობელს ვევედრებოდი შველას. ექიმებისთვისაც კი
აუხსნელი მიზეზებით გამოვედი ურთულესი მდგმარეობიდან და მკვდარი
გავცოცხლდი თითქმის... და ეს დედა ღვთისმშობლის მეოხებითაა, რადგან მთელი
წინასაოპერაციო და ოპერაციის პერიოდშიც მას ვავედრებდი ჩემს სიცოცხლეს.
როგორც ცოცხალს, ღვიძლ დედას სთხოვს შვილი დახმარებას გაჭირვების დროს,
ისე ვევედრებოდი ღვთისმშობელს.
სწორედ ეს ფაქტი გამახსენა მამა ნექტარიოსმა რამდენიმე წლის შემდეგ:
საბერძნეთში ვახლდი ჩვენს უწმინდესს 2004 წელს. იქ ერთ-ერთი მონასტრის
წინამძღვარს არქიმანდრიტ ნექტარიოსს შევხვდით. მან ზუსტად ეს ფაქტი გამახსენა,
თუ როგორ შემეშინდა სიკვდილის და როგორ ვევედრებოდი ღვთისმშობელს. არ
უნდა შეგშინებოდა სიკვდილის - მითხრა მამა ნექტარიოსმა - და ცოცხალიც იმიტომ
გადარჩი, რომ უფალს ნებავს, შენი ხელით შეიქმნას დედაშვილობის ხატი,
რომელიც სასწაულებს მოახდენსო. მართლაც წლების შემდეგ, თავისთავად მოხდა
და შევმენით ხატები, რომლებიც დედაშვილობასთანაა დაკავშირებული.

„საქართველო ჯერ კვართწილხვდომილი იქნა და მერე


ღვთისმშობლის წილხვდომილი.“
2015 წელს მოხდა სიდონიასა და ელიოზის დედის კანონიზირება . ეს ოჯახი დედა
და შვილები უშუალო მონაწილენი იყვნენ ქართლში მაცხოვრის კვართის დავანებისა.
ელიოზმა ჩამოაბრძანა, სიდონიამ მიიქვა და მასთან ერთად დაიმარხა. დედა მათი კი
პირველმარტვილად იქცა. ამ ხატის ისტორიაში არის დედაშვილობის საოცარი
ფაქტები. გახსოვთ ალბათ, როგორ არიგებს დედა, იერუსალიმში, ჯვარცმაზე
დასასწრებად მიმავალ ელიოზს, რომ მაცხოვრის ჯვარცმაში არ მიიღოს
მონაწილეობა. წმინდა დედაშვილურ დარიგებას აძლევს, როგორც გრძნობს დედის
გული, რომ მის შვილს ცოდვაშია არ მოუწიოს გარევა და ევედრება: „ნუ, შვილო, ნუ
შეერთვი ამ საქმესო“... და შვილმაც, არათუ გაიზიარა დედის დარიგება,
ცხოველსმყოფელი კვართიც ჩამოაბრძანა მცხეთას.
2019 წლის მაისში, საქართველო, როგორც ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა,
საკანონმდებლო დონეზე გამოცხადდა. გამიჩნდა იდეა, რომ შეგვექმნა
წილხვდომილობის ხატი, უწმინდესის კურთხევით, დაიწერა და ეს უძვირფასესი ხატი,
როგორს შესრულებით ასევე შინაარსითაც, დღეს უკვე დაბრძანებულია სამების
საკათედრო ტაძარში. ხატზე ღვთისმშობელია გამოსახული თავისი წილხვედრი მიწის
ფონზე. ხატს 46 წმინდანის მინანქარში შესრულებული ხატი აქვს ირგვლივ. ამის
შესახებ ერთ ამბავს გავიხსენებ: მამა გაბრიელთან ხშირი ურთიერთობა მქონდა.
ერთ-ერთი შეხვედრის შემდეგ დამშვიდობებისას მითხრა: იცოდე, არ დაგავიწყდეს
მამა გაბრიელიო“. როდესაც ამ ხატის ესკიზი გამზადდა პატრიარქთან წარსადგენად,
უეცრად გამახსენდა ეს სიტყვები, დავრეკე ხატმწერთან და ვკითხე იყო თუა არა მამა
გაბრიელი... და დღეს, რა თქმა უნდა, მამა გაბრიელის ხატიც არის სხვა წინდანებს
შორის. ასე შემახსენა ეს სიტყვები წლების შემდგომ მამა გაბრიელმა.
დაიწერა პარაკლისები ორივე ხატის.
ქართულ და ინგლისურ ენაზე, გადავიღეთ ფილმები: „ღვთისმშობლის
წილხვედრი ქვეყანა - საქართველო“ და „მცხეთა ახალი იერუსალიმი“. ორივე ხატი
ზუსტად გადმოსცემს იმას, რომ საქართველო ჯერ კვართწილხვდომილი გახდა და
შემდეგ ღვთისმშობლის წილხვედრად იქცა.

„გულის ზრახვაც კი იცის უზენაესმა!“


აქვე მინდა გიამბოთ რამდენიმე შემთხვევა, რომელიც ჩემთვის ნამდვილი
სასწაულია: ავადმოფობის შემდეგ ხშირად მიწევდა იერუსალიმში ჩასვლა. ერთ-ერთი
ასეთი ვიზიტისას, ღვთისმშობლის საფლავთან პარაკლისს ვიხდიდი, ტაძარში
სიბნელე იყო. „ღირს-არსის“ გალობისას, უეცრად ღვთისმშობლის ხატი ისე
გაბრწყინდა,რომ იქ მდგომმა ადამიანებმა შიშისა და დაბნეულობისაგან შეჰყვირეს.
შემდეგ ჯერზე ისევ იმ ტაძარში პარაკლისის დროს, სრულიად უცნობმა ადამიანმა
შროშანების თაიგული გადმომცა. (იცით, რომ შროშანი დედა ღვთისმშობლის
სიმბოლოა). მესამე საოცრება კი ქ. ლოდში ყოფნისას მოხდა. დედა ევგენიასთან და
სხვა პირებთან ერთად ღვთისმშობლის პარაკლის ვიხდიდით. დიდი ხანია გულში
მქონდა სურვილი, რომ ღვთისმშობლის საფლვის ქვა მქონოდა, მაშინ მცხეთაში,
გეთსიმანიის ტაძრის აღდგენას ვიყავით შემდგარი და მინდოდა იქ დაგვებრძანებინა,
როცა დავასრულებდით. სასწაული ისაა, რომ გულში ნაფიქრიც კი ამიცხადა
ღვთისმშობელმა. პარაკლისის დროს მოვიდა უცხო კაცი და ხელში ქვის ნატეხი
ჩამიდო. თარჯიმანს ვთხოვე ეკითხა, ვინ იყო, რა უნდოდა? და მიპასუხა:
ღვთისმშობლის საფლავის ქვაა და უნდა, რომ გაჩუქოსო. დიდ ხარ უფალო!
გულის ზრახვაც კი იცის უზენაესმა. ეს ქვა ჩავაბრძანეთ იერუსალიის ღვთისმშობლის
ხატში, რომელიც დღეს მცხეთის გეთსიმანიის ტაძარშია დაბრძანებული.

„არცერთი წუთი, არცერთი დღე არ ვცხოვრობ ღვთისმშობლისადმი


მადლიერების გარეშე.’’

ეს ყველაფერი ადრეც მომიყოლია. ჩემი ისტორია არაა განსაკუთრებული,


დარწმუნებული ვარ, ბევრ სხვა ადამიანსაც ჰქონია ღვთის მფარველობისა და
შეწევნის შემთხვევები. ჩემი მიზანი და სურვილი მხოლოდ და მხოლოდ
მადლიერების გამოხატვაა. არცერთი დღე, არცერთი წუთი არ ვცხოვრობ
ღვთისმშობლისადმი მადლიერების გარეშე. მუდმივად ვგრძნობ ღვთისმშობლის
მეოხებას, მუდმივად ჩემშია დედა ღვთისმშობლისადმი სასოება და იმედი, ყოველი
განსაცდელისა თუ სიხარულის ჟამს მწედ და მეოხად დედა ღვთისმშობელი მეგულება
და როგორც დედას საკუთარი შვილი, ისე ვევედრები და ისე მოველი მისგან
შემწეობას. თუმცა მან ჩვენი თხოვნის გარეშეც იცის, რა გვინდა.

„სიკეთე სამოთხის კარებს გაგიღებს...“


„ცისა და მიწის დედოფალი“_ასე უწოდებდა მამა გაბრიელი ღვთისმშობელს.
ბოლო ჟამის საქართველოზე წმინდა მამა ამბობდა: _“ ბოლო ჟამს ცაში ნუ
დაიწყებთ ყურებას, რამეთუ ისეთი სასწაულები მოხდება, შეცდებით და დაიღუპებითო.
ანტიქრისტე ტახტს ვერ დაიდგამს ღვთისმშობლის მიწაზე... ივერიის ღვთისმშობლის
ხატი რომ დააპირებს ათონის მთის დატოვებას, ზარების რეკვა ატყდება, ეკლესიები
ხილული სახით მოიხრებიან გაცილების მიზნით... ეს არის ღვთის წყალობა, რათა
მსოფლიომ ნახოს და გადასარჩენი სულები აქ ჩამოვიდნენ, საქართველოში.
ბოლო ჟამს ადამიანს სიმდაბლე, სიკეთე და სიყვარული გადაარჩენს. სიკეთე
სამოთხის კარს გაგიღებს, სიმდაბლე შიგ შეგიყვანს და სიყვარული ღმერთს
განახებს“.

ღვთისმშობელი თავისი სიყვარულით მთელ დედამიწას დედობს. ყველა ადამიანის


გულს ხედავს და სწყალობს. უსაზღვროა ყოვლაწმინდა დედის მფარველობა,
განსაკუთრებით კი მის წილხვდომილ ქვეყანაზე, ქართველ ერზე. ღვთისმშობელი
ჩვენი დაუღალავი ქომაგია ღვთის წინაშე. ვევედროთ შემწეობა, თავისი კალთის ქვეშ
მყოფობა და მსახურება. მამა გაბრიელი ვახსენეთ დღეს და მინდა მისი სიტყვებით
დავასრულოთ ჩვენი საუბარი:

„ღმერთო გევედრები შენ! ზეციდან გვისმინე, პირი ჩვენსკენ იბრუნე, წყალობა


მოგვივლინე, შენ გაგვიშვი მშვიდობით რომ ვიაროთ შენი გზით. შენს მცნებებს
ვასრულებდეთ, და ბოროტს გავურბოდეთ. მასწავლე , უფალო, შენს წინაშე ლოცვა
და შენი წმინდა სჯულის დაცვა, რომ შენდამი გული გაგვიერთგულდეს და შენი
წმინდა სჯულით ვიაროთ.“ (მამა გაბრიელი)

You might also like