You are on page 1of 2

წამება წმინდისა ჰაბოისი

ქრისტიანული სამყაროს ქვეყნის ამ კიდეში, უფროსად და მფლობელთა ამისა ჟამისათა


დადგინებულმა სარკინოზებმა მრავლნი შეაცდინეს და გადაიბირეს ჭეშმარიტი გზიდან.
თუმცა, ყოველთვის ასე როდი იყო. არაბი ჭაბუკი, რომელიც საერთოდ არ იცნობდა
ქრისტიანობას, უცხო რჯულით მოვიდა და ქრისტე შეიმეცნა. რის შემდეგაც, თბილისის ამირას
ბრძანებით, გაქრიტიანებული აბო სარკინოზებმა შეიპყრეს.
786 წელს, ნათლისღების დადგომამდე, მეშვიდე დღეს, აბომ საპყრობილეში ყოფნის პერიოდში,
გაიცნო ერთ-ერთი თანამესაკნე ბერიკაცი, სახელად აბასი. როცა აბომ ყველაფერი გაყიდა, რაც
ებადა და მშიერ პატიმრებს საზრდო მისცა. აბასმა შემოთავაზებულ საზრდოზე უარი
განაცხადა და აბოს ქმედებები მიუღებლად სცნო. აბომ მიმართა:

- რადა სწუნებ ჭეშმარიტი ღვთისგან ბოძებულ საზრდოსა?


აბასმა მოუგო:
- ეგრე არს, ღვთისგან მოძულე კაცობრიობას მხოლოდ საზრდო გვეძლევა, რადგან
სიცოცხლისა და იმედს თავად ითვისებს, ამისა შემდგომ, ჩვენ მწუხარებას ვპოვებთ. შენ კი
მოსულხარ და მოგიცვია მთელი საპყრობილე ფსალმუნებითა და ლოცვებით.
- უეჭუარი ვარ მე, რომ ამ ყოველივეს რწმენადაკარგული მამცნობ, რადგან ღმერთს ყოველი
არსებული უყვარს, ის არც არას მოიძულებს რაც შეუქმნია, რომ სძულებოდა ხომ არ
შექმნიდა. თუ ეს დაგიტევებია გონებაში, მაშინ გეტყვი, რომ დიდ განსაცდელში
ჩავარდნილხარ, ამიტომ ამოთქვი ამბავი ესე შენი.
- რაც კი აქამომდე შეიძლებოდა ადამიანს შეხვედროდა, ყველა შესამთხვეველი ვპოვე. ჩემმა
არჩევანმა ძალიან გარდამრე სატანჯველი განმიმზადა, რამეთუ ვერავინ მიხსნეს მისგან, რადგან
ვარ მე ბუნებით სარკინოზ და შენსავით განსწავლულ ვიყავ შჯულითა მით მაჰმედისითა და
იქამომდე ასრე ვცხონდებოდე, მანამ სანამ ქრისტე არ შევიმეცნეთ, მეც და ჩემმა ცოლ-შვილმაც.
რის გამოც, გვდევნიდნენ სარკინოზები. ერთხელ, როცა ჩემს ცოლ-შვილთან ერთად ვიყავი
სახლში და ვპურობდით, თავს დაგვეხსნენ არაბები და ყველაფერი გარდაგვილეწეს,
დაგვინგრიეს. ცოლ-შვილი ჩემს თვალწინ დამიხოცეს, მე კი ცოცხალი შეგნებულდ დამიტვიეს
და მომიგეს, რომ ეს ჩემთვის მწარე გაკვეთილი უნდა ყოფილიყო და სიკვდილამდე უნდა
მეტანჯა ამაზე, ფიქრითა, რომ ისინი ჩემს გამო დახოცეს. ამის შემდგომა წლებმა, მხოლოდ
ტანჯვითა და უიმედობით განვლო. რწმენა იმგვარად დავკარგე, რომ დღემდე არც ერთი
რჯულისთვის არ ვცხონდებოდი. სარკინოზებმა ამბავი ესრე არ ჩათვალეს სარგებლად მისთა
და შედეგად, საკანში ყოფნა მხვდა წილად. დღემდე მხოლოდ ის წლები მენატრება, როცა
ოჯახთან ერთად ვცხოვრობდი.
- ამას ქადაგებ, რადგან შიშმა მოგიცვა მთელი არსებით და რწმენაც დაგიკარგა. ღმერთი
სიტყვაა შერიგებისა შენს რწმენასთან. ამიერიდან, განაგდე მიწიერი შიში - შენი სულის
სამოსი, რადგან შენმა ოჯახმა ღმერთს სული შენს გამო კი არა, შენთვის მიაბარეს, რომ
ჭეშმარიტების გზა გაგეგრძელებინა.
ნათლისღების დღის დადგომამდე, აბოს უფალი გამოეცხადა და მიმართა მას:
- აბო, ნუ შეძრწუნდება შენი გული. გწამდეს ღმერთი და მიწამეთ მე. ხვალ შეხვდები ღმერთს
და დაიმკვიდრებ შენს ადგილს. გახსოვდეთ, ჭეშმარიტების სულს, რომელსაც ვერ
შეიწყნარებს ქვეყანა, რადგანაც ვერ ხედავს და არ იცნობს მას, ხოლო თქვენ იცნობთ,
შეიყნარებს ღმერთი.
ამ გამოცხადების მომსწრე აბასიც გახდა, რომელსაც ესმოდა ღვთის სიტყვა და რომელიც
სრული ნდობის ღირსი იყო.

You might also like