You are on page 1of 1

სათნო გადმოცემა დავით წინასწარმეტყველთან ბაგრატიონთა

დინასტიის ხორციელ ნათესაობაზე წერილობით არის დადასტურებული


გიორგი მერჩულის სახელგანთქმულ ჰაგიოგრაფიულ ნაშრომში "ცხორებაჲ
გრიგოლ ხანცთელისაჲ" (951 წ.), სადაც წმ. გრიგოლი, სრულიად გარკვევით,
შემდეგი სიტყვებით მიმართავს წმ. აშოტ კუროპალატს:
"დავით წინაჲსწარმეტყუელისა და უფლისა მიერ ცხებულისა შვილად
წოდებულო ჴელმწიფეო, მეფობაჲ და სათნოებანიცა მისნი დაგიმკჳდრენ
ქრისტემან ღმერთმან"1.
როგორც ვხედავთ, აშოტ კუტროპალატი პირდაპირ არის წოდებული
უფლისგან ცხებული დავით წინასწარმეტველის შვილად ანუ მის ხორციელ
შთამომავლად.

1
ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, I (V-X სს.), თბ. 1963, გვ. 262.

You might also like