You are on page 1of 5

ნათია ჭყონია.

საგანი: ქართული მწერლობის ძეგლების გამოცემისა და რედაქტირების ისტორია

ლექტორი: ნესტან სულავა

სამუშაო ჯგუფი 1.

პირველი შუალედური.

საანალიზო კითხვებზე პასუხი:

1) რა არის ,,ქართლის ცხოვრება“ და მოცემული ეპიზოდი რომელი თხზულებიდანაა?

პასუხი: ,,ქართლის ცხოვრება“ ძველი ქართული საისტორიო თხზულებათა კრებულია.


ის ფეოდალური ხანის საქართველოს ისტორიის ძირითადი წყაროა. შეიცავს ქვეყნის
ისტორიის გაბმულ თხრობას უძველესი ხანიდან. რაც შეეხება, საგამოცდოდ მოცემულ
ეპიზოდს, იგი გახლავთ თხზულებიდან ,,ცხოვრება მეფეთ მეფისა დავითისი“. თხზულების
სავარაუდო ავტორია არსენ ბერი;

2) ტექსტის შინაარსი და აზრობრივ-მსოფლმხედველობრივი დატვირთვა; საქართველოში


შექმნილი ვითარების შეფასება ისტორიკოსის მიერ.

პასუხი: ტექსტის შინაარსი მეფე დავითის დიდებულებასა და იმ საწყის პოზიციას


ეხება, რომლიდანაც დავით აღმაშენებლის აღმასვლა დაიწყო და რომელიც ძალზე მძიმეა:
გაჩანაგებული ქვეყანა, მორღვეული ეკონომიკა, ფეოდალთა დათმობითა და დაყვავებით
შენარჩუნებული სიმშვიდე უმძიმეს განწყობებს ქმნიდა. დავითი რომ გამეფდა, მძიმე ჟამი
იდგა ქვეყანაში. ხალხს წრფელი გზიდან გადაეხვია და უკეთურების გზაზე დაეწყოთ
სვლა. ბუნებით მოწყალე და სახიერი ღმერთი ისე განარისხეს, სანამ არ იწვნიეს საკუთარ
თავზე ღვთის განჩინება. თვით უფლის სახლთაგან გამოდიოდა სიბილწე და ურჯულოება.
შექმნილ ვითარებას ისტორიკოსი მძიმედ აფასებს და, ცხადია, მძიმედ ხატავს.

იგი თაყვანს სცემს დავით IV-ს და გვახსენებს, რომ მისი გამეფებით საქართველოში
დიდი აღმასვლა დაიწყო. ქვეყნისთვის უვარგისი და მავნებელი ადამიანები დავითმა
საკადრისად დასაჯა. ერთ-ერთი უკიდურესი ზომა, რომელსაც მან მოწინააღმდეგის მიწასთან
გასასწორებლად მიმართა, იყო რატი ლიპარიტის ძის გარდაცვალების შემდეგ კლდეკარის
საერისთავოს გაუქმება და მისი ერთიანი საქართველოს სამეფოსთვის შეერთება.

ასევე აღვნიშნავ, რომ ტექსტში ,,ფრანგნი“ აღნიშნავს ევროპელ ჯვაროსნებს. დავითის


ისტორიკოსი ისეთ მნიშვნელოვან მოვლენებს, როგორნიც სელჩუკებისთვის ხარკის შეწყვეტა
და ქვეყნების მოშენება-გაძლიერება იყო, იერუსალიმისა და ანტიოქიის აღებას უკავშირებს.
ჯვაროსანთა გამოჩენამ, მათმა წარმატებებმა ახლო აღმოსავლეთში დავითის პოლიტიკის
გატარებას შეუწყო ხელი.

ამ ტექსტის აზრობრივი დატვირთვა, ვფიქრობ, უპირველეს ყოვლისა, არის მეფე დავითის


სიდიადის აღწერა, აგრეთვე, ისტორიული მოვლენების მართებული და ლოგიკური
გადმოცემა და აღმაშენებლის მოწინააღმდეგეთა დაკნინება.

3) პოლიტიკურ-სოციალური ვითარების ასახვა; მეფე- სახელმწიფოს ერთიანობისა და


დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი და გარანტი.

პასუხი: საქართველოს გამოჩენილი ისტორიული მოღვაწის, მეფე დავით აღმაშენებლის


ცხოვრებასა და მოღვაწეობას თანამგზავრად ხვდა სხვადასხვა სახის მძიმე ბრძოლები,
ზნეობრივი და ფიზიკური ძალების განუზომელი მძაფრი დაძაბვა, ღრმა დრამატიზმი.
მოცემულ ეპიზოდში ისტორიკოსი ეხება, როგორ შეიპყრო დიდმა დავით აღმაშენებელმა
ლიპარიტ ერისთავი და მხოლოდ ცოდვის მონანიების შემდეგ გაათავისუფლა, თუმცა,
როგორც ჩანს, ლიპარიტმა ფიცი გატეხა და საქართველოს მეფეს კვლავ გაუორგულდა.
დავით აღმაშენებელმა იგი შეიპყრო და ორი წლის პატიმრობის შემდეგ ბიზანტიაში გააძევა,
სადაც გარდაიცვალა კიდეც. ამის შემდეგ კლდეკარის საერისთავოს სათავეში ჩაუდგა
რატი ლიპარიტის ძე, რომელიც წინაპრების მსგავსად სამეფო ხელისუფლებისა და ქვეყნის
ერთიანობის წინააღმდეგ იბრძოდა. დავით აღმაშენებელმა რატი ლიპარიტის ძის
გარდაცვალების შემდეგ გააუქმა კლდეკარის საერისთავო და ერთიანი საქართველოს
სამეფოს შეუერთა. ამ ჟამს გამოჩნდნენ ჯვაროსნები. აიღეს იერუსალიმი და ანტიოქია.
დავითის ისტორიკოსი ისეთ მნიშვნელოვან მოვლენებს, როგორნიც სელჩუკებისთვის
ხარკის შეწყვეტა და ქვეყნების მოშენება-გაძლიერება იყო, სწორედ იერუსალიმისა და
ანტიოქიის აღებას უკავშირებს.

ეპიზოდი ასევე ეხება კახეთის ჭეშმარიტ ქრისტიან მეფე კვრიკეს, რომლის გარდაცვალების
შემდეგაც მისი ძმისწული აღსართანი გამეფდა. აღსართანმა ქრისტიანობა დაუტევა.

აგრეთვე აღვნიშნავ, რომ მეფე დავითმა საყდრებიდან ურწმუნო, უღირსი პირები განაგდო,
მხოლოდ ღვთისმოშიშნი დაიტოვა. რაკი საქართველოს საეკლესიო ცვლილება სასურველად
განხორციელდა და ეპისკოპოსებად ღირსეული და არა ორგული და არა დიდგვაროვან
აზნაურთა მიმკერძოებელი მღვდელ-მთავრები იყვნენ, აღმაშენებელს უფრო
გულდამშვიდებით შეეძლო საქართველოს საბოლოო გაერთიანებას შესდგომოდა. მეფემ
კვლავ კახეთს მიაქცია ყურადღება. ამას გარემოებაც ხელს უწყობდა: კახთა მეფე აღსართან
შეიპყრეს ჰერთა დიდებულთა არიშიანმან... და ბარამ და დედის ძმამან მისმან ქავთარ,
ბარამის ძემან და მოსცეს მეფესა დავითს. დავით აღმაშენებელმა ამით ისარგებლა და
ჰერეთ-კახეთი შემოუერთა საქართველოს. ამას, როგორც ჩანს, განძის პატრონის წყრომა
აღუძრავს და ომი ატეხილა. ბრძოლა ერწუხში მომხდარა და ამ ბრძოლაში დავითის
მოწინააღმდეგედ ყოფილან ,,სულტანისა იგი ურიცხუნი სპანი, ათაბაგი განძისა და
უმრავლესი კახთა და ქუეყანისა ერი, მტერთავე თანა გარე მოდგომილი ჩუენდა“. თუმცა
დავით მეფის მოპირდაპირედ შეერთებული მრავალრიხოვანი მხედრობა იყო, მაგრამ
თავგანწირული ბრძოლიდან იგი მაინც ძლევამოსილი გამოვიდა. ,,მას დღესა სამნი ცხენნი
გამოუკლნეს და მეოთხესა ზედა მჯდომმან სრულ ყო მის დღისა ომიო“, ამბობს
ისტორიკოსი. გამარჯვებულმა მეფემ საბოლოოდ დაიპყრო კახეთი და ჰერეთი
და ,,ნებიერად აიხუნა ციხენი და სიმაგრენი მათნი და მიჰფინა წყალობა ყოველთა ზედა
მკვიდრთა ქუეყანისათა“.

4) ისტორიული პირი, როგორც თხზულების პერსონაჟი; შესაბამისად - პერსონაჟის


ხატვის პრინციპი და ეროვნული გმირის იდეალის ჩვენება მოცემული ეპიზოდის მიხედვით;

პასუხი: ფაქტობრივი მასალის მართებული გადმოცემით, წერისა და თხრობის მაღალი


კულტურის მასშტაბურობით, ერუდიციით, მოვლენათა შეფასების სიღრმით, ვფიქრობ,
დავითის ისტორიკოსი გამორჩეულია. დიდებულადაა წარმოჩენილი მეფე დავითი, როგორც
ისტორიული პირიც და როგორც თხზულების პერსონაჟიც. ვიტყვი, რომ ავტორის მიზანია
დავითის პიროვნების სიდიადის ცხადყოფა და მეფის მოწინააღმდეგეთა (,,მაბრალობელთა“)
არგუმენტების უარყოფა. მოცემულ ეპიზოდში უხვად ვხვდებით ციტატებს ბიბლიიდან.
ასევე გვაქვს ავტორისეული სიტყვებით გადმოცემული ბიბლიური ტექსტი. აგრეთვე
წყაროში ვხვდებით მონაკვეთებს, სადაც ავტორი არ იმოწმებს წმინდა წერილს.
მაგალითად, როდესაც დავით აღმაშენებლის გამეფების შესახებ გვიყვება: ,,რომელი მზა
არს უფროის მამისა მოწყალისა წყალობად, რამეთუ წერილისაებრ: ,,არა თუმცა უფალმან
დამიტევა ჩუენ თესლი, ვითარცა სოდომელნიცა შევიქმნენით და გომორელთა-მცა
მივემსგავსენით, რამეთუ ამიერითგან იწყეს ნიავთა ცხოვრებისათა მობერვად და ღრუბელთა
მაცხოვარებისათა აღმოჭჳრობად“. მარტივი მისახვედრია, რომ ის მონაკვეთი, რომელშიც
საუბარი სოდომსა და გომორზეა, სასულიერო ლიტერატურიდანაა, თუმცა ავტორი წყაროს
არ უთითებს.

როგორც ვხედავთ, მემატიანე დავით აღმაშენებელს ბიბლიური დავითის


თანამოსახელედ და მის შთამომავლად აღიქვამს. დავითზე საუბრისას ავტორი ხშირად
მიუთითებს მეფის ღირსებებსა და დამსახურებებზე. ამრიგად, ანონიმი ისტორიკოსი
დავითის დახასიათების დროს ბიბლიურ მაგალითებს იყენებს.

აქვე აღვნიშნავ, რომ რომ დავითის მხრიდან ბაღვაშების სახლის განადგურებას


ავტორი რელიგიური და პოლიტიკური მიზეზით ხსნის. ორი მიზეზი მოჰყავს: პირველი,
როცა ავტორი წერს: ,,განაცხადა მტერობაი (ლიპარიტმა) და უკეთურებასა იწურთიდა
საწოლსა ზედა თვისსა“ და მეორე, როცა მიზეზად მოჰყავს რატის ორგულობა და ბაღვაშთა
გვარის „უსჯულოებაი მამათა მათთაი წინაშე უფლისა“

დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი შუა საუკუნეებში მოღვაწეობდა და, შესაბამისად,


მისი აზროვნება მისივე პერიოდის მსოფლმხედველობით განისაზღვრება. ვფიქრობ,
როდესაც რომელიმე ბრძოლაში გავიმარჯვებდით ქართველები, ისტორიკოსი ღვთის ნებას
მიაწერდა, თუმცა გარდა ღვთის ნებისა, გვხვდება უფრო დაწვრილებითი განმარტებაც.
მაგალითად, როდესაც დავითმა უარი უთხრა სელჩუკებს ხარკის გადახდაზე, რასაც წინ
პირველი ჯვაროსნული ლაშქრობის დაწყება და იერუსალიმისა და ანტიოქიის აღება
უძღოდა, ავტორი შემდეგნაირად მოგვითხრობს: ,,ამას ჟამსა გამოვიდეს ფრანგნი, აღიღეს
იერუსალემი და ანტიოქია, და შეწევნითა ღმრთისათა მოეშენა ქუეყანა ქართლისა, განძლიერდა
დავით და განამრავლნა სპანი. და არღარა მისცა სულტანსა ხარაჯა, და თურქნი ვერ-ღა-რა
დაიზამთრებდეს ქართლს. რამეთუ ვიდრე აქამომდე ზამთრისა მოწევნასა თანა ფალანგებითა
მათითა ჩამოდგიან ჰავჭალას და დიღომს, ჩაღმართ მტკურისა და იორის პირთა, რამეთუ მათი
იყო სადგური“. ამ მონაკვეთიდან ჩვენ რამდენიმე დასკვნის გამოტანა შეგვიძლია: პირველი-
მემატიანე კარგად იცნობდა თავისი პერიოდის საერთაშორისო ურთიერთობებს,
განსწავლულიყო საგარეო პოლიტიკასა და დიპლომატიაში. იცოდა, რისთვის მიექცია
ყურადღება ისტორიის წერის დროს. მეორე- ავტორი არ უარყოფს ქართლის მდგომარეობის
გაუმჯობესებაში ჯვაროსნული ლაშქრობის დაწყების როლს, ასევე მდგომარეობის
გაუმჯობესების მიზეზად ასახელებს ღვთის ნებასა და დავითის მიერ გატარებულ
სამხედრო რეფორმას.

ისტორიკოსი ლოგიკურად და გონივრულად ცხადყოფს წმინდანი მეფის დიდებულებას


და მისი ქმედებების ჭეშმარიტ სისწორეს.

5) ტექსტში მოხმობილი მხატვრული სახეები და მათი მნიშვნელობა; ბიბლიური


მოტივები და ხატ-სახეები;

პასუხი: მაგალითად მოვიყვან ეპითეტს: ცუნდრუკი, რომელიც კახეთის მეფე


აღსართანთან მიმართებით გამოიყენა ავტორმა. ამ ეპითეტით გამოხატავს აღსართანის
უგულისყურო მეფობასა და არაღვთისმოშიშ აზროვნებას. ეპითეტებს: უღირსნი და
უწესონი, ავტორი იყენებს იმ ურჯულო მღვდელ-მთავრების აღსაწერად, რომლებმაც
საქართველოს საყდრებს ავნეს. მხატვრული სახეები ამძაფრებს მკითხველის ემოციებს და
გვეხმარება, უკეთ გავიგოთ სათქმელი ავტორისა.

გადავალ ბიბლიურ მოტივებსა და სახეებზე. როგორც უკვე აღვნიშნე, ისტორიკოსი


აღმაშენებელს ბიბლიური დავითის შთამომავლად აღიქვამს: ,,მაშინ რისხვასა შინა მოიჴსენა
წყალობა მან, რომელი სწავლის ყოველსა შვილსა, „რომელი უყუარს, მოაკუდინებს და
აცხოვნებს“, რომელი მზა არს წყალობად, უფროს მამისა მოწყალისა, რამეთუ წერილისა-ებრ:
არა-თუ-მცა უფალმან დამიტევა ჩუენ თესლი, ვითარცა სოდომნი-მცა შევიქმნენით და
გომორელთა-მცა მივემსგავსენით, რამეთუ ამიერითგან იწყეს ნიავთა ცხოვრებისათა მობერვად
და ღრუბელთა მაცხოვარებისათა აღმოჭჳრობად, ვინათგან ათორმეტ წელ ამათ თჳთო-სახეთა
ჭირთა განგრძობითა ბნელსა უკუნსა შინა იწყო აღმოცისკრებად მზემან ყოველთა მეფობათამან,
დიდმან სახელითა და უდიდესმან საქმითა, სახელ-მოდგამმან დავით, ღმრთისა მამისამან, და
თჳთ სამეოცდამეათურამეტემან შვილმან ამის დავითისმან, დავით“.

ზოგადად ცნობილია, რომ ,,ცხოვრება მეფეთ მეფისა დავითისი“ სავსეა ბიბლიური


ციტატებით, ხოლო ავტორი ბიბლიის ტექტს საკუთარი სიტყვებით მაშინ გადმოსცემს,
როცა ტექსტი ძალიან დიდია. მოცემულ ეპიზოდში არის შემთხვევაც, როცა ავტორმა არ
დაიმოწმა წმინდა წმინდა წერილი. ვგულისხმობ იმ მონაკვეთს, სადაც საუბარი სოდომსა
და გომორზეა, წყარო არ აქვს მითითებული.

არ ვიცი რამდენად სწორად მახსოვს, თუმცა ,,ძაღლი მიექცა ნათხევარსა“, ეს სიტყვები


პეტრე მოციქულის ქადაგებაში გვხვდება.

6) ეპიზოდის მხატვრული ენა და სტილი მაგალითების მოხმობით: სიმბოლო, შედარება,


მეტაფორა, ჰიპერბოლა, ეპითეტი.

შედარება: ,,ვითარცა ძაღლი მიექცა“- ეს შედარება გვხვდება ლიპარიტის


ურჯულოების აღწერისას;

,,ვითა ლომი შემზახებდა ჴმითა მაღლითა“,- ეს შედარება დავითის დიდებულ მებრძოლობას


უკავშირდება.

მეტაფორა: ,,ბნელსა უკუნსა შინა იწყო აღმოცისკრებად მზემან“

ეპითეტი: უსჯულო და უმეცრად უსამართლო, და ყოვლად წინა-უკმო მამის ძმისა


მისისა: ამ წინადადებაში ეპითეტებია უსჯულო, უსამართლო ..

,,ღმრთივ-განბრძნობილმან“,- აი, ეს ეპითეტი გვხვდება დავითის ქებისას ისტორიკოსის მიერ.

სიმბოლო: ვფიქრობ, ბნელი უმეცრებისა და ურწმუნოების სიმბოლოა, ხოლო მზე


გონების განათებისა და ჭეშმარიტებისა;

ეპიზოდის მხატვრული ენა გაჯერებულია ექსპერსიული თხრობითა და


მაღალფარდოვნებით. ვფიქრობ, საკმაოდ მაღალ დონეზეა ანალიტიკაც.

სტუდენტი: ნათია ჭყონია.

You might also like