You are on page 1of 4

დიდგორის ომი

შესავალი: მოგესალმებით ჩვენ გახლავართ აკაკი


წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული
მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტები ნიკა ჩაჩუა და
გიორგი მეგენეიშვილი.
პრეზენტაცია: ჩვენ ვისაუბრებთ დიდგორის ომის შესახებ.
ვისაუბრებთ: იმ დროინდელი საქართველოს სამხედრო
მდგომარეობასა და რეფორმების შესახებ, ომის დაწყების
მიზეზებსა და მოტივებზე, უშუალოდ ბრძოლის შესახებ და
აღვწერთ მას, ბრძოლის შედეგებზე და ბოლოს რა
მნიშვნელობა მიენიჭა ამ ბრძოლას საქართველოს
ისტორიისთვის.
სამხედრო რეფორმები: XII საუკუნის პირველი მეოთხედის
საქართველოში დავით აღმაშენებლის მიერ გატარებული ღონისძიებების კომპლექსი,
რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოს ლაშქრის გაწვრთნა-ორგანიზებას და
საომარ მოქმედებათა ტაქტიკისა და სტრატეგიის გარდაქმნა -გაუმჯობესებას . დავით
აღმაშენებელმა მკაცრი სამხედრო დისციპლინა შემოიღო ჯარში. განსაკუთრებული
ყურადღება მიექცა ლაშქრის კარგად გაწვრთნას, ამ მიზნით მან არსებულ წესებში
საგრძნობი ცვლილებები შემოიტანა. მოქმედების სისწრაფისათვის ქვეითი ჯარი
შეიცვალა ცხენოსანი რაზმებით. ფართოდ იქნა გამოყენებული მტრის შემოტყუებისა
და მასზე მოულოდნელად თავდასხმის ხერხი. შეიქმნა მზვერავების (მსტოვრები)
ფართო ქსელი. საქართველოს ლაშქრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თვისება იყო
სწრაფი მანევრირების უნარი, რასაც ხელი შეუწყო დავითის მიერ აგებულმა ხიდებმა
და მოწესრიგებულმა გზებმა. დიდი ყურადღება მიექცა წინამბრძოლებს, რომელთა
მოვალეობა იყო პირველნი შებრძოდნენ მტერს. თვით დავით აღმაშენებელი
„უმსგავსო სპასპეტი და წინამბრძოლი“ ყოფილა. საქართველოში მუდმივი ლაშქრის
შექმნისათვის არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ყივჩაყთა ჩამოსახლებას
საქართველოში 1118—1120 წლებში. დავით აღმაშენებელმა „წყობად განმავალი
რჩეული ორმოცი ათასი“ ყივჩაყი უზრუნველყო საჭურვლითა და ცხენებით და კარგად
გაწვრთნა. ყივჩაყთა ვალდებულება საქართველოს ფეოდალური სახელმწიფოს
მიმართ მხოლოდ სამხედრო სამსახური იყო, ამდენად ისინი მუდმივ ლაშქარს
წარმოადგენენ. საჭიროების შემთხვევაში მეფეს შეეძლო შეეყარა „თვისისა სამეფოსა
სპანი, რჩეულნი და მოკაზმულნი, ცხენ-კეთილნი და პირშეუქცეველნი“, რომლებსაც,
როგორც ჩანს, გადამწყვეტ მომენტებში იყენებდა მეფე.

ომის დაწყების მიზეზები და მოტივი: იმდროინდელი საერთაშორისო ვითარება თურქ-


სელჩუკებსა და საქართველოს სახელმწიფოს აშკარად უპირისპირებდა ერთმანეთს.
ყველაფრიდან ცხადი იყო, რომ ეს ძლიერი წინააღმდეგობა დღეს თუ ხვალ იარაღით უნდა
გადაწყვეტილიყო. მაგრამ საიმდღისო ამოცანად იგი საქართველოს სამეფო ხელისუფლების
მიერ განდევნილ და შევიწროებულ თურქთა და ქალაქების
— თბილისის, დმანისისა და განჯის თავკაცთა ელჩობამ აქცია. ამან დააჩქარა კოალიციური
ლაშქრის შექმნა და დიდგორის ბრძოლაც. ყველა ძველი ისტორიკოსის (დავითის
ისტორიკოსი, მათე ურჰაელი, ალ-ფარიკი) მოწმობით, დავითის მიერ აწიოკებულმა
თურქმანებმა და აღნიშნული ქალაქების მმართველი ზედაფენის წარმომადგენლებმა
მწუხარების ნიშნად შავად ხელპირშეღებილებმა, ტანსაცმელშემოფლეთილებმა და თავზე
ნაცარდაყრილებმა გადაწყვიტეს „მათ ზედა მოწევნულნი ყოველნი ჭირნი“ მოეთხროთ და
დახმარება ეძიათ ძლიერ მაჰმადიან მფლობელებს შორის. ეს ელჩობა, დავითის ისტორიკოსის
ცნობების მიხედვით, 1121 წლის აპრილ-მაისში შედგა.

უშუალოდ ბრძოლა და მისი აღწერა: საისტორიო წყაროებში დიდგორის ბრძოლის


დაწყების დღე და რიცხვი სხვადასხვანაირადაა წარმოდგენილი. ასე, მაგალითად, დავითის
ისტორიკოსის თხზულების XV და XVIII საუკუნეების გადანაწერებში 18 აგვისტოა
დასახელებული, ხოლო XVII საუკუნისა და XVIII საუკუნის ზოგ გადანაწერში — 12 აგვისტო.
აღსანიშნავია, რომ დავითის ისტორიკოსის ძველ სომხურ თარგმანში, რომელიც მკვლევართა
აზრით, XII საუკუნეშივეა შესრულებული, აგრეთვე 12 აგვისტოა მითითებული. როგორც ჩანს,
დავითის ისტორიკოსის თხზულების თავდაპირველ ხელნაწერში სწორედ 12 აგვისტო
ყოფილა. ბრძოლის დაწყების წინ დავით აღმაშენებელს კიდევ ერთი ტაქტიკური
ხერხისათვის მიუმართავს. იბნ ალ-ასირის მიხედვით, როდესაც ორივე მოწინააღმდეგე
ლაშქარი საომრად განლაგდა, საქართველოს ჯარს 200 ყივჩაყი გამოეყო და მტრისაკენ
გაემართა. მაჰმადიანთა ლაშქრის სარდლობას ეგონა, ყივჩაყებმა ალბათ მეფეს უღალატეს და
შეწყალების სათხოვნელად მოდიანო, ამიტომ ისინი დაუბრკოლებლად შეუშვეს თავიანთ
განლაგებაში, მაგრამ ყივჩაყებმა უეცრად იარაღი იშიშვლეს და მტრის მეომართა ხოცვა
დაიწყეს. ეს სავსებით მოულოდნელი იყო მოწინააღმდეგისათვის, რამაც, ცხადია, მტერი
დააბნია.[25] იბნ ალ-ასირის მიერ მოთხრობილი ეს საინტერესო დეტალი არ აქვთ აღნიშნული
არც დავითის ისტორიკოსსა და არც მათე ურჰაელს. გოტიეს ერთ ცნობაში სწორედ ეს ფაქტი,
200 მეომრის მეწინავეობა და თავდადება უნდა იგულისხმებოდეს, ოღონდ მას, როგორც
ევროპელს, ყველაფერი ეს იმ ორასი „ფრანგისათვის“ (ჯვაროსნისათვის) მიუწერია, რომლებიც
იმ დროს დავით აღმაშენებლის ლაშქარში იბრძოდნენ. როგორც ჩანს, გოტიეს, „ფრანგების“
დამსახურების გაზვიადებით დაინტერესებულს, ალბათ, თავისებურად გადაუკეთებია
იმდროინდელი საისტორიო წყაროებით თუ გადმოცემებით შემონახული ცნობა დავით
აღმაშენებლის მიერ დიდგორის ბრძოლის დროს გამოყენებული ტაქტიკური ხერხის შესახებ.

ამ არც ისე დიდი რაზმის მოულოდნელმა თავდასხმამ ერთხანს დააბნია მტერი. ამავე დროს,
საქართველოს ლაშქარმა მტრის ფლანგებს ორი მხრიდან შეუტია. ლაშქრის ერთი ნაწილი
თვით მეფის სარდლობით ნიჩბისის ხევით, ალ-ფარიკის ცნობით დასავლეთიდან უტევდა
მტერს, ხოლო დიდგორის ერთ-ერთი მხრიდან დემეტრე უფლისწული დაეშვა თავისი
ლაშქრით და მთის ძირში საომრად განლაგებულ თურქ-სელჩუკთა ლაშქარს შეუტია.[27] „იქმნა
სასტიკი ბრძოლა ორი მთის შორის, ისე რომ ლაშქართა საშინელი ხმაურისაგან ეს მთებიც
იძახოდნენო (ხმაურობდნენო)“ – წერს მათე ურჰაელი. როგორც კი ბრძოლა შენივთდა, შეიკრა
და გამარჯვების სასწორი ქართველთა მხარეს გადაიხარა, მტრის ლაშქრის დიდმა ნაწილმა
ზურგი შეაქცია ბრძოლის ველს. შემთხვევითი არ არის, რომ დავითის ისტორიკოსი
საგანგებოდ აღნიშნავს, რომ „პირველსავე ომსა იოტა ბანაკი მათი და სივლტოლად მიდრიკნა
იგინი“-ო. ასევე წერს მათე ურჰაელიც, ბრძოლის შეკვრისას [ქართველებმა] გააქციეს თურქთა
მთელი ჯარიო. დიდგორის ბრძოლა არ იყო კლასიკური სამხედრო დაპირისპირება,
არამედ ჩასაფრებითი ხასიათის ბრძლა, რომლის დროს ორ მთას შუა ჩასაფრებულმა
ქართულმა ლაშქარმა აიძულა მოწინააღმდეგე მარშირების დროს ჩაბმულიყო
ბრძოლაში მისთვის არახელსაყრელ ადგილზე. ალ–ფარიკის მიხედვით ქართულ
არმიას არ ჰქონდა ცენტრი, მის მარჯვენა ფრთას სარდლობდა დავითი, ხოლო
მარცხენას დემეტრე. ისინი ჩასაფრებული იყვნენ ტყეებსა და მთებში. გოტიეს
მიხედვით ცენტრში იყო განლაგებული მცირერიცხოვანი რაზმი „ფრანგებისა“,
რომლებიც მოწინააღმდეგისთვის ხილული იყო და სავარაუდოდ მათი მიზანი
ბრძოლის პროვოცირება იყო. გოტიეს და ალ–ფარიკის ცნობების მიხედვით
ქართველთა თავდასხმა მოხდა მაშნ, როდესაც მოწინააღმდეგის არმია იყო
მოძრაობაში და არ ჰქონდა მიღებული საბრძოლო წყობა, ამან ქართველებს შეუქმნა
გადამწყვეტი უპირატესობა.[28] დავითის ისტორიკოსის მიხედვით, ეს
სისხლისმღვრელი ბრძოლა მხოლოდ სამ საათამდე გაგრძელდა. იგი წერს: „მეფისა
დავითისი ესოდენთა (ასე მრავალრიცხოვან მოლაშქრეთა) მიმართ წინა-განწყობაჲ
(შტევა) სამ ჟამადმდე იყო (სამ საათამდე გაგრძელდა) და ვერცა პირველსა
კუეთებასა (შეტაკებას) შეუძლეს წინა-დადგრომად“-ო.[27][29] თურქ-სელჩუკთა
დამარცხებულმა ლაშქარმა დიდი ზარალი ნახა. მათე ურჰაელის სიტყვებით, „იმ
დღეს იქნა სასტიკი და საშინელი ამოწყვეტა თურქთა ჯარებისა და აღივსნენ
გვამებით მდინარენი და მთათა ხევები და ყოველნი მთათა ქარაფნი დაიფარნენ“
მტრის გვამებითო. მაჰმადიანთა ლაშქრის დიდი ნაწილის ამოწყვეტის შესახებ
მიუთითებს ალ-ფარიკიც: „მოიკლა მუსლიმანთაგან უთვალავი რაოდენობა და
დარბეულ იქნენო. რა თქმა უნდა, დიდგორის ბრძოლამ დაჭრილებისა თუ
დახიცილების სახით ბევრი ქართველი, ყივჩაყი, თუ ოსი მოლაშქრეც შეიწირა.
მაგრამ საქართველოს ლაშქრის დანაკლისი, მტრის ჯარის დანაკლისთან შედარებით,
იმდენად მცირე ყოფილა, რომ არც ერთ ძველ ისტორიკოსს მისი აღნიშვნა
საჭიროდაც არ მიუჩნევია.

ამრიგად, ქართველთა ლაშქარმა 1121 წლის 12 აგვისტოს დიდგორის ველზე თურქ-


სელჩუკთა კოალიციურ ჯარებთან გადამწყვეტ ბრძოლაში ბრწყინვალე გამარჯვება
მოიპოვა. მაგრამ მოწინააღმდეგის დამარცხება დიდგორას ველზე ჯერ კიდევ არ
ნიშნავდა მასზე საბოლოო გამარჯვებას. ეს კარგად ესმოდათ ამ დიდ წარმატებათა
ორგანიზატორებს და ამიტომ იყო, რომ დავით აღმაშენებელმა გადაწყვიტა,
კვალდაკვალ მიჰყოლოდა ზურგშექცეულ მტერს, რათა მისთვის დაქსაქსული და
დამარცხებული ძალების ხელახლა გაერთიანებისა და შემოტევის შესაძლებლობა არ
მიეცა. გაქცეული, თუ უკანდახეული მტრის დევნით დიდგორის ბრძოლის მეორე,
არანაკლებ მნიშვნელოვანი, ეტაპი დაიწყო. აქაც გამოჩნდა დავით აღმაშენებლის,
როგორც დიდი მხედართმთავრის ნიჭი და უნარი.

ამრიგად, როგორც დიდგორის ველზე, ასევე მტრის კვალდაკვალ დევნისა და


ხოცვის დროს ქართველთა შედარებით მცირერიცხოვანმა ლაშქარმა დიდი
გამარჯვება მოიპოვა. თურქ-სელჩუკთა დადმა კოალიციურმა ლაშქარმა სასტიკი
დამარცხება იგემა არა მარტო დიდგორის ველზე, საქართველოს ტერიტორიაზე,
არამედ მის საზღვრებს გარეთაც, მათ მიერვე დაპყრობილ ტერიტორიაზე.

შედეგები:დიდგორის ველზე კოალიციური ლაშქრის დამარცხების, მისი საკმაოდ


ხანგრძლივი დევნისა და საბოლოოდ განადგურების შემდეგ, დავით აღმაშენებელს გზა
გაეხსნა თბილისისაკენ. დიდგორის ბრძოლაში მეფემ დაამარცხა არა მარტო თურქ-სელჩუკთა
კოალიციური ლაშქარი, არამედ იმ ქალაქების დამოუკიდებლობაცა და გაერთიანებაც,
რომლებიც საქართველოში კოალიციურ ლაშქარს იწვევდნენ დავითის წინააღმდეგ.
დიდგორის ველზე არსებითად გადაწყდა თბილისის, დმანისისა და სხვა ქალაქთა ბედიც,
იწყებოდა მათი დამოუკიდებლობის აღსასრული. მას შემდეგ, რაც საქართველოს ქალაქების
კავშირმა (თბილისმა და დმანისმა) ასეთი დიდი ომი გაუმართა სამეფო ხელისუფლებას,
დავითი სავსებით დარწმუნდა, რომ საქართველოს ჯერ კიდევ დამოუკიდებელი ქალაქები
უბრძოლველად არ დასთმობდნენ პოზიციებს და მათ კიდევ ახალი დამხმარე ძალების
მოწვევა რომ არ ეცადათ, მეფემ გეზი პირდაპირ თბილისისაკენ აიღო. 1122 წელს თბილისის,
ხოლო 1123 წელს დმანისის აღება, არსებითად, სწორედ დიდგორის ბრძოლის გაგრძელებას
წარმოადგენდა.[34]

დიდგორის ბრძოლაში გამარჯვებამ შესაძლებელი გახადა ქვეყნის საბოლოო გათავისუფლება


და დასაბამი მისცა ოქროს ხანას საქართველოს ისტორიაში, ამასთანავე, საქართველომ
საბოლოოდ დაიმკვიდრა რეგიონის უძლიერესი სახელმწიფოს სახელი.

ამ ბრძოლის მნიშვნელობა საქართველოს ისტორიაში:დიდგორი იყო ის ბრძოლა,


საიდანაც საქართველო კავკასიის ხალხებთან ერთად, მიუხედავად რელიგიური და
ეროვნული ნიშნებისა, გამოვიდა გამარჯვებული. ეს არა მხოლოდ ეროვნული სიამაყის
საფუძველია, არამედ ასევე ჩვენი კავკასიური მომავლის გზასაც წარმოადგენს “.

დიდგორობა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისათვის ბრძოლის,


ერთიანობისა და ძლიერების, ქვეყნისთვის თავდადების სიმბოლოა“. „დღეს,
დიდგორის ბრძოლის ცოცხალი მაგალითი გვასწავლის, რომ ერთიანობა ყველაზე
დიდი ძალაა“

You might also like