You are on page 1of 2

1921 წლის 25 თებერვალს თბილისი მე-11 წითელმა არმიამ დაიკავა.

საქართველო რუსული საბჭოთა იმპერიის


ნაწილად იქცა. დამოუკიდებლობის დაკარგვას მოჰყვა სასტიკი რეპრესიები , პოლიტიკური პარტიების
აკრძალვა, ათასობით ადამიანის დახვრეტა, ხანგრძლივი პატიმრობა და გადასახლება .

“ხუთ კვირიანი ბრძოლისა და გმირული თავგანწირვის მიუხედავად , საქართველოს დემოკრატიული


რესპუბლიკის მოქალაქეებმა, ვერ შეძლეს დამოუკიდებლობის დაცვა . 25 თებერვალს დაწყებულმა საბჭოთა
ოკუპაციამ მთელი სამოცდაათი წელი გასტანა. თბილისს დამშვიდებით ეძინა , მას ჯერ არ გაეგო თავისი
სიკვდილი...“
- ასე აღწერს 18 წლის მოხალისე ჯარისკაცი გივი ღამბაშიძე 1921 წლის 25 თებერვლის პირველ წუთებს , როცა
ეს-ეს არის შეიტყო სარდლობის გადაწვეტილება, თბილისის დატოვების შესახებ .
არადა, ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ, 25 თებერვლის დადგომამდე, თანამებრძოლებთან ერთად სულგანაბული
ელოდა სამშობლოსათვის თავგანწირვის დიად მომენტს, როცა სანგარში ჩამჯდარს თითები სველ ჩახმახზე
ეყინებოდა და თოვლის ფიფქები თვალებში უვარდებოდა.
თავდაპირველად ოფიცრის ბრძანება, ამოსულიყვნენ სანგრებიდან, შეტევაზე გადასვლის წინაპირობად
მიიჩნია, თუმცა მალევე, სოღანლუღის ხიდის აფეთქების შემდეგ, მიხვდა რაშიც იყო საქმე :
„ამ წამიდან როგორც ჩვენი სამშობლო, საქართველო, ისე ქართველი ერი სამუდამოდ დაიღუპა , ჩარხი უკუღმა
გადატრიალდა, საქართველოს შვიდივე ვარსკვლავი ჩაქრა , თეთრი მერანი უფსკრულში გადავარდა ”.
ქართულმა ჯარმა თბილისი მართლაც მოულოდნელად დატოვა 24-25 თებერვლის სუსხიან ღამეს . მანამდე
თბილისის დამცველებმა მოიგერიეს წითელი არმიის ორი იერიში და 23 თებერვლისთვის მტერი თბილისის
მისადგომებიდან უკუაქციეს. სოღანლუღთან ბრძოლაში მოკლეს 530 და ტყვედ აიყვანეს 1600 მტრის
ჯარისკაცი, შესაბამისად, საბრძოლო სულისკვეთება მაღალი იყო როგორც სამხედრო ნაწილებში , ასევე
საზოგადოებაში, რაზეც მეტყველებს 25 თებერვალს გამოსულ გაზეთებში გამოქვეყნებული ოპტიმისტური
სტატიები, ცნობები მობილიზაციისა და სასწავლო სროლების გაგრძელების შესახებ .

გაზეთი „ერთობა“
„მოქალაქეთა საყურადღებოდ ცხადდება, რომ ახლად გაწვეულ ჯარისკაცთა შესასწავლად სანიმუშო სროლა
ქ. ტფილისში გაგრძელდება 25, 26 თებერვალს“ - წერდა „საქართველოს რესპუბლიკა“.

„რაც უნახავთ, ვერ ნახავენ“ - ამ სათაურით გამოაქვეყნა გაზეთმა „ერთობამ “ ცნობა მტრის „ჰაეროპლანის “
მიერ თბილისში ყუმბარების ჩამოყრის შესახებ.

„ხმელეთზე ბრძოლით ვერაფერს გახდნენ, ვერ გამოიწვიეს აჯანყება. დამარცხებულები მაღლა აფრინდნენ და
ზემოდან მშვიდობიან ხალხს დაუშინეს. ეს არის სასოწარკვეთილებით გამოწვეული ნაბიჯი - ამით უნდათ
გვითხრან - დაგვნებდით, ბრძოლას თავი დაანებეთ, მაინც ვერ გაგვიძლებთ დიდხანსო , მაგრამ თბილისი არ
შეკრთა. არ ეშინია მსხვერპლის არც ფრონტზე და არც მშვიდობიან ქუჩებში . საქართველოს დედაქალაქი არ
კარგავს იმ სიდინჯეს, რომელსაც მოითხოვს მისგან დღევანდელი დღე . დამოუკიდებლობის დაცვა
საქართველოსათვის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია. მისი ნებით ბოლშევიკები ვერ შემოვლენ აქ . ქართველ
ხალხს აქვს ისეთი სიმაგრე, რომელსაც ისინი ვერ მოერევიან ვერც ზარბაზნებით და ვერც ჰაეროპლანებით . ეს
სიმაგრე მისი მკერდი, მისი სულიერი განწყობილებაა“ - წერდა „ერთობა“.

„თბილისის პოზიციებზე დამარცხებულ მტრის მდევარმა, ჩვენი ჯარის მოწინავე რაზმმა , გუშინ საღამოს აიღო
სოფელი კუმისი და წალასკური. კუმისთან ღამის ბრძოლაში ჩვენ ხელთ ვიგდეთ 8 ტყვიისმფრქველი , 3
ოფიცერი და 53 წითელარმიელი“, - ამგვარი შინაარსის ცნობა გაავრცელა საქართველოს შეიარაღებული
ძალების გენერალურმა შტაბმა.
თბილისის დათმობა
საბრძოლო წარმატებებისა და მაღალი საბრძოლო სულისკვეთების მიუხედავად , საქართველოს
მთავარსარდალმა, გენერალმა გიორგი კვინიტაძემ მაინც მიიღო თბილისის დატოვების გადაწყვეტილება .

რა იყო ამის მიზეზი?


გიორგი კვინიტაძე მოგონებების წიგნში წერს, რომ 24 თებერვალს დღის სამ საათზე მიიღო ცნობა , რომ
წითელი ცხენოსნები გამოჩნდნენ ზურგში, ავჭალაში და, რომ მათ დაიკავეს მიმდებარე სოფლები .

„ცხადია, ეს ის ცხენოსნები იყვნენ, რომლებმაც გვერდი აუარეს პოლკოვნიკ გედევანიშვილის ფლანგს .


შესაბამისად, მოწინააღმდეგე აღმოჩნდა ჩვენს ზურგში და ხელში ჩაიგდო უკან დასახევად საჭირო რკინიგზის
კვანძი. ჩემთვის გაუგებარია, რატომ დაუყოვნებლივ არ გამოიყვანა მწყობრიდან რკინიგზის ხაზი , ხელში არ
ჩაიგდო სადგური, ტელეგრაფი და ა.შ. და ამგვარად, რატომ არ გაწყვიტა ჩვენი კავშირი დანარჩენ
საქართველოსთან. ყველაფერი ეს შეეძლო მტერს და ჩვენ ხელს ვერ შევუშლიდით . საჭირო იყო
დაუყოვნებლივ მოქმედება“, - წერს გიორგი კვინიტაძე, რომლის თქმითაც , ერთი დღით ადრე მტერი ასევე
გამოჩნდა ნახშირგორასთან, საიდანაც თავისუფლად შეეძლო სოფელ დიღომის დაკავება , რაც ავჭალის
აღების გათვალისწინებით, თბილისის სრულ ალყაში მოქცევას, მთელი ჯარისა და მთავრობის აპარატის
დაღუპვას გამოიწვევდა.

„ეს ნიშნავდა ომის დასრულებას!“ - შენიშნავს გიორგი კვინიტაძე.

თანამედროვე ისტორიკოსის ხედვა


ისტორიკოსი დიმიტრი სილაქაძე მიიჩნევს, რომ კვინიტაძის სიფრთხილე უსაფუძვლო არ იყო .

„მარცხენა ფლანგს უვლიდა წითელი არმიის ორი დივიზია. ამ ორ დივიზიაში 3-4 ათასამდე ცხენოსანი
შედიოდა. თან რუსული ცხენოსანი დივიზიის სტრუქტურაში შედიოდნენ არა მხოლოდ ცხენოსნები , არამედ
არტილერისტებიც. მარჯვენა მხრიდან გვივლიდა ერთი ცხენოსანი პოლკი და ერთი ბრიგადა , მთლიანობაში
ორივე მხრიდან 4-5 ათასი ცხენოსანი გვაქცევდა ალყაში. კვინიტაძის ეს გადაწყვეტილება სადავო იყო , არის
და მომავალშიც იქნება, მაგრამ ფაქტია, რომ სერიოზული ძალები აპირებდნენ თბილისის ალყაში მოქცევას .
24-ში მხოლოდ მცდელობა ჰქონდათ და მცირე ძალებით მოგვისინჯეს კბილი, თუ რამდენად გვქონდა დაცული
და შესაძლებელ გადამწყვეტ მომენტებში (სამხრეთ-აღმოსავლეთის ფრონტის ბრძოლები , ბრძოლა
თბილისთან) რუსეთის უპირატესობა 2:1- ზე იყო.
24 თებერვალს, თბილისს 10 ათასი ჯარისკაცი იცავდა, რუსების მხრიდან 20-22 ათასი ჯარისკაცი იბრძოდა .
მტერს ასევე დიდი უპირატესობა ჰქონდა ცხენოსანი ნაწილების მხრივ , ცხენოსნები კი რუსეთის სამოქალაქო
ომში და ზოგადად იმ პერიოდის ომებში თამაშობდნენ უდიდეს როლს , თუნდაც პირველ მსოფლიო ომში ,
სადაც ფრონტის ხაზი ერთიანი იყო და ცარიელი სივრცეები არ რჩებოდა , ჩვენთან კი , ჯარის ნაკლებობის გამო ,
ბევრი ცარიელი სივრცე იყო დარჩენილი. 25 თებერვლისათვის ქართველთა ზურგში გადიოდა 4000-4500
კავალერისტი, რაც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა, იმ პირობებში როდესაც ქართული კავალერია
მოწინააღმდეგისას მინიმუმ 8-9-ჯერ ჩამოუვარდებოდა რაოდენობაში და ქართველთა ფლანგები თითქმის
დაუცველი იყო. ცხადია, ამ უპირატესობას იყენებდნენ ეფექტურად და ეს იყო მათი წარმატების ერთ -ერთი
მიზეზი“,
- ამბობს დიმიტრი სილაქაძე.

You might also like