You are on page 1of 14

„შემოდიოდა სიკვდილი ცელით“

25 თებერვალს თბილისსა და
ქუთაისში მდებარე პარლამენტის
შენობებზე, ასევე პრეზიდენტის
ადმინისტრაციის შენობის თავზე
აღმართული სახელმწიფო დროშები
დაუშვეს - ასე საქართველომ
საბჭოთა ოკუპაციის დღე აღნიშნა,
ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული
დღე საქართველოს ისტორიაში. 93
წლის წინ ამ დღეს, 1921 წლის 25
თებერვალს, თბილისში
ბოლშევიკების მე-11 არმია შევიდა
და საქართველო საბჭოთა
სოციალისტურ რესპუბლიკად
გამოაცხადა. თავისუფლებისათვის
ბრძოლას კოჯორსა და ტაბახმელის
მისადგომებთან არაერთი იუნკერი
შეეწირა.
2024 წელი, 25 თებერვალი. 1921 წლის 25 თებერვლიდან
103 წელია გასული. საქართველოში საბჭოთა ოკუპაციის
დღეს აღნიშნავენ. ამ დღეს თავისი გმირები ჰყავს -
სამხედრო სასწავლებლების 20-21 წლის სტუდენტები,
იუნკრები, რომლებიც, ფაქტობრივად, მარტო იცავდნენ
თბილისს რუსეთის წითელი არმიისაგან. ოკუპაციის
დღეებში სოციალურ ქსელებში კოჯორსა და
ტაბახმელასთან დაღუპულ იუნკრებს იხსენებენ.
დილიდან კოჯორში არსებულ იუნკრების მემორიალს
საქართველოს ხელისუფლებისა და ოპოზიციური
პარტიების წარმომადგენლები სტუმრობდნენ.
კოჯრის მემორიალთან
მისულმა საქართველოს
პრეზიდენტმა, გიორგი
მარგველაშვილმა, აღნიშნა,
რომ ეს არის ერთ-ერთი ბოლო
შემთხვევა წინა საუკუნის
ისტორიაში, როდესაც
საქართველოს ჯარისკაცები
სამშობლოს იცავდნენ:
„სწორედ მათ მაგალითზე
გვეძლევა მხნეობა და უნარი
იმისა, რომ ჩვენი პატარა
ქვეყანა მუდმივად დავიცვათ
ძალიან ძლიერი იმპერიებისა
და აგრესორებისგან,
რომლებიც ისტორიულად
მუდამ გვიტევდნენ“.
„მაგალითი, თუ როგორ უნდა იცხოვრო“
- ასე შეაფასა 93 წლის შემდეგ ქართველი
იუნკრების გმირობა მემორიალთან
მისულმა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი
ალასანიამ: „იუნკრების გმირობა ჩვენი
სამხედროებისთვის მაგალითია იმისა,
თუ როგორ უნდა მოემზადო ყველაზე
მნიშვნელოვანი დღისთვის, რომელიც
შესაძლოა ნებისმიერ წამს ყველა
სამხედროს დაუდგეს - დაიცვას
საკუთარი ქვეყანა საკუთარი სიცოცხლის
ფასად“.
გვირგვინებით შემკულ იუნკრების
მემორიალთან 25 თებერვალს იუნკრების
ახალი თაობა იდგა. გენერალური შტაბის
უფროსის ვახტანგ კაპანაძის განცხადებით,
საქართველოს შეიარაღებული ძალების
ისტორიაში იუნკრების გმირობა ერთ-ერთი
ყველაზე წარმატებული ფურცელი და ახალი
თაობის სამხედროებისათვის კარგი
მაგალითია.
უთანასწორო ბრძოლაში საკუთარი ქვეყნის
თავისუფლებისთვის დაღუპული გმირების
მემორიალთან 25 თებერვალს საპარლამენტო
ოპოზიციის წარმომადგენლებიც მივიდნენ.
უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ
განაცხადა, რომ თავისუფლებისთვის ბრძოლა
მუდმივი ბრძოლაა და ის არასოდეს
სრულდება:
საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა
დედაქალაქი 25 თებერვალს, გათენებამდე
დატოვეს. რამდენიმე საათში თბილისი მე-11
წითელი არმიის ნაწილებმა დაიკავეს. როგორც
ისტორიკოსი ირაკლი ხვადაგიანი ამბობს,
წითლების შემოსვლას ქალაქი შეხვდა ცივად,
ინერტულად.

„უმეტესი ნაწილი მოქალაქეებისა დარჩა


ქალაქში, არადა დიდი იყო შიში და მოლოდინი
იმისა, რომ მე-11 არმია დაიწყებდა ქალაქის
დარბევას და ძალადობას. ჩვეულებრივი ამბავი
იყო ეს, მოგეხსენებათ, რა რეპუტაცია ჰქონდა
წითელ არმიას, რომელიც ომის კანონით
ბრძოლით დაკავებულ ქალაქში აკეთებდა იმას,
რაც მოესურვებოდა. ქუჩები, როგორც წესი,
უკაცრიელი იყო“, - ამბობს ირაკლი ხვადაგიანი.
-ნიშანდობლივია ის, რომ რევკომმა დაიკავა
ქალაქის თვითმმართველობის - ქალაქის
საბჭოს შენობა და არა მთავრობისა და
დამფუძნებელი კრების სასახლე. ირაკლი
ხვადაგიანი ამ ფაქტს ასეთ ახსნას უძებნის: 1.
ომი ჯერ არ იყო დასრულებული და რევკომს
ჰქონდა გარკვეული კომპრომისებისა და
ვაჭრობის მოლოდინი, რის გამოც არ ჩქარობდა
დამფუძნებელი კრების შენობისა და ადგილის
დაკავებას. 2. რევკომმა, როგორც საბჭოთა
ხელისუფლების ნაწილმა დაიკავა საბჭოს
შენობა და არა დამფუძნებელი კრებისა,
რომელიც მიუღებელი და საძულველი სიტყვა
იყო ბოლშევიკებისათვის.
„გადამწყვეტ მომენტებში (სამხრეთ-
აღმოსავლეთის ფრონტის ბრძოლები, ბრძოლა
თბილისთან) რუსეთის უპირატესობა 2:1- ზე იყო.
24 თებერვალს, თბილისს 10 ათასი ჯარისკაცი
იცავდა, რუსების მხრიდან 20-22 ათასი
ჯარისკაცი იბრძოდა. მტერს ასევე დიდი
უპირატესობა ჰქონდა ცხენოსანი ნაწილების
მხრივ, ცხენოსნები კი რუსეთის სამოქალაქო
ომში და ზოგადად იმ პერიოდის ომებში
თამაშობდნენ უდიდეს როლს, თუნდაც პირველ
მსოფლიო ომში, სადაც ფრონტის ხაზი ერთიანი
იყო და ცარიელი სივრცეები არ რჩებოდა,
ჩვენთან კი, ჯარის ნაკლებობის გამო, ბევრი
ცარიელი სივრცე იყო დარჩენილი. 25
თებერვლისათვის ქართველთა ზურგში
გადიოდა 4000-4500 კავალერისტი, რაც
სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა, იმ
პირობებში როდესაც ქართული კავალერია
მოწინააღმდეგისას მინიმუმ 8-9-ჯერ
ჩამოუვარდებოდა რაოდენობაში და
ქართველთა ფლანგები თითქმის დაუცველი
იყო. ცხადია, ამ უპირატესობას იყენებდნენ
ეფექტურად და ეს იყო მათი წარმატების ერთ-
ერთი მიზეზი“, - ამბობს დიმიტრი სილაქაძე.
საქართველოს თავდაცვის კომიტეტის მიერ
გამოცხადებულ მობილიზაციას ბევრი მოქალაქე
გამოეხმაურა.

„მოქალაქეებო, შეასრულეთ თქვენი


მოვალეობა!“ - ასეთი იყო მოწოდება.

16 თებერვალს საქართველოს მოქალაქეებს


მიმართა მთავრობის მეთაურმა, ნოე ჟორდანიამ:

„შეაჩერეთ ჩვეულებრივი და საზოგადოებრივი


მუშაობა და მოჰკიდეთ ხელი მარტოდ მარტო
თავის დაცვას. მეტი მეომარი, მეტი იარაღი, მეტი
სურსათი, აი, რას ითხოვს თქვენგან სამშობლო
და ეს უნდა მოგვაწოდოთ ყოველ დღე
გამარჯვებამდე. ამ ბრძოლაში ჩვენ მარტო არ
დავრჩებით. შევქმნათ ერთი მთლიანი
თავგანწირული ძალა და ჩვენ ირგვლივ
შემოიკრიბებიან მშველელნი. ქართველო, ხელი
ხმალს იკარ, მტერთა ისმიან ხმანია!
საქართველო მოკვდება, მაგრამ მტერს არ
დანებდება“.
1921 წლის 23 თებერვალს თბილისის
უნივერსიტეტის ეზოში შეიკრიბნენ
სტუდენტები, რომლებსაც სიტყვით მიმართა
სასწავლებლის დამფუძნებელმა და
რექტორმა ივანე ჯავახიშვილმა:

"შვილებო! ჩემო მოვალეობაა მე თქვენ


წიგნისა და კალმისაკენ მოგიწოდოთ, მაგრამ,
ერის ცხოვრებაში არის ისეთი მომენტები,
როცა საჭიროა ყველაფერი განზე გადადო და
იარაღით ხელში მტერს მიეგებო. და აი, მე
დღეს თქვენ იარაღისკენ მოგიწოდებთ!"
სწორედ თბილისის უნივერსიტეტის სტუდენტი იყო
ფრონტზე მოხალისედ წასული მოწყალების და, 20 წლის
მარო მაყაშვილი, რომელიც სასიკვდილოდ დაიჭრა თავში
ჭურვის ნამსხვრევებით. ასევე თბილისის დაცვას
ემსხვერპლნენ სტუდენტები: პავლე ბეშკენაძე, კოლია
კალანდარიშვილი, გიორგი გამყრელიძე, კოტე კვიცარიძე.
1921 წელს, წითელი არმიის შემოჭრის დღეებში, 19 წლის
სტუდენტი მარო მაყაშვილი ფრონტზე მოხალისედ წავიდა.
ის წითელ ჯვარში მოწყალების დად ჩაეწერა და კოჯრისკენ
მიმავალ რაზმს შეუერთდა. 19 თებერვალს, მარო ყუმბარის
ნამსხვრევმა იმსხვერპლა. მარო მაყაშვილი პირველი
ქართველი ქალია, რომელიც ქვეყნის ეროვნულ გმირად
აღიარეს. რუსეთის მე-11 არმიის წინააღმდეგ ბრძოლაში
გმირულად დაღუპული მარო მაყაშვილი ქართველ
იუნკერებთან ერთად, ყოფილი სამხედრო ტაძრის ეზოშია
დაკრძალული.
ფრონტიდან გამოგზავნილ წერილში მარო ოჯახს
ტკბილეულის გამოგზავნას სთხოვდა - „…საყვარელო მამა!
მე ჯერჯერობით კარგად ვარ. სულ ერთი პოზიციისგან 112
ვერსზე ვართ, მეორისგან 5 თუ 7-ზე. მტერი ჯერ შორს არის,
ძალიან სცხებენ ჩვენები. ძალიან აღფრთოვანებულები
არიან. ცოტა თხილი და თუ შესაძლებელია, რამე
ტკბილეული გამოგზავნეთ… თავს გაუფრთხილდით.
გკოცნით ბევრს. ისე არა ცივა. მოკითხვა ყველა ჩვენებს. ნუ
გეშინიანთ. გავიმარჯვებთ სახელოვნად.
შენი მარო.“
„უნდა ვიამაყოთ თუნდაც იმიტომ, რომ ხუთი
კვირის განმავლობაში ვებრძოდით რუსეთს და
უბრძოლველად არ შემოვუშვით, მაშინ, როცა
სომხეთმა და აზერბაიჯანმა თითო დღეში
დაკარგეს დამოუკიდებლობა. ჩვენ ვებრძოდით
5 კვირის განმავლობაში და ვებრძოდით
შეზღუდული რესურსებით - როგორც
ადამიანური, ასევე მატერიალური და სამხედრო
თვალსაზრისით. თან მოვიგეთ ცალკეული
ბრძოლები, გვქონდა კონკრეტული გმირობის
მაგალითები, მაგალითი შალვა ერისთავისა,
კაპიტან ყიფიანისა, იმერეთის გვარდიის
ბატალიონისა, რომელმაც რუსული ტანკები
მოიგერია და სხვ. რა თქმა უნდა, საამაყოა
მიუხედავად მარცხისა. თან ყველა მარცხი
მარცხი არ არის. დარჩა გმირობის ისტორია,
რომელიც მომავალი თაობების საბრძოლო
სულისკვეთებას ამაღლებს“, - ამბობს დიმიტრი
მადლობა ყურადღებისთვის!

You might also like