You are on page 1of 7

თებერვლის გმირები

გიორგი ბაღდავაძე
მე-17 საჯარო სკოლა 8ბ კლასი
ქუთაისი
საქართველო1918-1921 წლებში
1918 წლის 26 მაისს შედგა საქართველოს ეროვნული საბჭოს სხდომა, სადაც
საქართველოს ეროვნულმა საბჭომ ერთხმად დაამტკიცა „საქართველოს დამოუკიდებლობის
აქტი“. 1921 წლის თებერვალის შუა რიცხვებში, საქართველოში ბოლშევიკების მე-11 არმია
შემოვიდა და 25 თებერვალს თბილისი დაიკავეს, რის შემდეგაც საქართველო საბჭოთა
სოციალისტურ რესპუბლიკად გამოცხადდა. თავისუფლებისათვის უთანასწორო ბრძოლაში
არაერთმა ქართველმა გამოიჩინა გმირობა და მათ თებერვლის გმირები ეწოდათ .
გენერალი გიორგი კვინიტაძე

1921 წლის თებერვალში მე-11 არმია


მოულოდნელად თავს დაესხა საქართველოს
საზღვართან განლაგებულ ქართულ ნაწილებს. 16
თებერვალს გიორგი კვინიტაძე ქართული არმიის
მთავარსარდლად დაინიშნა. მან სასწრაფოდ გამოიხმო
საზღვრიდან გადარჩენილი ნაწილები, მას სარეზერვო
ქვედანაყოფები და იუნკერთა სკოლის კურსანტები
დაუმატა და თბილისის დაცვის მოწყობას შეუდგა. დაცვა
იმდენად ეფექტურად იყო ორგანიზებული, რიცხვით
სამჯერ მეტმა მტერმა ქართველების თავდაცვითი ხაზის
გარღვევა გააფთრებული ბრძოლების შედეგადაც ვერ
შეძლო. 23-24 თებერვალს ბოლშევიკებმა შეტევა
გააძლიერეს და თბილისი ალყაში მოქცევის საშიშროების
წინაშე აღმოჩნდა. ქართული ჯარის სიმცირემ,
მოწინააღმდეგის დიდმა  რიცხობრივმა უპირატესობამ,
რეზერვების უქონლობამ მთავარსარდალი აიძულა
თბილისი დაეცალა.
გენერალი გიორგი კვინიტაძე (გაგრძელება)

საბჭოთა რუსეთის დაზვერვა გენერალ კვინიტაძეს


ახასიათებდა: „ფიცხი, მამაცი, ჭკვიანი. მისი ტაქტიკა -
აღტკინება, შეტევა, ჩინებული მცოდნე ჯარისკაცთა
ფსიქოლოგიისა, დიდი ინიციატივის პატრონი. მან შეინარჩუნა
წესიერება ნაწილებში, ფრონტზე ჯარების დაშლის დროს.
ბრძოლაში სრული უშიშრობა; იცის მასების გამხნევება და მათი
გატაცება. ნერვიული, განუწყვეტლივ ეწევა პაპიროსს. საუკეთესო
ოფიცერი ქართული ჯარისა“
2013 წლის 26 მაისს, გენერალ გიორგი კვინიტაძეს
საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა. 2021 წლის
26 მაისს, საქართველოში ჩამოსვენების შემდეგ, მისი ნეშტი
მთაწმინდის პანთეონში იქნა დაკრძალული.
იუნკერები
17 თებერვალს დილის 5 საათზე გენერალმა გიორგი
კვინიტაძემ ბრძანება გასცა, საბრძოლო პოზიციები სხვა
სამხედრო ნაწილებთან ერთად, საქართველოს იუნკერთა
სკოლის მსმენელებსაც დაეკავებინათ. სამხედრო სკოლამ
ფრონტზე 500-ზე მეტი მებრძოლი გაიყვანა.
18 თებერვალს - იაღლუჯის მიდამოებში ქართველმა
მეომრებმა მოიპოვეს საბრძოლო წარმატება. განსაკუთრებით
თავი ისახელეს თბილისის სამხედრო სკოლის იუნკერებმა,
რომლებმაც მტერი ქოროღლის ციხის, კუმისის და ვაშლოვანის
იქით განდევნეს.
19-20 თებერვალს, სოფელ ტაბახმელასთან, თბილისის
მისადგომებთან მე-11 არმიის ნაწილებს წინააღმდეგობა 510-მა
იუნკერმა გაუწია. მათ 4 ზარბაზანი და 6 ტყვიამფრქვევი
ჰქონდათ. რაზმს პოლკოვნიკი ა. ჩხეიძე მეთაურობდა. სოფელი
ქართველ იუნკერებს დარჩათ, თუმცა წითელმა არმიამ მათ
გვერდი აუარა და შეტევა გააგრძელა.
იუნკერები (გაგრძელება)
17-24 თებერვალს იალღუჯასთან, კოჯორთან და ტაბახმელასთან
საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლაში ათეულობით იუნკერი
დაიჭრა და დაიღუპა. მათ შორის: შალვა ერისთავი, ალექსანდრე
ახვლედიანი, პლატონ დოლიძე, პავლე იაკობაშვილი, ლევან კანდელაკი,
ოთარ ლორთქიფანიძე, მიხეილ ლოლუა, ილია ჯანდიერი, არჩილ ჯანდიერი,
გიორგი ანდრონიკაშვილი, გიორგი ზედგინიძე, გიორგი იაშვილი, ვახტანგ
ისკანდერაშვილი, ივანე კერესელიძე, რევაზ ფავლენიშვილი, ივანე
ჯამასპიშვილი და ა.შ.
ერთერთი გმირობის მაგალითია იუნკერ შალვა ერისთავის გმირობა ,
რომელმაც თავისი სიცოცხლის ფასად სიკვდილისგან იხსნა რამდენიმე
ათეული თანამებრძოლი. კონტრშეტევაზე გადასულ ქართველებს „მაქსიმის“
ტყვიამფრქვევიდან ცეცხლი გაუხსნა გორაკზე გამაგრებულმა მტერმა. შალვა
ერისთავმა სწრაფად გადაირბინა მონაკვეთი ტყვიამფრქვევამდე, მემიზნე
ოფიცერს ხიშტი აძგერა, თვითონ კი ტყვიამფრქვევს გადაეფარა.
გადარჩენილ იუნკერთა მნიშვნელოვანი ნაწილი დამხობილი საქართველოს
დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლებასა და სამხედრო ელიტის
წარმომადგენლებთან ერთად ემიგრაციაში წავიდა. ისინი სასწავლებლად
პოლონეთის, საბერძნეთისა და საფრანგეთის სამხედრო სასწავლებლებმა
მიიღეს. 50-მდე იუნკერი პოლონეთის პოდხორონჟთა სკოლის კურსანტი
შალვა ერისთავი
გახდა. ბევრი მათგანი სკოლის დასრულების შემდეგ ოფიცრის წოდებით ამ
ქვეყნის არმიაში შევიდა.
მარიამ (მარო) მაყაშვილი

იუნკერებთან ერთად დაიღუპა მოწყალების და მარო მაყაშვილიც.


იგი საარტილერიო დაბომბვას შეეწირა. მარო მაყაშვილი ცნობილი
პოეტის კოტე მაყაშვილის შვილი იყო და ის ფრონტზე მოხალისედ
ჩაეწერა. უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის მესამე
კურსის სტუდენტი წითელი ჯვრის რაზმს შეუერთდა. რუსეთის მე-11
არმიის წინააღმდეგ ბრძოლაში გმირულად დაღუპული მარო
მაყაშვილი ქართველ იუნკერებთან ერთად, ყოფილი სამხედრო
ტაძრის ეზოშია დაკრძალული.
2015 წლის 24 დეკემბერს მარო მაყაშვილს საქართველოს
ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა. მარო მაყაშვილი გახდა პირველი
ქალი, რომელსაც საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.

You might also like