You are on page 1of 9

ქაიხოსრო (ქაქუცა)

ჩოლოყაშვილი
ელენე ვალიშვილი
 ქაქუცა ჩოლოყაშვილი, ერთ-ერთი
ცნობილი ქართული გვარის
— ჩოლოყაშვილების წარმომადგენელი
იყო, რომლის მატარებლებიც თავადები
იყვნენ და საქართველოს სამხედრო და
პოლიტიკურ ელიტას მიეკუთვნებოდნენ.
მამამისი, თავადი იოსებ
ჩოლოყაშვილი, 1659 წლის კახეთის
აჯანყების ერთ-ერთი მეთაურის — ბიძინა
ჩოლოყაშვილის შთამომავალი იყო.
 ქაქუცა
სწავლობდა ტფილისის სათავადაზნაურო
გიმნაზიაში, რომელიც 1907 წელს
დაამთავრა. 21 წლის ასაკში ჯარში
გაიწვიეს. მსახურობდა
ტვერის დრაგუნთა პოლკში,
სადაც ოფიცრის წოდება მიიღო.
 1912 წელს, გათავისუფლდა სამხედრო
სამსახურისგან და საქართველოში
დაბრუნდა. 1913 წელს ცოლად შეირთო
ნინო მეღვინეთუხუცესი, რის შემდეგაც
საკუთარ მამულში სოფლის
მეურნეობას მიჰყო ხელი.
 1914 წელს, პირველი მსოფლიო
ომის დაწყებისთანავე, ქაიხოსრო ჯარში
გაიწვიეს. ის იბრძოდა აღმოსავლეთის,
კერძოდ - ავსტრია-უნგრეთის
იმპერიის ფრონტზე, სადაც ხელმძღვანელობდა
ესკადრონს. 1914 წელს იგი მძიმედ დაიჭრა
და თავისივე სურვილით კავკასიის
ფრონტზე არიერგარდის ხელმძღვანელად
გადაიყვანეს. ჩოლოყაშვილმა თავი
გამოიჩინა სარიყამიშის ბრძოლაში. ციხე-
სიმაგრე "არწივის ბუდეზე", რომელსაც ქაქუცა
იცავდა, თურქების შეტევის შემდეგ ის კვლავ
დაიჭრა. ამ ბრძოლაში ჩადენილი
გმირობისთვის ის ოქროს ხმლით
დააჯილდოვეს.
 განკურნების შემდეგ,1915 წელს, ქაქუცა
ჩაეწერა ახალდაარსებულ საქართველოს
ცხენოსანთა რაზმში, რომელიც ნიკოლოზ
ბარათოვის
ხელმძღვანელობით სპარსეთში იბრძოდა.
რაზმმა წარმატებული რეიდი განახორციელა
და მესოპოტამიის უდაბნოს გავლით
შეუერთდა ბრიტანეთის არმიას.
 1917 წელს თებერვლის რევოლუციის შემდეგ
დაბრუნდა საქართველოში და შევიდა
ეროვნულ-დემოკრატიულ
პარტიაში. 1918 წელს საქართველოს დამოუკ
იდებლობის გამოცხადების შემდეგ
ჩოლოყაშვილი საქართველოს
არმიის პოლკოვნიკი გახდა და
მონაწილეობდა ქართული კავალერიის
ჩამოყალიბებაში. 1919 წელს გახდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრის
მოადგილე. სომხეთ-საქართველოს
ომის და რუსეთ-საქართველოს ომის დროს
ხელმძღვანელობდა ქართულ
კავალერიას. 1921 წლის 25
თებერვალს წითელი არმიის მიერ თბილისის
აღების შემდეგ საქართველოს მთავრობასთან
და არმიასთან ერთად დასავლეთ
საქართველოს შეაფარა თავი, იყო ბათუმის
ოლქის გენერალ-გუბერნატორის, ბენიამინ
ჩხიკვიშვილის ადიუტანტი.
 1923 წელს ქაქუცა ჩოლოყაშვილის რაზმი რამდენიმეჯერ დაესხა თავს წითელ
არმიას. ამასობაში "დამკომმა" გადაწყვიტა 1924 წლის თებერვალში აჯანყება
დაწყებულიყო, მოგვიანებით თარიღმა აგვისტოთვის გადაიწია. ქაქუცა აქტიურად
მონაწილეობდა აჯანყების მომზადებაში. მან თითქმის 600-მდე კაცი მოაგროვა.
 აჯანყება 1924 წლის 29 აგვისტოს უნდა დაწყებულიყო, მაგრამ გაურკვეველი
მიზეზების გამო ჭიათურაში აჯანყება 28 აგვისტოს დაიწყო, რამაც მნიშვნელოვნად
არია შეთქმულთა გეგმები და ხელისუფლებას გაუადვილა მისი ჩახშობა.
მიუხედავა ამისა, 29 აგვისტოს, ჩოლოყაშვილის მცირერიცხოვანმა რაზმმა
აიღო მანგლისი, მაგრამ მისი შეტევა იქ განლაგებულ სამხედრო ყაზარმებზე
უშედეგოდ დასრულდა. ამიტომ ქაქუცა გადავიდა აღმოსაველთ საქართველოს
მთიანეთში და დალაშქრა დუშეთი, რომელიც მალე დატოვა, რადგან დახმარება
ვერ მიიღო. ამის შემდეგ, 3 სექტემბერს, მან სვიმონიანთ ხევთან
დაამარცხა წითელი არმია.
 4 სექტემბერს შიომღვიმის ტყეში დააპატიმეს დამკომის წევრები: კოტე
ანდრონიკაშვილი და იასონ ჯავახიშვილი. მათ აჯანყების დამარცხება
ოფიციალურად აცნობეს ქართველ ხალხს. ამის მიუხედავად ჩოლოყაშვილი
აგრძელებდა ბრძოლას და 6 სექტემბერს, ხევ-გძელასთან,კახეთში კიდევ
დაამარცხა წითელი არმია. ქაქუცა ჩოლოყაშვილმა რამდენიმე დღე თბილისს
უტრიალა, მაგრამ დარწმუდა ბრძოლის გაგრძელების ამაოებაში. ოქტომბრის
ბოლოს 26 თანამებრძოლთან ერთად თურქეთის გავლით საფრანგეთში
გადაიხვეწა. საქართველოში დარჩენილი მისი სიმამრი ილია მეღვინეთუხუცესი
დახვრიტეს, მეუღლე ნინოს ასევე დახვრეტა მიუსაჯეს, მაგრამ შემდეგ
ქალიშვილებთან, 7 წლის თამართან და 3 წლის ქეთევანთან ერთად,
გადაასახლეს.
 ქაქუცა ჩოლოყაშვილი 30 თანამებრძოლთან
ერთად ტრაპიზონში ჩავიდა, საიდანაც
გეზი საფრანგეთისკენ აიღო. მათ პარიზში გამგზავრების
უფლების მოპოვება საკმაოდ გაუჭირდათ, რადგან
თურქეთის ხელისუფლებაში მყოფი სოციალ-
დემოკრატები მაინცდამაინც დიდი აღტაცებით არ
დახვედრიან ლტოლვილებს. საფრანგეთში ის
ცხოვრობდა საქართველოს ემიგრირებული მთავრობის
რეზიდენციაში.
 ჯერ ავსტრიის ფრონტზე და შემდეგ სარიყამიშში
მიყენებულმა მძიმე ჭრილობებმა ემიგრაციაში იჩინა
თავი. თანამებრძოლებმა ქაქუცა ოსტსაუას სანატორიუმში
მოათავსეს, მაგრამ მკურნალობამ ამაოდ ჩაიარა
და 1930 წლის 27 ივნისს ის ტუბერკულოზის შედეგად
გარდაიცვალა.
 ანდერძისამებრ, მისი ნეშტი უნდა დაეწვათ, რათა ასე
უფრო იოლად მოხერხდებოდა მისი ფერფლის
საქართველოში მოხვედრა. ჩოლოყაშვილის ანდერძი არ
შესრულდა და იგი დაკრძალეს პარიზის მახლობლად,
სენტ-უანის სასაფლაოზე. მოგვიანებით, ქაქუცა
ჩოლოყაშვილის ნეშტი
გადაასვენეს ლევილის ქართველთა სასაფლაოზე.
 ქაქუცა ჩოლოყაშვილის პიროვნება პოპულარული გახდა 80-
იანი წლების ბოლოდან, რაც დაკავშირებული
იყო საქართველოში ეროვნულ-განმათავისუფლებელი
მოძრაობის აღმასვლასთან
და ნაციონალისტური პოლიტიკური იდეოლოგიის
გაძლიერებასთან.
 ქაქუცა ჩოლოყაშვილის პორტრეტი პლაკატის სახით ხშირად
ჩნდებოდა იმ პერიოდის საპროტესტო აქციებზე. 1989 წელს
ჟურნალისტი პაატა ნაცვლიშვილი აშშ-ში შეხვდა
ჩოლოყაშვილის ერთადერთ ცოცხლად გადარჩენილ
თანამებრძოლს, ალექსანდრე სულხანიშვილს, რომელმაც
მას გადასცა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის
დროშა, რომელიც ქაქუცას სიკვდილის წინ ეჭირა ხელში,
ასევე მისი ხმალი და ქამარ-სატევარი. ეს რელიკვიები
ამჟამად საქართველოს ეროვნულ
მუზეუმში ინახება. 1989 წლის 14 ივლისს,
სოფელ მატანში აღნიშნეს ქაქუცა ჩოლოყაშვილის
დაბადებიდან 101 წლისთავი.
 საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ
სააკაშვილის ინიციატივით 2005 წლის 21 ნოემბერს ქაქუცა
ჩოლოყაშვილის ნეშტი თბილისში გადაასვენეს. წმინდა
სამების საკათედრო ტაძარში მისი სულის მოსახსენიებელი
პანაშვიდი გადაიხადა სრულიად საქართველოს
კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ. ქაქუცა
ჩოლოყაშვილის ცხედარი 23 ნოემბერს მთაწმინდის
პანთეონში დაკრძალეს.
 საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გამოუშვა 200-
ლარიანი კუპიურები, რომლებზეც ქაქუცა ჩოლოყაშვილის
პორტრეტია გამოსახული. მისი სახელი ეწოდა
ქუჩას თბილისის ერთ-ერთ პრესტიჟულ უბან ვაკეში.
 ფაქტები
 თბილისში ქაქუცა ჩოლოყაშვილის
სახელის უკვდავსაყოფად არსებობს
ორი ქუჩა: ერთი ვაკეში, ვაკის პარკსა
და ბაგებს შორის და მეორე - ისნის
რაიონში, თუმცა 2014 წლის
ოქტომბრის ბოლოს (ზუსტი დღე
უცნობია), თბილისის საკრებულოს
გადაწყვეტილებით, ისნის რაიონში
მდებარე ქაქუცა ჩოლოყაშვილის ქუჩას
სახელი გადაერქვა და ეწოდა ბერი
გაბრიელის ქუჩა. იმავე
გადაწყვეტილებით ქაქუცა
ჩოლოყაშვილის სახელი
საბურთალოზე იპოდრომთან მდებარე
ერთ-ერთ უსახელო ქუჩას ეწოდა. ამ
ფაქტმა საზოგადოებაში
არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია.
მადლობა!!!
ელენე ვალიშვილი

You might also like