You are on page 1of 2

იუნკერთა დაღვრილი სისხლი

1921 წელი, 12 თებერვალი. წითელი არმია საქართველოსკენ


მოემართება. სახალხო გვარდია, მოხალისეები, იუნკერები თბილისის
მისადგომებთან დგანან.
ასობით გული ძგერს იმ მომენტში ასობით ფიქრი, ასობით გრძნობა.
მათ იციან რა ელოდებათ მაგრამ მაინც ამაყად დგანან სამშობლოს
სადარაჯოზედ. და მათ იციან რა ელოდებათ და უკან მაინც არ იხევენ.
და მათ იციან რა მოელოდებათ და მაინც... და მაინც ჯიუტად დგანან
სამშობლოს დასაცავად. იმ დღეს შეიღება კოჯრისა და ტაბახმელის
მიდამოები წითლად. იმ დღეს გაუბედურდა ასობით ოჯახი. ამდენი
განწირული სიცოცხლის მიუხედავად, რომლებმაც დიდი
წინააღმდეგობა გაუწიეს მე-11 არმიას, რუსეთის ცივსისხლიანობას
გვერდი მაინც ვერ აუარეს.
ამ დღეს გამოესალმა ასობით ადამიანი სიცოცხლეს, მათ შორის იყო
საქართველოს მწერალთა კავშირის ერთერთი დამაარსებლის, პოეტ
კონსტანტინე მაყაშვილის ასული-მარო მაყაშვილი. ერთერთი იქ
მყოფი იუნკერი ამბავს ასე იხსენებს: „სწორედ ამ დღეს ამოვიდა
ტაბახმელაზე მოწყალების და მარო მაყაშვილი, რომელიც იქვე შტაბის
აივანზე იდგა და სრულიად დამშვიდებული უსმენდა არტილერიის
ყუმბარების აფეთქებას, რომლებიც სულ ახლოს ეცემოდნენ შტაბთან.
სჩანდა, რომ მათ სწორედ ის დუქანი ჰქონდათ მიზანში ამოღებული,
სადაც გენერალ ანდრონიკაშვილის შტაბი იყო. პოლკოვნიკი ჩხეიძე
გამოვიდა შტაბიდან და დაინახა მარო, რომელსაც მე ველაპარაკებოდი;
უთხრა მას ახლავე დაბრუნებულიყო თბილისში. მარო ჩაჯდა
სასანიტარო ორთვალაში და თბილისისაკენ დაეშვა, სულ ნახევარი
კილომეტრი არ ჰქონდა გავლილი, რომ მტრის ყუმბარა ორთვალას
მოხვდა და მარო იმსხვერპლა “.
ამ დღეს დაღუპული ახალგაზრდები თბილისში სამხედრო ტაძრის
ეზოში (რომელიც 1930 წელს კომუნისტური იდეოლოგიის შედეგად
დაანგრიეს) 23 თებერვალს დაკრძალეს.
25 თებერვალს კი უბრძოლველად შემოიჭრა მე-11 წითელი არმია
საქართველოში და ბედის ანაბარად მიგდებულმა ქვეყანამ მათ
წინააღმდეგობა ვერ გაუწია. ამ დღეს რუსეთის არმიამ საქართველოს
დედაქალაქი თბილისი დაიკავა. დაიმორჩილა ქალაქი რომელმაც
საუკუნეების მანძილზე ათას წნეხს გაუძლო. დაიმორჩილა მან ვისაც
ენდობოდა ერეკლე მეფე, ვისი იმედიც გვქონდა და ვისი მოძმენიც
ვიყავით.
2010 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო დადგენილება რომ
ყოველი წლის 25 თებერვალს დაუშვას სახელმწიფო დროშები და
წუთიერი დუმილით პატივი მიაგოს ათასობით ოკუპაციის მსხვერპლს .

წყაროები: http://www.ambioni.ge/25-tebervali-sabwota-okupaciis-dre
https://history.mod.gov.ge/ge/page/50/maro-mayashvili

You might also like