You are on page 1of 9

დავით კლდიაშვილი

ანი სოხაშვილი
ბიოგრაფიული ცნობები

• დაბადების თარიღი: 11 სექტემბერი, 1862 წელი


• გარდაცვ. თარიღი: 24 აპრილი, 1931 წელი
• დაკრძალვის ადგილი: მთწმინდის პანთეონი
• დავით კლდიაშვილი დაიბადა სოფელ სიმონეთში (ახლანდ.
თერჯოლის რაიონი) იმერეთის გაღარიბებული აზნაურის
ოჯახში. ოჯახი ძალიან გულუხვი იყო. “მთხოვნელი მუდამ
მრავალი იყო და უარით მთხოვნელის გაბრუნება ოჯახს არ
სჩვეოდა”.
სამხედრო პირი

• 1905—1907 რევოლუციის შემდეგ, დავით კლდიაშვილი,


როგორც არაკეთილსაიმედო პოდპოლკოვნიკი, აიძულეს
გადამდგარიყო სამხედრო სამსახურიდან.
• 1905 წლიდან ჯერ ქუთაისში, მერე ჭიათურის შავი ქვის
მრეწველობის სამმართველოში მუშაობდა. 1915 მობილიზაციით
გაიწვიეს ოსმალეთის ფრონტზე.
• დავით კლდიაშვილმა ბრძოლით განვლო გზა ბათუმიდან
ლაზისტანამდე, სადაც პირონიტის კომენდანტად დაინიშნა.
ჩვეულებისამებრ ეწინააღმდეგებოდა უაზრო სალდაფონურ
ხელმძღვანელობას, უნიჭო სარდლობის გადაწყვეტილებებს.
აკრიტიკებდა უშედეგო სამხედრო ოპერაციებს, იცავდა
ჯარისკაცებს უსამართლო, არაადამიანური
დამოკიდებულებისაგან.
• ერთხელ დავითთან პირონიტელი ლაზები მივიდნენ
და სთხოვეს დახმარება საღვთო ტყის გადარჩენაში,
რომელსაც ლიახოვის ბრძანებით გაჩეხვა-გადაწვას
უპირებდნენ მესანგრეები. დავითმა დაცვა ჩააყენა
და საღვთო ტყეს ახლოს არ გააკარა ისინი. ეს ომის
პირობებში, ფრონტის ხაზზე, ისიც ოფიცრისაგან,
გაუგონარი საქციელი იყო. მას სამხედრო
ტრიბუნალი და სასტიკი სასჯელი ემუქრებოდა,
მაგრამ რაღაც მიზეზების გამო, საქმის წარმოება
შეფერხდა. ამასობაში 1917 წლის თებერვლის
რევოლუციამ მოუსწრო. მეფე გადადგა, იმპერიას
დროებითი მთავრობა ჩაუდგა სათავეში და დავით
კლდიაშვილისთვის აღარავის ეცალა.
• 1930 წლის ზაფხულში კლდიაშვილს სამწერლო
მოღვაწეობის 40 წლისთავი გადაუხადეს და რესპუბლიკის
სახალხო მწერლის წოდება მიანიჭეს. მწერალს არ სურდა
იუბილეზე დასწრება. ჯერ მეუღლე შეეცადა დაყოლიებას,
მერე თბილისიდან მამასთან ამ თემაზე სასაუბროდ
სპეციალურად სერგოც ჩავიდა, მაგრამ დავითს იუბილეს
ვერ უხსენებდი: “არაფერი საჭიროა! – ხმამაღლა
იმეორებდა, – ვის რად აინტერესებს ჩემი იუბილე! არაფერი
საჭიროა, არაფერი!” საბოლოოდ მის გადაწყვეტილებაში,
იუბილეზე გამოცხადებულიყო, დიდი წვლილი მიუძღვით მის
სანახავად სიმონეთში ჩასულ მწერლებს: შალვა დადიანს,
სანდრო შანშიაშვილს, შალვა აფხაიძესა და სხვა სტუმრებს.
• ხალხით გადაჭედილ ოპერის თეატრში ჭაღარა დავითი
სავარძელში იჯდა. იუბილეს გახსნისთანავე მის
შემოქმედებაზე ითქვა, რომ მწერალი დაუნდობლად
ამათრახებდა და დასცინოდა ხელმოკლე აზნაურთა ყოფას.
დავითს ეს სიტყვები არ ესიამოვნა და სავარძელში
შეწრიალდა. ბოლოს, მილოცვები რომ დასრულდა და ჯერი
იუბილარზე მიდგა, დავითს ბევრი არ ულაპარაკია –
მადლობა გადაუხადა ყველა დამსწრეს და ბოლოს თქვა:
“ჩემს სიცოცხლეში არავისთვის დამიცინია. მე
მებრალებოდა ადამიანი, რომელიც ცხოვრებამ გააუბედურა
და სასაცილო მდგომარეობაში ჩააყენა… რასაც ვწერდი,
მხოლოდ ადამიანის სიყვარული მაწერინებდა”
• კლდიაშვილის შემოქმედების მთავარი თემა — იმერეთის
გაღარიბებული, ე. წ. „შემოდგომის აზნაურების“ ცხოვრების
მწუხრის ასახვა — პრველად გამოჩნდა მოთხრობა „სოლომონ
მორბელაძეში“ (1894). ახალი, საზოგადოებრივი ურთიერთობათა
დამკვიდრებამ ეკონომიური ნიადაგი გამოაცალა თავად-აზნაურთა
წოდებრივ პრივილეგიებს. გაღარიბებული აზნაურების
თავმომწონეობა სრულიად არ შეეფერებოდა რეალურ ვითარებას.
სწორედ აქ დაინახა კლდიაშვილმა თავისი „ცრემლნარევი
სიცილის“ სათავე; განწირული აზნაურების შინაგანი ტრაგიკული
ბუნება მან გარეგნულად კომიკური ფორმით გამოხატა, რამაც მის
სამწერლო სტილს განუმეორებელი, მხოლოდ კლდიაშვილისთვის
დამახასიათებელი ინდივიდუალობა მიანიჭა, გაღატაკებული,
ზნეობრივად დაკნინებული აზნაური სოლომანი სასარგებლო
შრომას თაკილობს და მაჭანკლობით შოულობს ორიოდე გროშს.
სოლომანი თვითონ ებმება ტყუილების ბადეში, ასე გულდაგულ
რომ მოამზადა. განუყრელ ჯორზე ამხედრებულ ხელმოცარულ
მაჭანკალს ისღა დარჩენია „ხელმოკლე აზნაურის უსაშველო,
გაძაღლებული ცხოვრების“ წყევლით იჯეროს გული.

You might also like