You are on page 1of 4

თანამედროვე საოფისე

პროგრამები
ირაკლი კოპალიანი

[DATE]
[COMPANY NAME]
[Company address]
კონსტანტინე გამსახურდია
კ ონსტანტინე გამსახურდია დაიბადა
15 მაისს სოფელ ძველ აბაშაში.
1893 წლის

მის პიროვნებად ჩამოყალიბებაზე დიდი კვალი


დაუტოვებია რამდენიმე მოვლენას. ექვსი

წლისას მამა უბელო ცხენზე შეაგდებდა და


მათრახს გადაუჭერდა ხოლმე,
ვაჟკაცობას

აჩვევდა. პატარობისას ფეხშიშველმა დედამ გელათში წაიყვანა . გაოცებული


შეჰყურებდა

ბავშვი ტაძარს, დავითის ფრესკას. ასე გაიცნო თავისი ეპოპეის “დავით აღმაშენებლის ”

მთავარი გმირი. ასევე პორტრეტიდან გაიცნო ილია ჭავჭავაძე. თუმცა ბევრს ეცადა ,

ცოცხალი ვერ ნახა. მისი მკვლელეობა რომ შეიტყო, ფიცი დადო, მთელი სიცოცხლე

ებრძოლა ილიას მკვლელების წინააღმდეგ.

კონსტანტინე გამსახურდიამ ჯერ კიდევ გიმნაზიელობისას ჩამოაყალიბა პატრიოტული

ორგანიზაცია “ცხრა მუხა”, რის გამოც მალევე დააპატიმრეს ჟანდარმებმა . “ჩემთვის ეს

პირველი პატიმრობა იყო, უბედნიერესი მომენტი ჩემი ცხოვრებისა. ბედნიერი

გრძნობისაგან შეპყრობილი ვიმეორებდი ამ ბრწყინვალე სიტყვებს: “ნეტარ იყვნეთ


თქვენ,

რამეთუ გდევნონ ჩემი სახელით” (ავტობიოგრაფიული მოთხრობა “ლანდებთან


ლაციცი”).

კონსტანტინე გამსახურდიამ 1911 წელს დაამთავრა ქუთაისის სათავადაზნაურო

გიმნაზია. სწავლობდა პეტერბურგის, კენიგსბერგის, ლაიფციგის, მიუნხენის , ბერლინის

უნივერსიტეტებში. 1919 წელს დაამთავრა ბერლინის უნივერსიტეტი. მოიპოვა

ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი.

შემოქმედება:

 “ვაზის ყვავილობას”,
 დიონისოს ღიმილი”,
 “მთვარის მოტაცება”,
 “დიდოსტატის მარჯვენა”,
 “დავით აღმაშენებელი”.

“მე დავიბადე მსოფლიოს უმცირეს და უმოკლეს მდინარის პირას. მას ჰქვია


სახელად
ზანა. მე მომიხდა რამდენიმე უნივერსიტეტში სწავლა ლენინგრადში,
კენიგსბერგში,

ლაიპციგში, მიუნხენში, პარიზში, ბოლოს ბერლინში. ყველგან და ყოველთვის მე

მიხდებოდა გაჯიბრება გერმანელებთან, ებრაელებთან, პოლონელებთან,


ამერიკელებთან

და ფრანგებთან. არავის ვუმხელდი, მაგრამ ჩემს თავს ვეუბნებოდი: “შენ ჰეი,


მსოფლიოს

უმცირეს მდინარის პირად შობილო ბიჭო, არ გაჯობონ დიდი მდინარეების პირად

დაბადებულთა”, – ასე განაცხადა მწერალმა 70 წლის იუბილეზე.

აქტიურად მონაწილეობდა ევროპაში ჩამოყალიბებული „საქართველოს

განმათავისუფლებელი კომიტეტის“ მუშაობაში. 1918 წლიდან საქართველოს

დემოკრატიული რესპუბლიკის ბერლინის საელჩოს ატაშეა. ჰამბურგში 3000-მდე

ტყვედყოფილი ქართველი შეკრიბა და სამშობლოში წამოიყვანა მის მიერვე


დაქირავებულ

ხომალდ „ქრისტიანიათი“, თან ჩამოიტანა მედიკამენტები, პირველი


რადიოდანადგარი.

1921 წელს, წითელი არმიის მიერ საქართველოს დაპყრობის შემდეგ, კონსტანტინემ

ლენინს მისწერა პროტესტის წერილი “ღია წერილი ულიანოვ-ლენინისადმი”. ამავე


წელს

გამოქვეყნდა მისი “სიტყვები ქართველი ერისადმი 26 მაისს”. ეს ორი დოკუმენტი


დარჩება

ქართული მწელობის ისტორიაში პრინციპულობისა და თავგანწირული გმირობის

მაგალითად.

1923 წელს კონსტანტინე გამსახურდია ევროპიდან საქართველოში დაბრუნდა. მან

კარგად იცოდა, რაც მოელოდა, (გამომგზავრების წინ უთხრეს კიდევაც


“ჩასვლისთანავე

დაგაპატიმრებენ და დაგხვრეტენო”) მაგრამ ემიგრანტობა მაინც არ ისურვა და

საქართველოში დაბრუნდა. მისი ეს ნაბიჯი მართლაც აბობოქრებულ მორევში


გადაშვებას

ჰგავდა, მაგრამ კონსტანტინე “იმ გვარისა იყო, ვისაც უკან დახევა არა სჩვევია !”

შედეგიც მალე დადგა; დაჭერის წინ ს. თორემ შენ და შენს რუს


1924 წლის აჯანყებაში ორჯონიკიძეს ასეთი რამ წითელარმიელებს
მონაწილეობის გამო უთხრა: “სერგო, მეშინია როსტოვს იქით
“ჩეკამ” დააპატიმრა. ჩემი ხალხის გაგყრიდით”.
მოსპობისა,
1926 წელს, ქართველი
მწერლების პირველ
ყრილობაზე,
კონსტანტინე
გამსახურდიამ

გაილაშქრა
რუსიფიკაციისა და
ეროვნული სულის
ჩაკვლის წინააღმდეგ:
“რაკი

გულწრფელად გნებავთ
ჩვენი გულისტკივილის
გაგება, უნდა
მოგახსენოთ, რომ მე

მაინცდამაინც დიდ
პატივს არ ვცემ იმ
მთავრობას, რომელმაც
ოსების ავტონომიური

რესპუბლიკის
ფარგლები თითქმის
მცხეთის სანახებამდის
ჩამოიტანა. მთლიანად

ქართული რაიონი
გალისა და აფხაზეთის
ავტონომიურ
რესპუბლიკას
გადაულოცა და

მეგრელ ბავშვებს
მარტოოდენ აფხაზურსა
და რუსულს ასწავლიან”
(ლიტერატურული

საქართველო, 1991, 26,


VII).

You might also like