You are on page 1of 4

15:30 / 31-01-2024

„პალიტრა L-ი“ კლასიკოსი მწერლის კონსტანტინე გამსახურდიას შემოქმე-


დების ახალი ტირაჟით გამოცემას აგრძელებს.

ავტორის უმნიშვნელოვანესი მემკვიდრეობის ძირითადი ნაწილი „პალიტ-


რა L-მა“ ერთი სერიის ქვეშ გააერთიანა და 8 ტომად წარმოგვიდგინა: „მთვა-
რის მოტაცება“, „დავით აღმაშენებელი“ (ორ ნაწილად), „დიონისოს ღიმი-
ლი“, „ვაზის ყვავილობა“, „დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა“, მო-
თხრობები, ნოველები და უახლესი, მე 8 ტომი, რომელიც აერთიანებს „გო-
ეტეს ცხოვრების რომანსა“ და „ბელადს“.
„გოეტეს ცხოვრების რომანი“ ბიოგრაფიული ნაწარმოებია იოჰან ვოლფგანგ
ფონ გოეთეს შესახებ. თავად ავტორის თქმით, ეს ნაშრომი საქართველოს
სახელგამმა შეუკვეთა გოეთეს იუბილეს გამო. იგი პირველი ცდაა ბიოგრა-
ფიული რომანისა ქართულ ენაზე.

„ბელადი“ ხშირად მოიხსენიება, როგორც წიგნი, რომელმაც კონსტანტინე


გამსახურდიას საბჭოთა ეპოქაში სიცოცხლე შეუნარჩუნა. რომანის პირველი
ნაწილი 1937 წელს ჟურნალ „მნათობში“ დაიბეჭდა.

გამოცემის მთავარი რედაქტორი ლადო იოსებიძე და ბოლოსიტყვაობის ავ-


ტორი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალუ-
რი დირექტორი და ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი კონსტანტინე გამ-
სახურდია მწერლის ორივე ნამუშევრის შესახებ საინტერესო ფაქტებს გვი-
ზიარებენ. კონსტანტინე გამსახურდიამ, შეკრიბა მნიშვნელოვანი მასალები
და გააერთიანა ბოლოსიტყვაობაში, საიდანაც მკითხველი სხვადასხვა აქამ-
დე ნაკლებად გახმაურებულ დეტალს შეიტყობს.
მთავარი რედაქტორი ლადო იოსებიძე ჩვენთან საუბარში განმარტავს, რა-
ტომ არის მწერლის აღნიშნული ნამუშევრების გამოცემა მნიშვნელოვანი:
„ბელადი“ მხოლოდ ერთხელ გამოიცა თითქმის ასი წლის წინ (1939 წ.) და
პირადად სტალინის მითითებით შეწყვიტა მწერალმა წიგნის წერა, რომე-
ლიც ტრილოგიად ჰქონდა ჩაფიქრებული. თუ კარგად ჩავუკვირდებით
ტექსტს, აკრძალვის მიზეზსაც მივაგნებთ - კონსტანტინე გამსახურდია, ნე-
ბით თუ უნებლიედ, წიგნში ამხელს რუს ჩინოვნიკთა დამპყრობლურ, ქარ-
თველთმოძულე ბუნებას, რაც, ვფიქრობთ, დაუშვებელი იყო მაშინდელი
საბჭოური, კომუნისტური კონიუნქტურის გათვალისწინებით“, - განმარტა
მან.

კითხვაზე, რატომ არის მნიშვნელოვანი ქართველი კლასიკოსების და ამ


შემთხვევაში, კონსტანტინე გამსახურდიას ახალი ტირაჟებით გამოცემა და
კიდევ უფრო სიღრმისეულად შესწავლა, ლადო იოსებიძე განმარტავს, რომ
„მხოლოდ კლასიკოსებთან შეიძლება მივაგნოთ გამოხატვის ფორმების მრა-
ვალფეროვნებას, სახეების ხატვის ინდივიდუალურ მანერას, სტილის
სრულყოფილებას, მსუყე ლექსიკას, რითაც განსაკუთრებით მდიდარია
კონსტანტინე გამსახურდიას შემოქმედება და რისგანაც თითქმის დაცლი-
ლია თანამედროვე პროზა“.

ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურ დირექტორსა და წიგნის ბოლოსი-


ტყვაობის ავტორს კონსტანტინე გამსახურდიას ვკითხეთ, მწერლის რომელ
რომანებს გამოარჩევდა. როგორც აღნიშნა, ოთხივე მათგანი: „დიონისოს ღი-
მილი“, „მთვარის მოტაცება“, „დიდოსტატის მარჯვენა“ და „დავით აღმაშე-
ნებელი“ მისთვის თანაბრად მნიშვნელოვანია.

„ოღონდ ყველას რაღაც თავისებური კუთხე გააჩნია, ვგულისხმობ ამბის


განვითარების, წარმოჩენისა და იდეების მხატვრულ განხორციელებას“, -
აღნიშნა მან.

კონსტანტინე გამსახურდიას ინფორმაციით, ბოლოსიტყვაობაში მკითხვე-


ლი მწერლის შესახებ სხვადასხვა საინტერესო ფაქტს შეიტყობს:

„მკითხველი გააკეთებს ისეთ აღმოჩენებს, რაც მან აქამდე ყურმოკვრით


იცოდა, მაგალითად, რომ არსებობს რომანი „ბელადი“ ან ბიოგრაფიული
რომანი გოეთეს ცხოვრებაზე. რაც შეეხება მათი შექმნის წინაპირობებს, არც
ეს იცოდა მკითხველმა. მაგალითად, არ იცოდა, რომ რომანი გოეთეს ცხოვ-
რებაზე ეძღვნება გოეთეს გარდაცვალების 100 წლის თავს და კონსტანტინე
გამსახურდია იყო ის შემოქმედი, რომელიც გამოეხმაურა ამ მოვლენას. საბ-
ჭოთა საქართველოში საეჭვოა, რომ ვინმე გამოხმაურებოდა ამ თარიღს. რაც
შეეხება „ბელადს“, ამასთან დაკავშირებით საინტერესოა ის, რომ თავად რო-
მანი არის ბელადის მიერ დაწუნებული, ვგულისხმობ სტალინს. მან ჩათვა-
ლა, რომ ამას მის ბიოგრაფიასთან არაფერი აქვს საერთო და პრაქტიკულად
აკრძალა მისი გაგრძელებაც და მისი ხელახალი გამოცემაც. როდესაც დეს-
ტალინიზაციის ეპოქაში ჰკითხეს, რატომ დაწერა აღნიშნული რომანი, უპა-
სუხა, თვითონ მწერალმა უპასუხა, „მე გულით დავწერე, არც არწივი მიწო-
დებია მისთვის, არც ლომი და არც გენიოსიო“.
ამ ნაწარმოებში ცოცხლად არის აღწერილი გორის ცხოვრება, რაც ასევე სა-
ინტერესო იქნება მკითხველისთვის“, - აღნიშნა კონსტანტინე გამსახურდი-
ამ.

კითხვაზე, რეალურად, სიცოცხლე გადაირჩინა თუ არა მწერალმა აღნიშნუ-


ლი რომანით, კონსტანტინე გამსახურდია პასუხობს, რომ მისი აზრით, შე-
იძლებოდა, ასე ყოფილიყო:
„თვითონ ის ფაქტი, რომ ხელი მოჰკიდა ამ ნაწარმოებს, ჩემი აზრით ეს მას
უკვე ჩაეთვლებოდა, მაგრამ ზოგადად, კრიტიკაში დამკვიდრებული იყო
აზრი, რომ ახალ სოციალისტურ და კომუნისტურ სტილს კონსტანტინე გამ-
სახურდია ვერ ასახავდა. იგი ძალიან კარგად და მარჯვედ ასახავდა ძველის
დამხობას, ძველი სამყაროს დაისს, მაგრამ ვერ ასახავდა ახალი ცხოვრების
დამკვიდრებას და თავად ბელადმაც და მისმა გარემოცვამაც ასე ჩათვალა,
რომ მწერალი ეცადა, მაგრამ ვერ გაართვა თავი ამოცანას. როგორც ჩანს, მან
ვერ შეძლო, რომ გაეგრძელებინა და დაეწერა მეორე და მესამე ნაწილი; ვერ
შეძლო კომუნიზმისა და სოციალიზმის ტრიუმფი აღეწერა... აღეწერა იგი
სწორედ დიდი ბელადის სახით“, - განმარტა კონსტანტინე გამსახურდიამ.

რაც შეეხება „გოეტეს ცხოვრების რომანს“, კონსტანტინე გამსახურდიას გან-


მარტებით, აღნიშნულმა ნამუშევარმა ამ ჟანრში სხვა ავტორებს ერთგვარად
გზა გაუჭრა. მისი შეფასებით, მოგეჩვენებათ, რომ ეს წიგნი ბელეტრისტი-
კაა, თუმცა ამავდროულად, ის საკითხის ბიოგრაფიულ გაშლას წარმოად-
გენს.

„ამ მხრივაც ძალიან საინტერესო ჟანრია მიგნებული. შეიძლება ითქვას, რომ


ის რაღაცით, ალბათ, სტილით წააგავს თომას მანის ნამუშევარს - „ლოტე ვა-
იმარში“, - აღნიშნა კონსტანტინე გამსახურდიამ.
მისივე ინფორმაციით, მწერლის შემოქმედების სრულყოფილი ტომეული
ჯერჯერობით გამოცემული არ არის. ამასთან, არ არსებობს აკადემიურად
შესწავლილი და დადგენილი ტექსტი. საბჭოთა ცენზურა კონსტანტინე გამ-
სახურდიას ნაწარმოებებს თვითნებურად ექცეოდა, ამოკლებდა და ცვლიდა
ტექსტს, ადგილებს, გამოთქმებს, რაც ჯერ კიდევ არ არის შესწავლილი.

როგორც ის განმარტავს, აღნიშნულის შესწავლას სჭირდება კომპეტენტურ


მკვლევართა კომისიის შექმნა, რისი მცდელობაც ერთხელ - ზვიად გამსა-
ხურდიას უზენაესი საბჭოს თავმჯდომარეობის პერიოდში იყო, თუმცა
მცდელობა მცდელობად დარჩა. როგორც კონსტანტინე გამსახურდია აღ-
ნიშნავს, ის ფლობს მეთოდს, თუ როგორ უნდა მოხდეს სხვადასხვა რეალო-
ბის რეკონსტრუქცია ამა თუ იმ პასაჟთან ან კონიუნქტურასთან დაკავშირე-
ბით. ამგვარი კომისიის შექმნის შემთხვევაში, ის გამოთქვამს მზაობას, თა-
ვადაც ჩაერთოს კვლევით საქმიანობაში.

You might also like