You are on page 1of 3

საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს პირველი რესპუბლიკის ოკუპაცია

სამოქალაქო ომში გამარჯვების შემდეგ საბჭოთა რუსეთმა დაიწყო მზადება, ამიერ კავკასიის
დამოუკიდებელი სახელმწიფოების დასაპყრობად. კრემლმა ხელი შეუწყო ამიერ კავკასიის
ქვეყნებში ადგილობრივი ბოლშევიკური ძალების შექმნას. ეს 7 მაისის ხელშეკრულებაშიც
ჩანს, როდესაც კრემლი დაჟინებით ითხოვდა ადგილობრივი ბოლშევიკური მოძრაობის
ლეგალიზაციას. ბოლშევიკურ ძალებს „მეხუთე კოლონის“(ადამიანთა დაჯგუფება, რომლიც
ძირს უთხრის თავის სახლემწიფოს მოწინააღმდეგის სასარგებლოდ. ისინი ფარულად ან
ღიად მოქმედებენ) როლი უნდა შეესრულებინათ. მეხუთა კოლონის როლი შეასრულა
საქართველოში, სოფელ შულავერში შექმნილმა რევოლუციურმა კომიტეტმა (რევკომი). ეს
იყო საბჭოთა რუსეთის დასაყრდენი ორგანო საქართველოში, რომლის თავმჯდომარედ
დანიშნეს ფილიპე მახარაძე, რომელიც დანიშვნის მომენტში მოსკოვში იმყოფებოდა.
რევკომის წევრები იყვნენ: მამია ორახელაშვილი, ბუდუ მდივანი, შალვა ელიავა,
ალექსანდრე გეგეჭკორი და სხვა. ეს იყო ხელოვნურად შექმნილი ორგანო, რომელსაც
ფაქტობრივად ლენინი და სტალინი მართავდნენ და აძლევდნენ დირექტივებს. რეალურ
ძალაუფლებას საქართველოში ფლობდა რუსეთის კომუნისტური პარტიის კავკასიის ბიურო,
სერგო ორჯონიკიძის ხელმძღვანელობით. მეხუთე კოლონის ანუ შულავერის მთავრობის
შედეგი იყო, ეროვნულ უმცირესობათა დაპირისპირება საქართველოს მთავრობის
წინააღდეგ და აჯანყებების წაქეზება 1918-19 წლებში. 1920 წლის აპრილში საბჭოთა
რუსეთმა აზერბაიჯანი გაასაბჭოვა და იქ დაიდო შტაბბინა კავკასიის ბიურომ. აზერბაიჯანის
გასაბჭოების შემდეგ უფრო რეალური გახდა საქართველოს გასაბჭოების საკითხი. 1920
წლის ნოემბერში მეთერთმეტე წითელმა არმიამ, სომხეთის დამოუკიდებელი რესპუბლიკაც
დაიპყრო და 1920 წლის იანვარში მოსკოვში უკვე საბოლოოდ დაზუსტდა საქართველოსთან
ომის გეგმა. გეგმის მიხედვით უნდა მომხდარიყო, აჯანყები ინსპირაცია ლორეს რაიონში.
(ბორჩალოს მაზრა) რომელსაც შერეული ქართულ-სომხური ადმინისტრაია განაგებდა.
რუსეთმა ბრალი დასდო საქართველოს 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულების დარღვევაში.
რუსეთის ოფიციალური სამხედრო ორგანოები, ავრცელებდნენ ხმებს, რომ საქართველოში
თავს იყრიდნენ ისეთი ძალები, რომლებიც საფრთხეს უქმნიდნენ ჩრდილოეთ მეზობელს.
ხმები დაირხა იმის შესახებ, რომ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა
ახშობდა მუშებისა და გლეხების ბრძოლას საბჭოთა ხელისუფლებისათვის. თითქოს
აჯანყებული მშრომელები ითხოვდნენ საბჭოთა რუსეთისაგან დახმარებას. ასეთი
დეზინფორმაციის გავრცელების შემდეგ მოსკოვში გადაწყდა, მეთერთმეტე წითელი არმია
შეჭრილიყო საქართველოს საზღვრებში ვითომც და აჯანყებული მშრომელების
დასახმარებლად. აჯანყების ინსცენირება კი უნდა მომხდარიყო რუსი კოლონისტებით
დასახლებულ სოფლებში. გეგმის რეალიზება ორჯონიკიძეს და კიროვს დაევალათ.
ბორჩალოს მაზრის რუსულ და სომხურ სოფლებში, აჯანყება დაიწყო. აჯანყება დაიწყო 1921
წლი 11-12 თებერვალს ღამით. 12 თებერვალს, მოხდა საომარი შეტაკებები რუსეთისა და
საქართველოს ჯარს შორის. 15 თებერვალს სტალინმა მოსკოვიდან აცნობა ორჯონიკიძეს,
რომ მეთერთმეტე არმიას დაუყოვნებლივ უნდა დაეკავებინა თბილისი. ყოველივე ეს
უაღრესად საიდუმლოდ ხდებოდა. მოსკოვი მაინც ამჯობინებდა, შეენიღბა
დამოუკიდებელი ქვეყნის წინააღდეგ წარმოებული აშკარა აგრესია, ამიტომ გადაწყდა,
საქართველოს მშრომელების სახელით, მოსკოვში გაგზავნილიყო თხოვნა დახმარების
თაობაზე. ეს თხოვნა შულავერში სერგო ორჯონიკიძის ინიციატივით შექმნილმა
საქართველოს რევოლუციურმა კომიტეტმა მოსკოვში 1921 წლის 16 თებერვალს გააგზავნა.
მაშინ როცა უკვე 12 თებერვალს მეთერთმეტე არმისს ნაწილები საქართველოს საზღვრებშ
იყვნენ შეჭრილები და ომიც მიმდინარეობდა. 19 თებერვალს თბილისის მისადგომბეთან,
ქართულმა ჯარმა და სახალხო გვარდიამ მეთერთმეტე წითელ არმიან ძლიერი დარტყმა
მიაყენა და აიძულა უწესრიგოდ დაეხია უკან. სასტიკი ბრძოლები გაიმართა კოჯრის
მისადგომებთან, სადაც ბევრი იუნკერი დაიხოცა, მათ შორის ქართველი მედდა მარო
მაყაშვილი. ვერც კოჯორთან და ვერც დარიალის ხეობაში წითელმა არმიამ ვერ შეძლო
გამარჯვება. რუსეთის ომის ფრონტის ხაზი კახეთიდან მანგლისამდე 90 კილომეტრზე
გადაიჭიმა. 1921 წლის 21 თებერვალს, ნოე ჟორდანიამ რუსეთის საგარეო საქმეთა საგარეო
კომისარს ჩიჩერინს სთხოვა: განემარტა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული
რესპუბლიკის წინააღმდეგ დაწყებული ომის მიზეზები. ჩიჩერინმა თხოვნა უპასუხოდ
დატოვა. ამის შემდეგ ნოე ჟორდანიამ ლენინსა და ტროცკის მოუწოდა ომის შეწყვეტისაკენ.
ამ მოწოდების პასუხად რუსეთმა სამი მიმართულებით განავითარა შეტევა. პირველი:
ვლადიკავკაზიდან დარიალის ხეობით თბილისისაკენ, მეორე: მამიმსონის
უღელტეხილიდან რიონის ხეობით ქუთაისისკენ და მესამე: შავი ზღვის სანაპიროთი
სოჭიდან აფხაზეთში. ასე ჩაერთვნენ მეთერთმეტე წითელი არმიის შემდეგ ბრძლებშ მერვე
მეცხრე და მეცამეტე წითელი არმიები. ასევე ბუდიონისა და ჟლობას საკავალერიო
ნაწილები. ქართული ჯარი და სახალხო გვარდია გმირულად ებძოდა მომხდურებს, მაგრამ
მდგომარეობა სულ უფრო უიმედო ხდებოდა. სამხედრო და პოლიტიკური თვალსაზრისით
ჩვენ ქვეყანას არავინ ექომაგებოდა. იგი მარტო დარჩა რუსეთის წინააღმდეგ. 1921 წლის 22
თებერვალს, რუსეთის მოკავშირე თურქეთის მთავრობამ, საქართველოს ულტიმატუმის
ფორმით მოსთხოვა დაეცალა არტაანისა და ართვინის რაიონები. ასე მძიმე მდგომარეობში
საქართველოს მთავრობამ თურქეთთან ომს ამ რაიოენბის დატოვება ამჯობინა. ქართული
ჯარი გაიყვანეს არტაანიდან და ართვინიდან. რუსების კავალერია სოფელი დიღმის გავლით
ქართული ჯარის ზურგში შეიჭრა. იმავდროულად კოჯრიდან მტრემა საბურთალოსკენ
აიღო გეზი. 24 თებერვალს საღამოს 10 საათზე, საქართველოს შეიარაღებული ძალების
მთავარსარდალმა გიორგი კვინიტაძემ, მიიღო გადაწყვეტილება მცხეთის მიმართულებით
უკან დახევის და ახალი გამაგრებული ხაზის შექმნის შესახებ. 25 თებერვალს თბილისში
მეთერთმეტე წითელი არმიის ნაწილები შევიდნენ. თბილისის დატოვების შემდეგ
ქართულმა ჯარმა მტერს ძლიერი წინააღმდეგობა ვეღარ გაუწია. ამ უმძიმესი ვითარებით
კიდევ ერთხელ ისარგებლა თურქეთმა და სცადა ულტიმატუმის სახით, საქართველოს
მთავრობის მიმართ მოთხოვნდა, ბათმისა და ბათუმის ოლქში მყოფი ქართული ჯარის
განიარაღებისა, რაზეც უარი მიიღო. ბრძოლა დაიწყო ბათუმში, ქართველებმა შეძლეს
თურქების განდევნა ბათუიდან, მაგრამ მაინც დაკარგეს ართვინისა და არტაანის ოლქები.
აღარც სურამის ქედსა და ქუთაისის მისადგომებთან ბრძოლის გამრთვას ქონდა აზრი.
დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობა ბათუმში გადავიდა. ლენინს და სტალინს დიდი
სურვილი ქონდათ, ნოე ჟორდანიას გამოეცხადებინა მთავრობის გადადგომის შესახებ და
დამფუძნებელ კრებასაც მოეხსნა უფელბამოსილება. ამ შემთხვევაში რუსული სამხედრო
აგრეისაც კანონიერ სახეს იძენდა და საქართველოს ახალი საბჭთა ხელისუფლება ძველის
სამართალმემკვიდრედ იქცეოდა. ჟორდანიას მთავრობა არ დათანხმდა საბჭოთა რუსეთის
წინაშე კაპიტულაციას და 1921 წლის 17 მარტს ბათუმი დატოვა და ემიგრაციაში
გაემგზავრა. თურქბმა ისევ სცადეს ბათმის დაკავება, მაგრამ ქართველებმა გენერალ გიორგი
მაზნიაშვილის მეთაურობით შეძლეს თურქების უკუგდება. ასე დასრულდა საქართველოს
დამოუკიდებელი რესპუბლიკის ოკუპაცია საბჭოთა რუსეთის მიერ. ეს ფაქტი გახარებულმა
ორჯონიკიძემ დეპეში თ აცნობა კრემლს. „ლენინს, სტალინს, თბილისის თავზე ფრიალებს
წითელი დროშა, გაუმარჯოს საბჭოთა საქართველოს“. ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებას
საქართველოს მხრიდან ხელი მოაწერა გრიგოლ ლორქთქიფანიძემ.

You might also like