Professional Documents
Culture Documents
ოკუპაციის ტექსტი
ოკუპაციის ტექსტი
• 1921 წლის ოკუპაციას, საქართველოს ეროვნული საბჭოს მიერ 1918 წლის 26 მაისს
დამოუკიდებლობის გამოცხადება უძღოდა წინ. დამოუკიდებელი საქართველოს
მთავრობა კი ყოველ ღონეს ხმარობდა, ბოლშევიკურ რუსეთთან ნორმალური
დიპლომატიური ურთიერთობა დაემყარებინა, რადგან საქართველოს საგარეო
ვითარება რთული იყო. 1920 წლის 7 მაისს მოსკოვში ბოლშევიკურ რუსეთსა და
დამოუკიდებელ საქართველოს შორის სამშვიდობო და სამოკავშირეო
ხელშეკრულება გაფორმდა, ამ ხელშეკრულების მიხედვით, რუსეთი
საქართველოს დამოიკიდებლობას აღიარებდა და საშინაო საქმეებში
ჩაურევლობის ვალდებულებას იღებდა. სამწუხაროდ, როგორც სხვა დანაპირები ,
რუსეთის ხელისუფლებამ ეს ხელშეკრულებაც აბუჩად აიგდო და რაც უნდოდა
მაგას აკეთებდა.