You are on page 1of 40

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის

სახელმწიფო უნივერსიტეტი
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

საბაკალავრო პროგრამა: ისტორია

შოთა მოსულიშვილი

„1921 წლის რუსეთ-საქართველოს ომი“

ნაშრომი შესრულებულია ისტორიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხის


მოსაპოვებლად

ხელმძღვანელი: ისტორიის დოქტორი

ასოცირებული პროფესორი

დიმიტრი შველიძე

თბილისი 2022 წელი

1
Ivane Javakhishvili Tbilisi State University
Faculty of Humanities

BA Program in History

Shota mosulishvili

"Russian-Georgian War of 1921"

Thesis is prepared for obtaining BA degree

Scientific Supervisor: Doctor of History.

Associate Professor

Dimitry Shvelidze

Tbilisi 2022

2
სარჩევი

ანოტაცია ------------------------------------------------------------------------------- 4 გვ.

შესავალი ------------------------------------------------------------------------------- 5გვ.

თავი I –“რუსეთ-საქართველოს ომის დასაწყისი ” ---------------------------------- 6გვ.

თავი II – „ბრძოლა თბილისისთვის“ ------------------------------------------------ 13გვ.

თავი III – „ოსიაურის ბრძოლა და ომის დასასრული“ --------------------------- 27გვ.

დასკვნა ---------------------------------------------------------------------------------- 35გვ.

ბიბლიოგრაფია ------------------------------------------------------------------------ 36გვ.

3
ანოტაცია
წინამდებარე ნაშრომი ეძღვნება რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომს,
რომელიც საქართველოს ისტორიისთვის მეტად მნიშვნელოვანი იყო. XX საუკუნის ეს
მოვლენა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში დიდ ლაქად არის დარჩენილი ,სამწუხაროდ,
ქართველმა ხალხმა და ხელისუფლებამ ვერ შეძლო საკუთარი პოზიციების მყარად
შენარჩუნება ,რაც ძალზედ საყურადღებო იყო , მით უფრო , რომ ახლად შექმნილი
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა სულ რაღაც 3 წელს ითვლიდა. ომის
დაწყება რუსეთის იმპერიის ინიციატივით განხორციელდა , რომლის ,საბოოლოო,
შედეგიც საქართველოსთვის საბედისწერო აღმოჩნდა. ნაშრომში მიმოხილულია ამ
ომის მიმდინარეობის პროცესი დეტალურად , ბრძოლები, რომლებიც გაიმართა
წითელი არმიის წინააღმდეგ ქვეყნის დასაცავად და ის დიდი მსხვერპლი, რისი
გაღებაც მოუწია საქართველოს. ამასთად ერთად , განხილულია ასევე კომფლიქტების
მიმდინარეობა. ყურადღება გამახვილებულია აღნიშნულ პროცესებზე და ნაშრომის
მთავარი მიზანია აღნიშნული პერიოდში მომხდარი სამხედრო კონფლიქტის
გაანალიზება და წარმოჩანა, ამ მოვლენების აღწერა და შეჯამება.

4
შესავალი
რუსეთ-საქარტველოს 1921 წლის ომი მნიშვნელოვანი მოვლენა იყო
საქართველოს ისტორიაში. რუსეთის მიზანი იყო საქართველოს ოკუპაცია და ძველი
პოზიციების აღდგენა კავკასიაში, როგორც ვიცით 1918 წლის 26 მაისს საქართველოს
დამოუკიდებლობა გამოცხადდა. კავკასისთვის ეს უნნიშვნელოვანესი ცვლილება იყო
და ,რა თქმა უნდა, რუსეთისათვის წამგებიანი, რადგანაც მას, ნამდვილად, არ სურდა
მრავალი ათწლეულის წინ დაპყრობილი ქვეყნის გამოყოფა და მისი სუვერენული
სტატუსი . სრულიად ლოგიკურია, რომ რუსეთი საქართველოს დამოუკიდებლობას
ასე მარტივად არ შეეგუებოდა და იქნებოდა მცდელობები ძველი პოზიციის
აღდგენისთვის. საქართველომ 1917 წლის რუსეთში დაწყებული რევოლუცია
სასიკეთოდ გამოიყენა, და მაშინ, როდესაც ყველაზე მეტად იყო დასუსტებული
მოწინააღმდეგე, ჩვენმა ქვეყანამ მოიპოვა დამოუკიდებლობა. საქართველოში კარგად
აცნობიერებდნენ მოსალოდნელ საფრთხეს, აშკარა იყო რუსეთი აუცილებლად
ეცდებოდა საქართველოს ანექსირებას. სწორედ ამიტომ საქართველოს
დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა ცდილობდა ახალი მოკავშირეების შეძენას.
საქართველოს მთავრობამ 1919 წელს თბილისში ხელშეკრულება დადო
აზერბეიჯანთან, ორივე მხარე თანხმდებოდა იმაზე, რომ სამხედრო აგრესიის
შემთხვევაში ვალდებულნი იყვნენ ერთობლივი ძალებით დაეცვათ ერთმანეთი. 1
საყურადღებო ხელშეკრულება გაფორმდა 1920 წლის 13 ნოემბერს საქართველოსა და
სომხეთს შორის სადავო ტერიტორიის, ლორესსთან დაკავშირებით. 1920 წელს
სომხეთსა და თურქეთს შორის დაიწყო ომი, რის გამოც ,სომხეთი იძულებული გახდა
საქართველოსთან ეწარმოებინა მოლაპარაკება, რის შემდეგაც ლორე გამოცხადდა
ნეიტრალურ ზონდა და საქართველოს ჯარები ჩადგნენ ამ ტერიტოიაზე.2
1
.ბახტაძე მ. საქართველოსა და აზერბაიჯანის 1919 წლის სამხედრო-თავდაცვითი ხელშეკრულება.
https://www.academia.edu/28619174/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%9
7%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A1%E1%83%90_%E1%83%93%E1%83%90_
%E1%83%90%E1%83%96%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%91%E1%83%90%E1%83%98%E1%83%AF
%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A1_1919_%E1%83%AC%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1_
%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%93%E1%83%A0%E1%83%9D_
%E1%83%97%E1%83%90%E1%83%95%E1%83%93%E1%83%90%E1%83%AA
%E1%83%95%E1%83%98%E1%83%97%E1%83%98_%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%9A
%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%99%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%9A
%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90_pdf?fbclid=IwAR0KKv4GOr8ps25uxRwaD30ZypeRnwaIqYz-
i8czxUtCR4RP_DgVx8gqS94 გვ.1
2
.კუპატაძე ბ. ამიერკავკასიის ქვეყნების საზავო კონფერენციები (1918-1920 წწ.)
https://www.academia.edu/42263402/%E1%83%91%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%9D_
%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%AB%E1%83%94_
%E1%83%90%E1%83%9B
%E1%83%98%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%99%E1%83%90%E1%83%95%E1%83%99%E1%83%90%E1%83%A1
%E1%83%98%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%A5%E1%83%95%E1%83%94%E1%83%A7%E1%83%9C
%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1_
%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%96%E1%83%90%E1%83%95%E1%83%9D_%E1%83%99%E1%83%9D

5
საქართველო სულ რაღაც 3 წელი იყო დამოუკიდებელი და ამ პერიოდში არაერთი
მოლაპარაკება გაიმართა, როგორც მტრებთან, ასევე მოკავშირეებთან. 1918 წელს
საქართველოს-სომხეთის ომი მიმდინარეობდა, სომხეთს პრეტენზიები ჰქონდა
ლორეზე, საბოლოოდ ეს ტერიტორია სადავო საკითხად მაინც რჩებოდა და სწორედ
ეს უთანხმოება გამოიყენა რუსეთმა შემდგომ საქართველოში შემოსაჭრელად.
რუსეთ-საქართველოს ომი დაიწყო 1921 წელს, რომელიც საქართველოს
დამარცხებით დასრულდა.

%E1%83%9C%E1%83%A4%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%AA
%E1%83%98%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98_1918_1920_%E1%83%AC%E1%83%AC_?
fbclid=IwAR0h8Y40la7n0wSfWzYgKFiZ6Fo9s7osVnk2dIXopYSbAhxyTZkhC9yYgz4 გვ: 192

6
თავი I
რუსეთ-საქართველოს ომის დასაწყისი
რუსეთ - საქართველოს 1921 წლის ომი მნიშვნელოვანი მოვლენაა საქართველოს
ისტორიაში. 1918 წლის 26 მაისს საქართველომ შეძლო დამოუკიდებლობის მოპოვება,
რომელმაც დაახლოებით 3 წელს გასტანა და საბოლოოდ, დასრულდა 1921 წლის
თებერვალ-მარტის ომის შემდეგ, რომელიც საქართველოს გასაბჭოებით დამთავრდა.
რუსეთმა ამ ომისთვის მზადება ჯერ კიდევ 1921 წლის იანვარში დაიწყო, რაც იმაში
გამოიხატებოდა, რომ ხდებოდა მე-11 წითელი არმიის შევსება, და ასევე არსებობს
დეპეშები ,რომლებიც მიიღო ვ. ლენინმა კავკასიის ფრონტის რევოლუციური
სამხედრო საბჭოს წევრის ვ.ტრიფონოვისა და ფრონტის სარდლის ვ. გიტსისგან,
ესენი არის ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა მდგომარეობაშია საქართველო და
ასევე ისიც, რომ საჭიროა მე-11 წითელი არმიის დაკომპლექტება.3

საბჭოთა რუსეთს არ აწუხებდა ის ფაქტი, რომ საქართველო იურიდიულად


დამოუკიდებელი სახელმწიფო იყო და ამას ევროპის სახელმწიფოებიც აღიარებდნენ.
რუსეთს არც 1920 წელს 7 მაისს დადებული სამშვიდობო ხელშეკრულება ახსოვდა
საქართველოსთან, მათ თავიდანვე ჰქონდათ გადაწყვეტილი საქართველოს
დაპყრობა. დამპყრობელმა კარგად იცოდა, რომ ასე დაუფარავად ის ვერ
შემოიჭრებოდა საქართველოში, ამიტომაც მათ დაიწყეს ისეთი მიზეზის ძებნა,
რომელიც ამ ყველაფერს გაამართლებდა. ამ პერიოდში საქართველოს და სომხეთს
საზღვართან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდათ. ეს იყო ლორე, კერძოდ,
ბორჩალოს მაზრა,სადაც ცხოვრობდა ,როგორც სომეხი მოსახლეობა ისე ქართული.
არსებული უთანხმოება კარგად გამოიყენა რუსეთმა და აქ მოახდინა „საქართველოს
მშრომელთა აჯანყების“ ინსცენირება, რასაც მოჰყვა ჯარების შესვლა საქართველოს
3
თოიძე.ლ, ინტერვენციაც ოკუპაციაც ძალდატანებითი გასაბჭოებაც ფაქტობრივი ანექსიაც ,
კოოპერაციული გამომცემლობა „ივერთა მხარე“ 1991წ, გვ.86

7
ტერიტორიაზე და ომის გაჩაღება. 1921 წლის ომის მონაწილე აკაკი კვიტიაშვილის
მიერ უცხოეთში 1966 წელს გამოქვეყნებულ ნაშრომში აღნიშნავს, რომ ბოლშევიკებმა
წინასწარ შემოგზავნეს თავისი ემისრები სომხურ სოფლებში და შეიტანეს იარაღი. 4 რა
თქმა უნდა ,ომის დასაწყებად ეს არ იყო საკმარისი მეტიც საქართველოს
ტერიტორიაზე, რომც მომხდარიყო რეალური აჯანყება რუსეთის მხრიდან მაინც
დაუშვებელი იყო მისი ჩარევა ამ საკითხში. 11-12 თებერვალს წითელი არმია
შემოიჭრა უკვე საქართველოს ტერიტორიაზე სომხეთიდან, დასაწყისში
საქართველომ მარცხი განიცადა. ქართული ჯარის გარკვეული ნაწილი
უბრძოლველადაც ჩაბარდა მტერს, რადგანაც ,გ.ორჯონიკიძე ატყობინებდა
ს.კიროვს, რომ მე-5, მე-7 და მე-8 ქართული პოლკები ამ ვითარებაში აღმოჩნდენ . 5
ქართული ჯარის ნაწილის უბრძოლველად ჩაბარებაზე საუბრობს ი.ლაზიანიც, მისი
თქმით, მენშევიკური ჯარი სხვადასხვა იარაღით შეიარაღებული 7 000 კაცისგან
შედგებოდა, ხოლო აჯანყებულები 10 000-ს არ აღემატებოდნენ და საკმაოდ ცუდად
იყვნენ შეიარაღებულნი, მაგრამ გარკვეული გარემოების შედეგად მოახერხეს
მენშევიკთა დამარცხება და ყველა მათგანის განიარაღება6. 12 თებერვალს რუსულმა
ჯარებმა შეტევა დაიწყეს ვოროვცონკის, ჯალალ-ოღლისა და სანანის
მიმართულობით. სანანში მყოფი ქართული ჯარი მოუმზადებელი დახვდა მტრის
შემოტევებს ამიტომაც მე-5 და მე-8 ათასეულები თითქმის მთლიანად
განადგურდნენ, ჯალალ ოღლისა და ვოროვცონკას მიმართულებაზე კი ომში ჩაებნენ
იმნაძისა და ჩხეიძის შენაერთები. ქართულ ჯართან შედარებით მტერს რიცხობრივი
უპირატესობა ჰქონდა, რის გამოც, იმნაძემ უკან დაიხია ძორაგეტისაკენ და
ჩხეიძესთან შეერთება გადაწყვიტა7. 13 თებერვალს „ქართული ნაწილები სამხრეთ-
4
თოიძე.ლ, ინტერვენციაც ოკუპაციაც ძალდატანებითი გასაბჭოებაც ფაქტობრივი ანექსიაც ,
კოოპერაციული გამომცემლობა „ივერთა მხარე“ 1991წ, გვ.87
5
თოიძე.ლ, ინტერვენციაც ოკუპაციაც ძალდატანებითი გასაბჭოებაც ფაქტობრივი ანექსიაც ,
კოოპერაციული გამომცემლობა „ივერთა მხარე“ 1991წ, გვ;89
6
თოიძე.ლ, ინტერვენციაც ოკუპაციაც ძალდატანებითი გასაბჭოებაც ფაქტობრივი ანექსიაც ,
კოოპერაციული გამომცემლობა „ივერთა მხარე“ 1991წ, გვ;89
7
ბახტაძე მ. 1921 წლის რუსეთ-საქართველოს ომის სამხედრო მოქმედებების ისტორიიდან.
https://www.academia.edu/28618853/1921_%E1%83%AC%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1_
%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%97_
%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A

8
აღმოსავლეთ ფრონტის ხაზზე სარდლის გენერალ იოსებ გედევანიშვილის შეეცადნენ
კონტრშეტევის წამოწყებას, თუმცა არაორგანიზირებულობის გამო მარცხით
დასრულდა“8. საერთო ჯამში ომის დასაწყისი ,ნამდვილად, წარუმატებელი გამოდგა
ქართული ჯარისთვის და, რა თქმა უნდა, ეს სხვადასხვა მიზეზით იყო
განპირობებული, ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზი კი, ეს იყო მტრის რიცხობრივი
უპირატესობა.

ამ ყველაფერთან ერთად მსოფლიოს მოედო საქართველოში მიმდინარე


ამბები, თუმცა ,რა თქმა უნდა ,რეალობასთან მას საერთო არაფერი ჰქონია. რუსეთი
ავრცელებდა, რომ საქართველოში მოხდა „აჯანყება“, რომელშიც მშრომელები
მონაწილეობდნენ რეალურად კი სხვა სურათი იყო ქვეყანაში. საქართველოს უტევდა
მე-11 წითელი არმია ,რომელიც ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ ემზადებოდა ამ
ომისთვის. ომის მსვლელობისას ასევე რუსეთი ცდილობდა ისეთი შთაბეჭდილება
შეექმნა, რომ თითქოს საქართველოში სომხები შეიჭრნენ ,თუმცა 14 თებერვალს, მას
შემდეგ, რაც ქართველებს ტყვეები ჩაუვარდნენ ხელში გაირკვა ყველაფერი. მტერი
შედგებოდა რუსი ჯარისკაცებისგანაც და მათ სომხებიც უწევდნენ დახმარებას.
პირველი მარცხის შემდეგ ცხადი იყო, რომ საქართველოს ჯარს სერიოზული
პრობლემა ჰქონდა და ის ვერ ახერხებდა მტრის მოგერიებას. შაგალის ხიდთან
მომხდარი ბრძოლა კი ფაქტობრივად ტრაგედია იყო. ქართულმა ძალებმა ვერ შეძლეს
მიზნების განხორციელება. სწორედ ამის შემდეგ ნოე ჟორდანიამ დაიბარა გენერალი
ოდიშელიძე: „მაშინვე დავიბარე ოდიშელიძე და მოვთხოვე ამ სირცხვილის ანგარიში.
მან მომცა ასეთი განმარტება: ჯარი დამარცხდა იმიტომ, რომ იყო დანაწილებული და
შეერთება ვერ მოასწრეს. გამიკვირდა შევუტიე როგორ დანაწილებული, ომისთვის

%E1%83%9D%E1%83%A1_%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%A1_
%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%93%E1%83%A0%E1%83%9D_
%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%A5%E1%83%9B
%E1%83%94%E1%83%93%E1%83%94%E1%83%91%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1_
%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%9D
%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%98%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9C_pdf?fbclid=IwAR3bXfWgzydzUQSOe-
LU4Aq9Q-a3UnzNOP_RjYEnkflvbmpC7XtxAOT0Y_ გვ:16
8
დამოუკიდებლობის 1028 დღე, საქართველოს პირველი რესპუბლიკის ყოველდღიური მატიანე
(1918-1921), თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2013წ გვ 420

9
ვემზადებოდით და თქვენ ჯარები დაშალეთ! მე რა შუაში ვარ მომიგო ეს აკაკი
ჩხენკელმა გააკეთა დეკემბერშიო! გული მომივიდა ვინარის ჯარების უფროსი აკაკი
ჩხენკელი თუ თქვენ და გამოვუცხადე დაუყოვნებლივ გადადგეს“ 9. ჯარების
დანაწილებასთან დაკავშირებით ინფორმაციას გვაწვდის ასევე აკაკი კვიტაიშვილი.
მისი ცნობის მიხედვით: „ზოგიერთი პოლიტიკურმა პირებმა ოდიშელიძეს
მოსთხოვეს ჯარის დანაწილება და სომხურ სოფლებში ჩაყენება, თუმცა ოდიშელიძემ
ამაზე უარი განაცხადა. მას შემდეგ რაც გენერალი ოდიშელიძე ბათუმში ჩავიდა
ჯარების ინსპექციისათვის იქ ერთი კვირის დაყოფა მოუხდა. უკან დაბრუნებულს კი
სულ სხვა სურათი დახვდა. გენერალმა გედევანიშვილმა ჯარი სოფელ-სოფელ
დაანაწილა, როდესაც ოდიშელიძემ პასუხი მოთხოვა ამაზე გედევანიშვილმა უთხრა,
რომ ჩვენ არ ვიცით შემოგვესევიან თუ არა რუსები, თუ ჩვენ ჯარებს გავანაწილებთ
მნიშვნელოვან სოფლებში სომხები არ აჯანყდებიან.“ 10 გენერალმა ოდიშელიძემ ამაზე
თვალი დახუჭა, რაც, რა თქმა უნდა ,მისი მხრიდან დიდი შეცდომა იყო. როგორც ჩანს
,იმ პოლიტიკურმა პირებმა, რომლებიც თავისდროზე სთხოვდნენ ოდიშელიძეს
ჯარების დანაწილებას მისი არყოფნით ისარგებლეს და ეს საქმე გენერალ
გედევანიშვილს გააკეთებინეს.

მნიშვნელოვანი იყო ისიც, რომ საქართველოს ნეიტრალურ ზონაში


აჯანყებასთან დაკავშირებით რუსეთიდან წარმოგზავნილი იყო მოხელე თბილისში
ამხ. შეიმანი. შეიმანმა საქართველოს მთავრობას შესთავაზა აჯანყებულებთან
მოსალაპარაკებლად წასულიყო თავად, თუმცა მისი ეს წინადადება საქართველოს
მთავრობამ არ დააკმაყოფილა. ეს ინფორმაცია გავრცელდა 1921 წლის 18 თებერვალს
„პრავადაში“11. 15 თებერვალს ომში საქართველოს მდგომარეობა კიდევ მძიმე იყო,
როგორც ირკვევა იმ პერიოდში, არც საქართველოს მთავრობა და არც, მოსახლეობა
კარგად არ იყო ინფორმირებული იმის შესახებ, თუ ვინ იყო მტერი. საქართველოსა

9
ბახტაძე.მ, 1921 წლის რუსეთ-საქართველოს ომის სამხედრო მოქმედებების ისტორიიდან. გვ.17
10
ბახტაძე.მ, 1921 წლის რუსეთ-საქართველოს ომის სამხედრო მოქმედებების ისტორიიდან. გვ.18
11
თოიძე.ლ, ინტერვენციაც ოკუპაციაც ძალდატანებითი გასაბჭოებაც ფაქტობრივი ანექსიაც,
კოოპერაციული გამომცემლობა „ივერთა მხარე“1991წ, გვ93

10
და წითელ არმიას შორის ბრძოლები მონათლული იქნა, როგორც საქართველო-
სომხეთის ომი. ეს ყველაფერი ჩანს იმაშიც , რომ 15 თებერვალს მთავრობის
თავმჯდომარე ნოე ჟორდანიამ, რომელიც დეპუტატების წინაშე გამოვიდა თქვა, რომ
იგივე განეორდა, რაც 1918 წელს სომხეთი საქართველოს ვერაგულად დაესხა თავს. 12
საქართველოში პასუხისმგებელი პირები ვერ აღიქვამდნენ რეალობას, ამასობაში კი
რუსეთის ჯარი წინ მიიწევდა. ზოგიერთ მათგანს გულუბრყვილოდ სჯეროდა ,რომ
რუსეთი 1920 წლის 7 მაისს დადებულ შეთანხმებას შეასრულებდა ,თუმცა ეს
ადამიანები მწარედ სცდებოდნენ. 15 თებერვალს მოსკოვში ოფიციალურად მიიღეს
გადაწყვეტილება, რომ წითელი არმია უნდა ჩართულიყო ომში. ამავე დღეს საგარეო
საქმეთა სამინისტროში გაიმართა თათბირი, სადაც გაირკვა, რომ მტრის შესახებ
მწირი ინფორმაცია ჰქონდათ. აღნიშნულ შეხვედრაზე გენერალი გედევანიშვილი
ითხოვდა ჯარების გადაყვანას მდ.ხრამის მარცხენა ნაპირზე. გენერალი კვინიტაძე,
რომელიც ამ შეკრებაზე იმყოფებოდა თავიდანვე დაიწუნა ეს გეგმა. ის ფიქრობდა,
რომ ჯარის ამ ტერიტორიაზე გადაყვანა აბსურდული იყო. საკუთარი აზრი გამოთქვა
ნოე რამიშვილმაც, მისი გეგმის მიხედვით ფოლილოსა და წითელი ხიდების რაიონში
შექმნილიყო ძლიერი დაჯგუფება და ყაზახის გავლით მტერს უკნიდან
დაარტყამდნენ. მაგრამ ამ გეგმის განხორციელებაც აბსურდული იყო, მოცემულ
ტერიტორიაზე არ იყო საკმარისი რაოდენობის ჯარი და ამასთან ერთად ჯარის
საკმარისი რაოდენობაც, რომ ყოფილიყო მათ მოუწევდათ მტკვრის გადალახვა, რაც
შეუძლებელი იყო სხვადასხვა გარემოებიდან გამომდინარე.13

16 თებერვალს რუსეთის ჯარი განაგრძობდა შეტევას მე-11 წითელი არმიის


მიზანი იყო წითელი და ფოილოს ხიდების დაკავება, რომელსაც ქართველები
იცავდნენ. წითელ ხიდს იცავდა გურიის ბატალიონის ერთი ასეული. ასეთი პატარა
ძალებით მტრის შეჩერება, რა თქმა უნდა, რთული იყო და ვერც მოხერხდა. გურიის
ბატალიონის სხვა ასეულები გაემართნენ წითელი ხიდისკენ, ხოლო სოფელ სარვანში

12
ბახტაძე.მ, 1921 წლის რუსეთ-საქართველოს ომის სამხედრო მოქმედებების ისტორიიდან. გვ.20
13
ბახტაძე.მ, 1921 წლის რუსეთ-საქართველოს ომის სამხედრო მოქმედებების ისტორიიდან. გვ.21

11
განლაგებული თბილისის მე-3 ბატალიონი ბრძოლის დაწყებიდანვე გაემართა
გურიის ბატალიონების დასახმარებლად. შორი მანძილის გამო ტბილისის მე-3
ბატალიონმა ვერ მოახერხა მალე მისვლა დანიშნულების ადგილას, მტერმა ამ დროის
განმავლობაში გაანადგულა გურიის ბატალიონიც და ასევე მოასწრო ჩასაფრებაც.
ადგილზე მისული თბილისის მე-3 ბატალიონი იგივე მდგომარეობაში ჩავარდა და
განადგურდა. მე-3 ბატალიონის დასახმარებლად გვარდიის თბილისის 1-ლი
ბატალიონი დაიძრა, თუმცა მათი გადარჩენა ვერ შეძლეს. მიუხედავად ამისმა, 1-ლმა
ბატალიონმა მტერს უკან დაახევინა. მიუხედავად გარკვეული წარმატებისა, დღის
ბოლოს თბილისი 1-ლი ბატალიონი ცუდ მდგომარეობაში იყო ის, ფაქტობრივად,
ალყაში მოექცა.14 ომში გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა ფოილოს სარკინიზო
ხიდს,რომლის დაკავებაც რუსებს სურდათ და ცდილობდნენ ქართველებისთვის არ
აეფეთქებინათ ხიდი. რუსებმა დაიწყეს ოპერაცია, რომელშიც მე-11-ე წითელი არმიის
5 მატარებელი იღებდა მონაწილეობა, მაგრამ დაწყებისთანავე ქართველებმა ხიდი
ააფეთქეს. საპასუხოდ რუსული მძიმე არტილერია ბომბავდა მათ პოზიციებს, რამაც
მათ უკან დახევა აიძულა. რუსებმა მაინც ვერ შეძლეს მნიშვნელოვანი წარმატების
მოპოვება, მათ ვერც მდინარის გადმოლახვა შეძლეს, ქართულმა ნაწილებმა მათ
დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს. 22 საათზე ფოილოს ხიდთან მდგომმა ნაწილებმა
მიიღეს ბრძანება, რომლის მიხედვითაც მათ უკან უნდა დაეხიათ.15 16 თებერვალს
მტერმა ასევე დაიწყო შემოტევა ზაქათალის მხრიდან კახეთში. ამ პერიოდში კახეთში
ჯარი დაყოფილი იყო პატარა შენაერთებად, რამაც მტერს მარტივი გამარჯვების
საშუალება მისცა. გენერალი მაზნიაშვილი წერდა: „კახეთის რუქას თუ გადავხედავთ,
სამხედრო საქმის ყოვლად უცოდინარი ადმიანისთვისაც ცხადი იქნება, რომ
საქართველოს არმიის უფროსმა მხედრობამ ამ ფრონტს ყურადღება არ მიქაცია
სათანადო და ამით მტერს მისცა საშუალება, გაენადგურებინა იქ დაბანაკებული
ჩვენი ჯარის პატარა მზვერავები“.16 ქართველების ამ დიდმა შეცდომამ მტერს

14
ბახტაძე.მ, 1921 წლის რუსეთ-საქართველოს ომის სამხედრო მოქმედებების ისტორიიდან. გვ:22
15
ბახტაძე.მ, 1921 წლის რუსეთ-საქართველოს ომის სამხედრო მოქმედებების ისტორიიდან.გვ:23
16
ბახტაძე.მ, 1921 წლის რუსეთ-საქართველოს ომის სამხედრო მოქმედებების ისტორიიდან.გვ:24

12
კახეთის დაკავება გაუადვილა და ასევე თბილისის მისადგომებთან მისასვლელადაც
დიდი ბრძოლები არ დასჭირვებიათ. გენერალური შტაბი იტყობინებოდა, რომ
„თებერვლის 16 რესპუბლიკის ჯარები გაიშალნენ ტფილისის გამაგრებულ
17
პოზიციებზე. მათ წინ შორეულ პოზიციებს მოწინავე ჯარები იკავებენ“. 16
თებერვალს ,ფაქტობრივად, სრულდება ომის პირველი ეტაპი, რომელიც მოიცავს 12-
16 თებერვალს და საქართველოსთვის ეს მეტად წარუმატებელი ეტაპი იყო. ომის
დაწყებიდან სულ რაღაც 6 დღეში მტერი თბილისს მიუახლოვდა. ეს წარუმატებლობა
სხვადასხვა მიზეზებით იყო განპირობებული, ქართული ჯარის
არაორგანიზირებულობამ შესაბამისი შედეგების წინაშე დააყენა ქართული მხარე.
გენერალი კვინიტაძის აზრით, დასაწყისშივე დაშვებული იქნა 3 ძირითადი შეცდომა:
„ 1) თბილისში არ გამოიძახეს ჯარი მთელი ტერიტორიიდან; 2) თადარიგში
არსებული ძალების ნაწილ ნაწილ შეყვანა; 3) წითელ ხიდთან ჯარების შესუსტება“.18

ომის დასაწყისში დაშვებულმა ამ შეცდომებმა ქართული მხარე რთულ


მდგომარეობაში ჩააყენა ახლა უკვე დიდი საფრთხე დაემუქრა თბილისს, რომელიც
რუსეთის მომდევნო სამიზნედ იქცა და მიმდინარეობდა მზადება თბილისზე
შეტევისთვის.

17
ბახტაძე.მ, 1921 წლის რუსეთ-საქართველოს ომის სამხედრო მოქმედებების ისტორიიდან.გვ:25
18
ბახტაძე.მ, 1921 წლის რუსეთ-საქართველოს ომის სამხედრო მოქმედებების ისტორიიდან.გვ:25

13
თავი II

ბრძოლა თბილისისთვის

ომის პირველი პერიოდის დასრულების შემდეგ, გადარჩენილი ძალები იხევენ


თბილისისკენ. მტერი ემზადება თბილისზე შესატევად. 17 თებერვალს თბილისის
მისადგომებთან რაიმე მნიშვნელოვანი ბრძოლა არ ყოფილა, ამ პერიოდში ძირითად
ხდებოდა ორივე მხარეს მნიშვნელოვანი პოზიციების დაკავება. 17-ში ქართულმა
ნაწილებმა ლელო ჯაფარიძის მეთაურობით, რომლებიც გამაგრებულნი იყვნენ
საყარაულას მთის ძირში. მათ შენიშნეს მტრის ცხენოსანი რაზმი ,რომელიც
გზატკეცილის გაყოლებით თბილისისკენ მოძრაობდა და ცეცხლი გაუხსნეს, რის
შემდეგაც მტერი უკან გაბრუნდა.19 17 თებერვალს ასევე მიმდინარეობდა თბილისში
თავდაცვითი სექტორების მოწყობა, ქართულმა ნაწილებმა დაიკავეს პოზიციები
ტაბახმელაზე.20 18 თებერვალს კი დაიწყო ბრძოლა თბილისისთვის, რომელიც 24
თებერვლამდე გაგრძელდა და დასრულდა მტრის გამარჯვებით. საინტერესოა
ქართული და მტრის ძალების თანაფარდობა, ზოგიერთი წყაროს მიხედვით 18-24
თებერვალს თბილისში არსებული ქართული ჯარის რაოდენობა დაახლოვებით 10
000 ქვეითისგან და 400 ცხენოსნისგან შედგებოდა, თუმცა ზოგიერთი ისტორიკოსის
გათვლით ქართული ჯარის რაოდენობა 12 000-15 000 ათასამდე იყო. 21 ქართული
ჯარების ეს რაოდენობა ,რა თქმა უნდა, ცოტა იყო ქალაქის დასაცავად, თუმცა დიდი
ალბათობით ამაზე მეტი არ იქნებოდა ქალაქის დამცველთა რაოდენობა, ჩვენ აქ ისიც
უნდა გავითვალისწინოთ, რომ 12-16 თებერვალს საქართველოს შეიარაღებულმა
ჯარებმა საკმაოდ ბევრი ჯარისკაცი დაკარგა. იყო ფაქტები, როდესაც მთლიანი
შენაერთებიც კი ნადგურდებოდა, ამიტომ ქართული ჯარის ეს რაოდენობა, რომელიც

19
ბახტაძე.მ, 1921 წლის რუსეთ-საქართველოს ომის სამხედრო მოქმედებების ისტორიიდან.გვ:31
20
დამოუკიდებლობის 1028 დღე, საქართველოს პირველი რესპუბლიკის ყოველდღიური მატიანე
(1918-1921), თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2013წ გვ: 422
21
ბახტაძე.მ, 1921 წლის რუსეთ-საქართველოს ომის სამხედრო მოქმედებების ისტორიიდან.გვ: 36

14
შეგროვდა თბილისის დასაცავად გასაკვირი არ უნდა იყოს . რაც შეეხება მტერს, მისი
რაოდენობა გაცილებით მეტი იყო ,მე-11-ე არმიის შემადგენლობა და შეიარაღება
გაცილებით დიდი და მრავალფეროვანი იყო. მტრის ცოცხალი ძალა დაახლოვებით
40 200 ქვეითი და ცხენოსანი იყო. რაც შეეხება შეიარაღებას მათ ჰქონდათ 196 ქვემეხი,
7 ჯავშნოსანი მატარებელი, 1065 ტყვიამფრქვევი, 8 ტანკი, ჯავშანმანქანების რაზმი და
50 თვითმფრინავი.22 უნდა აღვნიშნოთ, რომ უშუალოდ თბილისზე შეტევისას მტერი
მხოლოდ 25 000 კაცს იყენებდა. 18 თებერვალს თბილისის დასაცავად თავმოყრილ
შეიარაღებულ ძალებს შემდეგი პოზიციები ეკავათ: „მარჯვენა ფლანგზე კოჯორ-
მანგლისის გზატკეცილზე განლაგებული იყო მე-4 ათასეულის 2 ასეული პოლკოვნიკ
პლატონ ჩიქოვანის მეთაურობით, მისი მეორე ნაწილი ადგილზე 19 თებერვალს
მივიდა. ტაბახმელას მხარე გენერალი ალექსანდრე ანდრონიკაშვილის მეთაურობით
სამხედრო სკოლას ეკავა. ცენტრში გიორგი მაზნიაშვილის მეთაურობით
განლაგებული იყო მისი ნაწილები. შავნაბადას სიმაღლეები მე-9 ათასეულს ეკავა,
სოღანლუღის სიმაღლეები კი პოლკოვნიკი დავით ვაჩნაძის სადარაჯო ათასეულს და
მეტყვიამფრქვევთა ბატალიონს. მათ მარჯვნივ, რკინიგზის ხაზთან სანაპირო
ათასეულის ერთი რაზმი იყო განლაგებული 2 ზარბაზნით. მტკვრის მარჯვენა
სანაპიროზე რკინიგზის ხაზამდე გვარდიის გორისა და ხაშურის ბატალიონები
იდგნენ. მარცხენა ფლანგზე გვარდიის აღდგენილი ნაწილები იდგა გენერალ არტემ
ჯიჯიხიას მეთაურობით. სოფელ ლილოსთან იდგა გვარდიის ცხენოსანი
დივიზიონი.“23 მტერს ქალაქზე თავდასხმისთვის ორი გზა ჰქონდა. პირველი ეს იყო
კოჯორ-ტაბახმელას მიმართულება, რომელიც რუსული ჯარის მანევრირებისთვის არ
იყო მომგებიანი, ხოლო მეორე გზა იყო სოღანლუღის. ეს გზა პირველისგან
განსხვავებით სწორი იყო და აქ მანევრირება უფრო მარტივი ჩანდა. ველიკანოვმა
სწორედ ეს გზა აირჩია თავდასხმისთვის. გენერალმა კვინიტაძემ შეძლო მტრის
გეგმის ამოცნობა და უფრო დიდი ყურადღება სწორედ სოღანლუღის მიმართულებას
დაუთმო. საქართველოს ხელთ არსებული ჯარი არ იყო საკმარისი ქალაქის
22
ბახტაძე.მ, 1921 წლის რუსეთ-საქართველოს ომის სამხედრო მოქმედებების ისტორიიდან.გვ: 36
23
ბახტაძე.მ, 1921 წლის რუსეთ-საქართველოს ომის სამხედრო მოქმედებების ისტორიიდან.გვ: 37

15
დასაცავად. ორივე მხარეს კოჯორის და სოღანლუღის მიმართულებით ქართულ
მხარეს არასაკმარისი ძალები გააჩნდა. გენერალი მაზნაშვილის თქმით, არასაკმარისი
ჯარის გარდა, იყო სხვა პრობლემებიც ,მაგალითად, ის, რომ შტაბი არავითარ
ინფორმაციას არ აწვდიდა მტერთან დაკავშირებით. ინფორმაციას მხოლოდ ქვეითი
მზვერავი ძალებისგან იღებდა, ომში მზვერავებს დიდი როლი აკისრიათ, მათი ასეთი
არაორგანიზირებულობა კი, რა თქმა უნდა, მტრისთვის ხელსაყრელი იყო.

18 თებერვალს 22 საათზე მტერმა დაიწყო მოძრაობა ქალაქის მიმართულებით


დასაზვერად წასულმა გორის გვარდიამ და სადარაჯო ლეგიონის რაზმებმა უკან
დაიწყეს დახევა. ჯავშანმანქანების რაზმიდან მოვიდა ინფორმაცია, რომ მტერი
სორანლუღისკენ მოიწევდა, სხვა მიმართულებებზე კი მტერი არ ჩანდა, ამიტომ
მაზნიაშვილი მივიდა გორის ბატალიონის პოზიციებზე, ვინაიდან სწორედ აქ იყო
მოსალოდნელი პირველი შეტევა. მოწინააღმდეგემ პირველად შეუტია სადარაჯო
ლეგიონს, რომელთანაც მაზნიაშვილს პირდაპირი კონტაქტი არ ჰქონდა და
იმფორმაციას მე-9 ათასეულის მეთაურისგან იღებდა. დაახლოვებით 2 საათზე 19
თებერვალს მოწინააღმდეგემ შეწყვიტა შეტევა სადარაჯო ლეგიონზე, თუმცა დაიწყო
შეტევა გორის ბატალიონის პოზიციებზე. ამის გამო გიორგი მაზნიაშვილი გადავიდა
სადარაჯო ათასეულის პოზიციაზე და აქედან განაგრძო ბრძოლის ხელმძღვანელობა.
ბრძოლა საკმაოდ სისხლისმრვრელი გამოდგა, გამთენიისას მტერი საგრძნობლად
მიახლოვებულიყო ქართული ჯარის პოზიციებთან. მტრის შეტევის მოგერიების
შემდეგ ქართული ჯარი გადავიდა კონტრ შეტევაზე და მოწინააღმდეგეს უკან
დაახევინა იაღლუჯას მიმართულებით. მხოლოდ ტყვეების სახით მოწინააღმდეგემ 1
600 კაცი დაკარგა.24 პირველი შეტევა თბილისზე მტრისთვის წარუმატებელი გამოდგა
და მათ უკან დაიხიეს, სამწუხაროდ ,გადაქანცულმა და გამოფიტულმა ქართულმა
ჯარმა ვერ მოახერხა მტრის ზურგში დადევნება, რათა მისთვის უფრო მეტი ზიანი
მიეყენებინა. ამის მიზეზი კი იყო ის, რომ მტრის შემოტევისას თითქმის ყველა იყო
ჩართული, ამ ბრძოლაში დაღლილები კი ვერ შეძლებდნენ მტრის დადევნებას.

24
ბახტაძე.მ, 1921 წლის რუსეთ-საქართველოს ომის სამხედრო მოქმედებების ისტორიიდან.გვ: 39

16
ამასთან ერთად მტერს შესაძლოა ჩასაფრება მოეწყო დადევნებულ ქართველებზე და
გაენადგურებინათ. შემდეგ კი თავდასხმისთვის გაეხსნებოდა გზა მტრის მთავარ
ძალებს და ქალაქი მათ ხელში ჩავარდებოდა. გენერალმა მაზნიაშვილმა ეს
ყველაფერი გაითვალისწინა და უარი თქვა დადევნებაზე. ყველაფერთან
ერთად ,დადევნებისთვის საჭირო იყო კავალერია, რომელიც მცირე რაოდენობით
ყავდა ქართულ მხარეს და ეს მთავრობის დიდი შეცდომა იყო , როდესაც
თავისდროზე არ მოინდომეს ძლიერი ცხენოსანი ჯარის ჩამოყალიბება. 25 პირველი
შემოტევის მოგერიების შემდეგ გენერალი მაზნიაშვილი აღნიშნავდა, რომ
მთავარსარდლობა არ დაინტერესებულა იმით, თუ რა მოხდა მის მიმართულებაზე.
სატელეფონო ხაზის დაზიანების გამო შტაბთან კონტაქტი ვერ ხდებოდა. შტაბში
კარგად იცოდნენ, რომ მაზნიაშვილს არ ჰყავდა ცხენოსანი კაციც კი იმისთვის, რომ
მოხსენებით გაეგზავნა. მიუხედავად ყველაფრისა,მათ არანაირი დაინტერესება არ
გამოუმჟღავნებიათ.26 19 თებერვალს მთავარსარდალი სოღანლუღის ფრონტზე
გენერალ კვინიტაძეს შეხვდა, საუბრის დროს შტაბიდან გენერალმა ზაქარაძემ
აპარატთან იხმო. გაირკვა, რომ ვითარება მტრის სასარგებლოდ იყო შეცვლილი,
ვინაიდან მტერმა შეძლო კოჯორის აღება. კოჯორის დაკარგვა ,ფაქტობრივად,
ქალაქის დაცემას უდრიდა პირველ ხანებში მიღწეული წარმატება ამ მარცხთან
არაფერი იყო. ეს თბილისის დაღუპვას ნიშნავდა.27

მე-11-ე წითელი არმიის სარდლობას გადაწყვეტილი ჰქონდათ ქალაქის 19


თებერვალს აღება, პირველი მარცხის შემდეგ მათ შეცვალეს შეტევის მიმართულება
და ქართულ ჯარებს მარჯვნიდან შეუტიეს. მტერი გამოჩნდა დილის 8 საათზე
ვაშლოვანისა და კუმისის ტერიტორიაზე და გაემართა ტაბახმელა-კოჯორის
მიმართულებით. ამ ტერიტორიას იცავდა სამხედრო სკოლა და მე-10 ათასეულის
მეომრები პოლკოვნიკ საგინაშვილის მეთაურობით. მტრის გამოჩენისთანავე
ტაბახმელადან ქართულმა ნაწილებმა მტერს მიმართულებით დაიწყეს არტილერიით

25
ბახტაძე.მ, 1921 წლის რუსეთ-საქართველოს ომის სამხედრო მოქმედებების ისტორიიდან.გვ: 42
26
ბახტაძე.მ, 1921 წლის რუსეთ-საქართველოს ომის სამხედრო მოქმედებების ისტორიიდან.გვ:43
27
ბახტაძე.მ, 1921 წლის რუსეთ-საქართველოს ომის სამხედრო მოქმედებების ისტორიიდან.გვ:44

17
შეტევა, რამაც მტერი გაფანტა. ბრძოლაში უკვე ჩაერთო კავალერია, რასაც ასევე
არტილერიით პასუხობდა ქართული მხარე, მიუხედავად დიდი წინააღმდეგობისა,
გადამწყვეტი როლი მაინც რიცხობრივმა უპირატესობამ ითამაშა და მტერმა მოახერხა
ქართულ ნაწილებთან მიახლოვება .12 საათზე მათ უკვე ტაბახმელას პოზიციებს
შეუტიეს. N1 სანგარიდან გაშვებულმა ცეცხლმა მტერი დროებით შეაყოვნა.
პარალელურად მტერი უტევდა კოჯორსაც, თუმცა აქ მტრის შემოტევებს ვერ
გაუძლეს და უკან დაიხიეს მამადავითის მიმართულებით. კოჯორის დაკავების
შემდეგ მტერმა განაგრძო ბრძოლა ტაბახმელასა და წავკისის მიმართულებით. მტრის
ასეთმა მანევრმა საფრთხე შეუქმნა ტაბახმელაში გამაგრებულ ნაწილებს, იმისთვის,
რომ ალყაში არ მოქცეოდნენ. მტერს გენერალმა ანდრონიკაშვილმა პლკოვნიკ ჩხეიძეს
უკან დახევა უბრძანა. პოლკოვნიკი ჩხეიძე კარგად ხვდებოდა, რომ ამ
მდგომარეობაში უკან დახევა იყო დიდი შეცდომა და ეს მტრის წისქვილზე
დაასხამდა წყალს, თუმცა ისიც კარგად იცოდა, რომ მის ხელთ არსებული ძალით
მტრის დამარცხებას ვერ შეძლებდნენ. ჩხეიძე დარწმუნებული იყო, რომ გენერალი
კვინიტაძე სწორ გადაწყვეტილებას მიიღებდა. პოლკოვნიკმა ჩხეიძემ გადაწყვიტა
მტერის შეკავება მანამ, სანამ ,დამხმარე ძალა არ მივიდოდა დასახმარებლად.
გენერალმა კვინიტაძემ ამ ამბის გაგებისთანავე ტაბახმელასკენ გაგზავნა მე-5
ათასეული გვარდიის იმერეთის და ბათუმის ბატალიონები. 28 ამასობაში გადაწყდა
არსებული ძალებით მტრის შეჩერება, ქართველებმა დაიწყეს კონტრშეტევა, რაშიც
მონაწილეობას იღებდნენ იუნკერები კაპიტანი თოიძის მეთაურობით და მე-10
ათასეულის ნაწილი ქარუმაძის მეთაურობით. ეს ბრძოლა ,ფაქტობრივად, იყო
თავგანწირვა, ბრძოლის ველზე დაეცა თოიძეც და ქარუმაძეც ,თუმცა მათ მაინც
მიაღწიეს მიზანს. მტერი შეჩერებული იყო, ახლა საჭირო ხდებოდა კოჯორის
დაბრუნება, მაგრამ მარტივი საქმე არ გახლდათ, პირდაპირი შეტევით მისი აღება
ძალიან რთული ჩანდა საჭირო იყო მისი კარგად დაგეგმვა და ისე შეტევა. კოჯორის
ასაღებად მე-4 ბატალიონის ნაწილი გაიგზავნა ფუნიკულიორის გზიდან, ხოლო

28
ბახტაძე.მ, 1921 წლის რუსეთ-საქართველოს ომის სამხედრო მოქმედებების ისტორიიდან.გვ: 45

18
მეორე ნაწილი წყნეთის მხრიდან. კოჯორზე ზურგიდან შესატევად გაიგზავნა კიდევ
ერთი ბატალიონი.29 20 თებერვალს დილით კოჯორის გასათავისუფლებლად
ქართული ძალები გადავიდნენ შეტევაზე, საპასუხოდ მტერმა დაიწყო შეტევა
ტაბახმელას პოზიციებზე. გენერალი ანდრონიკაშვილი მიხვდა, რომ ტაბახმელაში
არსებულ ქართულ ნაწილებს შესაძლოა მტრის შემოტევისთვის ვერ გაეძლოთ,
ამიტომ პოლკოვნიკ შხეიძეს სკოლის სასწრაფოდ უკან პოზიციაზე დავბრუნება
უბრძანა. გენერალი ანდრონიკაშვილი არ შემცდარა N1 და N3 სანგრებში მდგომმა
გვარდიელებმა მტრის შემოტევას ვერ გაუძლეს და უკან დაიხიეს. ამის საპასუხოდ
იუნკერები შეტევაზე გადავიდნენ და სანგრები დაიბრუნეს, ამ შეტევის გარდა, 20
თებერვალს კიდევ ორჯერ შეუტია ტაბახმელას, თუმცა ქართველების დიდი
წინააღმდეგობის დამსახურებით მტერმა ვერ შეძლო გამარჯვების მოპოვება.
„კოჯორის რაიონში ჩვენ ხელთ ვიგდეთ ზარბაზნები და ტყვიამფრქვევლები. მტრის
დევნა გრძელდება გაგრის რაიონში, მდინარე მეხადირზე წარმოებს ბრძოლა.“ 30
ქართველებისთვის ეს დიდი წარმატება იყო კოჯორთან მიღწეულ წარმატებასთან
ერთად, 20 თებერვალს ქართველებმა ასევე შეძლეს მტრის უკუგდება და სადგური
ვაზიანის დაკავება. გაქცეულ მტერს დაედევნენ ქართველი მფრინავები და
31
ყუმბარებს უშენდნენ. 20-21 თებერვლის ღამეს მტერმა ძალა მოიკრიბა და
გადმოვიდა კონტრშეტევაზე, თუმცა უშედეგოდ ქართველებმა ყველა შეტევა
მოიგერიეს. მტერმა მოახერხა ორჯერ მიეღწია სანგრებამდე, თუმცა ქართველებმა
პირველ ჯერზე ხელყუმბარებით მოიგერიეს, მეორედ კი საქმე ხიშტებით
ბრძოლამდე მივიდა. მიუხედავად დიდი დაღლილობისა, ქართველებმა თავიანთი
ვალი ამ ბრძოლაში ღირსეულად მოიხადეს. 21 თებერვალს ბრძოლები ძირითადად
გენერალი ჯიჯიხიას მიმართულებაზე ხდებოდა, მტერმა განიზრახა მარცხენა
ფლანგისთვის შემოევლო, თუმცა გვარდიის ბატალიონები კონტრშეტევაზე
გადავიდნენ. გენერალმა კვინიტაძემ ჯიჯიხიას დაქვემდებარებული ძალები
29
ბახტაძე.მ, 1921 წლის რუსეთ-საქართველოს ომის სამხედრო მოქმედებების ისტორიიდან.გვ: 48
30
თოიძე.ლ, ინტერვენციაც ოკუპაციაც ძალდატანებითი გასაბჭოებაც ფაქტობრივი ანექსიაც ,
კოოპერაციული გამომცემლობა „ივერთა მხარე“ 1991წ, გვ: 103
31
ბახტაძე.მ, 1921 წლის რუსეთ-საქართველოს ომის სამხედრო მოქმედებების ისტორიიდან.გვ: 50

19
გააძლიერა, რადგან მტრის იერიში ადვილად მოეგერიებინათ. სოფელ ლილოსთან
არსებულმა ქართულმა ძალებმა იერიში მიიტანეს მტრის ფლანგში. საბოლოო ჯამში,
მტრის შემოტევა ამ დღესაც წარმატებით მოგერიეს. მეტიც, ქართულმა ჯარმა მტერს
სდია და 10 კილომეტრით დაახევინა უკან. ამ წარმატებაში მნიშვნელოვანი როლი
გვარდიის ცხენოსანთა დანაყოფების მიუძღვით, რომლებმაც საკმაოდ ეფექტურად
იმოქმედეს მოცემულ სიტუაციაში. მტრის სამდღიანმა შეტევამ სასურველი შედეგი
ვერ გამოიღო, ამიტომ კავკასიის ფრონტის სარდლობა მე-11 არმიის
ხელმძღვანელობას მოსთხოვდა გადაეხედათ საკუთარი შეცდომებისთვის და
შეექმნათ ისეთი გეგმა ,რომელიც წარმატებას მოიტანდა. 32 21 თებერვალს ნოე
ჟორდანიამ ჩიჩერინს მიმართა დეპეშით,სადაც კითხულობდა მიზეზებს, თუ რატომ
შემოიჭრნენ საქართველოში. ამ წერილზე ქართულ მხარეს არ მიუღია წერილობითი
პასუხი, თუმცა საპასუხოდ რუსეთმა სამი ახალი მიმართლებით დაიწყო თავდასხმა
საქართველოზე. „ვლადიკავკაზიდან სამხედრო გზაზე გავლით,მამისონის
უღელტეხილიდან ქუთაისისკენ და შავი ზღვის სანაპიროდან სოჭის
მიმართულებით, შესაბამისად საქართველოს ყველა მხრიდან შემოესია რუსეთის მე-
11 არმია, შემდგომ კი მათ დაემატა მე-8, მე-9 და მე-13 არმიები და აგრეთვე
ბუდიონის და ჟლოვას კავალერიის ნაწილები.“33 მტერი ხვდებოდა, რომ საჭირო იყო
გეგმის შეცვლა, 22 თებერვალს მტერმა ძალების გადაჯგუფება დაიწყო და ახლი გეგმა
დასახა.

მე-11 წითელი არმია ორ ნაწილად გაიყო და გადაწყდა ორი მიმართულებით


შეტევა: აღმოსავლეთიდან და ჩრდილო-აღმოსავლეთიდან. მტრის ერთ ნაწილს
ველიკანოვი ხელმძღვანელობდა, მეორეს კი კუიბიშევი. მტერმა მოახერხა მანგლისის
დაკავება და მანგლის-კოჯორის გავლით გადაწყვიტა შეტევა, თუმცა მტერმა მარცხი
განიცადა. მტრის ახალმა გეგმამ მთავარსარდალი კვინიტაძე იძულებული გახადა
ისედაც ცოტა ჯარი კიდე უფრო დაექსაქსა. რაც შეეხება კოჯორ ტაბახმელას

32
ბახტაძე.მ, 1921 წლის რუსეთ-საქართველოს ომის სამხედრო მოქმედებების ისტორიიდან.გვ: 52
33
თოიძე.ლ, ინტერვენციაც ოკუპაციაც ძალდატანებითი გასაბჭოებაც ფაქტობრივი ანექსიაც,
კოოპერაციული გამომცემლობა „ივერთა მხარე“ 1991წ, გვ: 110

20
მიმართულებას აქ შედარებით ნაკლები აქტივობა შეინიშნებოდა, მტრის მხრიდან,
თუმცა იყო სროლები. ორმხრივ სროლებში დაიჭრნენ ლეიტენანტები ერისთავი და
ანდრონიკაშვილი. გენერალ ანდრონიკაშვილს საკმაოდ რთულ პირობებში უწევდა
მუშაობა. ის იდგა დუქანშისადაც განთავსებული იყო ტელეფონის სადგური, მას
ყოველწუთას ითხოვდნენ ტელეფონთან თანაშემწის არყოლის გამო კი მას უჭირდა
მუშაობა ამ რთულ ვითარებაში.34 22 თებერვალს თბილისის მხარე მტერს წინსვლა არ
ჰქონდა, მაგრამ ქართულ მხარეს წარუმატებლობა ბრძოლა ჰქონდა მე-9 არმიის
წინააღმდეგ, მიუხედავად დიდი თავდადებისა, ქართულ ძალებს მოუწიათ უკან
დახევა. მოწინააღმდეგემ გაგრა აიღო. ეს ბრძოლა მნიშვნელოვანია იმ კუთხითაც, რომ
ქართველებს საარტილერიო ცეცხლით ფრანგები ეხმარებოდნენ ზღვიდან. 22
თებერვალს რუსებმა შემოუტიეს საქართველოს, ასევე დარიალის ხეობიდან, თუმცა
ქართველებმა ხიდი ააფეთქეს და მტერი შეაჩერეს პოლკოვნიკი სიმონ წერეთელის
მეთაურობით.35 23 თებერვალს მტერმა მარჯვენა ფლანგის გაძლიერება დაიწყო და
კავალერიას მოუყარა თავი. ქართულ ნაწილებზე თავდასხმის შემდეგ მტერმა შეძლო
21 თებერვლის არსებული პოზიციების აღდგენა. ქართულმა სარდლობამ გადაწყვიტა
დაეწყო კონტრშეტევა, გენერალმა კვინიტაძემ გადაწყვიტა, შეტევა დაეწყო მარცხენა
ფლანგიდან. შეტევისთვის საჭირო იყო რიცხობრივი უპირატესობა, ამიტომაც
გენერალმა კვინიტაძემ მარცხენა ფლანგი გააძლიერა.. წარმატებული კონტრშეტევის
შემდეგ ,თუ ეს, გამოვიდოდა კვინიტაძე აპირებდა, ჯარის სწრაფად გადაჯგუფებას
მარჯვენა ფლანგზე და აქაც კონტრშეტევის დაწყებას. კონტრშეტევისთვის
მაზნიაშვილმა ჯარი სამ ნაწილად დაყო: 1) პოლკოვნიკი ინწკირველი- უახლოეს
მტკვართან; 2) გენერალი ჯიჯიხია - ცენტრალური მონაკვეთი კახეთის გზატკეცილის
გასწვრივ; 3) პოლკოვნიკი გედევანიშვილი- მარცხენა ფლანგის სამანევრო
მონაკვეთი.36 ამასობაში მოწინაღმდეგემ შეძლო სარკინიგზო ხიდის აღდგენა და
მაშინვე წამოიწყეს შეტევა, მტერს უკვე შეეძლო ჯავშანმატარებლის გამოყენება და

34
ბახტაძე.მ, 1921 წლის რუსეთ-საქართველოს ომის სამხედრო მოქმედებების ისტორიიდან.გვ: 53
35
ბახტაძე.მ, 1921 წლის რუსეთ-საქართველოს ომის სამხედრო მოქმედებების ისტორიიდან.გვ: 54
36
ბახტაძე.მ, 1921 წლის რუსეთ-საქართველოს ომის სამხედრო მოქმედებების ისტორიიდან.გვ: 55

21
ძალების სწრაფი გადაადგილება, მაგრამ ქართლმა არტილერიამ წამოსული
ჯავშანმატარებელი შეაჩერა და უკან დახევა მოუწიათ. საღამოს მოწინააღმდეგემ
შეუტია ტაბახმელას, საბოლოოდ, ქართველებმა მტერი აქაც შეაჩერეს, თუმცა
სამწუხარო ფაქტი დაფიქსირდა. კაპიტანი ყიფიანის დაქვემდებარებულმა მეომრებმა
გაქცევა დაიწყეს, თავად ყიფიანმა კი თავის მოკვლა სცადა. 24 თებერვალს
ქართველთა გეგმა ჩაიშალა, მათ ვერ მოასწრეს მარცხენა ფლანგზე გადაჯგუფება და
მტერზე შეტევა, თუმცა მოწინაღმდეგემ მოახერხა შეტევაზე გადმოსვლა.
არტილერიის გამოყენების შემდეგ მტერი უშუალოდ თავს დაესხა ქართულ
პოზიციებს და ხელჩართული ბრძოლები წარიმართა. იუნკერებიდან დაახლოებით
85-90 კაცი იყო დარჩენილი, თუმცა დიდ წინააღმდეგობას უწევდნენ
მოწინააღმდეგეს. საბოლოოდ გადამწყვეტი როლი მაინც მტრის რაოდენობამ იქონია
და შუადღისთვის მტერმა N4 სანგარი ხელში ჩაიგდო. 37 სანგარი N4 მნიშვნელოვან
როლს თამაშობდა თბილისის დაცვისთვის ბრძოლაში, თავად სანგარი 1914-15
წლებში აშენდა. პირველი მსოფლიო ომის დროს, ამ პერიოდში არსებობდა საფრთხე,
ოსმალეთისგან კავკასიის ფრონტზე, რათა მათ ალყაში არ მოექციათ რუსული
ჯარები.38 საბოლოოდ, ეს სანგარი ქართველებმა გამოიყენეს რუსეთი წინააღმდეგ
ბრძოლაში. 24 თებერვალს მიმდინარეობდა ბრძოლა ამ სანგრისთვისაც, მტერი
ცდილობდა ხელში ჩაეგდო, მაგრამ ქართველი მებრძოლები ბოლომდე იცავდნენ
ქალაქს. რუსული წყაროებით ირკვევა, რომ სანგარი N4 მათი კონტროლის ქვეშ 25
თებერვალს დილის 8 საათზე გადავიდა.39 სანგრის დაკავების შემდეგ რუსები გოგი
მესხიშვილის ბატარეის წინ აღმოჩნდნენ. ახლა უკვე ბრძოლა დაიწყო ხიშტებით და
იუნკერებთან ერთად მტერს ეკვეთნენ, მტერმა უკან დაიხია და ,ფაქტობრივად, ჩიხში
შეიყვანა იუნკერები. 100-120 მეტრის მანძილზე განთავსებული იყვნენ
მოწინააღმდეგის მეტყვიამფრქვევეები, რომლებმაც ცეცხლი გაუხსნეს ქართველებს.
იუნკერებს კაპიტან ჩოჩუას მეთაურობით მტერზე შეტევა მოუწიათ და შეეცადნენ

37
ბახტაძე.მ, 1921 წლის რუსეთ-საქართველოს ომის სამხედრო მოქმედებების ისტორიიდან.გვ: 57
38
სილაქაძე.დ, პ.გიგაური, რუსეთ საქართველოს ომი და სანგარი N4 2020წ. გვ: 128
39
სილაქაძე.დ, პ.გიგაური, რუსეთ საქართველოს ომი და სანგარი N4 2020წ. გვ: 133

22
მეტყვიამფრქვევეებთან მიეღწიათ, რაც მათ გამოუვიდათ. ერთ_ერთმა პირველმა
იუნკერმა, შალვა ერისთავმა მოახერხა მიღწევა მოწინააღმდეგესთან და ხიშტით
მოკვლა, თუმცა თავადაც სასიკვდილოდ დაიჭრა. 40 საბოლოოდ, ფრონტის ამ მხარეს
ქართველებმა გამარჯვება მოახერხეს, მიუხედავად მტრის რიცხოვნობის და მათი
თავგანწირვისა, მათ სასურველ შედეგს ვერ მიაღწიეს.

რაც შეეხება სოღანლუღის-შავნაბადას მიმართულებას აქ მტერმა ვერ მიაღწია


მნიშვნელოვან წარმატებას, მაგრამ რუსების მიერ განხორციელებული შეტევა
თელეთიდან წარმატებული გამოდგა. მნიშვნელოვანი პოზიციის დაკავების შემდეგ
გაჩნდა საბრთხე უფრო ფართომასშტაბიანი შემოჭრის, ამიტომ საჭირო იყო
პოზიციების სწრაფად აღდგენა. ყველაფერთან ერთად, მტერი ზურგში ექცეოდა
გენერალ მაზნიაშვილს და გენერალი ანდრონიკაშვილის ნაწილებს. საღამოსთვის
გ.მაზნიაშვილმა მოახერხა პოზიციების აღდგენა. ამ მნიშვნელოვანი სიმაღლის
დაკავებასთან დაკავშირებით თავიდანვე იყო გაურკვევლობა, გენერალი კვინიტაძის
თქმით, მან ზუსტი ცნობა ვერ მიიღო ამის შესახებ, ზოგიერთი ამბობდა რო
დავიბრუნეთ ზოგიც არაო.41 ამ ფაქტთან დაკავშირებით სხვადასხვა
ურთიერთგამომრიცხავი მოსაზრებები არსებობს და რთულია სიმართლის
გამორკვევა,მაგრამ, რადგანაც ეს დღე ბოლო იყო თბილისის დაცვისთვის, ვფიქრობ,
სიმაღლის დაბრუნება ქართველებმა ვერ შეძლეს.

ორხევში მიმდინარე პროცესებიც ასევე ძალიან საინტერესოა, სანგრებში მყოფმა


გვარდიელებმა მოწინააღმდეგეს უამრავი შემოტევა მოიგერიეს. საღამოს 17
საათისთვის სანგრებთან გამოჩნდა მოწინაარმდეგის რამდენიმე ტანკი, რის გამოც
უკან დაიხიეს. გენერალმა ჯიჯიციამ აკაკი კვიტიაშვილს კონტრშეტევაზე გადასვლა
დაავალა, რომელიც თავად კვიტიაშვილის ცნობით წარმატებით დასრულდა.
კონტრშეტევის შედეგად რუსებმა უკან დაიხიეს და ერთ-ერთი ტანკი ხრამში
გადაუვარდათ. ამ პროცესთან დაკავშირებით არის აზრთა სხვადასხვაობა, თავად

40
ბახტაძე.მ, 1921 წლის რუსეთ-საქართველოს ომის სამხედრო მოქმედებების ისტორიიდან.გვ: 57
41
ბახტაძე.მ, 1921 წლის რუსეთ-საქართველოს ომის სამხედრო მოქმედებების ისტორიიდან.გვ: 58

23
გენერალი კვინიტაძე ფიქრობდა, რომ თუ გამაგრებული პოზიციიდან ვერ შეძლეს
მტრის შეჩერება მაშინ ისინი გაუმაგრებელი პოზიციიდან მითუმეტეს ვერ
42
შეძლებდნენ. გენერალი ზაქარაძეც ამბობს, რომ ყველა კონტრშეტევა ორხევში
წარუმატებელი იყო. მნიშვნელოვანია ასევე ის ფაქტიც, რომ მოწინააღნდეგის
მხრიდან ორხევთან დაკავშირებით არ ვრცელდება ცნობა, რომ ის დაიკავეს.
ორხევთან მიმდინარე ბრძოლების პარალელურად მტერმა მარცხენა ფლანგზე
მიიტანა შეტევა კავალერიით. ამ მიმართულების უკეთ დასაცავად მთავარსარდალმა,
პოლკოვნიკი ნიკოლოზ გედევანიშვილის მეთაურობით, კიდევ ერთი ახალი
სექტორი გახსნა. წითელი არმიის კავალერია სოფელი დიდი ლილოს შემოვლის
შემდეგ ავჭალისკენ დაიძრა, აქ ქართული კავალერიის ახალმა მეთაურმა სიდამონ
ერისთავმა საკუთარ მოვალეობას თავი კარგად ვერ გაართვა და ყოყმანობდა
გადაწყვეტუილების მიღებაზე. პოლკოვნიკი ს. ცაგურია საკუთარი ინიციატივით,
მტერს ეკვეთა საკმაოდ მცირე ძალებით, თუმცა მოწინააღმდეგე შეაჩერა. თავის
საქმეს, ვერც პოლკოვნიკმა გედევანიშვილმა ვერ გაართვა თავი, მან ვერ მოახერხა
არსებული დგომარეობის გააზრებაც კი. მისმა პანიკურმა შეტევებმა და არასწორმა
ახსნა განმარტებამ დიდი როლი ითამაშა გენერალი კვინიტაძის გადაწყვეტილებაზე
დაეტოვებინა თბილისი.43 მოწინააღმდეგემ შეძლო ავჭალის დაკავება ,რამაც დიდი
საფრთხე შეუქმნა ქართულ ჯარს, მაგრამ ქართველებმა ავჭალის გათავისუფლება
ვალოდია გოგუაძის მეთაურობით შეძლეს.

24 თებერვალს დაახლოებით საღამოს 9 საათისთვის მთავარსარდალს


44
გადაწყვეტილება ჰქონდა მიღებული თბილისის დატოვების შესახებ. გენერელმა
კვინიტაძემ გადაწყვეტილების მიღება ძალიან იჩქარა ამ ყველაფერთან ერთად მას
არც კი უკითხავს აზრი: მაზნიაშვილისთვის, ანდრონიკაშვილისტვის და
ჯიჯიხიასთვის. 24 თებერვალს მან შემოიარა ფრონტები და ნახა ყველაფერი, თუ რა
მდგომარეობა იყო. ამ გადაწყვეტილებაში მნიშვნელოვანი როლი ასევე ითამაშა

42
ბახტაძე.მ, 1921 წლის რუსეთ-საქართველოს ომის სამხედრო მოქმედებების ისტორიიდან.გვ:61
43
ბახტაძე.მ, 1921 წლის რუსეთ-საქართველოს ომის სამხედრო მოქმედებების ისტორიიდან.გვ: 63
44
ბახტაძე.მ, გენერალი ალექსანდრე ანდრონიკაშვილი 2019წ გვ: 7

24
ფრონტებიდან მიღებულმა მოხსენებებმა, სადაც ნერვიული ტონი იგრძნობოდა
თითქმის ყველა მხარეს, ითხოვდნენ სათადარიგო ერთეულების მიწოდებას. მათ კი
აღარაფერი გააჩნდათ- აღნიშნავს გენერალი ზაქარეიშვილი.45 გენერალი კვინიტაძე
თვლიდა, რომ ჯარი გამოფიტული იყო ვერ ხდებოდა მისი შევსება, ამიტომ საჭირო
იყო უკან დახევა და გადაჯგუფება. აშკარა იყო, რომ გენერალ კვინიტაძეს და
ფრონტის გენერლებს ერთმანეთისგან განსხვავებული პოზიციები ჰქონდათ.
მთავარსარდალი ფიქრობდა, რომ 23 თებერვლისთვის მტერს აღებული ჰქონდა
სოფელ დიღომში მნიშვნელოვანი სიმაღლეები, ასევე მტრის ხელში იყო ავჭალა.
შესაბამისად მტერს შეეძლო გასასვლელი გზები გადაეკეტა, რაც მთლიანი ჯარის
განადგურებას გამოიწვევდა, ამიტომ ჯობდა უკან დაეხია, დაეჯგუფებინა და ახალი
ენერგიით ებრძოლა მტრის წინააღმდეგ.46 რაც შეეხება ფრონტის ხელმძღვანელ
გენერლებს, მათი პოზიცია განსხვავებული იყო, ისინი უფრო ოპტიმისტურად
უყურებდნენ მოცემულ სიტუაციას და ფიქრობდნენ, რომ ქალაქის მიტოვება შეცდომა
გახლდათ. გენერალი გიორგი მაზნიაშვილი იყო ერთ-ერთი, რომელსაც ამ საკითხზე
განსხვავებული აზრი ჰქონდა. მისი თქმით, 24 თებერვალს ქართულმა ძალებმა
შეძლეს მტრის ყველა შეტევის მოგერიება, მართალია, ქართული ჯარი გადაღლილი
იყო, მაგრამ არც მტერი იყო კარგ მდგომარეობაში. ფაქტობრივად, გამორიცხული იყო
ღამით შეტევა, ხოლო დილით მტერი პირდაპირ ვერ გადმოვიდოდა შეტევაზე. ერთი
სიტყვით, გენერალი მაზნიაშვილი თვლის, რომ 24 თებერვალს ქართულ ჯარებს ჯერ
კიდევ შეეძლოთ წინააღმდეგობის გაწევა და უკან დახევა შეცდომა იყო. 47 ამ ორი
დიდი გენერალს ბრძოლასთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიციები ჰქონდათ,
რაღაც მხრივ, გენერალი კვინიტაძე შეცდომას უშვებს, როდესაც ფრონტის
სარდლებისგან დამოუკიდებლად ასეთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას იღებს.
ქალაქის დატოვება და მტრისთვის, ფაქტობრივად, ჩაბარება მარტივი
გადაწყვეტილება არ იყო. რა თქმა უნდა ,ასეთი ნაბიჯი გამოიწვევდა ქართული

45
ბახტაძე.მ, 1921 წლის რუსეთ-საქართველოს ომის სამხედრო მოქმედებების ისტორიიდან.გვ:71
46
ბახტაძე.მ, 1921 წლის რუსეთ-საქართველოს ომის სამხედრო მოქმედებების ისტორიიდან.გვ 68
47
ბახტაძე.მ, 1921 წლის რუსეთ-საქართველოს ომის სამხედრო მოქმედებების ისტორიიდან.გვ:69

25
ჯარის მორალურად გატეხვას. ხშირად ომის ბედს სწორედ ქალაქის დაცემა წყვეტდა.
ორივე გენერლის მიერ გამოთქმული აზრი და შეხედულება ერთმანეთს
უპირისპირდებოდა, საინტერესოა, რომელი მათგანი იყო მართალი. ჩვენი აზრით,
არსებულ მდგომარეობას გენერალი კვინიტაძე უფრო სწორად აღიქვამდა. თბილისის
დაცვისთვის ბრძოლას ძალიან ბევრი ადამიანი შეეწირა, მტრის მრავალრიცხოვანმა
ჯარმა დიდი გავლენა მოახდინა ომის მსვლელობაზე. თავად ფრონტის სარდლები,
მართალია, დიდი თავდადებით იბრძოდნენ, თუმცა მოცემულ ვითარებას მეტად
ოპტიმისტურად უყურებდნენ. მათ მოხსენებას, რომ თითქოს მტრის შემოტევა
სრულად მოიგერიეს ეჭვქვეშ აყენებს რამოდენიმე ფაქტი: 1) სოღანლუღის ქედზე
არსებული ერთ-ერთი სიმაღლე,რომელიც რუსებმა აიღეს 24 თებერვალს,
მნიშვნელოვან საფრთხეს ქმნიდა ქართული ნაწილებისთვის ,კერძოდ, გენერალი
მაზნიაშვილისა და გენერალი ანდრონიკაშვილის ზურგში ექცეოდნენ. ამ
სტრატეგიული სიმაღლის დასაბრუნებლად ქართველებმა წამოიწყეს შეტევა, თუმცა
მის დაბრუნებასთან დაკავშირებით იმდენად არის აზრები გაყოფილი ორ ნაწილად,
რომ რეალურად გარკვევა, ფაქტობრივად ,შეუძლებელია: 2) მსგავსი მდგომარეობა
იყო ორხევთან დაკავშირებითაც კარგად არ იყო გამორკვეული ქართველებმა შეძლეს
თუ არა გამარჯვება. ფაქტია, რომ ქართული ჯარი ძალიან იჩაგრებოდა მტრის
რიცხობრივი უპირატესობის გამო, ასევე ფაქტია ისიც, რომ მტრებმა აიღეს ავჭალა, ეს
კი ქართულ პოზიციებს დიდ საფრთხეს უქმნიდა. გენერალ გიორგი კვინიტაძეს,
როგორც მთავარსარდალს გაცილებით მეტი პასუხისმგებლობა გააჩნდა საკუთარი
ქვეყნის მიმართ, მან ნამდვილად, სწორად გაანალიზა არსებული მდგომარეობა და
სცადა ომის ბედის შეცვლა. გამოფიტული ჯარები მტერს დიდხანს ვეღარ
გაუძლებდნენ, რომელიღაც ერთ ფრონტზე მიღწეული წარმატება იმას არ ნიშნავდა,
რომ თბილისი არ დაეცემოდა.

კვინიტაძის გადაწყვეტილება გააპროტესტა გენერალმა ოდიშელიძემაც .მისის


აზრით, თბილისის დატოვება გამოიწვევდა ჯარის მორალურ დაცემას და გარდაუალ

26
დამარცხებას.48 გარკვეულ წილად გენერალი ოდიშელიძის ეს ვარაუდი სწორი
აღმოჩნდა, მცხეთაში გადასულ ქართულ ჯარში შეინიშნებოდა მოუწესრიგებლობა.
მებრძოლებმა დაკარგეს ბრძოლის ჟინი და ამის შემდეგ მოწინააღმდეგე უფრო და
უფრო მეტ წარმატებას აღწევდა. პოლკოვნიკი ჩხეიძე იზიარებდა მთავარსარდლის
გადაწყვეტილებას, ის ამბობდა: „მაშინ ,როდესაც ტფილისთან ვიგებთ ომს
ყოველდღე ომს ტაქტიკურად, იმავე დროს ჩვენ ვაგებთ ომს ტაქტიკურად“. 49
მოწინააღმდეგე დიდი მსხვერპლის ფასად მაინც ახერხებდა წინსვლას
და ,ფაქტობრივად, ალყაში აქცევდა თბილისს. როგორც ზემოთ იყო აღნიშნული,
გენერალმა კვინიტაძემ 24 თებერვალს საღამოს 9 საათზე ბრძანა უკან დახევა.
მიუხედავად განსხვავებული პოზიციისა, ფრონტის გენერლებმა ეს ბრძანება
შეასრულეს. 25 თებერვალს თბულისში შევიდა მე-11 წითელი არმიის ნაწილები,
ხოლო სერგო ორჯონიკიძემ მოსკოვს ახარა: „თბილისის თავზე წითელი დროშა
ფრიალებს, გაუმარჯოს საბჭოთა საქართველოს!“50 საბოლოოდ, თბილისი
მოწინააღმდეგემ დაიკავა, რის შემდეგაც ქართულ ჯარს, ფაქტობრივად, წარმატება
აღარ ჰქონია. გენერალი კვინიტაძის გეგმა გადაჯგუფებულიყო ჯარი მცხეთაში და
ახალი ძალებით შესდგომოდნენ მტრის მოგერიებას განუხორციელებელი დარჩა.
თბილისის დაცვის დაახლოებით ერთ კვირიანი მცდელობები ,საბოლოოდ,
წარუმატებლად დასრულდა. მორალურად დაცემულმა ქართულმა ჯარმა
ბრძოლისუნარიანობა დაკარგა , რაც კარგად გამოჩნდა ოსიაურის ბრძოლაში.

48
დამოუკიდებლობის 1028 დღე, საქართველოს პირველი რესპუბლიკის ყოველდღიური მატიანე
(1918-1921), თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2013წ გვ: 427
49
ბახტაძე.მ, 1921 წლის რუსეთ-საქართველოს ომის სამხედრო მოქმედებების ისტორიიდან.გვ: 76
50
დამოუკიდებლობის 1028 დღე, საქართველოს პირველი რესპუბლიკის ყოველდღიური მატიანე
(1918-1921), თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2013წ გვ: 427

27
თავი III

ოსიაურის ბრძოლა და ომის დასასრული

თბილისის დაკარგვით რუსეთ-საქართველოს ომის მეორე ეტაპი დასრულდა,


რომელიც პირველის მსგავსად საქართველოსთვის წარუმატებელი იყო, მაგრამ ,უნდა
ითქვას ისიც, რომ თბილისის დაცვისთვის გამართული თითქმის ყველა ბრძოლა
ქართველების გამარჯვებით დასრულდა. 25 თებერვალს დედაქალაქი მტრის ხელში
იყო, თუმცა ომის დასრულება ჯერ ადრე იყო. თბილისის დაკარგვის შემდეგ კიდევ
გაგრძელდა ბრძოლები, გეგმა, რომელიც მხედართმთავარს ჰქონდა ვერ შესრულდა,
ამიტომ ქართველებს მცხეთიდან გორისკენ დახევა მოუწიათ. გეგმის მიხედვით უკან
დახევა ორ კოლონად უნდა უნდა მომხდარიყო მარჯვენა კოლონა, რომელსაც

28
ანდრონიკაშვილი მეთაურობდა, უნდა გაევლო: ძეგვი, ახალქალაქი და დოესზე
გავლით დაიხევდა უკან. რაც შეეხება მეორე კოლონია , შედგებოდა გვარდიის
დარჩენილი მეომრებისგან და მათი მეთაური სოსო გედევანიშვილი იყო. მეორე
კოლონას მუხრანისა და იგოეთის გავლით უნდა ემოძრავა. 51 26 თებერვალს დილის
8-9 საათისთვის მთავარსარდალი უკვე გორში იყო ჩასული, გორთან ქართული ჯარი
მხოლოდ 2 დღე გაჩერდა ამ დროის განმავლობაში მტრის მხრიდან არ ყოფილა რაიმე
მნიშვნელოვანი ქმედება, მხოლოდ და მხოლოდ, მტრის მცირე დაზვერვითი რაზმები
გამოჩნდებოდნენ ხოლმე. ჯარის გორში გაჩერება გენერალი კვინიტაძის შეცდომა
იყო. ქალაქის გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე აქ გამაგრება იმ
ძალებით, რომელიც იმ პერიოდისთვის გააჩნდა მთავარსარდალს შეუძლებელი იყო.
გორში გამოყოფილი 2 დღე კი ,რა თქმა უნდა, დაკარგული იყო, ამის შემდეგ
ქართულმა ჯარმა ხაშურის მიმართულებით დაიხია.52 „27 თებერვალს მე-9 არმიის
ნაწილებმა გუდაუთა აიღეს. ქართულმა შენაერთებმა ახალ ათონთან თავდაცვითი
ზღუდე შექმნეს და პოზიციები დაიკავეს.“ 53 28 თებერვლისთვის გენერალი კვინიტაძე
უკვე ხაშურში იყო და დაიწყო ჯარის გადაჯგუფება კონტრშეტევის დაწყებისთვის.
ამავე დღეს მოწინააღმდეგის ერთმა შენაერთმა დაიკავა კობი და სტეფანწმინდაში
მყოფი პატარა ქართული რაზმი თითქმის ალყაში მოაქცია. რთული მდგომარეობა
იყო ასევე აფხაზეთშიც. მოწინააღმდეგემ 1 მარტს მოახერხა წინ წაწევა, ხოლო 2 მარტს
შეტევაზე გადავიდნენ. რუსებმა სოფელ ანუხვადან შემოვლა და თავდასხმა სცადეს
ქართულ ძალებზე, თუმცა თავდაპირველად ეს არ გამოუვიდათ. ქართველების
კონტრშეტევის პარალელურად რუსებმა კიდევ ერთხელ სცადეს გვერდიდან მოვლა,
რამაც უკვე გაამართლა და ქართულმა ნაწილებმა უკან დაიხიეს. საბოლოოდ, მე-9
არმიამ შეძლო ათონის თავდაცვითი ხაზის გარღვევა და გუმისთაზე გავლა.54 რუსეთ-
51
. მ.ბახტაძე, გენერალი ალექსანდრე ანდრონიკაშვილი 2019წ
https://www.academia.edu/41361525/%E1%83%90%E1%83%9A
%E1%83%94%E1%83%A5%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%A0%E1%83%94_
%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9C
%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9A%E1%83% გვ:9
52
ბახტაძე.მ, 1921 წლის რუსეთ-საქართველოს ომის სამხედრო მოქმედებების ისტორიიდან.გვ: 90
53
ბახტაძე.მ, 1921 წლის რუსეთ-საქართველოს ომის სამხედრო მოქმედებების ისტორიიდან.გვ: 91
54
ბახტაძე.მ, 1921 წლის რუსეთ-საქართველოს ომის სამხედრო მოქმედებების ისტორიიდან.გვ: 91-92

29
საქართველოს ომის მესამე ეტაპის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბრძოლა მოხდა
ოსიარუთან 4-6 მარტს, რომელიც ქართველთა მარცხით დასრულდა.

4 მარტს ხაშურის აღმოსავლეთით ოსიაურთან ქართველები გადავიდნენ


შეტევაზე ბრძოლა 2 დღე გაგრძელდა. მიუხედავად დიდი მცდელობისა,
ქართველებმა წარმატებას ვერ მიაღწიეს.55 ოსიაურის ბრძოლა და ეს პერიოდი ჯერ
კიდევ კარგად არ არის შესასწავლი ქართულ ისტორიოგრაფიაში, რაც შეეხება
რუსულ ისტორიოგრაფიას, აქ საერთოდ არ აღწერენ ამ ბრძოლებს. ეს ყველაფერი მათ
გასაღებული აქვთ, როგორც სამოქალაქო ომი.56 მას შემდეგ, რაც ქართულმა ჯარმა
თბილისი დატოვა, ჯერ მცხეთაში გადავიდა შემდეგ კი გორში, ჯარმა ვერცერთგან
ვერ მოახერხა გამაგრება და კონტრშეტევა, სხვადასხვა მიზეზების გამო გამაგრება ამ
მიდამოებში ვერ ხერხდებოდა, ამას თან ერთვოდა დეზერტირობაც. ქალაქის
დატოვებამ გამოიწვია ჯარის დემორალიზაცია, რამაც ასევე დიდი გავლენა იქონია
შემდგომ წარუმატებლობებზე. 1 მარტისთვის საქართველოს „მენშევიკურ არმიაში“
დაახლოებით 5 000 ქვეითი და 300 კავალერისტი იყო. თავად მთავარსარდალი
ოსიაურის ბრძოლისას ამბობს, რომ მებრძოლთა რაოდენობა 6 000 იყო. 57 გორიდან
უკანდახევის შემდეგ სარდლობამ გადაწყვეტილება მიიღო, რომ ბრძოლა
გამართულიყო ხაშურისა და სურამის პოზიციებზე, ამის მთავარი მიზეზი, კი
გეოგრაფიული ადგილმდებარეობა იყო. მთაგორიანი ადგილის გამო მათ მტერზე
პოზიციური უპირატესობა ექნებოდათ. პოზიციების გამაგრება დაევალა გენერალ
თაყაიშვილს, რომელმაც ვერ მოასწრო თავდაცვითი ნაგებობების შექმნა
უღელტეხილზე. ამას ადასტურებს გიორგი კვენიტაძე და ნოე ჟორდანია. ნოე
ჟორდანიამ ოსიაურის ბრძოლის წინ მოინახულა ის ტერიტორიები, სადაც ქართული
ჯარი უნდა გამაგრებულიყო, მაგრამ მან ვერანაირი „სიმაგრე“ ვერ ნახა.58 სხვადასხვა
მიმართულებიდან დაძრული რუსული ჯარები ართულებდნენ მდგომარეობას,

55
სილაქაძე.დ ოსიაურის ბრძოლა (რუსეთ საქართველოს 1921 წლის ომი) თბილისი 2011 გვ: 239
56
სილაქაძე.დ ოსიაურის ბრძოლა (რუსეთ საქართველოს 1921 წლის ომი) თბილისი 2011 გვ: 240
57
სილაქაძე.დ ოსიაურის ბრძოლა (რუსეთ საქართველოს 1921 წლის ომი) თბილისი 2011 გვ: 242
58
სილაქაძე.დ ოსიაურის ბრძოლა (რუსეთ საქართველოს 1921 წლის ომი) თბილისი 2011 გვ: 243

30
აფხაზეთში ჯერ კიდევ შეძლეს მტრის შეკავება, ასევე მტერს სხვა მიმართულებებზეც
აკავებდნენ. ყველაფერი დამოკიდებული იყო, შეძლებდა თუ არა გენერალი
კვინიტაძე მტრის მთავარი ძალების შეჩერებას, რომელიც ამ შემთხვევაში მე-11 არმია
იყო. თუ მათ დაამარცხებდნენ სხვა მიმართულებებზე გამარჯვების მოპოვება
რთული არ იქნებოდა. ქართული ჯარს სხვადასხვა მხრიდან ემუქრებოდა
საშიშროება, თუმცა თავად გენერალი კვინიტაძის აზრითაც, ყველაზე მნიშვნელოვანი
იყო თბილისიდან მომავალი მტრის დამარცხება, სწორედ ამიტომ მან გადაწყვიტა
თავს დასხმოდა ამ მიმართულებას და უკუეგდო მტერი. 59 თბილისის დატოვებამ და
ხაშურამდე დახევამ ქართულ ჯარს რთული მორალური მდგომარეობა შეუქმნა, ომის
შემებრუნების ერთადერთი გზა ოსიაურთან გამარჯვება იყო. აქ განცდილმა მარცხმა
კი საბოლოოდ გადაწყვიტა ომის ბედი. 4 მარტს ასევე ქართველებმა დაკარგეს
სოხუმიც.60 4 მარტს დაწყებული შეტევა თავდაპირველად ქართველებისთვის
წარმატებული აღმოჩნდა, კომანდორმა ჰეკერმა ბრძანა დამატებითი ძალების
გადასროლა, რაც შეიძლება სწრაფად ამ მიმართულებაზე. საინტერესოა ასევე მტრის
რაოდენობაც, ბათუმის მიმართულების მე-11 არმიის რაოდენობა სავარაუდოდ
შეადგენდა 12 000 ქვეითს და 3 000 კავალერისტს. 61 საბოლოოდ, გენერალმა
კვინიტაძემ გადაწყვეტილება მიიღო მტრისთვის თავად შეეტია. ფიქრობდა, რომ
შეტევა წარმატებული იქნებოდა. მისი აზრით, სრულიად შესაძლებელი იყო
მოწინააღმდეგის არიერგარდის განადგურება, ამას ხელს უწყობდა ბრძოლის
ადგილმდებარეობაც და ამასთან ერთად, გაუთვალისწინებელ შემთხვევაში
შეიძლებოდა უკან დახევაც. წარმატებული სამხედრო ოპერაციის წარმართვის
შემთხვევაში ჯარის მორალური მდგომარეობაც აიწევდა. გამარჯვების შემთხვევაში
ქართველები დროს მოიგებდნენ მამისონისა და გაგრის მიმართულებით წამოსული
მტრის წინააღმდეგ. შესაბამისად ეს კონტრშეტევა ქართველებს ნამდვილად
სჭირდებოდათ. გეგმის მიხედვით შეტევა დილის შვიდ საათზე უნდა დაწყებულიყო,

59
სილაქაძე.დ ოსიაურის ბრძოლა (რუსეთ საქართველოს 1921 წლის ომი) თბილისი 2011 გვ: 244
60
ბახტაძე.მ, 1921 წლის რუსეთ-საქართველოს ომის სამხედრო მოქმედებების ისტორიიდან.გვ: 94
61
სილაქაძე.დ ოსიაურის ბრძოლა (რუსეთ საქართველოს 1921 წლის ომი) თბილისი 2011 გვ: 248

31
მარჯვენა ფლანგს გენერალი სუმბათაშვილი სარდლობდა, მას უნდა შეეტია მდინარე
მტკვრის გასწვრივ ფრონტით რკინიგზამდე და უნდა დაეკავებინა დღევანდელი
ხაშურის რაიონი სოფელი აგარებო (აღარა), შემდეგ კი სოფელ გომზე და ასევე ზემო
გომზე. რაც შეეხება ცენტრს მეთაურობდა გენერალი მაზნიაშვილი, მას კონტრშეტევა
უნდა დაეწყო მდინარე სურამულას მიმართულებით და დაეკავებინა სოფელი სატივე
და სიმაღლე 332. უნდა აღინიშნოს მარცხენა მხარე, რომელიც შედგებოდა გვარდიის
ნაწილებისგან, უნდა შეეტია სოფელ აზარმიდან მდინარე ბენულამდე.62 რაც შეეხება
მე-11 წითელ არმიას 4 მარტისთვის მათი განლაგება და რაოდენობა შემდეგნაირი
იყო: მარცხენა ფლანგზე მეცხრე დივიზიის 25-ე ბრიგადან, მარჯვენა ფლანგზე 52-ე
ბრიგადის 154-ე პოლკი, მე-9 ცხენოსანი პოლკი და მე-12 ცხენოსანი დივიზიის
შენაერთი.63 საერთო ჯამში მოწინააღმდეგის რაოდენობა 4 მარტისთვის დაახლოებით
5 000 – 5 200 შეადგენდა.64 ამ შეტევით სრულიად შესაძლებელი იყო მოწინააღმდეგის
დამარცხება, შეტევა 4 მარტს დილით წარმატებით განვითარდა მტერი, როდესაც
გამოჩნდა; ვაყას, ვაკესა და სატივეში მაზნიაშვილის დანაყოფებმა საარტილერიო
ცეცხლით უკან გააბრუნეს მტერი. მეცხრე ლეგიონმა კი დაიკავა სატივე. 65 რაც შეეხება
სუმბათაშვილის და კონიაშვილის საბრძოლო უბნემს აქ მიმდინარე ბრძოლებიც
წარმატებული გამოდგა ქართველებისთვის. მეთაურები გაოცებას ვერ მალავდნენ, ამ
ვითარებაში ქართული ჯარი ასე მამაცურად თუ შეუტევდა მტერს. 66 გვარდიელებმა
მოახერხეს მტრის უკან დახევა, მოწინააღმდეგე ტოვებდა ზარბაზნებს და გარბოდა,
თუმცა ქართველებმა მიზანს მაინც ვერ მიაღწიეს, მათ მტრის უკუქცევა შეძლეს,
მაგრამ ვერ მოახერხეს ზურგში მოვლა და განადგურება. ამ წარუმატებლობას თავად
გენერალი კვინიტაძე გვარდიას აბრალებს, მისი თქმით, გვარდიამ არ იმოქედა
დროულად, რის გამოც მტრის ბოლომდე დამარცხება ვერ მოხერხდა. ოსიაურთან
ბრძოლა მტრისთვის გადამწყვეტი იყო, ქართველების გამარჯვება ომის ბედს,

62
სილაქაძე.დ ოსიაურის ბრძოლა (რუსეთ საქართველოს 1921 წლის ომი) თბილისი 2011 გვ: 250
63
სილაქაძე.დ ოსიაურის ბრძოლა(რუსეთ საქართველოს 1921 წლის ომი) თბილისი 2011 გვ: 251
64
სილაქაძე.დ ოსიაურის ბრძოლა (რუსეთ საქართველოს 1921 წლის ომი) თბილისი 2011 გვ: 251
65
სილაქაძე.დ ოსიაურის ბრძოლა (რუსეთ საქართველოს 1921 წლის ომი) თბილისი 2011 გვ: 252
66
სილაქაძე.დ ოსიაურის ბრძოლა (რუსეთ საქართველოს 1921 წლის ომი) თბილისი 2011 გვ: 252

32
მართლაც, შემოატრიალებდა. ოსიაურთან სერიოზულ კონტრშეტევაზე ისიც
მეტყველებს, რომ მე-11 არმიის მეთაურმა თითქმის უკანასკნელი ძალები გაგზავნა
ხაშურში დასახმარებლად. ოსიაურის ბრძოლის პარალელურად სომხეთში
დაწყებული იყო, აჯანყება სადაც მე-11 წითელი არმიის ნაწილები გაიგზავნენ
თბილისის აღების შემდეგ, ასევე ცუდი მდგომარეობა იყო რუსებისთვის
აზერბაიჯანშიც.67 პირველი შეტევები ქართველებისთვის წარმატებული
აღმოჩნდა ,თუმცა 5 მარტს ღამის პირველ საათზე ყველაფერი შეიცვალა. გენერალი
კონიაშვილის ცნობით, გვარდიამ თვითნებურად დატოვა პოზიციები და სურამისკენ
დაიხია. მტერს ეს ყველაფერი არ გამორჩენია და დაიკავეს ნაბახტევი. ახლა უკვე
თავად ქართული ჯარები აღმოჩნდნენ საფრთხეში, რადგან მტერი უვლიდა ზურგში,
შესაბამისად, საჭირო გახდა ლიხის ქედისკენ დახევა.68 ყველაფერთან ერთად , მტერს
შეემატა დამატებითი ძალები, თავად ქართულ ჯარს კი დაკარგული ჰქონდა
პოზიციური უპირატესობაც. სწორედ ამიტომ სარდლობამ ქუთაისისკენ დახევა
გადაწყვიტა.

ჩვენი აზრით, ოსიაურთან ბრძოლას ნამდვილად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა,


თბილისის დატოვების შემდეგ ,ფაქტობრივად, ერთადერთი გზა ომის
შემობრუნებისთვის ოსიაურის ბრძოლის მოგება იყო. რაც შეეხება ამ ბრძოლოის
წაგების მიზეზს ეს ჯარისკაცების დემორალიზაცია იყო, მათ აღარ სურდათ ბრძოლა
და, ალბათ, თვლიდნენ, რომ აზრიც არ ჰქონდა. ამას მიანიშნებს სწორედის ფაქტი,
რომ გვარდიამ უბრძოლველად დათმო პოზიციები 4-5 მარტს საღამოს
და ,ფაქტობრივად, მტერს აჩუქა მოგება. ამ ბრძოლაში მნიშვნელოვანი რიცხობრივი
უპირატესობა მტერს არ გააჩნდა, ძალათა თანაფარდობა თანაბარი იყო, რაც შეეხება
პოზიციას, ქართველებს აქ დიდი უპირატესობა გააჩნდათ, მაგრამ, როგორც გამოჩნდა
ეს ყველაფერი ვერ გამოიყენეს. ისიც გასათვალიწინებელია, რომ მე-11 არმიას
ბრძოლა სომხეთშიც უხდებოდა და ის ძალები ,რომლებიც ოსიაურთან

67
სილაქაძე.დ ოსიაურის ბრძოლა (რუსეთ საქართველოს 1921 წლის ომი) თბილისი 2011 გვ: 253
68
სილაქაძე.დ ოსიაურის ბრძოლა (რუსეთ საქართველოს 1921 წლის ომი) თბილისი 2011 გვ: 254

33
ბრძოლობდნენ შეიძლება ითქვას, უპირატესობას არ ფლობდნენ. საერთო
ჯამში ,ვფიქრობ, ყველაფერი გადაწყვიტა საბრძოლო შემართების არქონამ და ჯარის
მორალურად დაცემამ, შედეგად ქართველებმა დაიხიეს ქუთაისისკენ და ბრძოლის
ბედიც საბოლოოდ გადაწყდა. 7 მარტს მდგომარეობა უფრო გართულდა, მტრის
წარმატებასთან ერთად შექმნილი მდგომარეობით სარგებლობს თურქეთი, რომელიც
შემოიჭრა ახალციხეში. თურქებს ასევე პრეტენზიები ჰქონდათ ბათუმზე და არა
მარტო ბათუმზე, თითქმის მთელს აჭარაზე. ქართული ჯარები, ფაქტობრივად, ორ
ცეცხლს შუა აღმოჩნდნენ. 8 მარტს მე-11 არმიის ნაწილები შედიან ახალციხეში, რის
გამოც ქემალისტებმა უკან დაიხიეს. 10 მარტს მე-11 წითელმა არმიამ მიაღწია
ქუთაისს, ორ საათიანი ბრძოლის შემდეგ კი მათ ქალაქი აიღეს. 69 11 მარტისთვის
თურქეთის ძალები უკვე ბათუმში იყვნენ შემოსულები. 12 მარტს გენ. მაზნიაშვილი
უკან იხევდა საღამოს 8 საათზე გადავიდა რიონზე, ხიდი ააფეთქა და გამაგრდა
სადგურ საჯავახოზე, ამას გენერალი კვინიტაძეც ადასტურებდა. 70 მდინარე რიონის
მარცხენა სანაპიროზე ქართველებმა საბოლოო პოზიცია დაიკავეს, 12 მარტის
მონაცემებით საქართველოს აღარანაირი შანსი არ ჰქონდა ომის მოგების, მიუხედავად
იმისა, რომ ომის ბოლო პერიოდში უამრავი მოხალისე გამოჩნდა, რომლებსაც
სურდათ ბოლომდე ბრძოლა.

ჯარის რაოდენობა დაახლოებით 9 800 მეომრამდე იყო გაზრდილი,


მაზნიაშვილის ცნობით, ეს იყო 16 მარტისთვის.71 მიუხედავად ამისა, ბრძოლას
დიდი მნიშვნელობა აღარ ჰქონდა, 14 მარტს ფრონტზე უკვე სიწყნარე იყო, იგივე
მდგომარეობა გახლდათ 17 მარტსაც. საბოლოოდ, გენერალი მაზნიაშვილი
ბათუმისკენ გაემართა, სადაც სხვა გენერლებთან ერთად, კიდევ ერთი
მნიშვნელოვანი ბრძოლა გადაიხადა, თუმცა ამ შემთხვევაში თურქების წინააღმდეგ. 72
თურქეთის შემოჭრამ საქართველოში, ჩვენი ქვეყანა ძალიან ცუდ მდგომარეობაში

69
ბახტაძე.მ, 1921 წლის რუსეთ-საქართველოს ომის სამხედრო მოქმედებების ისტორიიდან.გვ: 95
70
ბახტაძე.მ, 1921 წლის რუსეთ-საქართველოს ომის სამხედრო მოქმედებების ისტორიიდან.გვ: 96
71
ბახტაძე.მ, 1921 წლის რუსეთ-საქართველოს ომის სამხედრო მოქმედებების ისტორიიდან.გვ: 96
72
ბახტაძე.მ, 1921 წლის რუსეთ-საქართველოს ომის სამხედრო მოქმედებების ისტორიიდან.გვ: 97

34
ჩააგდო, საფრთხე შეექმნა აჭარის ტერიტორიის. ბევრი რამ იყო დამოკიდებული
იმაზე, თუ რა პოზიციებს დაიკავებდნენ ერთმანეთთან დაპირისპირებული პარტიები
და საკუთარი მიზნების გამო სამშობლოს გაწირავდნენ, თუ არა. საბოლოოდ ,
სოციალ-დემოკრატი-მენშევიკებმა და სოციალ-დემოკრატი-ბოლშევიკებმა, შეძლეს
საერთო შეთანხმების მიღწევა, მილაპარაკეს17-18 მარტს ქალაქ ქუთაისში ბათუმის
შენარჩუნების მიზნით და მათ მოახერხეს შეთანხმება. დოკუმენტს ხელი მოაწერეს
საქართველოს რევკომის რწმუნებულმა მამია ორახელაშვილა და საქართველოს
დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის რწმუნებულმა, გრიგოლ
ლორთქიფანიძემ. მოლაპარაკება მიმდინარეობდა საბჭოთა რუსეთის
წარმომადგენლის აბელ ენუქიძის თავმჯდომარეობით.73 მხარეები საბოლოოდ
შეთანხმდენ: „1) მოხდეს დაუყოვნებლივ ლიკვიდაცია საომარი მოქმედებებისა, 2)
დემოკრატიული მთავრობა ხსნის თავის ფრონტს საბჭოთა ჯარების
წინააღმდეგ,ცვლის საქართველოს ტერიტორიის იმ ნაწილს, რომელიც მას უჭირავს
და საშუალებას აძლევს რევოლუციურ კომიტეტის განკარგულებაში მყოფ ჯარებს
შევიდეს ბათუმის ოლქში მის დასაკავებლად და დასაცავად გარეშე მტრის
შემოსევისგან.“74 რუსეთ- საქართველოს ომის მესამე და ბოლო ეტაპი დასრულად
1921 წლის 18 მარტს დადებული შეთანხმების შემდეგ, სამწუხაროდ, ეს ომი
საქართველოსთვის წარუმატებელი აღმოჩნდა, მაგრამ შეიძლება მომხდარიყო
უარესიც და საქართველოს ტერიტორიის ნაწილი თურქეთს მთლიანად წაეღო.
ქართულ დაპირისპირებულ პარტიებს ეყოთ იმის ძალა და კეთილგონიერება, რომ
სწორად მოქცეულიყვნენ და ქვეყნის მთლიანობა მაინც შეენარჩუნებინათ. რაც
შეეხება ოსიაურის ბრძოლის შემდეგ განვითარებულ ბრძოლებს
ქართველებისთვის ,ფაქტობრივად, ომი უკვე წაგებული იყო. ოსიაურის შემდეგ მათ
არ ჰქონიათ ისეთ პოზიციაზე გამაგრების საშუალება, რაც დაეხმარებოდათ მტრის
წინააღმდეგ ბრძოლისთვის. 7 მარტს ახალი მტრის გამოჩენამ, კი ყველასთვის
ნათელი გახადა, რომ ომი წაგებული იყო. საბოლოვო ჯამში ომის სამივე ეტაპი
73
თოიძე.ლ ბრძოლა ბათუმისთვის: 1921წლის მარტი თბილისი 2009 გვ: 10
74
თოიძე.ლ ბრძოლა ბათუმისთვის: 1921წლის მარტი თბილისი 2009 გვ: 11

35
საქართველოსთვის წაგებული იყო. ამ მარცხს რათქმაუნდა ჰქონდა თავისი
მიზეზები, შეცდომმები დაშვებული იყო ომის დროსაც და დაწყებამდეც. ერთერთ
შეცდომად შეიძლება მივიჩნიოთ გენერალი ილია ოდიშელიძის გადაყენება,
რომელიც საკმაოდ დიდი გამოცდილების მქონე პიროვნება იყო სამხედრო საქმეში. 75
მიუხედავად გენერალი ოდიშელიძის კარგი დახასიათებისა ომის დასაწყისში
ქართველებმა მაინც სასირცხვილო მარცხი მიიღეს. იმის ბედზე გავლენა მოახდინა
ასევე ჯარის ნაწილებმა, რომლებმაც თვითნებურად იმოქმედეს და ზოგშემთხვევაში
უბრძოლველად დათმეს პოზიციები, რაც მაგალითად ოსიაურის ბრძოლაშიც მოხდა.
ისტორიკოსთა ნაწილი დიდ შეცდომად თვლის ასევე გენერალი კვინიტაძის
გადაწყვეტილებას თბილისის დატოვებასთან დაკავშირებით, თუმცა ამის
დამტკიცება რთულია 100 წლის შემდეგ. ომის წაგება არ იყო მხოლოდ შეცდომების
დამსახურება, გარკვეულმა გარემოებებმა გამოიწვიეს ჯარის დემორალიზაცია, ამას
თან ერთვოდა მტრის რიცხობრივი უპირატესობაც და ეს ქართველთათვის
დაუძლეველი აღმოჩნდა

დასკვნა

რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომი XX საუკუნის უმნიშვნელოვანესი მოვლენა


იყო. ამ ქვეყნებს შორის ურთიერთობა მრავალ ათწლეულს ითვლიდა, ერთ- ერთი
პირველი ხელშეკრულება, რომელიც ქვეყნებს შორის გაფორმდა, 1783 წლის
გეორგიევსკის ტრაქტატი იყო. 1801 წლიდან კი დაშლილი საქართველოს სხვდასხვა
კუთხეებში დაიწყეს მეფობის გაუქმება, ისინი ცდილობდნენ ამ ტერიტორიების
მიერთებას. 1917 წელს რუსეთში დაწყებულმა რევოლუციამ ხელი შეუწყო
საქართველოს თავი გაეთავისუფლებინა რუსთა ბატონობისგან და გამხდარიყო
დამოუკიდებელი სახელმწიფო. 1918 წლის 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობა
75
ბახტაძე.მ, საბედისწერო შეცდომები, თბილისი 2016 გვ:4

36
გამოცხადდა, თუმცა როგორც აღვნიშნეთ, დამოუკიდებლობა ხანმოკლე აღმოჩნდა,
სულ რაღაც 3 წელში რუსეთმა დაიწყო არაკანონიერი მოქმედება, შეუსაბამო
მიზეზებით და დიდი ბრძოლების შედეგად მოახერხა გამარჯვება. 1921 წლის 18
მარტისთვის ეს ომი დამთავრდა, საქართველოს კანონიერი ხელისუფლება კი
ემიგრაციაში წავიდა. ეს ომი საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო.
საქართველოს გარკვეულწილად ჰქონდა შესაძლებლობა, ომი მოეგო, თუმცა ამ ომის
მოგებით ჩვენი ქყვეყანა გარკვეული დროით მოახერხებდა დამოუკიდებლობის
შენარჩუნებას. რუსეთი არ დაუშვებდა კავკასიაში მისი პოზიციების დაკარგვას და
შემდგომში აუცილებლად განაახლებდა ომს საქართველოს წინააღმდეგ. ასე რომ ,ეს
მხოლოდ დროის საკითხი იყო. რუსეთთან ომში საქართველომ ბევრი შეცდომა
დაუშვა, მაგრამ მტერს მაინც დიდი წინააღმდეგობა გაუწია, მნიშვნელოვანია ის
ფაქტი, რომ ქართველ ერს სურდა დამოუკიდებლობა და ამისთვის იბრძოდნენ
კიდეც. ეს პერიოდი საქართველოსთვის დღესაც მნიშვნელოვანია. თანამედროვე
საზოგადოებისთვის უნდა იყოს მნიშვნელოვანი მაგალითი წარსულიდან, რომელზეც
აუცილებლად შეიძლება დაფიქრება.

გამოყენებული ლიტერატურა:

1.ბახტაძე მ. საქართველოსა და აზერბაიჯანის 1919 წლის სამხედრო-თავდაცვითი


ხელშეკრულება.
https://www.academia.edu/28619174/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90
%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D
%E1%83%A1%E1%83%90_%E1%83%93%E1%83%90_
%E1%83%90%E1%83%96%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%91%E1%83%90%E1%83%9
8%E1%83%AF%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A1_1919_%E1%83%AC
%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9B

37
%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%93%E1%83%A0%E1%83%9D_
%E1%83%97%E1%83%90%E1%83%95%E1%83%93%E1%83%90%E1%83%AA
%E1%83%95%E1%83%98%E1%83%97%E1%83%98_%E1%83%AE
%E1%83%94%E1%83%9A
%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%99%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%9A
%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90_pdf?
fbclid=IwAR0KKv4GOr8ps25uxRwaD30ZypeRnwaIqYz-i8czxUtCR4RP_DgVx8gqS94
(ნანახია 17.06.2022; 12:09)

2. . ბახტაძე მ. 1921 წლის რუსეთ-საქართველოს ომის სამხედრო მოქმედებების


ისტორიიდან. https://www.academia.edu/28618853/1921_%E1%83%AC%E1%83%9A
%E1%83%98%E1%83%A1_
%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%97_
%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%
95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A1_%E1%83%9D%E1%83%9B
%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%AE
%E1%83%94%E1%83%93%E1%83%A0%E1%83%9D_%E1%83%9B%E1%83%9D
%E1%83%A5%E1%83%9B
%E1%83%94%E1%83%93%E1%83%94%E1%83%91%E1%83%94%E1%83%91%E1%83%9
8%E1%83%A1_%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%9D
%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%98%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9C_pdf?
fbclid=IwAR3bXfWgzydzUQSOe-LU4Aq9Q-a3UnzNOP_RjYEnkflvbmpC7XtxAOT0Y_
(ნანახია 08.05.2022; 13:31).

3. მ.ბახტაძე, გენერალი ალექსანდრე ანდრონიკაშვილი 2019წ


https://www.academia.edu/41361525/%E1%83%90%E1%83%9A
%E1%83%94%E1%83%A5%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9C
%E1%83%93%E1%83%A0%E1%83%94_%E1%83%90%E1%83%9C

38
%E1%83%93%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9C
%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9
A%E1%83%98 (ნანახია 21.04.2022; 17:27)

4. ბახტაძე მ. საბედისწერო შეცდომები (1921 წლის რუსეთ-საქართველოს ომის წინ და


ომისას დაშვებული შეცდომები), თბილისი, 2016.

5. თოიძე.ლ ინტერვენციაც ოკუპაციაც ძალდატანებითი გასაბჭოებაც ფაქტობრივი


ანექსიაც, კოოპერაციული გამომცემლობა „ივერთა მხარე“ 1991წ.

6. თოიძე.ლ ბრძოლა ბათუმისთვის: 1921წლის მარტი თბილისი 2009

7 .კუპატაძე ბ. ამიერკავკასიის ქვეყნების საზავო კონფერენციები (1918-1920 წწ.)


https://www.academia.edu/42263402/%E1%83%91%E1%83%9D%E1%83%9C
%E1%83%93%E1%83%9D_%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%9E
%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%AB%E1%83%94_
%E1%83%90%E1%83%9B
%E1%83%98%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%99%E1%83%90%E1%83%95%E1%83%9
9%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%98%E1%83%A1_
%E1%83%A5%E1%83%95%E1%83%94%E1%83%A7%E1%83%9C
%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1_
%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%96%E1%83%90%E1%83%95%E1%83%9D_
%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9C
%E1%83%A4%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%AA
%E1%83%98%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98_1918_1920_%E1%83%AC
%E1%83%AC_?
fbclid=IwAR0h8Y40la7n0wSfWzYgKFiZ6Fo9s7osVnk2dIXopYSbAhxyTZkhC9yYgz4
(ნანახია 09.06.2022; 14:33)

39
8. 1921 სილაქცაძე დ. გიგაური პ. რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომი და სანგარი
№4, ქართული წყაროთმცოდნეობა XXII, თბილისი, 2020, გვ.128-139.

9. 1921-1 სილაქაძე დ. ოსიაურის ბრძოლა (რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომი),


ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
საქართველოს ისტორიის ინსტიტუტის შრომები. I, თბილისი, 2011, გვ.239-256.

10. შველიძე დ. [და სხვები], დამოუკიდებლობის 1028 დღე. საქართველოს პირველი

რესპუბლიკის ყოველდღიური მატიანე (1918-1921), თბილისის უნივერსიტეტის


გამომცემლობა, 2013წ

40

You might also like