You are on page 1of 10

საქართველოს დამოუკიდებელი საკითხი

საკითხი დასავლურ პოლიტიკაში

1917 წლის თებერვალში რუსეთის იმპერიის დაშლის შემდეგ კავკასიაში


არსებული პოლიტიკური ერთეულებიდან (ჩრდილოეთ კავკასიის მთიელი ხალხები,
კავკასიის მუსლი-მანობა, აზერბაიჯანი, სომხეთი და საქართველო და ა.შ.)
დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობის შექმნის ყველაზე მეტი ის¬ტორიული
გამოცდილება საქართველოს ჰქონდა.
რუსეთის დროებითი მთავრობის მიერ ამიერკავკასიაში შექმნილი საგანგებო
ხელისუფლება _ `ამიერკავკასიის სა¬განგებო კომიტეტი~, რომლის თავმჯდომარედ
დაინიშნა დე¬პუტატი ხარლამოვი, რეალურ ხელისუფლებას მოკლებული იყო და
ძალაუფლება მუშათა, გლეხთა, ჯარისკაცთა საბ¬ჭო¬ების და სხვა რევოლუციური
ორგანიზაციების ხელში აღ¬მოჩნდა.
ოქტომბერში, ბოლშევიკების მიერ სახელმწიფო გადატ¬რიალების შემდეგ,
`ამიერკავკასიის საგანგებო კომიტეტი~ გაუქმდა და რუსეთის ჯარებმა კავკასიიდან
წასვლა დაიწ¬ყეს. ბოლშევიკების მიერ რუსეთის დამფუძნებელი კრების გარეკვის
შემდეგ, ამიერკავკასიიდან არჩეულმა ყოფილმა დეპუტატებმა შექმნეს
ამიერკავკასიის სეიმი – საკანონმ¬დებ¬ლო ფუნქციებით, რომელმაც 1917 წლის
ნოემბერში ამი¬ერ¬კავკასიის დამოუკიდებლობა გამოაცხადა.
თუმცა, იმ პერიოდში თურქეთის, რუსეთის, გერმანიის და სხვა
სახელმწიფოების პოლიტიკურ წიაღში წარმო¬შო¬ბილმა ვითარებამ დააჩქარა
ამიერკავკასიის ფედერაციის არ-სებობის დასასრული და შესაბამისად, დღის
წესრიგში დადგა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის საკითხი, რომელიც
ერთადერთი გამოსავალი იყო, გერმანიის მხარ¬დაჭერის მისაღებად, და თურქეთის
ანტიქართული და ტე¬რიტორიული პრეტენზიების შესაჩერებლად.
1918 წლის 26 მაისს სეიმმა თავი დაშლილად გამოა¬ც¬ხა¬და და ამიერკავკასიის
სახელმწიფომ არსებობა შეწყვი¬ტა.
რუსეთის მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის ხელ¬ყოფის მიუხედავად,
საქართველოს დამოუკიდებლად არსე¬ბო¬ბისათვის აუცილებელი სამი
ელემენტიდან – ტერიტორია, მოსახლეობა, მთავრობა – პირველი არ დაუკარგავს.
თუმცა, აკლდა მესამე – სუვერენული მთავრობა. ამიტომ მისი შექმ¬ნის შემდეგ
სამართლებრივად და პოლიტიკურად სრულიად კანონზომიერი იყო გველაპარაკა
`დამოუკიდებლობის აღდგე¬ნაზე~ და არა გამოცხადებაზე.
ამ კონტექსტშია გასააზრებელი ერთი საკითხიც. საქარ¬თველოს
დამოუკიდებლობის აქტში გაჩნდა გაუგებრობის გა¬მომწვევი ასეთი ფრაზა:
`მეთვრამეტე საუკუნის დასასრულს ყოველმხრივ მტრისგან შევიწროებული
საქართველო თავისი ნებით შეუერთდა რუსეთს იმ პირობით, რომ რუსეთი
ვალ¬დებული იყო საქართველო გარეშე მტრებისაგან დაეცვა~.
უდავოა, საქართველო თავისი ნებით არ მიერთებია რუსეთს. მითუმეტეს 1783
წლის გეორგიევსკის ტრაქტატი, ორ დამოუკიდებელ სახელმწიფოს შორის
დადებული ხელ-შეკრულება იყო, რომლითაც რუსეთმა თავის თავზე აიღო
საქართველოზე მფარველობის გაწევა. თუმცა, მას ამ ტრაქ¬ტატით
გათვალისწინებული არც ერთი ვალდებულება არ შე-უსრულებია. პირიქით,
რუსეთმა 1800-1801 წლებში უხე¬შად დაარღვია ხელშეკრულება, მოაწყო ქართლ-
კახეთის სა¬მეფოს სახელმწიფო გადატრიალება, რომელსაც მოჰყვა 30-წლიანი ომი
რუსეთ-საქართველოს შორის, რაც საბო¬ლო¬ოდ დასრულდა საქართველოს
მთლიანი ოკუპაცია-ანექსიით და ქართული სახელმწიფოებრიობის გაუქმებით.

საქართველო და გერმანია

საქართველოში სახელმწიფოებრიობის აღდგენით შეიქმნა ყველა პირობა,


მსოფლიოს ყველა ქვეყანასთან ურთიერ¬თო¬ბების დასამყარებლად, მათ შორის იყო
ევროპის ქვეყნები. ცნობილია, რომ ერთ-ერთმა პირველმა გერმანიამ დაუჭირა მხარი
საქართველოს დამოუკიდებლობას, თუმცა, ამ ნაბიჯს უარყოფითად შეხვდა საბჭოთა
რუსეთი, რომელიც არ მიე¬სალმებოდა გერმანიის სამხედრო ნაწილების ყოფნას
საქარ¬თველოში და კატეგორიულად მოითხოვდა არ ეღიარებინათ ის
საერთაშორისო სივრცეში. თუმცა 1918 წლის აგვის¬ტო¬ში, რუსეთ-გერმანიის
დამატებითი ხელშეკრულების ჩარ¬ჩო¬ში, მაინც რუსეთი დაეთანხმა გერმანიის მიერ
საქართველოს დამოუ¬კიდებლობის ცნობას.
ქართულ-გერმანული ურთიერთობები სათავეს XVIII სა¬უკუნის მეორე
ნახევრიდან იღებს, როდესაც რუსეთმა დაიწ¬ყო სხვადასხვა ხალხების ჩამოსახლების
პროცესი ამიერ¬კავ¬კასიაში. გერმანელთა პირველი კოლონიები საქართველოში
1817-1819 წლებში გაჩნდა. ხოლო 1919 წელს, გერმა¬ნე¬ლებ¬მა ზეიმით აღნიშნეს
კიდევაც, თბილისში, საქართველოში მა¬თი ჩამოსახლების 100 წლისთავი.
2017 წელს, გამომცემლობა `ინტელექტმა~ გამოსცა მწე¬რალ თამთა
მელაშვილის ლიტერატურულ-დოკუმენტური წიგნი `გერმანელები საქართველოში~,
რომელიც გერმანე¬ლე¬ბი საქართველოში ჩამოსახლების 200 წლისთავს ეძღვნება.
გერმანელების დასახლება ლუქსემბურგის (ბოლნისის) რაი¬ონ¬ში განხორციელდა
და აქ ერთად უხდებოდათ ცხოვრება ქართველებს, გერმანელებს, სომხებს, რუსებს და
აზერბაი¬ჯანელებს.
ამიერკავკასიაში გერმანელთა კოლონიზაციას ხელი პო¬ლიტიკური და
ეკონომიკური მოსაზრებებით ეწყობოდა, რაც ეკონომიკურ გამოცოცხლებას
ითვალისწინებდა, ხოლო პო-ლიტიკური მოტივაცია განპირობებული იყო
დასაყრდენის გაჩენით ადგილობრივ მოსახლეობაში.
`საქართველოში მოგზაურობას ჩემი ცხოვრების ყველაზე სასიამოვნო მოგონენებს
მივაკუთვნებ. მეხილა კაცობრიობის კულტურის აკვანი, ყოველთვის იყო ჩემი
სანუკვარი ოცნე¬ბა~ _ წერდა თავის მოგონებებში გამოჩენილი გერმანელი მეც¬ნიერი
და გამომგონებელი, მსოფლიოში ცნობილ ბრენდ `სიმენსის~ დამფუძნებელი ვენერ
სიმენსი.
სიმენსის სახელს, სხვებთან ერთად, უკავშირდება პირ¬ველი `ელექტრონული
რკინიგზის~ _ ტრამვაის და ლიფტის შექმნა. ძმებმა სიმენსებმა ვენისა და
პეტერბურგის შემდეგ ფი¬ლიალი თბილისში გახსნეს. აქვე, 1856 წელს, გაიხსნა
კავ¬კასიაში პირველი სატელეგრაფო ხაზი თბილისსა და კო¬ჯორს შორის, რომელმაც
შემდეგ მოიცვა ერევანი, ბაქო, მოსკოვი, პეტერბურგი. გერმანელ მოღვაწეს ეკუთვნის
შავ ზღვაში გასატარებელი ტელეგრაფის წყალქვეშა კაბელი _ ინ¬დოეთის
ტელეგრაფი, რომელიც 11000-კილომეტრიანი ხა¬ზი იყო და ერთმანეთს 34 ქვეყანას
აკავშირებდა.
თბილისის გერმანული კოლონია 1906-1921 წლებში თბი¬ლისში სცემდა გაზეთს
`კავკაზიშე პოსტს~, რომლის რე¬დაქტორი იყო ცნობილი მწერალი, მთარგმნელი და
პუბ¬ლი¬ცისტი არტურ ლაისტი. აქ იბეჭდებოდა საინტერესო წე¬რი¬ლები
ეკონომიკურ და სოციალურ თემებზე, თუმცა, ეროვ¬ნული თვალსაზრისით ბევრი
მასალა ქართულ საზოგა¬დო¬ე¬ბაში კამათსაც იწვევდა.
გერმანული კოლონიების სოციალურ-ეკონომიკური, პო¬ლიტიკური და
ნაციონალური ბუნება, ხასიათი და როლი დროთა განმავლობაში იცვლებოდა. ერთი
მხრივ, აქ იყვნენ პროგრესულად მოაზროვნე ადამიანები, მეორე მხრივ კი არც
შოვინისტურად განწყობილი ელემენტების ნაკლებობა იყო.
საქართველოში არტურ ლაისტმა დადებითი კვალი და¬ტოვა. ის იყო
გერმანულ-ქართული კულტურული საზოგა¬დოების დამაარსებელი და ქართველთა
დიდი მხარდამჭერი. ქართულ-გერმანული ურთიერთობის ისტორიული მეხსიერება
განსაკუთრებულ ნეგატიურ ნაკადებს არ მოიცავს. მიუხე¬და¬ვად იმისა, რომ
გერმანელთა სამხედრო ნაწილებს საქარ¬თ-ველოში მოკლე დროით ყოფნის მისია
ერგო, პირველ მსოფ¬ლიო ომში დამარცხებული გერმანელი ჯარისკაცები
საქარ¬თველოდან დიდი ზარ-ზეიმით გააცილეს.
1918 წლის მაისის პირველ ნახევარში თურქული აგ¬რე¬სიის შეჩერების
გარანტად საქართველომ გერმანია აირჩია და მფარველობა სთხოვა მას. ცხადია,
გერმანიას საკუთარი ინტერესები ამოძრავებდა. მითუმეტეს, საქართველოს
მეშვეო¬ბით შესაძლებელი ხდებოდა, თურქეთისგან დამოუკიდებლად
ნედლეულისა და რკინიგზის გამოყენება. 1918 წლის 29 მაისს ფოთში ხელი მოეწერა
გერმანია-საქართველოს შეთან¬ხმებათა პაკეტს. იმავე დღეს გერმანიის
წარმომადგენელი ფონ ლო¬სოვი საიდუმლოდ შეპირდა საქართველოს
ხე¬ლი¬სუფ¬ლებას მხარდაჭერას რუსეთ-საქართველოს მო¬ლა¬პა¬რა¬კე¬ბებში.
1918 წლის ივნისისათვის მოხერხდა საზავო მოლაპარა¬კე¬ბის დასრულება
თურქეთთან. თუმცა `ზავისა და მეგობ¬რო¬ბის~ ხელშეკრულება წამგებიანი იყო
საქართველოსთვის. მთელ მესხეთი, აწყურისა და აბასთუმანის გამოკლებით,
თურქეთის მფარველობაში რჩებოდა.
გერმანიამ ვერ შეძლო რაიმე ხელშესახები დახმარება გა¬ეწია
საქართველოსთვის. პოლიტიკური და ეკონომიკური შე¬თანხმებები ხელმოწერილი
არ ყოფილა და, შესაბამისად, არც არასდროს შესულა ძალაში. მკვეთრად შეცვლილი
პო¬ლიტიკური სიტუაციის გამო ვერ განხორციელდა გერმანიის მიერ საქართველოს
დამოუკიდებლობის ოფიციალური ცნო¬ბაც. ბრესტ-ლიტოვსკის ხელშეკრულების
გაუქმების შემდეგ გაბათილდა გერმანია-რუსეთის ხელშეკრულების დამატებითი
მუხლები საბჭოთა მთავრობის მიერ საქართველოს დამოუკი-დებლობის აღიარების
შესახებ. ეს კი ქვეყნის დამოუკიდებ¬ლობის საერთაშორისო აღიარების განმტკიცების
თვალსაზ¬რისით უკან გადადგმული ნაბიჯი იყო.
ამით ე.წ. `გერმანულ ორიენტაციას~ ნიადაგი გამოე¬ცა¬ლა. საქართველოს
ყოველგვარი აღიარების, მხარდაჭერის თუ წახალისების საკითხი გამარჯვებული
ქვეყნების გადასა¬წყვე¬ტი გახდა. ბოლშევიკურმა რუსეთმა საქართველოს
და¬მო¬უ¬კიდებლობა აშკარა მოტყუებად შეაფასა და მას სინამ¬დ¬ვი¬ლე¬ში
გერმანელი იმპერიალისტების მიერ საქართველოს ოკუ¬პა¬ცია და სრული დაპყრობა
უწოდა. საქართველოს და¬მოუ¬კი¬დებლობის საკითხში გერმანიის ჩარევას არ
მიესალ¬მე¬ბოდნენ ანტანტის ქვეყნები და აშშ. მოგვიანებით, 1920 წლის
აგ¬ვის¬ტოში გამოქვეყნდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის კოლბის ნოტა, სადაც
საქართველო რუსეთის იმპერიის ნა¬წილად იყო მოხსენიებული და ის არ უნდა
ჩამოშო¬რებოდა რუსეთს.
საქართველო `ერთა ლიგის~ მიღმა დარჩა. ინგლისის მთავრობამ უარი თქვა
ებრძოლა საბჭოთა რუსეთის წი¬ნა¬აღმდეგ და მასთან სავაჭრო-ეკონომიკური და
პოლიტიკური კონტაქტების გზების ძიება დაეწყო.

საქართველო და ინგლისი

ინგლისი მეორე ევროპული ქვეყანა იყო, რომელსაც ან¬ტანტის წინაშე


გერმანიის იმპერიის კაპიტულაციამ (1918 წ.) გზა გაუხსნა ამიერკავკასიისკენ. ჯერ
კიდევ 1917 წლის დეკემბერში ინგლის-საფრანგეთის კონვენცია მიზნად ისახავ¬და
`რუსეთის~ საკითხში მოკავშირეთა პოლიტიკის კოორ¬დი¬ნაციას. კონვენცია
საქართველოს ინგლისის მოქმედების ზონად აცხადებდა, გერმანიის კაპიტულაციის
შემდეგ, 1918 წლის ნოემბერში, კონვენცია ხელმეორედ დამტკიცდა. ამი¬ტომ
გერმანიისა და თურქეთის ჯარების გაყვანას, სა¬ქართ¬ვე-ლოში ბრიტანელების
სამხედრო ნაწილების შემოსვლა მო¬ჰყვა. ჯარები ჯერ სოხუმში, შემდეგ ფოთსა და
ბათუმში განლაგდნენ.
ფაქტობრივად, საქართველო ინგლისის საოკუპაციო ზო¬ნად გამოცხადდა.
აჭარით ინგლისელების დაინტერესება, ბა¬თუმში 5 გემის და 20 ათასი ჯარისკაცის
შემოყვანით და-ფიქსირდა. მოგვიანებით ინგლისელები თბილისშიც შემოვიდ¬ნენ.
მათი შემოსვლის შემდეგ, 1918 წლის დეკემბრიდან 1920 წლის ივლისამდე, აჭარაში
მთლიანად შეწყდა საქარ¬თველოს დემოკრატიული რესპუბლიკის იურისდიქცია.
ინგ¬ლისელები უხეშად ერეოდნენ საქართველოს საშინაო საქ¬მე¬ებში და
ცდილობდნენ ეკონტროლებინათ საქართველოს ურ¬თიერთობა მეზობელ
ქვეყნებთან. ხელს უწყობდნენ ანტი¬ქარ¬თული განწყობის დამკვიდრებასაც.
ინგლისის პოლიტიკური და სამხედრო სტრატეგია დადებითად იყო განწყობილი
საბ¬ჭოთა რუსეთის მიმართ. ამიტომ ინგლისის სპეც¬სამ¬სახუ¬რე¬ბის და ბათუმის
ინგლისელი გუბერნატორის გენერალ კუ¬კოლისის მითითებით აჭარიდან თავიანთი
ჯარების გაყვანის წინ, ააფეთქეს ბათუმის პორტი.
` ინგლისელები აჭარაში ყოფნის პერიოდში ქმნიდნენ ისეთ ეკონომიკურ
წინაპირობებს, რომლებიც მთლიანობაში უარყოფითად მოქმედებდა ახალგაზრდა,
დამოუკიდებელი ქვეყნის ეკონომიკაზე~ (გელა სულაძე).
საქართველო-სომხეთის ომში ინგლისელები შეეცადნენ და¬ეცვათ
ანგლოფილური სომხეთის ინტერესები. საქართ¬ვე¬ლო-სომხეთის ურთიერთობის
მოგვარებაში, ინგლისის ანტი¬ქართული პოლიტიკის წყალობით განპირობებულმა
უარყო¬ფითმა შედეგებმა, შემდეგში დიდი პრობლემები შეუქმნა ქართველ
დიპლომატებს, პარიზის საზავო კონფერენციაზე, ერთა ლიგაში და, საქართველო-
საბჭოთა რუსეთის ურთი¬ერ¬თობაში. საქმე იმაში იყო, რომ ბორჩალოს და
ახალქალაქის მაზრები საქართველო-სომხეთის სადავო ტერიტორიებად გა-
მოცხადდა.
ანტანტის ქვეყნების და განსაკუთრებით ინგლისის მფარ¬ველობითი
დამოკიდებულება სომხეთისადმი, რომელიც ტე¬რიტორიული პრეტენზიებით
გამოირჩეოდა, ბორჩალოს და ახალქალაქის მაზრების მიმართ, რაც
ეწინააღმდეგებოდა საქ¬ართველოს ინტერესებს.
ნიშანდობლივია, რომ იმ მომენტში მოკავშირე სახელმ¬წიფოებს არ ჰქონდათ
შემუშვებული კონკრეტული პოლი¬ტი¬კა კავკასიის მიმართ, განსხვავებით
მუდროსის კონვენციი¬სა¬გან, რომლის ტექსტი უგულებელყოფდა ახალ
სახელმწი¬ფო¬ებრივ წარმონაქმნებს ამიერკავკასიაში. ამ კონვენციით ამი¬ერკავკასია
თავისუფლდებოდა თურქეთის ჯარებისაგან, მო¬კავშირეებს უნდა
განეხორციელებინათ კონტროლი რკინი¬გ¬ზაზე და დაეკავებინათ ბაქო და ბათუმი.
კონვენცია არ ახსენებდა საქართველოს და აზერბაიჯანს. თუმცა, მოკავშირე
სახელმწიფოთა გეგმაში შედიოდა დამო¬უკიდებელი სომხეთის არსებობა, მისთვის
მისაკუთვნებელი თურქეთის ექვსი ვილაიეთით. ცხადია, ყოველივე ეს შე¬დიო¬და
სომხეთის პოლიტიკურ მოღვაწეთა ტრადიციულ ინტე¬რესებში და მხარდაჭერილი
იყო სომხების მომხრე ევრო¬პელი და ამერიკელი სახელმწიფო და პოლიტიკური
მოღვა¬წეების მიერ.
აღნიშნულმა გარემოებებმა განაპირობა სომხეთის მთავ¬რობის
გადაწყვეტილება წამოეწყოთ ომი საქართველოს წი¬ნააღმდეგ 1918 წლის
დეკემბერში, რომელიც მოწონებული აღმოჩნდა პრეზიდენტ უილსონის, ლოიდ-
ჯორჯის, კლე¬მა¬ნ¬სოს და სხვები ს მიერ.
სომხურ გამოცემებში დღესაც მოჰყავთ 1918 წლის 10 დე¬კემბრის ამერიკის
სენატში შეტანილი რეზოლუცია, რომლის მიხედვითაც, მომავალ დამოუკიდებელ
სომხეთში უნდა შე-სულიყო თურქეთის სომხეთი, რუსეთის სომხეთი და სპარ¬სეთის
სომხეთი. ამ გამოცემებზე დართული მომავალი სომ¬ხეთის რუკის მიხედვით, მისი
ჩრდილო-აღმოსავლეთი სა¬ზ¬ღ¬ვარი მტკვარს მიჰყვებოდა, სომხეთი კი სამ – შავ,
ხმელ¬თა¬შუა და კასპიის ზღვებზე გადიოდა.
` ახალი დროის~ პოლიტიკური დილეტანტიზმის ყველაზე საზიზღარ
გამოვლინებას შესაფერისი დასაწყისი ჰქონდა: დასავლეთის დიდი დემოკრატიების
მიერ სომხეთის საკი-თხის გადაწყვეტა~ (ზურაბ ავალიშვილი).
ცნობილია, რომ 1918 წლისათვის სოჭის ოლქი ქართულ ჯარს და სახალხო
გვარდიას ეკავა, მაგრამ ინგლისელების ჩარევის შედეგად ის დენიკინის სამხედრო
ნაწილებმა დაი-კავეს. მოგვიანებით მათ ხელში აღმოჩნდა გაგრაც.
ქართველი პოლიტიკოსების დიდი მცდელობის მიუხე¬და¬ვად, ინგლისელებმა
მხარი დაუჭირეს დენიკინის მოხა¬ლი¬სე¬თა არმიას, მოეხდინა აფხაზეთის
ოკუპაცია. ეს იყო აშკარა ანტიქართული პოლიტიკა. მითუმეტეს, ინგლისის მისიის
მე¬თაური ამიერკავკასიაში და ჯარების მთავარსარდალი აშკა¬რად ატყუებდა
ქართულ მხარეს. 1919 წლის ივნისში ინგ-ლისელებმა საქართველოს მთავრობას
მოსთხოვეს დენიკინის არმიასა და ქართულ ჯარს შორის საზღვრად მდ. ბზიფის
მარცხენა ნაპირი დაედგინათ.
ინგლისელთა მხარდაჭერით გათამამებული რუსეთის მო¬ხალისეთა არმიის
წარმომადგენლები (ალექსეევი, დენიკინი) და ყუბანის სამხარეო მთავრობის წევრები,
ქართველ პო¬ლი¬ტიკოსებთან (ე. გეგეჭკორი) საუბარში აშკარად მიჯნავდნენ
საქართველოდან აფხაზეთსა და გაგრის ოლქს. რუსების აზ¬რით, გაგრის ოლქი
რუსეთის კუთვნილება იყო, ხოლო სა¬ქართველოს საზღვრები უნდა დაეწყო
აფხაზეთიდან, რომ¬ლის მისწრაფება თვითგამორკვევისაკენ, ქართველთა მხრი¬დან
უარყოფითი არ უნდა ყოფილიყო.
ამდენად, ინგლისელებმა ხელი შეუწყვეს საქართველოს ტერიტორიული
მთლიანობის ხელყოფას. სამწუხაროდ, ასე¬თი ანტიქართული პოლიტიკის აშკარა
გამოვლენას ქართ¬ვე¬ლი დიპლომატები შემდგომშიც წააწყდნენ.

საქართველო და საფრანგეთი

1917 წლის თებერვალში რუსეთში განვითარებულმა პრო¬ცესებმა და 1918


წლის მაისში საქართველოს დამოუკი¬დებ¬ლობის აღდგენამ შექმნა გარკვეული
პირობები ორ სახელ¬მწიფოს შორის ურთიერთობების რეალურად
ჩამოსაყალიბებ¬ლად. 1920 წლის სექტემბერში საქართველოში ჩამოსულ სტუმართა
შორის იყვნენ ფრანგი სოციალისტები – პიერ რენოდელი, ალბერ თომა და ანდრეინ
მარკე, რომლებიც ევ¬როპაში ქომაგობდნენ ამ მცირე კავკასიურ ერს.
ნიშანდობლივია, რომ საფრანგეთის მაშინდელი პრე¬ზი¬დენტის ჟ. კლემანსოს
`სანიტარული კორდონის~ თეორია ითვალისწინებდა ბოლშევიკებისათვის,
საქართველოს დახუ¬რულ ზონად გამოცხადებას. თუმცა, ისიც ცხადია, რომ
მა¬შინდელი ევროპა წინ ვერ აღუდგა საბჭოთა რუსეთის ძალა¬დობას საქართველოს
მიმართ. ბოლშევიკების მიერ საქართ-ველოს წინააღმდეგ გაჩაღებულმა ომმა და
სახელმწიფო გა¬დატრიალებამ დიდი ხნით შეაჩერა ქართულ-ფრანგული
ურ¬თიერთობები.
1921 წლის აპრილში ქართულ-პოლიტიკური ემიგრაცია პარიზში ჩავიდა,
მაგრამ მას იქ ოფიციალურად არავინ არ გამოხმაურებია. ევროპა და არც საფრანგეთი
არ იყო დაინ-ტერესებული ახალგაზრდა ეროვნული სახელმწიფოს ბედით.
ასეთ ვითარებაში ემიგრაციაში მყოფ საქართველოს მთავრობის ძირითადი
საზრუნავი გახდა ქართველი ერის ეროვნული თვითშეგნების შენარჩუნებისა და
გაძლიერები¬სა¬თვის ბრძოლა. ამ გზაზე მნიშვნელოვანი მოვლენა იყო 1921-1924
წლებში საქართველოში განვითარებული სამხედ¬რო-პოლიტიკური პროცესები _
რუსეთ-საქართველოს ომი.
მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთის პოლიტიკურმა კლასმა ვერ შეძლო
ქმედითი დახმარება გაეწია საქართ¬ვე¬ლოსათვის და მოგვიანებით, 1933 წელს,
საქართველოს ლე-გაციაც გაუქმდა საფრანგეთში, ამ ქვეყანამ პოლიტიკური
თავშესა¬ფა¬რი მისცა საქართველოს მთავრობას, რომლის ხელმძღვანე¬ლო¬ბა
დარწმუნებული იყო, რომ სსრ კავშირის ბოლ¬შევი¬კუ-რი რეჟიმის არსებობა კრახით
დამთავრდებოდა და საქართ¬ვე¬ლო დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას
მიაღწევდა.
საფრანგეთმა _ ეროვნული თვითმყოფადობის დამცველი ერმა _ ხელი
გაუწოდა თვითმყოფადობის დამცველ მეორე ერს, ამიტომ სრულიადაც არ იყო
მოულოდნელი, როდესაც რუსეთის მიერ დევნილმა საქართველოს მთავრობამ,
საცხოვ¬რებლად საფრანგეთი აირჩია.
1922 წლის ივნისში პარიზთან ახლოს სოფელ ლევილ¬ში საქართველოს
პოლიტიკური ემიგრაციის წევრ ებმა შეი¬ძინეს 5 ჰექტარი მიწა. ასე დაფუძნდა
საფრანგეთში `პატა¬რა საქართველო~. `ლევილის ქართველობა~ მაშინ 400 კაცს არ
აღემატებოდა, თუმცა, მოგვიანებით, 1924 წლის და მეორე მსოფლიო ომის შემდეგ
მათ პოლიტიკური ემიგრაციის ახა¬ლი ნაკადები მიემატა.
1990 წლის შემდეგ საქართველო-საფრანგეთის ურთიერ¬თობებში ახალი ეტაპი
დაიწყო. სავაჭრო-ეკონომიკური კავ¬შირები თანდათანობით გააძლიერა. უფრო და
უფრო გააქ¬ტი¬ურდა ევროპასა და აზიას შორის მდებარე საქართველოს
`გამოყენების~ საკითხი, შესაბამისად, გამოიკვეთა საქართვე¬ლოს პროდასავლური
პოლიტიკური ორიენტაციაც.

საქართველო და იტალია

საქართველოს საერთაშორისო ურთიერთობების პროცეს¬ში 1919 წლის


მაისიდან მონაწილეობას იღებდა იტალიის მრავალრიცხოვანი სამხედრო მისია,
რომელსაც პოლკოვნიკი გაბა მეთაურობდა. ეს იყო ამ ქვეყნის მიერ საერთაშორისო
მანდატის მიღების მცდელობა, რომელიც ერთა ლიგამ შემო¬იღო და დაამტკიცა
პარიზის (ვერსალის) საზავო კონფე¬რენ¬ციამ.
მანდატები უნდა მიეღოთ პირველ მსოფლიო ომში გა¬მარ¬ჯვებულ
სახელმწიფოებს იმ კოლონიებზე, რომლებიც ამ ომ¬ში დამარცხებულ
სახელმწიფოებს, გერმანიასა და თურ¬ქეთს უნ¬და ჩამორთმეოდათ, თუმცა,
საქართველოსთან მიმარ¬თებაში, ეს გაუმართლებელი იყო, მითუმეტეს საქართველო
არ იყო კო¬ლო¬ნია და ამ დროისათვის წარმოადგენდა და¬მო¬უ¬კიდებელ სა-
ხელმწიფოს.
1919 წელს საქართველოში ჩამოსულ სამხედრო მისიას უფლებამოსილება მალე
შეუწყდა. იტალიის ახალმა მთავ¬რო¬ბამ უარი განაცხადა ჯარის ნაწილების
საქართველოში გაგ¬ზავნაზე. მალე იტალიაში სამთავრობო ცვლილებები
გან¬ხორ¬ციელდა და მთავრობის ახალმა თავმჯდომარემ რუსეთის ფაქ¬ტორის გამო
უარი განაცხადა საქართველოთი რეალურ და-ინტერესებაზე. თუმცა, იტალიელებს
საქართველოში არ შე¬უწყვე¬ტიათ ეკონომიკური და კულტურული ხასიათის
მოღ¬ვ¬ა¬წეო¬ბა, აქ წინ იყო წამოწეული საქართველოს დემოკ¬რა¬ტი¬ული
რესპუბლიკის მთავრობის `ეკონომიკური დიპლო¬მა¬ტია~ და საქართველო
იტალიის ეკონომიკური ურთიერ¬თო¬ბები.

საქართველო და აშშ

ამერიკის შეერთებული შტატები სერიოზულად ინტერეს¬დებოდა


ამიერკავკასიით. პოლიტიკური პრაგმატიზმით უნდა აიხსნას ჯერ კიდევ პირველი
მსოფლიო ომის დაწყებამდე საკონსულოს გახსნა ბათუმში, რომელიც შემდგომ
თბი¬ლის¬ში გადმოვიდა. იგი წარმოადგენდა მოსკოვში მოქმედი ამე¬რიკის
გენე¬რა¬ლური საკონსულოს განყოფილებას, რომე-ლიც რუსე¬თის იმ¬პერიის
დაშლის შემდეგ უშუალოდ აშშ-ის სა¬ხელ¬მ¬წი¬ფო დე¬პარტამენტს
დაექვემდებარა. მოგვიანებით, საბ¬ჭოთა რუ¬სე¬თის მიერ ამიერკავკასიის
დაპყრობის განხორ¬ცი-ელების გამო საკონსულომ კონსტანტინოპოლში გააგრძე¬ლა
საქმიანობა.
აშშ-ის საკონსულოს ხელმძღვანელი სმიტი, ვაშინგ¬ტო¬ნის პოლიტიკის
აქტიური გამტარებელი იყო ამიერკავ¬კა¬სი¬ა¬ში. 1917-1918 წლებში და 1919 წლის
პირველ ნახევარ¬ში ანტანტის ქვეყნებსა და აშშ-ს შორის იდგა ორი ძი¬რი¬თადი
ამოცანა: პირველი – დაეშვათ ამიერკავკასიაში ბოლ¬შევიკე¬ბის გამარჯვება და
მეორე – ამიერკავკასიის რეგიონი მოექ¬ციათ თავისი ინტერესის სფეროში. ცხადია, აქ
ევროპის ქვეყ¬ნების (ინგლისი) და ამერიკის ფარული დიპლომატიური შერკინებაც
გამოიკვეთა, რაც დადასტურდა პარიზის სამშ¬ვი¬დობო კონფერენციაზეც, სადაც
ინგლისს და აშშ-ს შორის მოხდა ამიერკავკასიის გავლენის სფეროებად დაყოფა.
ინგლისი ცდილობდა დაესაკუთრებინა საქართველო, ხო¬ლო ამერიკა ე.წ.
სომხეთის მანდატს ღებულობდა. იმავდრო¬უ-ლად მოკავშირეთა უმაღლესმა საბჭომ
ამერიკელი პოლ¬კოვ¬ნიკი ჰასკელი სომხეთში უმაღლეს კომისრად დანიშნა,
ფაქ¬ტობრივად საკონსულოც მის დაქვემდებარებაში გადავიდა.
აშშ-ის დამოკიდებულება სომხეთის მიმართ ფრთხილი იყო. მართალია,
ამერიკა ცნობდა სომხეთის რესპუბლიკას და ეხმარებოდა მას, მაგრამ გამორიცხავდა
მხარდაჭერის ვალ¬დე-ბულებას სომეხი ხალხის დაცვის ან სამხედრო
მხარ¬და¬ჭერის თვალსაზრისით, თურქეთის აგრესიისაგან დასაცა¬ვად.
პროფესიონალი დიპლომატის ჩარლზ მოზერის მემუარე¬ბიდან ირკვევა, რომ
ის კარგად იცნობდა საქართველოს და ქართველებს და მათ მიმართ სიმპათიით იყო
განწყობილი, თუმცა, საქართველოს ოფიციალურ ხელისუფლებასთან მისი
დამოუკიდებულება ცივი და არაკეთილგან¬წყო¬ბილი იყო. იგი საქართველოს
მთავრობასა და სხვა ქვეყნების დიპლომა¬ტიუ-რი კონფლიქტებში, როგორც წესი,
უყოყმანოდ უჭერდა მხარს უცხოელებს, ზოგჯერ კი მთელ დიპლომატიურ კორ¬პუსს
საქართველოს მთავრობის საწინააღმდეგოდ რაზმავდა.
როგორც ჩანს, ამერიკული ოფიციალური მხარე, უნ¬დობ¬ლობით ეკიდებოდა
ქართველ სოციალ-დემოკრატთა მმართვე¬ლობას. ფრიად მიმანიშნებელია ის ფაქტი,
რომ ოფიციალურ დოკუმენტებშიც ამერიკელი მოხელე თავის ადგილსამყოფელ
ქვეყანას მაინცდამაინც საქართველოს სოციალისტურ რეს¬პუბ¬ლიკად იხსენიებდა.
ქართველი თავადის სიდამონ ერისთავის ასულის მეუღ¬ლეობამაც ვერ შეცვალა
კავკასიაში ამერიკის საელჩოს ხელ¬მ¬ძღვანელის მოზერის შეხედულება ქართული,
ოფიციალური სტრუქტურების მიმართ. იგი იყო დამოუკიდებელი საქართ¬ველოს
ბოლო კრისიზული წლების პოლიტიკური პერიპე¬ტი¬ების თვითმხილველი,
რომლის პიროვნულ და დიპლომა¬ტი¬ურ სახეში კარგად ჩანს აშშ-ის მიერ აღებული
თავ¬და¬ჭე¬რი¬ლი კურსი, რომელიც საბედისწერო აღმოჩნდა საქართვე¬ლო¬სა და
ამიერკავკასიისათვის.
აშშ-ის ინტერესების გამოკვეთა ამიერკავკასიაში ამით არ მთავრდებოდა. ჯერ
კიდევ 1918 წლის ბოლოს საქართ¬ვე¬ლოს ეწვია ამერიკის მისიის წარმომადგენელი,
ჩიკაგოს უნივერსიტეტის რექტორი, საერთაშორისო სამართლის დოქ¬ტორი
ჯედსონი, რომლის დაინტერესების საგანი იყო ქვეყ¬ნის ეკონომიკური და
პოლიტიკური სტრუქტურები და სა¬გა-რეო-პოლიტიკური ორიენტაცია.
მოგვიანებით, ამერიკის ოფი¬ციალური წარმომადგენლები საქართველოს მთავრობის
წევ¬რებთან – ნ. რამიშვილთან და ე. გეგეჭკორთან საუბ¬რი¬სას ლაპარაკობდნენ
ამიერკავკასიის ერთიანი პოლიტიკური და ეკონომიკური სივრცის შექმნის
აუცილებლობაზე და მას¬ზე ინგლისის და აშშ-ის პროტექტორატის ტიპის მანდატის
აღების გარდაუვალობაზე, თუმცა, ქართველი პოლიტიკოსები ამ წინადადებას
აღფრთოვანებით არ შეხვედრიან.
1919 წლის ოქტომბერში აშშ-ის პრეზიდენტის ვილსონის ინიციატივით
საქართველოს ახალი ოფიციალური დე¬ლეგაცია ესტუმრა, რომელსაც გენერალი
ჯეიმს ჰარბორდი მეთაურობდა, მაგრამ იგი წარუმატებელი გამოდგა ამერიკის
სენატის და კონგრესის წინააღმდეგობის გამო. უფრო მე¬ტიც, მოგვიანებით, 1920
წლის აგვისტოში, ამერიკის სა¬ხელ-მწი¬ფო მდივანი უარყოფითად მოეკიდა
პოლიტიკური და¬მოუკი¬დებლობისაკენ საქართველოს მისწრაფების
კანონიე¬რებას. ცხადია, ქართულმა დიპლომატიამ ვერ შეძლო აშშ-ის დარ¬წ¬მუნება
საქართველოს ისტორიულ ფუნქციაში კავკასიის რე¬გიონში, მისი გეოპოლიტიკურ
მდგომარეობიდან გამომდი¬ნარე.
1919 წლის იანვარში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტა¬მენტს უკვე ჰქონდა
შემუშავებული პოლიტიკა რუსეთის იმ¬პერიის მიმართ, რომელიც ბოლშევიკური
რუსეთისაგან და¬მოუკი¬დე-ბელ ერთეულებად განიხილავდა ბალტიისპირეთს,
უკრაინას, ყირიმს, შუა აზიას და ამიერკავკასიის რესპუბ¬ლიკებს. ამ გეგ¬მის
განხორციელებისათვის აშშ-ს პლაცდარმი სჭირდე-ბოდა, ამიტომ ამგვარ საყრდენ
პუნქტად მან ამიერ¬კავკასია აირჩია.
როგორც იმ პერიოდის პოლიტიკური და დიპლომატიური დოკუმენტებიდან
ჩანს, აშშ-ის ადმინისტრაცია განიხილავდა მრავალმილიონიანი თანხების გამოყოფას
ამიერკავკასიის კო-მისარიატისათვის, ხოლო შემდგომ საქართველოსა და სომ¬ხეთის
საერთო 150-ათასიანი სამხედრო შენაერთის შექმნი¬სათვის და სხვ.
ევროპა და აშშ ამიერკავკასიის ქვეყნებს კოლონიებად არ განიხილავდნენ და
ცდილობდნენ მათ მიმართ ე.წ. დროე¬ბითი მანდატი აემოქმედებინათ. სწორედ ასეთ
მანდატს სთა¬ვაზობდა ამერიკა სომხეთს, რომელიც სამხედრო მფარვე¬ლო¬ბასაც
გულისხმობდა. შესაბამისად, საქართველოს მთავრო¬ბაც მზად იყო ასეთი მანდატის
მისაღებად.
თბილისი მაშინ წარმოადგენდა ამიერკავკასიის კულტუ¬რულ და
პოლიტიკურ ცენტრს. მკვლევარების ცნობით, თბი¬ლისის ყოფილი მერი, იმჟამად
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ა. ხატისოვი ერიდებოდა `მიყრუებულ ერევანში~
ცხოვრებას და სომხეთის მმართველობას თბილისიდან ახორციელებდა.
მოგვიანებით საქართველოს საკითხი კვლავ გახდა აშშ-ის დაინტერესების
საგანი. 1926 წელს სენატმა მსჯელობა გამართა საქართველოს დამოუკიდებლობის
საკითხზე, მაგრამ მას რაიმე კონკრეტული შედეგი არ მოჰყოლია.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ბეინ ბრიჯქოლბი ოფიცია¬ლურად ახმოვანებდა
საქართველოს ეროვნულ სუვერენულ უფლებებს და მას საბჭოეთის იმპერიულ
გამგებლობაში ტოვებდა.

You might also like