You are on page 1of 4

დამოუკიდებელი საქართველოს საშიანო პოლიტიკა

1918 წლის 24 ივნისიდან ეროვნული საბჭოს თავმჯდომარის პოსტი, ნოე რამიშვილის


ნაცვლად დაიკავა ნოე ჟორდანიამ. 1919 წელს თებერვალში, გაიმართა დამფუძნებელი
კრების არჩევნები. 130 მანდატიდან, 109 ხმა მიიღ სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ.
ამიტომ ახალ საკანონმდებლო ორგანოში, უმრავლესობა მოიპოვეს სოციალ-დემოკრატებმა
ნოე ჟორდანია მეთაურობით. არჩევნების გზით შეიქმნა ადგილობრივი მმართვლეობის
ორგანოებიც, სამაზრო ერობები და საქალაქო თვითმართველობები. როგორც აღვნიშნეთ
რუსეთის რევოლუციის პერიოდში საქართველოშიც შეიქმნა მუშათა, გლეხთა და
ჯარისკაცთა საბჭოები, მაგრამ ახალმა საკანონმდებლო კრებამ ორ ხელისუფლებიანობის
თავიდან ასაცილებლად, ჩამოართვა მთლიანად მმართველობის ფუნქცია მუშათა, გლეხთა
და ჯარისკაცთა საბჭოებს. ახლად არჩეული საქართველოს დამფუძნებელი კრების
თავმჯდომარე გახდა კარლო ჩხეიძე. დამფუძნებელი კრება მუშაობას შეუდგა, 1919 წლის 12
მარტს. პირველ სხდომაზევე კრებამ დაადსტურა 1918 წლის 26 მაისს ეროვნული საბჭოს
მიერ მიღბული, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი. საკანონმდებლო ორგანომ 21
მარტს დაამტკიცა რესპუბლიკის ახალი მთავრობა, რომელიც ერთპარტიული იყო და
შედგებოდა ძირითადად სოციალ-დემოკრატებისაგან. ნოე რამიშვილი სათავეში ჩაუდგა
შინაგან საქმეთა, სამხედრო და განათლების სამინისტროებს. ევგენი გეგეჭკორი - საგარეო
საქმეთა და იუსტიციის სამინისტროს. კანდელაკი - ფინანსათა და ვაჭრობა-მრეწველობის
სამინისტროს. ნოე ხომერიკი - მიწადმოქმედების და შრომის სამინისტროს. მოგვიანებით
ცალკე გამოიყო სამხედრო სამინისტრო და შემოღებულ იქნა მთავრობის თავმჯდომარის
მოადგილის თანამდებობა. ორივე ამ პოსტზე გრიგოლ ლორთქიფანიძე დაინიშნა.
დამოუკიდებელი საქართვეოს მთავრობამ, მრავალი რეფორმა განახორციელა. პირველ
რიგში სერიოზული ყირადღება დაუთმო სასამართლო რეფორმას. გაუქმდა რევოლუციური
ტრიბუნალები, განხორციელდა მომრიგებელ მოსამართლეთა და ნაფიც მსაჯულთა
ინსტიტუტების რეორგანიზაცია. ჩამოყალიბდა სამომრიგებლო და საოლქო სასამართლოები.
ცალკე არსებობდა სამხედრო სასამართლო. 1919 წლის ივლისში შეიქმნა საქართველოს
დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლო ორგანო - სენატი. თავმჯდომარე -
მიხეილ ხელთუფლიშვილი. სენატის წევრებს დამფუძნებელი კრება ირჩევდა და
ამტკიცებდა. არჩევით იყო მოსამართლეთა და ნაფიც მსაჯულთა თანამდებობებიც, რაც
სასამართლო სისტემის ერთგვარ დამოუკიდებელ ხასიათს განაპირობებდა.
დამოუკიდებლობის აქტში საქართველომ საერთაშორისო ომიანობაში მუდმივი
ნეიტრალიტეტი გამოაცხადა. მიუხედავად ისეთ რთულ გეოპოლიტიკურ რეგიონში,
როგორიც სამხრეთ კავკასია იყო, ნეიტრალიტეტის დაცვა ნაკლებად რეალური ჩანდა, მაგრამ
ეს ფაქტი ცხადყოფდა ქართული სახელმწიფოს სამშვიდობო მისწრაფებას. მრეწველობის
ასამუშავებლად მთავრობამ, უცხოური ინვესტიციების მოზიდვაზე გააკეთა აქცენტი.
გერმანული კაპიტალის დახმარებით დაიწყო 1918 წელს ზაფხულიდან ჭიათურის
მანგანუმის ამოღება და ექსპორტი. გერმანიის დამარცხების შემდეგ, მთავრობამ მანგანუმის
ექსპორტი სახელმწიფო მონოპოლიად გამოაცხადა და ექსპორტის უფლება გადასცა
სპეციალურად შექმნილ ჭიათურის მანგანუმის საექსპორტო საზოგადოებას, რომელსაც
მოგების 34% სახელმწიფო ბიუჯეტისთვის უნდა გადეცა. საზღვარგარეთ მანგანუმზე
მთხოვნილება ძალზე დიდი იყო, რაც იძლეოდა ექსპორტის გაზრდის საშუალებას.
განხორციალდა აგრეთვე ტყიბულის ქვანახშირის საბადოების ნაციონალიზაცია
(სახელმწიფოს ხელში გადასვლა). მიუხედავად ქართველი ხალხის მცდელობისა, უცხოელი
კაპიტალისტები არასტაბილური პოლიტიკური ვითარების გამო, ერიდებოდნენ
საქართველოს მრეწველობაში კაპიტალის დაბანდებას. 1920 წელს ჩამოყალიბდა უმაღლესი
ეკონომიკური საბჭო, მის ფუნქციას შეადგენდა ეკონომიკის განვითარებაზე ზრუნვა.
მთავრობა სერიოზული აგრარული რეფორმის გატარებასაც შეუდგა. საქართველოს
მოსახლეობის 82% სოფლად ცხოვრობდა. სოფლის მოსახლეობა ეროვნული შემოსავალის
ერთ მესამედს იძლეოდა. ასეთ ვითარებში, რესპუბლიკის ბედი დამოკიდებული იყო,
აგრარულ ურთიერთობათა გაუმჯობესებაზე. აგრარული ურთიერთობების მდგომარეობა
კი, უაღრესად მძიმე იყო. ომის პერიოდში პირველ რიგში სოფელი დაზარალდა. მკვეთრად
შემცირდა სოფლის მეურნეობის პროდუქციის საერთო მოცულობა. გლეხობა შიმშილის
რეალური საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. ბოლშევიკები აქეზებდნენ გლეხებს და
მოუწოდებდნენ აჯანყებისკენ, რადგანაც ისინი პირდებოდნენ ხალხს, მიწას. მათ წაქეზებას
1918 წელს გლეხთა მღლვარებები მოჰყვა საქართველოში. ლეჩხუმში, გორში, ზუგდიდში,
სენაკში. ყველაზე მასობრივი გამოსვლა ბოლშევიკებმა დუშეთის მაზრაში მოაწყვეს.
მიუხედავად დიდი მცდელობისა და ზოგიერთ რეგიონში საბჭოთა წყობის გამოცხდადების
მცდელობისა, ბოლშევიკებმა ვერ შეძლეს მასობრივი აჯანყების მოწყობა. აჯანყებებმა
მთავრობას დაანახა, რომ აგრარული საკითხი სასწრაფოდ გადაწყვეტას მოითხოვდა.
მენშევიკურმა მთავრობამ, აგრარული ურთიერთობათა განვითარების ამერიკული გზა
აირჩია, რაც გლეხურ-ფერმერული მეურნეობის განვითარებას გულისხმობდა. 1919 წლის 28
იანვარს, მთავრობამ მიიღო კანონი, სახელმწიფო ფონდიდან, კერძო საკუთრებაში მიწის
გადაცემის შესახებ. გლეხს თითოეული დესეტინა(1, 09 ჰექტარი) მიწაში 400დან 1000
მანეთამდე უნდა გადაეხადა, უნდა გამოესყიდა. კანონი მიწის ყიდვა-გაყივის
თავისუფლებას აწესებდა. მიწების უდიდესი ნაწილი თავად აზნაურობას სამღვდელოებას
და ვაჭარ-კაპიტალისტებს ეკუთვნოდათ. მათთვის ჩამორთმეული მიწები გადადიოდა
ადგილობრივი ერობების ხელში, რომლებიც ურიგებდნენ გლეხებს მიწას. რეფორმის ნაკლი
ის იყო, რომ გლეხს მიწა უნდა გამოესყიდა. მთავრობა ამ ფაქტს იმით ამართლებდა, რომ
გლეხი სხვა არანაირ გადასახადს არ იხდიდა. სინამდვილეში ეს ფული მთავრობას ისედაც
მწირი ბიუჯეტის შესავსებად სჭირდებოდა. მართალია რეფორმა მთლიანად ვერ
განხორციელდა, მაგრამ რეფორმის შემდეგ, სოფლის მეურნეობა აშკარა აღამავლობის გზას
დაადგა. სახელმწიფოს ესაჭიროებოდა არმია. არმია ჯერ კიდევ დამოუკიდებლობის
გამოცხადებამდე იწყებს ფორმირებას. დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ კი,
მთავრობამ დაამტკიცა კანონი სამხედრო ბეგარისა და მუდმივი არმიის შევსების
დებულების შესახებ. 20 დან 40 წლამდე მამრობითი სქესის ყველა მოქალაქე ვალდებული
იყო მუდმივ ჯარში სამსახურით მოეხადა სამხედრო ბეგარა. ხოლო რეზერვში იყენებდნენ
ლაშქარს, რომელიც ომის შემთხვევაში იკრიბებოდა. მიუხედავად საგარეო გართულებებისა,
1918 წელს ომი ოსმალეთთან, სომხეთთან, დენიკინის შემოტევებთან, მაინც შეძლო
მთავრობამ 20-30 ათას კაციანი ჯარის ჩამოყალიბება. არმიის ოფიცერთა აღზრდას,
თბილისში დაარსებულ იუნკერთა სამხედრო სკოლა ემსახურებოდა. ქართული გვარდიის
ჩამოყალიბებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის გენერლებს ვალიკო ჯუღელს, გიორგი
კვენეტაძეს და გიორგი მაზნიაშვილს. რაც შეეხება საფინანსო სისტემას, საქართველოს
დემოკრატიულ რესპუბლიკაში მიმოქცევაში დარჩა, ამიერ კავკასიის კომისარიატის ბონები,
რომლებიც თბილისში იბეჭდებოდა. 1919 წლსი ივლისში დამფუძებელი კრების დეკრეტით
დაიწყო რესპუბლიკის ბონების (ვალუტა) ემისია. ბონი განიცდიდა ინფლაციას, მაგრამ
იძლეოდა ბიუჯეტის ნორმალიზაციისთვის მეტ ნკლებ შესაძლებლობას. 1919 წლის
დეკემბერში დაფუძნდა საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის სახელმწიფო ბანკი,
თავმჯდომარე - ი.ლორთქიფანიძე. ბანკის გამგეობასა და ზედამხედველთა საბჭოს,
საკანონმდებლო ორგანო ირჩევდა. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უდიდესი
მოვლენა იყო, კონსტიტუციის მირება 1921 წლის 21 თბერვალს. მართალია კონსტიტუციამ 3
დღე იარსება, მაგრამ მას დიდი ისტორიული მნიშვნელობა ქონდა. კონსტიტუციით
საქართველომ უარი თქვა რუსეთში შემოღებულ პროლეტარიატის დიქტატურაზე, არ მიიღო
საბჭოთა მოდელი, აირჩია განვითარების დემოკრატიული გზა, გაიმიჯნა საკანონმდებო,
აღმასრულებლი და სასამართლო ხელისუფლება, დაწესდა კანონის წინაშე მოქალაქეთა
თანასწორობა, სიტყვის, პრესის, შეკრების თავისუფლება, სახელმწიფოსთვის სხვა
დემოკრატიული ფასეულობანი. საქართველოს პირველი კონსტიტუცია აშკარად იდგა
თავისი დროის მოწინავე დემოკრატიული სახელმწიფოების კონსტიტუციათა დონეზე და
მოწმობდა მის შემდგენელთა მაღალ სამართლებრივ და პოლიტიკურ კულტურას და
სხცადყოფდა ქართული სახელმწიფოს დემოკრატიულ ხასიათს. საქართველოს
დემოკრატიული რესპუბლიკის საშიანო პოლიტიკის მთავარი პრობლემა იყო სეპარატიზმი.
აფხაზეთის და შიდა ქართლში ოსების სეპარატიზმს, აქეზებდა და აღვივებდა რუსეთი.
სამცხესა და აჭარში სეპარატიზმს აღვივებდა თურქეთი. ზაქათალას ოლქში - ირანი. 1918
წლის 9 თებერვალს აფხაზეთის სახლახო საბჭოსთან, საქართველოს ეროვნულმა საბჭომ
დადო ხელშეკრულება, რომლითაც აფხაზეთს საქართველოს შემადგენლობაში ენიჭებოდა
ფართო ავტონომია შინაურ საქმეებში, მაგრამ აფხაზი ბოლშევიკების წაქეზებით, აფხაზები
ითხოვდნენ აფხაზეთის საბჭოთა რუსეთთან შეერთებას. დაიწყო გამოსვლები. დაიიკავეს
სოხუმი და აფხაზეთში საბჭოთა ხელისუფლება გამოაცხადეს. აფხაზებს მხარს უჭერდა და
აქეზებდა საბჭოთა რუსეთი, რომელმაც აფხაზეთში ყუბანელი კაზაკთა რაზმი შეაგზავნა.
1918 წლის მაისში საქართველოს სახლახო გვარდიამ, ვალიკო ჯუღელის მეთაურობით,
ოჩამჩირიდან შეუტია სოხუმს და ის იყო გაათავისუფლა რამოდენიმე რაიონი, რომ
საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყეტილება აფხაზეთის საკითხი სისხლისღვრის
გარეშე გადაეჭრა. თანაც ცნობილი გახდა, რომ ტუაფსეში საბჭოთა რუსეთმა დიდ ძალებს
მოუყარა თავი. 1918 წლის 8 ივნისს შეთანხმება აფხაზებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა და
საომარები მოქმედებები განახლდა. ქართულმა ჯარმა გიორგი მაზნიაშვილი სარდლობით,
ყუბანიდან შემოსული კაზაკთა რაზემი და აფხაზ სეპარატისტთა ჯარები დაამარცხა.
მაზნიაშვილი აფხაზეთის გენერალ გუბერნატორად და სოხუმის გარნიზონის უფროსად
დაინიშნა. მაზნიაშვილმა მეამბოზე ბოლშევიკები აფხაზეთიდან განდევნა. 1918 წლის
აგვისტოში, აფხაზეთის სახალხო საბჭო ფაქტობრივად დაიშალა. 1918 წლის ოქტომბერში,
საქართველოს მთავრობამ სოხუმშო აღკვეთა პოლიტიკური გადატრიალების მცდელობა.
1919 წლის 13 თებერვალს არჩეული იქნა აფხაზეთის სახალხო საბჭო, რომელიც გაცილებით
უფრო მრავალპარიული და მრავალეროვანი იყო. აფხაზეთის მოსახლეობის ნაწილმა მიიღო
მონაწილეობა საქართველოს დამფუძნებელი კრების არჩევნებშიც, რომელიც აფხაზეთის
სახალხო არჩევნების პარალელურად გაიმართა. აფხაზეთის სახალხო საბჭოს
თავმჯდომარედ აირჩიეს დ.ემხვარი, რომელიც მალე სათავეში ჩაუდგა აფხაზეთის
კომისარიატს, მთავრობას, ხოლო საბჭოს თავმჯდომარის პოსტი ყოფილმა თავმჯდომარემ,
შერვაშიძემ დაიკავა. 1919 წლის 20 მარტს, ახლად არჩეულმა აფხაზეთის სახალხო საბჭომ,
ხმების აბსოლიტური უმრავლესობით მიიღო აქტი აფხაზეთის ავტონომიის შესახებ,
რომლის პირველ მუხლში აღნიშნული იყო „აფხაზეთი შედის საქართველოს რესპუბლიკის
შემადგენლობაში, როგორც მისის ავტონომიური ერთეული“ აქტი მოიწონა საქართველოს
დამფუძნებელმა კრებამ და 1921 წლის 21 თებერვალს, დამფუძნებელმა კრებამ
საქართველოს კონსტიტუციასთან ერთად, დაამტკიცა დებულება, აფხაზეთის ავტონომიური
მმართველობის შესახებ. დებულებაშ ხააგასმული იყო, რომ აფხაზეთი მდინარე
მეხადირიდან, მდინარე ენგურამდე, შავი ზღვის სანაპიროდან კავკასიონამდე ითვლება
საქართველოს რესპუბლიკის განუყოფელ ნაწილად და ამ საზღვრებში, ავტონომიურად
მართავს თავის შინაგან საქმეებს. რაც შეეხება ოსებს, ოსებმა თავიანთი ეროვნული
თვითგამორკვევისაკენ მისწრაფება, ჯერ კიდევ ამიერ კავკასიის კომისარიატის
მმართველობის პერიოდში გამოხატეს და მისი განხორციელება ოსთა ეროვნულ საბჭოს
მიანდვეს. ოსებმა ჯერ ცალკე საერობო ერთეულის შექმნა განიზრახეს, შემდეგ კი სამხრეთ
ოსეთის ავტონომიის მოთხოვნა წამოაყენეს. ეს პრეტენზიები არარეალური იყო, რადგან არ
არსებობს პრეცენდენტი რომ როემლიმე ქვეყანას თავის ტერიტორიაზე, მოსახლე არა
დომინანტი ერის ნაწილისათვის, რომელსაც სამშობლო სხვაგან აქვს პოლიტიკური
სახელმწიფოებრივი წარმონაქმნის ჩამოყალიბების ნება დაერთოს. ოსებს სამშობლო
ჩრდილოეთ კავკასიაში ქონდათ. ამიტომ მათ საქართველოში, ახალ სახელმწიფოს არავინ
დაუკანონებდა. საქართველოს მთავრობა ოსეთს კულტურულ ავტონომიას სთავაზობდა.
ტერმინი სამხრეთ ოსეთის წარმოშობა საქართველოში რუსეთის ბატონობის ხანას
უკავშირდება. საქართველოს მთავრობა, ქართველი ხალხი ამ ხელოვნური ცნების
წინააღმდეგი იყო და იგი არც დაუმკვიდრებიათ. სეპარატისტულად განწყობილმა ოსმა
ბოლშევიკება დაიწეს ბრძოლა ისევე როგორც აფხაზებმა სამხრეთ ოსეთის საქართველოსგან
ჩამოსაცილებლად და რუსეთთან უშუალოდ შესაერთებლად. რუსეთის ბოლშევიკური
მთავრობის ხელშეწყობით, ოსებმა 1918-20 წელბში სამი შეიარაღებული გამოსვლა მოაწყვეს.
განსაკუთრებით მძიმე შედეგი მოყვა 1920 წლის აჯანყებას, რომელიც რისეთის
კომუნისტური პარტიის კავკასიის სამხარეო კომიტეტმა დაგეგმა და განახორციელა.
ამბოხებულმა ოსებმა დახოცეს ქართული გვარდიის მებრძოლები, გაუსწორდნენ ქართული
ადგილობრივი ადმინისტრაციის და მთავრობის წარმომადგენლებს და გაძარცვეს და
დაარბიეს მრავალი ქართველის ოჯახი. აჯანყებული ოსების დასახმარებლად ჩრდილოეთ
კავკასიიდან დაიძრნენ ოსთა პარტიზანული რაზმებიც. მათ გადმოიარეს როკის და
მამისონის უღელტეხილები და ბრძოლით დაიკავეს ცხინვალი. ძალაუფლებას საგანგებოდ
შექმნიილი „სამხრეთ ოსეთის“ რევკომი დაეუფლა, რომელმაც 1920 წლის 8 ივნისს ონიდან
დუშეთამდე საბჭოთა ხელისუფლების დამყარება გამოაცხადა. ეს წარმატება ოსებმა კრემლს
დეპეშით აცნობეს და დაუდასტურეს სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთება.აჯანყების
მესვეურები აპირებდნენ გორზე გალაშქრებას, სურამის გვირაბის ჩაკეტვას და
საქართველოში კომუნიზმის წითელიდ როშის აღმართვას. საქართველოს სახელმწიფოებრივ
დამოუკიდებლობას სერიოზული საფრთხე დაემუქრა. მთავრობამ ამჯობინა პრობლემა
მშვიდობიანი გზით მოეგვარებინდა და განსაკუთრებული სიმკაცრე ოსთა გამოსვლების
მიმართ არ გმაუჩენია. მდგომარეობის სტაბილიზება მთავრობამ სახალხო გვარდიასა და
რეგულარული კარის რამდენიმე შენაერთს დააკისრა. აჯანყება ჩახშობილი იქნა. ვალიკო
ჯუღელმა ზედმეტი სისატიკეც გამოიჩინა მაგრამ მას არ მოუწყვია ოსი ხალხის გენოციდი.
ამბოხებულები დასაჯეს ანტისახელმწიფროებივი ქმედებისთვის და არა ეთნიკური ნიშნით.
აჯანყებულთა ნაწილი ჩრდილოეთ ოსეთში გაიხიზმა და რეგიონში საქართველოს
მთავრობამ სრულიად აღადგინა საქართველოს იურისდიქცია.

You might also like